არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თეონა ქუმსიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: თეონა ქუმსიაშვილი   Tue Jul 27, 2010 9:04 am



თეონა ქუმსიაშვილი (27.01.1984 - 22.07.2010) პოეტი, კომპოზიტორი, მომღერალი

ინათებს, ჩემო

ინათებს, ჩემო, შენზე ფიქრებით
გულს უშენობა შემოსჩენია.
სად არ ვიძიე, სად არ ვიკვლიე, –
წამალ არავის მოუგონია.

დარდმა აავსო ჩემი სამყოფი,
მე შენი ხილვა მომწყურებია.
მოდი და, იქნებ, ამ გულს უშველო –
არავინ უნდა, მომმდურებია.

არც როდის იყავ საჩემოს, ვიცი,
ლამაზ თვალები სხვა რამდენია.
შენ ვერ გიამბე, ღამემ კი იცის,
ცრემლები ღვარად რად დამდენია.

სახეტიალოდ გზები მეძახის,
მესაიდუმლე მთა გამხდენია.
ღამდება, ჩემო, კიდევ დავითვლი
რამდენ უშენოდ გამთენებია.

შენ ვერ გიამბე, ღამემ კი იცის,
რამდენ უშენოდ გამთენებია.


გელა დაიაური და თეონა ქუმსიაშვილი

აქ დავდოთ თეონა ქუმსიაშვილის ლექსები, – ალბათ, რაც სიმღერებიდან გაიშიფრება ტექსტურად.

ეს სიმღერა მოვისმინოთ აქ – http://www.youtube.com/watch?v=tWwlxZlzPuU&feature=related

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გვან.ცა ფლეტჩერი



Female
Number of posts : 3
Age : 116
Location : თბილი–სი
Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია
Humor : ........
Registration date : 05.03.12

PostSubject: <3   Mon Mar 05, 2012 5:12 am

მიყვააარს გულშიიიიი! ( <3
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=100000587441898
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეონა ქუმსიაშვილი   Mon Jul 16, 2012 8:25 am

"ეს არქაული ტემბრი არის ღმერთის წყალობა და რა ბედნიერია ერი, ვისაც დღეს კიდევ მიეცა ეს ხმა სამყაროდან. ასეთ ხმას არ შეიძლება გამოსცემდეს მიწიერი არსება. სასწრაფოდ მაჩვენეთ ეს გოგონა!"

ჰანს ფიუეგი,
ბაზელის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის დირექტორი



თეონა ქუმსიაშვილი - "გაზაფხულს".
ლექსი: ვაჟა-ფშაველასი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თეონა ქუმსიაშვილი   Tue Sep 25, 2012 3:31 pm

***
მე რა მინდა?
ცრემლის ერთი უეცარი შეხება.
ფიქრი ციდა !...
გულს რომ მსუსხავს დარდად შემოეყრება
მე რა მინდა?
ზღვა და ქოხი ცისფრად შემორკალული,
ისევ მშვიდად,ისევ მშვიდად
ვიყოთ მე და წარსული.
მე რა მინდა?
არაფერი უკვე დავაგვიანე,
რაც წავიდა, გაჰყვა ჩრდილად
ხსოვნის მერიდიანებს
მე რა მინდა?
ხეტიალი სევდის სანაპიროზე,
ფიქრი ციდა!..
როდის იყო ბევრი რამე მინდოდა...


***

შევუერთდები საღამოს წვიმას მე შენზე ფიქრად...
და მე მტირალი ვივლი ქუჩებში წვიმასთან ერთად,
დავიფლეთები ნაპირ-ნაპირ მე შენზე ფიქრად...
მზე ცალკე დამწვავს, მიწა შემიპყრობს მხოლოდ შენს ფიქრად,
წვიმა გაქრება, სადღაც ღრუბლებში კვლავ გაფრინდება,
შენზე ფიქრები, მოლანდებები დარჩება ჩემთან...
და ამ ფიქრებში ბინდი ილევა და გათენდება,
მე ისევ ვივლი შენზე ფიქრით დილასთან ერთად...
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თეონა ქუმსიაშვილი   Tue Sep 25, 2012 3:32 pm

დედას
***
შენი დაღლილი თვალების სევდა...
ტკივილიანი ცრემლების ნამი...
დავტოვე ყველგან, მთებში თუ გზებთან,
ახლა შეხვედრის მომწყურდა წამი...

ვინც იცის იქნებ, დაქანცულ მაგ გულს,
ჩემი სიშორით დავეცი ელდა...
როგორ ძნელია, ფიქრი ამაზე,
რომ გაიზარდნენ შვილები, დედა...

ჭრილობა შენი არ მოშუშდება,
ან ვინ დაედო, დედას მალამოდ,
გავა დრო, ვიცი, და შემშურდება
სხვისი შვილები, შენს საამაყოდ...

მეც შენი შვილი, შენი გაზრდილი
მემგონი დედა და უკვე ქალი...

2007 წ. ნოემბერი
/თეონა ქუმსიაშვილი/

Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეონა ქუმსიაშვილი   Thu May 16, 2013 1:36 am

თეონა ქუმსიაშვილი

ო, როგორ მეწადა...
(სიმღერა)

ო, როგორ მეწადა მე შენი ხილვა და...
უშენოდ სუსხია, უშნოდ ყინვაა.
ეგ ნაკვალევი ხომ დამრჩება იარად.
იქნება არც იყავ, იქნება ხილვა ხარ.…
შენს ღიმილს მიაგავს ეს ცა და ღრუბელი,
ფიქრები თანდათან ისხამენ იარაღს...
და შენ კი წახვედი ჩუმი და უქმელი,
შენს სახელს ვარქმევდი ამ მთას და იალაღს.
შენს თვალებს ვადარებ, თუ რამ ლამაზია,
რამდენ დღეს დავითვლი, რამდენს არამზიანს.
მე ამ გულის მეტი არა მაბადია,
ეგ გამოხედვა კი ისე ამაყია.
ო, როგორ მეწადა მე შენი ხილვა და...
ფეხდაფეხ მოგყევი, ტყე იყო თუ ყანა.
ვეღარსად გიპოვე, თუმცა კი, ძვირფასო,
შევძარი მთები და შევძარი ქვეყანა.
აღარ მოიგონო გზა აქეთ სავალი,
არავის არ ჰკითხო ამ მთების ამბავი,
როს თეთრად დამათოვს, დადგება ზამთარი,
ბუხრისპირს დარჩება სათქმელად ზღაპარი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეონა ქუმსიაშვილი   Tue Jul 02, 2013 9:18 am



2013 წლის 2 ივლისს, 19:00 საათზე გამომცემლობა "საუნჯე", ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ა(ა)იპ "ჩვენი ფშავი" ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის დარბაზში აწყობენ თეონა ქუმსიაშვილის წიგნის და აუდიო დისკის"უფლისჩიტა" წარდგინებას.
საღამოზე თეონას გაიხსენებენ მისი მეგობრები და ახლობლები. თეონას და მისდამი მიძღვნილ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლი "შავნაბადა", დათო არჩვაძე, დები ნაყეურები და ზვიადაურები, ქეთი ვარდიაშვილი და ქეთა წიკლაური.
წარდგინებაზე გაიყიდება საუნჯეს მიერ გამოცემული წიგნი "უფლისჩიტა", რომელსაც ახლავს აუდიო დისკი თეონას სიმღერების ჩანაწერებით.
საღამოზე დასწრება უფასოა.

ბმული:
* https://www.facebook.com/events/1390089254538714/1393285564219083/?notif_t=plan_mall_activity

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეონა ქუმსიაშვილი   Tue Jul 02, 2013 10:40 pm



წიგნის დასახელება – "უფლისჩიტა" (თან ერთვის თორმეტი სიმღერის დისკი)
ავტორი – თეონა ქუმსიაშვილი
გამომცემლობა: “საუნჯე"
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
რედაქტორი - მარიამ ხუცურაული
ყდის დიზაინი - თეა აკობია
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-442-74-2
გვერდების რაოდენობა - 129
გამოცემის წელი: 2013

მიხო მოსულიშვილი -- „მიყვარდა მე, ძალიან მიყვარდა ეს ხმა...
ისიც ვიცოდი, რომ ეს იყო ხმა მღაღადებილსა უდაბნოში და ამიტომ უფრო მიყვარდა...
მე ბედნიერი იმით ვარ, რომ ვიცნობდი კიდეც, -- ქუმსიაშვილების დიდი გვარის ჩამომავალი იყო და მოუდიოდა ეგეთი სიმღერა, თავისით მოუდიოდა...
რაც აღარ არის, მით უფრო მიუახლოვდა თავის სამშობლოს და...
გიყვარდეთ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა, -- ამასღა ვიტყვი და, კიდევ -- გელა დაიაურს დიდ გაძლებას ვუსურვებ... ეს ცხოვრება სხვა არც არაფერია, დიდი გაძლებაა მარტო...
და როგორც ძველი ბერძნული ტრაგედია სულს უხვეწავდა და აძლიერებდა მაყურებელს, ასევე თუღა გვიშველის თეონა ქუმსიაშვილის დარჩენილი ლექსები, თუნდაც ეს:

მეც ჩავეხვევი უფსკრულის ნისლთა

მეც ჩავეხვევი უფსკრულის ნისლთა,
მერე მოვყვები ზღვასავით ლიცლიცს...
ნუ მეტყვი, თითქოს სათქმელი ითქვა,
თითქოს მშვენება ჩემთვის ვერ იცლის.
მეც ავმღერდები უცხო არილით,
შევძლებ, ორიოდ სტრიქონიც ვწერო.
მეც ვინარნარებ მინდვრად ქარივით,
თბილ ქვეყნად წავალ, ვით თეთრი წერო.
მეც შევძლებ, ვინმე მოვხიბლო ერთი,
თუ შემეწევა მაღლიდან ღმერთი..."




თეონა ქუმსიაშვილი

ნუ ყმუი, ქარო, ტიალო

ნუ ყმუი, ქარო, ტიალო,
ნუ მოიყოლებ ავდრებსა,
მიტირის გული ბეჩავი,
ნუღარ აუშლი დარდებსა.
ან ნეტავ რისთვის მოსულხარ,
სიკვდილს მაგონებ ავ-ბნელსა.
შინ შამო, დაჯე, მიამბე,
როდის შამაბამ საბმელსა.


არაგვი არაგვს შეხვდება

ნეტავ შენ, შავო არაგვო,
აღარც რამე გაქვს სანაღვლო.
უყვარხარ არაგვს თეთრასა,
არავის ასდევ სამადლოდ.…

წამოხვალ გულის სწორთანა
ლაღი, არავის მსმენელი,
შენ ყოფას ნატრობს ქვეყანა,
ყველაა შენი მქებელი.…

ნეტავი, შენი ბედ მამცა,
მეც მყავდეს ეგეთ მხლებელი,
თქვენი ტრფიალი შემშურდა,
ვიქეცი ზეცის მვედრელი...



მარტო სიმღერით გითხარ...

(ქართველ ემიგრანტებს)

სულ შენი იყოს, მინდა,
ეს ნაწამები სული.
ვეღარც სიტყვებით გითხარ
ამდენი სიყვარული...
შორი ხარ ეხლა ჩემთვის,
უფრო ტკბილი ხარ, ეხლა.
სხვისი გულისა რა ვთქვა,
ეს გული შენთვის ფეთქავს.
სიცოცხლე იმად მიღირს,
გეფერო უფრო მეტ ხანს.
ჩემო სამშობლოვ, ტკბილო,
ოღონდაც შენი მერქვას.
თუნდაც გამრიყოს ბედმა,
მოგეფერები ყველგან.
ეს სუნთქვაც შენი იყოს,
ოღონდ ქართველი მერქვას.
სულ შენი იყოს, მინდა,
ეს ნაწამები სული.
მარტო სიმღერით გითხარ,
ამდენი სიყვარული.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: თეონა ქუმსიაშვილი   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
თეონა ქუმსიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: