არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლევან ვასაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: ლევან ვასაძე   Fri May 28, 2010 1:14 pm

ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ...



ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ
შენი შვილების თვალებში მნახე
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიზახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში
მთვარიფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და
ჭირნახულის ჟივილხივილში
დაზამთრებული გურიის მთებში
ხელიხელ ნაკრებ ჩხავერის ტკბილში
საგაზაფხულედ მზა ანადურებში და
კრიმანჭულის ჭირზე სიცილში
ედნიერებამ მითხრა რად მეძებ
მე ხომ მეგრული ნანები მქვია
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ ვაჟებს რომ ზნე დატყYვია
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის,
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო
სტუმრის გულიან მოსაფერეთის
უარყოფა ვარ სოფლის საამო
ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი
გულით ბაგრატის გუმბათის ხელა
ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი
ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,
უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი
და აქაფებულ ენგურს ნაცური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი
გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში,
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ,
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერ მოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არ გუებული,
შენი ერთგული აჭარელი ვარ,
ბედნიერებამ მითხრა თუ მეძებ,
ალექსანდროულს ნუ მოსწევ გვიან,
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან,
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული
სანთელ ბერების არ განაგონი
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის,
ტაოს ცრემლი ვარ ბანად შდენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის,
კლარჯეთის ხმა ვარ ვერ მოწვდენილი,
გალავნებამდე სვეტიცხოველის,
მამა გრიგოლის შეწყნარებული,
არა უდები ხანძთის შვილი ვარ,
ფარავანი ვარ ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ,
თუ არ დაგღალე აფხაზეთი ვარ,
სურნელი სოჭის მთუთქავს მაციებს,
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,
სანამ უფალი არ მაპატიებს,
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ ქალების მალულად დევნას
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას საფლიდო ლხენას,
სანამ უძღები შვილი მამასთან,
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა.
სანამ ილორში წმინდა გიორგის,
არ მივენდობი მწირველ მღვდელივით,
და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი,
ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით,
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად,
სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე,
ბედნიერებამ მითხრა სად მეძებ?
მზე დასავლეთში როდის ასულა,
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე,
და ვეღარ იცლი იდგე კაცურად,
სადმე სულ ახლოს აქ ვარძიასთან,
სარკის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან
მის მოღალატე ცოლის დანკალზე
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს,
მესხთა სამკვიდროს აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდებარი ფიქრის კვალდაკვალ,
მიადგებოდე მოპარულ ლორეს,
ბედნიერებამ მითხრა რა ვიცი
კახში ინგილოს რა ეშველება,
თუ გეშორება უკვე დმანისი და
მარნეული არ გეშენება,
ისე მოკვდები გარეთ არ გახვალ,
რისთვისღა ცხოვრობ, საერთოდ ვინ ხარ?
შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ,
რას ადღეგრძელებ რაებს იხსენებ,
ვის რად არგია სად რა მოგსვლია,
დასთვრები ისტორიას იჩემებ,
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას.
არაფერს არ ქმნი,
რითღა შოულობ მაგ საგროვებელს-
და არა სარჩოს,
მოფხანვის მაგვარ, შვებას პოულობ
როცა იყიდი და აღარც გახსოვს,
რისთვის იყიდე რის გეშინოდა,
როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი,
რით მიგაძინეს და რა გინდოდა,
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი,
ბედნიერებამ მითხრა არ მეძებ,
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას,
იავარდ ქმნილი გულის ნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას,
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი,
ნაღდი თბილისის საღამოებად,
არ დანაბიჯებ ხატების გრილში,
ვიწრო ქუჩების ჭა ეზოებად,
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში,
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში
რაც ღმერთმა მოგცა იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი როგორც ივერი,
ჩაგიხუტებდი რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი,
და შენნაირი გარეთ ვინ დაგვრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი,
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა,
ნააღსარებზე აწი შენ გულზე,
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა,
ამიტომ ნურსად გესმის ნუ მეძებ,
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე,
და სიხარულის უხლებ ველებზე,
იმედის სიოდ გამომიძახე …
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ლევან ვასაძე   Fri May 28, 2010 1:17 pm

ეს ლექსი რომ მოვისმინე,ერთი კვირა გული ხელით მეჭირა... Smile

sunny flower sunny
Back to top Go down
View user profile
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: ლევან ვასაძე   Sat May 29, 2010 10:27 am

http://www.youtube.com/watch?v=Yvxk2HMUPxM Smile
I love you
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
Sponsored content




PostSubject: Re: ლევან ვასაძე   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
ლევან ვასაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: