არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბესიკ ხარანაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:51 pm

ხეიბარი თოჯინა
(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა)

XIII

თუ შენს შვილებს ყჰავთ ორი თოჯინა
და ერთი არის ხეიბარი და დავრდომილი,
ხოლო მეორე ლამაზი და ახალთახალი
და თუ ბავშვებმა თამაშის დროს ლამაზ თოჯინას
დაარქვეს შენი მდიდარი და გამოჩენილი --
შენი თქმით კი, გაქნილი და უსინდისო ბიძის სახელი,
ხოლო მეორეს, ხეიბარს და ძველისძველს, შენი,
მაშინვე შენთვის ნათელი უნდა გახდეს,
თუ რას ფიქრობენ შენზე ოჯახში,
მეზობლებში, ნათესავებში,
ამხანაგებში და სამსახურში.

კრინტი არ დაძრა, სიტყვა არა თქვა,
აიღე ჯოხი და მიუყვანე პატრონს დღეების ფარა.

”ის” -- ვამბობთ ჩვენს თავზე,
როცა დაგვეჩაგრება და გვსურს მოვეფეროთ,
როცა მოგვბეზრდება და გვინდა განვუდგეთ,
როცა შორს გავტყორცნით, რათა ამ დღეების
ჩარჩო კი არ ხდიდეს საძაგელ მოკვდავად,
შორეულ მითებში იყოს მოსაძებნი,
როგორც რომელიმე ნიშნიანი ვარსკვლავი...
”ის” -- ვამბობთ ჩვენს თავზე იმის იმედით,
რომ ამ ერთხელ მაინც ოცნება გადასძლევს.

ის დაეკარგა თავის ოჯახს,
არვინ იცოდა რა მიზეზით ანდა ვის გამო,
ვარაუდობდნენ ქალსაცა და მობეზრებასაც.
ბოლოს აღმოაჩინეს მოწმეები, რომლებმაც ნახეს,
რომ, როგორც სიქაგამოცლილი ძაღლი მიათრევს
სოფლის ბოლოსკენ მოპარულ შიგანს,
ის მიათრევდა რაღაც წითელს და მოყაშყაშეს,
რომელსაც სახელს ვერ დაარქმევდი,
მაგრამ რომელიც თავის ბრწყინვალე ელვარებით ბევრ რამეს ჰგავდა.
მან მხოლოდ ერთხელ მოიხედა დაძახებაზე
და მის სახეზე -- იმ საგნიდან წამოსულ შუქში --
ყველამ იხილა შვების ოფლი და სიხარული.
და როგორ შირად აღივსება ადამიანი თავისი თავით,
როგორც ჭურჭელი ივსება და გადმოდინდება
ძირს მგრძნობიარე ხავერდებად.
და თუ ეს კაცი დაღლილიც წევს, როგორც ნიჩაბზე,
ახლადნაგრძნობით -- რომ დედამიწა
უმისოდაც კარგად იგორებს,
მისთვის ყველაზე კარგი დრო და ტკბილი წუთები
სიკვდილზე ფიქრის წუთები არის.

როცა მოვკვდები,
ჩემო დედავ და ჩემო ცოლო,
და ცარიელი რომ დარჩება ჩემი საწოლი,
თქვით -- აი, მოკვდა,
აღარ არის ის წყალგამყოფი,
რომელსაც ერთი ფიქრი ჰქონდა ყოველ ცისმარე,
რომ ერთურთს მწარედ არ შებმოდა ორი მდინარე --
შურის და მტრობის
ორი ნაყოფი.
თუმცა გვერდები გაუთხელდა ჩვენი ხეთქებით,
არ გატყდა, როგორც გატეხილან ზოგიერთები,
თვითეულისთვის ჰქონდა მუდამ სიტკბო სამყოფი,
და ისე მოკვდა, არ დაღლილა ის -- წყალგამყოფი.
როცა მე მოვკვდები, პანაშვიდებზე ვიოლინოები ააწუწუნეთ,
რომელსაც ჩემი მსგავსი ხელმოცარული წაუძღვება.
ჭირისუფლებს შორის დასვით სრული უფლებით
ჩვენს ოჯახში სუყველაზე ძველი თოჯინა,
რომელმაც იმდენხანს იცხოვრა ხალხში,
რომ მახსოვრობაც კი შეიძინა.
დაე, იჯდეს ის ფეხებგაფარჩხვით,
მისჩერებოდეს მუდამ ერთ წერტილს,
როგორც მე, მზერაჩაბრუნებული.
და დაე, მისი ყოფნა ამბობდეს,
რომ, როგორც გინდა ძვირფასი ვიყო,
სულ ერთი არის, ნაგავი ვარ
და ადრე თუ გვიან უნდა გამიტანონ.

სიკვდილი?
ჯერ კიდევ ბავშვობაში დაეცა თავზე
ფიქრი სიკვდილზე...

მაგიდასთან დაესვათ სრულიად მარტოდმარტო,
თვითონ კი სადღაც გასულიყვნენ, როგორც სცენიდან.
ის იჯდა და თავის საყვარელ მურაბიან ჩაისა სვამდა
და სწორედ მაშინ...
ნუთუ ალუბლის მურაბასთან მოსალოდნელმა განშორებამ მოჰგვარა სევდა?
ან იქნებ სწორედ მას ეწერა, რომ გაეგო გემო ტკბილ-მწარის,
ეს უცნაური ჯვარისწერა მტრული ცნებების?
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:52 pm

ხეიბარი თოჯინა
(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა)


XIV

რისი ნახვა მოვასწარი მე სიცოცხლეში?
რასაც იხილავს შადრევანი, სულ ერთი წამით ამოფრქვეული.
საძაგლები! ნაძირალები!
დამიძახეს, რათა მენახა დედა,
ქირურგის მაგიდაზე ორად გახსნილი.
ვინ არიან?
დრო, დრო აყალიბებს მათ სახეებს,
დრო ხვეწავს მათ, როგორც მთის მდინარე თავის ნაპირებს,
თავისი ქვების არმიებს, ტალღების არითმიებს.
რას გამორცება დრო ჩვენს სულებს,
რას წაიღებს ჭია ქვისაგან?
გახსოვდეს, შვილო,
თუ შენ ესწრები ადამიანის ღორულ საქციელს,
იგი შენთვის დაკარგულად უნდა ჩათვალო,
რადგან მწარედ შეგიჯავრებს,
როგორც მოწმეს.
და
სწორიც იქნება,
რადგანაც ისევ მოწმეებმა უნდა იფრთხილონ.
ცოდვა რომ არ იყოს, სამყაროს ვერავინ გადასინჯავდა
და არც მე და შენ ვიქნებოდით დღეს, ჩემო შვილო.
ჯერ კიდევ ბევრი რამ მოკვდება აქ, შენს წინაშე,
აი, ყველაფერს, რასაც ხედავ, ერთი ბოლო აქვს.
მაგრამ შენ მე დამაბრალე, მე -- დედაჩემს, დედაჩემი კი
თავის მშობლებს გადააბრალებს.
მხოლოდ ამგვარად ვნახავთ, შვილო, ადამს და ევას,
რომლებმაც უკვე სიბერის გამო
არ უწყიან თვისი სიშიშვლე.
ჯერ კიდევ ბევრი რამ მოკვდება შენს წინ რიგრიგით,
წინასწარი გამიზნულობით.
ო, შენ ნურასდროს ნუ ჩადგები იმათ რიგებში, ვინც მე მმტრობდა,
თუნდაც ამას ყველა ჩემი შემოხედვა გაიძულებდეს,
შენ, შენ უნდა გადაარჩინო დახრჩობას ლეკვი,
რომელიც შემდეგ მეცხვარის ძაღლად გაიზრდება
და უდარაჯებს შენს ოქროს ვაშლებს.

ნელ-ნელა უნდა მოვკვდე, ნელ-ნელა,
სვენებ-სვენებით,
როგორც მაცნე ქარს ამოიღებს,
ან მოტირალი ამოოხვრით გაიიოლებს,
რომ ახალ ძალით შეყოვნებულ ზარებს შემოჰკრას.
ნელ-ნელა, რომ არ დავახურდავო,
არ გადავირბინ-გადმოვირბინო
ის ნამდვილი ტკივილები,
რომლებიც უცებ გაგახსენდება,
როგორც ძველი ბარათი რამ ამოგიჩნდება, როცა არ ელი
და გაიფიქრებ, ”ოჰ, ესეც ჩემი გადატანილია”.
და სიამაყეც კი შეგიპყრობს იმ წასული დღეების გამო,
რომ შენ ისევ ცოცხალი ხარ,
მრთელი ხარ და მიბაკუნობ ცხოვრების გზაზე.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:53 pm

ხეიბარი თოჯინა
(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა)

XV

ფოთლები ისე თავისუფლად მიჰყვებიან ქარს,
როგორც ახალი საფლავის მიწა.
მოკვდა. გარდაიცვალა.
მისთვის უკვე ამოიხსნა ის ამოცანა,
რომელიც მისი დაბადების დღეს გაჩნდა ქვეყნად
და ამიტომაც უკვე ნება აქვს,
რომ თავისუფლად ამოისუნთქოს,
რადგანაც ის გამოუცნობი, მთელი სიცოცხლე რომ აწუხებდა,
ამოხსნილია, გადაწყვეტილი.
მოკვდა. გარდაიცვალა.
ვერ დაისვენებს ვერც საფლავში, რადგან წავიდა
დაუცლელი, დაუხარჯავი,
ოდნავაც კი რომ არ შეხებია ბედნიერება ლალისფერ ბაგით,
თითქოს ის მთხლე ყოფილიყოს, სხვა კი -- ბადაგი.
სამაგიეროდ, დღე და ღამე არ ღალატობდნენ,
როგორც ორი შეყვარებული
ნაწილ-ნაწილ, ერთურთისთვის მითავაზებით, დაცლიან ჭიქას.
მოკვდა. გარდაიცვალა.
იგი წავიდა ხელუხლები, დაუხარჯავი,
ვით მიწაში დაფლული ზარი, ერთხელაც რომ არ დარეკილა.
ნუთუ ამდენი წელი, ამდენი
ტყუილ-მართალი იყო საჭირო,
რომ ასე უცბათ წაეყვანათ?
მე კი, მის მეგობარს, ეს ამბავი უნდა გამეგო
ჩვეულებრივ ვითარებაში.
ყველა ამბობს -- ”მე!”
და როცა ძველ სასაფლაოზე ახალგაზრდას ასაფლავებენ,
სხვა მკვდრები წუთით ხუნდებიან,
მე კი რად მინდა, რომ საქმე მქონდეს
იმათთან, ვისაც ვერაფერში გამოვადგები?
ვისდამიც ჩემი ხელი მოკლეა
და ჩემი სიტყვა გაუგებარი.

”ვერა, ვერ შექმნით ისეთ სიმყუდროვეს,
როგორიც მიწაში გვაქვს ჩვენ,
მკვდრებს”.

უცნაურია ადამიანი,
კაცს მოკლავს და აღარ დამარხავს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:53 pm

ხეიბარი თოჯინა
(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა)



XVI

”დედი” -- ეს ფორმაა მიმართვის
და არა სახე მოხუცი ქალის.
ტყუილად დგანან ეს მთები, დედი,
მათ ჩვენი ხელი არ შეეხება,
იქ ჩვენი სუფრა არ გაიშლება,
ჩვენი ჩრდილი არ გაიჭრიალებს.
ტყუილად დგანან ეს მთები, დედი,
იქ დამარხული არის ზარები,
ხელუხლებელი სამრეკლოები.
საძაგელია ეს მთები, დედი,
მუცლით ტიტანებს რომ ინახავენ...
იქნებ ჩვენც ასე გვეყრება მიწა,
იქნებ ჩვენც ასე დავიმარხებით --
ხელუხლებელნი...
არავინ ჩვენში ზარს არ შემოჰკრავს,
არ ააჟღერებს, არ გააცოცხლებს
ჩვენს ობოლ წიაღს...

გავსილი მთვარე,
როგორც მაკე ფაშატის ფერდი, მწიფე, უამი შესახედი,
თითქოს ყოველ წამს ელი, რომ იქიდან
გადმოიხლიჩება რამე ბინძური და ლორწოვანი.
აი, ასე ვართ ყოველთვის -- ორნი,
წარსულშიაც და მომავალშიც ორნი ვართ, ორნი
და მთვრალის ყოველ შეყივლებაზე
ჩვენი ბავშვობა მოგვაგონდება.

ახლა,
როცა ცხოვრება უკვე განვლილია
და წარსული მოვლენები
დგანან, მზად არიან, თანახმა არიან
ახლებური ახსნისათვის,
მე არაფერს არ ვცვლი,
ყველაფერს უნდა დარჩეს ძველი სახელი,
ყველაფერს იმას დავუძახებ, რაც ადრე ერქვა
და წავალ მახვილშემართული.

ბავშვი?
ვინ დასვა ამ გზაზე ბავშვი?
გაიგო განა, შურისძიებით ანთებული რომ მივდიოდი
და ჩემი გულის მოლბობა სცადა?
ბავშვი! როგორ გამოდის ადამიანის ხელიდან
მშვენიერების ასეთი კუნწულა?



XVII

რას უცდიან მიცვალებულს?
რომ ადგეს და თვითონვე ჩაეთხაროს საფლავში?
დაიძინე, ძილიც სიკვდილისაა,
მხოლოდ სიგრძეში თუ ჩამორჩება...
თანაც კაცისგან არ მოითხოვს გაბედულებას.

ძველი კერპებიდან ყველაზე მყარი და ყველაზე კეთილშობილი
ისე დროის ცნება გამოდგა.
მას ჩვენგან მიაქვს იმდენი ავი მოგონება,
რომ ღირს, ისიც გაიყოლოს, რაც გულისთვის სანუკვარია.
და თუნდ ამდენმა გაბათილებამ ცარიელზე დაგვსხას ბოლოს, არაფერია.
ხედავთ, კაცის ბუნებისგან ასე შორს მდგარი,
სულ სხვა ტომის და სხვა მასალის -- დრო
არაფერს ისე არ გვიტოვებს, თუ არ წაიღო.
ისიც ჩვენს შორის აღიზარდა?
საწნახელში ჩვენთან ერთად წურავდა ღვინოს?
დრო მაშინ მიყვარს, როცა მიაქვს,
როცა ზრდილი კარისკაცივით
ჩამოგართმევს ტვირთს
და წაიღებს დაუზარებლად.
შენ თვალს აყოლებ...
მერე გარბიხარ, რომ შეავსო სიმსუბუქე, მხრებმა რომ იგრძნეს.
ან იქნებ ძველი ახლისაგან ხუნდება ხოლმე,
ჩვენ კი დროს ვარქმევთ?
მაშ გაუმარჯოს იმ ახალ კონფლიქტს, ძველს რომ შეგვიცვლის,
რადგან მხოლოდ იმის წყალობით ვივიწყებთ წარსულს!



XVIII

ისე მიყვარდა ბიძაჩემის განიერი მხრების ყურება!
როგორ მინდოდა ჩახუტება,
როგორ მინდოდა დამეკოცნა მისი ხელები
-- მადლობით, რადგან არ მახრჩობდნენ.
დედაჩემი კი მეუბნებოდა:
-- დაიძინე, დაიძინეო!
კიდევ ის მახსოვს,
როგორ მივდიოდით მე და დედა გაყინულ და უცხო ჭალაში,
მე უკან მივდევდი
და სიცივის მიუხედავად
ბავშვური ჭკუა
გასართობს არ მილევდა, მახსოვს.
აი, ასევე გაიყინებოდა ხოლმე ჰაერი,
როცა დაღლილი დედაჩემი ბრუნდებოდა ტანჯული სახით.
”დაიძინე!”
– ყოველღამე მიბრძანებდნენ -- ”დაიძინეო!”
ისინი მაშინ მიმღერდნენ ნანას,
როცა ისედაც გზად მივდიოდი.
ახლა მიმღერეთ, თუ ბიჭები ხართ,
დაფჩენილ პირში თუგინდ ჭაღი ჩამივარდება.
უსინდისოებო!
როგორ მინდოდა ასეთი რამ სიცოცხლეში რომ მეთქვა თქვენთვის
და მეხილა თქვენი სახე, ამ სიტყვაზე ფერდაკარგული.
”უსინდისოებო!” -- უცებ რომ შევდრკე და მომინდეს ამ სიტყვის შეცვლა.
მაშინ გეტყვით -- ”ბედნიერებო!”
მე აღარასდროს დავბრუნდები ადამიანად,
ბუნება უხვია, იშოვის ჩემთვის შესაფერ სახეს,
მაშ მეორედაც იმავ როლს ხომ არ დამავალებს,
რომელშიც ერთხელ უკვე მცადა და ვერ ვივარგე,
თქვენ... თქვენ რაღა გეშველებათ,
ვიღას მოუხმობთ შუბლშეკრულნი, გამეხებულნი
და ხელს გაუშვერთ იქით, სადაც არა სწადია?
აბა ერთხელ თუ უთქვამს ვინმეს --
იქნებ სხვაც რამე უნდაო ამ კაცს.
სხვა -- რაც მორთულ-მოხატულია,
რაც ლამაზია, რაც წკრიალებს, --
მე რომ მუდამ მიმალავდით
და მუჭში რომ გამოჭამეთ ჩემგან ფარულად.

რა კარგია, როცა კაცი უცებ მიდის
და ხალხს პირში შეატოვებს სიტყვას,
როგორც ვირს -- ჩალას.
ახლა წადით და ღიჯნეთ,
ყბიდან ყბაში გადაიტანეთ
თქვენი სიბრძნე,
თქვენი აზრები,
მე წავედი!

რა სიმართლე გსურდათ, ნეტა, რომ დაგედგინათ,
რას ელოდით, ან რამდენ ხანს გეგონათ ყოფნა?
დაეტყო ჰაერს თქვენი მათრახი?!

მკვდარი კი არ ვარ, მკვდარს ვაჯავრებ, არ შეგეშინდეს.
პეტრე ხომ გახსოვს, ასე არ იწვა, ყბაჩამოვარდნილი?
მერე სხვებმა თქვეს, სანამ სულ არ გაციებულა, ავუხვიოთო.
მუხლებზედაც დააწყვეს ქვები, რომ არ მობღუნკულიყო.
შუაღამის ბაღმა კი თქვა: ”ამაო იყო ყველაფერი,
რაც აქ ხდებოდა დღის სინათლეზე!”

ის არ მერჩივნა,
დედის საშვილოში რომ ვიჯექი,
როგორც ძველი მინიატურა
ოქროს ჩარჩოში!





დ ა ს ა ს რ უ ლ ი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:54 pm

სიტყვების უქონლობის გამო

ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..
ჩემთვის ისე ძნელი არის თავის აწევა,
ტელეფონთან მისვლა,
შენი ხმის გაგონება...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

რას გვშველის ჩვენ ეს საუბრები,
ძველი ფურცლები...
შეგონებები, დაწერილი ლამაზი ხელით,
წარსულის მითი
და ოდესღაც ნათქვამი ფიცი...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

განა ჩიტს უკან უბრუნდება
თვისი სიმღერა?!
მე ავადა ვარ, სისულელით, ჩემი ზნისაგან,
რადგან, ყოველთვის, როგორც ოქრო, მეზოგებოდა
ჩემი თავი – ჩემივ თავისთვის...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

მე არა ვჩქარობ
დავეთხოვო ჩემს სისუსტეებს,
რადგან სანაცვლოდ
არავინ მომცემს უკეთესს, ვიცი,
და სიზმარსაც არა ვცვლი ცხადში...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

მე მომესაჯა სიცოცხლე და
მეც მშვიდად ვიხდი,
ზრუნვა და წყენა
კარის ზღურბლთან მელოდებიან
და მეც ვაპურებ,
მაგრამ განა მშვიდად ვარ მართლა?!
ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.

შენ ის დრო გახსოვს,
როს ისეთი ოცნება მქონდა,
ასრულება და ახდენა რომ არ სჭირდებოდა.
განა ვუნდივარ
კვლავ გუბის წყლებს და ხეკაკუნებს?..
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

ეს შენა გსურდა,
რომ პოეტი ვყოფილიყავი,
ეს შენ დამბადე მე პოეტად
და რომ იცოდე,
როგორი ძნელი რამ ყოფილა რომ იქცე იმად,
რისთვისაც გაჩნდი,
რისთვისაც ხარ ამ ქვეყანაზე!..

შენ ის დრო გახსოვს,
როცა შენი გულის საამოდ
ვუწერდი ლექსებს
ჩვენი ფანჯრის მეწამულ მთვარეს,
მაგრამ მე განა ის ლექსები გულს მიფონებდა?

მე ხომ ლექსი კი არ მინდოდა –
რამე ისეთი,
რომელიც ყველას ნუგეშსა და შვებას მოჰგვრიდა,
შურს იძიებდა კაცი რითაც ამ ცხოვრებაზე,
რითაც დაკარგულს შეივსებდა
და ცრემლს დაცლიდა...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

მე ვწერ მშიერი ფურცლისათვის.
გინახავს განა,
რომ ეჭვი ახლდეს
სარეცხ ფხვნილის სრულქმნილ რეკლამას?
ჩემი საქმე კი ეჭვთან არის დაწყვილებული...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

იმას ვცოტაობ, რომ ნერვები გამშიშვლებია,
და იმას ვნატრობ, რომ საერთოდ არ მქონდეს კანი,
რომ უფრო მძაფრად ვიგრძნო ქვეყნის ყველა წვრილმანი,
ყველა ნემსი, ყველა წამწამი...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

განა პოეტი არ შეჭამეს თვისმა ლექსებმა?
რა მკვლელი უნდა იმას, მითხარ, რა მოშურნალი,
როს ლუკმა–ლუკმა
მიაქვთ ლექსებს მისი გულ–ღვიძლი...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

შენს დედურ სიბრძნეს დაჰკარგვია ერთი ფურცელი
და ვერ მპასუხობ, თუ ვინ მიმცა ოთხივ სტიქიას
და ლექსის წერა დამაკისრა მკაცრი პირობით:
რომ მწვანეზე არა ვთქვა – „მწვანე“...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

მე დავიკარგე მთელი ქვეყნის
ყველა სახლისთვის,
ყველა გულისთვის,
ყველა მყუდრო ბალიშისათვის,
მე დავიკარგე და შორიდან ვხედავ ჩემს პერანგს,
უპატრონოდ ქარში დარჩენილს...

და ნუ დამეძებ, ნუღარ მანჯღრევ, მე ავადა ვარ,
ერთი დღე, ერთი წელიწადი, ერთი სიცოცხლე
ცოტა არიან იმისათვის, რომ სხვაგან ვიყო,
მე შენთანა ვარ, შენთან ვიყავ,
შენთან ვიქნები...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!


--------------------
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:55 pm

მიძღვნა


კეთილშობილო ქუჩის ხეებო,
მე თქვენ ყველგან, ყველგან მიყვარხართ,
სადაც გინდათ იდგეთ თბილისში,
რუსთაველზეც, ვაჟაზეც და ბარათაშვილზეც,
რადგან თქვენ
იმ მანძილზე ხართ ყველგან ერთურთს დაცილებულნი,
რომ მიაცილოთ სახლამდე მთვრალი.


თქვენ შეაგებებთ ხოლმე მკლავებს
მის დაღლილ სხეულს,
გულში იხუტებთ, ხაოიან ენითა ლოკავთ
და რუდუნებით თქვენსავ მოძმეს გადააბარებთ.
და ასე . . . ვიდრე მთვრალი იგი
თავის სახლის ზარს არ დარეკავს.


კეთილშობილო ქუჩის ხეებო,
დაე ნურასდროს შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი,
რომ წინაპრები თქვენი უღრან ტყეში ცხოვრობდნენ;
ჩემი ძველებიც კოცონს ესხდნენ შემორკალულნი,
მე კი თქვენთან ვარ,
იმავ მტვრისთვის თავმიშვერილი,
ვხარობ, ვზეიმობ,
აი ახლაც, აი ამ წუთშიც
თასი მიჭირავს გადავსილი
და რაკი ვიცი,
რაკი გული მიგრძნობს ტიალი,
რომ სადაც არის, მასპინძელი გარეთ დამითხოვს,
დამათმობინებს თავის თბილ სახლს
და . . . ქუჩაში . . . ამ თებერვალში . . .
გამომისტუმრებს ცბიერი და ცრუმეცნიერი, -

ვდგები და ყველას გასაგონად, გამოსაწვევად,
თქვენ სადღეგრძელოს ვსვამ ხმაურით,
ქუჩის ხეებო !
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:55 pm

დღეს ასე ვართ

თებერვალი, ივრის ჭალები

ჩემს სახეს,
ყვითელ
ფოთოლზე დახატულს,
შენი ალერსი უნდა,
მარინე.
მიბრძანე რამე,
ვეებერთელა
ლოდები
მთაზე ამატანინე.
მარინე...
ნეტავი ახლა ჩემი ივრის ფსკერზე მეძინოს
და ვარსკვლავები დამყურებდნენ
მაღლა ზეციდან,
რა ბედნიერი ვიქნებოდი...
მაღლა მთვარე,
მე - მდინარეში
და სოფლის ბოლოს
თებერვალი,
შემძვრალი ხეში...
იწკრიალებდნენ ვარსკვლავები,
მარინე,
შენ
ჩემი დაჟინებული ფიქრი მოგიყვანს
ჩემთან ამ ღამეში...
მარინე,
დავყურებ ქალაქს,
ჩემი თვალები
სახურავს ხდიან სახლებს
და ვხედავ:
_ მხოლოდ მას სძინავს მშვიდად,
ვინც იცის,
რომ დღისით უნდა მოიპოვოს
ღამის სიმშვიდე.


დავყურებ ქალაქს,
როგორც სახინკლე
ქვაბს,
და უსახურაოდ
მდგარი სახლების
დრტვინვას
შემკრთალი ლეკვივით ვუმზერ.
მიშველე რამე,
წაქცეული ვარ
და მთვარის შუქი
მაბიჯებს გულზე...

ანათებს მთვარე
საქართველოს ლურჯ მდინარეებს.

ივრის ჭალებში
დადის ცხენი
კოჭლი,
გამხადრი,
და ამ მილიონ...
და ამ მილიარდ...
ამ სამყაროში
ვერავინ ხედავს მას მგლის მეტი...
იწვის ბუხარი
და ვიტანჯებით
ერთმანეთის მარტოდენ ჭვრეტით.
მარინე,
მინდა ჩავყვინთო
შენს ვარდისფერში,
შენს სიცხეში და
სიმხურვალეში,
მივირთვა
ყვითელ ფოთლების პეშვით
შენი ცრემლების
ტკბილი სიმლაშე...
მარინე...
შეამკე ჩემი თმები,
მარინე...
დათოვონ
შენმა ხელებმა ჩემი
თმები,
მარინე...
მკვდარი ვარ
და უკანასკნელი ლექსით
ყორნებს ვეპატიჟები ჩემს ლეშზე,
მარინე...

ივრის ტალღები
განა წყალი არის, მარინე,
იგი ნემსების ნაკადია,
მწველი,
მსუსხავი,
და ვაი იმას,
განწირულად ჩათვალოს თავი,
ვინც მას გატოპავს
და წავა ტყისკენ.


ივრის ჭალებში
დადის ცხენი,
კოჭლი, გამხდარი,
და ამ მილიონ...
ამ მილიარდ...
ამ ყინულეთში
უცებ გაისმის... ხმა კი არა,
არამედ ზარი:
”მე აქ ვარ, ძმაო!..”
რა მხნე ხმა არის,
ერთი უსმინე,
რა ტკბილი არის:
”მე აქ ვარ, ძმაო...”
ტყიდან გამორბის სოფლის გლახაკი
და ყვავილები მოაქვს... მარინე!..

რისთვისღა ვსინჯავთ
ამ ჯადოსნურ,
ღვთაებრივ სიზმრებს,
თუ თვალს გავახელთ
და ქვეყანა ისევ ის არის!
ან რად გაძალებ - მე ზანზალაკს,
რომ იყო ზარი...
მარინე,
ჩამოახიე შენი სამყოფი
მანდილი ღამეს
და. როცა მოვკვდე,
ქარში გაფენილ
ყვითელ ფოთოლს
თვალი გააყოლე,
როგორც ჩემს ნიღაბს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:57 pm

წლევანდელი გაზაფხული

მოდის გაზაფხული,
რომ სიყვარულზე კვლავ შეგვახსენოს
და ღმერთმა ნუ ქნას,
შარშანდელივით ისე ჩათავდეს,
რომ შტერად მდგარმა განწირვით ვიკითხო:
– იყო გაზაფხული?
– იყო გაზაფხული!
მეუბნებოდნენ მაშინ ფოთლები.

– იყო გაზაფხული!
მეუბნებოდა უკვე ჩამუქებული ბალახი.

და აი იგი ისევ მობრძანდა,
რომ სიყვარულზე კვლავ შეგვახსენოს.
წელს მე გამუდმებით მზირზე ვიქნები
და არცერთი კვირტი უჩემოდ არ ჩაისახება.

იქნება გაზაფხული?
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:59 pm

რა წერია სუფთა ქაღალდზე

ადამიანი
თავის სახლშიც კი იკითხავს ხოლმე ხანდახან:
- საიდანა ვარ
და აქ რად ვარო?
ნუთუ ასე შორი მგზავრია?!

ბავშვობის შემდეგ,
წლების შემდეგ,
დიდი ხნის შემდეგ
მე კვლავ აქ ვწევარ,
ჩემს ძველ ბინაში
და კვლავ ვუყურებ ცას,
რომლისთვისაც
წლებს ვერაფერი ვერ დაუკლიათ,
მაგრამ ცხოვრება ის აღარ არის.
არც ძველი სახლის ფიცრებია კვლავინდებური,
თუმცა ლამაზად დაძველებულან,
რადგანაც წმინდად მოუხდიათ თავისი ვალი
ბუნების მიმართ.
ისინი მშვიდად უდრტვინველად
იფენდნენ გულზე
თოვლს, მზეს და წვიმას,
ამიტომ მათი სახეც და ფერიც
ბუნებრივია
და მშვენიერი.
და შენც რომ თავი შეადარო,
შენც რომ მოგინდეს
ახსენო
ქარი, წვიმა, თოვლი,
რომლებისთვისაც
თითო ფურცელი სიყმაწვილის შეგიწირია,
აბა დაფიქრდი,
განა შენც ასე
წმინდა იყავი იმ სამის მიმართ?
მოუთმენლობით,
გაუძლებლობით
აღბეჭდილია შენი ცხოვრება.


დავბერებულვარ,
აღარაფერს ხატავს ფიქრი
იმ ცის ნაჭერზე.
ჩემი ოცნებაც
ძველ ღობეებს ელამუნება,
რადგანაც იცის,
რომ ისინი არ გაკაწრავენ,
იმდენჯერ ისხდნენ
მათ წვერებზე
თოვლი, მზე, წვიმა...
და ნუ დაუწყებ
შენს კვალს ძებნას
ამ ადგილებში,
კაცი რომ წავა,
მისი სუნიც აიკრიფება,
ძველ ადგილებს კი
შეუძლიათ გამოგწურონ ის ბოლო ცრემლი
შენი თავისთვის რომ ინახავდი.

ასეთია კაცის ცხოვრება,
თოვლს, მზეს და წვიმას
გრძნობს ხელისგული
ამ ძველ ფიცრებში
და უხარია...
თოვლს, მზეს და წვიმას
თავისი თავი
დაუხატიათ აქ და
წასულან,
არ შეუცვლიათ მათთვის ფანქარი,
არც ერთი ბწკარი
არ წაუშლიათ!
ფიქრი წარსულზე
შეღავათიან გახსენებებში...

რატომ ვსწორდებით,
ძველ ადგილებს როცა ჩავუვლით?
წელში ვიშლებით,
ვიმართებით,
და სადაც გვინდა შეგვარცხვინონ,
ოღონდ - აქ არა!
რად უყვარს საწყალ ადამიანს
იმის მტკიცება,
რომ ტყუილად არ უცხოვრია,
რას მისცემს
ძველი ღობეების აღფრთოვანება?
ო, ძველო დედავ,
შენ მოქსოვე
ჩვენთვის ეს ბადე,
ძველო ობობავ,
შეგვისრუტე და გაათავე!

თითქოს
ერთხელ დაწერილს წერდე,
თითქოს შენი ნიჭი ის იყოს,
რომ გააცოცხლო ის სიტყვები,
ოდესღაც რომ გაიბრწყინეს
ლურსმნის თავებად.
რა წერია სუფთა ქაღალდზე?
შენ თუ მეტყვი,
რა წერია სუფთა ქაღალდზე?
თოვლი, მზე , წვიმა,
თოვლი, მზე , წვიმა...
მივარაკუნებ
ღობეებზე ჯოხს და მივდივარ
უპასუხოდ დატოვებული.
მე კი არ მინდა,
რომ ასე ვიყო,
რადგანაც ის ადგილები,
ბავშვობა რომ გამილევია,
ნობათს რაიმეს კი არ მთხოვენ
არამედ პასუხს!
რა ვუპასუხო?
შეხედე ერთი,
რა ლამაზი მთა და ბარია,
მე აქ აღვიხვენ მზის სხივები
ჩემს ბავშვობაში,
თორემ მერე სად შემხვედრია!
რა ვუპასუხო?
შენ არ უთხარი არაფერი
ჩემზე უფრო პატიოსნად დაყრილთ მუხლებზე,
არსად,
არც ერთ საუკუნეში
და იქნება მე,
უბირსა და ჩვეულებრივს,-
როგორც გლახაკს აჯილდოვებენ
მდიდრების ჯიბრით-
გამცე პასუხი:
საიდანა ვართ
და სად მივდივართ!


II

მართლაც ღირსი ვარ,
რომ თქვან ჩემზე -
აი სულელი,
კარგად იცის,
რომ ჩვენს პასუხს ვერ ეღირსება,
მაგრამ მაინც
იმავ კითხვით
კარს მოგვადგაო,
განა ყოველი დაჟინება
ნაყოფს მოიტანს?!
რამდენჯერ უნდა მოხვდეს დინგში
და უკან გაქცეულს
რამდენჯერ უნდა მივაყოლოთ
სახრე ფეხებში?
მგლის ქვეშა დევს
იგი პასუხი!

ჩემი გვამი კი
სავსე არის შეკითხვებით
და აქ იმ მიზეზის მოვყავარ სწორედ,
რა მიზეზითაც სულელი ვარ.
მითხარით, აბა,
რომელი გიჟი დაკარგავს გზას
მამის სახლისკენ
რაკი ერთხელ გეში აიღო?
თუნდაც მამამისს
გაგონებაც არ სურდეს მისი,
ის მაინც მოვა,
რადგან იცის,
რომ ყოველი რაც მას აკლია,
იმ ჭერქვეშ არის.
და თუნდ ძაღლებს დააგლეჯინონ
ასჯერ, ათასჯერ,
ის მაინც მოვა,
მისი ბილიკი
ბალახით არ დაიფარება.

ერთი შემხედე
განა ასეთი გინდოდი შენ,
როცა შექმნისთვის
ჯიგარს იშლიდი?!

ისეთია ჩემი ფიქრები,რომ ვგრძნობ,
ვერსად წამიყვანენ,
არაფერს ახალს არ მაჩვენებენ,
ისევ იმ ძველი გზით
კვლავ ჩემს თავში შემიძღვებიან.
ძველ გახსენებებს
ფრთებივით თუ ავაფრთხიალებ,
იქვე ქვასავით დავეცემი,
ბავშვობას თუ გადავუდექი?
- ჩემო ბავშვობავ,
კვლავ შემოავლე
შენი ნეკნები
ჩემს სულს,
რომელიც
ძველ ჭურჭელშია გაწყალებული!
რაა ბავშვობა?
ათიოდე გახსენებას ჰქვია ბავშვობა?
- ასე მკვლელიც გამოიწვევს
თავის მსხვერპლის სულს -
თუ სურნელია,
რომელიც ვარდს არ უბრუნდება?
ჩვენ შევატოვეთ
ჩვენი ბავშვობა
დროს,
რომ აქამდის გამოვეშვით
და ახლა აქ ვართ,
აქეთ ნაპირზე,
ის კი,
ლამაზი და საწყალი,
იმ მხარეს დარჩა -
ეს სიკვდილზე უარესია.
და საერთოდ,
რა ნება გვაქვს,
რომ გავიხსენოთ
და ჩვენ ვთქვათ
იმაზე, ვინც სხვაგან წავიდა?
იგი მკვდარია,
იმისთვის, რომ ჩვენ გვეცოცხლა,
თავი დაჰგმო და გაუჩინარდა.
რაღაც ნაჭრევი ლოყაზე და
ხალი ბეჭებზე -
- აი ბავშვობა?
მან მოილია თავის გზა,
ითამაშა თავისი როლი,
ხომ ქრებიან
ყვავილები ნაყოფისათვის,,
რომ ახლა ამათ იბზრიალონ
დიდებულ მზეზე,
მაგრამ ხის ქვეშ რომ
მაკე ღორი დაიარება?
როგორ ვიყოთ დამშვიდებულნი?
რომ შევთქვლიფეთ
ჩვენი ბავშვობა,
სულ ვჩქარობდით,
სული გვისწრებდა
და
ვისაც იგი გაუგრძელდა,
იმას დავცინეთ!
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:02 pm

III

აი, ჩემი გოლითი,
რომელიც არ გაწბილებულა.

დილაა,
ცაცხვი,
ათასობით რომ აუსხამს
უმტვერო ნამი,
ბინდბუნდიდან ნაბიჯს გადმოდგამს
და წამოვა
ჩემი ფანჯრისკენ.
წყლის ღმერთივით
ნამს დაიბერტყავს
და მერე,
მერე მისი ტოტები
მზეს ვერცხლისფერად დააჭრელებენ.
ცაცხვის თავზე ცაცა თითქოს უფრო შეზნექილია,
როგორც ჩვენშია ორმოები
ქალის მკერდისთვის.
ის მეფე არის თავის ეზოში
და სხვა ხეები
მის იღლიებს ეტმასნებიან.
სიმშვიდეა მის გამო ირგვლივ.
მაგრამ იმ ღამით?


ახლანდელ ცაცხვში
მე კვლავ აბა როგორ ვიხილავ
იმ ბავშვის თვალებს,
გაოცებით რო უცქეროდა
ქარიშხალით დარბეულ ტიტანს,
ჩევულ ღირსებით
თავს უკვე რომ ვეღარ იჭერდა
და ცოფთებოდა
და ქარიშხალს ემატებოდა
ის გახელებაც.

ეწერა ქარი.

ერეკებოდა
იგი ღრუბლებს
და აწვიმებდა,
და დიდდებოდა
მთის მდინარე
და გამორბოდა,
ნეტავი თქვენ,
ფერდობებზე
მდგარო სახლებო!
ვაი,
ჭალაში დაბმულ თიკანს,
დიდის ამბით რომ აბია ყელზე ბაწარი!
ვაი, წყლისპირის მამულებო!
ვაი, ქვრივის ნამუშაკევო!
ეწერა წყალი.
კიდითკიდე ეწერა წყალი.
და იკბინა თითზე იმან,
ვისაც წამოცდა:
”მდინარეები დაკნინდნენო”.
თვალს ტყუილადღა აყოლებდნენ
ძირიანად ამოთხრილ ხეებს,
წყალს მოჰქონდა
მკვდარიცა და ჭირისუფალებიც.


მაგრამ წავიდა.
მოსწყინდა და გაგავეცალა
და მდინარეც დაუბრუნდა
თავის კალაპოტს,
ხოლო როდესაც
ყოველივე დაშოშმინდა
და გაფერმკთალდა,
ზეცაც
ისე გადაიწმინდა,
რომ თუ სადმე კიდევ იყო
ღრუბლის ნაფლეთი,
ბავშვის სუნთქვა გადარეკავდა,
და მდინარის ნაპირებზე
დედაბრები
ნარიყს ქექავდნენ,
ფარული შიშით,
რომ სადმე გვამს არ გადაჰყროდნენ,
ცაზე გამოჩნდა
ვეებერთელა კითხვის ნიშანი
და ყველასთვის გახდა ნათელი:
მდინარეები ზღვებისკენ,
ხოლო კაცნი - სიკვდილისაკენ!


IV

რამდენიც ძილი,
იმდენიც ღვიძილი...
და რაა იგი,
რაიც გვაღვიძებს?
რა ძახილი,
ან რა სვეტი აღმოცენდება
ჩვენს დაბინდულ გონებისათვის.
ნათელი და მიმხმობელი თავის საფენთან,
თავის წინარე შუქის საცხებლად.
რა არის იგი,
რაიც გვაღვიძებს,
წამოგვყვრის და მიგვერეკება მერმისისათვის,
სანამ უკანასკნელ
სულის ნაფლეთს არ გამოვბოლქვავთ.
ბოლო კითხვას არ ამოვისვრით
და დავიძინებთ
ბოლო ძილით,
დავითუთქებით
სულ ყველაზე
მხურვალე და ხანგრძლივი კოცნით,
ისე რომ ჩვენ კი არ ვიქნებით
იმ კოცნისაკენ მიმსწრაფველნი
და იმ ტუჩთა შემწებებელნი,
ის იქნება
ბაგეებით ჩემი მძებნელი,
ბოლოსდაბოლოს
მომსურვები ჩემი ხორცისა,
რადგანაც მე,
მართალია, კუზიანი ვარ,
სიყვარული მეც მიხარია.
და გაზაფხულის სითბოზე მეც ისე ვიშლები
როგორც დიდი,
დიდი,
დიდი
ვარდის კოკორი...
მეც ვირთვები და
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:03 pm

მეც ვთამაშობ,
როგორც ყველა ამ ქვეყანაზე,
მაგრამ არავის გამოურბის ჩემსკენ თვალები,
ბაგეები არვის გამოსძლევს
და გაგიჟებულ ძუძუებსაც
არავინ აბამს,
- ეს საწყალი
ამ ძაღლებმა არ დაგლიჯონო!
არაა ტკბილი
მიწაში ყოფნა,
არც საავადმყოფოს წყალსა აქვს გემო,
სადაც მკვდრები
ცოცხლების ენით ლაპარაკობენ.
და მწარედ გრძნობენ,
თუ რა ცოტა დარჩათ სათქმელი.
მე თითქოს
ბევრი რამე ვნახე,
მაგრამ პირი
მაინც ღია მაქვს,
თვალებიც
ძალით დამიხუჭეს,
რომელ თაფლისთვის?
რომელი ცისთვის?
არ მოვრჩები მე ჩემს კითხვებს
და შენ,
შენ,
თავზე რომ დამმხობიხარ
და ყველაფერი
შენ გამო რომ არის ნამდვილი,
შენ,
რომელიც გამონასკვავ
ხეებზე კვირტებს.
და გოგოებსაც შენ მოუყრი
მკერდზე ძუძუებს,
შენ მიპასუხე -
როგორ შენივე შექმნილს,
უბედურსა და დაკნინებულს როდესაც ხედავ:
სოფლის გზას რომ გაჰყურებს კუტი
თავისი ჭიშკრის ღრიჭოებიდან!
რატომ დაუდე იქ საზღვარი?
რა ბალახი გადაარჩინე
იმის ფეხთაგან,
რა ბილიკები შეინახე
მტვერშეურხევი?
როგორ უყურებ ამ უბედურს
და როგორ აძლევ
ძალას
იმ დედის ნათქვეფ მუხლებს,
შვილის კუბოს უკან რომ მისდევს.


როგორ ვკვდებით,
ღმერთო ჩემო,
როგორა ვკვდებით,
რა უბრალოდ და
გულისამრევად.
გზის პირზე,
რუში
უფრო კარგად ბოლოვდება
გახრწნილი ზღარბი,
ჩვენ კი აც ხე ვართ,
არც ქვა ვართ და
არც საგანი რამ
და რომ ვიცოდეთ,
უფრო მეტად შევიზიზღებდით
ჩვენს კვალს,
ყველაფრის კიდეებზე რომ ვტოვებთ ხოლმე.
სად არიან ჩვენი თმები,
ჩვენი კბილები,
სად არი ჩვენი გაზაფხული,
ჩვენი ზამთარი!
ოი,
ჩვენზე უფრო გამძლე საგნებო!
თვისებებო!
რატომ თავიდანვე არ ვიშორებთ იმას,
რაც შემდეგ უნდა ტკივილით ვკარგოთ?!
ვინ მისცათ ნება,
თითო -თითო ფურცელი გვაძრონ
და ყველაზე უფრო მკაცრი დროის -
ზამთრის წინაშე -
შიშველი დაგვდგან!
მოვიშოროთ ყველაფერი,
რაც ბუნებისგან გვაქვს ნაბოძები,
რადგანაც ისიც კი არ ვიცით:
გულით გვაჩუქეს
თუ დაცინვით გამოიმეტეს.
დედის მუცელი
იყო ჩვენი სალხინებელი,
ჩვენ იქ ვტკბებოდით,
როგორც
ცისფერ ოკიანეში,
წყალმცენარეთა ბადეებში
გამოხვეულნი.

ბავშვს რომ ენახა ჩემი თავი,
თავს გავიქნევდი
და უკანვე გავბრუნდებოდი.
განა ასეთზე ვოცნებობდი?
სად არის ხმალი,
რომ მოგეცი?
ზოგს კი ჰგონია,
რომ წარსდგება
ის ღვთის წინაშე.
სასამართლოს ვინ გაღირსებთ!
დედის კარი რომ იღებოდეს
აქ ვის ნახავდით!
ჩვენ კი მარტოდენ
პირებიღა დაგვიფჩენია,
მაგრამ
წვიმა როდი ჩავა ამ ორმოებში,
არც ვარსკვლავი არ ჩაეტევა
და რამდენჯერაც კითხვით მივალთ,
დრუნჩში გვირტყამენ!
რა დავაშავეთ!
უყურე,
როგორ იღერებს ყელს
ეს მომღერალი
და როგორ იწვის
ის სანთლის დარად,
ჩვენ რომ შევქმენით
ჩვენივე მსგავსად.
როგორ დაწერა
მან მკაფიოდ ის სიტყვა,
რომელიც მერე
გულმოდგინედ უნდა წაშალოს.
განა კორომს არ წააგავს
ეს ორკესტრი შეფენილობით?
როგორ ახერხებს
არ გადაჰყვეს ერთ აღტკინებას,
ან შეხედე
როგორ გადადის
ერთი ჰანგიდან
სხვა, განსხვავებულ სიმღერაზე
მომღერალთ გუნდი,
როგორ წარმოშობს თავისთავში
ახალ სიყვარულს?
და მთელი ჩვენი ქალაქები,
ჩვენი გზნება და ჩვენი ყოფნაა -
ვედრება არის
და შეგტირი,
გეტოტები წმინდა სამოსზე -
ნუ დააობლებ და შვილს ნუ წაჰგვრი!
და თუკი მოგვკლავ,
მაშინ ფრთები მაინც მოგვეცი,
რათა გავფრინდეთ.



სელენა,
ნუთუ, კაცის ყოფნა ის არის მხოლოდ,
რომ შენს ამოსვლებს დაესწროს ხოლმე!
კაცის სიკვდილთან ერთად კვდება
მთელი ქვეყანა,
იხუჭება არაემარე,
მთები, გორები,
ვინაა იგი,
ვის სიცოცხლის თანამგზავრად
სიკვდილი უნდა
და ერთი ხელით რომ აშენებს,
მეორით ანგრევს?!
ჰო, ცაო, ცაო,
ჩემთან ერთად რომ იმარხები
და სამყაროვ,
ჩემთან ერთად რომ კვდები,
ჩემი თვალების წყალობითა ხარ,
თქვენა ხართ ჩემი თვალების ხელა!

ბალი... მეჯლისი... ვაგზალები...
ნუთუ ამდენი ბწყინვალება სიკვდილისაა,
მის მიერაა ერთი წამით გამოშვებული?
რამდენ რამეზე გაცვდა მზერა,
ჩვენი გულები,რამდენ რამეს გულევია...
როგორ მღერიან,
ერთი შეხედე,
როგორ აღწევენ ლაჟვარდებამდე
და ზურგსუკან კი
ხიფათი ელით,
ო, ღმერთო, ღმერთო,
ათავისუფლე
ყველა ესენი სიკვდილისაგან,
თორემ იმდენი მიდის ჩვენგან,
რომ ვერც კი ვასწრებთ
გულში მაინც ვთქვათ - ”განუსვენეო”.


შენშია ერთად
სადიზმი და გონიერება!
ყველაფერი
გვერდს რატომ გვივლის,
როგორც მდინარე,
რომელიც თითქოს ისე ახლოა,
რომ შეიძლება ჩვენიც გვეგონოს,
მხოლოდ იმიტომ,
რომ მისი ნატვრა
დიდხანს დაგვქონდა.
მაშ გავიწოდოთ
ხელი ჩვენი სურვილებისკენ?
ახლა რაც გვინდა,
რას მოგვიტანს ჩვენ სასიკეთოს,
იქნებ მერმინდელ სურვილისთვის
გვერჩია დაცდა?
ვიცადოთ და ასე განვლიოთ
ზღვის მეწამული კიდეები?
მართალი ვარ ჩემს სურვილებში?
მოიწი, ქალო,
ჩვენ ყველანი ცოლ-ქმარი ვართ,
არ არსებობს არცერთი წყვილი
ბუნებისგან ერთად ჩათქმული!

საწყალი კაცი, სულ იმას ცდილობს,
რომ ღრმა ნახნავში
ჩააგდოს თესლი!
ადამიანო,
შენზე გული
მე ჯერ კიდევ არ გამტეხია,
ჯერ კიდევ ველი,
რომ რაღაცას მოიმოქმედებ,
სანთელი შენი
ენთოს შენს შუბლზე,
შენთა თვალთა გადასასვლელზე,
მიჰყევ ამ სანთელს,
იმუშავე თვალებდახრილმა,
თავს რომ ასწევ, რას დაინახავ?
ვინ არ იფიქრა,
ქალის მკერდზე თავმიდებულმა,
თავის ცოდვაზე.
მაშ რატომღა ვუბრუნდებით
კვლავ ძველ ნაკვალევს?
ვინ?: ვინ გვეძახის?
რა თავშესაფარს ვიორმოვებთ,
ან რად გვინდა,
რომ დავიმალოთ?
რატომ ვცხრებით,
ან ჩვენი ვნების ნანაგრევებთან
რატომ ვსხდებით მოკუნტულები?
რა ახალ ჭიპს ვეძებთ ნეტავ,
რა ახალ კავშირს?
ვერ შევეჩვიეთ სიმარტოვეს?
ჰეი, საწყალო,
დედამიწაც სწორედ ეგრეა,
თავის დედას მოშორებული...
და ის ცოლ-ქმარიც,
სადღაც მთაში რომ ცხოვრობენ,
ჭიპს არ ეძებენ,
როცა ერთურთში
ჩაჰყვინთვენ ხოლმე?!
დღეს თუ არა,
ხვალ მიაგნებენ!
ვინ, ვინ არ მჯდარა
თავის ვნების ნანგრევებთან
შერცხვენილი და მოკუნტული!
ნეტავ რა არის
ჩვენს ვნებებში ისეთი ცოდვა,
რომ ამდენ ხანს ვერ შევეჩვიეთ?
იმით არ ვიშვით?
რა დავაშავეთ,
იმაზე მეტად
თვალები რომ არ გვეხილება,
რომ ჩვენს არსს ჩავწვდეთ?
ანდა მოხუცის
დამცხრალი გული
ახალგაზრდობის ვნებით სავსე მოგონებებს
ვით ეგუება?
ღალატს როგორ ეგუება,
როცა იხსენებს!?
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:04 pm

V

- რა, ამდენმა ადამიანურმა შენ არ დაგღალა?
მოდი, მოვიხსნათ ბარგი,
ჩემოვსხდეთ,
დედაჩემო,
წმინდა არის შენი ჭაღარა,
როგორც ტაძრის თეთრი გუმბათი,
რომლის შეხედვაც
ვნებებს გვიქრობს
და შორს გვახედებს.
- ეს, ჩემი ქმარი რომ გცნობოდა,
განა ასე დამიყვავებდი?!.
მე და ჩემმა გოგომ გავწირეთ.
რადგან გვიშლიდა
ხელს გვიშლიდა
და მოვიშორეთ.

იმ მესამემ
ცული დაჰკრა კეფაში და
ბეჭებს უწვდინა!..

გარეთ ციოდა
დედა-შვილი
ბუხრის პირად ვისხედით და
თავ-ფეხს ვხარშავდით.
ის კი,
თითქოს
ყველაფერი ერთიუცბად დაინახაო,
ისევ ჩვენსკენ მოდიოდა,
გაღიმებული
და რაღაცის მახვეწარი.
რა უნდოდა იმ უბედურს,
ნეტა რას მთხოვდა...


სამმა დავმარხეთ ეზოში და
ქვეყნის თვალის ასახვევად
სამარეზე
თივის ძნა დავდგით.
მთვარიანი ღამე იყო -
ჩვენ ის მთვარის ძირში დავმარხეთ.
ხოლო ჩვენ კი
ცოდვამ უფრო დაგვაკავშირა...


ხვალ არ იქნება დღე,
ხვალ მზის სხივებს ნურავინ ელის,
რადგან ამ ღამით
მოხდა ყველაზე საშინელი რამ,
რაც კი მომხდარა!:

და თითქოს ჯიბრით,
მეორე დღეს მზე ამოვიდა
გამაძღარი და შენივთული,
თითქოს მსხვერპლი დაგვეკლას მისთვის
და ის სისხლი მიმატებოდეს.
ამობრწყინდა სიცოცხლის ბეჭედად
და უმანკოდ აბრჭყიალდა
თივის ბულულზე.

ადამიანურმა არ დაგღალა,
ამოდენამ, ამ უსასრულომ?
უბედურები არა ვართ, განა,
რომ, რასაც მიწა გვთავაზობს ხოლმე,
იმაზე ზეცა თავს გადაიქნევს?!
ჩვენივე თავის ჯვრებზე რომ ვართ გაკრულები,
განა ვერ ამჩნევ?
ჩვენივე სიკვდილს
სტუმრად ვესწრებით.
რამდენჯერ უნდა იწყოს თავიდან,
რამდენჯერ უნდა დაჰკრას კაცმა
მიწამყარს ფეხი,
რომ გაიხსნას და ეჩვენოს რამე,
იმედი რამე,
პასუხი რამე.
ან წუთები უბედურების
მთელს ჩვენს ცხოვრებას
ნათელს რად ჰფენენ?
ან რად მივყავართ სიხარულს იქ,
საიდანაც ვართ წამოსული -
ტკივილისაკენ?
რამდენჯერ უნდა ჩაიქინიოს
ხელის მტევანმა,
თავისით,
თითქოს ჩვენს უნებურად,
თითქოს რაღაცა აზრს ასრულებდეს.
სწორედ იმ ხელის იმ მტევანმა,
ჩვენ რომ გვარჩენდა,
ქალის თავქვეშ რომ ბევრჯერ დებულა
და უბეშიც ჩაცურებულა.
რად ეჯავრება ცხოვრებას ნეტა,
როცა მას კაცი ებღაუჭება,
და, მითუმეტეს, ერთადერთ კბილით!
ან რატომ უნდა ახსენებდე
შენივე ფეხებს,
მტკიცედ იდექით,
თქვენს მიწაზე როცა დგახართო!
ო, დედამიწავ,
შენ ხარ სურვილი,
რომელიც მე
შესრულებით არ წამიბილწავს,
შენ ხარ შუბი,
რომელიც ჩემს მკერდში გაიარს!
მაგრამ ყველაფერს
წამით ხომ მაინც უნდა შეეგუო,
ამ ყველაფრის წინ ხომ უნდა შედგე,
რომ შეიყვარო.
ან რამდენი რამ უნდა იხმო
და შეიზიზღო,
რომ შენი თავის ამარა დარჩე.
ჩვენ
ისე ვცხოვრობთ,
თითქოს ჩვენ არ ვართ,
მოგვიცლია ჩვენი თავისთვის?
დავკვირვებივართ
ჩვენი კანის თუნდაც ერთ უჯრედს?
კოცონივით რომ ანთია ჩაუქრობელად?
მაგრამ ჩვენს მზერას,
რომ ვერ ეღირსა,
რადგანაც ჩვენ
ჩვენი თავისგან ვართ განდევნილი,
დროით განსაზღვრულნი,
უმეცარნი,
ყბადაღებულნი,
”ჰაა” -ს მკითხველნი
ქვევრის პირივით.
ჩვენ
ერთმანეთის პირებიდან წაგლეჯილი
ჩვენი თავი ვართ
და სიცოცხლეც ჩვენი ისე ადრე თავდება,
როგორც ტუჩზე მიყუდებული
ნაკლული ბოთლი,
როცა ასეთი ენერგია გაქვს კაცს ყლაპვისა
და წყალს კი არა , ჰაერს ისრუტავ.

ნაყარზე დგას ჩვენი აზრი
და არა კლდეზე!
ვინ,
ვინ დაწვება თავის ლოგინში
დღის მტვრის გარეშე?
ვინ არ შემკრთალა,
სხვისი სიკვდილით
წამიერი აღტყინება რომ განუცდია?
ვის დააბრალოს საცოდავმა?
თავის უღონო არსებობას?
თუ ვინც დაჰბადა,
იმას უნდა ჩაუმტვრიოს
ფანჯრის მინები!
განა ჩვენ ის ვართ,
რასაც ვხედვთ,
ან რასაც სხვები მისჩერებიან?
მხოლოდ სიკვდილია ის კამარა,
რომლითაც ჩვენ
ჩვენს თავს შევიპყრობთ!

შიშია ჩვენი გულის მადანი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:04 pm

VI

დავჯექ წყლის პირას
და დავიწყე ჩუმად ტირილი
და ჩავაყოლე
თვალი ჩემს მუხლებს
და გავხედე
ზურგსუკან ჩემს კვალს
და ვთქვი:
- განმშორდი!
ჩემი ცრემლები
იგულისხმება როგორც მდინარე.
სადაც შენი კვალი გაქრება.
წინგამხედავმა თრთოლვით ვიგრძენი,
თუ როგორ ნაზად
ჩამომაწყვეს მხრებზე ხელები
და რა სიფრთხილით
დაალაგეს ძუძუები
ჩემს დაღლილ ზურგზე…
და მომეჩვენა,
თითქოს ღმერთს ვსურდი,
რადგან ის მგზავრი,
ჩემნაირად რომ უცხოვრია,
ასე უეცრად
ასეთ სიტკბოს ღირსი არ არის.
- დაბრმავდი-თქო- ვუბრძანე ჩემს თავს,
რადგან არ მწამდა ჩემი თვალების
და აღარც იმის დაჯერება მინდოდა უკვე,
რომ კვლავ მოვტყუვდი.
წამოვდექი თვალდახუჭული
და ხმის კანკალით ვუთხარი სტუმარს:
- გამიყვანე მდინარე-მეთქი.
მან
მომწმინდა თვალზე ცრემლი,
მოსწყვიტა იგი მდინარის ბოლოს
და ჩუმად მითხრა:
გაახილე, შვილო თვალი,
დედა ვარ შენი!


ხა… ხა… ხახახა…
- გარეთ კი არა,
სამყაროში,
ვარსკვლავების შესაწუხებლად,
უსიამოვნოდ რომ შეეკრას
ზეცას წარბები,
ჩემს გვამში,
ჩემს სულში,
ჩემს საკუთარ კოსმოსში ჩავიხარხარე…

ო, თქვენ დაწნულო ვარსკვლავებო,
ჩემი ტყუპის ცალი სად არის?
- ის წაიყვანა შავგრემანმა,
შავ მიწაში
ჩაუძღვა კიბით.

ჩემი სული
შეურაცხყოფის,
გულის მოოხების
და მკვდარი თაგვების
გადმოყრის არე.
მინდორი,
სადაც
ყველას შეუძლია ბარვა და ჩიჩქნა
და მკვდრის დამარხვა.

და მე ვიხილე
ჩემი სული,
როგორც ველი
ნახირგაცლილი,
ორ ზეგანს შორის
რომ დარჩება შუაღამისას
და ქარი გაჰგვის
უკანსკნელ
იმის სურვილებს.
”ჩემი პატრონი
ქალაქს წავიდა
და იქედან დაბრუნდება
გამდიდრებული
და შემომავლებს
ღობეს ოთხკუთხივ,
დასახლდება,
მიწას ფეხს დაჰკრავს
და გადახედავს
მომიჯნავეებს.”


და იტყვის ღმერთი:
ვიღაცა ხომ უნდა ტიროდეს,
რათა ცრემლებით დარაჯობდეს
ქვეყნის სიხარულს,
ამოირჩია
და უბრძანა
სვილისფერ ჭაბუკს:
შენი თვალები
სახედველნი კი არ არის,
საცრემლენია!
ყოველი ტირის
შენი თვალებით,
სადინარია ყველა ბალღამის,
შენი ცხვირი
წყალგამყოფია,
შენი ღაწვები
იმ ცრემლების ბილიკებია,
შენი სუნთქვა
არხევს მათ ტალღებს,
შენი ყელი
იმ ნაკადთა ჩაკონებაა,
შენი მკერდი
იმ ცრემლების ჩასაკარგავი.

ვის ძინავს
პირში ცივწყალდაგუბებულს,
ვინ დარაჯობს დედამიწას
ჯოხდაყუდებით?
ცრემლი ჩვენი,
პატიოსანი!

რამდენი რამეა ადამიანი!
აი, თუნდ ეს ხე:
მარტო რომ დგას,
აი, ეს ძაღლი:
ქუჩაზე რომ ცდილობს გადასვლას,
თავმოქცეული,
დაკვირვებული.
მე კი ვეფერები ამ ხეს,
ხელს ვუსვამ
და იმ ძაღლსაც
სიყვარულით თვალს გავაყოლებ,
მაგრამ ადამიანს ვინ ეფერება!
ჩვენ ხომ ბევრი რამ გვაქვს ისეთი,
რათა ჩვენზე ხელი აიღონ.
ჩვენ ჯერ გვეუბნებოდნენ,
- აბა , იცინეთო,
და ჩვენ ვიცინოდეთ,
- უხახახახა…
მერე გვითხრეს,
- ახლა იტირეთო!
და ჩვენც ვქვითინებდით,
- უჰოჰოჰოჰო…
მერე კი გვითხრეს,
- აი, ნახეთ, რასა ჰგავხართო!
მძულს ყველა,
ვისთვისაც სულერთია ადამიანი.
ის მგზავრია და
სულ იმას ცდილობს,
რომ გაიხსენოს,
საიდან მოდის.
ისიც არ გიკვირთ,
რომ ამხელა გზა გაიარა?
მან მზე იხილა ამოოხვრაში
და გადაწერა ყველაფერი,
რაც კი იხილა!
ნუ მოსთხოვთ მას,
რაც არ შეუძლია
და თავის თავსაც
ნუ მიაჯაჭვებთ.
გინახავთ
თქვენ ის
დაბალ სკამზე ჩამომჯდარი,
თავის ბუხრის წინ,
ღველფებში რომ ჩაიყურება?
რას ფიქრობს იგი?
თავისთავზე არა ფიქრობს
და არც თავის მოკლე გზაზე
არა სწუხს იგი!
განა ციმციმზე და კრთომაზე
თვალი მაგრდება?
ერთი წამით რომ შევაჩეროთ,
ხომ დავინახავთ,
მანამდე კი
ჩვენ ბავშვები ვართ,
ჩიტისჭერად აღტყინებულნი.
ჩვენს დაფიქრებას
განათება მოჰყვება განა?
ბარი კი ჩავა მიწაში და
ქალის მუცელიც ჩაიზნიქება
და კალამიც
მელანში ჩასჯგვლემს,
მაგრამ აზრი კი ვერ შეაღწევს
იმ ბლანტ სივრცეში…
ჩვენ წინ, ის უკან…
იმ პირობით,
რომ არ არსებობს
არც წინ, არც უკან…
და ჭკუაზე რომ არ გადავიდეთ
და სულ რომ არ გადავიჩეხოთ,
ჩვენ გვაქვს ცხოვრება
და ჩვენი თავი,
გვაქვს სიცივე,
რათა გავთბეთ
და გავიხაროთ,
გვაქვს შიმშილი,
რათა გავძღეთ
და მადლობა ვთქვათ,
გვაქვს ვარსკვლავბი,
რათა დავტკბეთ
იმათი ცქერით,
გვყავს ქალი,
რათა იმან
წარმოშვას კაცი,
საბერველივით დაუბეროს
და გააღვივოს
და რომ კაცმა
წამოშვას ქალი,
გაიხსენეთ პატარა ბავშვი:
მიამიტად რომ ჰგონია,
ტვირთს ვეწევიო,
რაკი ხელი მოავლებინეს
და წყაროს წყლიდან
სახლისაკენ წამოიყოლეს.
ისე ჩვენც ხომ არ გვეჩვენება,
რომ ვიტვირთეთ ჭეშმარიტება,
რაკი ოდნავ მხარით შევეხეთ.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:05 pm

VI

განა რატომ არ დავიწყე ლექსების წერა,
რომ ქვეყანა გადამერჩინა?!
ახლა კი
თვითონ ჩემი თავი გამჭირვებია.
მოიწი, ქალო,
და უყურე,
ჩემს სიმღერაში
დიდი ცრემლი
პატარებს რომ თან გაიყოლებს.
მე კი
ჩემს ყველა ნიღაბს გაჩვენებ.
მოიწიე
და დანდობით
გვერდს დამიჯექი,
შენთვის ვარიგებ ახალა ამ სიტყვებს,
როგორც
ორი მოსისხლის ხელებს.
თუ მოგაბეზრო,
გამაჩერე ხელის აქნევით,
ვით დუქანში მევიოლინე!
ღიმილი ესე,
სახეზე რომ მკიდია ახლა,
უკანასკნელი ნიშანია,
რომ ცოცხალი ვარ.
არარ შემიძლია ჩაკონება,
არარ შემიძლია გადარევა,
ვუცდიდი,
მაგრამ არ მომცა
ნიჭი მოყვასის სიყვარულისა!
ღიმილია ერთადერთი,
რომ მაშრიალებს,
ჩემი თეთრი დროშაა იგი,
რომელთაც მე მეტრებს ვუზავდები,
მეგობრებს ვხვდები...
ვიდრე ისიც არ ჩამომგლიჯეს.
მოიწი, ქალო,
ჩემო მუდმივო თანამგზავრო,
მაგრამ გახსოვდეს:
რამდენიც გინდა
ჩემმა პირმა აუგი გითხრას,
გული მუდამ გებოდიშება.
მოდი,
ჩამოვსხდეთ წყლის პირას და
ცრემლი
დავართოთ.


VII

ქალის ცხოვრება
მის ბალიშქვეშაა.
ნივთნი პატიოსანნი,
რომელთა ხილვას
თვით მთვარეც კი ვერ შესწრებია,
იქ იმალვიან,
ცრემლის რუებიც
თავს აქ იყრიან,
იქ ინასკვიან.
სასიყვარულო ბარათიც რამ -
მოუცლელეობით
თუ ვერ მოხერხდა მისი დახევა,
იქ იმალება.
მაგრამ ჩვენ ხელს
იმ ბალიშქვეს ვერ შევაცურებთ,
თქვენ ეს თხელ წყალში
თევზის ჭერა კი არ გეგონოთ,
ქვის ქვეშიდან
თევზს რომ დაითრევთ,
მუჭაში რომ აიფართხალებთ
და ნაპირს რომ გამოხედავთ
გამარჯვებულნი.
იქ კი მე ვდგავარ!
- ეს მე, ძვირფასო?
ეს სულ მე, არა?..
არა, აქ ხომ უხერხულია,
იქეთ ბიჭები ბანაობენ
და სულ ჩვენსკენ იყურებიან.
მაშინ... არა...
მაშინ... მე თვითონ.


”განვიბანო”!
ო, ვინ იტყვის კიდევ ამ სიტყვას,
ისე მართლად
და გულწრფელად,
როგორც შენ, ქალი.
გარს რად უვლი ჩემს ბაგეებს,
ვით ცეცხლის კოცონს?
ბოლოს გინდა რომ გადაეშვა?!
ჩემი ზოდიაქო
ქალის ყველაზე წმინდა ადგილზეა
და ღმერთო, ღმერთო,
ნუ მომაკლებ მე
ამ დღეთა ტკბილთა
ჩემს ზედა დენას,
როგორც ლბილ ტალღათ
და ლამ-წყალთა
არონინებ და აქევქევებ
თევზთა, მცურავთა,
ბაყაყთა ზედა.

ქალის თაღებში მიედინება
ჩემი ცხოვრება,
მე თვითონ კი
ჭუჭყიანი ვარ!


ქალი,
რომელიც ჩემი სურვილით
იღვენთებოდა ვით საყდრის ჭერი,
ჩემს წინ დგას ახლა.
”მე თვითონ” - თქვა მან,
თითქოს თანხმობა
მარტო ღმერთმა კი არ ურჩია,
მისმა ერთგულმა მეგობრებმაც
გამოაცილეს,
რათა
ასე არ დარჩენილიყო
ეს ლამაზი და ჭკვიანი ქალი.
ერთმა მათგანმა,
ოჯახის ქალმა -
თითქოს ხელიც კი უბიძგა
და მოაგდო
ჩემამდე ტუქსვით,
ხოლო მეორემ,
ორმოცი წლის გაუთხოვარმა,
თავი დახარა,
რაც თანხმობას ნიშნავდა უკვე.

ერთ გათხოვილ ქალს
სულიწმინდისგან მიდგომაღა ენატრებოდა,
ვევედრებოდი სულ ბოლო ნოტზე,
რომლის შემდეგაც
ქვითინი იწყება...
ტირილის პირას დავდიოდი,
მის მწვანე მოლზე,
გაკვირვებისგან
სული სახეზე გამოეფინა!
ეხ! ქალს რომ ლოდი აწევს გულზე,
იმას დამტვრევა კი არ უნდა,
დადნობა უნდა,
როგორც ქვამარილს
ხარლარის ლოკვით!
თავს რომ გვერდით გადაიგდებს,
თმებს რომ გადიყრის
და ყელყურს რომ გამოაჩენს...
კაბა რომ მუხლებს ააცოცდება
და იქ შედგება -
რა შეედრება!
და...
ნეტავი თქვენა, მკვდრებო,
რომ არარაფერი აღარ მოგინდებათ!

თავისი თავით
ქალიც შეკრთება,
მაგრამ საიდან ჩაეჭრებათ სიყვარული
ამ პატარა გოგონებს ნეტავ!
ვცემე, გავლანძღე
და ის პირველად დაწვა თავისთვის,
მისი პროტესტი უხმო იყო,
როგორც თოჯინის,
სიტყვები უხვად მომდიოდა,
რადგანაც მე თავსაც ვიცავდი,
დედის მუცელში შევაბრუნე,
აღარაფერი ამართლებდა
იმის სიცოცხლეს.
და როცა გვიან,
სიბნელეში გავიგონე
მისი ტირილი,
პირველად ვიგრძენ,
რომ ის სუსტი გოგონაა,
მე კი- ვინა ვარ?!

რაღაც წმინდამ გვერდს ჩამიარა.

ძუძუებს შორის
სწორედ რომ გველის საგდებია,
მისი საწოლი!
მოგესალმებით, აივნებო,
მთელი თქვენი ქალიშვილებით!
ო, ღირს ამათი გაკვირვება,
ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილების,
აივნებზე გადმომდგრებისა...
ჩაითრიე, აიყოლიე!...
მაგრამ როგორღა აღვფრთოვანდე,
როდესაც ვიცი,
თუ როგორი ტანჯვით
შეკოწიწდა ეს სილამაზე.
რა ნაჭრებით,
რა ნაკერებით!..

გავტეხე
თქვენი სიცილის ფანჯარა!
გახსოვს,
მთვრალი და ოხერტიალი
ფურთხით რომ მიიკმევდი გზას?
ვინ იყო შენთან
ქარისა და ფოთლების გარდა!
შენ ხალხს ხედავდი
მხოლოდ წელსქვევით,
თითქოს დანარჩენი
ჩრჩილს შეეჭამა.
შენ ქალებს ხედავი
მხოლოდ წელქვევით,
თითქოს გინდოდა გამოგეცნო
წინმიმავალ ქვედატანთაგან
რომელი იყო წმინდანისა...
ადიოდნენ და ჩადიოდნენ,
თითქოს ამბობდნენ,
შენც... იმასაც...
შენც... იმასაც...
ატრუვებული
ძაღლი ძუკნას რომ გაჰყვება
უცხო უბანში,
რას დანართებენ იქაური ნაგაზები,
ვინ ვერ მიხვდება!

ჯოჯოხეთში რომ მოხვდებით,
მეც მინახულეთ!
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:06 pm

IX

გინახავს მარტში
როგორ დგანან ხეები და
როგორ ელიან,
რომ ერთ ძახილზე
იფეთქონ და გამოჰფინონ
მწვანე კვირტები.
მანამდე კი... ჩიტი გადიფრენს
გამხმარ რტოებზე.

მომიცადე, გაზაფხულო,
ჯერ ნუ გაშლი
შენს მწვანე კარვებს,
მე ჯერ ისევ იმ ზამთარში ვარ,
გაბურდული მის თეთრ გორგალში.
მომიცადე,
და სულში ნუ შემომიძვრები,
მომიცადე
და თვალებში ნუ ჩამეჭრები,
თორემ შენი ელდა მეტია,
ვიდრე ათასი ჩიტის ერთად აფრთხიალება,
ვიდრე ათასი ფოთლის ერთად აღმოცენება,
და ნუ მაკვირვებ, დღეო, რომ აქ ვარ!

მე აქ ვარ,
ჩემი მეგობარი კი
ცასა ჰკიდია
ცოლის ნაწნავით!

ჰეი, ვინა ხარ,
მანდ ვინ იმალვი?
განა შენ კი უყვარდი შენს ცოლს?!
განა მას შენთვის
ქანდარიდან ყვავილები გადმოუყრია?
განა მას შენ
თავიდანვე თან გამოჰყევი?
განა თქვენ ერთად ჩაგიფიქრეს?
სად იყავი,
როდესაც ის
ველის ყვავილებს აგროვებდა
თავის ოცნების ჭაბუკისათვის?
იქ,
იქ უნდა მდგარიყავი,
შე უბედურო,
მისი არსობის სათავეში,
იქაური წმინდა წყლები უნდა გეტოპა!

ჩემი შეყვარებული
სხვა მხარეშია,
სხვა ქვეყნის ქარი უფრიალებს თმებს,
სხვა ქუჩაში დაიარება,
სხვის ლოგინში წევს!

ვინ მელის მე გზაჯვარედინებზე!
ვინ შეიკრავს სუნთქვას
ანდა
პირში ლუკმას ვინ დაიყოვნებს,
- მოიცადე, ხომ არ მოდისო!
ან ვინ იტყვის სველ ბალიშში სახეჩარგული:
- მიყვარს, მიყვარსო!

ვერ შევუნახეთ
ერთმანეთს თავი,
გაგვცალეს
გზისპირს მდგარი ხესავით,
ჩემი ნაყოფით
შენი კალთა არ დაზნექილა,
შენი ნაყიფით
ჩემი ტუჩი არ დასუსხულა,
ვერ შევუნახეთ
ერთმანეთს თავი!...
ახლა რად გვინდა
გვამების ვნება,
ჩვრების ერთურთზე ყელების ჭდობა,
ჩვენი ზაფხული დამთავრებულა,
ვერ შევუნახეთ
ერთმანეთს თავი!...
წყეული იყოს,
ვინც პირველმა
შეგვახო ხელი,
ვინც პირველმა გაიფიქრა:
- რა კარგიაო!..

ჩვენ ხომ ერთ ჭერქვეშ
არ გვიცხოვრია,
ჩვენთვის ლოგინი არ გაუშლიათ,
ალგამოვლილი პეპლებივით
ჩვენს ფრთებზე ვტირით.

ვერ შევუნახეთ
ერთმანეთს თავი!...



მაშინ მივილურსმოთ ერთმანეთზე,
ერთმანეთის ჯვარზე გავეკრათ,
შური ვიძიოთ
წარსულზედაც და მომავალზეც...
და იმაზეც,
ვინაც ერთად არ ჩაგვიფიქრა,
ასე გაგვწირა...

ჰოი, დამმალე,
გევედრები,
დამმალე სადმე,
თუნდაც დროის რომელიმე გამოქვაბულში,
თუნდაც მიწაში,
სადაც კაცს უკვე აღარავინ სდევს...
და თუნდაც,
თუნდაც შენს სხეულში,
რადგანაც ჩემთვის
უკვე სხვა კარი არ გაიხსნება!
მხედავ?!
ხომ მხედავ,
როგორ გაწყდები,
როგორა გბურჩქნი ძუძუებში,
გეტოტები, გედგაფუნები,
ჰოი. გაიღე,
გაიხსენი და ჩამიყოლე,
და ჩამიტოლე
და მერე, მერე...
დაიკეტე,
დაიხურე
და დაიბეჭდე
და დამფარე მე,
უპასუხოდ დატოვებული!
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:07 pm

გაზაფხული... წვიმა... სიყვარული...

პოეზია მოგონებაა,
მოგონება იმის, რაც იყო.
ამ ნაყოფისთვის რომ დავიხარე,
ოცი წლის წინ დაგდებული დანა ვიპოვნე,
რომელსაც მაშინ
ლამის მთელი სოფელი ეძებდა სისხლიანი ნივთმტკიცებისთვის.

პოეზია მოგონებაა,
მოგონებაა იმის, რაც იყო.
ადამიანიც, გუნებაზე მოსვლას რომ ინებებს,
სიხარულის საგანი უკვე გამქრალია _
წეღან წინ რომ ედგა ყელმოღერებული,
წეღან რომ უღიმოდა და თავს აწონებდა,
წეღან რომ იწვევდა და ეხვეწებოდა,
მაგრამ ერთი ნერვიც რომ ვერ შეუტოკა
და ერთი ნაბიჯიც ვერ წაადგმევინა.
ცხოვრებაც, რომ მიხვდები, უკვე წასულია.

პოეზია მოგონებაა,
მოგონება იმის, რაც იყო.
ჩემი რომ აღარ ხარ, ლექსებით გჩემულობ.
ჭკვიანი გსურდა ყოფილიყავი, გულუბრყვილო აღმოჩნდი მხოლოდ:
შენ ერთი სიცოცხლე არ ისურვე ჩემს გვერდით ყოფნა,
გაზიარება ჩემი ტანჯვის, ჩემი იმედის,
ახლა კი ლექსში ჩაგაჭედებ სამარადჟამოდ,
აულაგებელ და უცვეთელ იმის ლოგინში.

პოეზია მოგონებაა,
მოგონება იმის, რაც იყო.
და სიყვარულიც მაშინ არის მხოლოდ ნამდვილი,
როცა იგი აღარ არსებობს,
როცა კაბა აღარ სჭირდება,
როგორც ქუსლებზე შემდგარი წვიმა,
რომელიც ქვებით დაგებული ბილიკით მიხტის
და როგორც კი შევარდება სადმე საფარში,
პირველ რიგში ეცინება თავის კაბაზე,
რომელიც სულ დასველებია.
- სად იყავი?
- გაზაფხულში!
- მე კი ისევ ბუხარი მინთია.
დაბრძანდი, გაზაფხულო,
თუნდა წვიმავ, თუნდ სიყვარულო.
ეს ზამთარი როგორმე მსურდა, რომ გამეთრია
და მხოლოდ ამიტომ რაღაცეების წერა დავიწყე.
წინა დღის ნაწერს არა ვკითხულობ,
ღვთის წყალობით ბუხარი აქვე მაქვს...
ამასობაში შენც მოსულხარ, გაზაფხულო, წვიმავ, სიყვარულო!
ავიღე ჯოხი და წამოველ შენს სანახავად
და სადაც გნახე,
სადაც დავესწარი შენს ღიმილსა და კაბის შრიალს,
ჯოხს დავებჯინე და მდუმარედ გიწყე ყურება _
ზღაპარიც რომ ისვენებს და იმისი მთხრობელიც...
რადგან პოეზია მოგონებაა,
მოგონება იმის, რაც იყო.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:08 pm

და, ჰა,
ყოველთვის,
როცა ცხოვრებას
ნებისყოფიან მზერას მივაპყრობ
და დავაპირებ,
რომ ვაქციო
სიღარიბე ჩემი -
სიმდიდრედ,
ხოლო სიმხდალე - ვაჟკაცობად...
მაშინვე მოდის მოჩვენება
საწყალ,
ავადმყოფ
და შემცივნულ გოგონასი... და მეუბნება:
"მე,
უთვალავი წელი არის,
რაც თავი მახსოვს,
სულ ასე ვარ
და ყველა, ვინც კი
შენებრ საბრძოლად შემართულა,
მე მადგამ ხოლმე ფეხს
თავის გზაზე!"
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 9:17 pm

ბობო,ზვიად რატიანი აკლია აქაურობას...
ამ პოეტზე კი სიტყვა გენიალური ყელს მკაწრავს.ბესიკი პოეტია...და მეცინება,გინდაც აქ მყოფ ერთ-ორსაც რომ პოეტი ქვიათ Smile
და პოეტების ლექსები მე დავდო თუ არაა საჭირო,ფორუმი რომ არ გადავტვირთო?
აქაურ''კაბინეტს'' -''პირადსაც'' ''ვამუღამებ'' ჯერSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Dec 15, 2008 1:45 pm

http://lib.ge/each_author.php?125
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Dec 15, 2008 2:41 pm

სანათა wrote:
და აი, მე ვიყიდე ქვეყანა


მიხო ბატონო! მე რომ ბესიკის ეს ლექსი "და აი, მე ვიყიდე ქვეყანა" აქ მოვიტანე, კომენტარიც გავუკეთე, აი, როგორ უნდა იწერებოდეს-მეთქი ვერლიბრი, რომ თანამედროვეც იყოს, დახვეწილიც და მარადიულიც. რას იზამ, გემოვნებაზე არ დაობენ და მე რომ მომწონს, ის ლექსი მოვიტანე და სხვამ კიდევ თავისი მოწონებული მოიტანოს...

ახლა მინდა ნინო დარბაისელს მივმართო უმორჩილესი თხოვნით, იქნებ ამ ლექსით და ნინოს ხელმძღვანელობით დაგვეწყო აქ პრქტიკუმები პოეზიაში... ეს იქნებოდა ნიმუში იმისა, როგორ უნდა წერო და ჩემს გვერდზე რომ ლექსი დავდე, "ვაჟა" – ის იქნება ნიმუში, როგორ არ უნდა წერო... ჯერ ვისაუბროთ , რა თქმა უნდა, როგორ უნდა წერო და მერე არ დავივიწყებ თვითონ მე და იქ ჩემთან ვისაუბროთ - როგორ არ წერო!
კიდევ ერთი, მიხო, მე ვფიქრობ, ჩვენთვის,– თავს რომ პოეტებსა და პოეზიის გემოვნებიან მოყვარულებს ვეძახით, – განვლილი ეტაპი უნდა იყოს და ნუ ვაკადრებთ ნურც თავს და ნურც ნინოს, უმარტივესი პუნქტუაციისა და დაწყებითი კლასების გრამატიკის მასალზე გაკვეთილების ჩატარებას
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Dec 15, 2008 3:36 pm

ბესიკ ხარანაული.გამორჩეული,არაჩვეულებრვი...გამორჩეული თავისი ''გავლენით'' და თუ გნებავთ მასშტაბებითაც.
რაღაც გაგებით,გენიალურიც კია.
Back to top Go down
View user profile
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Feb 24, 2009 2:23 pm

რამდენიმე დაუვიწყარი ეპიზოდი მაკავშირებს ბ-ნ ბესიკთან...ცოტა ხნის წინ დაკრძალვაზე შევხვდით ერთმანეთს და ,,ქაშუეთიდან’’ ფეხით ჩამოვყევით...,,ცისკრის’’ რედაქციასთან შევყოვნდით...გზადაგზა ვისაუბრეთ...გავიხსენეთ ბევრი რამ...ბ-ნმა ბესიკმა ახალგაზრდობა გაიხსენა...როგორ დაჰყვებოდა ჩუმად უკან ჩვენს სათაყვანებელ კლასიკოსებს...ეს არის სიყვარული მწერლობისა და იმ სულმნათი ადამიანებისა, რომლებმაც უკვდავი შედევრები დაგვიტოვეს...თითქოს ყველაფერი გაუფასურდა...სიყვარული, მოწიწება და რიდი დავკარგეთ...საოცარი და მოულოდნელი იყო, ბ-ნი ბესიკის ხიდზე უეცარი გარინდება...,,გუჯა, შეხედე, როგორ გვირტყამს ზურგში მზე...ეს არის სიცოცხლე...’’ ღიმილმა გადაურბინა სახეზე...არაჩვეულებრივი პოეტი და ადამიანია....რა ჯობია მასთან პურ-ღვინოსა და მასლაათს...ლუდზე დავპატიჟე, მაგრამ თავი შეიკავა...ცოტა გამიკვირდა კიდეც...სიგარეტი შემოლეოდა...მე თავი მოვიკალი, უნდა გიყიდოთქო...უარობდა...ბოლოს, კარგიო, რაკი არ იშლი ,,წითელი პირველი’’ იყოსო...ამას მივეჩვიეო...მოკლედ, ვუყიდე ორი კოლოფი ,,პირველი’’...რაღაცნაირად ამაღლებული და დამშვიდებული ვიყავი იმ დღეს...Smile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Feb 24, 2009 11:16 pm

ბატონო ელგუჯა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ბესიკ ხარანაულზე დღევანდელი მოგონებისთვის!
პროვოცირება მომიწყვეთ...
მთელ დღეს ვატარე ჩემში ეს ენით აუხსნელი დღესასწაულის წინასწარგანცდა. რასაც ვაკეთებდი, სულ სასიხარულო მოლოდინით და ოდნავი შეყოვნებით ვაკეთებდი, რომ გამეხანგრძლივებინა ...
და ისეთი სიხარული იყოოო... ჯერ ის, ბატონო ბესიკ-მეთქი, რომ ვითხარი და გისმენ მარიამოო, ისე მითხრა, თითქოს ტელეფონთან იჯდა და ჩემს დარეკვას ელოდაო... მერე მე რომ ენად გავიკრიფე ტკბილ-ფშაურად და ის რომ იცინოდა ჩემს ხან დაუკავშირებელ ფრაზებზე და ხან მომეტებული მორიდებულობის შესანიღბავ მომეტებულ სითამამეზე.
დაბნევა და სიხარული მერე უნდა გენახათ, რომ მითხრა, აბა, ახლა შენ გკმარა და მოგწონს ეს დისტანციაზე სატელეფონო საუბარი, ხომ შეიძლება დრო გამონახო, გამოხვიდე ჩემთან და მოვიწყინოთ ერთმანეთზე და სხვებზე ლაპარაკიო.
მარიამ წიკლაური შემხვდა ნუგზარ შატაიძის გასვენებაზე და შენ რატომ არ იყავიო...
დავინანე მორიდებულად და ფშაურადვე დავიჩივლე, ძალიან ბეჩავად რადმე ვიყავი, შოკოლადმა თუ მაწყინა და ისეთი სისუსტე მჭირდა, ორი დღე ვიწექი-მეთქი.
აქ რომ მოხვალ, შინაური შოკოლადები გავაკეთოთ მე და შენ ღორის ქონით, კაკაოთი, ვანილით და თხილ-კონიაკით, ასეთი შოკოლადები არასოდეს გაწყენსო.
მერე მოვუყევი, როგორ ვინახეთ მისგან ახალი წლის წინ ნაჩუქარი ბელგიური შოკოლადი ოჯახში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, როგორ ვაჩვენებდით ყველა ნაცნობ-ახლობელს და იანვრის ბოლოს (გაფუჭებას რომ გადაგვერჩინა,) როგორ დავანაწილეთ უგემრიელესი საჩუქარი თანაბრად და რა ოცნებები ჩავუთქვით...
მერე ის მოვუყევი, როგორ ამოჩნდნენ უკვე მიწიდან თიანეთში ენძელები და გულიანად ვაცინე, როგორ დაგეგმა გუშინწინ ბიძაჩემმა ღანძილზე წასვლა და როგორ დაუთოვა გუშინ.
შემიპირა, ძალიან ახლო მომავალში სტუმრად მისვლაზე და საბოლოოდ გათამამებულმა, მარიამის და ნინოს მიყვანის ნებართვა გამოვთხოვე რადიოინტერვიუს ჩასაწერად. ჩემადაც დავპირდი, გაიზაფხულებს თუ არა... თიანეთში წავალთ ლევანოსთან...
არ გინდა ახლა ასე გადავსებულს დაძინება...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Feb 24, 2009 11:46 pm

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა,თუ მართლა მის მიერ განცდილი ჭეშმარიტი ბედნიერების წუთებით განიზომება Winkჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება ძალიან მცირე გამოდის.
დღევანდელ ძალიან პრაგმატულ და მერკანტილურ საზოგადოებაში,როდესაც გაუფასურდა და გახუნდა ნამდვილი ღირებულებები, მადლობა ასეთი ლამაზი მოგონებისთვის და სიტყვებისთვის.
მშვენიერ და თბილ დაპაუზებულ კადრად მოიტანეთ Smile




sunny
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Mar 02, 2009 10:01 pm

ეგ მუდამ ერთზე მეტია


ისეთი კალთააკრეფით
წავიდა ნისლი ხევისკენ,
ხეებს დაუჩნდათ წვივები
და მე მეგონა ვეღირსე
მაღალ წვივებში ხეტიალს...
ვინც დამინახა, შეშურდა —
უბირს ყოველთვის ბედი აქვს!..
ან ძროხის მწყემსი იქნება,
ან ვინმე შარახვეტია...
მე რომ ვიყავი, ისა თქვეს,
ეგ მუდამ ერთზე მეტია!


sunny
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Today at 1:40 pm

Back to top Go down
 
ბესიკ ხარანაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: