არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი   Wed Dec 01, 2010 1:51 am



ზაურ კალანდია
დაიბადა 1949 წლის 23 მარტს ზუგდიდში. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1976 წლიდან ცხოვრობს თბილისში.
მუშაობდა წიგნის სახელმწიფო პალატაში რედაქტორად; მთარგმნელობით კოლეგიაში – რედაქტორად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ჟურნალ "ცისკრის" ლიტერატურული თანამშრომელი, პროზის განყოფილების გამგე, 1992 წლიდან – მთავარი რედაქტორია. არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი რომანისათვის "ძეგლი ყველასათვის" (2002). ღირსების ორდენის კავალერი.



სოფიო ნავდარაშვილი

ისევ დაიწყება თუ არა „ცისკრით“ ახალი ლიტერატურა?

"ახალი 7 დღე" – http://7days.ge/index2.php?newsid=3351

ლიტერატურის მოყვარულებს ლიტერატურულ ჟურნალ „ცისკრის“ განახლებით სასიამოვნო სიახლე ელით. „ცისკრის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია 30 ნოემბერს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოვენო დარბაზში გაიმართება. როგორ გააგრძელებს 158 წლის წინათ დაარსებული ჟურნალი ცხოვრებას, როგორ მემკვიდრეობაზე ხდება მისი განახლება და რომელი ნაწარმოებები მოხვდება მის ფურცლებზე, ამ საკითხებზე მისი რედაქტორი ზაურ კალანდია გვესაუბრა. ბატონ ზაურს „ცისკრის“ რედაქციაში ვესტუმრეთ.

– „ცისკარი“ ქართველების ყველაზე საყვარელი ლიტერატურული ჟურნალია, რომელმაც არსებობა შეწყვიტა ორიოდე წლის წინ. როგორც მახსოვს, უკანასკნელად ის გაზეთ „ასავალ–დასავალის“ ჩანართის სახით გამოიცემოდა. რა მოხდა შემდეგ?

– შემდეგ ჟურნალის დასაფინანსებლად თხოვნით საპატრიარქოს მივმართეთ. მისმა უწმინდესობამ სხვა ჟურნალებთან ერთად „ცისკარიც“ დააფინანსა, მაშინ გამოვიდა ჟურნალის 7 ნომერი. მერე კი მოგვერიდა ყოველთვიურად მისი უწმინდესობის შეწუხება. ორი წლის წინ კი მოკრძალებით აღვნიშნეთ „ცისკრის“ 155–ე წლისთავი, მაშინ გამოვიდა საიუბილეო ნომერი, რომელიც შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრის მამა შიო გაბრიჭიძის თანადგომით გამოიცა. მას შემდეგ „ცისკარი“ აღარც გამოსულა. ახლა კი გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი, რომელმაც „ცისკრის“ დაფინანსება და გვერდით დგომა გადაწყვიტა, ეს ადამიანი არის სერგი კაკალაშვილი, ის თავადაც საინტერესო პოეტია, როცა ჩვენთან მოვიდა, გვითხრა „ცისკარზე“ ვარ გაზრდილიო.

– „ცისკართან“ ერთად, მართლაც, არაერთი თაობა აღიზარდა. აქ იბეჭდებოდა არა მარტო დამწყები მწერლების ნაწარმოებები, არამედ ისეთი მწერლების, როგორებიც არიან ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ინანიშვილი, ოტია იოსელიანი... ახლა როგორ იქნება?

– „ცისკრის“ ფურცლებზე გამოჩნდება, ასე ვთქვათ, ქართული ლიტერატურის სახე. მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში ჟურნალში, ცენზურის მიუხედავად, არაერთი გენიალური ნაწარმოები დაიბეჭდა. მის მაშინდელ რედაქტორებს კი უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ამაში. ძნელი იყო გურამ ფანჯიკიძის, ოთარ ჭილაძის რომანების გამოქვეყნება, ჯანსუღი დიდი ოსტატობით ახერხებდა თავის მოსულელებას და ნაწარმოებები მაინც გაჰქონდა. მან არა მარტო ჩვენს თაობას, არამედ მთელ შემდგომ თაობასაც უპატრონა.

– თქვენი აზრით, რომელი მწერლები და პოეტები ქმნიან ტონს დღეს ქართულ ლიტერატურაში?

– რთული შეკითხვაა. მაგალითად, რეზო ჭეიშვილის მოთხრობა, რომელიც ჩვენს პირველ ნომერში იბეჭდება, არის დიდი ოსტატობის შედევრი. ასე წერას ცოდნასა და ნიჭთან ერთად გამოცდილებაც სჭირდება, იგივე შემიძლია ვთქვა ნოდარ წულეისკირზეც, რომელიც 1991 წლის შემდეგ სოფელში წავიდა და იქ დასახლდა. ახლა კი სოფელ წერაქვის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ეს თაობა რატომღაც დაიჩაგრა და თითქოს მივიწყებულია. ბევრი რამ არის ჯერ კიდევ გადასაფასებელი, თუნდაც მე–19 საუკუნიდან. სულ ახლახან გამოვიდა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ახალგაზრდის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს. აქ ისწავლი, თუ როგორი ზნეობითა და სინდისით უნდა იცხოვროს ადამიანმა. ახლაც ძალიან საინტერესო მწერლები თუ პოეტები არიან: აკა მორჩილაძე, ბესო ხვედელიძე, კატო ჯავახიშვილი, ლადო კილასონია, გიორგი კეკელიძე, მარიამ წიკლაური და ბევრი სხვა. „ცისკარი“ ხდება ყველა თაობის გამაერთიანებელი, მისი ერთ–ერთი ფუნქციაა, რომ ყველა თაობა ერთად იდგეს.

– დღეს ბევრი ლიტერატურული გამოცემა არსებობს. რით იქნება „ცისკარი“ მათგან განსხვავებული და რით გაუწევს კონკურენციას სხვა ლიტერატურულ გამოცემებს?

–„ცისკარს“ ყოველთვის ჰქონდა თავისი ნიშა. ადრეც ბევრი გამოცემა არსებობდა, მაგრამ მას ყოველთვის თავის ადგილი ჰქონდა. მე, როგორც რედაქტორს, მიხარია, რომ საქართველოში ბევრი ლიტერატურული ჟურნალი არსებობს, მართლაც, კარგ საქმეს აკეთებს როსტომ ჩხეიძის ჟურნალი, ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“, „ჩვენი მწერლობა“... რასაკვირველია, მინდა, რომ ჭაბუა ამირეჯიბისა ან აკა მორჩილაძის ახალი ნაწარმოებები ჩემს ჟურნალში დაიბეჭდოს. ეს რედაქტორის აქტიურობაზეა დამოკიდებული.

– პირველი ნომერი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით მზადდება, რადგან მასზე ხშირად დამოკიდებულია ჟურნალის შემდგომი წარმატებაც. რას წაიკითხავს მკითხველი „ცისკრის“ პირველ ნომერში?

– პირველ ნომერში შევეცადეთ, ყველა თაობის კარგი ნაწარმოები და მწერალი შესულიყო. მწერლობაში თაობებს შორის განსხვავება 5–10 წელიწადია, ამიტომ ამ ნომერში ყველა თაობის მწერლების ორი–სამი წარმომადგენელი შევიდა. მაგრამ აქცენტი მაინც ახალგაზრდებზე გავაკეთეთ. გვინდოდა, დიდი ოსტატების გვერდით ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლებიც მდგარიყვნენ. მასალაზე იმდენად არ ვფიქრობთ, რამდენადაც მკითხველზე, რადგან ჩვენი ჟურნალი, პირველ რიგში, მკითხველისთვის კეთდება, მათ უნდა შეაფასონ, მათ უნდა მოიწონონ.

– „ცისკარში“ მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებები დაიბეჭდება?

–პირველ ნომერშივე გვაქვს ინტერვიუ რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან. დავწერთ პოეზიაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე, ისევ ვიმსჯელებთ, რანი ვართ და საით მივდივართ, ამაზე ისაუბრებენ მწერლები, ლიტერატორები. შეაფასებენ ლიტერატურულ ნოვაციებსა და ტენდენციებს. მაგალითად, ახლახან გამოვიდა ქართული პოეზიის ანთოლოგია. შეფასება სჭირდება, რამდენად ამართლებს იგი ანთოლოგიის სახელწოდებას, რამდენად ღირებული, გამორჩეული ლიტერატურა შევიდა მასში. „ცისკარში“ იქნება ყველაფერი, რაც მწერლობას უკავშირდება. იანვრიდან ჟურნალი ყოველთვიურად გამოვა და 2011 წელს 12 ნომერი დაიბეჭდება.

– რამდენად საპასუხისმგებლოა, იყო „ცისკრის“, ყველაზე ძველი და დიდი ისტორიის ჟურნალის, რედაქტორი?

–მეც ხშირად მიფიქრია ამაზე. 19 წელიწადია, მისი რედაქტორი ვარ. დაარსებიდან დღემდე ვიცი მისი ისტორია. სულ მეშინოდა, იმ დიდი ადამიანების დაარსებული ჩემს ხელში არ დაიხუროს–მეთქი. მართალი უნდა ვიყო უფლისა და დიდი „ცისკრელების“ წინაშე. ასე ვთქვათ, „ცისკარში“ ოტია პაჭკორიას გაზრდილი ვარ და არ მინდა, რამე შემეშალოს, რადგან მისი მოყვანილი ვარ, ყოველთვის მოვწონდი და მის წინაშე ვაგებ პასუხს.




Last edited by გამრიგე on Wed Dec 01, 2010 2:11 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი   Wed Dec 01, 2010 2:07 am



ზაურ კალანდია, ბაღათერ არაბული, ნუგზარ ანთელავა, გოგი წერეთელი, ელგუჯა მარღია

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი   Wed Dec 01, 2010 2:08 am



ელზა მეტრეველი, ელგუჯა მარღია

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი   Wed Dec 01, 2010 2:12 am



მხატვარი გოგი წერეთელი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი   Wed Dec 01, 2010 2:14 am



ბაღათერ არაბული
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი   Wed Dec 01, 2010 2:15 am



,,ცისკრის'' გენერალური დირექტორი და გამომცემელი, ბ-ნი სერგი კაკალაშვილი ,,მეგას'' დაჯილდოების ცერემონიალზე...


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: "ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი   

Back to top Go down
 
"ცისკრის" შემოქმედებითი კოლექტივი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ცისკარი" – სტუმრად ძველ მეგობართან-
Jump to: