არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თამთა დოლიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: თამთა დოლიძე   Sat Jun 19, 2010 11:57 am



თამთა დოლიძე


ადამიანები, ზევით!
/ყველა შესავალი და გამოსავალი დავიწყებულია./


მასწავლე,
როგორ მიდიან ერთმანეთისგან ადამიანები,
როგორ ტოვებენ ნამცეც-ნამცეც შეგროვებულ
და წლებზე გადანაწილებულ
პურს და წყალს.
რა ამოხაპავს სმენის კრამიტებში შემოსულ ავდარს,
როცა თვალები ადგნენ და უბოდიშოდ გადასახლდნენ -
ზევით.
მასწავლე, როდის მიგატოვო,
რომ არ დამჭირდეს მიწის ღილივით მოწყვეტა და
გადაკერება სხვა სიზმრის ცაზე.
მაშინ ხომ არა,
ქურაზე შემოდგმული და დავიწყებული სადილი
დესანტივით რომ გადამისვრის გამოსავალთან:
დამწვრის სუნი, კვამლი, ხანძარი...
ვერ შეგელიე,
როგორც მიწას ფეხისგული.
ღამის ჩახუთულ სიბრმავეში გეყრდნობი და
ისე ვიძინებ.
ნეტავი, როგორ ეჩვევიან ასე ერთმანეთს,
როცა უკვე დაცლილია ზამთრის მარაგი
და აღარ დარჩა
აღარც ერთი გრამი სათქმელი,
არც ერთი ქვა - გაუსროლელი
არც ერთი ხმა - ჩაუწყვეტელი.
ან ეს პირთამდე სავსე ჭიქა როგორ ვატარო,
რომ არ დამექცეს შენი წყურვილი
და არ დაგახრჩო საკუთარ შხამში,
საფეთქლებიდან გამოჟონილ სასოწარკვეთაში,
შენივე ავდრის ნიაღვარში,
სუნთქვის ღვარცოფში...

გთხოვ, მითხარი!
რა ჩანს შენი თვალების სიმაღლიდან,
რა ჩანს ზემოდან,
როცა ასეთი უსუსური სიყვარულით გვიყვარს ერთმანეთი.
მითხარი, რომ არსებობს სიტყვა, რომელიც
ყველაფერს ახსნის. თორემ
ჩემი ფარჩა ჩრჩილმა შეჭამა,
ატლასი მზეზე დამრჩა გაკიდული, გამიხუნდა,
შემოვბრუნდი და შენი საწოლი დანასავით ალესილი -
დამხვდა, მაგრამ
ყოველ ღამე ძილი მჯობნის,
გიბრუნდები და
შენს წყურვილში ფორთოხალივით ვიწურები.
ჩვენი უსისხლო, მაგრამ აშკარა ბრძოლის ფონზე
ეს მხოლოდ წამიერი კადრია - წარმავალი,
მაგრამ, ყველაზე ხშირად, ამ კადრში ვკვდები:
თითქოს, თოკებზე გამობმული,
ხიდიდან ვხტები:
შიში,
ექსტერმი,
ადრენალინი...
და ყველა ამ თოკს, ( უცაბედად),
ჰაერი მიჭრის.

გამოგიჭირე,
როგორც ქურდის მაჯისცემა გულის ჯიბეში
და შენმა სუნთქვამ,
ამ ბარგივით შეკრულ სხეულში,
ისე ხმამაღლა გაიჭრიალა,
თითქოს კუბოს ახადეს თავი.
იქ კი მე ვწევარ,
თითქმის მკვდარი, უმატლო მიწაში -
შენს ატლასში, შენს ფარჩაში
შენს ხელებში, თითებში, მხრებში
და ეს საწოლი
პირდაღებული უფსკრულია
ჩემი სიმშვიდის.

Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: თამთა დოლიძე   Wed Dec 15, 2010 3:22 pm

ასთმა


მუჭი გავშალე და არაფერი.
მზერიდან გადმოყრილ შაქრის ბოლო კოვზს
ბოლო ღამეში
ბოლო წვეთ წყლში, ჰაერში -
ბოლო, თბილი სუნთქვაში
ვყრი და ... არაფერი
გავშალე სხეული,
გულზე ხელი დავიდე და
ბოლო კოვზი სიმართლის ფხვნილი
სველ ნესტოებთან
სველ თვალებთან
სისხლიან გულთან მივიტანე
ვკითხე:
ხელისგულივით მართალი
თუ ვარ მეთქი.
თუ - ჩემი ამბავი,
ხიდან ჩამოვარდნილი ბარტყივით,
ისე დამთავრდება,
ვერც კი ვიგრძნობ რომ
იყო?!
ჩემი ოცნებაც,
ერთ ღამეში გაზრდილი ბავშვი,
იყო და არც იყო - შენზე, რადგან
უძილო ღამეების,
ცარიელი ქვაბების
ტელევიზორების ში(შინ) ში
შინაბერა ოცნებები ადვილად იკითხება.

მუჭი გავშალე და
დავარწიე
არაფერი

Back to top Go down
View user profile
 
თამთა დოლიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: