არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 13, 2008 5:37 pm

ნინო დარბაისელი

მწველავური სალაღობო
"ძროხებს მიხედეთ, ძროხებსა, თორემ დაგრჩათ დასაწველი!" - ასე დაგვაწიოკა სანათა და მე მიხოსერამ ამ საღამოს (2008-12-12).

შინმოსულმა ძროხა ვწველე,
შავადედე მაწონიო.
მოვიცალე, მიხოს ვუქო
ზნენი სამამაცონიო.

ქართულად რო რაინდია,
რუსულად ას "რიცარიო",
მარტყოფელს ვინ დაიმონებს,
რა "ცარიო", რი "ცარიო"!

უდღეგრძელოს ღმერთმა ყველა,
გულით დასაფიცარიო,
მოკეთისთვის ღვინო მისცეს,
მტრისთვის - ოთხი ფიცარიო!

მოუმრავლოს ეზო-კარში
ხოხობი და ციცარიო!
... ამა ლექსის გამამთქმელი
თაოდ მიხვდეს, ვინც არიო!

jocolor

არჩანდას შენიშვნა:
ნინო, ჩვენ მარტყოფში პატარა სახლი გვაქვს ჩემი სიმამრის დანატოვარი და ის გავმართე ამ ზაფხულს, თორემ მე ვარ გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდადან.
ანუ -
რო შემეკითხები:
"გურჯნი ავტობუს მაიჰყევ შენაო?"
- ჰოო, მეთქვი! - ან ეგრე გეტყვი და...
ან კიდენა აეგრე:
- არა, კაცოო, გოდრით ჩამამიყვანეს აქა მეთქი!
- და რა უყავი ის გოდორიო? - რომ ჩამეძიები, მოგიგებ:
- ისევ იმ გოდორში ვზივარ მეთქი...


lol!


Last edited by არჩანდა on Sat Dec 13, 2008 7:41 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 13, 2008 5:41 pm

ვაჟა ხორნაული

***
აქედანაც მოგილოცავ,
კიდევ – ათას მხრიდანაო.

ღმერთის სითბო და ნექტარი
დაგდიოდეს ციდანაო.

მილიონი მარგალიტი
ამოგეღოს ზღვიდანაო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 13, 2008 5:53 pm

სერ მიხო და მთლად აქაურო კარო-კედელო, დიდ-პატარავ, შინაურ-გარეულო, კაცო და დედაკაცო, გილოცავთ მიხოსერობა-არჩანდობასა და გისურვებთ მრავალჯერ მოსწრებას და მილოცვის დასწრებასა გულის სინათლით და ჯანის სიმრთელით!


მარიამ ხუცურაული

არაგვივით იხმიანებ!..
სადღეობო სალაღობო მიხოსა

ბესო თუ ზის, ჯარჯი თუ ზის,
ომარიც თუ იქ ტრიალებს,
თუ ფშაველი ტომურ საჭმელს -
“დამბალხაჭოს” გიზიარებს,
ჟებოტაურ არყის ცეცხლი
თუ ლექსებად მიგთქრიალებს,
თენებისას ვერ იყუჩებ,
არაგვივით იხმიანებ!..

10 დეკემბერი, 2008


---
ბესო - ბესიკ ხარანაული.
ჯარჯი - ჯარჯი ფხოველი.
ომარი - ომარ თურმანაული.
ჟებოტა - სოფელი თიანეთთან.


Last edited by არჩანდა on Sat Dec 13, 2008 6:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 13, 2008 6:00 pm

ტარიელ ჭანტურია

ლექსპრომტი მიხო მოსულიშვილს, რედაქტორს

მწერლის გრძელ გზაზე ვინ ლაღად,
მიდის, ვინ კიდევ - მიხოხავს!
მივნატრი ყველას ამ გზაზე,
ვისაც მფარველად მიხო ჰყავს!


Last edited by არჩანდა on Sun Dec 14, 2008 2:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 13, 2008 6:09 pm

ცირა ბარბაქაძე

***
მიხოს

ვერ გაჩერდები,
სულ მიდიხარ,
უნდა იწვოდე!
შენც კარგად იცი,
რომ მწერალი დიდი ბავშვია...
და ამიტომაც, მეგობარო,
მე შენ გიწოდე -
კაცი, რომელიც სულ მიდის და
მაინც გზაშია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 13, 2008 6:19 pm

ელგუჯა მარღია

ვაჩე ანდრონიკაშვილის საუბარი შულმანთან...
მიხო მოსულიშვილის რომანიდან "უჟამო ჟამის რაინდი"

ვერ მომისყიდი, ვიყო გამცემი
და, კარგად იცი, ისკარიოტელ,
თავისუფლების ჯვარსაც მაცვამენ,
რომ საუკუნოდ სისხლი მდიოდეს.

რომ ჩემი სისხლით ჩემი არჩანდა
უცებ ცასავით ისე განათდეს,
ერთად გამოჩნდეს ყველა ლაჩარი,
ყველა ორგული და მოღალატე...

ცას უერთდება ჩემი ფესვები
და წინაპართა მესმის ძახილი:
არ დაეცემა შიშიონელი,
როგორც მამულის დროშა დახრილი...

ვიცი, სამშობლოც, როგორც რაინდი,
უნდა ვეძებო... უნდა მტკიოდეს...
მომაქვს სიმართლე - უფლის მახვილი
და გეშინოდეს, ისკარიოტელ!


Last edited by არჩანდა on Sat Dec 13, 2008 7:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 13, 2008 6:32 pm

ნიკო ყიფიანი

შავკანიან ქალს
მიხო მოსულიშვილის "ფრენა უკასროდ" რომანის წაკითხვის შემდეგ დაწერილი ლექსი

გან-გან რატომ გამირბიხარ,
შავო გოგო, გენაცვალე?
მეც შენსავით უთვისობით
და ობლობით დავიღალე.
მეც შენსავით არავინ მყავს,
ვის ვუამბო გასაჭირი,
ვინ გამიგებს გულისნადებს,
სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი!
მეც შენსავით დამიტყვევეს
და-ძმები და ბიძაშვილი
და კაიროს ბაზრობები
სავსე იყო ქართლის ძირით.
მოდი ჩემთან, შავო გოგო,
ამიდუღე ცივი სისხლი,
შენზე ლამაზს ვერასოდეს
ვერ იხილავს კაცის მისხი.
კბილები გაქვს წკრიალები,
მარგალიტის გიგავს მძივებს
და თვალები, საყვარლები
ვარსკვლავთაებრ გიციმციმებს...
მოდი ჩემთან, შავო გოგო,
გამირბი რად? გამახარე!
მეც შენსავით ობოლი ვარ,
დაგაწყნარებ, დამაწყნარე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 1:30 am

არჩანდა wrote:
ნინო დარბაისელი

მწველავური სალაღობო
"ძროხებს მიხედეთ, ძროხებსა, თორემ დაგრჩათ დასაწველი!" - ასე დაგვაწიოკა სანათა და მე მიხოსერამ ამ საღამოს (2008-12-12).

შინმოსულმა ძროხა ვწველე,
შავადედე მაწონიო.
მოვიცალე, მიხოს ვუქო
ზნენი სამამაცონიო.

ქართულად რო რაინდია,
რუსულად ას "რიცარიო",
მარტყოფელს ვინ დაიმონებს,
რა "ცარიო", რი "ცარიო"!

უდღეგრძელოს ღმერთმა ყველა,
გულით დასაფიცარიო,
მოკეთისთვის ღვინო მისცეს,
მტრისთვის - ოთხი ფიცარიო!

მოუმრავლოს ეზო-კარში
ხოხობი და ციცარიო!
... ამა ლექსის გამამთქმელი
თაოდ მიხვდეს, ვინც არიო!

jocolor

არჩანდას შენიშვნა:
ნინო, ჩვენ მარტყოფში პატარა სახლი გვაქვს ჩემი სიმამრის დანატოვარი და ის გავმართე ამ ზაფხულს, თორემ მე ვარ გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდადან.
ანუ -
რო შემეკითხები:
"გურჯნი ავტობუს მაიჰყევ შენაო?"
- ჰოო, მეთქვი! - ან ეგრე გეტყვი და...
ან კიდენა აეგრე:
- არა, კაცოო, გოდრით ჩამამიყვანეს აქა მეთქი!
- და რა უყავი ის გოდორიო? - რომ ჩამეძიები, მოგიგებ:
- ისევ იმ გოდორში ვზივარ მეთქი...


lol!

ეგრე, არა? ახლა ჩემი პასუხიც ნახეთ
/გოგლა ლეონიძის ჰანგზედ/:


გურჯაანული გოდ/რ/ება


არაშენდელნო, დავკარგეთ
ვაჟკაცი აქ დანაბადი!
გაგვტაცეს მარტყოფელებმა,
აჭამეს აღჯანაბადი.

ვა, მეციცრეო, განთქმულო,
გაზრდილო ჩვენის ჯაფითა!
საწნახელიდან გაგვიძვერ,
მანდ ღვინოსა სვამ ჩაფითა.

ხმა მიაწვდინე, უფალო,
ჩვენ მიხოს, ამას გვედრითა
და დაგვიბრუნე გურჯაანს
გოდრითა ანდა "ვედრითა".


შრიფტი ქართულად რატომ ვერ გადმომყავს?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 2:10 am

nino darbaiseli wrote:

შრიფტი ქართულად რატომ ვერ გადმომყავს?

santa

გაუმარჯოს დარბის აექ მოსვლასა!

Very Happy Smile cheers

შრიფტი ქართულად რატომ ვერ გადმოგყავს და -
აი, აქედან უნდა გადაიყვანო - http://www.convert.ge/ge/text.shtml

Shocked

და ვაიმე, თქვენს "მიხოს ერა არ ჩანდასა" - ეს დარბი მარტო რითმებს კი არა, ბგერებს ბგერებში აჯენს და ძაან დავიჩაგრები ამასთანა, ძაანა...

Sad

თხოვნა ფერმიდანა
დარბის, ბაოს, სანათოს

მეციცრეს შამამაშველეთ
თქვენეულ ეშხთა ალები -
ჩამოდით, აქ დაგახვედროთ
ჭრელ-ჭრულა ფეშტამალები.

ჩემ ფერმას დაგვა სჭირდება,
ხოხბებ მყავს დანაკარგები...
მერე აქაც კი გაჭამოთ
გოგლასი - აღჯანაბდები.


---
ფეშტამალი – წინსაფარი.
აღჯანაბადი - გარგარი (Armeniaca), ხეხილოვანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად - გლუვი კანი.

გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8-12 ტ 1 ჰა-ზე.

გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა , ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგარის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (4-20%), ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინოვან ნივთიერებებს (0,38 - 1,27%); კაროტინს (10 მგ%-მდე), თესლი - 29-58% ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა).

საქართველოში გარგარს კურკოვან კულტურათა ნარგაობის 2% უკავია. გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქართლში. დასავლეთ საქართველოში ჭარბი ტენის გამო ნაცვლად ნაკლებად ხარობს. დარაიონებული ჯიშებია: შალახი, ქართული აღჯანაბადი, ალიპრიალა (ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიში). გარგარის დაავადებებია: კლასტეროსპრიოზი, ბაქტერიული კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებელია - ცხვირგრძელები და პეწიანები.




Basketball flower rendeer

აჰა, დარბაო, ხო მაინც ვერ დამარჩინე ოხერ-ტივლადა?!

და ქართული აღჯანაბადის მავნებლებსა - "ცხვირგძელებსა" და "პეწიანებსა" ვუჩვენებ მე სეირებსა!
აი, ეგრე ვიქამ!
კი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 12:50 pm

[quote="არჩანდა"]
nino darbaiseli wrote:


თხოვნა ფერმიდანა
დარბის, ბაოს, სანათოს

მეციცრეს შამამაშველეთ
თქვენეულ ეშხთა ალები -
ჩამოდით, აქ დაგახვედროთ
ჭრელ-ჭრულა ფეშტამალები.

ჩემ ფერმას დაგვა სჭირდება,
ხოხბებ მყავს დანაკარგები...
მერე აქაც კი გაჭამოთ
გოგლასი - აღჯანაბდები.




ბობოვ, ნახევრებ გეყოფით,
რაზედ მოვცდეთ ორ-ორია?
რა ხოხობი, რი ციცარი
შენი საქმე გოდორია,
ეგებ წიგნი დაგეწეროს
კიდე თითო-ოროლია.
..
Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 2:00 pm

რად გვინდა ფეშტამალები,
ჯინსებ გვაცვია ქალებსა.
დისტანციური თაოდ ხარ,
ჩვენ "ლაივში" ვცდით ძალებსაSmile
ხოხობსაც უკეთ მოვუვლით ,
დავაფრთიანებთ ციცარსაც,
მგელს უმად ჩავაკონსერვებთ,
ქვაბს რო ძირი არ მიწვასაSmile)
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 2:08 pm

study მიხოსერავ, იქნება ერთად დადო კაფიები რა, ძაან დავიბენი ეს მეცოცხე მარუსა, სად რა დევს და ვის რა ვუთხრა-ვუპასუხო ანდა

ხახვის ფურცელი დაყარე,
რომ გამოვიგნო გზა-კვალი,
თორე ვერ ვაგნებ "ნაჭედსა",
არ ვარ მაგხელად ნასწავლიSmile
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 2:18 pm

Very Happy მიხოსერამ აიშენა
გოდრის "ასობნიაკია".
ახლა ფერმას წამოსჭიმავს
ბითუმ აგურს მიაკვლია,
მააშენოს უნდა თურმე
უკბილებო ნიანგია.Smile)
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 2:45 pm

bao wrote:
study მიხოსერავ, იქნება ერთად დადო კაფიები რა, ძაან დავიბენი ეს მეცოცხე მარუსა, სად რა დევს და ვის რა ვუთხრა-ვუპასუხო ანდა

ხახვის ფურცელი დაყარე,
რომ გამოვიგნო გზა-კვალი,
თორე ვერ ვაგნებ "ნაჭედსა",
არ ვარ მაგხელად ნასწავლიSmile

Rolling Eyes Evil or Very Mad Crying or Very sad

ბაოო, სუ ერთად როა, ის უფრო დამაბნეველი არ არის, კაცოო?
და აქ კიდე - თემების მიხედვით არის - წაიკითხავ სათაურს, გენდომება რამის თქმა იმ თემაზე და შეხვალ და დასწერ.

და შენა - მაგ შენს მეცოცხეობასა ნუ წამამაყვედრი, მე კიდენა - მეციცრეს მეძახის დარბი.

geek

***
მეცოცხ-მეციცრე შაიბნენ,
ეკრანს გაჰქონდა გრიალი.
მეცოცხემ მეციცრე დასცა,
დააწყებინა ღრიალი.
დასცა და წამააყენა,
თან სიტყვაც უთხრა გზიანი:
მეციცრევ, ნუღარ შამებმი,
კაცი ხარ დავლათიანი,
მე ვიცი, ფრენა რო გიყვარს,
უნდ იყვე სათვალიანი -
სუ ცოცხით შამოგაფრინო
ხეობა არაგვიანი.

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sun Dec 14, 2008 3:06 pm

სანათა wrote:

***
ბობოვ, ნახევრებ გეყოფით,
რაზედ მოვცდეთ ორ-ორია?
რა ხოხობი, რი ციცარი
შენი საქმე გოდორია,
ეგებ წიგნი დაგეწეროს
კიდე თითო-ოროლია.
..
Wink

Basketball bounce rabbit

***
სანათო, ჩემსა ფერმასა
სავალ კარგი აქვ, გზიანი.
მოსვლა ადვილი იქნების,
წასვლა გახდების გვიანი.
დამლაგებლები მჭირდების,
არ აშექალებ, ტიალნი -
თან ლექსებ ეუბნეოდნენ,
ხოხბებ ეგონოთ ჭკვიანი.
ფეშტამლებ დაგახვედრბკე -
ზედ ახატია ბიარიც (კურორტია ალპებში).
შრომაში შამაგათენდეთ,
დღე იქ ვერ ჰნახოთ, მზიანი.
აემის მალექსებელსა
დეკან ეტრფიან, ღვიანი.
სამხვეწროდ წამოიღოდე
დამბალ ხაჭუებ, სვიანი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Mon Dec 14, 2009 2:36 pm

ილტოსპირელი (მიხეილ ღანიშაშვილი)

არჩანდის ჩინ-მუნდირს - მიხოს,
სადაბადებისდღეოდ


გვიან მისწვდა ილტოსპირელს
ესე კაი ამბავია,
ქვეყნად გამოსაჭენები,
ფართოდ დასასტამბავია.
მიხოს დაბადების დღეა,
მიხოც ალბათ აქავეა,
მაგრამ ვინ მიმიპატიჟებს,
სუ შორს მიწევს კავკავია!
ე ლექსით თუ მიულოცავ,
მეტი მე რა მაქვავია!
დღეგრძელობა მისურვებავ,
თავსა ზედა ქავ-კავია,
მტკიცედ შემოემზღვარ-მყაროს
ქართულ პროზის ბაკანია!
მეც ვიძახი, რაც სხვებს უთქვამთ,
განა ქება საკმარია?!
კაცად ხო კაცურია და
მწერლად უფრო მაგარია.

2009

Arrow

ანთა ნათელიძე (ვაჟა ხორნაული)

***
პროზას შიგან მაგარი ხარ,
მაგრამ, ძმაო, კაფიაში:
შენ ათიდან შვიდში ურტყამ,
მე_ათიდან ათიანში!

Arrow

ილტოსპირელი

***
განაწილდა ადგილები
კაფიების ფართიანში,
გარეთაც ის გამოფინეს,
რაც მათ ღარიბს ფანტია შინ.
მე ცხრიანში ვგლეჯ ამ ისარს,
ღაბახს, გულში ბანტიანში,
ვირი ივრის ველზე მიდის,
დათვი კიდევ - პანტიანში,
სამსვლიანი მატი მიაქვს
ილტოსპირელს პარტიაში!

jocolor
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Mon Dec 14, 2009 4:56 pm



დათვს კაფია დავაჯახე
შუბლუკაში,ბანჯგვლიანში,
მერე ვირსაც წა-ცა-ვკარი,
აყინტრავდა ანწლიანში,
ჯორმა თქუა,ბედი მაქვსო,
არ მოვხვდიო შავ სიაში...

დიაცებ თუ გამაჩინდეს,
შავფრინდები მაყვლიანში_
მაგათ ხომ არ მოვეკვლევი
"ბალეშჩიკთა" ტაშ-გრიალში.

ერთი ტკბილი,ერთი მწარე,
ხიწვი ჯამში,თაფლიანში. lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Tue Dec 15, 2009 2:28 pm

ჰმSmile სად გაქრა ბატონი მიხოს პასუხი აქ კაფიაში?ერთი სიტყვა ვერ გავიგე და მდინარე ყოფილა თურმე.ბობო შენი ყველა ლინკი რომ დადო შენს გვერდზე ხომ შეიძლება?ხანდახან დავხეტიალობ და დავბოდიალობ ხოლმე შენს ინტერნეტსივრცეში.გუშინ ახალი სურათებიც ვნახე.იქნებ კი არადა სხვებიც ხომ გკითხულობენ .ასე უბრალოდ და ჩუმად sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Tue Dec 15, 2009 2:49 pm

nini wrote:
ჰმSmile სად გაქრა ბატონი მიხოს პასუხი აქ კაფიაში?ერთი სიტყვა ვერ გავიგე და მდინარე ყოფილა თურმე.ბობო შენი ყველა ლინკი რომ დადო შენს გვერდზე ხომ შეიძლება?ხანდახან დავხეტიალობ და დავბოდიალობ ხოლმე შენს ინტერნეტსივრცეში.გუშინ ახალი სურათებიც ვნახე.იქნებ კი არადა სხვებიც ხომ გკითხულობენ .ასე უბრალოდ და ჩუმად sunny

Arrow

ბობოს პასუხი არ ვარგოდა და წავშალე...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Tue Dec 15, 2009 5:44 pm

გამრიგე wrote:
nini wrote:
ჰმSmile სად გაქრა ბატონი მიხოს პასუხი აქ კაფიაში?ერთი სიტყვა ვერ გავიგე და მდინარე ყოფილა თურმე.ბობო შენი ყველა ლინკი რომ დადო შენს გვერდზე ხომ შეიძლება?ხანდახან დავხეტიალობ და დავბოდიალობ ხოლმე შენს ინტერნეტსივრცეში.გუშინ ახალი სურათებიც ვნახე.იქნებ კი არადა სხვებიც ხომ გკითხულობენ .ასე უბრალოდ და ჩუმად sunny

Arrow

ბობოს პასუხი არ ვარგოდა და წავშალე...


***
არ იყო წასაშლელი_სწორედ ამ იუმორიანმა და გულისმიერმა პასუხმა მიბიძგა ჩემი მორიგი(თუმცა უხეირო)კაფიისაკენ.

...
ძალიან კარგია "არმურის საფიხვნოს" ახალი სახე_თუ ეს მხოლოდ საახალწლო საჩუქარი არაა და მერეც ასე დარჩება,აგაშენათ ღმერთმა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 01, 2012 2:51 pm



მიხო მოსულიშვილი

მოსულა?
(ავტოკაფია)

"რაკი "მოსულამ" თქვა, ესე იგი, მოსულა".
ლელა გაბური


რაც "მოსულამ" თქვა, მოსულა...
რაც არ მოსულა, წასულა...
კისერიმც მოუტეხავსა,
შავი არი და ავსულა,
მაგის ამყოლის ჭკუაცა
გაპარულ-გადანავსულა.

01. 12. 2012

ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=388335621244271&set=a.241340042610497.56271.100002035099487&type=1&theater&notif_t=like

study


Last edited by Admin on Sun Dec 02, 2012 9:38 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Sat Dec 01, 2012 3:09 pm

გამოხმაურებები

ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=388335621244271&set=a.241340042610497.56271.100002035099487&type=1&theater&notif_t=like


ყარამან ჯიქურაული

***
უყურეთ მიხეილასა,
კაფიის ეშხში შასულა.

Arrow

ნანული ცხვედიანი

***
მწერალად - დიდი ბიჭია,
განაა ერთი კაფსულა,
მაინც კახელი მიხოა,
ლამაზად თუმც გაპარსულა!

Arrow

ნონა დავითაია

***
კისერ შენს მტერსამც მაუტყდეს!
შენ კარგად იყავ, მიხაო!
ერთხელ სცადე და ვერ გახველ,
არ გაგაჩერეს იქაო!
მაგარ უქნიხარ მამასა!
რკინა ხარ, განა თიხაო!

Arrow

თამარ გელოვანი

***
თავ-კისერ უკვე აღგიდგა,
მაგირჩა მატეხილ ხელი,
ერთი რად დაგრჩა მხოლოდა
აღსადგომ-მასატეხელი...
შენ ფიქრი საით გაგექცა,
რა გაიფიქრე, ტიალო, _
ფეხებს უფრთხილდი, ფეხებსა,
კიდევ ბევრ უნდა იარო!..

Arrow

ვაჟა ხორნაული

***
დამშვენებულხარ, ძმობილო,
მოჩანხარ უფრო ტანსრულად,
შენი ნაწერი ჩვენია --
არ ითარგმნება სპარსულად...

Arrow

ნინო დარბაისელი

მიხოსერა არჩანდას


დაბერდი, მოსულიშვილო,
გიცქერ და გატყობ უცება.
გულს ნუ გაიტეხ, გიხდება
სიბრძნისგან გაკონფუცება.

Arrow

მზია გიგაური

***
ეგ ვაჟკაცური ღიმი გიხდება
და საფეთქლებთან თმები ჭაღარა...
შენს დანახვაზე გული მიკვდება:
საქმროდ დიდი ხარ, მამად - პატარა...

Arrow

რამაზ გიგაური (ნადირათ გაგა)

***
მიხომ თქვა, მოსულიშვილმა:,
”რაც არ მოსულა, წასულა”...
მაგრამა ა ის წასული,
ცას ოქროს შიბით ასულა.
სადღაა პაპის კაფია,
ცხრაძარღვიანი, ცხრასულა,
წავიდნენ ჩვენი პაპები,
შავეთს წყალგაღმა გასულან.
ჩვენი უძარღვო კაფია,
ქცეულა ნალევ ქასურად.
ზეცაში იგრე ჰკიდია,
რო ზეცამ მთვარე გაწურა!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Tue Dec 11, 2012 5:52 pm

მარიამ წიკლაური

***
ერთი თვის, ერთი დღისა ხართ
შენ და ბატონი ალფრედი,
გისურვებ გამხდარიყავი
მატარებელი ამ ბრენდის!

Smile

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (დ. 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთი ― გ. 10 დეკემბერი, 1896, სან-რემო, იტალია) — ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან გარდაქმნა. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის პატივსაცემად იქნა წოდებული ნობელიუმად.

ნობელმა გამოიგონა დინამიტი.

http://ka.wikipedia.org/wiki/ალფრედ_ნობელი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Tue Dec 11, 2012 9:13 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

ნუთუ გამომეპარა, შენი დაბადების დღე, მიხო?!
ეტყობა დროების ჟამუკუღმართობამ ამრია!
არაუშავს, მოგვიანებით მოგილოცავ!
ნახევარი საუკუნე ხუმრობა საქმე არ არის მწერლისთვის!
ბარაქალა შენ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნებით ხელდამშვენებული ხვდები ამ ლამაზ თარიღს!


ერგასის წლისა გამხდარა

ერგასის წლისა გამხდარა
მიხო მოსულიშვილიო,
თავის სამშობლოს მკერდზედა
წიგნებად გადაშლილიო.

ეგეთი უნდა, თუ უნდა
ქვეყანას კაი შვილიო.
მეამაყება მენაცა,
აქვს ერთი კაი წვლილიო:

ვაჟას რო ჩაუკირკიტდა,
ბევრჯერ დაიფრთხო ძილიო.
დასაფასოა ფშავლისგან
მაგის მოდგმა და ძირიო.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   Thu Dec 11, 2014 11:36 am

რამაზ გიგაური

დაბადების დღეს ვულოცავ...

დაბადების დღეს ვულოცავ
მოსულიშვილსა მიხოსა,
მუდამ სიმტკიცე ჰქონოდეს
იმისი სახლის ლიბოსა.
სიკეთე, ბედნიერება,
სიმდიდრეც მასთან იყოსა,
მეგობრებიცა ბევრ ჰყვანდეს,
მტერმა ვერ დაიბრიყვოსა...
სისხამზე არაყს „ურტყამდეს“,
თან აყოლებდეს ნიგოზსა!

2014

study


Last edited by Admin on Thu Dec 11, 2014 11:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: "მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები   

Back to top Go down
 
"მიხოსერობა-არჩანდობას" გვილოცავენ ქართული სიტყვის ოსტატები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: