არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბესიკ ხარანაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Mar 02, 2009 10:03 pm

ანდერძს არ ემსგავსოს

შენ უკვე ისეთ ზღურბლზე გადახვედი
და უკვე ისეთ დროში შეაბიჯე,
როცა გიჩნდება ახალი ხიფათი:
ყოველი შენი სიტყვა — ანდერძს არ ემსგავსოს.
სიბრძნესაც, მოჩვენებულს, რომელსაც შენ ადრე
მშიერი ნადირივით უმალ აცხრებოდი,
ახლა ერიდები — ანდერძს არ ემსგავსოს.

...რომ ვითომ შენ გინდოდა,
ვითომ შენ მიგაჩნდა, ვითომ შენ გიყვარდა,
გძულდა, ანდა წინასწარმეტყველებდი...

და ამ უკანასკნელზე ისე გეცინება,
ისე გულიანად გინდა იხითხითო...
მაგრამ ტუჩებს კუმავ — ანდერძს არ ემსგავსოს.

ჭიქასაც, წყალსაც, ხვევნას, ღიმილს...
ანდერძს არ ემსგავსოს.
და წვები გაბუტული და განაწყენებული
და რაკი აღარ იმუქრები — "ხვალიდან!"
რაკი "ხვალე" და "გუშინ" უკვე აღარ არსებობს,
ებუტები საკუთარ სიტყვასაც და სხეულსაც.

სხეულს იმიტომ, რომ მოუქნელი ხდება თანდათან
და რასაც ვერ ემუქრება, იმას ეგუება,
ხოლო სიტყვას იმიტომ,
რომ სარკეებს გასცდა თანდათან
და ახლა უნდა, რომ ანდერძს ემსგავსოს.
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Mar 02, 2009 11:50 pm

bao wrote:
Rolling Eyes

ადმინ-მიხო, რა იქნება ბაოს რომ ავუკრძალოთ გრძელ-გრძელი პოსტების წერა? lol!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Mar 02, 2009 11:56 pm

Exclamation

ქალბატონმა ბაობაბმა მარტო ლათინური ასოებით იცის წერა, ვერ უსწავლია ქართულად და რა ქნას?

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Mar 02, 2009 11:58 pm

***
ადმინ-მიხოს ვინა ჰკითხავს
ჩემ მოკლესა, ანდა გრძელსა.
ბაო პოსტავს სმაილიკებს,
კონვერტ.გეზე ვერა სწერსა.

lol!
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Mar 12, 2009 11:34 am

"ლიტერატურული პალიტრა "
# 2
თებერვალი, 2005 წელი - http://www.opentext.ge/05/literaturulipalitra/02/02-8.htm


ბესიკ ხარანაული: ”ერთსაათიან ფიქრში შეიძლება მთელი ცხოვრება ჩაატიო”
გასაუბრება მწერალთან


ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან ჩემეული
თითო ნიღაბი -
ზოგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის
და ზოგან ლაჩრის,
ხოლო მე თვითონ,
ყველასათვის უცნობი დავრჩი -

წერს ერთ ლექსში ბესიკ ხარანაული. იგი მთელი ცხოვრება მიდის და თავისთვის მილაპარაკობს. თუ მოუსმენ, გაიგებ, ჩასწვდები, რა უნდა, რა სტკივა, რა უხარია. თუ არა და... თვითონ გაგიგებს, თვითონ აგიხ-სნის, რა ეკლიანი გზა გამოგივლია, სადღაც უსასრულობიდან რომ მოდიხარ და ისევ უსასრულობაში გაგრძელდები. რომ ცხოვრების უთავბოლო თუ თავბოლოიან არსებობას ზღვარი არ აქვს. თავის ნაწარმოებში "წიგნი ამბა ბესარიონისა" ის ამბობს, რომ ერთხელ გაღმასოფლელმა ნათესავმა ტყის პირას გაყამირებული მიწა მოხნა. უძველესი დროის რაღაც-რაღაც ნატეხები იპოვა. ათი წელი ხნავდა და პოულობდა, უნდოდა როგორმე შეეკოწიწებინა, მაგრამ ერთმანეთს ვერ მიუსადაგა. ზოგი აღმოსავლური კულტურის იყო, ზოგი დასავლურის, მერე სკივრში ჩაკეტა. ხანდახან ამოალაგებს, უყურებს, როგორც უდაბნოს ქვიშას, როგორც ზღვის სივრცეს, როგორც წარსულს და იმით სულდგმულობს. უხარია, რომ ასე დაუსაბამოა სამყარო. ვინ იცის, მილიონი წლის მერე, ვინმე რომ მოხნავს ამ მიწას, რა საგანძურს იპოვის... მეც იმ მხვნელ-მთესველივით დამიგროვდა ჩანაწერები, ამოვამხე სქელი საქაღალდიდან ჩემი ფრაგმენტები, ისინი დრო-ჟამს დამგვანებოდნენ. ერთი მეორეს არ ებმოდა, მაგრამ მიწაც ერთი ჰქონდათ და ცაც ერთი დაჰყურებდათო.

ასეთია პიროვნულადაც: ფიქრიანი, აზრებში ჩაღრმავებული, თვითბუნება. მოდგმიდან მიწაც ერთი აქვს და ცაც. მათგან არც განდგომა შეუძლია, არც ღალატი, რადგან სწორედ მიწა და ცა ჩამოქნის ხოლმე კაცის სულს კელაპტარივით. მერე თუნდ დაიწვი და ნათელი მოაფრქვიე, თუნდა გაქრი უკვალოდ.

- ყველაფერი, რაც მაქვს, მთამ მომცა, იქიდან წამოვიღე, - ამბობს ბატონი ბესიკი, - ჩემი პატარა მიწის ნაგლეჯი თიანეთია, დილით რომ გავიდოდით, საღამოს, ნახირი რომ ბრუნდებოდა, მაშინ მოვდიოდით სახლებში. რას ვჭამდით, რას ვძოვდით იმ მიწაზე, ივრის ჭალებში, მთა-ტყე-ღრეში, კაცმა არ იცის. ამასობაში, ეტყობა, ძალიან ავივსე მიწით, წყლით. ეტყობა, ესაა არსობის პური და არა უბრალოდ ეგზოტიკა. ორი ძროხა გვყავდა. ახლობლებივით იყვნენ. ისე მიხაროდა მათი არსებობა, გადმოცემა მიჭირს. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს გარდაიცვალა ბებოჩემი. ერთი იმის ქელეხში დავკალით, მეორე დედაჩემმა გაყიდა და კოსტიუმი მიყიდა. გარეგნულად შევიმოსე, მაგრამ შინაგანად თითქოს დავცარიელდი. სტუდენტი რომ გავხდი, ერთი ცხოვრება უკვე ამოწურული მქონდა. ყველაფერი ეს თქვა ბებოჩემმა სიკვდილის წინ - დამთავრდა ეს ცხოვრება და ახლა შენ იციო. ის ცხოვრება თითქოს მართლაც დამთავრდა, სხვა დაიწყო, მაგრამ მაინც იქიდან მოვდივარ, ის არასოდეს არ დამთავრდება. მე ჩემი გარემო მქონდა. დედაჩემი ვარა ხარანაული და მირზას და - რუსუდან გელოვანი იყვნენ ჩემი ფიქრისა და აზრის წარმმართველები. ჩვენს ოჯახში და, საერთოდ, ჩემ გარშემო განსაკუთრე-ბუ-ლად სცემდნენ პატივს პოეზიას. მწერლობა, ლიტე-რატურა რაღაც იდეალურ რანგში იყო აყვანილი. ბავშ-ვობიდანვე მეგონა, რომ ეს იყო სიცოცხლის მასაზ-რდოებელი. წერა ადრე დავიწყე და ადრევე დავანებე თავი. სულ უკმარისობის გრძნობა მქონდა...


ეთერ თარიმანი


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Mar 12, 2009 11:36 am

"ლიტერატურული პალიტრა "
# 2
თებერვალი, 2005 წელი - http://www.opentext.ge/05/literaturulipalitra/02/02-8.htm


ბესიკ ხარანაული: ”ერთსაათიან ფიქრში შეიძლება მთელი ცხოვრება ჩაატიო”
გასაუბრება მწერალთან

(გაგრძელება)

ფშაურ ფოლკლორში არის საოცრად განსხვავებული ჟანრი - ნატირლები. ეს ფორმა მერე უფრო გაშინაურდა, მერე გამოუჩნდა მკითხველი. ადრე ის ჩვეულებრივი მოთქმა-გოდება იყო. სოფელში იბადებოდა და იქვე რჩებოდა. ლიტერატურისკენ ფეხი არ გადმოუდგამს. სანამ საზოგადოებაში პოპულარული გახდებოდა, მასზე გაცილებით ადრე, ბავშვობიდანვე შემოვიდა ჩემში. მარტო მაღაროსკარში მოსმენილი გოგი თურმანაულის "მაჰკვდია, ბეჩავ, იერემო" ან "სიკვდილსაც მისცა ერთაი ძმა" ღირდა იმად, რომ აქეთ მიმართულიყო ჩემი წერის მანერა. ნატირლებმა სხვანაირად დაიბუდა ჩემში. რაღაც ძალიან გტკივა, ლაპარაკობ და აზრს გადმოსცემ. ეს ლექსი არ არის, მაგრამ პოეზიაა. ლექსი როგორც უნდა გააკეთო, შიგ თუ პოეზია არ დევს, ლექსი არ იქნება.

არ გამკვირვებია აზრთა სხვადასხვაობა ჩემი შემოქმედების გამო. არც ვიბრძოდი. მაინცდამაინც არც მნიშვნელობას ვანიჭებდი. არასოდეს მიფიქრია, რომ ვერ ხვდებიან, რასაც ვწერ. მე მქონდა ჩემს თავთან ბრძოლა. უბრალოდ, გამიხარდებოდა, თუ ჩემს მეგობარს მოეწონებოდა ჩემი ლექსი, თუ არ მოეწონებოდა, ჩემსას მაინც გავაგრძელებდი ისე, რომ მის გემოვნებაზე აზრი არ შემეცვლებოდა. მე თავად თუ არ მოვეშვი საქმეს, სხვების ხათრით არც დავიწყებ და არც დავამთავრებ.

- თქვენი წიგნი ამბა ბესარიონზე ასეთი ეპილოგით მთავრდება: "დაიწერა შემცირების, გაზრდის, გამეორების, დავიწყებისა და დაკარგვის უფლებით. დაიწერა, რომ არ დასრულდეს, ვიდრე მკვდარს არ იპოვის მიწა", - რას გულისხმობთ?

- რასაც ვამბობ. ამბა ბესარიონი ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელმაც იმთავითვე დაკარგა სამოთხე და სამუდამოდ მისჯილი აქვს ცოდვის ტარება. მას შემდეგ მოდის, ცდილობს გაგახსენოს ახლო და შორეული აღმართები. ამ სიარულში დაიღალა, მაგრამ წამალიც იცის - ესაა ძველის სიკვდილი და ახლის დაბადება.

ფიქრში, რომელიც ჩემი მუდმივი თანამდევია, ყველაზე მეტად იხსნება ადამიანის შინაგანი ბუნება. ეს არის აზროვნება თავისთვის, რომელსაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ერთსაათიან ფიქრში შეიძლება მთელი ცხოვრება ჩატიო. პოეტი რომ თხზავს - ეს გასაგებია. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი "აქედან-აქამდე" ერთხელ მაინც არის ავტორი. ფიქრიც და თხზვაც თავისთავად გამაუვნებელი სიკეთეა. ჯერ არ აუშენებია და არც დაუნგრევია ქვეყანა ადამიანს ისე, როგორც ოცნებაში. შეიძლება ისეთ რამეს მიაღწიო, რომ მასზე არასოდეს გეოცნებოს, ან ოცნება მიღმა დარჩეს, თავისთვის, მაგრამ ის არსებობს. თანაც არსებობს, როგორც ყველაზე ახლობელი, ყველაზე იდუმალი თანაზიარი, ადამიანის მეორე "მე". ჰოდა, ნებისმიერი ნააზრევი შეიძლება შემცირდეს, გაიზარდოს, გამეორდეს, მიეცეს დავიწყებას, დაიკარგოს, ან არ დასრულდეს, ვიდრე მკვდარს არ იპოვის მიწა. ეს კი იმდენად შორეულია, იქამდე ვერ გადასწვდები. ვერ დაიჯერებ, რომ აზრი მოკვდება, დასამარდება ნიჭი.

- რა მიგაჩნიათ ნიჭის დედაფუძედ - ღვთით ბოძებული მადლი თუ გენეტიკური გარემოს ნაყოფი?

- ერთიც და მეორეც. ნიჭს თუ წარმოვიდგენთ მატერიალურად, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ იგი ათასი ალბათობიდან იბადება. როცა ევროპა არეული იყო, ამერიკაში ბევრმა ფიზიკოსმა მოიყარა თავი, გამოიქცნენ გერმანიიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან... ამერიკას მიაწყდნენ, როგორც ოაზისს, მაგრამ იქ რომ შესულიყავი, სადაც ეს ფიზიკოსები თავს იყრიდნენ, არასრულყოფილების თავშესაფარი გეგონებოდა, რადგან ნიჭი თავისებურად გადახრაცაა.

ვაჟა-ფშაველა გენიოსი იყო გენეტიკურად, მაგრამ ფშავ-ხევსურეთის ყოფაც ისე წარიმართა, ვიღაცაში უნდა მოეყარა თავი აქაური ხალხის გენიალობას და ის განივთდა ვაჟას გონებაში. ეს დაუწერელი კანონია. როცა რომელიმე კუთხეს ეკუთვნის პოეტი თუ მწერალი, იგი იმ კუთხის ნიადაგზე აღმოცენდება ხოლმე, მაგრამ იმ დროს კი არა, როცა ზოგადად ხალხშია განფენილი ნიჭიერება, არამედ, როცა დაღვინდება და კლებისაკენ მიდის. სანამ შეწყვეტს არსებობას, ვიღაცაში დებს თავის ენერგიას. იგივე ფშავ-ხევსურული ყოფა და ცხოვრება იმ სახით, როგორიც მოდგმიდან იყო, ახლა თითქმის აღარ არსებობს. ვაჟას დროს დაიწყო კვდომა. თანდათან იშლებოდა დიდი ხალხური ტალანტი. ვთქვათ, შეხედულება კაი ყმაზე. ყოველივე ეს დაიშალა და დეკადანსი დაიწყო. ვაჟას გადააბარა მემკვიდრეობა, მასში ჩადო მთელი ენერგია. ვაჟაც სწორედ ამით იყო დატვირთული. 25 წლისა უკვე მიხვდა, რომ უნდა ეწერა ისე, როგორც წერდა. ფშავ-ხევსურეთში მოარული ტრადიციები მისთვის დედამიწის ამოძახილი იყო და გადმოსცა კიდეც პირველყოფილი სიდიადით...

ალბათ, რაც ამქვეყნად დაწერილა, იმ შესაძლებლის მემილიონედიც არ იქნება, კაცობრიობა ფიქრში დასაბამიდან რომ ქმნის, მაგრამ არასოდეს არავისთან ამხელს. დაუსრულებელია ფიქრიც, რომელიც თითოეულ ჩვენგანში იბადება - ჩვენშივე იკარგება უკვალოდ... ბესიკ ხარანაული ერთგან წერს:

- ჩვენც ვაშენებთ ფიქრებში კოშკებს და ცხადში კი ქოხის კარს ვაღებთ... სიკვდილიც ისტორიის რომელიმე ფურცელზე გვინდა, მაგრამ სულს ჩვენს სარეცელზე ვღაფავთ და მაინც... სიცოცხლით ტკბობაა ყოველივე ეს. ოღონდ გული უნდა გქონდეს, რადგან განა ჩვენს სახედველს და სასმენელს, ან ჩვენს გონებას - გულს მოჰყვა ქრისტე...

ეთერ თარიმანი


(დასასრული)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Mar 12, 2009 11:40 am

[quote="ბობო"]"ლიტერატურული პალიტრა "
# 2
თებერვალი, 2005 წელი - http://www.opentext.ge/05/literaturulipalitra/02/02-8.htm


* * *

ო, რა ცოტა ხარ, შენ, ყველაფერო,
რამაც მე უნდა მომინელო, უნდა გამთელო,
დილავ, დღევ, ღამევ, სიყვარულო, სხვა რა
ვაქეთ რო...
ო, რა ცოტა ხარ, რა ბევრი ხარ, შენ, ყველაფერო.


* * *

საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე
მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და
მშიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
და
სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო.



ანდერძს არ ემსგავსოს

შენ უკვე ისეთ ზღურბლზე გადახვედი
და უკვე ისეთ დროში შეაბიჯე,
როცა გიჩნდება ახალი ხიფათი:
ყოველი შენი სიტყვა - ანდერძს არ ემსგავსოს.
სიბრძნესაც, მოჩვენებულს, რომელსაც შენ ადრე
მშიერი ნადირივით უმალ აცხრებოდი,
ახლა ერიდები - ანდერძს არ ემსგავსოს.

...რომ ვითომ შენ გინდოდა,
ვითომ შენ მიგაჩნდა, ვითომ შენ გიყვარდა,
გძულდა, ანდა წინასწარმეტყველებდი...

და ამ უკანასკნელზე ისე გეცინება,
ისე გულიანად გინდა იხითხითო...
მაგრამ ტუჩებს კუმავ - ანდერძს არ ემსგავსოს.

ჭიქასაც, წყალსაც, ხვევნას, ღიმილს...
ანდერძს არ ემსგავსოს.
და წვები გაბუტული და განაწყენებული
და რაკი აღარ იმუქრები - "ხვალიდან!"
რაკი "ხვალე" და "გუშინ" უკვე აღარ არსებობს,
ებუტები საკუთარ სიტყვასაც და სხეულსაც.

სხეულს იმიტომ, რომ მოუქნელი ხდება თანდათან
და რასაც ვერ ემუქრება, იმას ეგუება,
ხოლო სიტყვას იმიტომ,
რომ სარკეებს გასცდა თანდათან
და ახლა უნდა, რომ ანდერძს ემსგავსოს.


* * *

ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამ ყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
ნეტავი მან, მოუცლელი
რომ ჰყუდია ცრემლმდინარი,
ლოცვებს შორის, ხატებს შორის,
ერთხელ მაინც მოგკრა თვალი?
ავია და მწყრალია და
ბერი სოფლის საცდურებთან,
ერთი თვალით, ერთი ფიქრით
ჟამი მისი გაცუდდება.
ცულით ხომ არ გამოგენთო,
მოძალადე რაკი გპოვა,
თუ სარკმელი ამოქოლა
და ბილიკიც მიატოვა.

ალუბლის ხევ, შეპარულო,
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
რომ დაისხი და დამწიფდი,
როგორც ცოდვის სისხლი, მწველად,
ნუთუ ერთიც არ მოგწყვიტა,
და ბაგე არ გაისველა.

ვის უნახავს მონასტერის
კედლებს როგორ შუქით ავსებს,
ხატებს როგორ აელვარებს
ხორციელი სილამაზე...
და რა ძალა უნდა გქონდეს
და რა მტრობა ბევრზე ბევრი,
რომ ცოდვილად დაისახო
ხორციელი უცოდველი.
რომ უდაბნოდ დაისახო
ლურჯი ცა და მწვანე ველი,
და მოჰკვეთო სილამაზე,
ვით ლაშქარი მწვალებელი.

ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
წელი მიდის სხვა ათასი
და არ წყდება მაინც დავა,
რატომ უნდათ ერთმანეთი
იმათ, ღმერთმა ვინც ასხვავა.
რატომ ხმება ზეზეულად
უპასუხო სიყვარული
და ყოველწამს რატომ არის
საუკუნო დასასრული.
რად იწყება კვლავ თავიდან
სიყვარული მოძულეთა,
აქ ამბავი არვინ იცის,
ვინც წავიდა, დარჩა ღმერთთან...

ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...

Exclamation
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Mar 13, 2009 1:29 am

"... ღმერთი მუდმივი გამოსხივებაა.
მისი გაღვიძება ჩვილი ბავშვივითაა,
რომელმაც იცის, რომ ერთია და ყველასია და ყოველი სახელი მოსავს მცირე და დიდისა.

და არავინაა და არავისია და ყოველი მასზე ლოცულობს
და იქ სუფევს, სადაც მუდამ იყო და მუდამ იქნება.

ეს მიწაც ერთია მოწნული თქვენს აგებულებას.
მას ჰქვია სახელი. ისევე, როგორც ყველა საგანს ჰქვია,
როცა იგი მოვლენილია.

მე ვარ სული საქართველოსი.
დამინათა ეს ადგილი სულიწმინდამ და დამიდგინა.

თქვენ გაგიგიათ ათი მცნება, დანარჩენი ათასი მე ვარ...

ღმერთი ყველაა და ყველასია და ტერფის დასადგმელიც კი
არა აქვს მოზომილი დედამიწაზე.
არა აქვს მას საყვარელი ადგილი არსად:
ზღვათა, წყალთა და იმათ კენჭთოდენია მისი საბუდარი.
ვარსკვლავთა და იმათ დაყრილ ნამთოდენია.

ჩემი კი ეს მიწა არის და აქა ვკრუხავ.

"-შენა ხარ!.." - ღმერთი არასდროს გეტყვის, რადგან
არასდროს დასჭირვებია, რომ ეთქვა "მე ვარ!.."

განა ღმერთს რამე შეესაბამება, მის სხივის გარდა?
განა ღმერთს რამე შეესაბამება, ერთი, ორი ან ათი ხალხი?

გაზომე შენი შესაძლებლობებით და გაიგებ ვინ არის ღმერთი.

მე გეუბნებით, რომ მე და თქვენ ვართ,
მე ვარ სული საქართველოსი!
მე მარცხნიდანაც წაღმა ვბრუნავ და მარჯვნიდანაც:

შენამც იდიდები, მორიგე ღმერთო,
მოგთხოვ მადლსა, გიხრი ჩოქსა,
ცა-ქვეყნის მომწესრიგებელო.
შენამც იდიდები, იესო ქრისტეო,
კაცისად ჯვრის დამბადებელო.
შენამც იდიდები, დედაო ღვთისმშობელო,
ჩვენო ძუძუს მამწოებელო.
შენამც გაგიმარჯვდება კვირიაო კარავიანო,
მარცხნიდანაც წაღმა მბრუნავო და მარჯვნიდანაც.

აემ ჭიქა-ბარძიმით, შენ გაგიმარჯოს, კოლხეთის გმირო,
კბილებით ოქროს საწმისის დამწერო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, თქვენ გაგიმარჯოთ, მესხეთო და ტაო,
ძმაო და დაო კოლხეთისა და იბერისა.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენ გაგიმარჯოს ფარნავაზ მეფეო, საქართველოს
მაერთო, მწიგნობრობის მჭედელო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, წმინდა ნინო, დედავ
და დაო, ქრისტეს ჯვარის ჩამამტანელო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, ვახტანგ გორგასალო,
დიდო მეფეო, მყინვარის დამკიბავო ფეხმურგვლის ნალითა.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, დიდო დავით აღმაშენებელო,
სახელითა სახელიანო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, თამარ მეფეო,
საქართველოს სამანის დამდებო.
დიდება ჰქონდეს დიდგორის მიწას, იქ გაზრდილმა ყმამ
ერთმა ათს აჯობოს.
დიდება ჰქონდეს ლაშა გიორგისა, იღბლიან უიღბლოსა.
დიდება ჰქონდეს დემეტრე თავდადებულსა, სახელ შეუდებელსა.
დიდება ჰქონდეს გიორგი ბრწყინვალესა
დიდება ჰქონდეს მეფე ერეკლესა, დაუთვლელად
მებრძოლს, ცრემლებით ჩასულს სამარეში.
დიდება ჰქონდეს ილია მართალსა, ცოდვის გამომსყიდველსა
და ცოდვის დამდებსა.

დიდება გქონდეთ საქართველოს ოთხსავ კუთხის სალოცავებო,
დიდ გმირებზე სახლეშედებულებო, თქვენამც გაგემარჯვებათ.
სადაც სანთელი დაინთება, ქადა-პური გაიჭრება, დიდება
ჰქონდეს იმ ადგილს, მიწას, ოთხივ კუთხივ საქართველოში.
დიდება ჰქონდეს ქალს, კაცს, სანთლის დამნთებს,
ქადა-პურის გამომცხობს, მლოცველს და მარხულს."



ეს არის ნაწყვეტი ბესიკ ხარანაულის ლექსიდან "მე ვარ სული საქართველოსი"
აი, ბესიკ ხარანაულის შერჩეული დიდი ქართველები და ქართული საქმის მკეთებელნი, გადანომვრის გარეშე, მათი ცხოვრება-მოღვაწეობის თანამიმდევრობის დაცვით.

და ხევისბრული დალოცვა და დიდებაა...
ლექსია განუმეორებელი. აბა, როგორ შეიძლება, ამის დამწერ კაცს გული არ სტკიოდეს?!
მიხო, სასწრაფოდ უნდა გამოვითხოვო ეს წიგნი შენთვის.

?!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Mar 13, 2009 1:43 am

sunny

ხევისბერივით ”დიდებას” ამბობს ბესიკ ხარანაული...

სადღაა აქ რითმა და რიტმიც თავისებურია, მაგრამ პოეზია არის, პოეზია...

ლექსი არ იწერება, ლექსი უნდა ამაითქოს მეთქი, სულ ამას ვიძახი...

cheers

გამოსთხოვე...
Back to top Go down
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Mar 23, 2009 11:16 pm

მკვდარი კი არ ვარ, მკვდარს ვაჯავრებ, არ შეგეშინდეს.
პეტრე ხომ გახსოვს, ასე არ იწვა, ყბაჩამოვარდნილი?
მერე სხვებმა თქვეს, სანამ სულ არ გაციებულა, ავუხვიოთო.
მუხლებზედაც დააწყვეს ქვები, რომ არ მობღუნკულიყო.
შუაღამის ბაღმა კი თქვა: ”ამაო იყო ყველაფერი,
რაც აქ ხდებოდა დღის სინათლეზე!”
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Mar 25, 2009 1:56 pm



,,es arc iseTi didi codvaa yavilis Zirs daflul naRmze Tu afeTqdebi..” am sityvebiT Semovida Cems cnobierebaSi besik xaranauli… sruliad gansxvavebul yvela sxva poetisgan, sakuTari saTqmeliT, Taviseburi xedviT… poeti, romelic rogorc Tavad ambobs ,,cxovrebas ki ar mouvedi,

aramed saqmes, romelic me RvTiT damevala”-o, poeti, romelic asakiT da mniSvnelobiT kacobriobis Casaxvis tolia ,, im dilis, im dilis…

xom ucnauri iqneboda pirveli dila…

ZvelaRmosavluri…

Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Mar 28, 2009 2:47 pm

აბა, ყურადღება!

უმორჩილესად ვთხოვ მიხოს, ძალიან მალე წაშალოს ეს პოსტი!

ხუთშაბათს, 2 აპრილს მივდივარ ბატონ ბესიკთან სტუმრად. როგორც მითხრა, სახლში აქვს თავისი ბოლო წიგნის "ორივ ფურცელი ცის და მიწისა" ეგზემპლარები(ზუსტად არ ახსოვდა რამდენი!)რომელიც გაყიდვაში არ ყოფილა, ვინაიდან გამავრცელებლების საწარმო დაიხურა და უკანაც ვეღარ დაიბრუნა იქ მიტანილი.

მე გადავწყვიტე,თანადგომა გამოვუცხადო ბ-ნ ბესიკს და ჩემი კომერციული ნიჭის წყალობით დავეხმარო ლიტერატურულ წრეებში წიგნების გაყიდვაში.

ამჯერად არ ვხუმრობ და სრული სერიოზულობით გეუბნებით. მსურველები დამიკავშირდით იმიტომ, რომ არ ვიცი, სულ რამდენი ეგზემპლარი აქვს.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Mar 28, 2009 3:02 pm

სანათა wrote:
აბა, ყურადღება!

უმორჩილესად ვთხოვ მიხოს, ძალიან მალე წაშალოს ეს პოსტი!

ხუთშაბათს, 2 აპრილს მივდივარ ბატონ ბესიკთან სტუმრად. როგორც მითხრა, სახლში აქვს თავისი ბოლო წიგნის "ორივ ფურცელი ცის და მიწისა" ეგზემპლარები(ზუსტად არ ახსოვდა რამდენი!)რომელიც გაყიდვაში არ ყოფილა, ვინაიდან გამავრცელებლების საწარმო დაიხურა და უკანაც ვეღარ დაიბრუნა იქ მიტანილი.

მე გადავწყვიტე,თანადგომა გამოვუცხადო ბ-ნ ბესიკს და ჩემი კომერციული ნიჭის წყალობით დავეხმარო ლიტერატურულ წრეებში წიგნების გაყიდვაში.

ამჯერად არ ვხუმრობ და სრული სერიოზულობით გეუბნებით. მსურველები დამიკავშირდით იმიტომ, რომ არ ვიცი, სულ რამდენი ეგზემპლარი აქვს.


ახლა,მარიამს დავურეკე და აქეთ მიპასუხა,"პირველი ხარო'?!

ჰოდა,ესეიგი პირველი მე ვარ! Smile ველი,მარიამო...Smile
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Mar 28, 2009 3:49 pm

Jalali wrote:
სანათა wrote:
აბა, ყურადღება!

უმორჩილესად ვთხოვ მიხოს, ძალიან მალე წაშალოს ეს პოსტი!

ხუთშაბათს, 2 აპრილს მივდივარ ბატონ ბესიკთან სტუმრად. როგორც მითხრა, სახლში აქვს თავისი ბოლო წიგნის "ორივ ფურცელი ცის და მიწისა" ეგზემპლარები(ზუსტად არ ახსოვდა რამდენი!)რომელიც გაყიდვაში არ ყოფილა, ვინაიდან გამავრცელებლების საწარმო დაიხურა და უკანაც ვეღარ დაიბრუნა იქ მიტანილი.

მე გადავწყვიტე,თანადგომა გამოვუცხადო ბ-ნ ბესიკს და ჩემი კომერციული ნიჭის წყალობით დავეხმარო ლიტერატურულ წრეებში წიგნების გაყიდვაში.

ამჯერად არ ვხუმრობ და სრული სერიოზულობით გეუბნებით. მსურველები დამიკავშირდით იმიტომ, რომ არ ვიცი, სულ რამდენი ეგზემპლარი აქვს.


ახლა,მარიამს დავურეკე და აქეთ მიპასუხა,"პირველი ხარო'?!

ჰოდა,ესეიგი პირველი მე ვარ! Smile ველი,მარიამო...Smile

sunny

ეს როგორი სხარტი ჯალალი გვყავს, რომ ყველას ასწრებს!..

მეორე მე ვიქნები - რა ღირს და როდის უნდა მოვიტანო ფული?

Exclamation
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Mar 31, 2009 1:06 pm

კი, წავშლი ამ პოსტებს ძალიან მალე და ამ პოსტის ნაწილს კი დავტოვებ აქა!
ეს არის ბესიკო ხარანაული - ძაან ბევრს რო უყვარს თავისი ახალი პოეტიკისთვის და იმისათვის, რომ ის პირველია, ვინც შეიძლო გალაკტიონის ჩრდილიდან სამზეოზე გამოსვლა...

ბესიკო ხარანაული ის პოეტია, ვინც ვაჟა-ფშაველას მერე თავის სიტყვა თქვა ქართულ პოეზიაში - და ეგეთები ბევრი არა გვყავს...

მეც ვყიდულობ ერთ ცალ იმ წიგნს და ყველას გთხოვთ ერთხელ კიდევ - იყიდეთ ერთი წიგნი მაინც და მხარი დაუჭირეთ ქართულ პოეზიას...

მადლობელი ვარ ყურადღებისთვის...

და მე ეხლა მკაცრად და დაუნდობლად ვიტყვი - იმას გავიმეორებ, რაც დათო ქართველიშვილმა მითხრა და ბესო ხვედელიძემ დაუძახა, მართალი ხარო:
ბესიკო ხარანაულთან მიმიქარია ირლანდიელი ნობელიანტი შეიმას ჰინი - საბავშვო ბაღია ბესიკოსთან შედარებით, თორემ ჰა, ნახეთ და წაიკითხეთ ისიც და შეადარეთ ბესიკოს!..

ბესიკო ხარანაული ცალ ჯიბეში ჩაისვამს შეიმას ჰინს და ამოყვანა აღარც მოაგონდება, - ისეთი პოეტია..
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Mar 31, 2009 1:13 pm

mesame me viqnebi bounce
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Apr 04, 2009 10:24 am

პოეტი

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არცა ჭკუით:
- ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Apr 10, 2009 10:09 pm

***
ბევრი მტვერი მომაყარე
შე ცხოვრებავ, ქარიანო,
მაგრამ მაინც ვერ გამტეხე,
ჩემ გემოზე გავიარე,
შენივ წამალი დავადე
წყლულს, შენგანვე ნაიარევს.




Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Apr 10, 2009 10:12 pm

***
განა მარტო სიკვდილია,
დედი, ქვეყანაზე ძნელი,
სიყვარულიც სამსალაა,
ფეხებს გამოკრული ცელი,
აიწევ და ვერ ადგები,
თვალნი დაგირჩება სველი...


Exclamation
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Apr 12, 2009 11:21 pm

vipove litgeze scratch

დედაციცინათელა

ბ-ს
რის საუკუნე... ვით ღამე ერთი,
ათასწლეული ჩემზე გარდატყდა.
"სინათლის დედა" დამაქვს მუცლით და
სკნელის ჭერხოზე დავალ კარდაკარ.
ან შარავანდედს მე რას ვზიდავდი,
უფალი ირჩევს ნათლისთვის შუბლებს.
სიტყვის ბალახში დავღოღავ ღამით
და რას მისწვდება ჩემი ფრთა ღრუბლებს.
ამ ღამის მინდვრებს ისე ვუხდები,
თითქოს ცას ვმღერდე, ვარსკვლავქარიანს,
როგორც ქადაგის დაყურსულ ლექსში,
ჩემშიც საუფლო ნათლის კვალია.
მე ვარ, მე... დედაციცინათელა.
მიჭირს მიწიდან აზიდვა ტანის,
სინათლის ფესვი უნდა გავიდგა,
ურნატს გავყვები, ბნელზე გატანილს
და ნათლის ნამად ვიქუჩებ აქვე,
რომ ცას ემსგავსოს მიწაც, ღამეში,
მე და სიბნელე ერთმანეთს ვშვენით,
როგორც – ენქიდუ და გილგამეში.
"ფიქრის სკვნილივით" ვკიდივარ მთვარეს,
სიჩუმის ქნარზე სიმს ვარხევ, ნათლის,
წარღვნის ღამე რომ ცისკრად იძვრება,
ერთ მზის სალამურს ჩემგანაც გათლის.
ეზოს ბოლოში, სინათლის წერტილს
მე ვუსვამ ხოლმე, სხეულით, ღამეს.
სანამ მოდიხართ ძებნად ნათლისა,
როგორ მაგონებთ ჩემს ჩვილ გილგამეშს.
როცა პირველად შეეხო საკრავს -
სიკვდილს! კენწერო დრიკეს კედრებმა...
ეს ღამეც, ვით სხვა ღამე ათასი,
თენდება, კვდება, ისევ თენდება...
ბალახის ნიკბზე მიცდება ფეხი,
ბალახიც სინას მთა არის ჩემთვის.
მე ცეცხლის ერთი კურცხალი დამაქვს,
ეზოს ბოლოშიც მიპოვის ღმერთი.
როგორც ენქიდუს, ქვესკნელში ჩასულს,
მეც, გათენება, უჩინარს გამხდის,
და სულ სხვა ვინმე აახმიანებს,
საკრავს, ჩემივე სულისგან გათლილს.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Jun 05, 2009 9:26 am



ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა


1

“მე ვარ სული საქართველოსი!..”


აი, რა მესმა და მეჩვენა მე, ცოდვილ მჩხაპნელს, შესაძლოა უძილობისა და განწირულებისგანაც, ძველი ხელისუფლების ზეობის მეთხუთმეტე ნაკლულ წელსა და ახალი ხელისუფლების ზეობის მეორ-მესამე წელს...

იმ დრო-გასაყარზე, როცა ხალხს აღმართ-დაღმართებზე ცხვრის ფარასავით თუ არ ჩოლბოტი დააქლოშინებდა, თუ არ ვაცბოროტი...

მე კი ერთი ვიყავ და კვლავაც ერთი ვარ, ვერ გავხდი ორიც კი, რადგან მუდამ ერთი ვიყავი.
კვლავაც მწარე და მკაცრი ფიქრები მაქვს და ეს წესი ცხოვრებისა ვერ მოვიშალე.

ამჯერადაც, რომ ვიდექი მე ჩემს რჯულზე და დავიქანცე, ღამეც მომრჩალიყო და ვიგრძენი, ღირსი ვიყავ გასამრჯელოსი _ ანუ სუფთა ჰაერისა... და გარეთ გავედი.

შეზავებულად მეხსაც ჰგავდა და მოხუცებულსაც, ცას სარჩულივით გადაჰკვროდა, არწივისა ჰქონდა სახე და ემოსა ნისლის კოტორი, თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან იდგა და იქიდან გუგუნებდა ცის მედგარივით:

_ ჰოი, ჰოი, ჰოი... გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
მე ვარ სული საქართველოსი!..

და ძაბრივით ჩამეღვარა ტანის ღრუვში ეს სიტყვები და გავიღუნე მათ უღელქვეშ ბებერ ხარივით...
სული იყო საქართველოსი,
მისგან მეთქვა, მისგან მებრძანა. სულიწმინდამ დამინათა თითქოს ქაღალდზე, ზედმეტი აზრი მომაშორა, განმწმინდა და გამაქადაგა.

ერთი ტყიანი მთა რომ გადავიარე, დაბლობი გამოჩნდა. ღამე ილეოდა. მთვარის შუქზე გაშლილ ზღვასავით ლივლივებდნენ მწვანე მინდვრები. გარს თიები ერტყათ _ მომცრო მთები, თავქოჩრიანები. ამათზე იყო დახვეული დანარჩენი გზა. ჩავყევ-ჩავყევი და კლავ დაბლობს გადავადექი.

ღამის სოფელი სჯობია დღისას, რადგან ღამე იფარავს მის შიშველ ხორცებს, სიბეჩავეს და უიმედობას.
თვითონ სოფელი ხომ მარტოა, მარტო არიან ღობეები, კაცი და ძაღლი.
ცისქვეშეთში თითქოს წესია:
რაც უფრო ავაზაკი იქნები, უფრო... უფრო...
რაც უფრო წმინდანი იქნები, უფრო... უფრო...

(განაგრძე კითხვა).

Arrow
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Jun 05, 2009 12:42 pm

ეს ნაწერი ლიტერატურულ პალიტრაში წავიკითხე..

საოცარი.. და უფრო მეტი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Jun 05, 2009 12:43 pm

როგორ შემოსულა ღამე, ვეღარც კი ვიცანი.
სისულელეა ღმერთის ძახილი, როცა შენი თავი არ მოგიხმია,
როცა სახლში გაქვს ქონება და სხვაგან დაეძებ.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Jun 05, 2009 1:11 pm

დიდი ადამიანია.
იმდენად დიდი,რომ მე შემეშინდებოდა ასეთ ადამიანთან მეგობრობისSmile



ყველაზე მასშტაბური გალაკტიონის შემდეგ ქართულ პოეზიაში ,ყველაზე მეტი ''გავლენების'' დამტოვებელი -ბევრისგან მომისმენია ასეთი შეფასებები .

პ.ს ვერლიბრის თავგამოდებული მოწინააღმდეგებისგან კი....ოოოოSmile
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Jul 08, 2009 11:54 pm

"როცა რაიმეს ეჭიდება ადამიანი, ის ძალზე უსუსურია. ამიტომაც ჯერ თავს იმაგრებს. წერის დროსაც ადამიანი უსუსურია. სამწუხაროდ, ამ დროს ახლობლებიც უსუსურდებიან. წარმოგიდგენიათ, მოკრივის განცდა, დარბაზში მყოფ ახლობლებს შორის უსუსური მზერა რომ დაინახოს?
მარათალია, ჩვენში ისე არავინ გაბრიყვდება, რომ ერთ-ორ სტრიქონს ლექსი უწოდოს, მაგრამ არიან ჭეშმარიტებას აცდენილი ადამიანები, რომლებიც სულ სხვაგვარად სჯიან. ამათ აზრით პოეზია არის ერთხელ და სამუდამოდ შობილი სიტყვების ერთადერთი რიგი, რომელიც მის ავტორს ჩაესმის ჰაერის მეშვეობით და რომელთა შეცვლის უფლებაც არა აქვს. ის ვერ გაასწორებს სიტყვას, ვერ წაშლის, სხვას ვერ ჩასვამს... ვერ იმკითხავებს რაა ზედმეტი ან რა აკლია. სიტყვები მას თვლითა და წონით ეძლევა, ერთმა მარცვალმაც კი შეიძლება არიოს სასწორი.

კაცობრიობას რომ ჭკუა ჰქონდეს, ასეთი ნიჭის მქონე პოეტს გაუშვებდა სრულიად თავისუფალს, _ იქნება რამე ჩაესმას სულელს! ამდენი ინსტიტუტები აქვთ და გასაიდუმლოებული ლაბორატორიები, ქადაგი კი ერთიც არა ჰყავთ...
რამ უნდა მიიზიდოს სამყაროს სიტყვა თუ არა პოეტმა?

მეორენაირ ვარიანტში, ანუ, როცა ლექსს ავტორი თვითონა წერს საკუთარ ძალებით, წინ და უკან ბოლთის ცემით და ტუჩების კვნეტით, ნება ეძლევა, თავის ნაწერს როგორც უნდა ისე მოიქცეს: შეუძლია ათასჯერ გაასწოროს, შეამციროს, გაზარდოს, გამოკვეროს, გააშალაშინოს... წაიღოს რედაქციაში, დადოს ლიტერატურულ საიტზე, გაიმარჯვოს ერთი ლექსის ნომინაციაში და ა. შ.
"


რატომღაც მომინდა ეს ამონარიდი დამედო ბესიკ ხარანაულის ახალი რომანიდან, "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა". წიგნი სავარაუდოდ ერთ თვეში გამოიცემა...
ლამის ერთ თვეს ვკითხულობდი გამოზოგებით და სიხარულის გახანგრძლივებით. ხვალ ბაოსა და ნინო სადღობელაშვილთან ერთად მივდივარ წიგნის წაკითხვა-განხილვაზე...

ბატონო ბესიკ! გაკოცებთ უჭკვიანეს შუბლზე!

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sponsored content




PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
ბესიკ ხარანაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: