არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნატალია ქადაგიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jul 18, 2010 3:16 pm




ძველ სახლში ობობა ცხოვრობდა...
ძველ სახლში ობობა შრომობდა...
შრომობდა როგორ და -
ძაფებს მიჰყვებოდა ბოლომდე,
და იქსოვებოდა ეს ფარჩა -
ლამაზი როა და არ ჩანს...
იქ, იმ ნაკეცებში დრო ჩარჩა...
ამისთვის თვეები დახარჯა
ობობამ...
მოქსოვა საბანი...
ჟამს გადააფარა განბანილს...
მე კი მას ვუწოდე ან - ბანი -
ხანიდან რა ბანი ჩამესმა,
დრომ, უსაამესმა
და ქართლის ჭალებმა,
ეს შემოქმედება -
უტკბესი წვალება,
წლებად მიითვალა,
შავ - ლეგად...
...იქვე, კუთხეებში თეთრადაც,
კედლის შავ გრაფიტზე
ეს, რაღაც…
გაუბამს ობობას დღეს რაღად?
ფანჯრიდან ჭერამდე,
ჭერიდან კარამდე...
ქსელები ოთახებს ფარავს და
იქ მე წავიკითხე სხვა რამ და,
ის დაუვიწყარი მარაბდაც...
ობობა...
იცინის ყვითელი...
შრომობს და ნაღვაწარს იფერებს...
თუ ვინმე გააქრობს
მის ბგერებს,
ამაყად შეუნდობს იმ ხელებს.
ობობა...
ბევრს შრომობს
და ცოტას ისვენებს,
აქა - იქ გააბამს “ბისერებს”...
რომელნიც ყველაფერს იწერენ...
ჩემთვის ლექსი როა, ის, მერე...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jul 18, 2010 3:20 pm



თივა...
თვე ივლისის...
ფერდობზე ქალები...
თიბათვე ჩამჯდარა
მთებშიც და ჭალებშიც!
და,
როგორც ალები -
წითლად მავალები,
ღრუბლები მოჩანან
სუყველას თვალებით.
თივა...
თვე ივლისის...
ალაზნის ველიდან,
შორიდან, ვრცელიდან,
მე მთვარეს ველი და
დამცინის
მწველი ცა...
...ის მოვა -
მთვარე და
ამ არე - მარედან
მიმიხმობს მალე და...
...ასე ჩანს
გარედან...
თივა...
თვე - ივლისის...
თიბათვემ
ზვინებად ააგო
სხივები!..
ქალები -
ქარვისფერ მძივებად -
ფერდობზე, თივებთან...
მე...
ლამის -
პეიზაჟს თვალებით მივება!..
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Wed Jul 21, 2010 3:55 pm

...
(დიდ ვაჟა-ფშაველას - მოკრძალებული სიმღერა...)

”ვინა სთქვა, ენამც გაუხმო,
ჩარგალში ცუდნი ყმანია!”...
ტაშს დაგიკრავენ ხეები,
ყვავილნი - შენნი დანია,
ფესვები - ოქროს ძაფებად
აჟღერდებიან, ვით სიმნი,
შენზე - შრიალით წიფლების,
დაიწერება ტყის ჰიმნი...
”ვინა სთქვა”...
-ადამიანი
ადამის ძეა მხოლოდა...
მოვლენილია მინდვრების
ბალახისფერი სოლოდან...
შენ დაიბადე ერთი და -
მთელი სამყაროს
წვიმადა...
ხარ და იქნები სუყველგან,
როგორც იყავი წინადა!
მთაო!
ჩაიკარ გულში იები -
შეახე ხელი... და არც შეახე...
მე წავიკითხე ამ სიყვარულზე,
მე მოვისმინე...
თითქოს...
მე ვნახე!
...ისე ბგერობდნენ...
ისე მღეროდნენ...
იმ ასოებით განარანდები...
მე წავიკითხე
შენი სტრიქონი,
კაცობრობის გულისნადები...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sat Jul 24, 2010 11:31 pm

***
(თუშურ მოტივზე)

“…თუ ვერა გნახავ, დავდნები,
როგორც მთის თოვლი ნამითა”!
გადაუვლია ღრუბელსა,
ალბათ, ხევებში ჩავიდა...
შენ ჩემთან იყავ სიზმრებში,
არსად წასულხარ, წამითა!
არ ვიცი, რა გაქვს მაგ გულში,
რისი თქმა გინდა ამითა...
დილა მომადგა კიაფით,
კარგ ამბის მაცნესავითა,
მთებისკენ ვგზავნი ფიქრებსა,
იმათ იციან რა მინდა...
ბრუნდება, თითქოს, უკანვე,
ჟამი, რომელიც წავიდა...
მგონი, გაზაფხულს მოვიყვანთ,
დავიბადებით თავიდან!..
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sat Jul 24, 2010 11:35 pm

***
ტბათანა...
…ფარდაგის მონაყოლს
გიამბობთ...
- თუშებმა,
ამ ფერთა ფანქარად და
ფიქრთა იადო, -
ცა გამოიყენეს...
- ბევრი იოცნებეს და
ბევრი იმღერეს...
ძაფები
შეღებეს ლოცვებით,
ტრფობით და წუხილით...
იყო მზე,
- ქარებიც და
ჭექა - ქუხილიც!..
...ტბათანა...
ხურჯინმა გამანდო...
- ჰგავს დედას,
თბილსა და გულიანს! -
ღრმა ტბასთან
ლურჯი ყვავილები
ჩნდებიან
და ფერხულს უვლიან!
ტბათანა...
აგიყვანს, ვით თოთოს
და გადაგახედებს ხევებში!
ო, რა სიმშვიდეა,
ღვთიური,
იმ მთათა ხელებში...
...ფარდაგის მონაყოლს გიამბობთ...
მის ფერებს,
დარდიანს,
ვუსმენდი...
აქსოვდნენ იქ განცდებს -
სიყვარულისა
თუ სევდის...
ტბა კი,
ტბათანაში,
სადაც მთებია და -
ტბაც - თანა!...
ყველაფერს იწერდა -
ციანად!..
...მე, იმ ”პოემებით”.
ველური ფერწერით,
დატყვევებული ვარ, მთლიანად!
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jul 25, 2010 12:21 pm

...

მიყვარს გრძელი და სევდიანი
ლექსი - წერილი...
ვწერ გაზაფხულზე -
აპრილის ბაღს, დადობილებულს,
როცა სარეცხიც, ყვავილივით
გადაფენილი,
შენი უსტარი, მოქათქათე, ეგონება გულს!
ვწერ შემოდგომას, გარინდებულს,
ნაჯაფ გლეხივით...
- ნაღდს და ახლობელს, მოჩურჩულეს
მთვარის ენაზე...
თავს წარმოვიდგენ სერაფიტად
და მარეხივით...
...ვფიქრობ ღრუბლების ციდან გულში
გადარბენაზე...
...მიყვარს ლექსები, უვრცელესი -
ტრამალებივით...
ბალახისფერი... თოვლისფერიც...
ორივე მხიბლავს!
იქ, გაოცებით, კითხულობენ ასო-ბგერანი -
გარიჟრაჟისას, ბადრი მთვარე
თავს რატომ იკლავს!
მაგრამ მე წერილს, ახლა, მხოლოდ, სოფლის ცას
მივწერ -
ჩემი ბავშვობა ვარსკვლავივით აქვს ჩანიშნული...
ბლის, ალუბლების შემოსევა
ყოფილა იმ წელს,
ჩუმად მოჰქროდა ტყიდან სიო, წარმართ - ნიშური...
ქვიშის ნაპირი, ალაზანზე,
მზეს იხატავდა,
და, წყვილი თითი სრიალებდა გულად და - გულად...
ჩრდილები მანძილს აითვლიდნენ
მოხუც პანტამდე
და მიიწევდნენ ერთმანეთთან -
ფრთხილად, მალულად...
...სუფთა ფურცლები ივსებოდა სასვენნიშნებით -
პაუზით, მძიმით, კითხვის ნიშნით -
ყველაზე მეტად!
მუზები სადღაც, მშობლებივით,
ლოცვით მიშვებდნენ, -
სადაც ფიქრების კუნძულები გავდა პლანეტას!
ამიტომ, დიდი სამყაროზე,
ის სამყაროა,
ცამ რომ ჩამნიშნა , ვასკვლავივით,
დაბადებული...
ჰოდა, მეც, ხშირად, ვგზავნი წერილს
რიყის წყაროსთან,
სადაც დგას პანტა -
მოხუცი და გაფითრებული...
ვწერ,
მიყვარს წერა გრძელი ლექსის, როგორც
წერილის,
და -
ვატან წამებს, სასოებით, შარშან-ში, წელ-ში...
ფოთოლი, დედის ხელებივით,
მკერდს დაფენილი,
ისევ მიმიძღვის ნაცნობ ფიქრში,
თბილსა და ძველში...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Tue Jul 27, 2010 8:56 am


”ვინა სთქვა”...
-ადამიანი
ადამის ძეა მხოლოდა...
მოვლენილია მინდვრების
ბალახისფერი სოლოდან...
შენ დაიბადე ერთი და -
მთელი სამყაროს
წვიმადა...
ხარ და იქნები სუყველგან,
როგორც იყავი წინადა!
.
sunny cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Tue Jul 27, 2010 9:46 am

sunny
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sat Oct 23, 2010 9:17 pm

...

მე მოვიარე მკაცრი ხეობა,
მთვარის მწიფობას თვალი შევავლე...
კვლავ - ფიქრი ფიქრებს გადახვეოდა
და ჰგავდნენ ტკბილი ხსოვნით შემთვრალებს...
ფესვთა და ხეთა, იქ, სახიობა,
იყო ბუმბერაზ სცენის ფრაგმენტი...
ტოტს და ტოტს გული გადახეოდათ,
სხვა ერთგულება, არ ვიცი, მეტი!..
...მე მოვიარე მკაცრი ხეობა,
რომ შემეგროვა ხავსი - სამყოფი...
იქ, გრძელდებოდა სხივთ ა- ღრეობა -
სწუხდნენ - ბნელ-ნათელს, მარად გაყოფილს...
...მხიბლავდა მრუდის სწორი პროფილი...
და - სიველურის დახვეწილობა...
ღამე, დღისაგან გამოყოფილი,
ჩემს სიშორეშიც, იყო ჭრილობა...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sat Oct 23, 2010 9:22 pm

...

პეშვს ვუშვერ ამ წყაროს,
წვეთავს და წკანწკარებს...
გულის უღრანებში
სიზმრებმა მამწარეს...
დილა დამიტოვებს
ფიქრებზე ნაკაწრებს...
ზამთარი... მოდის და -
რა გაძლებს!
რა გაძლებს!
და ქალებს, და კაცებს,
ლეკვებს და ნაგაზებს,
ვუფუთავ სურვილით,
გულებს და ანფასებს...
ვინ -
რჩება, ნულივით, დაფაზე,
ვინ -
აღებს ანთებულ დარბაზებს...
ქარი მეპარება...
რას დამდევს!
დავეძებ გაბნეულ ანდაზებს...
...ზამთარი კვლავ მოვა,
გაუძელ,
არ დაზრე,
არ დაზრე!
- ვიცი, ძველებურად,
იდაყვს დვეყრდნობით,
ვიდარდებთ, ჩიტივით, ამაზე...
აქ, ტირის ცხოვრება
გაქცეულ აბაზებს,
ჩვენ კი მას ვუწოდებთ -
ამაზრზენს...
...მოდი,
დაველოდოთ გაზაფხულს,
ვუსმინოთ გაკვეთილს ქარგვაზე,
და თუკი ვაცოცხლებთ,
იცოცხლებს,
ოცნება - ჰაერშიც და ქვაზეც!
...ეს დილა...
კვლავ მიჩენს ნაკაწრებს, -
ბინდივით, თან, მზერას ამკაცრებს...
დავხურავ სულის კარს,
ვხერგავ გზებს...
რა უნდათ -
აქ, ქალებს ან
კაცებს!..
...ზამთარი მოდის და
ამბავს, ძველს
დაათოვს თოვლივით ლამპაზე...
ბოლო სანთელივით ჩაქრა მზე...
რა გაძლებს!
რა გაძლებს...


Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sat Oct 23, 2010 9:29 pm

იების მეფეო...
(ვაჟა ხორნაულს)

იების მეფეო, მითხარი,
როგორ ვესაუბრო მთა-გორებს,
ფესვები გრიგალმა რად თხარა...
ხეებს ტრფობა როგორ აორებს?!

ან - ძეწნებს, ძეძვებზე ნაწყენებს,
სულში რანაირად იფარებ...
პეპლებმა რა უთხრეს ამ ყანებს,
რა ელით ზღაპრების წიქარებს...

რვეულს, გვირისტივით, ვით ავლებ,
სუროებს, სურვილის სიმებად,
მაგ ნამებს ყვავილის, მეც დავლევ,
შენი ფერადები ისმება...

პალიტრა ვინ მოგცა, შროშანთა
და - სარკედ მდუმარე მთვარეო...
რა ტკბილად საუბრობ დრო - ჟამთან,
მხიბლავს ეგ სამეფო - მხარეო...


ღრუბლების ნახევებს ვით ახვევ,
ლექსებში, მეფეო, ფიქრებად...
სინათლე ბგერების მე ვნახე,
და ვიცი - აღარ ჩამიქრება.

მითხარი, მე როგორ ვაბარო
წყაროებს ამბები ტრფობისა,
არ ვიცი, მინდიას გადარო,
თუ - გულად ქცეულსა, ცხო ვისა.

ფოლადის სინაზედ წრთობისა -
ხელობა შენია, მგოსანო,
მიზანი - სულების თბობისა...
ზამთარში სიშიშვლეს მოსავო.

...იების მეფეო, იანი,
იქნებ, ხელისგულზეც ამოგდის,
შენი გზა იქნება ციანი,
რადგან სიყვარულზე გალობდი.
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sat Oct 23, 2010 9:56 pm

...
...მოწყენილი ფირნიში...
ქუჩა ელავს ვერცხლივით.
წვიმიანი თბილისი -
სახლებგადარეცხილი.
სურვილები - ცეცხლივით,
მიიწევენ სარკმელში...
მეპარება, ზემხრივი,
აზრის წვეთი სათქმელში.
იქ, სახლებში ანთია,
სევდის მწველი ჭაღები,
და კედლებს ახატია
სხივთა ყვავილ-ბაღები...
ზოგი - სითბოს წამღები,
ზოგი მბოძებელია,
სველი წვიმის თაღები
გამაოცებელია.
მიდამოა ჩრდილების...
მიმოდიან - მი და მო...
წვიმამ, ხმა-გაწვრილებით,
სივრცე გააწმინდავა.
და, ვინც უფრო წინ წავა,
და, ვინც უფრო - ტერფებით...
ვინც არ იწუწუნ - წყალა,
ქოლგით ფარა ფერდები -
მალე შეეგებება
წვიმის იქით სიჩუმე,
ჭერზე მხოლოდ ობობა
მყუდროდ იჩამი-ჩუმებს.
...ფირნიშები ქუჩების,
ფარაონის დარები,
დგანან ხმა - გაყუჩებით,
შორს წასულან დარები...
თბილისს კარი ღია აქვს,
მიდი…მოდის ღრუბელი,
ედღაბნება იატაკს
ნახატები ვრუბელის...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Oct 25, 2010 8:07 pm



ტოტებზე ჩიტები ნოტებად...
წვეთთა სიმებიდან ნამღერი...
მერე ბგერებია, რო ტბებად
მოგვდევს და დავალთ ნიაღვრები...
წვიმამ გადაფინა სარეცხი -
გზები, ჰორიზონტთა თოკებზე...
მივალთ ობობებად და ვერცხლით
ვიქარგავთ ბილიკებს მოკლეზე...
აქ, ტერფთან, ნამიან ბალახებს,
სარკეებს უწოდებს პეპელა...
შენ უმღერ ათასჯერ ნანახებს...
მე უღმეს ტბას ვგავარ, მე ვღელავ...
მეყრება ფაფუკი ყვავილი -
ტყემლების ძახილი მომესმა!
- ხეებთან მეც ცაში ავივლი,
მითხრა ხმამ - ამ უსათნოესმა...
ავივლი ჰაერის კიბეებს,
მე, თავად ჰაერი, შენკენ ვვალ...
ცაზე, ფოთოლივით, მკიდებენ...
მალე დაგიკოცნი გზა და კვალს...
...ახლა კი მარტს ვირქმევ, მარტივად,
მოვჩანვარ წერტილად კვირტების...
მიჯაჭვულს, ნაპირზე, ხან ტივად,
მიხმობენ ცხოვრების ზვირთები...
ვინთები ბურუსში, ვბრიალებ...
შენ იცი სად გელის ნათელი...
თავს ირგვლივ ვუვლი და ვწრიალებ,
ან ვიყო მრავალი, ან - მთელი...
... ტოტებზე - ჩიტები ნოტებად...
სიმები! წვიმები კი არა...
სული ამ ყინვაშიც რო თბება...
თითქოს - მზემ ცა გააკრიალა...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Oct 25, 2010 8:10 pm

...

გავძახებ ღამეს, ფხიზლობს კარებთან -
თქეში ასკდება ფეხებთან, წვიმის...
ახლა სიცივე ყველგან გამეფდა,
რისიც გვჯეროდა, არ გვჯერა იმის...
- რომ იაფია სითბოს ძვირობა,
და უძირობა ვერ ავსებს გულებს,
ყოფას მივყვებით ძირობ - ძირობა,
და წამს ვუწოდებთ, ხანდახან, ულევს...
რთულია ზამთრის გააპრილება,
აპრილები კი ირქვამენ - რამდენს...
მკითხავს” მე”, ისევ, ძველ დაპირებას,
და, მსტოვარივით, ფიქრდაფიქრ დამდევს...
ისევ სიცილს ჰგავს ეს სატირალიც,
ცრემლებს მოისხამს და ასე ჰყვავის!
დილა, პატარძლის დარი ტრიალით,
ნუგეშად სურნელს მაგებებს ყავის...
აქ - მეხუტება ეს ცივი სითბო,
გარეთ კი ყინვა ანთებს ალიონს,
ყველა საფიქრალს, დღესაც, მე მითმობს,
დღეს.. სურს დრო უფრო მალე გალიოს!
წამებს უნელეს ნაბიჯებს ვუთვლი,
არ მეჩქარება, და, მაინც, - რატომ...
არვის მიაგებს ჟამთასვლა კუთვნილს,
აუფრიალებს თვალებთან, მარტო...
...გავძახებ ღამეს... ღამეც რამეა,
ამ უკაცრიელ უმეტყველეთში...
ტრამალზე ყოფნა, ხან - სიამეა,
იქნებ, როგორმე, დავრჩე, მერე, შინ...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Oct 25, 2010 8:13 pm

თრობა - სიფხიზლე...

გასაკვირია, ვით სასმელი, მოვედინები,
თქვენს არსებაში და ეს თრობა არის სიფხიზლე...
თქვენ კლდოვანნი ხართ, მეჯახება სალი ტინები,
და ვიწინწკლები - მომავალი ამ ბეწვის ხიდზე.
დაუკარგავი არის წამნი, წვეთების ხელა,
ძილი და თრობა ჩავაქციე დაღმართის ყელში...
თქვენ, გაღიმება მომაწოდეთ ამ შვების ხელად...
მოვედინები უღრანების მწარე ნაღველში.
ეს მოძრაობის უძრაობა არის იღბალი,
მუდამ ნიავი, ტყუპის ცალი, დამატარებდა...
მინდა მელოდეთ ალალნი და შეუნიღბავნი,
ჩვეულებრივი ოცნებების მიღმა კარებთან.
როდესაც ბედი ჩემს სიმღერას წერდა ქარებთან,
”შინ” და ”აქ”, უცებ, ნაყოფივით, იქცა ”გარეთად”,
მარადისობა ჩვენგან ძლიერ შორში გამეფდა,
და, ამას, ვიცით, ვინ, როდის და რად აგვარებდა...
...ხმის აგორებამ გაასწორა დარდის გორები,
ხმა - არის წყალი - უდაბნოში ბედის ჰუნების,
აქ გაივლიან აქლემები, ფრენენ ქორები,
და თვალებს სილით დაითხრიან ბედუინები.
მე... ვარ უდაბნო, ცხელ ნაკადად მოვედინები,
მინდა დაგათროთ დათრობაზე ნეტარ სიფხიზლემ,
პირამიდებად მეჯახება დროთა ტინები,
და კლეოპატრას ეღვიძება გულის ღიღინზე.
...გისმენთ, მე, გისმენთ, ეგ ტყეები თქვენი ხორხისა,
დაშრიალებენ სულის სულში ასამწვანებლად,
მინდა, რომ ჩანდეთ რამზესივით, მეფობის ღირსად -
იბადებოდნენ ვინც მხსნელებად, ან - საწვალებლად.
ახლა კი, მეფე ჯერ მზე არის ჩემს სამზეოში,
ჩემს სამზეოში აზიზია ღრუბლის სიმკაცრეც...
იყავით, თუნდაც, ძალიან შორს, სივრცის ზემოში,
არ დათმოთ თავი, და ყოველწამს, მართლა იკაცეთ!
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Oct 25, 2010 8:25 pm

კახეთს

ეს კამერული ლურჯი კამარა
ხელის გულებით უჭირავს მიწას...
ზვარმა სიმწვანე აათაკარა
და სიმაღლისკენ დაიძრა, იმწამს...
ჰორიზონტები მზესუმზირების,
და ქოროები - შავ ქორებისა -
არის ზმანება უუძვირფასეს
შემართებების - შამქორებისა!
ჩემი განცდების ალაზანები
მიედინება გულზე კახეთის,
ვარ კალაპოტი ”ან” და ”ზან” - ების,
ნაპირსგამცდარი გრძნობის სამხრეთი!..
სულს აჩივილებს გლეხის კოჟრები
და ნაოჭების უზომო რიდი,
ტბაო, ცრემლისა, თუ ამოშრები,
არ მეტკინება ეს მზერა - ხიდი...
რომელიც მიდის... მიდის და მიდის,
სულთა უფსკერო ლაბირინთებით...
ტყეო, კორომო, ველური შინდის,
კვლავ, ხანძარივით, წითლად ინთები...
...მე ძარღვები ვარ, ვაზის ფოთლიდან
გულებისაკენ მივემართები...
კახელნო, თქვენთან ყოფნა მომინდა...
რამ გაგაჩინათ ასე მართლები...
მზესუმზირების ჰორიზონტები
გაცურეს სხივთა ოქროს გედებმა,
მე - სეტყვასავით, მოლზე ვგროვდები
და ცისარტყელა მეიმედება...
ყრია მტევნები ამ ხიბლ - ხოტბისა,
ჩემს გრძნობას ქარვამ ვეღარ გაუძლო!
მიიღე სულად შენი მოტრფისა
სიმღერა ჩემი - უხორცო, უძვლო!
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Oct 25, 2010 8:56 pm

როდესაც ბედი ჩემს სიმღერას წერდა ქარებთან,
”შინ” და ”აქ”, უცებ, ნაყოფივით, იქცა ”გარეთად”,
მარადისობა ჩვენგან ძლიერ შორში გამეფდა,
და, ამას, ვიცით, ვინ, როდის და რად აგვარებდა...
...ხმის აგორებამ გაასწორა დარდის გორები,
ხმა - არის წყალი - უდაბნოში ბედის ჰუნების,
აქ გაივლიან აქლემები, ფრენენ ქორები,
და თვალებს სილით დაითხრიან ბედუინები.


cheers king sunny queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Mar 10, 2011 12:08 pm

ნატალია ქადაგიძე

***
თუშური გენიდან,
ქართული ენიდან...
დედიდან - წოვიდან...
კლდის ძუძუს წოვიდან -
მოვდივარ...
მოვდივარ დედისძმის
ციმბირულ თოვლიდან -
დარდიდან მისი და
მისი განცდებიდან
- ყოვლიდან...
მოვდივარ...
რიყეს შეხიზნული წნორიდან,
ერთიდან,
და არა - ორიდან
(ჩემებრ მოელოდა სიყვარულს
მაგრამ არა და არ მოვიდა...)...
თუშური ლეგენდის ხსოვნიდან -
ვაჟკაცთა ამბებზე მთოვრიდან...
ლურჯი ზღვის ტბორიდან -
თვალიდან,
და - წარბაზიდული გორიდან!..
კუდგამონასკვული ცხენივით -
გზად - გახელებული სწორიდან...
...დაბლა ჩამოუსვლელ ქორიდან...
მოვდივარ...
და, თითქოს ორბიდან
მიყურებს
ზვიადი ორი და! –
მეც მიწას აცდენა მომინდა...
ორი და - ერთი და ორი მთა, -
ღიმილს იმწვანებენ
ყინულის თორიდან!
მომინდა! –
დამეცვა სამშობლო,
მეც მათთან დგომითა...
რადგანაც მოვდივარ აკვანთან
ნამღერი სიტყვების ხმოვნიდან...
- ბებიის მდუმარე თხოვნიდან -
მოდი და...
მოდი და...
იარე სულ წინ და
სულ წმინდად...
...დარდი ამედევნა შორიდან -
დედისძმა, ლომგულთა სწორი და
ჭკვიანი,
რომ აღარ მოვიდა,
იმ განუკითხავი ომიდან...
მოვდივარ -
ბაცბური გენიდან,
მოვდივარ ქართული ენიდან...
მოვდივარ მე დიდი რწმენიდან
რომ ცა დედამიწას შვენის და
მეც, თავს ვთვლი
იმად და,
შენად და...
დგას მთა - კავკასია
დიდებულ გემად და
გვეძახის,
მოგვიხმობს
დაკარგულ მხევალთა...
რადგანაც -
ჩვენ ვიშვით ევადან...

@
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Mar 10, 2011 12:22 pm

***

ისევ გზაში ვარ...

მომდევს გზა - ბეწვის,

- ვერ ვთმობთ ერთურთის

ჩვენ სიმრუდეებს,

მაფხიზლებს წვიმა

და გული მეწვის...

- ვის აქვს სიმართლე,

ვეშაპს თუ დევებს...

ისევ გზაში ვარ,

ვიყავი როგორც,

გამომყოლია ჟამი - ფინია,

მე ვტირი ჩუმად,

ვით თოვლის გოგო,

მე ვტირი,

სხივნი კი იცინიან...

მოვდივართ მე და

ქვები ზვავისა,

აღარ - ელვანი,

უფრო - მგორავნი,

შევნატრით მპოვნელს

თავის თავისა...

რა ვართ, ნეტავი...

ვიყავით რანი?..

ფარია ზეცა -

მიწისგან გვიცავს,

ჩვენ, მიჯაჭვულებს

ხმელეთის კართან...

ვნებებს ამალებს

დაბმული მიწაც,

და ავობს ყველა,

ყვავილის გარდა.

ისევ გზაში ვარ...

გზა მომდევს, თითქოს,

და უგზოობა

მაინც მაწუხებს,

დრო, კვლავ, წააგავს

მტაცებელ იმ ქორს,

ბატკნისათვის რომ

აჩენს მარწუხებს.

ვეღარ ველევით,

რამაც დაგვლია,

მე - თოვლის გოგო,

ჟამი - ფინია,

იმედი, მაინც,

ჩვენი სახლია...

ვტირივართ...

სხივნი კი იცინიან...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Mar 10, 2011 12:27 pm

რატომ...



სიჩუმე გვათოვს, ზამთრის სახლი ცარიელია,

ჩემსავით ჩარჩა ფიქრის ტყეში თოვლი - ბეღურა...

ხეთა ძარცვაში ისევ ავი ქარი ერია,

როცა ღრუბელი მზის მაგივრად ზეცას ეხურა...

და გაიბზარა მზერა სულის ორთვალა სახლის,

თუმცა, არ მოჩანს ეს სიმკაცრე, შენიღბულია,

ჭერს, ზეწარივით ჩამოწოლილს, ახსოვს სიმაღლე...

და უთოვლობა გააოცებს ზეცას, სრულიად.

ყვავის ყინული, წვეთისდარი ნელი სისწრაფით...

- ალბათ, ეკლებად ჩაესობა დღის იდილიას,

მზეობა უნდა და იბზინებს სხივების ”სახით”...

ყველგან ყოფნისა და არყოფნის კვლავ ჭიდილია...

ახლა ღიმილი, ნისლისფერი გულების თოვლი,

დახურულ სულებს სახურავზე მჭვარტლივით ათოვს...

ნამდვილ ფიფქებს კი, დაღლილებს და სამყარო მოვლილთ,

ფრთები, კვლავ, უკან რატომ რჩებათ... ნეტავი - რატომ?

ჩვენ... გავთოვდებით, თუ არ მოვა სიზმარი ახლოს,

თუ სიხარულის ცრემლებს მხოლოდ მოელის გუბე...

ვინ გადალახავს გაყინული ჰაერის მაღლობს,

თუ დარდის ქვებით ავსებია დუმილის უბე...

...სიჩუმე გვათოვს, ოცნებები - კვლავ კანტი-კუნტად,

და ამ ტრამალზე ყვავნი, ისევ, ყვირიან - ”რატომ”?

სულს ოაზისი მოგზაურის წყურვილით უნდა,

რომ სინამდვილის ეს სიზმარი გალიოს მარტომ...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Mar 10, 2011 12:29 pm

***

ჩვენ გავიხადეთ სხეულები, ვით ამ ვაზებმა,

ხელები ზეცას გავუწოდეთ, როგორც მტევნები,

არ ვიწოდებით მიწისაგან სუსტად, ნაზებად,

და ვიდევნებით ამისათვის... და ვიდევნებით...

ყრია ”სამოსი”, რახანია, ფერგადასული,

ღრუბლიდან ღრუბელს რომ გავედოთ, გვინდა - ხიდებად,

რამდენი არის, თურმე, უფრო მაღლა ასული!

და რამდენია, სიმწრით ტატნობს რომ ეკიდება...

...ეს ფიქრებია სიხარულით ასე მტირალთა,

თავს გაქცეულნი ვიმოსებით სივრცის პერანგით -

ყოფნაა რთული ყოფისაგან განაპირალთა,

გარიყულია იმედები დროით, ვერაგით...

თავს ვაღწევთ თავებს, ეკლიანებს და სიგლუვეში

მოგვიპოვებენ მერე სხივნი ოქროს კალათით...

ვით ხელისგულზე... ვჩანვართ, ალბათ, ზეცის უბეში,

მოლისფერები... თვალებივით - იის ჩანართით.

ნდობაა, უფრო, ეს ღალატი ერთფეროვნების,

და ერთგულება შეიძლება ვუწოდოთ გაცლას...

რომ განურჩევლად წარმოშობის და ეროვნების,

ყველა ხედავდეს სიბნელეშიც მზეს, მთვარის ნაცვლად...

... და ვტოვებთ სხვისთვის, შორეულის ახლა სილუეტს...

არადა, ახლოს, სულის სახე როგორ ციაგებს...

გთხოვ, გამოხატე ეგ განცდები, ცაო, ხმით, თუ ეს

არის ისარი კეისრისა, ”სხვას” რომ მიაგებს...

..ჩვენ გავიხადეთ სხეულები და ვეზიარეთ

ნათლით სიმძიმეს, აღარ გვახსოვს - ადრე რა იყო...

ზე - შეყუჟულნი სულს ვუბერავთ მიწის იარებს,

ვიღაცამ დაგვგმო, ვიღაცამ კი რწმენა გაიყო...


Last edited by natalia qadagidze on Mon May 30, 2011 12:32 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Mar 10, 2011 12:35 pm

...

ვნახე ალაზნის ველი და
მუხლზე დამსხდარი სახლები,
წვრილად ჩაწნული წნელიდან,
როგორც არწივის ბახლები -
იყურებოდნენ ბალღები,
თვალში სხივების ციმციმით...
მთები მორბოდნენ, მაღლები,
ამსუბუქებულ სიმძიმით...
ქარი გამოჩნდა, დაღლილი,
მწვანე ჭალების ცელვითა,
აქა-იქ, ტბებში ჩაღვრილი,
წვიმდა ცა ნაცნობ ელვითა.
მოგონებებში, ანაზდად,
გავები, როგორც ტოროლა,
ხენი, მორთულნი ლამაზად,
მორბოდნენ თითოდ, ორორად...
უცებ, ასკილი შემომხვდა,
შემომხედა და გაიქცა...
სუყველა სულში შემოხდა -
ქარებიცა და ქვაიცა...
მზე, როგორც ოქროს დაირა,
რუბლებს ეკავა ხელებით,
თუში - პატარძლისნაირად,
ველოდით ჩვენ, მნახველები...
…კავკასიონი მოჩანდა,
უძილო ღამეთ მთევარი…
ის ისტორია მორჩა და
მაინც ვართ მისი მდევარი...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Mar 10, 2011 12:43 pm

...

გომბორს გალობდნენ გუნდები,
ხუნდები - თეთრი მტრედისა,
მივდევ... ამ დევნას ვუნდები...
და მისვლა ვეღარ მეღირსა.
გუმბათის თავზე გაათევს,
ალბათ, ღრუბელი ღამესა,
ფიქრებმა ნატვრა გაათბეს
და გული დამიამესა -
აყვავებულთა სიზმართაც,
და სივრცეების თვალმაო...
შორეულ აღმართს მიმართა
დაღმართმოწყენილ წყალმაო...
ცას დედამიწა ამშვენებს,
ჰაერი ტანჯა ალმაო,
კოშკს აღარავინ აშენებს,
რა ქნას ზღაპრების ქალმაო...
გზა ციცაბოსკენ აუხვევს,
თუ დაღმართს მწია ძალმაო...
მზე ნისლს კაბას რო აუხევს,
მეც დამწვას მისმა კვალმაო...
...გომბორს გელოდი, გუმანით,
სტუმარი უყვართ მთებსაო,
გზადაგზა ენთო ხურმანი,
ცეცხლი ეკიდა თმებსაო...
ჩემი ბგერები ვამატე
ტყის და ალაზნის ხმებსაო,
ფიქრს, ბატკნებივით ნამატებს,
მივერეკები ხევსაო...
თეთრი ღრუბელი ამ ღამეს,
გუმბათზე გაათევსაო,
უშენო დღეებთ დამღალეს,
თან - ისე ამანთესაო -
ვეღარ ჩავქრები, ვერ ვრჩები,
ხესავით, ალაგესაო...
ვერც ამ ცხოვრებას ვეჩვევი...
არ სჩადის, რო იდგესაო.
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Apr 11, 2011 10:26 pm

***

მეგებებიან ღიღილონი,
სისხლით დასავით,
ჩვენს შორის, ისევ,
ძველი ჰანგი გაიწკრიალებს...
მზეს გული უცემს,
ჩაცურებულს მთათა დასავლით,
დრო ვერ ჩერდება,
დროს დინება ანაღვლიანებს.

თრთიან ბინდები,
სიზმრის ხმებით ძილგანაპობნი,
ინახავს მთვარე მეათასე
სევდიან ამბავს...
და მერე დილა,
როგორც ღამის სატრფო, ნაპოვნი,
ნისლებს ქათქათას,
ცხენებივით, ხევისპირს აბამს...

სიო სათუთად შემომახვევს,
ღრუბლის ფაფანაკს...
აქ წყდება გზები,
იქით არის, უკვე, არსაით,
კვლავ ჩემი სული შეეფარა
მშობლიურ ბანაკს,
გრძნობები, ძველი,
ახალია, ისევ, ცასავით...

ციცაბო ფიქრით,
მე, ჯიუტად, როგორ ვიარე,
როგორ ველოდი გაზაფხულს და
ბატკანთ ბღავილებს...
ჩვენს შორის, ისევ,
ძველი ჰანგი გაიწკრიალებს,
ერთი შეხედვით თუ დაგვაბნევ
მე და ყვავილებს...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Tue Apr 12, 2011 11:51 pm

ვისმიამოვნე თქვენი ლექსებით ... ძალიან გამიხარდა Smile
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ნატალია ქადაგიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: