არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები). * მიხო მოსულიშვილი"ჰელესა" (კინორომანი). * ირაკლი ლომოური"ავტონეკროლოგი" (მოთხრობები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* ლია ლიქოკელი"დევის ცოლის სიცილი" (ლექსები). * ნუციკო დეკანოზიშვილი"ნამსხვრევები" (ლექსები). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები). * მარიამ წიკლაური"მარადისობის რიტუალი" (პოემა).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები). * ირმა რატიანი"ასი უძველესი იაპონური ლექსი" (თარგმანი იაპონურიდან).
* გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული) * ზურაბ სამადაშვილი"ხმაურიანი დღეები" (რომანი)
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - "Camino Real" (პიესა).
* ირაკლი ჯავახაძე – "სამი ძველი მოთხრობა". * მიხო მოსულიშვილი – "ჩემო მეჟოლია" (სევდიანზე სევდიანი კომედია). * ნინო სადღობელაშვილი – "ბამბაზიის სამოთხე" (მოთხრობები).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | .
 

 ბესიკ ხარანაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Dec 29, 2010 11:41 pm



ბესიკ ხარანაული


606 ქულა 70 მომხმარებლისგან


გახდა "ბრწყინვალების ორდენის" კავალერი. გამომცემლობა "სეზანმა" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა ახალი, დიდტანიანი რომანი, რომელსაც კავკასიურ საგასაც უწოდებენ - "60 ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი მეტაფორებისა და ჰიპერბოლებისა".

სექტემბერში "ლიტერატურულმა გაზეთმა" ჩანართის, დამატების სახით გამოსცა მისი ახალი ნაწარმოები "ატეხილობაა დიდი ქვეყანაზე". თებერვალში, საფრანგეთში, გამომცემელმა არნო პასკალმა გამოსცა ფრანგულად თარგმნილი "წიგნი ამბა ბესარიონისა" (მთარგმნელები - მარი ფრერინგი და ომარ თურმანაული). მწერალი მიწვიიეს სტრასბურგსა და პარიზში, სადაც ამ გამოცემის პრეზენტაცია შედგა. იქაურ გამოცემებში რამდენიმე რეცენზია დაიბეჭდა და დაიწყო მუშაობა რომან "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის" თარგმანზე. მას ფრანგული პრესა იხსენიებდა როგორც ქადაგ-მწერალს.

"ფრანკოფონიის დღეების" პროგრამაში მოეწყო მწერლის შეხვედრა და ფრანგულ-ქართული კითხვა "ამბა ბესარიონისა". ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრაზე, რომელსაც მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან ერთად საფრანგეთის ელჩიც ესწრებოდა.

ამერიკელმა პოეტმა და მთარგმნელმა ტიმ კერჰერმა ანი კოპალიანთან ერთად თარგმნა მწერლის ადრეული პოემა "ხეიბარი თოჯინა". საყურადრებო ინტერვიუები, ნაწარმოებები და რეცენზიები იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში: "24 საათი", "ლიტერატურული გაზეთი", "ჩვენი მწერლობა", "ცისკარი" და სხვა.
გამოსაცემად მომზადდა მწერლის ოთხტომეული.
2010 წელს, ქართულმა მხარემ იგი 2011 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად წარადგინა.

ბიოგრაფია
ბესიკ ხარანაული – პოეტი, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1939 წლის 11 ნოემბერს, დაბა თიანეთში. ითვლება სამოციანელთა თაობის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. ქართულ პოეზიაში ვერლიბრის ერთ-ერთი დამკვიდრებელი. რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, სახელმწიფო, საბას ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.

წყარო - http://www.tabula.ge/apps/index.php/manoftheyear/show_contestant/75

ბესიკ ხარანაული

ფშაური მზის ნაბიჯები

1
ისევ აფრინდნენ
დედულეთის ნახნავებიდან
ლურჯი ყვავები,
ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.

დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები.

დამისხი, ფშავლის დედაკაცო, შენი არაყი
და მითხარი: ”შე ჩემთავმკვდარო”.
ამ სიტყვისთვის
აქ მოვსულვარ, როგორც წამლისთვის.
დამისხი, ფშავლის დედაკაცო,
ოღონდ ნუ მეტყვი,
რომ უცხო ვარ,
რადგანაც იქ,
საიდანაც გამოვიქეცი,
ვთქვი, რომ მივდივარ ჩემს მხარეში,
ჩემს ქვეყანაში.
დამისხი,
ფშავლის დედაკაცო,
შენი არაყი
და მითხარი:
”შე ჩემთავმკვდარო”.

ვიღაცა ფშავლის ფოთლებსა სწვავს გომურის გვერდით.

გამიშალე,
გამიშალე, ჩქარა, ლოგინი!
მე მინდა მოვკვდე
ჩემს ადგილზე,
როგორც მებრძოლი.
და ისე,
როგორც გუზუმბათზე
დაჭრილი ტახი
ეთხოვება წიფლის შიმელებს,
მე მინდა,
მინდა
ყველა საკრავს შევახო ხელი,
გამიშალე,
გამიშალე,
ჩქარა, ლოგინი!
დამისხი,
ფშავლის დედაკაცო,
შენი არაყი
და მითხარი:
”შე ჩემთავმკვდარო”.
ამ სიტყვისთვის აქ მოვსულვარ,
როგორც წამლისთვის...
მე ვარ მამალი,
შენ რომ მიმხატე ჭრელ ფარდაგზე,
მომწყინდა და ძირს ჩამოვფრინდი.


2
ისევ აფრინდნენ
დედულეთის ნახნავებიდან
ლურჯი ყვავები,
ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.

დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები.

სუყველა მაღლა იყურება
მწყალობელ მზისკენ,
ჩვენ კი, ჩვენ ორნი, აქ იმიტომ ვართ,
რომ არ მოკვდეს, არ დაიკარგოს
ნუგეშის სიტყვა მოყვასისთვის:
”შე ჩემთავმკვდარო”.

სუყველა მაღლა იყურება
მწყალობელ მზისკენ.

ჩვენ კი, ჩვენ ორნი,
ვდგავართ ხოლმე ხიდის ყურესთან,
დავდივართ ხოლმე მოედნებზე,
სავსე ქუჩებში
და ვდუდუნებთ: შე ჩემთავმკვდარო,
შე ჩემთავმკვდარო,
შე ჩემთავმკვდარო...

მე ვარ მამალი,
შენი ჭრელი ფგარდაგიდან გადმოხვეწილი.


3
სულაც არ ვგრძნობდი უცხოობას მე ამ ქალაქში
და მისი მტვერი ჩემთვის მტვერი არა ყოფილა.
მეც მოკლე თოკით,
მოკლე თოკით ვიყავ მიბმული
სამსახურზე და ოჯახზე,
ოღონდ... საოცრად,
ურცხვად
გრძელდებოდა ხოლმე ის თოკი,
როდესაც ვსვამდი,
ანდა როცა ვოცნებობდი განმარტოებით.
მაშინ,
მე მაშინ
არა მარტო ვუსწორდებოდი
ყველას, არამედ
მათ კიდევაც ვაჯილდოვებდი.

და მე შენთანაც მოვდიოდი,
გვერდს გიჯდებოდი.
მაგრამ მითხარი,
მიპასუხე,
მაშინ, როდესაც
შენ მიუტანე ცეცხლი სხვებს და
წინ დაურგე
აყვავებული ატმის ნერგივით,
ნუთუ იმ ცეცხლის ნაპერწკალიც არ დაიტოვე?

მე გამკენკეს და გამიტანეს ხარბმა ქათმებმა.


study


Last edited by Admin on Mon Dec 10, 2012 4:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Jan 14, 2011 11:07 am



ბესიკ ხარანაული


დამაღამებინე,
გამათენებინე!


დღე არის,
ღმერთო,
დამაღამებინე!
ღამეა,
ღმერთო,
გამათენებინე!
ნუ მომკლავ,
სიცოცხლე მასმენ-მაჭვრეტინე,
დამაღამებინე,
გამათენებინე!

ნუ უსმენ,
როსმე დამაკვნესებინებს,
ნუ უჭვრეტ,
როსმე დამახეთქებინებს,
ნუ იტყვი
- ასე კაცს
რა გააძლებინებს,
კმარა მას სიცოცხლე,
დავასვენებინებ!

არა, გეხვეწები,
სულ დამალევინე,
რაც პირზე მომყუდე
და დამამაძლევინე,
არა, გეხვეწები,
დამაღამებინე,
არა, გეხვეწები,
გამათენებინე!

იყოს ეს ცხოვრება,
იდინოს ჩემს ზედა,
იმის ნაბიჯებში იმდენი რამეა,
იფიქრებ, ვითარმედ, წმინდა სავანეა,
ცხოვრება კაცისთვის არც ისე მავნეა,
როს დღეში დღეა და ღამეში ღამეა,
როს ზეცა ლურჯია, ბალახი მწვანეა,
კმა!.. სხვა უკეთესი რაღა საგანია...

გასცდი და იდინე,
გზა გაახანეა,
ხელთ ჯოხი იპყარი,
მიიარგანეა...

სიცოცხლეს
თავი არ შეაჭმევინე,
სიცოცხლეს თავი არ შეასმევინე,
- ჰა, ძმანო, ეტყოდი,
სისხლი და ხორცი მე,
პური და ღვინო მე,
გამომაწვდევინეთ!
ღმერთმა მოგახმაროთ,
რომ დამაკლებინეთ,
ღმერთმა მოგახმაროთ,
რომ დამაცლევინეთ,
ფიქრი მართვევინეთ,
ცრემლი მაღვრევინეთ,
დამაღამებინეთ,
გამათენებინეთ...

სტუმარი არ ჩივის,
თუ მოალხინეა,
სტუმარი იწყინებს,
თუ მოაწყინეა...
ღმერთო, სიავეთა
ნუ დამათვლევინებ,
მომაპყარ ჯოხი მე,
მაარგანებინე,
მღერა რამ საბრალო
დამამთვრებინე,
ნუ მომკლავ,
სიცოცხლე მასმენ-მაჭვრეტინე,
შიგნით არ შემიშვა,
გარეთ მაცდევინე,
რითიც რომ დავიწყე,
მით გამალევინე,
გინდ დაფნით შემამკე,
გინდ ქვა მახლევინე...

დამაღამებინე,
გამათენებინე!..

"ლიტერატურული გაზეთი", # 42, 14-27 იანვარი, 2011 წელი.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Feb 17, 2011 1:51 pm



გივი ალხაზიშვილის, ზვიად რატიანის, ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილ ამერიკულ ჟურნალში "The Dirty Goat" მოხვდა
11:33 17.02.2011


ამერიკული გამომცემლობა "The Dirty Goat" ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა.

პოეტების გივი ალხაზიშვილის, ზვიად რატიანის, მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის "The Dirty Goat"-ის ოცდამესამე გამოცემაში მოხვდა.

როგორც "პირWველს" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი ავტორების ნაწარმოებები ჟურნალში ქართული პოეზიით დაინტერესებული მთარგმნელის ტიმოთი კერჩნერის მეშვეობით მოხვდა.

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ამერიკელი მთარგმნელი პოეტ ლელა სამნიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ზვიად რატიანი და გივი ალხაზიშვილი შეარჩია. ბესიკ ხარანაულის პოეზიაზე კი არჩევანი მთარგმნელმა ანი კოპალიანმა გააკეთა.

ქართველი ავტორების პოეზია საბოლოოდ ტიმოთი კერჩნერმა თარგმნა და ჟურნალ "The Dirty Goat"-ის რედაქციას მიაწოდა.
ცნობისთვის, 150 გვერდიანი ჟურნალი "The Dirty Goat" წელიწადში ორჯერ გამოდის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოეზიას, პროზას, დრამას, ლიტერატურას და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს.

ჟურნალი ორენოვანია. ნამუშევრები ორიგინალურ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი.

პირველი

http://www.presa.ge/new/?m=bp&NID=4904



The Dirty Goat 23 makes its first stop in the republic of Georgia with twenty-two pages of bilingual poetry from Zviad Ratiani, Besik Kharanuali and Givi Alkhazishvili – three of Georgia's most celebrated poets. Europe continues to shine with stunning photography by Polish artist Staszek Koba, bilingual Dutch poetry by Menno Wigman, and a short story by Brigitte Kronauer, one of Germany's most dynamic writers. Contemporary Hebrew poetry makes its first appearance with ten pages of bilingual Hebrew and English poems by Ronny Someck. The Dirty Goat continues to celebrate the rich literary tradition of Latin and South America with a variety of work from a number of nations. Mexico figures heavily in issue 23 with bilingual poetry by Alberto Blanco and Miguel Gonzalez-Gerth and a very unique trilingual selection – Mayan, Spanish and English – by Briceida Cuevas Cob. Death and the Maiden, a hauntingly brilliant story by Uruguay's Juan Carlos Onetti, and the evocative poetry of Ecuador's Santiago Vizcaíno conclude our Latin American journey. A large selection of new American poetry is peppered throughout the issue, as well as Cassandra Lewis's Two Women on the Shore, a new drama inspired by the Edvard Munch woodcut prints. With a variety of literature from fifteen countries across the globe, The Dirty Goat 23 is not to be missed.

წყარო – http://www.thedirtygoat.com/backissues/dg23.html

study

ზვიად რატიანი – http://www.thedirtygoat.com/images/excerpts/ext023i.html

http://www.thedirtygoat.com/images/toc/toc023.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 6:58 pm



ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



1

“მე ვარ სული საქართველოსი!..”



აი, რა მესმა და მეჩვენა მე, ცოდვილ მჩხაპნელს, შესაძლოა უძილობისა და განწირულებისგანაც, ძველი ხელისუფლების ზეობის მეთხუთმეტე ნაკლულ წელსა და ახალი ხელისუფლების ზეობის მეორ-მესამე წელს...

იმ დრო-გასაყარზე, როცა ხალხს აღმართ-დაღმართებზე ცხვრის ფარასავით თუ არ ჩოლბოტი დააქლოშინებდა, თუ არ ვაცბოროტი...

მე კი ერთი ვიყავ და კვლავაც ერთი ვარ, ვერ გავხდი ორიც კი, რადგან მუდამ ერთი ვიყავი.
კვლავაც მწარე და მკაცრი ფიქრები მაქვს და ეს წესი ცხოვრებისა ვერ მოვიშალე.

ამჯერადაც, რომ ვიდექი მე ჩემს რჯულზე და დავიქანცე, ღამეც მომრჩალიყო და ვიგრძენი, ღირსი ვიყავ გასამრჯელოსი _ ანუ სუფთა ჰაერისა... და გარეთ გავედი.

შეზავებულად მეხსაც ჰგავდა და მოხუცებულსაც, ცას სარჩულივით გადაჰკვროდა, არწივისა ჰქონდა სახე და ემოსა ნისლის კოტორი, თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან იდგა და იქიდან გუგუნებდა ცის მედგარივით:

_ ჰოი, ჰოი, ჰოი... გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
მე ვარ სული საქართველოსი!..

და ძაბრივით ჩამეღვარა ტანის ღრუვში ეს სიტყვები და გავიღუნე მათ უღელქვეშ ბებერ ხარივით...
სული იყო საქართველოსი,
მისგან მეთქვა, მისგან მებრძანა. სულიწმინდამ დამინათა თითქოს ქაღალდზე, ზედმეტი აზრი მომაშორა, განმწმინდა და გამაქადაგა.

ერთი ტყიანი მთა რომ გადავიარე, დაბლობი გამოჩნდა. ღამე ილეოდა. მთვარის შუქზე გაშლილ ზღვასავით ლივლივებდნენ მწვანე მინდვრები. გარს თიები ერტყათ _ მომცრო მთები, თავქოჩრიანები. ამათზე იყო დახვეული დანარჩენი გზა. ჩავყევ-ჩავყევი და კლავ დაბლობს გადავადექი.

ღამის სოფელი სჯობია დღისას, რადგან ღამე იფარავს მის შიშველ ხორცებს, სიბეჩავეს და უიმედობას.
თვითონ სოფელი ხომ მარტოა, მარტო არიან ღობეები, კაცი და ძაღლი.
ცისქვეშეთში თითქოს წესია:
რაც უფრო ავაზაკი იქნები, უფრო... უფრო...
რაც უფრო წმინდანი იქნები, უფრო... უფრო...

იცით სადა ვდგავარ?
იმ ადგილას,
სადაც ბავშვები ნაწვიმარზე წისქვილებს აგებენ და წიფლის ქერქეჭელის ურმებით მიაქვთ დაფქული.
იმ ადგილას,
სადაც სარკინოზთაგან ცხვარივით დაკლული არჩილ მეფის სხეული დაკრძალეს, რადგანაც მთელ საქართველოში სისხლისაგან აღარ იყო მშრალი ადგილი, არც ჭალა, არც იქ ნადენი წყალი.
თავ-თმაამოკორტნილ ქალებს ძუძუელა ბავშვებზე თავი დაეხარათ, იტირებდნენ, მაგრამ ცრემლის ლოპო ჰქონდათ დამშრალი.
იცოდნენ, რომ სიკვდილს უზრდიდნენ შვილებს და მაინც უზრდიდნენ.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. რამდენი ვიხილე!
წვიმათოდენი ცრემლის ღვარი უნდა და მოტირალნი ფოთოლთოდენანი... აგერ ახლა კი, გაიხედეთ,
აქაურმა და იქაურმა ბიჭებმა ერთმანეთი ჩახოცეს,
დისწული მოკლეს დედისძმათ და არ დაიტირეს.

ცოდვიანი კაცის ბედი მშვიდობით კენჭსაც ვერ გასცილდება
და რას უზამს ხალხს თავის მიწა,
ცოდვიანები რომ დააბიჯებენ!..

აი, ჩემი თავგადასავალი:
იყო გაზაფხული. ყვავილებმა რა მომიტანა?
იყო ზაფხული. ვწანწალებდი ოფლდადენილი.
იქნება შემოდგომა. ჩამორიგდებიან გრძელი ღამეები,
დილის ნიავი ჩიტის ბუმბულს თვირთვილს მოაბამს...
იქნება ზამთარი. თეთრად მთები დაითოვლება.
წელი ერთი, როგორც მრავალი.

ეს ადგილი,
უპოვარი და მშიერ-ტიტველი, წასულ-წამოსული...

ეს რომ აქ ასეა, როგორ იქნება, ვისაც ადრე მასზე ნაკლები ჰქონდა
და იმასაც ხომ მოაკლდებოდა, ვისაც მეტი ჰქონდა ადრე ამაზე.

ცაზე მობოინე ძერა შესაძლოა ისევ ისე ლამაზსა ხედავს თავის ადგილებს, მაგრამ ვინც მის ტალახში დადის
და ძაღლივით ექექება მორყეულ ღობეებს _
ლამისა ყმუის...

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:00 pm

ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



1

“მე ვარ სული საქართველოსი!..”


(გაგრძელება)

II

ჰოი, ჰოი, ჰოი...
მე ვარ სული საქართველოსი,
გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
ჩემს ურჩსა და მოღალატეს, ჩემს მქირდავსა და მოპირფერეს,
ქალსა და კაცს, მოხუცს, ყმაწვილს, გამხმარსა და გაფუებულს
მიწაში აგზელთ!
ცრუ მღვდელს, ცრუ მლოცველს, ცრუ მეცნიერს, ცრუ მგმობელს,
ცრუ მწონავს, ცრუ მთვლელს, ენაგრძელსა და უთქმელს,
ორპირს და მანკიერს
მიწაში აგზელთ!

ჰოი, ჰოი, ჰოი... გესმოდეთ და გეყურებოდეთ,
მე ვარ სული საქართველოსი!
ჩემი არის ეს ცა და მიწა, ორ ზღვას შუა, კავკასიიდან ვიდრე ტრაპზონამდე!
ჩემი არის მთა და ველი, წყაროები, მდინარეები, ტყე და ბალახი და ყოველი ნამი იმათი.

ჰოი, ჰოი, ჰოი,
ჩემი არის ეს ცა და მიწა, რომ ვამრავლო მასზედ ჩემი ხალხი და ოფლი ვაწვიმო.
ვისაც ჩემი ხსოვნა გულიდან გასვლია და დავიწყებია, დავკრავ ჩემს ცხრაფესვიან მათრახს და თავს შევახსენებ,
ხოლო ჩემს ურჩსა და მოღალატეს მიწაში ავზელ!

შავი ზღვიდან დავუბერავ და კასპიიდან, რადგან ფრთები მილაგია ორთავ ნაპირზე, ავიშლები შავ ღრუბლებივით კოლხეთიდან, სვანეთიდან, ქართლ-კახეთიდან, აღმოსავლეთის ჩრდილის მხრიდან და სამხრეთის დასავლეთიდან, ტანს ავიკრეფ, ავიწევი, ავიმართები და დაგიქროლებთ და მტვერივით გადაგბერავთ ჩემი კვარცხლბეკიდან:
_ მე ვარ სული საქართველოსი!..
თქვენ ვინ მოგცათ, ტერფუკუღმა სასიარულოდ!

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
ეხლანდელმა ახალ-უხლებმა მხარი მხარს რომ მისწორეთ და კისერი კისერს, ბეჭებზე ხელს რომ მიტყაპუნებთ და სამოსის კალთებს მისწორებთ, სახრით დაგალურჯებთ გამოუქნელ საქონელივით, გასწიეთ უღელს და გზაში ნუ სცვივით, თვალი ნუ გაგირბით, სადაც რომ ლხინია, ზედაპირულებო, უშრომელი ლხინი ჭირია, ცოდვილებო, ჯერ შრომაა, მერე ლხინია...

ეხლავ ვიტყვი, ვინ როგორი ხართ, თქვენს სიკეთეს არ მივიკარებ, არც თქვენს ღიმილს, ისიც ქრთამია. სწრაფი ურმები შეგიბიათ, მიჭენაობთ სწრაფი ეტლებით და გიცვივათ ყველაფერი, რაც გაბადიათ, თქვენი მიზეზით აღარსადა მაქვს დასაფრენი, ყველგან ნაგავი და სუფრა გაქვთ, წმინდა ფრთები ვერაფერზე ვერ დამიწყვია.

სულ აღარაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი შრომა რომ სჭირდება გასაძღომად და მარილიანი კლდის სალოკად მისულ ჯიხვს უსაფრდება... სულ აღარაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი სისასტიკე რომ სჭირდება გასაძღომად და მეორე მთაზე ძერა გადაასწრებს.

არაფერს არ დაემყარენით, სულ ელით შემთხვევას. საქმე თქვენს თავთან რომ დაგეჭირათ, ყველაფერი უკან მოგყვებოდათ, ცისარტყელას ფარგალივით იქნებოდით და არა ჩრდილივით.

მტევანში რომ სიტკბო არ ესხას, არ შეიძლება. არ შეიძლება ადამიანი, თუკი მასში არ არის სული.

რას ენთოს სანთელი, თუ არ დაემკვიდრა!

ვიტყვი: ვინც დაჯდეს და პური ჭამოს, გველი შეჭამოს!.. დამცინებენ, უფროცა ჭამენ.
ვიტყვი: ვინც დაჯდეს და ღვინო დალიოს, შხამი დალიოს!.. დამცინებენ და უფროც დალევენ.
სიცილი მათი მუცელია, ჭკუას ჯერ არ გაუცინია.

პოეზიას ჰქონდა ამ მიწაზე შემაღლებული, იმიტომ, რომ ღვთის კურთხევაა. მოვიდნენ და გადაასწორეს.

ისე გავიჭიმები კამარისთვის ლომივით, ისე წამოვალ ძერასავით, მსხვერპლთან ერთად მიწას რომ ჩასტეხს.

სახლს რომ აშენებთ და სასახლეებს, სარკეს რომ კიდებთ და სარკეებს, ვინ შემოვა თქვენს სახლში და სარკეში ვინ ჩაიხედავს... დამდგარო ჯორებო, ყველა ცხოველი ცოდვაა თქვენს შესადარებლად.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი!..
დავიხულუზნებ, როგორც არწივი, მთიდან ბარად ჩამოვვარდები, დაგეტევით, დაგემიზნებით, ნაბუარს აგადენთ!.. მერე მითხარით, უსამართლო ხარო, ბრმასავით დახვალო და ვერა გვხედავო, დაგვანიავეო, დაბლა დააგეო ჩვენი ყანები... ეგრე ვიქმ კვლავაც, თეთრი ფრთა ვარ შავი ყორნისა... მე დიდი მიწა მედგა კვარცხლბეკად, კასპიიდან შავ ზღვამდე მქონდა ფრთები გაშლილი და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე მედგა მონასტრები, მეც წაგივალთ, მეც გაგეცლებით, როგორც ელინთა სულმა მიატოვა თავისი მიწა, ისე არ იქნება, ცეცხლიანი საკირეებიდან რომ ამოვფრინდებოდი და თქვენს თავს ღმერთს კვლავ ვარიგებდი. როდემდის უნდა შემიქციოთ, როდემდის უნდა გიყურებდეთ და ვფიქრობდე _ გაიზრდებიან!

ვინ იყო, ერთი წუთითაც რომ არ იყო ქართველი? თქვენ კი, როდის-როდის... ისიც მაშინ, როცა ჭიქა გიჭირავთ ხელში. საძაგელია თქვენი ქეიფი, თქვენი პურისჭამა, თქვენი თამადობა, როცა მთელ დედამიწას თავზე მოექცევით...

ჯერ გაასუქე შენი ხალხი, მჭლედ ნუ დაგიდის, ჯერ ძალა მიეცი და მერე აჭიდე, ხეს ნუ მოაჭრევინებ, ვინც ნაფოტის ფასიც არ არის.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
სულ რომ დედა ახსოვდეს შვილს და მამა არ ახსოვდეს, უფროსი შვილი რომ ახსოვდეს მშობელს ანდა უმცროსი და შუათანა არ ახსოვდეს, სამართალია?

სულ რომ ღმერთი გწამდეს, სულ რომ დედამიწა, სულ რომ თავი გახსოვდეს და მე არა,
სამართალია?

მე ვარ სული საქართველოსი,
სარჩული ვარ მაღალი ცისა!

ღმერთს არც ხსენება აკლია და არც დიდება,
მე ვარ ცოდვა, გლახაკი და დავიწყებული,
რომ არც ვინმე მღერის ჩემზე და არცა მგლოვობს...

მოიცადეთ, შეგხვდებათ თქვენც თქვენი შვილი ქალაქში სადმე,
მოგიკითხავთ ნაცნობივით და წავა გზადვე...

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი,
ისევ ის ვარ, რაც დაგემუქრეთ, ის ძალა მაქვს, იგივ შეძლება!
ცას ვკიდივარ სულიწმინდის ოქროს შიბით,
ღვთის კარს იმით დავიარები.
იმით ამაქვს თქვენი ძღვენ-საწირი, ხელით ნაქნარი, ფიქრით ნაღვაწი...

გამიფრთხილებიხართ, ავი ამბები მაქვს მოხილული
ღვთის კარის ყუდროში:
ზოგნი დაძველდით, გათამამდით, ზოგნი ახლები ხართ, გამოუქნელები,
ამ მიწის სული არც ერთს აღარ გინდათ, გინდათ ერთურთს გადააბაროთ,
ტყავი და ხორცი კი იმას დარჩეს _ ვინც ვის აჯობებს.

იცოდეთ, ლოგინს ჩაგიხურებთ და ლხინს დაგილევთ,
ნუ მივიწყებთ, თორემ განანებთ, ჩემს წესს არ დავიყრი.

ისევ ავი ამბები მაქვს მოხილული ღვთის კარის ყუდროში,
ვაითუ თითოობით მოიკითხონ თქვენი ცოდვები!
მეშინია, მორიგე ღმერთმა არ გაარხიოს წყრომით ბაგენი
და კვირიამ, კარვიანმა, მორიგე ღმერთის ხელმარჯვნივ მჯდომმა,
დაძრას ლაშქარი.

ეგებ გადავაცილო, ეგების დავქრთამო ბნელ-ცისკრის თევით,
მოყრილი ჩოქით და პირისქარით...
რა შველა თქვენგან მაქვს, რომ თავი გავმართო,
რომ თამამად შევხედო სიმართლეს თვალებში _
აქაოდა, ჩემი ხალხი მართალიაო.

შევეხვეწე მოდე-მოძმე ანგელოზებს, მორიგე ღმერთს მადლი გამოსთხოვონ:
გაუხსნას ბედი-მეთქი,
გაუთაოს მტერი-მეთქი,
ესენი ვეხვეწე.

გაუჩინარდნენ ღვთის ანგელოზები,
უსიტყვოდ დამაგდეს. ჩემი სუნი აღარ ასდით თქვენი მიწიდან.

წმინდა გიორგის შევხვეწე, მუხლი მოვუყარე,
_ ოქროს შიბით ცას ხომ შენაც აბიხარო_
გადაუქნია თავის ნისლისფერს მათრახი,
ნაგლეჯი ბორტვი მომეყარა ცხენის ნალისგან...

წამოვედი დამუნჯებული.
ქრისტეს დედა, ხელსაქსოვიანი, ცხვარს მიჰყვებოდა.
_ აპატიე, შეივრდომე, გადაუვადე-მეთქი _
ვუჩოქე ღვთისმშობელს.
გაიზრდებიან, ნაბიჯს გადადგამენ, სწორად გაივლიან.
ცუდ რუკაზე არიან-მეთქი, ცუდი მტერ-მოყვარე ჰყავთ _
გადამთქმელ-გადმომთქმელნი, არასანდოები.
თვითონაც კი უვარგისებია,
შენს კალთას უწმინდურებაში არჩიეს თავი.

შემომღიმილა ღვთისმშობელმა... რაღა დამავიწყებს!
გული გამინათა, იმედი ჩამისახა,
წამოველ საშინაოდ გაბედნიერებული.
აღარ მეშინია.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. გესმოდეთ და გეყურებოდეთ,
მე ვარ სული საქართველოსი!..

ჩვენ, ქართლოსიანებმა, შემდგომში ქართველებმა, ვითარცა რომ ღვთის პირველმა ნათესმა, გაუწბილებლად გახარებულ-გამხვივნებულებმა, ჩვენს უნჯ ყმათა ხოდაბურებში და ქერ-ოქროიანებში, უწინარეს სხვათა მოდგმათა, ვიხილეთ ცა-ქვეყნის შემქმნელი მორიგე ღმერთი _ ყანების თავზე ქარებულ ზეცაში.
პირველებმა ვიხილეთ სულიწმინდა _ ღვთის კარზე ოქროს შიბით ამავალ-ჩამავალი, მიწის ნამის მოყვარე.
ჩვენ ვიგრძენით შვილი _ მამაში და მასუკან მამა-ძეობითაა ქართველთა მოდგმა.
აღმართულია ჩვენი მიწა _ ჯვარივით _ ზეცას აპყრობილი, არათუ მიწის ქვა-ქვიშას გართხმული.
ჩვენ ღვთისმშობლის წილხვდომილნი ვართ, იმის ძუძუ-კალთით გაზრდილი ყმანი.
ჩვენ წმინდა ნინოს მოდე-მოძმენი ვართ, იმისგან ჯვარგადასახულნი.
ჩვენი ყველაზე დიდი მეფეც _ ქალი არის _ თამარი, ქალთათავი, ბრძენთა მედარბაზე, სამანი სიქველისა.

_ ღმერთო, შენითა და არა ჩვენითა!
აი, ამისი პატრონნი ვართ.
სხვითაც ბევრით არის ეს მიწა აზნექილი,
ამდენი მთით ღმერთს ვინ შეჰხარის,
ვინ ევედრება ამდენი სალოცავით.

ღმერთო, შენითა და არა ჩვენითა,
ღმერთო შენითა და არა ჩვენითა...

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. გესმოდეთ და გეყურებოდეთ,
მე ვარ სული საქართველოსი!..

ყდებშემოგლეჯილი წიგნივითაა საქართველო, ნაპირებშემომწვარი ხელნაწერივითაა, არ იკითხება, რა წერია. ვინ ამოიტაცა იგი ცეცხლიდან, ვინ დაჯდა სატირლად?..
როგორ შეთხელებულა ჩემი წიგნი, ფურცლები დასცვენია, რაც ეწერა, ის აღარ წერია, სისხლით ნაწერი, მელნით გადაუწერიათ, კალამი უხმარიათ შუბის წვერის მაგიერ.
ნანადირევის ტყავივით გდია საქართველო თავის მიწაზე, ძვალი და ხორცი რომ აღარა აქვს. მაგრამ ცუდად ინადირა, ვინაც ინადირა და ცუდად გაატყავა: ზოგი ტყავი ჰკიდია ნაგლეჯებად, ზოგი სულმთლად დაკარგულია, უნდა ეგდოს ეკლესიის შესასვლელში საფლავის ქვასავით და ფეხით გაცვდეს.

ჰოი, ჰოი, ჰოი...
როცა სანთელივით ენთო ჩემი სული ამ მიწაზე, როცა ფრთები მშვიდად მქონდა დალაგებული, კავკასიის ყველა ტომი წყლის ღვარებივით ჩემსკენ იჩქაროდა, ფრთებქვეშ მეტანებოდნენ ხალხები და განიწვრთებოდნენ... ახლა ყველამ გაჯობათ: ზოგმა შრომა იცის, ზოგმა მორჩილება, ზოგმაც თავგანწირვა... თქვენ არც ერთი არ შეგიძლიათ!.. ეს იცით მხოლოდ:
საქართველოში ნაცრიანი ტომრით თუ არ დახვალ, სახელს ვერ იშოვი!

აჰა, ზარი ვარ,
გეძახეთ და არ გამომხედეთ,
კარზე მოველ და
არ იყავით შემოსილები.
სხვას გახედავთ, აეძრახებით,
რადგან ჭრელია ყველაფერი
სურვილების დედამიწისა.
მარტო სული არის სპეტაკი.

როგორ შემოსულა ღამე, ვეღარც კი ვიცანი.
სისულელეა ღმერთის ძახილი, როცა შენი თავი არ მოგიხმია,
როცა სახლში გაქვს ქონება და სხვაგან დაეძებ.

აბა, გახსენ შენგან დაგდებული სკივრი, ნახე, როგორ ამოანათებს!
შენ კი დაკლიტული გედგა, გზაზე მათხოვრობდი.
დაიმუხლე, ჩაიხედე, შენი არის შენი თავი, შენი ბედი შენს თავს უპყრია...
შეეხვეწე, შეემუდარე:

“ წყალობა ჰქმენ ჩემო თავო _ ჩემზე,
მარჯვენა მახმარე _ ჩემი.
გონება _ ჩემი...
რომ არც ღმერთი შევაწუხო, არც ადამიანი,
ჩემი მიწყალობე _ მე.

ჩემო თავო, მრავალხმიანო, მრავალსარკიანო,
ჩემი ჰანგი მომე მე, ჩემი გამოსახულება.

ჩემი მარჯვენა, ჩემი გული, ჩემი გონება _
ყოველივე ერთში ჰქმენ _ ჩემში...
_ ყოველივე – მე!”

არც ერთი კაცი _ არც ერთი კაცის წინაშე არ არის უცოდველი:
ვისაც შეხედავ, ვისაც დაინახავ, თუნდაც მხოლოდ ზურგს მოჰკრა თვალი _ ყველას წინ სცოდავ.

და სცოდავს ისიც, ვინც შემოგხედა, ვინც დაგინახა, თუნდაც ცხრა უცხო,
არასდროს რომ აღარ შეხვდები.
თან მიაქვს ცოდვა იმასაც და შენც გიტოვეს ცოდვას შენს ოდენს.

ასეა ყველა ცოცხალი კაცი.
მარტო მძინარესა და მკვდარ კაცზე ვერ ვიტყვი ვერაფერს.

ვიტყვი, რომ მხოლოდ ზურგშექცეული არა სცოდავს არავის წინაშე და პირქვედაგდებული...
თუ ესენიც _ ერთი ზეცას არ სცოდავს და მეორე _ მიწას.

ხანდახან ძალა მეკარგება სასოებისაგან, განწირულება დამაწვება, როგორც უღელი, ვიტყვი: ერთი-ორი ხომ არის კაცი, სასოს ნუ წარვიკვეთ, ერთი-ორი კაცი ხომ ფიქრობს მაინც. მაგრამ ისინიც ზედაპირულებია. ამბობენ: ჭკუა რის მაქნისია, გადასასვლელზე თუ გადაგიყვანა, მერე რაღა საჭირო არის...
ვიტყვი გულში: ბრძენი ვარ, მაგრამ იძულებული ვარ სისულელით მოვიგერიო. გავუმხელ ხალხს, რად უნდა ვმალო, ან გაუხარდებათ ან ეწყინებათ, სხვა რა უნდა იყოს. ისე, რომ სიბრძნემ სისულელეს არ გადაამეტოს.
მაგრამ როგორ მოვიხმო ხალისი თუ სიმწარე არ მოვიშორე?..

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
ჩემი ხალხი ყველა მხეცთაგან შეზავებულ მხეცს დაემსგავსა.
რამდენი მე კაცისად მიფიქრია, ხალხისად მიფიქრია და მიოცნებია... ვერვინ ამისრულა.
აწი აღიმართე მუცელზე მხოხავო, სინამდვილეს ჯერ შეეხე, მერე მიიღე, სული წინ ნუ გისწრებს, როგორც უშნო მონადირეს თოფის გასროლამდე.


ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი.
მე ჩემი ხალხი სხვისთვის არასდროს მიმიქსევია, არ მიქადაგია უპირატესობა: როგორც ყვავილებისა ერთმანეთისთვის, სისხლისა _ სისხლისთვის, გმირობისა _ გმირობისთვის.

არის ზოგი ხალხი,
ვინც სიძულვილს თანაიახლებს სიწმინდესავით.
დაუძველდა, დაუობდა, აუმყრალდა
და მაინც ინახავს.
სიძულვილით უჯობს ცხოვრება
მეზობელთან და ქვეყანასთან.

სხვა ბედისაა ჩემი ხალხი:
როცა უჭირდა,
კავკასიის ჩრდილოეთიდან, მთების კალთებზე თავაწყვეტით ეშვებოდნენ ავაზაკთა ნიავღვარები,
როცა მაგრად იყო,
იმავ კალთებზე აბრეშუმად ეფინებოდა
ენა ტკბილად მოუბარი და ლაქარდიანი.

სარკინოზები, სპარსნი, თურქნი და რუსები... არავინ ცდილობს, რომ ცოდვები გამოისყიდოს. პირიქით, აქეთ უბღვერიან. მოიცადე, ჩავადებინებ თავებს მლაშე ზღვებში თავის ცოდვებისა... თავისი ტანის ნაწილებს რომ მოიკითხავენ და ვერ ჰპოვებენ. შენ რომ აგროვებდი შენი შვილის ნაკუწებს კალთაში... ასე მოუვათ თმაბევრებს და, თვალგაკერილებსაც ასე მოუვათ. მათ ნაცვლად ქვები ილაპარაკებენ.

სასიძოსავით გამოწყობილი მიდიოდა ჩემი ხალხი სისხლის საღვრელად. ბარბითითა და ცეკვა თამაშით შევიდა ის ბოლო ომშიც, უთანასწორო ბრძოლაც სიმღერით მოიგო.
მაგრამ “ბოლო” _ ბოლო შვილია და იმან იხარა.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
სად არის ჩემი თავ-კეფალამაზი ხალხი, მჭევრი ტანითა?
დარჩნენ კეფა-ჩამოთლილები, ხვედა-თავიანები, თავ-გოდორები და თავ-წოწოლები.
ბევრი შვილი რომ ჰყავდეს მშობელს, იმათში ესენი არ გაახსენდებოდა.

კაცი თავის სახლში ცხოვრობს, მაგრამ საბუთს მაინც ინახავს. მე ვარ თქვენი სახლის საბუთი: ეს მიწა თქვენია, და მდგმურია ყველა, თქვენს გარდა.
გაუფრთხილდით სახლის საბუთს და ნუ დაკარგავთ.

რომელ სახლშიც დედა ზრდის შვილებს, იქ ბიჭები ტკბილ-ბოროტებია.
ზედაპირულებო! მაწყინარია თქვენთვის ყველა საქმე.
ყველა ომი, ყველა შრომა მალევე გწყინდებათ,
არა გწყინდებათ სველი ენა, სასა და პირი,
გიყვართ ძმის სისხლი, მტრისა გეჯავრებათ,
სხვის დროშის ქვეშ უებრობთ, თვისის დამცინავნი.

დიდს და უცხოს ნუ ეტანებით, ისედაც უცხომ დაგთხარათ თვალები გაჩენის დღიდან.
ჯერ ერთი საქმეც დიდია თქვენთვის, ჯერ ხელი შეაჩვიეთ ნყოფის წონას, ჯერ ნაბიჯის გადადგმა ისწავლეთ. სული წინ ნუ გისწრებთ, ჯერ შეიცანით საგანი და მერე განიცადეთ.

ვინც მკვდარი არის სიცოცხლეში, ის მკვდარი იქნება სიცოცხლის მერეც. ცოცხალი კი ცოცხალი დარჩება.

ჰოი, ჰოი, ჰოი...
ამოვყვინთავ და ჩავყვინთავ, დავივანებ, აღვიმართები, ნატყორცნი შუბივით წინ დაგხვდებით, ისარივით არ მიგატოვებთ. თქვენი არც მოსვლა იყო ჩემი, არც წასვლა იქნება. მე ვარ თვითონ და გაფრთხილებთ: თუ დამკარგავთ, კი იცხოვრებთ წვალებით და ვაინაჩრობით, მაგრამ იქნებით სხვა ხორციელთ შეზავებულნი. ცარიელი ტანის ღრუვის ყანყალით ივლით, სიცოცხლეში მძორები იქნებით და სიკვდილში უპატრონონი.

საშინელია სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელია, როდესაც მას დაჰკანკალებენ.

მე სამყაროს სართული ვარ, ზევით ასასვლელი,
მე ვარ კალო სულიწმინდისა,
იმ კალოზე ქრისტეს ხელით განიავებული ხორბლის ალმური ვარ, ჯვარად სახექმნილი.

შენ უჩემოდ ცარიელი ჭურჭელი ხარ, ქარში მოზუზუნე,
ხის ღრუვი ხარ, მყვართა საბუდარი და ქარით მსტვინავი.
მე მიჭერიხარ, მაგარი ხარ, ვიდრე შენთან ვარ.

მაგრამ როდემდე უნდა იყო წინა მადლითა?
როცა შენი უსულგულობით წარსულსაც კი მადლი მოეძარცვა.

ჩემი ხალხი თვალს ახარებს ნაგავთსაყრელებზე და ღორებს ასუქებს.
პირის ქარით ცხოვრობს ქვეყანა, ენაგრძელი ითვლება ჭკვიანად.
კაცს მარტუას არ გააჩერებენ,
ჩაუძვრებიან ერთმანეთს სულში და მერე აფურთხებენ...
უნდათ სახლი ცალკე და საწოლი ცალკე,
არ უნდათ სული _ ცალკე.
ძლიერისად ციცასავით ქვეამხედველებია,
სუსტისად თავზემოდან დამქვეხებელნი,
სიამისკენ მიმლტოლველნია,
საქმისაგან უკუმლტოლველნი.
მოუცლელობას აბრალებენ, წიგნი რომ ეჯავრებათ.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
იქნებ მართლა არაა საჭირო წიგნი?
რადგანაც აჰა:
ცხოვრობდა ოჯახი ასი, ორასი წელი, სიამით და მშვიდობიანად: იხოცებოდნენ, მრავლდებოდნენ, მზის მიხედვით იძინებდნენ და იღვიძებდნენ, მთვარის მიხედვით ხნავდენ და თესდნენ. სხვას არ ეძებდნენ... და აჰა, წაიკითხეს ერთი წიგნი და იგრძნეს სიშიშვლე, ადამიანი მეორედ გამოდევნა წიგნმა სამოთხიდან!.. აჰა, წაიკითხეს მეორეც და, ყველა ცალცალკეა...
რადგან წიგნი მუდამ ერთს მოითხოვს.

იქნებ მართლა არაა საჭირო წიგნი?
იგი ან ამხელს ადამიანს, ან ეპირფერება,
რაც არასდროს არ ეწერა ორივ ფურცელზე ცისა და მიწისა.


ჩვენი სამყარო _ რასაც ხედავთ _ ღმერთის მხოლოდ ერთი სურვილია, მილიონთაგანი.

ქრისტე ვინც იხილა, მისთვისაა ძე კაცისა, ნაზარეველი,
ჩვენ უნდა ვიწამოთ.
ქრისტე რწმენაა ჭეშმარიტი და არა სინამდვილე ჭეშმარიტი
ასეა არის ადამიანიც.

იდღესასწაულეთ, იგემეთ სისხლი და ხორცი ქრისტესი,
ააგეთ დიდ-პატარა ეკლესიები,
იდღესასწაულეთ გარდასული დიდებანი, სიწმინდეები,
სიხარული აღუვლინეთ მათ,
როგორც თქვენმა წინაპრებმა იცოდნენ ქრისტეს ჯვრის წვევამდე
და კიდევ უწინ, უწინ, უწინ, გასწიე ფარგალი, დრო გააგანივრე _
როცა ერთი ღმერთი სწამდათ და ქართლოსის საფლავს ფიცავდნენ,
იმ დროს მოგახსენებ.

იმ დროს მოგახსენებ,
როცა სამყაროს მომწესრიგებელი ერთი ღმერთი სწამდათ
და უწოდებდნენ მას “მორიგე ღმერთს”,
როცა ჰქონდათ პირმტკიცობა, შენება ციხე-სიმაგრეთა, მტერთა ზედა ერთობა და მაგრა დგომა თავისუფლებისთვის...

მერე დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი,
თაყვანს სცემდნენ მზეს და მთვარეს, საგანთ და პირუტყვთა,
მერე შემოერიათ გარეგანნი წარმართნი:
სპარსნი, თურქნი, ასურნი და ბერძენნი,
შემდეგ ურიანი... და ამათ ენები
და აიმღვრა ენა ქართული, რაკი ღვთის წინ აღარ წარმოითქმებოდა
და ხალხიც იქმნა წარმართებზე უუწარმართესი და უუსჯულესი.
და ბარი მთად მოიქცა მაშინ.

ეტყობა, ჟამთა სიავისგან არა მარტო ენა და ჩვევები გარბოდნენ ბარიდან მთაში, რწმენაც იქ გადარჩა:
_ მორიგე ღმერთო, დიდებულო, ცა და ხმელეთის დამდგენელო, ქვეყნიერების დამაარსებელო, ცარგვალის დამხურველო, მზე-მთვარის დამფენელო...

მეხსიერებას სხვა რამ ცოდვა არ გააჩნია, მხოლოდ სცოდავს სინამდვილესთან. მე ჩარჩოები დაგიკიდეთ, თქვენ შეავსეთ ახლა სხვა მინით... დაე ჰქონდეს ყველა კუთხეს თავ-თავიანთ სალოცავები, როგორც მიეცათ მიწის ტახტი, დასაფენი და კერის ენა, ისევე ილოცონ.
იყოს სოფლის სალოცავიც და ადგილის დედის სალოცავიც, რომ კაცი მას შეევედროს, ზამთრით, ზაფხულით, ტყეს დამრჩალი, ველს დაღამებული _ აემ ადგილის დედავ, შენ შემინახეო!

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
ერი იქნება თუ ქვეყანა, ქალაქი თუ დაბა-სოფელი, მოსახლე იქნება მრავალი თუ ასი, ოცი თუ ათი კაცი, თუ ერთი ჩიორა... სადაცა ხართ კომლობის და რიცხვის მიხედვით, ააგეთ ეკლესია დიდ-პატარა, ან სალოცავი _ მიწაზე, სადაც სისხლი სჭვირს წითლად _ სანთელი დაანთეთ და შესაწირავი ბუჟიერი დააჩოქეთ წინა ფეხებზე... და სახლისკენ რომ წამოხვალთ, გზაზე იგრძნობთ, რომ თქვენ ხართ.

ცეცხლი დაბლა ათბობს, ზევით იკარგება, რწმენაც მიწიერს უნდა, ზეცას არ სჭირდება.
ქრისტეს მარხვა რად უნდა, გამარჯვებულია, გამარჯვებულს რად უნდა მარხვა.
მარხვა მოკვდავს უნდა, დამარცხებულს, დამცრობილს...
რადგან: სინამდვილე კი არ არის ჭეშმარიტი,
რწმენაა ჭეშმარიტი.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. დავკრავ ჩემს მათრახს და უფსკრულისხელა ნახნავს გავაჩენ და ჩაგატანინებთ... ცხრა ადლზე ჩავტეხავ მიწას, ხრამებს გავაჩენ, რომ თქვენ ამოავსოთ, გადაგაფარებთ მიწას კვლავაც და ხორბალს და ქერს დავთესავ, შიგ გნოლსა და კაკაბს გავაჩენ, თქვენს მარცვალს ხოხობს ვაკენკინებ ფაზისის პირას.

სულ თან მიყოლეთ და მელოდეთ: ნურავინ ეტყვის _ “გზამშვიდობისას” ვისაც წასვლა _ მოსვლას უქვიან.

ადამიანს ის ახარებს, თავის თავს რომ ცვლის, ქვეყანის ბედს კი ხალხი განაგებს!
ზედაპირულებო!.. ხელისუფლებას უფრო სწრაფად ცვლით, ვიდრემდე თქვენს თავს. ჯერ შეცვალეთ თქვენი თავი, სხვა მერე იფიქრეთ.
გმირებს კი ნუ გამოჩორკნით, ხალხი გამოჭედეთ.

სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება.
ერთი ხორცის პატრონი კაცი ხარ, ერთ ხორცში მდგომი
და ერთ ხორცის მიწადმიმქცევი, ამ ნულოვან საუკუნეში..

უნდა იცხოვრო!
უნდა ჩაიდინო შენი წილი გმირობა, უნდა იცხოვრო!.. რომ გაგიჭირდება უნდა მათრახი დაჰკრა _ გასწიე, შე ოხერო ჩემო თავო!.. ერთხელ გერგო, განა ათასჯერ!..
მთავარია, რომ გაქვს ფეხსაცმელი.
დაიარე ეზო, დაწყვიტე კომშისა და მარწყვის ფოთლები, ნახარში დალიე... დაიფერფლე მიწის სარკეში. თუ ტყეები კვლავ ადგილზეა, შეაგროვე პანტა, მაჟალო, კენკრა ათასგვარი, დეკაზე წადი, მოაგროვე ცაცხვის ყვავილი, ძირტკბილის ძირები მოიმარაგე, ყელისთვისაც კარგია და კბილებისთვისაც... ბევრი კერკი, ჩურჩა და ჩირი, გაახმე მწვანილი, სუნელი დანაყე, ტყემალს მიაქვს თქვენი ტყეები... სამკურნალო ბალახები, მრავალძარღვა, ქრისტესსისხლა, შალშავი, ვირის ტერფა... მიწაზე ბევრი უცხო ხარობს, ტყეშიც ბევრია, მთავარია, არ გამიგრჩეს მთვარის ფაზები.
პირმშიერი აღარ იქნები, თუ იყოლიებ თხას ან ძროხას...

ეს, რაც ვიცი მიწის ნაყოფებზე.

ცის ნაყოფები ღამითა კრიფე.
ბევრი იარე, შესაძლოა, რომელიმე გზა აღიმართოს და ცაში შეგაგდოს.
არ შეიძლება შენი მიწაში ჩადება, სამარე არ არის საიდუმლოს ადგილი.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. რა უნდა ვირწმუნო?.. მე არც თქვენს გულში ვზივარ და ვერც თქვენს საქმეებს ვხედავ. წინათაც ბევრი “ ჰო “ მათქმევინეს ცრუ იმედით გულმოტყუებულს. ქართველისას მე რას გავიგებ! ერთს იტყვის და მეორეს ფიქრობს და იქმს კი მესამეს... მე იმას რა მომაგონებდა, თუ ცხენზე შეჯდომის მახვეწარმა ცხენი არ იცოდა, ხმლის მაკვეხარმა _ ხმალი. იმას რა მაფიქრებდა, თუ ქართველის ოცნება სამშობლოს სამსახური არ იქნებოდა და ასე არ გაიზომებოდა იმისი ღირსება. არამი იყოს თქვენთვის ყველა ცხენზე დაბერებული ვაჟკაცის ღვაწლი, არამი იყოს ყველა ხელხმლიანი ჭაბუკის ბედი, ყველა სანთელი, საქართველოს თავზე დამწვარი!.. ჰოი, ჰოი, ჰოი!.. ყველა მანამდელი და ყველა შემდგომი, მარტო დიდ ჯიბეებს იკერებდა, რომ მეტი ჩაედო, გზას აფართოებდა, რომ მეტი წაეღო.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. ყველაფერი რომ გუგებში ჩავიყარო, ყველაფერი რომ ყურის ნიჟარებში...

_ მე ვარ, სანამ დილა გათენდება!..
_ მე ვარ, ვიდრე დაღამდება!..
_ მე ვარ თქვენი სამყაროს სართული!..
_ მე თქვენი სისხლისა და ხორციელი რჯულის ღმერთი ვარ!..
_ სადაც მე დავიბძანებ, იქ კერის ცეცხლია, ხნული არის და წვრილი ბავშვები.
თქვენ ხართ ჩემი ხორციელი აგებულება, ჩემი ღობის მარგილები ხართ.
მე დამამყარა აქ მამაღმერთმა, ვიდრე იგი თავის ძეს შობდა.
მე მოვფანტე თქვენი თესლი ამ მთა-ველებზე.
მე ვარ კალო სულიწმინდისა, თქვენ იფქლი ხართ, რომელსაც მე ღვარძლი ვაშორე.
დაიმახსოვრეთ: ამ ცხოვრების მიყოლ-მოყოლამ ჩემი თავი არ დაგავიწყოთ..

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. თქვენ ხართ ხორცი-ხორცთაგანი ამ მიწისა,
ძეხორციელნი!..
სადაც მზე აბიჯებს
და სული დადის საქართველოსი
კალთებაკეცილი.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. თქვენ ხართ კენჭი-კენჭთაგანი, ძვალი-ძვალთაგანი და ნაფოტი-ნაფოტთაგანი _ ამ მიწისა, სადაც სული დადის კალთებაკეცილი,
იმიტომ, რომ ძირს თქვენა ხართ _ კენჭი, ნაფოტი, ძვალი, ძაღლი და ადამიანი...
ქუჩაა, გზაა, სახლები დანგრეული, მინებჩამსხვრეული
და მტვერი და ტალახი, ტალახი და მტვერი
და ორთავე მტერი სუფთა სამოსისა:
ცოდვაა მშობელი, სულ რომ ცდილობს სისუფთავეში ამყოფოს თავი და შვილებისთვის ტალახს ვერა სცდება.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. თქვენ ხართ ამ მიწის ძეხორციელნი,
ძვალი და ტყავი, რაც გებოძათ დაუშურვებლად _
მიწის ნაყოფი, ცხვარი, ძროხა და გამჭოლი დერეფანი აწმყო-წარსულისა,
რომ რიგრიგით აფაროთ თავი.

და გიხაროდეთ, რომ ამათგანი ხართ _ კენჭთაგანი ხართ, ქვათაგანი ხართ,
ხეთაგანი ხართ, გოროხთაგანი, კეთილთაგანი, ბოროტთაგანი... და რომ ერთი ხართ,
ერთი იყავით და ერთი იქნებით.
და ყოველთვის გამოარჩევთ თქვენს საკუთარს ქვეყნის ფეხისხმაში.

არც ქრისტეს მოუტანია ღმრთობა მიწაზე,
ადამიანობა მოიტანა.
იმიტომ, რომ იყვნენ დედამიწაზე წინასწარმეტყველები, იყვნენ გველეშაპები, მეფეები, მონები, იყო მუსიკა, იყო პეიზაჟები _
ან ქალაქში რომ შეესწრებოდი, ან ქალაქგარეთ,
მაგრამ არ იყო იადამიანი.

აბა, იყავი შენი არსობის მიხედვით, როგორი ღარიბი და ბოგანო იქნები! აბა, ისე იცხოვრე, როგორც შენი სულია...
საჩეხს ვერ გაცდები, უკან შებრუნდები და ჩრდილში დაჯდები.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. განა ცხოვრება არა გქონდათ? განა არა გქონდათ მიწა და წარსული?
ვერ ინატრებს ვერც ერთი ხალხი,
ვერც ერთი ხალხი, შრომით გალახული, ვერ გაიგებს, რომ სიხარულისთვის ხართ გაჩენილები. რადგან ღმერთი სიხარულია და კაცი ვერ მიმხვდარა ამას.
მეცოდება ადამიანი განაჩენისთვის, მაგრამ ის, ვინც არსებობისთვისაა მხოლოდ გაჩენილი, თავის სახე თვითონა სტანჯავს
ჰოი, ჰოი, ჰოი!.. ვინ იყო თქვენს უწინ!.. ხანდაზმული შეიქნა მზე და მთვარე ჩემს არსებობაში.
დადექით თქვენ-თქვენს ადგილებზე, ლიხს აქეთ და ლიხს იქეთ, ყველგან, ეკლესიაშემკობილ მთებზე დალაგდით, ტანთ ჩაიცვით ჭრელი სამოსი, წმინდა ფერის თეთრ-ყვითელი, ლურჯი და მწვანე. წითელს თვითონ მოგანათებთ ძველი სისხლით მჭვირვალი მიწა.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
წამოდგნენ და წამოიშალნენ, აღიმართნენ ჩემი ბიჭები: ნაიალაღარ კურატებს ჰგვანან.
ესენი ვის მოუსმენენ, სალამს ვის ეტყვიან!.. კუშტებია, გაუღიმარები, გულად მუშტები ულაგიათ, არავის არ ემოყვრებიან, არავის არ თვლიან ერთგულად: სჩანს უსწავლიათ, სჩანს, იციან თავისი საქმე!..

ახალი ცხოვრება იჭედება, აბა, გახედე! აბა, ჩადექი საწნახელში, მხარზე ხელი სხვებს გადახვიე! აბა, ბიჭებო, გოგოებო, წინა მადლით წაქეზებულნო, მოდე-მოძმენო ერთურთისა, ერთმანეთის ნანდაურებო...

შეხედე, ღმერთო!
წითელი და ჭრელი გაუხდიათ! ჩაუცვიათ შავი ძაძები...

დავუძახებ:
მოიგარევებენ და შინ დადგებიან, მუხლს მოუყრიან თავის მიწას და თაყვანს სცემენ, მოიტანენ ცოდნასა და გამოცდილებას და სახლში დაცლიან მარილობის მარილს.

ჰოი, ჰოი, ჰოი...
სავსე იყო ქართველებით ეს დედამიწა, როგორც დღეს არის. ჯანდაბა და დოზანაღაა იმ სავსობიდან...
ჰოი, ჰოი, ჰოი!..
შემოვიკრიბე სუყველანი და ცრემლი მედინა... აღიმაღლე ხალხო თავი, რომ მეც ავმაღლდე, გადაწმინდე სარკე _ შენი მიწა _ რადგან მტვრიანია!..

სიცოცხლე უყვარს ჩემს ხალხს ღმერთო. სიკვდილიც უყვარს. და ორივეს ურჩევნია მათთან თამაში. რადგან სწყინდება ყოფნის ცოხნა და არყოფნის ხილვა სწყურდება.
ასეთია ეს ხალხი, ღმერთო.

ჰოი, ჰოი, ჰოი,
გესმოდეთ და გეყურებოდეთ, პირს შევიცვლი, როგორც ამინდი,
დავუბერავ რისხვას და გმობას:
მე ვარ სული საქართველოსი...
მე თქვენ ნარჩენ მიწაზე ვერ მოვიკუნტები.

მაგრამ ჯერ დაასუქე ხარები და მერე აჭიდე,
ნაილაღარი კურატები მზეზე რომ ლაპლაპებენ.

საქართველოსთვის წელიწადის ყოველი დღე თარიღი არის,
რადგან როდის იყო, რომ დასაკლავად არ ეღირებოდნენ,
რომელი დღე ან რომელი საათი...
საუკუნეები თვალშურითაა მობღვერილი მისკენ ქვეყანა,
სულ რაღაცას სტაცებს მეზობელი, იმის იმედით, რომ დაავიწყდება.

ჰო, გვავიწყდება. ...სად ვიწყებოდით და სად ვმთავრდებოდით _
აკი ბრაზი მალევ გადაგვდის გულიდან და თუ ცოტა ხანს შეგვიყოვნდა, ჩვენს თავზე ვბრაზობთ.
აღარ გვინდა საქართველოს რუკის შეხედვაც, რადგან თითქოს სილას გვაწნავს უკუმლტოლველი მისი საზღვრები.

საქართველოსთვის წელიწადის ყოველი დღე თარიღი არის,
რადგან როდის იყო, რომ არ კლავდნენ ან სხეულის ნაწილს არ აჭრიდნენ.
საქართველოს რუკის დღეს გიწესებთ:
თუმცა ბრმადაც შეიძლებოდა მისი არჩევა, მახსოვრობა ბოლოდან იწყება,
აღნიშნეთ ბოლო დანაკარგი და დაარქვით იმ დღეს სახელი _
საქართველოს რუკის დღე!..
დაე ამ დღემ ისიც გასწავლოთ, რომ ისტორია თავიდან იწყება.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:02 pm

ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



1

“მე ვარ სული საქართველოსი!..”


(გაგრძელება)

III


ღმერთი მუდმივი გამოსხივებაა.
მისი გაღვიძება ჩვილი ბავშვივითაა,
რომელმაც იცის, რომ ერთია და ყველასია და ყოველი სახელი მოსავს მცირე და დიდისა.

და არავინაა და არავისია და ყოველი მასზე ლოცულობს
და იქ სუფევს, სადაც მუდამ იყო და მუდამ იქნება.

ეს მიწაც ერთია, მოწნული თქვენს აგებულებას.
მას ჰქვია სახელი. ისევე, როგორც ყველა საგანს ჰქვია,
როცა იგი მოვლენილია.

მე ვარ სული საქართველოსი.
დამინათა ეს ადგილი სულიწმინდამ და დამიდგინა.

თქვენ გაგიგიათ ათი მცნება, დანარჩენი ათასი მე ვარ...

ღმერთი ყველაა და ყველასია და ტერფის დასადგმელიც კი არა აქვს მოზომილი დედამიწაზე.
არა აქვს მას საყვარელი ადგილი არსად:
ზღვათა, წყალთა და იმათ კენჭთოდენია მისი საბუდარი.
ვარსკვლავთა და იმათ დაყრილ ნამთოდენია.

ჩემი კი ეს მიწა არის და აქა ვკრუხავ.

“ _ შენა ხარ!..” _ ღმერთი არასდროს გეტყვის, რადგან არასდროს დასჭირვებია, რომ ეთქვა “_ მე ვარ!..”

განა ღმერთს რამე შესაბამება, მის სხივის გარდა?
განა ღმერთს ვინმე შეესაბამება, ერთი, ორი ან ათი ხალხი?

გაზომე შენი შესაძლებლობებით და გაიგებ ვინ არის ღმერთი.

მე გეუბნებით, რომ მე და თქვენ ვართ,
მე ვარ სული საქართველოსი!
მე მარცხნიდანაც წაღმა ვბრუნავ და მარჯვნიდანაც:

შენამც იდიდები, მორიგე ღმერთო,
მოგთხოვ მადლსა, გიხრი ჩოქსა,
ცა-ქვეყნის მომწესრიგებელო.
შენამც იდიდები, იესო ქრისტეო,
კაცისად ჯვრის დამბადებელო.
შენამც იდიდები, დედაო ღვთისმშობელო,
ჩვენო ძუძუს მამწოებელო.
შენამც გაგიმარჯვდება კვირიაო კარავიანო,
მარცხნიდანაც წაღმა მბრუნავო და მარჯვნიდანაც.

აემ ჭიქა-ბარძიმით, შენ გაგიმარჯოს, კოლხეთის გმირო, კბილებით ოქროს საწმისის დამჭერო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, თქვენ გაგიმარჯოთ, მესხეთო და ტაო, ძმაო და დაო კოლხისა და იბერისა.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენ გაგიმარჯოს ფარნავაზ მეფეო, საქართველოს მაერთო, მწიგნობრობის მჭედელო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, წმინდა ნინო, დედავ და დაო, ქრისტეს ჯვრის ჩამომტანელო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, ვახტანგ გორგასალო, დიდო მეფეო, მყინვარის დამკიბავო ფეხმურგვლის ნალითა.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, დიდო დავით აღმაშენებელო, სახელითა სახელიანო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, თამარ მეფეო, საქართველოს სამანის დამდებო.
დიდება ჰქონდეს დიდგორის მიწას, იქ გაზრდილმა ყმამ ერთმა ათს აჯობოს.
დიდება ჰქონდეს ლაშა გიორგისა, იღბლიან უიღბლოსა.
დიდება ჰქონდეს დემეტრე თავდადებულსა, სახელ შეუდებელსა.
დიდება ჰქონდეს გიორგი ბრწყინვალესა.
დიდება ჰქონდეს მეფე ერეკლესა, დაუთვლელად მებრძოლს, ცრემლებით ჩასულს სამარეში.
დიდება ჰქონდეს ილია მართალსა, ცოდვის გამომსყიდველსა და ცოდვის დამდებსა.

დიდება გქონდეთ საქართველოს ოთხისავ კუთხის სალოცავებო, დიდ გმირებზე შესახელებულებო, თქვენამც გაგემარჯვებათ.
სადაც სანთელი დაინთება, ქადა-პური გაიჭრება, დიდება ჰქონდეს იმ ადგილს, მიწას, ოთხივ კუთხივ საქართველოში.
დიდება ჰქონდეს ქალს, კაცს, სანთელის დამნთებს, ქადა-პურის გამომცხობს, მლოცველს და მარხულს.
.
ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი!..
მზე ამოდის, ცა ნათდება, არ გამოგრჩეთ იმისი ხილვა:
ახალი ცხოვრება იჭედება,
აბა, გახედეთ!
როგორ უხდება მათი ძვლები, ვინც დაეგო ლიანდაგებად!..

კურთხეულ იყავით, თქვენ, ნაწრთობო უიღბლოებო,
მიყრილ-მოყრილნო ძველი ქარხნის ნანგრევებივით,
ნაშალებო საბძლებივით, გომურებივით _
ახალ ცეცხლში დაიწვით მშვიდად,
არ იტიროთ, არ იწუწუნოთ და არც იხუმროთ...
ეპოქები იქ იყრებიან, სადაც პაპა და შვილიშვილი.

მე ვარ სული საქართველოსი!..
ვეღარ მიცანი?
დაგავიწყდა ჩემი სახელი?

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი:

ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი,
რომ ძაბრივით ჩაგივიდეთ ტანის ღრუვში
და გაიმართოთ.
რომ სული ჩაგედგათ.
რომ აივსოს თქვენი ჭურჭელი.
მხარი მხარს მისცეთ,
გამთლიანდეთ, გაერთიანდეთ

და იყოს ლაღი ჩემი ხალხი სხვა ხალხთა შორის,
ვით არწივი შორის ძერათა!..

აღარას ვიტყვი. შენს მიწაზე მკა არის ახლა, დროა კალოს გამზადებისა, იფქლის შეკრებისა, ღვარძლის გადაყრისა.
ავიწევი, კალთებს ავიკრეფ, ზეცას გავერთხმები.
ოქრო არის ჩემი მიწა, სალაროა, წესი არის ფხიზლობდეს დარაჯი.

ესე დარაჯი ხუთად განიყოფების:
ერთი არის დარაჯი ციხეთა, მეორე, მაღალ ადგილზე მჯდომარე, მესამე, ღამით მგზავრთა მოდარაჯე, მეოთხე, მეპატრონეთა კარის მოდარაჯე _ საქონელთა სხვა და სხვათა, ცხვარ-ძროხათა, ხაროვანთა, სადაც კი ადგილი ძელ-ხარიხებით არის მოღობილი... მეხუთე, ვინც შორიდან უმზერს და დარაჯობს...

მე ვარ ამ მიწის ხუთივე დარაჯი,
დღე და ღამ თვალმოუცილებელი, დაუჯდომელი.

ზარ-ეკლესია ვარ,
ცაში ვსუფევ, დამწვრის სუნითა _-
თქვენ ტალახაკრული!
გულში გყავდეთ, მლოცავდეთ ხალხო,
მე ვარ სული საქართველოსი!..


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:04 pm

ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



2

ძეხორციელი


(გაგრძელება)

I


ჰეი, ჰეი, ჰეი!..
მე ვარ ხორცი-ხორცთაგანი ამ მიწისა _ ძეხორციელი!..
სადაც მზე აბიჯებს და სული დადის კალთებაკეცილი,
იმიტომ, რომ ძირს ჩვენა ვართ _ ადამიანები _ ერთი ხორცის პატრონები, ერთ ხორცში მდგარნი და ერთ ხორცის მიწადმიმქცევნი...

ასეთი წესი არის ამ მიწაზე გინდა-თუ-არ-გინდა სიცოცხლისა, ამიტომაცაა, სულის ძახილს რომ ვემორჩილები:

_ ბევრი იარე, შესაძლოა რომელიმე გზა აღიმართოს და ცაში შეგაგდოს!

ბნედიანმა ვწერე და ვხატე და რა გამოვიდა:
რაც თვალმა იხილა, ყველაფერზე ატირდა გული
და თვალისჩინს ცრემლი დაეფარა.
ამიტომაც, რაც ამ ფურცლებზეა,
ცრემლიდანაა სულ გამოხედული.

შესაძლოა სხვამ სულ სხვა თქვას ჭეშმარიტება
და ცხოვრებაც სხვაგვარი განჭვრიტოს.
მე მოკლებული ვარ ასეთ უნარს _
რასაც ვხედავ, ისა მჭვრეტს თვითონ!
ეტყობა, რომ ვარ ავადმყოფი
და ხალისი დაკარგული მაქვს.

სხვავ, სხვავ, მიწაო და ცავ, გაუცხოებულო ვარსკვლავო და გზავ,
მიწყივ ოცნებაო, სხვაო, სხვისა სხვავ...

ჰეი, ჰეი, ჰეი!..
მე ვარ კენჭი-კენჭთაგანი, ძვალი-ძვალთაგანი და ნაფოტი-ნაფოტთაგანი _ ამ მიწისა, სადაც სული დადის კალთებაკეცილი,
იმიტომ, რომ ძირს ჩვენა ვართ _ კენჭი, ნაფოტი, ძვალი, ძაღლი და ადამიანი...
ქუჩაა, გზაა, სახლები დანგრეული, მინებჩამსხვრეული
და მტვერი და ტალახი, ტალახი და მტვერი
და ორთავე მტერი სუფთა სამოსისა:
ცოდვაა მშობელი,
სულ რომ ცდილობს სისუფთავეში ამყოფოს თავი
და შვილებისთვის ტალახს ვერა სცდება.

ჰეი, ჰეი, ჰეი!..
მე ვარ ხორცი-ხორცთაგანი ამ მიწისა,
ძვალი და ტყავი, რაც მებოძა დაუშურვებლად _
მინდვრის ნაყოფი, ცხვარი, ძროხა
და გამჭოლი დერეფანი აწმყო-წარსულისა,
რომ რიგრიგით ვაფარო თავი.

და მიხარია, რომ ამათგანი ვარ _ კენჭთაგანი ვარ, ქვათაგანი ვარ,
ხეთაგანი ვარ, გოროხთაგანი, კეთილთაგანი, ბოროტთაგანი... და რომ ერთი ვარ,
ერთი ვიყავ და ერთი ვიქნები.

რომ თან სურვილის ნერწყვი ახრჩობს ყველას ჩემი,
თან დორბლი სდის სიძულვილისა.

რომ ისეთი ყვავილი ვარ, რომლის სუნიც მაშინ მისდით, როცა ვშორდები.

რომ ამას ახლა ვამბობ, არავისი წყენისთვის, რომ რაც კი მიცხოვრია, თურმე გულისტკენისთვის, რომ არც ერთი ვინმესთვის და არც დანარჩენისთვის, ჩალის ფასიც არ მადევს, თურმე აღმაფრენისთვის... ახლა გკითხავთ ეჭვისთვის _ ადამის ძის სენისთვის _ ღირდა, ფეხის წამოკვრა ასეთ აღმოჩენისთვის?..

აღარავის აღარ ახსოვს შენი ბესიკი,
თითქოს ზვავი გამტყვრალიყოს სადღაც მთებს იქით,
თითქოს მკვდარი გაერიყოს სადღაც ზღვებს იქით...

აღარც ტკბილად იგონებენ,
აღარც დარდობენ,
ვისაც ვარდებს არ ესვრიან,
ქვანი ვარდობენ.

განდგომია მას ყოველი, თავის ლექსიც კი,
მარტო დარდებს არ ეთმობათ, თავის ბესიკი...

იქნებ დედაჩემის კვნესამ გამიყვანოს ჭეშმარიტ გზაზე...
რომელიც თითქოს იმიტომ გარდაიცვალა, რომ ჩემს ნუგეშისმცემლად შობილიყო. სიცოცხლეში მისი ნუგეში ჩემში ადგილს ვერ პოულობდა.

სული ავივსე სახეებით. ვერთობი და მონად ვუხდები. მძიმდება ჩემი ნავი ცნობისმოყვარეობისა: ჩემი მოპატიჟებულებია, ვის დავაბრალებ... და ვოცნებობ, ნეტა ჩამძირაო...

რამდენი ეძებს ჩემს სულს, ხოლო ხორცი სად დაიმალება.

ერთ დაკარგულ სოფლის მოედანზე _ რადგან რაგინდ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს სოფელი, გაიხსენებს სიამაყეს, თუ სხვად ეჩვენე. რაგინდ მთის ფერდზეც არ იყოს, რაგინდ მეწყერიანზეც, სალაყბოსა და თავშესაქცევ ადგილს არ დაილევს. ერთობა, მასხრობს, ჰყიდის, ყიდულობს და ერთი თვალი მუდამა აქვს უცხო კაცისთვის. არ მიიღებს, თუ სხვად ეჩვენა. და წავა უცხო მართლუკან, სახლში. დედა დახვდება. დაიძინებენ. სიტყვას არ იტყვიან. საუკუნიდან საუკუნეებზე ბილიკი სულ არის, ჯვარის საზიდი. მაგრამ არ არის ძალა და რწმენა.

გაუქმებული გომურები, საბძლები, მოხუცი არ მიიბჯენს არგანს, ბავშვი არ თამაშობს...
სახლია და კედელზე არ კრთიან ლანდები, ეზოა და ქარი სარეცხს არ აფრიალებს.

თიანეთში ვარ, სახლში ვარ, უკვე აცივდა, მზე ღრუბლებიდან იყურება, ღველფი ნაცრიდან. ადექი, ქარო, მოგვეშველე, ღრუბლებს უბერე, შენც, ჩემო თავო, მიიწიე სკამი ბუხართან... წინ ტაბლა დაიდგი, სუფრა გაიშალე, მოიქეც უხვადა, ხომ არ დაგავიწყდა, სამიოდ ხინკალი _ გაქვს გასახუხადა...

აღარც მკლავი მიჭრის, აღარც ყური და აღარც თვალი,
აღარც რამე დამრჩა მისავალ-მოსავალი...
ასე ვარ მე.
მხოლოდ სევდა დამრჩა ძველი მე ერთგული,
როგორც მერცხლის ბუდე შემოშენებული,
იმას არ ეშლება ჩემი მისამართი
და მეწვევა ხოლმე დილა-საღამოთი...
ასე ვარ მე.
ქარით გამოიცდება ჩემი ჩაცმულობა,
ლაპარაკით _ გარდა-გადასულობა...
ასე ვარ მე.

თუ მშვიდობაა, მშვიდობა იყოს, რომ აღარ იყოს გაუგებელი
და ბნელ ღამეში არ გაირიყოს, მიმგებებლისთვის მიმგებებელი...
თუ ცოფობაა, ცოფობა იყოს, რომ აღარ იყოს სხვა სხვის მძებნელი,
სხვა წყალს რომ გაჰყვეს, სხვას გაირიყოს,
მიმგებებლისთვის მიმგებებელი...

იქა ვარ, მიწიდან ცამდე რომ ბზარია,
სოფელ-ადგილია, არაფრისნაირი,
ცაზე მთვარე მიდის თავისავ დაირით,
ეკალს მოიყოლებს დილისკენ ჰაერი...

უმგლო ყმუილი,
უძროხო ბღავილი...

სამყარო მუდმივი გამოსხივებაა,
გული შეუშვირე და პოეტად მოიზილები.

რადგან, ის კი არაა პოეტი,
ვინც დაწერა ერთი ლექსი ან ასი ლექსი,
პოეტი ისაა, ვინც სული მოჰფინა.

გმირები წინათ იყვნენ, როცა იყვნენ ურჩხულები და გველეშაპები. ახლა ხალხია.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:05 pm

ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



2

ძეხორციელი


(გაგრძელება)

II


როგორ მინდა დავწერო წიგნი _ ფოთოლ-ბალახთაებრ _
ამ უბრალოთაებრ, ამ ბუნებრივთაებრ...

მაგრამ, ვაი, რომ დავწერ ადამიანთაებრ,
ჩვეულებრივთაებრ და სულმოკლეთაებრ.

_ როგორ იყო, წიწკურას ფოთოლი რო გამოეკიდა?
_ აბა, კაცო! ძაღლი მეგონაო. გავრბივარ და მომდევსო, თან აქეთ-იქიქით ატყობინებსო. წამოიშალნენ სხვებიცაო, მომდევენ სისინითაო, ზოგი ზურგზე მახტებაო, ზოგი ფეხებში მებლანდებაო, წამოვედე ხიდან ჩამომტვრეულ ტოტებსაო, დიდი ქარიშხალი იყოო, წამოვედე და წავიჩოქე კიდევაც დამშრალ რუშიო, სანახევროდ ფოთლებით იყო ამოვსილიო. ჩავწექიო, მეამაო... გადამშხუვლეს ძაღლებმა ზედა და წავიდნენ გზაარეულებიო.
აქ გავიტრუნებიო, უფიქრია და ჩასძინებია. ორხიდიანს გადაუვლია და ცოტა ჩაუბრეცია, მეტი არაფერი, გადარჩა...
რო გავიღვიძეო და ამოვძვერი ტოტმატიდან და ფოთლებიდან, არ მეამა, ქვეყანა რო დავინახეო, ისევ ისეთი ჩანდა ეს შობელძაღლიო... იმის მერე სულ მგელ-მელიაობა მინდაო...

ადამიანი არა მარტო დღეებისაა, ჩვევებისაა, იგი ჟღერს კიდევაც. ამიტომაც არ ეკარგება არც თავის თავს და არც სამყაროს.

არავინ არ ფიქრობს, რომ წიწკურა როდესმე სმას თავს დაანებებს, მარტო იმას ელიან, როდის მოკვდება. ის კი, ერთი კვირაა ზუსტად, გაჩერდება ჩემი სახლის წინ, სადაც ხეების ჩრდილები მეჩხერია და მთვარე მთელი ძალით ანათებს, მიწას შეეხორცება მთვრალური რხევით, სიამაყეშემატებული, რომ დგომა შეუძლია და მთვარისკენ პირმიმართული ფიცს წარმოთქვამს:
ერთხელ ცოცხალმაც უნდა თქვას, რასაც იფიქრებს მკვდარია _
აჰა, აღარ ვარ ცოცხლებში, ეგეც სამარის კარია,
ვისაც გეწყინათ, გეწყინათ, ვინც არა, გაიხარია,
წყალი უწყლობას ჯობია, გინდ იყოს ნიაღვარია,
მე ყველაფერი მიყვარდა, ტკბილი იყო თუ მწარია,
აქ ყველაფერი ბევრია, არასად მოსახმარია,
ბევრი ჰყავს მარჩევალაი, ზეზეულ ჩამომხმარია,
ჰხედავენ _ ცოცხალი არი, ხელთაღებული _ მკვდარია,
წყალსაც რო დაეწაფება, სისხლისა ნაგუბარია,
_ თუ არ გიყვარდა, რად ღვრიდი _ შამაიჟღერებს ზარია,
სახილვებელი ცოდვისა მუდამ დღე-ღამე არია,
რო გამოვსწორდე, დრო არი, თუმცა კი დავიღალეა,
ერთხანს ცოცხალი მეც ვიყავ, ამისი მოუბარია...

_ ეეე! საჭმელს ვინ არ დაუმარცხებია!.. რამდენ მეფეს გადასხმია, რამდენს გადასცდენია, რამდენი დაუხრჩვია, რამდენს მეტი მოსვლია, რამდენი ამდგარა და თვალი საჭმელზე დარჩენია, რამდენი მოწამლულა, რამდენი მოუწამლავთ... მაგრამ მეფეს არავინ მისცემს შენიშვნას, მე კიდევ ცოდვების მონანიებაში სუ გამზადილი ვარ... უკუღმა ვეჯექი საჭმელსა და იმიტომ მომივიდა. კედელს რო აშენებენ, ტრაკუკუღმა კი არა დგანან, ან თვალდახუჭულები, სულ ზომავენ და წონიან, სულ ვარაუდობენ, იმიტომ, რომ წაღმაც შეიძლება საქმის კეთება და უკუღმაცა. ადამიანიც ეგრეა, თუ ერთი აგური უდევს უკუღმა, კარგი არაფერი ელის. ადამიანის მოგონილი არ არის წაღმა-უკუღმა, თავიდან სულ ყველაფერი ეგრეა გაჩენილი, ადამიანი კიდევ იმისთვისაა, რომ გაარჩიოს, წაღმა უნდა თუ უკუღმა...

_ როგორ ხარ, ვანო? _ ცუდად, რავი... იყავი ცუდად, ვის რა ფეხებს მოჭამ. _ ცუდად ვარ... შე კაი დედ-მამის შვილო, ერთხელ ისა თქვი, კარგადა ვარო, ფასს ხო არა გთხოვენ, იქნებ ბედი შეგიტრიალდეს...
_ ნუ იტყვი ეგრე, ის კაცი მართლა ცუდად არის, მელაპარაკა: _ როგორა ვარ, იციო, თითქოს კანქვეშ მემბრანასავით აპკი მაქვს გადაკრული და ყველაფერი ზედ უკაკუნებსო. კრამიტის მაგივრად რო შუშა ეფაროს სახლს და ჭერი არ ჰქონდეს, წვიმის ხმა, ხო იცი, როგორიც იქნებოდაო, ესე ვარ მეცაო. ვერც ხმას, ვერც მანძილს სწორად, როგორც სინამდვილეშია, ისე ვერ აღვიქვამ, ისეთნაირადვე ვერ ვაფასებ, გაზვიადებულად ვხედავ და მეყურება და სულ იმის განცდებში ვარ... ჭერი დაბლა ჩამოდის, კედელი იქცევა, ჭურჭელი ცვივა, ბალღი ვარდება... ადამიანის აგებულებას კანქვეშ ჰქონია თურმე ისეთი გარსი, რომელიც ანელებს და ინელებს, შთანთქავს, აქუცმაცებს გარესამყაროს ზემოქმედებას. ასეთი გარსი, მე ან სულ არა მაქვს, ან იმდენად გლუვი და დაჩლუნგებულია, რომ ვერ მიცავს გარესამყაროსგან. ექიმმაო: _ შენთვის ჯერ ფსიქიკაა და მერე საგანი და იმის რეალობაო, ამიტომაა, რომ სინამდვილეს არასწორად, არაადექვატურად, გაზვიადებულად, არაჯანსაღად აღიქვამ, ვიდრე ის სინამდვილეშიაო. ემოცია მიგირბის წინ, ვიდრე სინამდვილეს შეეხებოდეო და რაკი მიგასწრებს საგნამდე, მერე უკვე თავის თავში გატარებულს გიჩვენებს და შენ ვეღარც ნამდვილ საგანს ხედავ და ვეღარც შენს ნამდვილ თავსაო... ჩემი ცოლი ეუბნება: _ ექიმო, რომ დაწვება და დაიძინებს, თქვენ რომ მაგის კვნესა მოისმინოთ, გაგიჟდებითო, გეგონება საკუთარი ცხედარი უსვენია წინაო.

ეეჰ, მაინც კი, ცხოვრება არაა ცხელი ტაფა... დედაჩემი იყო ლაღი მომღერალი და ლაღი მებრძოლი.

_ კაცო, დღეს რა დღეა, მართლა? დილას ზემო უბანში მინდოდა წასვლა და მაშინ ვიკითხე, არ იცოდა არავინ, მე კიდევ, რაკი სახლიდან მინდოდა გასვლა, ორშაბათი მეგონა...

_ არაფერი ვართ და ქართველები მაინც ვიყოთ! ეგეც თუ არა, აბა სხვა რაღა ვართ, ძვალი და ტყავი ვართ? მარტო ქონაზე ჰკიდია ჩვენი ფიქრი? ადრე, გარაჟში რო ვმუშაობდი, იმდენი ფულები ჰქონდა ხალხსა, რო ვერ ითვლიდნენ, მაგრამ შიშით ტრაკები სველი დაჰქონდათ, ერთი აღარ არი ცოცხალი, ვერ გაუძლეს ნერვიულობას. მე კიდევ ვმუშაობდი და ვიყავი...
ახლა მთელი დღეები თოხი და ბარი მიჭირავ ხელში, ავდარი როა, მიხარია, წამოწოლილი გავყურებ ფანჯრიდან...

_ ჩიტებივით იყავით, ნურაფერზე იზრუნებთო... აკი გაგვაცალეს ბუმბული!.. ბალღი რო ისტორიას სწავლობს ხოლმე, დედამისი ხმამაღლა აკითხებს, მე კიდევ ვერ ვუძლებ იმდენი უბედურების სმენას და გარეთღა გავვარდები ხოლმე... ერთი დიდი მეფე გვყავდა ძლივსღა და იმანაც სინანული დაგვიტოვა ანდერძად. შე კაი კაცო, ამდენი საქმე გაუკეთე შენს ხალხს, მკვდრეთით აღადგინე, ღმერთის საამო საქმე არაა ეგა... რას უყურებ ებრაელთა მეფე დავითსა, იმის თავშიცემასა და მოთქმას. იმას იმდენი ცოდვები ჰქონდა, რომ შიგ აღარა ჩანდა, ეშინოდა სიკვდილისა, ჯოჯოხეთისა და ღმერთსღა ევაჭრებოდა სასუფევლისთვის... შენ შენი ხალხისთვის დადნი და გათავდი, ხალხები არ გიწყვეტია დედაბუდრიანად და კაცი არ მოგიკლავს, რომ ცოლი წაგერთმია... ისე, ოხრები კია, ხო იცი!.. სადაც ბერსაბეს ახსენებენ, იქვე დაუმატებენ _ ურიას ცოლიო _ ქმარს არ აშორებენ ცოლს და ცოდვიანს კიდევ _ ცოდვას.

ვარსკვლავებია, მთვარე კი არა, ძაღლები ყეფენ, არ ჩერდებიან, იქ არაყს ხდიდნენ, მორჩნენ, წავიდნენ, ეზოში ცეცხლის ნარჩენებია. აქ კი, ეზოში კაცი დგას მარტო, რა გააკეთოს, არც კი ეფსმება. სახლშიც ბნელა და გარეთაც ბნელა, დალევდა, მაგრამ, რომც არ ესმება!.. რა გაათენებს ამოდენ ღამეს, არ ნაძოძდება ფარდა ძონძებად, ადის სახლში და ხელისცეცებით, დაისხამს, არც კი დაილოცება. თავის დაწყევლა იგივ ლოცვაა, ამოკვნესება პირჯვარი არის, ღარიბ კაცს ნეტა რა შეაშინებს, უშეშ-უშუქობა, წვიმა და ქარი...

სოფლის ახალ ეკლესიაში წვიმა არ ჩამოდის, რადგან არავის არ დაეცემა. მღვდელი ასწავლის რამდენიმე ბეჩავს მორჩილებასა და სიყვარულს, წირვის შემდეგ ისინი ბეწვივით წვრილი ბილიკებით წავლენ სახლებისკენ, რადგან გზები და ქუჩები სხვას ასწავლიან.

_ გძულდეთ!.. რადგან ტკბილი არის სიძულვილი უმეტეს თაფლისა და მათრობელია უმეტეს ღვინის...
_ გძულდეთ!.. და თუ ჯერაც არავინა გძულთ, შეიძულეთ დაუყოვნებლივ!..
გადასწევთ სარკმელს და მზე კი არა,
ის შემოანათებს.
გძულდეთ!.. რომ წერია, გიყვარდეთო, იმას ნიშნავს, რომ უნდა გძულდეთ.
რადგან ყველაზე ძლიერი გრძნობაა, იმდენად ძლიერი, რომ სიძულვილი მოყვასისა _ სიყვარულია... და მტრის სიძულვილი _ სასუფეველი.
როცა გძულთ ვინმე, პირველ რიგში ეს შიში არის, შიში კი, მოგეხსენებათ, სიყვარულია.

საქართველო არ არის,
საქარველო იყო,
გაახილე თვალი,
გაიხედე, ბრიყვო!
საქართველო არ არის,
საქართველო იყო.

საქართველო არ არის,
საქართველო მორჩა,
დავიწყების გზაზე
წასულიღა მოჩნს,
საქართველო არ არის,
საქართველო მორჩა.

საქართველო, კარგი,
საქართველო, ძველი,
საღალატოდ, სამტროდ,
მუდამ სასურველი,
საქართველო კარგი,
საქართველო ძველი.

საქართველო მორჩა,
ტურფად სახილველი,
არის წყალი, ჭალა,
არის მთა და ველი,
საქართველო მორჩა,
ტურფად სახილველი.

დაუპყრიათ მიწა,
დაუჭრიათ ასად,
ძველთაგან ნაჭერი
ხმლის და სისხლის ფასად.
საქართველო იყო,
აღარ არის არსად,
დაუპყრიათ მიწა,
დაუჭრიათ ასად!
.
მომე ჩემი ხმალი,
ბიჭო, ალექსანდრე,
მე და შენ დილაზე
უნდა ავდგეთ ადრე,
მომე ჩემი ხმალი
ბიჭო, ალექსანდრე!

ჩვენ არ დავიჩოქებთ,
საქართველო გვინდა,
დედა არის ჩვენი,
მანდილია წმინდა,
ჩვენ არ დავიჩოქებთ,
საქართველო გვინდა!

აღდგებიან სხვებიც,
გაიღვიძებს ერი,
საქართველო კვლავაც
იქნება ძლიერი,
აღდგებიან სხვებიც,
გაიღვიძებს ერი!

_ მხედავ, როგორ ვჭამ? რა გიჟივით და ნერვიულად!.. მომდევს ვინმე, რომ ჭამაშიც არ მესვენება?
დიახაც, მომდევენ!..

მომდევს მიწა თავის ტყიან-ბალახიანად, მომდევს სოფელი, ძე-წულიან-ქალ-კაციანად, თითქოს მთელი ნახევარი საუკუნე ან კაცს ემეგობროს ჩემთვის მეხსიერად, ან ქალს მოეცეს წესიერად... და მაინც მომდევენ: მომდევს წარსული ტყავშებურულ, გაცოცხლებულ საქონლიანად, ჩემგან გაცვეთილ ქალმებიანად, მირთმეულის და ჩანაცეცხლის ჯამებიანად... შენ მომდევ და ისინი მომდევენ, მომდევს ჩემი ბედოვლათობა, უძლურება, უღმერთობა, უკუღმართობა, ფეხის ხმითა, შრიალითა, სისინითა, თვალების ბრიალით... რომ სოროშიც ვერ ვემალები... თუმცა ერთგულად მდარაჯობენ დედის სახლი, მრავალსაკერებლებიანი და ეზოს ხეები პერანგიანები.

ყველას უნდა მოწებება, როგორც ფოთოლს მინაზე, მე კი ყველა მეშორება, მე დავკარგე სინაზე, თუ რაღაცა ამოშენდა, ჩემში, როგორც კედელი, და არც გული ეკარება, აღარც თვალი მძებნელი, ყველას უნდა დამაბრალოს, რომ რაღაც მემართება, სიხარულიც, წამიერი, მხოლოდ ბავშვზე გაკრთება, არაფერი არ მახარებს, მომწყენია ყოველი, ცოტა კიდევ რაღაც დამრჩა სხვათა მოუძოვნელი, სხვათა გასაბჭობელი და სხვათა ჩამოსათვლელი, გაჯიუტდა ჩემში რაღაც, როგორც ქარში სარკმელი, დაიხურა ჩემი გული, ჩემი სული დაიხშო, სველ ფეხსაცმელს შუაღამის გზა და ქარი გამიშრობს, ოღონდ ჩემი სული დამრჩეს, რომ გავიგო, რაც არის, ახალ ცეცხლს არ მივაყარო, ოღონდ ძველი ნაცარი...

_ წეღან აქ ვიღაც შემოვიდა... კაცი იყო, ქალი იყო, ვერ დავადგინე.

ჟამი იცვალა, მაგრამ აბა, თუ ღალატობს მამაძაღლი მამაძაღლის ძველისძველ სახეს.

ნახეთ, კაცი როგორ არის ხორციელად გამწარებული, რომ განუდგა მას თავის სულიც.

ამათ ხორცი უნდათ ჩემი, მე _ ჩემი სული.

კაცები აფსამენ ხეებს. ქალები მას ეყუდებიან, რომ არ ჩაიკეცონ.


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:07 pm

ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



2

ძეხორციელი


(დასასრული)

III

ყველა შეხვედრა ცოდვაში მაგდებს და ვისყიდი ჩემი ნაწერით.
ბნელ სოფელში ვარ... რა კარგია, რომ სიტყვა ძალდაუტანებლად არის ნართაული, ბნელ სახლში ვარ, ღმერთო, დამიცავ!.. გუშინღამ აქ ლოთები იყვნენ, ბევრი ნამწვი დატოვეს, აბდაუბდად დაყრილი. გამხირულდნენ, კაცობა შეისხეს ცარიელ ძვლებზე, მღეროდნენ ლაღად, უბედურები...

მთელი ცა ჩემზე ჩამოიცალა, გათენდა, გაქრა ბოლო ვარსკვლავი, და რომ ვიკითხე გაკვირვებულმა, ყვავილმა გულზე მომადო თავი... რა უნდა მეთქვა გულუბრყვილოსთვის, ოდნავ შევეხე ნამიანს ხელით და მომაჩერდა კითხვით ყოველი, რითაც ამ დილით ხარობდა ველი.

ზოგს ებრძანა ამ სოფელში სიყვარული გაეთამაშნა:
ესენიც განუწყვეტლივ იწვნენ, განუყრელ-განუწებებელნი, ოთხ ხელსა და ოთხ ფეხს, ორ თავს და სახეს, ორ ყელს, ორ-ორ მკერდსა და მუცელს,
ორ-ორ ზურგსა და ტრაკს, ადგილს უცვლიდნენ, ატრიალებდნენ, აწებებდნენ, ხელს გამოაცლიდნენ, ფეხს გადაადებდნენ, შედი-გამოდიოდნენ ბურანში, ძილში, ოფლში, ნამში, მშრალში, შუაში, კიდეში,
გაყრილ-განუყრელები, სუპერწებოიანები, რეულები მორევში... ორშაბათს დაიწყეს და ეს იყო მეორე _ მათთვის, ვინც ითვლის... ეძინა გოგოს, როცა ბიჭი გავიდა გარეთ და გაუკვირდა ყველაფერი, რაც კი რამ ნახა, პური იყიდა, ყველი, ყავა და ყოველივეს ჩქარა-ჩქარა გამოექცა ჰაერიანად, რადგან ტანზე გოგო ეწება, გოგოთი იყო განმსჭვალული და გოგოსთან ეჩქარებოდა.

მას შემდეგ, რაც ბუნება პირველ ყინულს ჩააგდებს წყალში, მე მიწყებს მიზნებას. დამდევს, დამდევს, მისაფრდება და რომელიმე საღამოხანსაც, ნამუშევარს, ცოტა ნაოფლარს, ან ჩამომჯდარს, ან ვინმესთან საუბარში თოხს ჩამოყრდნობილს, მიაღწევს მიზანს და თავის ყინულს მახვედრებს მკერდში... და მას მერე, შემოდგომის გრძელ ღამეებში და ზამთარში და გაზაფხულზე _ ვიდრე კარგა არ დათბება, დილის ოთხი საათიდან, სახლში, ეზოში, ფოთოლგაცვენილ ხეებს იქითაც, გამოსაცნობ ხმად გაისმის ჩემი ფუხფუხი _ იმ ადგილებში და იმ ზეცის ქვეშ, სადაც აქამდე გაისმოდა ან მგლის ყმუილი, ან ძაღლის ყეფა, ან ძროხის ბღავილი.

ახლა, ჯერ კიდევ რომ სძინავს მიწას, დილა უწვალებს ღილს საყელოსი, ვიღაც ახველებს, გზა გაიარა, სჩანს, კაცი იყო სხვა უბნელოსი, უუბნელესი ღამე თენდება, ფაციფუცშია ცის ანგელოსი, მეძინებოდა, რა შემარყევდა, სული რომ არა საქართველოსი... რა მომიტანა, ხედავთ, ძიებამ, კმა ვარ მე ჩემი გასამრჯელოსი, თუმც რაც მეგონა ყოვლის ადვილი, აღმოჩნდა ყოვლის უუძნელოსი.

აუუ, აუუ, ყმუიან მგლები თოვლიან გორებზე და ცხელი დორბლით ყინულს ადნობენ. აუუ, აუუ _ ყმუიან.

ძვირფასტვირთიანი ქარავანი კი მიდის გზაზე. ვირები, ჯორები, ცხენები... აკიდებულ ტვირთქვეშ თბებიან და სცხელათ კიდევაც და თივა-ქერიც ახალი ნაჭამი აქვთ... აუუ, აუუ... ამათი ბარკლის ძირები, ცხელი სისხლი რომ შეესხურებათ... ვიწრო გვირაბს გაივლიან და ქალაქში შევლენ. გაეტევიან? გვირაბის ძირზე ჩამოჟონილი ქანების წვენია, ქაჩაჩებისთვის საამო. ტკბობა ელით მრგვალჩლიქიანებს.

უკვე ქალაქში მიაბაკუნენებენ. აუუ, აუუ, გადმოდექი აივანზე, მზეთუნახავო, მიაქვთ ჩემი თავი შენი სახლის წინ, გადმოდექი, გადმოიხედე, დაამთქნარე, ან მოიფხანე კოღოს ნაკბენი, სადაც გეამოს, მიაქვთ ჩემი თავი შენი სახლის წინ... რატომ გეძახი? რატომ გაღვიძებ? იმიტომ, რომ, თუ გულგრილობაა და ფეხებზე დაკიდება, შენი იყოს მზეთუნახავო, ბუდეშურის ფეფებიანო. აუუ, აუუ... უძახილოზე გამოიხედავ და დაძახილზე უკან შებრუნდები, ათას ტყუილზე გაცდები და ერთ ნამდვილზე არ შეირხევი, ათასჯერ იღვიძებ და ერთხელ არ იღვიძებ, ათასჯერ აკოცებ და ერთხელ არ აკოცებ, იმიტომ, რომ ნამდვილი უნდა გამოგრჩეს... ათას დღეს გაიხსენებ, მზეთუნახავო, და ამ დღეს არ გაიხსენებ, როცა ერთადერთხელ მიაქვთ ჩემი თავი შენი სახლის წინ...

ერთხელაც ისე დავიგრუხუნებ იმ მსხლის ხიდან!.. დამუქრებული ვარ.

ის მსხლის ხე ისეთი მაღალია, რომ მგონია, ანგელოზები იმით ადი-ჩამოდიან ცას. ოღონდ საღამოხანობით, რადგან დილიდან ისეა გაწეპილი სიტკბოთი იმის ფოთლები, რომ უხერხულობას შეუქმნის ანგელოზს...

ის მსხლის ხე ყველაზე ბოლოს დგას ეზოში და სხვა ხეებს თავზე გადმოჰყურებს. მისკენ გახედვა არავის აფიქრდება, თუ ბაყაყი არა ყიყინებს ზედ, ან თუ ძერამ არ გაჰკრა ფრთა, მას შემდეგ, რაც კრუხ-წიწილს დააფრთხობს, როცა ჯერ არავინ იცის, მოიტაცა თუ არა რამე და მსხლის თავზე რომ გადაიფრენს, ცისკენ წასულს თვალს გააყოლებენ... ან თუ მე არ მივიდგამ მაღალ კიბეს და ყველაზე მაგარი ტოტის ხავსიან უნაგირზე არ გადავჯდები... გამოიხედავენ _ არ ჩამოვარდესო.

ახლა კი, როცა დავიგრუხუნებ, პირდაპირ კი არ გააგრძელებენ ყურებას, როგორც სჩვევიათ. ცისკენ, ზემოთ, ძერის საფრენს გამოხედავენ და მე მიხილავენ.
მე ვიქნები იმ გრუხუნში.

ისინი ვინ იქნებიან, ვინც გამომხედავენ?
ჩემი სახლის ძველი ბინადარნი, ჩემი წინაპრები. ყველას როდი შევსწრებივარ და მინდა, გავიცნო.

ქალები, ხშირად, თავიანთი აღტაცების გამოსახატავად ამბობენ:
_ წაიქცევი, ისეთია...

ხალხს ახალი სენი შეეყარა _ ძაღლთმოყვარება. თითქოს დანარჩენში უკვე გამოიხატნენ და არ დაუფასდათ:
აგერა, კაცი, საუბრობდა თვისებრ კაცთან, როგორც სჩვევიათ _ ამაღლებულ-დადაბლებულზე, ძაღლი კი კუკავდა და უყურებდა ორივ შეუნძრევლად და თვალებით ნაქნავს სწონიდა და უმოწმებდა მონელებულსაც __ გემოთი არ გაუსინჯიათ.

ორი ქალი საუბრობდა (მიწა ჩაებრიცათ) ორი ხელძაღლითა _ რას ისაუბრებდნენ!.. და გატაცებულნი, რომ იყვნენ დიდად, ცუგამ ცუგა დამაკინტლა იმათ კალთებქვეშ.

ზედაპირულები: აიძულებენ ყმაწვილ პიანისტს რომ რამე დაუკრას და არ უსმენენ. იმ წამიდან სხვაგან არიან.
ზედაპირულები: თავს მოიკლავენ, სანამ ბეჩავი მწერლისაგან წარწერიან წიგნს მიიღებენ და იმ წამიდან უკვე აღარ ახსოვთ.
ზედაპირულისთვის ყველა წიგნი წაკითხულია, თუკი ერთხელ მოჰკრა თვალი, გინდ სხვის თაროზე.

ნუთუ ლექსიც კი ბავშვის ბაგით გამოიცნობა?
ყოველი სიტყვა, გრძნობ, რომ თითქოს განაჩენია,
რა ყალბი იყო სიყვარული, როგორ იგრძნობა,
ის ერთი სტროფი წაეშალა პოეტს, ერჩია...
ეჰ, რუსთაველო, დამთრგუნველო გურამიშვილო,
სიტყვას იტყვით და მიზანი არ დაგიცდებათ,
ეჭვებით შველით ადამიანს, თუ რამით შველით
და თურმე ლექსიც ბავშვის ბაგით გამოიცნობა.

რა იჭვნეულად მიყურებს ძაღლი, თითქოსდა ფიქრობს, რა ესაქმება, აქ, ამ უბანში და ამ ქუჩაზე, რა უნდა, მოფსმა თუ გულსაქმება... როცა სულ სისხლით მოიპოვება, ყველა კუთხე და ყველა კუნჭული, ყველა ხის ძირი და ნაგვის გროვა ათასჯერ არის ფსლით მოსინჯული...

სად არიან ბიჭები აბუჩაანთ მართასი? _ ალთაში და ბალთაში, ალთაში და ბალთაში... არა ჯაჰანდაბაში? არა დოზან დაბაში? _ ალთაში და ბალთაში, ალთაში და ბალთაში...

უნდა კაცმა დაგინაყოთ ეგ კაკლები ჩაქუჩებით, ასე ხალისით რომ მიგყავთ წასაგებად ჭაბუკები, და გმირობას რომ ანიჭებთ მაგ ობობა ორდენებით, ფარაჯაში როცა ბიჭობთ ბებრები და გოთვერნები, ჩაისაც სვამთ, ღვინოსაცა, არაყსაცა, ბორჯომსაცა, დაითვრებით, გაიხსენებთ გარდასულსა ყინჩობასა _ რა ჯობია ბიჭობასა, მორჭობასა, მირჭობასა...

დედა გამხდარა ავადა, ვინ მივა სანახავადა, ფანჯრისაღა აქვს იმედი, თვალისა გასართავადა...

ხე იყო, აღარც ხე არი, არც ტყეა, სადაც ტყე იყო, დედა ვუტირეთ მიწასა, რაკიღა ჩვენი ტყვე იყო...

არავინ შემოსულა ხელმრუდი და ქურდია, მაშ თოხი რამ გააქრო, აქ რომ მივაყუდეა?
_ ქურდს უწინ ერქვა ქურდი, ახლა ყველა ქურდია...

მთავარია არა გწამდეს არც დღისა და არც ღამის, არც პეტრესი, არც პავლესი, არც შოთა და ვარლამის, არა გწამდეს არც მოთქმისა და ჰარიჰარალის... მაშინ აღარ გეშინოდეს ქვეყანაზე არავის:
ვინ რა თქვა და რა იცოხნა, ვინ რა გამოიხოცა,
_ იყო მიწა?.. _ კი, ბატონო!.. _ შენ იყავი?.. იყო ცა?..

ხალხი მინდა დავინახო, ხალხი, ადამიანები, არა ასე ჯაბანები, ათასნაკლულიანები, ხალხი მინდა დავინახო, ხალხი, ადამიანები. არა თავის ჩამყურენი, სხვისი დამაზიანები, მიმთქმელები, მომთქმელები, დიდ-პატარით ჭიანები, ხალხი მინდა დავინახო, ხალხი, ადამიანები, ლამაზები, სათნოები, ჭკვიანები, გზიანები, თვით ხომ მოუწყინარები, სხვისად ენაწყლიანები, არაზედაპირულები, ქრისტეს ჯვარ-ჯავშნიანები, ხალხი მინდა დავინახო, ხალხი, ადამიანები... მერე თუნდაც აღარ ვიყო, მივალ მე ნა-გვიანები, ოღონდ ხალხი დავინახო, ხალხი, ადამიანები...

ადამიანს ყოველთვის აქვს იმის განცდა, რომ მისი ცხოვრება სადღაც იწერება.

სიბერე გახდა სამარცხვინო: მოხუცებულებს ჯერ რცხვენიათ და მერე უჭირთ.
ასეთი გამწარებული დევნა სიბერისა ჯერ არ ყოფილა. კეთროვანებსაც ასე სდევნიდნენ და სხვაგვარად მოაზროვნეებსაც.
მოხუცებში არის აზრიცა და გამოცდილებაც.
ჩვილი გონების ახალუხლებს კი ცარიელ დაფაზე უჯობთ თამაში.

სინდისი რომ წინ დაუხვდეთ, გადაალაჯებენ და ისე წავლენ, თუ შეარცხვინა, პირს ამოუქოლავენ.

გაუსინჯე გემო სიბერეს და გამოსცილდი. დაიმახსოვრე მისი სუნი, მისი ჰაერი და იმ კარში აღარ შეხვიდე.


ნეტა ვინ არის ის ვანო, რომ ახსენებენ ესენი,
“ვანომ თქვა”, “ვანოს ვუთხარი”, და სხვა ათასი ტექსტები...
ერთი ამტკიცებს, სხვა ამბობს _ “არა მჯერაო, ღმერთმანი”,
გააიმასქნა თუ არა, ვეღარ გავიგე, ექთანი.
ამ დროს სუყველა შეგროვდა და მანქანაში ჩაცვივდნენ,
იქ კვლავ კამათი გაგრძელდა, ერთმანეთს აღარ აცდიდნენ...

ტერფუკუღმა მავალი ხალხია, არ იციან, რომ იქვე მივლენ?..

ადამიანები კი არა, ფოთოლი და ბალახი... ადამიანებს მე ჩემი ნების ზღვარზე ვცილდები...

რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობ, იმდენ ხანს რომ ღმერთზე იფიქრო!
ადამიანებზე ფიქრი უწესობას გაჩვევს,
ღმერთზე ფიქრი _ წესიერებას.
ადამიანებზე ფიქრი მიგაჭენებს,
ღმერთზე ფიქრი გაჩერებს.
ადამიანები გაფორიაქებენ,
ღმერთი გამშვიდებს.
ადამიანებს ვერ მიეწევი,
ღმერთი ყოველ წამს გვერდით გყავს.
ადამიანებზე ფიქრობ _ მარჯვნივ თუ მარცხნივ,
ღმერთი კი სწორადა გყავს.
ადამიანი მრავალნაირია,
ღმერთი კი უცვლელი.
ადამიანი ხან შეიძლება, ხან არა,
ღმერთი კი _ მუდამ.

მიწაზე კია კაცი, მაგრამ განა მთელი აგებულებით?
საკუთარი სხეულის წონა და სიმსუბუქე კიდევ სადღაც სხვაგან დაატარებს.
სინამდვილეში კია კაცი,
მაგრამ განა მთელი არსებით?
შეორგულებულია კაცი საკუთარ სულთან.

წიგნი არავისთვის არ იწერება, წიგნი იწერება ვიღაც ერთისთვის _ შორეული წარსულიდან შორეულ მომავლამდე... რომელიც, შემთხვევით დღესაც არის, მწერლის სიცოცხლის ჟამს.

როგორი წიგნიც გინდა დაწეროს ადამიანმა, თავმოყვარეობა მაინც მეტი აქვს.

მოქმედებაც, ეტყობა, მხატვრული ენთუზიაზმია: შრომა, საქმიანობა, ხელ-ფეხის, გონების, ფიქრის მოუსვენრობა აუცილებელი პირობაა, რომ არ დამძაღდე უმოძრაობით. მოქმედება იძულებითი მდგომარეობაა კაცის აგებულებისა, უძრაობა კი ბუნებითი. გმირობა, სიმამაცე, გამძლეობა არა მარტო უმოძრაობისთვის გაცემული კონტრპასუხებია, იგი, ამავე დროს, შემოქმედებითი ნიჭია. თუმცა არის ერთი ეჭვი მაინც: ბუნებაში, საერთოდ, რასაც არ ეშინია, ის არ მოძრაობს.

კაცი რომ ცეცხლს დაანთებს თავისთვის მინდორზე, შუქი შორს მიდის, განა მასთან რჩება. არც კაცი ეწევა მას კალთაზე _ ჩემი ხარ და არ წახვიდეო... მეც დასაწერად ვწერ, არა წასაკითხად, მაგრამ შუქი არ მეკითხება.

შევტრიალდი ჩემი თავისკენ და შემოიქცა ჩემსკენ ქვეყანა.

ზოგს, პირიქით, ებრძანა, რომ მიეტოვებინა ქალაქი და მამაპაპისეულ სოფელში დასახლებულიყო. რვა სული არიან დედ-მამიან-ბავშვებიანად, ერთ ოთახს ათბობენ, ერთ დიდ ტახტზე იშლიან ლოგინს, სულ პატარა აკვანში გდია, სძინავთ იმის სუნთქვით გაკრიალებულ ჰაერში და ერთი თუ გადაბრუნდება, ტალღასავით ყველა მხარს იცვლის.

ბავშვი თავის სიბრძნეს წინ ვერვის დაუდებს.
_ პაპი, კაცს ხომ შეუძლია ორასი წელიწადი იცოცხლოს?
_ შეუძლია!
_ ზოგ ვინმეს ხომ შეუძლია სამასი წელიწადი იცოცხლოს?
_ კი, თუ შვილიშვილს ძალიან ენდომება.
_ მე მინდა!

პაპა შვილიშვილს ჯოხს უჭრელებდა. ისხდნენ ორივენი დიდი ვაშლის ჩრდილში და ვიდრე პაპა დანას მარჯვედ ხმარობდა, შვილიშვილი პაპას ათვალიერებდა, სწავლობდა და იზეპირებდა: ხელებზე ამოყრილ ძარღვებს, გაუპარსავი სახის ნაოჭებს, დაძარღვულ თავ-კისერს... გახედავდა ხოლმე მოშორებით მდგარ, ფითრდახვეულ მსხლის ხეს, რომელზეც გაეგონა, ბებერიაო და ერთმანეთს ადარებდა. პაპა კიდევ ასწევდა ხოლმე თავს საქმიდან და გულუბრყვილოდ გაუღიმებდა... ყველა ამბობს, ბავშვი ბრძენიაო, მაგრამ არავინ სწავლობს მისგან.

_ ეს არის ქუჩა, სხვად ნუ წარმოისახავ,
ეს არის ქუჩა შენი სოფლისა და არა გზა ჯოჯოხეთისა.
_ ეს არის სახლები, სხვად ნუ წარმოისახავ,
ეს არ არის ცარიელი კედლები.
_ ესენი არიან ადამიანები, სხვად ნუ წარმოისახავ,
ძაღლებიც სხვანი არიან, ძროხებიც, ღორებიც...
_ ღორი ის იყო, მიწას რომ ჩიჩქნიდა,
ორი ხელით რომ ქექავს, ის ადამიანია.
უკეთესია, იმას დააკვირდე, რომელი უფრო მეტ ზიანს მოგიტანს.

ხეს რომ აფსამენ _ ორივეა, ძაღლიცა და ადამიანიც, ნუ წარმოისახავ, რომ მსგავსი კონტაქტით ისინი ხეს ძალას გამოსწირავენ, რომ აღივსებიან და გამაგრდებიან.
ნუ წარმოისახავ!..
წარმოისახე, ოღონდ ნუ გამოცდი:
ძაღლი ის არის, ვისაც შენ შეგიძლია, რომ ქვა ესროლო,
ადამიანი კი ისაა, ვისაც შეუძლია, რომ ქვა გესროლოს.
დაიმახსოვრე განსხვავებები!..

მიწევნილი ვართ ერთურთს მე და ეს თეთრ-წითელი ვაშლი და ჩვენი ადგილსამყოფელიც ხის ძირი არის: უნდა შევერწყათ.
სხვა ხილისაგან განსხვავებით, ვაშლისა არც სიტკბო შეგაწუხებს, არც მკვეთრი გემო, თითებზე არ გეწებება, წვენი არ გადმოგდის. ვაშლი სუფთაა, განბანილი, გემოწმინდაა... მას არც სიტკბო შეაქვს შენს ფიქრებში და არც სისასტიკე, ვნებიანი მზერა ლეღვისა, მსხლისა და ყურძნის მტევნის, მასში გამქრალია. ის მოგყვება შენს ნებაზე, თითქოს, როგორც ქალი.

შენს ნაწერზე შენს შვილიშვილს ლურსმნულად რაღაც დაუჯღაბნია... როგორ უნდა გადაევლო, როგორ უნდა შეჰკრას კამარა შენმა კალამმა, რომ არ გაედოს და დააზიანოს, როგორც არქეოლოგიური ნაპოვნი წმინდა გრძნობათა წარსულისა.

ღმერთო, რას ვიზამ, როცა მოვკვდები,
დიდ წყვდიადში რომ სანთლად-შიშველი შევალ,
იქ რა იქნება...
რისთვის უნდა ვემზადო, ღმერთო?
წყლისთვის, ცეცხლისთვის, თუ ჰაერისთვის...
მე ხომ ერთი ხორცის პატრონი კაცი ვარ,
ერთ ხორცში მდგარი და ერთ ხორცის მიწადმიმქცევი...

მეთექვსმეტე საუკუნეში ორმოცდათხუთმეტჯერ შემოესიენ საქართველოს!.. აბა, დაითვალე, გაამრავლე, გაყავი, მიუმატე და გამოაკელი... აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან.

ამ ჩიტის ბარტყს კი, თითქოს გაუგია ჩემი ამბავი, ისე მზვერავს ბუჩქზე შემომჯდარი... როგორც ჩანს, კვლავ სხვის მიწაზე ვარ.

მიცნეს მე აქ და უნდა წავიდე!.. თავმა ჩემმაც მიცნო მე და დაიჯერა და გაიხარა და ირწმუნა _ რომ მე ვიყავ და განიფრთხო უძილობა და დაიძინა მადლიერმა, რაკიღა მიცნო... უნდა წავიდე!..

აბა, ისუნთქე, იყნოსე ჰაერი,
ზარების რეკვა და გალობისნაირი
არც ერთი არ ისმის.

უმგლო ყმუილი,
უძროხო ბღავილი...

აბა, ცა და მიწა
მოისიგრძეგანისე,
რაც არის,
მხოლოდღა რამეა რამესი.

უმგლო ყმუილი,
უძროხო ბღავილი...

რაზედაც დაობენ,
ის მუდამ სხვისია,
ეს, მერწმუნე, რომ
სულ არავისია.

უმგლო ყმუილი,
უძროხო ბღავილი...

_ ამ ხეობისია?
_ ამ მონასტრისია?

უმგლო ყმუილი,
უძროხო ბღავილი...

სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება!
ერთი ხორცის პატრონი კაცი ხარ, ერთ ხორცში მდგარი
და ერთ ხორცის მიწადმიმქცევი...

უნდა იცხოვრო!
უნდა ჩაიდინო შენი წილი გმირობა, უნდა იცხოვრო!..
რომ გაგიჭირდება, უნდა მათრახი დაჰკრა _
გასწიე, შე ოხერო ჩემო თავო, ერთხელ გერგო, განა ათასჯერ!..
მთავარია, რომ გაქვს ფეხსაცმელი.
დაიარე ეზო, დაწყვიტე კომშისა და მარწყვის ფოთლები,
ნახარში დალიე... დაიფერფლე მიწის სარკეში. თუ ტყეები კვლავ ადგილზეა, შეაგროვე პანტა, მაჟალო, კენკრა ათასგვარი, დეკაზე წადი, მოაგროვე ცაცხვის ყვავილები, ძირტკბილას ფესვები მოიმარაგე, კარგი არის გამხმარ თამბაქოს თუკი შეურევ... ბევრი კერკი, ჩურჩა და ჩირი, გაახმე მწვანილი, სუნელი დანაყე, აღადგინე შინდის შეჭამადი, დოშხალა, ხავიწი... ტყემალს მიაქვს თქვენი ტყეები, ტყემალი კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც ცარიელ თითებს... სამკურნალო ბალახები _ მრავალძარღვა, ქრისტესსისხლა, შალშავი, ვირისტერფა... მიწაზე ბევრი უცხო ხარობს, ტყეშიც ბევრია, მთავარია არ გამოგრჩეს მთვარის ფაზები.
პირმშიერი არ იქნები, თუ იყოლიებ თხას, ძროხასაც-კი...
ეს, რაც ვიცი მიწის ნაყოფებზე.
ცის ნაყოფები ღამითა კრიფე.
ბევრი იარე, შესაძლოა, რომელიმე გზა აღიმართოს და ცაში შეგაგდოს.
არ შეიძლება შენი მიწაში ჩადება,
სამარე არ არის საიდუმლოს ადგილი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:13 pm

‎"როგორც მე მგონავ, – ბესიკ ხარნაულის ჩვენთვის დასანახი პორტრეტის ჯერაც შეუმჩნეველი, სამიღმიერო არე–მარედან ცალთვალა დევი, ვაჟა–ფშაველა გადმოიმზირება, პაპამის ქიტესა ხარანაულთან ერთად რომ მიუჯდებოდა ხოლმე ხაჭო–ერბოიან და ჟიპიტაურიან სუფრასა თიანეთში და, – თუ მისცეს, მარტო ბესიკისა კი არა, მთელი საქართველოსი იქნება ის ნობელი..."


მიხო მოსულიშვილი.
2010 წლის 8 დეკემბერი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Apr 02, 2011 7:04 pm

From THE LAME DOLL by Besik Kharanauli, translated from Georgian by Timothy Kercher and Ani Kopaliani


I met Tim Kercher during the Vermont College of Fine Arts residency in Slovenia in 2008. You can see my photos from that trip here. He was living in Tbilisi, Georgia, at the time (now he and his wife and their brand new twin girls live in Kyiv in Ukraine) and that got me interested in talking to him because I had spent time in Tbilisi in the late 1980s when I toured the old Soviet Union at the invitation of the Soviet Writers Union. Tbilisi was an amazing place–intricate frame buildings, statues of Lermontov, fiery aging writers, all of whom claimed to have been put up against a wall a nearly shot by the Russians, vineyards, immense hospitality, gracious toasts–and my interpreter, Inge Paliani, took me to see Stalin’s mother’s grave. Inge subsequently translated two of my stories and published them for me in a Georgian magazine. So it gives me intense pleasure to finally return the favour and publish a Georgian writer in translation in Numéro Cinq. For a little background see “Conformism and Resistance: The Birth of Modern Georgian Literature,” included here starting on page 7. Georgian is a language spoken by about 4 million people, but these people are proud of their literary heritage. Even Stalin was a poet. They even have their own national epic, The Knight in the Panther’s Skin.

Timothy Kercher is a graduate of VCFA. He now, as I said, makes his home in Kyiv, after spending the previous four years in Georgia, where he was editing and translating an anthology of contemporary Georgian poetry. Originally from Colorado, he teaches high school English and is working in his fifth country overseas—Mongolia, Mexico, and Bosnia being the others. His manuscript Nobody’s Odyssey was recently selected as a finalist for the John Ciardi Prize for Poetry. His poems and translations have appeared or are forthcoming in a number of literary publications, including Atlanta Review, The Dirty Goat, Poetry International Journal, The Evansville Review, upstreet, Guernica, The Minnesota Review and others.

Ani Kopaliani holds a MA in the theory of translation. She is working towards a PhD in the same subject at Tbilisi State University. She was named Best Young Georgian Translator in 2005 and again in 2010. She has published a translation of Louisa May Alcott’s novel, Little Women, and is currently translating William Faulkner’s Flags in the Dust into Georgian.

Besik Kharanauli‘s The Lame Doll, which was published in Georgia (USSR at the time) in 1971. It was groundbreaking–the first poem to employ free verse (and to have an average “everyman” as persona) in Georgian. It influenced the entire generation of Georgian poets. This is his first complete work translated into English. The Georgian government just nominated Besik for the Nobel Prize, although there’s little chance he’ll win it–this being his only work published in English (a novel of his was recently translated into French and won some awards—my next project is to translate this novel into English). The complete translation of The Lame Doll is going to be published in Turkey by a Georgian press sometime next year. —Timothy Kercher


From THE LAME DOLL
by Besik Kharanauli
translated by Timothy Kercher and Ani Kopaliani



IV.
It’s morning. March. February.

Rush hour. Drizzle. Noise.

The kind of weather
where everything you see
or think is stitched with vanity.


It’s neither suburb
nor center, but a midday sun.
If a man isn’t a worker
in a district like this,
he’s a state servant.

An office sign
like a black cloud
hides the sky
and the days go on
bluelessly, tediously.

A tram with a small bell on its neck speeds away.

At the bus stop, a mother and daughter,
both beautiful,
young,
both women,
a doe and heifer
clinging to each other
like two leaves in the wind:
“There’s not been even a single nice day
since March began.”
Their mutual attraction is mysterious,
the way they lean into each other
as if they want to remember,
can never forget,
that once
they were one body.
Two does, freezing.
Their frozen knees shaking,
they are chilled like a cliff in water,
chilled like a waterwheel
placed in a creek.
Who will lead them to my pond,
who, who will do this—
so that I can look out and see them
in front of the fence with their heads bowed.
I’ll go out, run out,
tear down the fence stakes,
and over the only one
I’ll leave standing
they will step graciously,
they will take care of everything,
they will immediately warm
my front yard.
The stones covering the buried
will tremble
as if those who can no longer move are moving.
I don’t want to be Georgian again in the next world,
but would like to be a child of a large nation,
to make known with one word
who I am.
“Mon Dieu”—how many times have these words
been pronounced, Lord,
how many lies, how many truths,
how many unrealized dreams!

“Mon Dieu!”
They have not pulled them out
like a clump or ball of dough,
but have ripped them apart,
hoisted them in the air
to get them dry,
to clean off the slime
and then— TSKAP!
Fried them on the sizzling pan
and then shut their eyes
to forget where they left them—
to not burn their conscience
when passing that place,
to not allow it to appear in their memories
like a needle appears in the hole of a button.
They threw them out and ran away,
hid themselves immediately.
For then the voice splashing the water,
or the voice hitting the asphalt
couldn’t look into their windows
like ivy, soft combs
of ivy.
And at exactly the most inconvenient moment…
In short, these words must be avoided,
this, the wrong time to remember!
—Sadly! They have to be safe about it,
have to be assured.
They, themselves, ask for mercy from a beggar
standing right outside the door.

“Raised up”?… “Risen up”?…
Do these words beat him down
when he has already overcome so many obstacles?!

Turn your head not because you’re in love,
not because your heart is broken
toward nature, toward people,

if you sing,
it’s better to sing about yourself
and be sure, self-love
is a holy thing,
when you’re alone,
when you’re down in the dumps,
when no one visits.
When you see yourself
either on a mountain or in a valley,
maybe going over a ridge,
maybe standing undressed by a river,
when, as a show for others,
and to cheat yourself,
you give a name to these aimless
and phony wanderings
that have no definition in all of nature
and is the reason that someone from a distance yells:
“You, you wind fucker!”
when it’s all that you can do:
to give life to a field
and get married this way,
and make friends
with the rabbit
you’re calling to in vain, in vain…
If you sing,
better sing about yourself
and be sure, self-love
is a holy thing.
When in this city,
a city of millions,
you walk with your ear to the ground, fruitless—
nobody calls you from a single window,
nobody looks over you from a single balcony
like a cuckoo from a clock:
nobody spreads his arms mid-street
after seeing you,
as if you haven’t lived here for long,
an immensely long time,
but you were a peasant
who came down here to shop—

then your heart will be filled
with self compassion,
and if you sing,
sing about yourself as before
and be sure,
self-love
is a holy thing.

My funny hat
is hung in the hallway
and will even hang for three centuries
if they let it,
and as for me I’m getting wet here.
“You live crookedly, do thing backwards,
wearing that hat
only when the weather is warm.”
If this street tram would go on endlessly
would it still have passengers?
If it wouldn’t hurry,
if it wouldn’t stop,
but move on and on endlessly,
the passengers drying their feet under the seats.

—Translated by Timothy Kercher & Ani Kopaliani

See other Tim Kercher translations in Guernica.

——————————
ხეიბარი თოჯინა
IV

დილაა. მარტი. თებერვალი.
პიკის საათი. ჟინჟღლი. ხმაური.

ასეთ ამინდში
ყველაფერს, რასაც დაინახავ,

ან გაიფიქრებ, ამაოება ზედ აკერია.

ეს ქალაქგარეთი არ გახლავთ,
არც ცენტრია _ შუაგული მზე,
ეს ისეთი რაიონია,

სადაც კაცი, თუ მუშა არაა,

მოსამსახურეა.

აბრა დაწესებულების,

როგორც შავი ღრუბელი,

ეფარება ცას
და დღეები მიდიან

ულაჟვარდოდ, მოწყენით.

ყელეჟვნიანი ტრამვაი გარბის.

გაჩერებასთან დედა-შვილი,
ორივ ლამაზი,

ახალგაზრდა,
ორივ ქალი,

ფურ-დეკეული;
ერთმანეთს ეკვრიან,
როგორც ორი ფოთოლი ქარში.
”რაც ეს მარტი დაიწყო,

არ გამოსულა ერთი კარგი დღე”.
გამოუცნობია ამათი ლტოლვა,
ერთმანეთში რომ მიიწევენ,
თითქოს უნდათ გაიხსენონ,
თითქოს ვერა და ვერ დაუვიწყნიათ,
რომ ოდესღაც

ერთ სხეულ იყვნენ.
ორი ფური სიცივეში…
ცივ-ცივ მუხლებს უხათქუნებენ.
ასევე სცივათ ტინებს წყალში,
ასე სცივათ წისქვილის ბოძებს,

ფშანში ჩასობილთ.
ვინ შეუძღვება ამათ ჩემს ბაკში,
vინ, ვინ იქმს ამას –
რომ გამოვხედო და დავინახო
ხარიხების წინ თავდახრილები.
გავალ, გავიქცევი,

ხარიხებს გადმოვყრი,
ერთზე, რომელსაც იქვე დავტოვებ,
ფეხებს ლამაზად გადმოიტანენ,
ყველაფერს მიხედავენ,

უმალ გაათბობენ
ჩემი სახლის წინაეზოს.
ჩემი სახლის ქვებს

შეაჟრჟოლებს,
როგორც მიწაში გადაჩვეულებს.
საიქიოში აღარ მინდა მე ქართველობა,
რომელიმე დიდი ერის შვილი მსურს ვიყო,
რომ ერთი სიტყვით გავაგებინო ყველას

ვინცა ვარ.
“Mon Dieu” _ რამდენჯერ წარმოთქმულა

ეს სიტყვა, ღმერთო,
რამდენი ტყუილი, რამდენი მართალი,
რამდენი აუხდენელი ოცნება!

“Mon Dieu”!
არა როგორც მასა, როგორც გუნდა,
ისე კი არ ამოუღიათ,
ორი თითით ამოძიძგნეს,
ცოტა ხანს ჰაერზე გააჩერეს,

გააშრეს,

ლოპი მოაცილეს

და მერე _ წკაპ!
ცხელ ტაფაზე ცხვი!..
და შემდეგ თვალებდახუჭულებმა,
რომ არ დამახსოვრებოდათ, თუ რა ადგილას _
და იქ გავლისას

სინდისი არ დაწვოდათ მერე,
და, როგორც ნემსი საღილეში,
მოგონებებში იმგვარად არ ამოსჩენოდათ, _
მოისროლეს და გაეცალნენ,

უცებ გაშორდნენ,
რომ შემდეგ წყალში ტყაპანის ხმამ

ან ასფალტზე დანარცხების ხმამ

სუროსავით, სუროს ფოთლის

ნაზი ბიბილოსავით

არ შეიხედოს მათ ფანჯარაში.
სწორედ ისეთ დროს…

მოკლედ, უდროო დროს

არ გაახსენდეთ!
_ აი, ამაში უნდა იყვნენ დაჯერებულნი,

დაზღვეულები.
თვითონ ითხოვენ შეწყალებას
კარზე მომდგარი მათხოვრისაგან!

”აღზრდა”?.. ”აღიზარდა”?..
ახლა დაეცა ეს სიტყვა თავზე,
როცა უკვე ფონს გასულია?!

იმიტომ კი არა, რომ შეყვარებული ხარ,
იმიტომ, რომ გული გაგიტყდა,
შემოაბრუნე ბუნებისკენ, ხaლxისკენ პირი!

თუ იმღერებ, ისევ შენს თავზე იმღერე,
და გწამდეს, წმინდა არის

თავის თავის სიყვარული,
როცა შენ მარტო ხარ,

როცა შენ ცოდო ხარ,
როცა არავინ არ მოდის.
როცა შენს თავს ხედავ

ხან მთაში, ხან ბარში,
ხან ქედზე გადამავალს,

ხან მდინარესთან გახდილს,
როცა სხვების დასანახადაც

და თავის მოსატყუებლადაც
სახელს არქმევ ამ უმიზნო

და ტყუილ ხეტიალს,
რომელსაც ბუნებაში არაფერი ჰქვია,
და ამიტომ ვიღაც შორიდან გეძახის:

”ქარის მპეპლავოო!”..
როცა ისღა დაგრჩენია,

სული ჩაუდგა მინდორს
და ასეთნაირად შეირთო ცოლი,
ხოლო მეგობრად კი

ის კურდღელი იყოლიო,
რომელსაც ამაოდ, ამაოდ ეძახი……
თუ იმღერებ, ისევ შენს თავზე იმღერე
და გწამდეს, წმინდა არის

თავის თავის სიყვარული.

როცა ამ ქალაქში,

ამ მილიონიან ქალაქში
ტყუილად დადიხარ სმენადაცქვეტილი,
არავინ გეძახის არც ერთი ფანჯრიდან,
არავინ გადმოდგება არც ერთი ავინიდან
საათის გუგულივით:
არავინ გაშლის ხელებს შუა ქუჩაში

შენს დანახვაზე,
თითქოს შენ აქ დიდხანს,

დიდხანს კი არ გეცხოვროს,
არამედ საყიდლებზე ჩამოსული გლეხი იყო, _
მაშინ სიბრალულით

აგევსება შენდამი გული
და, თუ იმღერებ,

ისევ შენს თავზე იმღერე
და გწამდეს,

წმინდა არის თავის თავის სიყვარული.

ჩემი სასაცილო ქუდი

დერეფანში ჰკიდია.
სამი საუკუნეც ეკიდება,

რომ დააცადონ,
მე კი აქ ვსველდები.
”უვარგისი ხარ, უვარგისი,

უკუღმართი ხარ,
როცა თბილა, მაშინ გახურავს!”
ეს ტრამვაი რომ სულ მიდიოდეს,

ეყოლებოდა მუშტრები ნეტავ?
არცა ჩქარობდეს, არც ჩერდებოდეს,
სულ მიდიოდეს და მიდიოდეს,
მგზავრი კი სკამქვეშ იშრობდეს ფეხებს.

Link - http://dgvcfaspring10.wordpress.com/2011/01/11/from-the-lame-doll-by-besik-kharanauli-translated-from-georgian-by-timothy-kercher-and-ani-kopaliani/#comment-7007


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat May 26, 2012 7:48 pm



წიგნის დასახელება – "ლექსები, პოემები. 1954 – 2005"
ავტორი – ბესიკ ხარანაული
გვერდების რაოდენობა – 878
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-440-09-0
რედაქტორები - ნინო სადღობელაშვილი, ზვიად კვარაცხელია
გარეკანის დიზაინერი – მარიამ ხარანაული
გამოცემის წელი: 2012
გამომცემლობა: “ინტელექტი"
ფასი – ოცი ლარი წიგნის ფესტივალზე

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.


study

და აი, მე ვიყიდე ქვეყანა

და აი, მე ვიყიდე ქვეყანა
და აღარაფერია ამ მიწაზე, ჩემი რომ არ იყოს.

ისე უცაბედად მოხდა ყველაფერი,
რომ არცაა გასაკვირი, ასე რომ მოხდა:
გავიხედე და... მომდგომოდა ჯოხის რაკუნით
ჩემივ ნათქვამი, წლების უკან დაწერილი ჩემივ სტრიქონი
და დამცინავად დამკითხავდა ბრაზიანი ხმით:
”სიღარიბის ნოსტალგია ისევ ღარიბს ეწვევა ხოლმე?” - ასეა, არა? ნაღარიბალო!
და დაიწყო ამის მერე, რაც რომ დაიწყო:
დამცხო და დამცხო ჯოხად ქმნილმა ჩემმავ სტრიქონმა,
ამჩეჩ-დამჩეჩა და წინ გამიგდო:
შიშველმა ტანზე გრძელი ლაბადის შემოხევა ძლივს მოვასწარი
და კიდევ კარგი, გზაზე თოკის ნაგლეჯიც ეგდო.

მტერი იყოს ამათ იმედად:
გავრბოდი და გზად იმ კაცის სახედა ვგრძნობდი,
ჟამიანობას რომ გამოექცა თავის სოფლიდან, ტანსაცმელი რომ დაყარა და გამოვარდა,
შიშველ ყვერებს რომ მიიქნევდა და მირბოდა თავდავიწყებით,
რადგანაც ჟამი მოჰყვებოდა უკან მუქარით...

მეც, როგორც გლეხმა თავის ყანაში შესულ მოზვერს დაკრას ჯოხი
და შხამ-ვახშმად ამოადინოს, რაც გაიხარა, სულ ძუნძულით დამატარა
ქუჩები და ქუჩაბანდები,
ერთი შეხედვით - ერთ სურათად დამანახა მთელი ქალაქი,
რის შემდეგაც ერთი წამით ამომასუნთა, და შევნელდით დიდ ბაზრობასთან
(მხოლოდ ცოტად წამკრა წვერი ჩემმა სტრიქონმა, შინ რომ შევეგდე).

და აი, მაშინვე:
ბაზრობების კიდეებზე მოსიარულე მარგინალი,
სკამუკების გამყიდველი მოხუცი კკაცი:
თითო ხელში თითო სკამი დაეჭირა და
მოცოცავდა, გეგონება კლდეებს შორის გაბმულ ბაგირზე.
სიბერემ ისე არ შემაწუხა ამ კაცისამ, როგორც სიბრიყვემ:
- დალოცვილო, მარაოსავით რომ დაგიჭერია ეგ სკამები და დალაყლაყობ,
ადექი და ერთზე დაჯექ და მეორე გვერდით მოიდგი,
რომ ნახავენ, რომ დაჯდომაც არის თურმე მაგ სკამებზე შესაძლებელი, უფრო იყიდიან.
აქ არავინ არის ისეთი, სიარულს ჯდომა რომ არ ერჩიოს.

მშიერი ხარ, ნიკაპი ყრონჭზე ჩამოგცოცებია,
თან, ეტყობა, თავის თავის მეაბუჩეც ხარ, თორემ იყიდდი რასმეს მოსალოღნს,
აგერ ფუნთუშებს იხვეწება ჯანსაღი ქალი:
სამარშრუტო ავტობუსშიც შერგო თავი - ფუნთიშაო! - შეახსენა მთელ ავტობუსს,
რომელსაც სულ არ ჭირდებოდა ეს შეხსენება, სუნიც კმაროდა,
მით უფრო რომ შემოდგომის გამჭვირვალე დილიდ ჰაერში
ორმაგი ძალით მუშაობს ყნოსვა.
ამან კი სამჯერ უფრო ჯიბრით გაუმეორა - ფუნთუშებიო!
მაგრამ მთლიანად გაჭედილმა ავტობუსმა ცხვირები რომ სხვა მხრით მიმართა,
ჩაიქირქილა:
- დავიჯერო, სუყველა ასე გაბესკნილი გამოხვედით ამუთენია?..
და, ჰაჰაჰაჰაო, გაიფიქრა, თქვენი კარგიცო...
და შემებრალა ავტობუსი თავის შიგთავსით, რადგან, როგორც სისაძაგლით გავსილ რამეს, ისე გაშორდა.

მე და ჩემს სტრიქონს არ მოგვეწონა ფუნთუშების ეს გამყიდველი,
მაგრამ გავჩუმდით.

- მიდი, იმ მოხუცს ხელი დაუცალე, იყიდე სკამები, მიბიძგა სტრიქონმა,
მეც ვიყიდე
და ორი სკამით მეტი გახდა ჩემი ქონება.

და ეს სურვილიც რომ შევასრულე ამ სტრიქონისა,
გამახსენდა, საკუთარიც რომ მქონდა ერთი,
ძალიან ძველი,
და გავიჭერ რუსთაველისკენ.

ეს ქუჩა თუმც ყველაზე ლამაზია და კეთილქმნილი,
წამდაუწუმ შეიძლება მათხოვარზე დაგიცდეს ფეხი
და შეიქნე სწორედ იმის ასაყენები, ვისაც გაურბი.

გამიმართლა, მოდიოდა:
ძველი კაცი, ცხოვრებისგან და ამინდებისგან
გამოცდილი და დამუნჯებული.
ერთიდაიგივე იყო თვითონ აგერ უკვე წელი რამდენი
და გულზეც ერთიდაიგივე რაოდენობის ფეხსაცმეის თასმა ეკიდა.

ვისთვის დააქვს ეს თასმები, ვერ გამიგია:
წარმოუდგენელია, რუსთაველზე ვინმე შედგეს, თასმა აიღოს,
ფეხი შეიმაღლოს და თასმების გაყრა დაიწყოს.

ამას, როგორც ჩანს, თავი ისევ ძველ დროში ახსოვს,
ახლა თასმები ფეხსაცმელებს თვონვე ცვეთენ.

ან სპექტაკლს ხომ არ გვიდგამს რამეს და ჩვენ არ ვიცით?
რაკი აღარც მკითხავები ბუდობენ სადმე
და აღარც მტვერში სხედან გულგადაღეღილი წინასწარმეტყველნი?
ამას კი იქნებ მოთმინების ქადაგება აქვს ჩაფიქრებული -
ქარავნისგან ჩამორჩენილ აქლემის სახით
და ყელიდან ჩამოშვებული ძველი თასმებით,
მკერდსა და შარვლის წინ-შესაკრავს რომ უფარავენ,
ვითომ ფაფარში შეფარული ეჟვნები და ზანზალაკები
ჟღარუნობენ მარტოდ მოარული აქლემის ყელზე
უდაბნოში, რომელმაც მარტო მთვარე და მზე იცის.

.


study


Last edited by Admin on Sat Oct 13, 2012 6:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Jun 29, 2012 12:05 am



გიორგი კეკელიძე მწერალ ბესიკ ხარანაულს ეწვია სტუმრად.
საუბარი სოფელი სხლოვანში, ვაჟა ფშაველას დედის ნასახლარზე ჩაიწერა.
Published on Jun 28, 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Sep 19, 2012 10:29 am

ბესიკ ხარანაული


მკვდრების სიმღერა


როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”...
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით --
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.

მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი -- ქალობისგან,
კაცი -- კაცობისგან,
ღარიბი -- ძონძთაგან,
მდიდარი -- ფულისგან,
მეძავი -- სიძვისგან,
პოეტი -- ლექსისგან და სხვა ანცობისგან...
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც...
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია არცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის -- ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი -- პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს -- გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი - ვარსებობ”
და ასე შემდეგ.

ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო --
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ -- ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა --
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ --
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა - ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოს დარწმუნებულები მიწაში წვანან.

ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,

და

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!..

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3241
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Dec 10, 2012 3:52 pm

ბესიკ ხარანაული


ჯოხი

ჯოხი დავკარგე, თავმკვდარმა,
კოხტად გათლილი შინდიო.
სანამ ის ხელში მეჭირა,
არაფრის მქონდა რიდიო.
მისაწვდელს მივეწვდებოდი,
მოსაწვდელს მოვიწვდიდიო.
შავშუაღამე გზაზედა
თამამდ გავივლიდიო.
ივრისპირებში გავწირე,
მთვრალი რო ჩამოვჯდიდიო.
ჯინჭველაები ჩქროლავდნენ,
წყალზე გავუდე ხიდიო.


ბმული - http://gf.ghn.ge/view.php?post=135

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 

ბესიკ ხარანაული

View previous topic View next topic Back to top 
Page 9 of 10Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-