არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"    Sun Oct 17, 2010 7:09 pm



იტერატურული
ნოვაციები
ავშვთა
რიენტირები


"ლიბო" წარმოადგენს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდს, რომელიც საქართველოში, თბილისში, 2006 წელს შეიქმნა საბავშვო მწერლების ირმა მალაციძისა და მარიამ წიკლაურის თაოსნობით. "ლიბო" საძირკველს ნიშნავს და აქედან ჩანს ფონდის სამოქმედო სფეროც და მიზნებიც.

ფონდის შექმნის აუცილებლობა გვიკარნახა საქართველოში, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არსებულმა დამოკიდებულებამ ქართველი საბავშვო ავტორებისა და საბავშვო ლიტერატურის მიმართ. ზოგადად საგამომცემლო საქმიანობის განვითარებისა და აღმასვლის მიუხედავად, ქართველი ავტორები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ეს ეხება წიგნის გამოცემას, ავტორების პოპულარიზაციას, კითხვის პოლიტიკის წარმოებას, საბავშვო ლიტერატურული კონკურსებსა და ლიტერატურულ კონკურსებში საბავშვო ლიტერატურის ნომინაციებს, საავტორო უფლებების დაცვას, საბიბლიოთეკო შესყიდვებს და ასე შემდეგ.

ამიტომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით გადაგველახა ზემოთ აღნიშნული პრობლემები. თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. ფონდი თავისი საქმიანობით ცდილობს გარკვეული ვაკუუმი ამოავსოს, რომელიც არსებობს საბავშვო ლიტერატურის სფეროში და მშობლებს, პედაგოგებს, ბიბლიოთეკარებსა და ყველა დაინტერსებულ ადამიანს დაეხმაროს საბავშვო ლიტერატურის ცოცხალი პროცესისადმი თვალის მიდევნებაში.

ფონდმა არსებობის 5 წლის მანძილზე, მხოლოდ ენთუზიაზმზე დაყრდნობით, ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. შეძლო, საზოგადოება დაეფიქრებინა ამ სფეროს პრობლემებზე. გვაქვს ბევრი ახალი წინადადება და იდეა, რომლის განხორციელებაც დაეხმარება არა მხოლოდ ქართველ ავტორებს, არამედ მკითხველს, ანუ ბავშვებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ საქმიანობაში ფინანსურთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მორალურ თანადგომასაც, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ყურადღების გააქტიურებას ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის მიმართ. ფონდის გვერდი ყველა თაობის საბავშვო მწერალი დგას და აქტიურად იღებს მონაწილეობას ფონდის საქმიანობაში, რადგან თვლის, რომ ეს საერთო პრობლემების მოგვარების გზაა. ჩვენი საიტი ბევრ საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ.

"ლიბოს" საიტი - http://libofund.com/index.php

"ლიბოს" ბლოგი - http://libofund.blogspot.com/p/blog-page.html

albino



ირმა მალაციძე დაიბადა 1968 წელს.
2002 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტი -კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გამოცემული აქვს წიგნები:

  • ვ. ვისოცკი "ვენური არდადეგები" (თარგმანი, პროზაული კრებული. გამომცემლობა "სიესტა", 2009)

  • "ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში" (საბავშვო პროზა, გამომცემლობა "პეგასი", 2009

  • "სატკბილეთის ქვეყანა" (საბავშვო პროზა, ბაკურ სულაკურის გამომცემლობა, 2004

  • "ფატია" (პროზაული კრებული, გამომცემლობა "სიესტა",2004

  • "ქერამუჭას სკოლა" (საბავშვო პროზა)


ირმა მალაციძე გახლავთ საქველმოქმედო პროექტის "ზღაპრები ირმა მალაციძისგან" ავტორი (10 ზღაპრის აუდიოჩანაწერი, რომლის გმირებსაც ახმოვანებენ ცნობილი პოლიტიკოსები. აუდიოკასეტები უფასოდ გადაეცა უსინათლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს).
საბავშვო ჟურნალ "დილის" მიერ გამოცხადებული კონკურსის "ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში" პირველი პრემიის მფლობელი;
ლიტერატურული კონკურსების "პენ-მარათონი" და "ლუარსაბ თათქარიძე" ფინალისტი და ლიტერატურული კონკურსის "საბა" ნომინანტი.
სისტემატიურად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში.
ირმა მალაციძე არის ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი აუდიოზღაპრების ავტორი, რომელიც დაიწერა გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დაკვეთით (2004).
საბავშვო პიესა "სატკბილეთის ქვეყანა" დაიდგა ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენაზე (2009).
საპატრიარქოს ტელევიზიით მიჰყავდა გადაცემათა ციკლი საბავშვო ლიტერატურაზე.

queen



მარიამ წიკლაური დაიბადა 1960 წელს.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მის პოეზია, საბავშვო ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად.
რადიო ”ივერია”-ში მიჰყავდა ორი საავტორო გადაცემა: ”საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი ”ერთი საათი”.
არის ერთ-ერთი დამაარსებელი საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდისა და მისი ეგიდით გამომავალი ”საბავშვო ლიტერატურული ალმანახის” რედაქტორი.
მისი ნაწარმოებები შესულია რამდენიმე სახელმძღვანელოში და სხვადასხვა კრებულებში.
არის ლიტერატურული კონკურსის ”შოთაობა“ 2009 წლის გრან-პრის მფლობელი (სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია);
გამოცემული აქვს პოეტური კრებულები და საყმაწვილო წიგნები:

  • ”დედის ნამღერი ლექსი” (საბავშვო წიგნი)- 1997

  • ”შეხვედრა” - 2000

  • ”შემომძახიან ლექსები” - 2001

  • ”წიკო-მიკო” (საბავშვო წიგნი) - 2000

  • ”ბრანდი-ბრუნდი” (საბავშვო წიგნი) - 2005

  • ”ნისლის ფრთას გავშლი” - 2006

  • ”მეფარნე” - 2009

  • ”ნატვრისთვლაო მზისაო” (საბავშვო წიგნი) - 2009

  • ”ნანინები” (აუდიო-დისკით) - 2009


ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

farao


Last edited by mzebneli on Sun Oct 17, 2010 8:02 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"    Sun Oct 17, 2010 7:13 pm



08:00 / 16-10-2010
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის ნომინანტებად ქართველებიც დასახელდნენ


ფრანკფურტის (გერმანია) საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია "ალმას" კომიტეტმა 2011 წლის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. პრემიის ნომინანტთა შორის არიან ქართველებიც: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" და ილუსტრატორი ლელა ტაბლიაშვილი.

საერთაშორისო პრემია "ალმა" შვედეთის სახელმწიფომ 2003 წელს დააწესა, როგორც ყველაზე დიდი საერთაშორისო პრემია საბავშვო ლიტერატურის დარგში. პრემიის დაარსება დიდი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის სახელის უკვდავყოფას, მისი კრედოს პოპულარიზაციას და საბავშვო ლიტერატურის განვითარებას ემსახურება მსოფლიოში.

საპრემიო ფონდი 500.000 შვედური კრონია (154 ათასი ევრო). 12-წევრიანი ჟიური გამარჯვებულს მარტში გამოავლენს. პრემიას აიღებს მხოლოდ ერთი გამარჯვებული, რომელსაც 1 ივნისს ოფიციალურად დააჯილდოებენ.


გელა ზანდუკელი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

queen
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"    Sun Oct 17, 2010 7:17 pm

09.10.2010 19:33
საბავშვო ნობელისთვის ქართველებიც იბრძოლებენ


7 ოქტომბერს, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია "ალმას” 2011 წლის ნომინანტები დასახელდნენ.

დასახელებულთა შორის, პირველად პრემიის ისტორიაში, ქართველი ნომინანტებიც მოხვდნენ. ეს გახლავთ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო".

პრემია "ალმა" 2003 წელს დაწესდა შვედეთის სახელმწიფოს მიერ და მას "საბავშვო ნობელსაც" უწოდებენ, რადგან ავტორიტეტით და მნიშვნელობით, ეს პრემია ყველაზე პრესტიჟულია საბავშვო ლიტერატურის დარგში. ის ხომ საბავშო ლიტერატურის განვითარებას ემსახურება მთელ მსოფლიოში.

სწორედ ეს მიზანი – საბავშვო ლიტერატურის განვითარება, დაისახეს, მწერლებმა – მარიამ წიკლაურმა და ირმა მალაციძემ, 2006 წელს, როდესაც დააარსეს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო", ყველა სხვა ფონდისგან იმით გამოჩეული, რომ არც არავითარი ფინანსური მხარდაჭერა, არც სხვა რაიმე დაინტერესება სახელმწიფოსა თუ არასამთავრობოთა მხრიდან მას არც ჰქონია და არც ახლა აქვს.

ამის მიუხედავად, ფონდი წლების მანძილზე საინტერესოდ მუშაობდა, გახლდათ მრავალი კეთილი წამოწყების, ღონისძიების ორგანიზატორი; გამოსცა საბავშვო ლიტერატურული ალმანახი; აწყობს შეხვედრებს მწერლებთან და პოპულარიზაციას უწევს საბავშვო მწერლებს და მათ წიგნებს.

წელს "ალმას" პრემიისათვის სწორედ "ლიბო" იბრძოლებს. ნომინანტთა სიაში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა და, როგორც ლიტერატურულ წრეებში ამბობენ, მთელი საქართველოსთვის მისალოცი სიახლე.

ფონდ "ლიბოს" გარდა, ნომინანტთა შორისაა ქართველი ილუსტრატორი ლელა ტაბლიაშვილი.

გამარჯვებულები მარტში გამოცხადდებიან. საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

წინ ზამთარი და დიდი მოლოდინია. თუმცა, გამარჯვების ტოლფასი წარმატება ქართველმა საბავშვო მწერლებმა, თავიანთი საქმიანობით, უკვე მოიპოვეს.

ავტორი: ნია გვიანიძე
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"    Sun Oct 17, 2010 7:22 pm


მარიამ წიკლაური წიგნის პრეზენტაციაზე

24 საათი 16.10.10

ასტრიდ ლინდგრენის პრემია - პირველად ქართველი ნომინანტები


წიგნის გამომცემლებს თუ ჰკითხავთ, ყველაზე კარგად საბავშვო ლიტერატურა იყიდება. თუმცა, ეს ქართულ ენაზე შექმნილ ლიტერატურას ნაკლებად ეხება.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც შექმნილი ლიტერატურის ხარისხი, ასევე მისი ცუდი პრომოუშენი. ხარისხის გაუმჯობესებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართული საბავშვო ლიტერატურისათვის ერთგვარ რეკლამად გამოდგება ის ფაქტი, რომ გასულ კვირას ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის - "ალმას" კომიტეტმა 2011 წლის პრემიის ნომინანტთა სია წარადგინა. დასახელებულთა შორის აღმოჩნდა ქართული "საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო".

პრემია "ალმა" 2003 წელს შვედეთის სახელმწიფოს მიერ დაწესდა, როგორც ყველაზე დიდი საერთაშორისო პრემია საბავშვო ლიტერატურის დარგში. მისი დაარსება დიდი შვედი საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის სახელის უკვდავყოფას, მისი კრედოს პოპულარიზაციას და საბავშვო ლიტერატურის განვითარებას ემსახურება მთელ მსოფლიოში. საპრემიო ფონდი 50 მილიონი შვედური კრონია. ამ პრემიისათვის ნომინანტთა შერჩევა მთელ მსოფლიოში წარმოებს: მწერლები, ილუსტრატორები, ორგანიზაციები და მთხრობელები შესაბამის ნომინაციებში სახელდებიან. 12-წევრიანი ჟიური გამარჯვებულს მარტის თვეში გამოავლენს. პრემიას იღებს მხოლოდ ერთი გამარჯვებული, რომელსაც 1 ივნისს შვედეთი ოფიციალურად აჯილდოებს. ნომინანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან "ალმას" ოფიციალური წარმომადგენელი წარადგენს. საქართველო ქართულ-შვედური მემორანდუმის საფუძველზე 2006 წლიდანაა მიერთებული ამ საპრემიო კომიტეტზე და უფლება აქვს, ყოველწლიურად წარადგინოს თავისი ქვეყნიდან წარმომადგენლები, რომელთა კანდიდატურებს "ალმას" კომიტეტი განიხილავს და შერჩეულ ნომინანტებს ოქტომბრის თვეში ასახელებს

ფონდი "ლიბო" 2006 წელს დააფუძნეს საბავშვო მწერლებმა ირმა მალაციძემ და მარიამ წიკლაურმა და იგი იმ პრობლემების მოგვარებას ემსახურება, რაც ქართველი საბავშვო მწერლებისა და საბავშვო წიგნის წინაშე დგას.

მარიამ წიკლაური: "ნომინანტთა სიაში მოხვედრაც უკვე ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფონდისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის და, ზოგადად, ქართული საბავშვო მწერლობისა და საბავშვო წიგნის პოპულარიზაციისათვის. ფონდი, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერისა და გრანტების გარეშე, მრავალმხრივად საინტერესო საქმიანობას ეწეოდა ამ წლების განმავლობაში: დააარსა ყოველწლიური დღესასწაული "ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი"; გამოსცა "საბავშვო ლიტერატურის ალმანახი"; აწყობს შეხვედრებს მკითხველთან და პოპულარიზაციას უწევს საბავშვო მწერლებსა და საბავშვო წიგნებს; ჩაატარა ერთობლივი სემინარი ქართული და შვედური საბავშვო მწერლობის ისტორიასა და დღევანდელობაზე; აწყობს წიგნების გამოფენებს; დააარსა მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია "კიკლი-კიკლი", რომელსაც საბავშვო ლიტერატურის განვითარებისათვის გასცემს; აამუშავა საბავშვო ლიტერატურის ვებგვერდი; აწყობს კონკურსებს და სხვა".

ჩვენ კი დავამატებდით, რომ ლიტერატურას მწერლებმა თვითონ უნდა მიხედონ, ასეთია რეალობა. და თუ "ლიბოს" წარმატება ქართველ საბავშვო მწერლებს მოტივაციას აუმაღლებს, ეს ისევ და ისევ მათ წაადგებათ: მკითხველი რომ მოიპოვო, სიახლე უნდა შექმნა, თუნდაც მისი აღიარება უცხოეთიდან მოდიოდეს.

წელს "ლიბოს" გარდა, ნომინანტთა შორისაა ერთი ქართველი ილუსტრატორიც - ლელა ტაბლიაშვილი.

ბელა ჩეკურიშვილი

Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"    Thu Dec 30, 2010 10:58 am

"ლიბო" გ ი ლ ო ც ა ვ თ ა ხ ა ლ წ ე ლ ს ! – http://libofund.com/საახალწლო.php


საახალწლო ლექსები
საახალწლო პიესები
საახალწლო მოთხრობები
საახალწლო ზღაპრები (თარგმანი)
საახალწლო სიმღერები
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"    

Back to top Go down
 
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო"
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: