არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)

View previous topic View next topic Go down 

უნდა გამოვიდეს თუ არა ალექსი ჭინჭარაულის კაფიების წიგნი?
1. აუცილებლად და ყოველმიზეზგარეშე!
100%
 100% [ 11 ]
2. არა მგონია...
0%
 0% [ 0 ]
3. რა საჭიროა?.. და, საერთოდ, კაფია რა არის?
0%
 0% [ 0 ]
Total Votes : 11
 

AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Fri Jul 30, 2010 10:26 am



ალექსი ჭინჭარაული
[http://ka.wikipedia.org/wiki/ალექსი_ჭინჭარაული]

ალექსი ჭინჭარაულმა სახელი გაითქვა როგორც კაფიების მათქვამმა. "საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია, იგივე ლეკოთ წიქა", – წერს პოეტი და ლიტერატურათმცოდნე ნინო დარბაისელი.

აღსარება

აბაბაბა, აბაბაბა,
დაბერყუნჭდა "ლექსო პაპა".
ერთი ქვედა კბილი შერჩა,
როგორ ღეჭოს ხმელი ბაბა?
კუთვნილებისაერ ერგო
თიაყათა ერძი ფაფა
(დუღილით შესქელებული,
როგორც ბრძანებს სულხან-საბა).
აღარც ლორი, აღარც შაშხი,
აღარც მწვადიანი ტაფა...
მადლობა ღმერთს,- ჯერ არ მიჭირს
არყისა და ღვინის ყლაპვა!
თავს მაგითღა ვინუგეშებ,
სხვა რა დამრჩენია, აბა?


Exclamation


Last edited by გამრიგე on Fri Jul 30, 2010 10:41 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Fri Jul 30, 2010 10:37 am

ვახუშტი კოტეტიშვილი

80 წლის ალექსი ჭინჭარაულს

ვულოცავ იუბილარსა
სიტყვის ჯადოქარს, მისანსა.
პაპა ალექსის ნალექსი
მუდამ აღწევდა მიზანსა.
მე აბა რა მათქმევინებს
მის აუგსა და მის ავსა,
და თუ წამამცდა, ბებერი
რაღა ჩემ ფეხებს მიზამსა?!

25.12.06.


ვახუშტი კოტეტიშვილი - ალექსი ჭინჭარაულს

ლექსო, ეს ჩემი სიტყვები
არ გახლავს სახუმარონი.
მე ხომ შენს გვერდით ისე ვარ,
როგორც მოსესთან არონი.
მტრები ვერაფერს გვიზამენ,
გინდაც გვითხარონ ხარონი,
ისეთ კაფიებს ვაჯახებთ,
გავხადოთ სახარხარონი,
თავის სიტყვები გაირჭონ,
როგორც სიმინდის ტარონი.
შენ კაფიების ლორდი ხარ,
მე – შაირების ბარონი!

10.11.07.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Fri Jul 30, 2010 10:38 am

ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)

ვახუშტის

მიიღე, ძმაო ვახუშტი,
ჩემი სალამი ფარსული,-
ისევ ჯეელი მეჩვენე,
რო გნახე წვერგაპარსული.


***
ჩუბჩიკაც წავიდა,
ვახუშტიც წავიდა, –
სულს რომ მინათებდნენ
დილის მზესავითა...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Sat Jul 31, 2010 8:12 am

ეფემია ვარდოსანიძე (გადმოტანილია სახეთა წიგნიდან):

მე განსაკუთრებით მიყვარს ეს კაფია:

ალექსი ჭინჭარაულს ღამით თუ გათენებისას სახლში მიადგნენ მზექალა შანიძე და ლელი ბარამიძე - ზედაზენზე მივდივართ და უშენოდ ეს საქმე არ გამოვაო. ბატონი ალექსი დინჯად ჩაბრძანებულა მანქანაში და უთქვამს:


***
ვაიმე, ჩემო სახელო,
ამოგანგლულო მტვერშია, -
მიჰყავხარ ქვედა ზნის ქალებს
ზედაზნის მონასტერშია.


ბატონ ალექსისგან ეს კაფია ასე მაქვს მოსმენილი "მიგათრევს ქვედა ზნის ხალხი...”
ალბათ, ამ დიდი სახელების ხსენებას მოერიდა, მაგრამ შემდეგ თავად ქალბატონმა მზექალამ წაიკითხა ისე, როგორც ლექსშია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რა სიყვარული, სიახლოვე და პატივისცემა აქვთ მათ ერთმანეთის მიმართ.

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Sat Jul 31, 2010 8:25 am

ლელა საღლიანი (გადმოტანილია სახეთა წიგნიდან):

ლეკოთ წიქას კაფია გურულების სუფრაზე

ერთი უყურეთ გურულებს,
ჩემი დათრობა სცადესა,
მეორე დღეა მასმევენ,
"ბაკლები"გააკვლადესა.
საქმეს ვერ შველის, ძმანებო,
თქვენი წყალწყალა ადესა,
ჟიპიტაური სჯობია,
სად ის არის და სად ესა.


Exclamation

პოეტმა ვახტანგ გოგოლაშვილმა ლექსად მიმართა ალექსის:

თუ არ მეშლება ალექსი,
შენ სიმამრი ხარ ჯარჯისა.


ალექსისი პასუხი:

შენ რა გრჯის პოეტობასა
ანდა იმ ჯარჯის რა რჯისა?


bom

ვახუშტიმ რომ" დაუკრეფავნი" გამოსცა, ალექსიმ ასე მიულექსა:

***
ადრიდა რაი გვიჭირდა,
აწინა იქნა, რაც იქნა, –
სადაც ვინ რამე პრაწი ქნა,
ვახუშტიმ აკინძ-აწიგნა.


drunken


Last edited by გამრიგე on Sat Jul 31, 2010 8:57 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Sat Jul 31, 2010 8:46 am

ლელა საღლიანი (გადმოტანილია სახეთა წიგნიდან):

ვალერიან საღლიანის პოეზიის საღამოზე ყველა გამომსვლელი ერთხმად მსჯელობდა, თუ რატომ დაუბრუნდა ის მთას. ამ დროს იუბილარს სკამი გაუტყდა და ალექსიმაც არ დაახანა:

***
ვეღარ ამოხსნეს, ჩემო ვალიკო,
შენი ცხოვრების არსი რაშია...
ქალაქს საშენო სკამი არ იყო,
და, ალბათ, მიტომ წახველ მთაშია.


alien

ალექსი ჭინჭარაულმა ვალერიან საღლიანს გაუგზავნა უფროსი შვილის სურათი და შეახსენა, რომ ოჯახიც უფრო ადრე შექმნა მასზე და წიგნიც ადრე გამოსცა:

***
ჰა, ესეც ჩემი ნაოსტატარი,
ესეც მზად არი,
წიგნიც მზად არის,
ხედავ? – რამდენზე გადაგასწარი...


cyclops

***
ლეკოთ წიქამ დაიუბნა:
დუშმან ჩემფერ ჟამკარშია,
სხვას რომ თავი გავანებოთ,
პალტო არ მაქვს ზამთარშია.
გარეთ როგორ გამოვიდე
ამ თოვლსა და ამ ქარშია,
როგორ ჩავდგე "პლასჩიანი"
პალტოიანთ ამქარშია.


pirat


Last edited by გამრიგე on Sat Jul 31, 2010 8:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Sat Jul 31, 2010 8:51 am

ეფემია ვარდოსანიძე (გადმოტანილია სახეთა წიგნიდან):

პირველი ხალხური პოეზიის საღამოსთვის ვახუშტი კოტეტიშვილი და შოთა ნიშნიანიძე ადგენდნენ ბუკლეტს. ალექსი ჭინჭარაულის დახმარება დასჭირდათ და დელიკატურად მისწერეს:

"ლექსო, ნუ დაიკარგები’’!

ბატონმა ალექსიმ უპასუხა:

***
მთავრობას შემოეთვალა:
"შეადგინეთო ბუკლეტი”!
ბუკლეტის შესადგენადა
დამჯდარა ორი დუპლეტი:
ერთს ჯინსის შარვალ აცვია,
მეორეს - პალტო ბუკლესი,
წავედი, მათთან მივედი
და მივაშველე კუპლეტი.


Very Happy
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   Tue Aug 03, 2010 8:01 am

ლელა საღლიანი (გადმოტანილია სახეთა წიგნიდან):

ჩინებულმა ფოლკლორისტმმა იურა ჯაფარიძემ მითხრა, წიქა-პაპას თმა რომ შეუთხელდა, ნახანჯლარი გამოუჩნდაო, – იხსენებდა ვახუშტი კოტეტიშვილი, – შატილის სოფსაბჭოს თავმჯდომარეობისას ვიღაცა კაცს უხევია ხანჯალიო. ჰოდა, წიქასთან კონტექსტში რქა მოტეხილი წიქარას სახე წამომიტივტივდა და ასეთი ლექსი მივართვიო:

***
შუბლშენგრეულო ხევსურო,
წიქა ხარა თუ წიქარა?
ვაითუ სხვაგან მოუხვდათ,
სადაც უნდოდათ, იქ არა.


ალექსი ჭინჭარაულის პასუხი:


***
იურა ჯაფარიძესა
თავი აქვს, როგორც კაფელი,
არც ვახოს თმისგან დაიწვნის
სამუშაითო საბელი.


cyclops

გამომცემლობა "საქართველოს" დირექტორის, ელგუჯა მაღრაძის მოსაცდელში ალექსი დიდხანს ალოდინეს. უთხრეს, სტუმარი ჰყავსო. ლოდინით დაღლილმა ალექსიმ მდივან ქალს ასეთი ლექსით მიმართა:

***
ვატყობ სტუმარი მაღრაძის,
სასტუმრო სკამზე მაგრად ზის.
ამდენი ხანი ვუცდი და
გახსნა არ იქნა ამ რაზის.


Shocked

მეგობრები არმაზში, აგარაკზე მიდიოდნენ საქეიფოდ. ერთ-ერთმა მოიბოდიშა, ცოლ-შვილი მყავს სიდედრთან წასაყვანი და ვერ წამოვალო. ალექსიმაც მაშინათვე გამოაცხო კაფია:

***
როცა ხოში მაქვს არმაზის,
ცოლ-შვილი თავზე არ მაზის.


king

თავის კოლეგასა და მეგობარს, გიორგი იროდიონის ძე ცოცანიძეს ალექსი ჭინჭარაულმა დაუწერა:

***
ცოცანას პოეზიაში
პრეტენზიები ჰქონია,
იროდიონის შვილობა
ევდოშვილობა ჰგონია.


jocolor
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)   

Back to top Go down
 
ალექსი ჭინჭარაული (ლეკოთ წიქა)
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: