არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბესიკ ხარანაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Nov 11, 2009 11:22 am


Turmanaulo, emand vinmem ukan ar CaaCoCos eg bidoni!!!!
moniSnulia adgili, kosmosidan kontroldeba!


Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Nov 11, 2009 11:31 am

დიდი ხნის წინათ, როცა ბერძნებს თურქთა ბატონობის უღელი ედგათ, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა მთელ მსოფლიოში წამოიწყეს "ფილელინური"
მოძრაობა და ვისაც რითი შეეძლო, სოლიდარობას უცხადებდნენ ბერძნებს: აქვეყნებდნენ სტატიებს, წერდნენ ნაწარმოებებს, ჩადიოდნენ და იბრძოდნენ კიდეც ბერძენთა გვერდით(ბაირონი, ჰიუგო, პუშკინი დ ვინ აღარ...)

ჰოდა მე აქ, არმურზე ვაარსებ ახალ მოძრაობას,რომელსაც დაერქმევა "ფილბესიკური"!!!

გავაერთიანოთ ჩვენი სერიოზული თუ უსუსური ძალები საიმისოდ, რომ მსოფლიოს წარვუდგინოთ ხარანაული და ნობელის ექსპერტებიც და საბოლოოდ კომიტეტიც დავარწმუნოთ ამ მწერლის შემოქმედების მნიშვნელოვნებაში!!!!

რა თქმა უნდა ჩვენ, სხვა ღირსეული მწერლებიც გვყავს დ მათაც მიხედვა სჭირდება, მაგრამ მე როგორც ერთი რიგითი ბაო,ვაარსებ "ფილბესიკურს"
და სხვებმა დაარსონ "ფილვინცუნდათ" მოძრაობები.

ჩაირთო წამზომი და აბა:მომყევით, ვისაც გული გერჩით!!!
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Nov 11, 2009 11:38 am

მე ხახვსა ვფცქვნი, (ბიდონთან მჯდომი) რომ ბაომ გზებზე ყაროს გამოსაკვალავად...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Nov 11, 2009 2:28 pm

ომარ თურმანაული

ბესიკ ხარანაულს

შეპყრობილი ვარ რატომღაც
შენი ლექსების "შარმ"-ითა:
რისი თქმაც მინდა, შენ ამბობ,
მე რა ვაკეთო კალმითა?
ავდგები, გთარგმნი ფრანგულად,
ან სულ უბრალოდ, გაგრითმავ!


lol!

ეს მილოცვა ომარ თურმანაულისგან, რომელმაც ფრანგულად უკვე უთარგმნა ერთი წიგნი ამ ჩვენ იუბილარს და მეორესაც ეპირება.
და ჩემგან მილოცვა კიდევ - აქ არის - http://www.facebook.com/mmosulishvili?ref=profile

cheers


Last edited by ბობო on Sun Nov 15, 2009 2:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Nov 12, 2009 9:20 am



უსაყვარლეს პოეტს_ბესიკ ხარანაულს ვულოცავთ 70 წლისთავს. Exclamation
კიდევ დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა, sunny
კვლავაც მრავალჯერ გაეხარებინოს
მისი დიდებული შემოქმედებით არაერთგზის გახარებული მკითხველი. king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Nov 12, 2009 9:22 am

ბესიკ ხარანაულს

ეს შემთხვევაა ის, კარგი,
გულს რომ არ უდგას კანკალი,
როცა მომკელიც ვარგია
და ფრიადია სამკალიც.
როცა ფარს პოეზიისას
რომ აწერია "დამკარი!"
ბზარიც კი არ დააჩნდება,
ისე კლდეა და მაგარი.
როცა ლექსებად იბნევა
ცის მანანა და ნაქარი,
მითოსის სუნთქვა იგრძნობა
და უფლის ხატიც აქ არის.
როცა ჩანს შენი სამშობლო
და მისი თავხე-ჟამ-კარი,
როცა კაცს კაცივე ჰქვია
კაცობაც ახლავს თან მკმარი.
როცა პოეტი პოეტობს
სიტყვა სდის ნაკამკამარი.
აი. რა არის ამ ჩემი ჭკვით
ბესიკში მაინც მთავარი,
უკვდავებისთვის სამყოფი,
დროისგან დაუსამარი!


მიშა ღანიშაშვილი
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Nov 12, 2009 9:55 am

Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Nov 12, 2009 9:58 am

Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Nov 12, 2009 3:41 pm

ყველა სიკეთე..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Nov 13, 2009 11:55 am

სანათა wrote:
რომ სასწაული სიზმარი დაესიზმროთ ამაღამ ძლიერთა ამა ქვეყნისათა? რა იცი, გენი(ა)ები ხომ ყოველღამ არ ხდებიან 70 წლისანი?


ბატონო ბესიკ!
გილოცავთ დაბადების სამოცდაათი წლის იუბილეს.
მინდა გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენს მიმართ და დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწილისათვის, რომელიც თქვენ ქართული მწერლობის განვითარებაში მიგიძღვით.
თქვენი მრავალფეროვანი და ამასთან საოცრად საინტერესო შემოქმედება ჩვენი სულიერი საგანძურის ის სიმდიდრეა, რომელიც აამაღლებს თითოეულ ჩვენგანს და საყოველთაო აღტაცებას იმსახურებს.
დარწმუნებული ვარ, თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ ქართული ლექსის ჯერ კიდევ მიუწვდომელი სიღრმეების წარმოსაჩენად.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს.

მიხელი სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი




აკი ვთქვიი, გაფრინდებიანო!

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Nov 14, 2009 7:04 pm

ბატონო ბესიკ, ყოველ ცისმარე დილას თქვენდამი მადლიერებით დავიწყებ. თქვენ არ იცით, რა იყო ჩემთვის 2009 წლის 11 ნოემბრის დილა. ყველას არ აქვს იმის ბედნიერება ორი საუკუნის გენიას ესაუბროს პირდაპირ ეთერში, თანაც 70 წლის იუბილეზე და თანაც დილის 8 საათზე. მადლიერებას კი ერთი ვითომდა ჩვეულებრივი და ვინძლო, ვინმესთვის შეუმჩნეველი ფაქტის გამო გამოვხატავ. როცა ჯერ კიდევ ღამეგამოუსალმებელ სტუდიაში შედიხარ და მსმენელს ახალი დღის მოახლოება ფეხაკრეფით უნდა აუწყო, თავადაც ხომ უნდა გქონდეს სტიმული და ძალა? გარდა იმისა, რომ საქმე გიყვარს, ან თუნდაც შენი პირდაპირი მოვალეობაა ღიმილიანი იყო ეთერში, გული ხომ უნდა ღიღინებდეს მაინც, თუ სამღერლად არ აქვს საქმე. ჰოდა, მე დიდი ხანია მიმღერის გული. მიკროფონს გავხსნი თუ არა, თითქოს თვალწინ გადაირბენს ხოლმე ყველა იმ ადამიანის სახე, ვისთანაც იმავე სტუდიაში, იმავე მიკროფონთან მისაუბრია, ერთიათად გავზრდილვარ, ვიდრე სტუდიაში შემოსვლამდე ვყოფილვარ და მითქვამს: მადლობა, მამაზეციერო! ყველაფრისთვის მადლობა!
ჩემმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ დილას, სტუდიაში შესვლამდე აუცილებლად უნდა დავსჭექო:
ყოველი დილა გაზაფხულია,
რადგანაც იგი არ არის გუშინ...


კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ბესიკ. ღმერთმა და, როგორც სანათა ამბობს ხოლმე, ხატ–სალოცავებმა თქვენი თავი გვიმყოფოს ჯანმრთელად და იმედიანად.
,,შენამც იდიდები, მორიგე ღმერთო,
მოგთხოვ მადლსა, გიხრი ჩოქსა,
ცა-ქვეყნის მომწესრიგებელო.
შენამც იდიდები, იესო ქრისტეო,
კაცისად ჯვრის დამბადებელო.
შენამც იდიდები, დედაო ღვთისმშობელო,
ჩვენო ძუძუს მამწოებელო.
შენამც გაგიმარჯვდება კვირიაო კარავიანო,
მარცხნიდანაც წაღმა მბრუნავო და მარჯვნიდანაც."


აემ ჭიქა-ბარძიმით, თქვენამც იდიდებით, ბატონო ბესიკ!

P.S. – მარიამს წიკლაურს ვუსმენდი რადიოში და სისხლი გამეყინა. ბატონ ბესიკთან ინტერვიუ დაიკარგაო, რომ ამბობდა. ჩემი 11 ნოემბერიც დამეკარგა, მიზეზთა და მიზეზთა გამო... თავისი მნიშვნელობით პირდაპირი ეთერის ერთ–ერთი საუკეთესო ჩანაწერი საქართველოს რადიოს ისტორიაში...
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Guest
Guest



PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Nov 15, 2009 2:24 am

ფრაგმენტი:

რაც არ უნდა დიდი სადარდებელი მქონდეს შემოფათერაკებული, რაც არ უნდა ავად ვიყო, მაინც გვერდში ამომიდგება ხოლმე და სულ წამაკითხებს თავის ამოთქმულებს ბესიკო, აკი მოგახსენეთ, უკეთესი ხარანაული მეთქი - ირონიულად კეთილგანწყობილიცა და ქადაგად დაცემულიც...
ბესიკოს კალამი კიდევ, რამდენჯერაც არ უნდა მოჰპარონ ათასობით პოეტის სახელს გამოდევნებულებმა, ”არავის შაუხდება”, სულ არავისა...
ზის ომარ თურმანაული სტრასბურგშია და ერთი წიგნი აკი უთარგმნა და გამოუცა ფრანგულადა, ახლა მეორესაც ეპირება.
სხვა ევროპულ ენებზეც უნდა ითარგმნოს ბესიკოს ლექსები, უფრო კი შვედურად, რომ შვედეთის აკადემიის ჭკვიანმა აკადემიკოსებმა მარტო პოლიტიკური ნიშნით არ ჩამოარიგონ ის თავიანთი პრემია...

წაიკითხე მთლიანად - ბესიკო
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Mon Nov 16, 2009 11:05 pm

http://www.radio1.ge/AF.aspx?ID=691
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Nov 17, 2009 9:14 pm

nini wrote:
http://www.radio1.ge/AF.aspx?ID=691

***
გასაოცარია დედისადმი მიძღვნილი ლექსი
და საოცრად კითხულობს პოეტი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Nov 17, 2009 10:52 pm

http://www.tavisupleba.org/content/article/1877654.html
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბესიკ ხარანაული ნობელზე უნდა წარადგინონ!..   Thu Mar 04, 2010 10:30 am

Mikho Mosulishvili –ს გვერდიდან "ფეისბუკზე":

"ავაჰმე, რამდენი ვიძახეთ, ხან "არმურის საფიხვნოზე" და ხან "არმურზე", რო ბესიკო ნობელზე უნდა იყოსაო და...
გუშინ ვუყურე ტელევიზორში, რო უნდა წარადგინონო! და საფრანგეთში მიდისაო!Smile))

აჰა, თუ მართლები არ ვიყავით!"


cheers

მარტო ბესიკოსი არ იქნება, იცოდეთ, ის ნობელის პრემია, – თუ აიღო, რასაკვირველია!..

ჩვენ ვინა ვართ, – ვაჟა–ფშაველა უდგას ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ბესიკოსა და ფოთოლათ მერცხალაცა!.. დიდი ხევისბერები უდგანან კიდევა და სუ დიდ– დიდი არაგველები, დღესაც რო დადიან ლეგენდებადა თუ გაუტეხელი ციხე–სიმაგრეების მითებადა...


Exclamation

ბესიკ ხარანაული

ღვთისშვილების ბილიკი ცის კიდურზე
(წიგნიდან: "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი")

მთის წვერებზე, ანუ ცისკიდურის იმ ბილიკზე, რომელიც, ბუნებრივია, უსწორმასწორო კონტურად გასდევს ჩრდილოეთ კავკასიონის ქედს, ანგელოზთსადარი ღვთისშვილები დაიარებიან, რომ თავის საყმო-საბატონოს გასაჭირის ჟამს მიეშველონ. ვინ არიან ეს ღვთისშვილები? _ გუდანის ჯვარი, ლაშარის წმინდა მუხის ანგელოზი, _ იგივე წმინდა გიორგის ჯვარი; იახსარი, კოპალა, ლომისა, პირქუში, კარატის წმინდა გიორგის ჯვარი... ამათ ყველას თავისი მოდე-მოძმე ანგელოზები ჰყავთ, თავისი ლაშქარი, თავისი მწევარი... ამიტომაც დიდი მიმოსვლაა ცისკიდურის ამ ბილიკზე.
სამწუხაროდ ამავე გზით დაიარებიან ავი სულებიც. არავინ იცის, როგორ უქცევენ ერთმანეთს მხარს ეს კეთილი და ბოროტი არსებები, იკვეთება თუ არა მათი გზები, როგორც გადაჯვარედინებული ხმლები, არავინ იცის მათი მოძრაობის გრაფიკი; არსებობს ეჭვი, რომ ცისკრისძვრაა მათი მოღვაწეობისთვის დაწესებული სამანი, რადგან, მართალია კეთილი და ბოროტი ურთიერთ გამომრიცხავი არსებებია, ღმერთს აკრძალული აქვს ერთისგან მეორის მოსპობა. მათ მხოლოდ ბრძოლისა და ურთიერთჭიდილის ნება აქვთ, თანაც თანაბარი ძალით. ამას ადვილად ავხსნით, თუ გავიხსენებთ, ორთაბროლის როგორი წესი აქვთ დევებსა და ადამიანებს: დევს არა აქვს უფლება, ადამიანის მიმართ მთელი თავისი დევური ძალა იხმაროს, ყოველ მეტოქესთან დევი იმდენ ძალას ხმარობს, რამდენიც მეტოქის ძალას შეესაბამება. განსხვავება იმაშია, რომ დევი არასოდეს არ ტყუის, არ ეშმაკობს, სიტყვას არ გადადის _ რა თვისებებითაც შემკულია ადამიანი; ბუნებამ ალბათ განჭვრიტა: დევი ერთ მშვენიერ დღეს გადაშენდება, ადამიანი კი მომავლის არსებაა.
ასე რომ, კაცთ საოცნებო ცისკიდური გადატვირთულია. მით უფრო, რომ მიცვალებულთა სულებიც ამ გზით მიმოდიან საიქიოდან სააქაომდე, თანაც ცოცხლებივით უაზროდ კი არა, არამედ ცოდვილი ჭირისუფლები რომ დასაჯონ, ხოლო მართალთ მხარში ამოუდგნენ და დაიფარონ. ამავე გზით ეწვევიან ხოლმე სულამომავალსაც “მგებრები”, რომ მისი სული ჩაიბარონ და იქამდე მიაცილონ, სადაც სასწორი უდგათ საიქიოს ანგელოზებს. ამიტომაა ცხოვრება ძნელი: მარტო ცოცხლები რომ ხედავდნენ მის უნამუსობას, კი გააპარებდა ვაივაგლახით თვალს ცისკიდურისკენ, მაგრამ, დახეთ მის უბედურებას! თურმე მიცვალებულთა სულებიც იჭვრიტებიან! იმიტომაა, ზეცა რომ სულ თრთის. რა ქნას ნეტა? სად და როგორ დაიფაროს ხელი კაცმა თავის უნამუსობაზე? და თუ ამას კაცის აგებულებასაც დავამატებთ, რომელიც იმ ცისკიდურს ჩამოფარებია, გამოდის, რომ მის ბედად ნემსისყუნწისხელა ჭუჭრუტანაც კი არ რჩება, რომ თავისგან თვალი გააპაროს და იხილოს რამე, ან რომ მასაც მოჰკრას თვალი რაიმემ, თუნდაც იმ ერთმა.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰიპერბოლები და მეტაფორები საკუთარი თავის აჩრდილებად იქცნენ. არავინ იცის, ერთ დღეს მოხდა ეს გარდაქმნა _ მზის ამაეს ან მზის ჩაეს, თუ ეს პროცესი ჟამიანობასავით ნელნელა, სოფელ-სოფელ და ხევ და ხევ, პირიქით და პირაქეთ მიმდინარეობდა და თითქმის ასი წელი გაგრძელდა. 1952 წლიდან კი აჩრდილებმა კარიკატურებად იწყეს გარდასახვა. ეს პროცესი ხანგრძლივი და გაჭიანურებული აღმოჩნდა და ამ სუკუნეშიც, კარიკატურები, თუმც ვაივაგლახით და სირცხვილის ფასად, მაინც ახერხებენ სიცოცხლით ტკბობას.

მაგრამ იყვნენ ისეთი “გაუჩერებელი” ადამიანები, რომლებსაც ვერც საქმე იჭერდა, ვერც ოჯახი. ისინი გარბოდნენ არა მარტო სახლიდან, არამედ ყოველი მტკაველი მიწიდან, რადგან ყველაფერს ერთ წამში მოიწყენდნენ.
ასეთებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, _ “ულაყაც”, მათ შორის, რომელიც გარეგნულ მსგავსებას გულისხმობს, ანუ ატეხილ, მოუთვინიერებელ, გაუტეხელ კაცს. მათი წამალი ისევე არ იყო, როგორც ავარდნილი ქარისა.

_ მოვედი ხიზანათ ულაყაო!

რაც ხალხია დედამიწაზე, სიკვდილი არ უნდა. ერთ ვიღაცას კი ფეხებზე ჰკიდია სიცოცხლე და ამით ძალიან ავიწროვებს და თრგუნავს ადამიანებს. თუმცა ეს ვიღაცა, ადამიანების ჯიბრით როდია ატეხილი, პირიქით, მათ წინ ურჩევნია თამაში, მით უფრო, რომ ყველას რაღაც მიზანი გააჩნია, სიცოცხლისათვის, ფასს კი ავარდნილზე მეტს არავინ იხდის.

ჯერ კიდევ დიდი დრო გავა სანამ ასეთი კაცი გადაივლის, გადაიქაჯება, გადაიკლიტება, გადაირბოლებს, გადაირყვნება, გადაირბოლებს, გადაიღრძვება... სანამ ამ კაცს ცხოვრება გადაიცლის, გადაიწურავს, გამოცლის და გამოაცარიელებს. ერთ Dდღესაც ეს კაცი შეაღებს სახლის კარს თავმოძულებული და საბნელოში დაჯდება, სადაც, ჩვეულებრივად მგლოვიარენი სხდებიან. დაეგდება, შემოიკრუნჩხავს ფეხებს და მხოლოდ ერთხელ ამოიგმინებს, _ თუ ამის მეტი არ არის, რაღას ეხეტება სამზეოზე!

მთელი ოჯახი თითის წვერებზე დადის, ყველა ცდილობს მიზეზი არ გახდეს. მაგრამ, ერთ დღესაც, საბნელოს მჯდარს რაღაცა შეანჯღრევს, მიწა წამოახტუნებს თვითონ და, კაცი უკვე ცხენზე ზის. წაეტანება ცოლი უნაგირზე, დედა ბებერი და წვრილი ბალღები გზას ჩაუხერგავენ, მაგრამ:
_ მარი! _ დაიძახებს, _ არ მწადის საუბარი!
მარღი ცხენი მაინც მისცა, თვალ თეთრი, ღამეც რომ ხედავს... დედა-შვილობა და მამა-შვილობა და ცოლ-ქმრობა რა ვთქვი, თორემ რა სანატრელია ასეთი კაცი. _ მოვიდეს, მაგანაც არ აგვაშენოსო, _ იფიქრებდნენ გულში, იმასაც იფქრებდნენ: ისევ მოლოდინი სჯობს მოსვლასაო...

მაგრამ, დაე, ნუ იჩქარებენ! ერთ დღესაც მკვდარს მოიტანენ. დიდი გლოვა დაიწყება, ვიღას გაახსენდება ნაკლი თუ ჰქონდა, მარტო ცოლი ვერ დამალავს, დაამადლის:
_ ცოლმა ქმარი დაგიტირე, მავალი არიარეზედაო... რასაც, უჩუმრად ყველა დათანხმება.

არიარეზე მავალი კი არც უქნარა იყო და არც ხელგამოუვალი. ხეტიალში ათას ვინმეს ეხმარებოდა. ზოგს გაუთიბდა, ზოგს ნადირობაში გაჰყვებოდა, ზოგს შუღლში... იხუცებდა კიდევაც: _ რა დიდი საქმე ხუცობა არის, რქაჯანგიანს იტყვი ვერძზე და კიკინმაღალს თხაზეო! _ გაიცინებდა.

ისეც მოხდებოდა, რომ ვიღაცა ამბავს მოუტანდა, შენი ძმადნაფიცის თოფის ჩული გაღმელი კაცის თოფსა აქვსო... შემოჰკრავდა ცხენს მათრახს და წავიდოდა მის ყმის საძებრად.
ენკენის თვის მიწურულს ქარის უქმეს გადაიხდიდნენ, ფუტკარს თაფლს ამოაცლიდნენ, დღეები დამოკლდებოდა, არიარეზე მავალიც დაეშურებოდა ჟინის მოკვლას, _ მალე ზამთრის უაზრო, უქმი დღეებიც დაიწყებოდა. კაცს ან უნდა ესვა ან უნდა ეჭრა ვინმე გაზაფხულის ბოლომდე. ესეც ცდილობდა მეტი ენახა და გაეგონა, მოეგროვებინა თავგადასავლები, რომ ზამთარს საბნელოს მჯდარს მოგონებებისთვის მიეყრდნო მხარი.

დღეები დამოკლდებოდა, აცივდებოდა, ცივ საღამოებში კერის სითბოზე დედას გაახსენდებოდა, მამის ფიქრი არავინ იცოდა, ცოლსაც ვერ ეხსენებინა მამამთილის შიშით.

არიარეს ძმა ფანდურს აფხაკუნებდა, ძმის ჯავრს სიმღერით იქარვებდა: “გათენებს ტალიკანაი, დიდო ღამეო სთვლისაო” _ ძმას გულისხმობდა, უქურქოდ, უგარეტანსაცმლოდ რომ იყო წასული, _ ტალიკანად.

მართლდება ოდესღაც თარსად ნათქვამი: “ეეგრ დამავალ-მამავალი, ერთხელ ოდესმე გადაივლის, არ იქნების!”



Last edited by გამრიგე on Sun Oct 31, 2010 12:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Apr 17, 2010 11:00 am



"ლიტერატურული გაზეთი" არაჩვეულებრივი ინტერვიუ,ბესიკ ხარანაულთან...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Aug 05, 2010 8:20 pm

ბესიკ ხარანაულის ჯორზე ამხედრებული რაინდები და მომავლის მკითხველი
თეონა დოლენჯაშვილი

საუბრები ლიტერატურაზე

- ბატონო ბესიკ, ცოტა ხნის წინ თქვენი სახელი ნობელის პრემიასთან ასოცირდა. და დიდი აჟიოტაჟიც ატყდა. ბევრი გახარებული მკითხველი ვნახე და ბევრი ისეთი სკეპტიკურად განწყობილიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ნობელი დიდი ხანია პოლიტიკურ პრემიად იქცა და ჩვენი ქვეყანა შვედეთის აკადემიის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის.
- ამ აჟიოტაჟმა - როგორც თქვენ ბრძანებთ, და ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ბევრი რამ დამანახა. პირველი, ის, რომ ჩვენს ადამიანს სჭირდება ხალისი და ეძებს საამისო საბაბს, რომ როგორმე დაძლიოს ეს ხალისის დეფიციტი. და ეს უბიძგებს ადამინებს, ის წარმოიდგინონ, რაც არ არის. ხალხს უნდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პრემია, პირველ რიგში, მისიანმა მიიღოს. თავისი გამარჯვებული უნდა, რომ ჰყავდეს, თავისი გმირი უნდა რომ ჰყავდეს. მაგრამ ამავე დროს, ყველა ვერ წარმოუდგენია ამგვარ გმირად.
- მაგრამ თქვენ წარმოგიდგინეს... ალბათ, მკითხველს სურს ენდოს საკუთარ წარმოსახვას, „სინამდვილე თვითონ დაემსგავსება“...
- ალბათ. მაგრამ ამ ამბავმა კიდევ ერთი რამე შეამოწმა. ის, რომ წიგნი წარმოიდგინეს პრემიის ღირსად, აღიარეს. მოკლედ, ჩემს წიგნებზე უარი არ უთქვამთ, თქვეს, რომ წიგნს ეკუთვნის ეს განსაკუთრებული “რაღაც”...
- საერთოდ, რა განწყობა გაქვთ პრემიების მიმართ? მართლაც ისეა, როგორც ერთგან ამბობთ, რომ “თუ თავს დაუდაფნავ, ტკივილს დაუკარგავ”?
- დაფნა და გვირგვინები ხალხმა თავისი თავისთვის გამოიგონა და თავის თავს ადგამს. ისე კი, ყველა პრემია იმსახურებს იმას, რომ ერთი-ორი დღე ამ ტალღაზე იყო, გიხაროდეს, შეიძლება საკუთარ თავს სიყვარულითაც გაეთამაშო. პრემიაც ეგაა ალბათ, რომ გინდა, ცოტა ხნით შენს თავს გაექცე. ეგეც ერთგვარი გაქცევაა. ისე კი, არავინ არ არის საკუთარი თავის წინაშე ჯილდოს ღირსი.
- საფრანგეთში ომარ თურმანაულმა და მარი ფრენინგმა თარგმნეს თქვენი “წიგნი ამბა ბესარიონისა” და დიდი წარმატებითაც. ისე კი, როგორ ხდება, მართლაც იკარგება თარგმანში პოეზია?
- ალბათ, მართალია ის, რომ დიდი პროცენტი თარგმანში იკარგება, მაგრამ საბედნიეროდ, არის ისეთი მაგალითებიც, როდესაც ეს შეგრძნება არ გიჩნდება. მაგალითად, მაჩაბელს როდესაც კითხულობ, წერედიანს, ან გრიგოლ აბაშიძის მიერ ნათარგმნ შანდორ პეტეფს, არ გიჩნდება სურვილი შეამოწმო დედანი. ამიტომ უნდა თარგმნოს იმან, ვინც იცის და გრძნობს ენას და ტექსტს, ან უნდა გაიზარდოს მთარგმნელი ჯერ და მერე მოკიდოს ამ საქმეს ხელი. საერთოდ მგონია, რომ ყველანაირი ნიჭი ღმერთის ბოძებულია - რასაც ადამიანი ხარისხიანად და ღირსეულად ქმნის. ცუდ პოეტს და კარგ მთარგმნელს შორის დიდი განსხვავებაა. მე ასეთ დროს კარგ მთარგმნელს ვამჯობინებ და ასე ვფიქრობ: “მაჩაბლის შექსპირი, წერედიანის ვიიონი, ანდა წერედიანის სვანური პოეზია...”
- ეს პრობლემა ალბათ სულ იდგა. და სამწუხაროდ, ჩვენმა პოეზიამ და ლიტერატურამ დღემდე ვერ მოახერხა საზღვრებს გარეთ გასვლა, სერიოზული გარღვევა .
- ადრე საერთოდ ძალიან მანკიერი მხარე ჰქონდა ბევრ რამეს. რუსეთზე ვიყავით დამოკიდებულები. ვთარგმნიდით ბწკარედებიდან. მთარგმნელის სახელი საერთოდ არ ჩანდა და ძალიან დაუფასებელი საქმედაც იყო მიჩნეული. მაგალითად, ერთი ფოტო მახსენდება. ამ ფოტოზე გალაკტიონი მიხალკოვთან ერთადაა. ღიმილით ლაპარაკობენ რაღაცას. გალაკტიონს რაღაცნაირი პირმოთმე სახე აქვს, ჩანს, რომ ან თარგმნა უნდა, ან პრემია და რუსი კოლეგის კეთილგანწყობას ცდილობს. გალაკტიონზე იმიტომ შეიძლება ასე ლაპარაკი, რომ ის გენიოსი იყო და ბევრი რამ სისულელე უნდებოდა, ბავშვივით, გულწრფელად.
- იცნობდით გალაკტიონს?
- კი, და ბევრ, ერთი შეხედვით, უხერხულ სიტუაციაშიც მინახავს. მაგრამ გალაკტიონი იყო და ისეთი სცენა, რამაც შეიძლება სხვა დაამციროს, მას, პირიქით, ამკობდა კიდეც. გალაკტიონი და სპარტაკ ბაღაშვილი მიყვარდა ძალიან და სადაც დავინახავდი, მიხაროდა. ვახტანგ ჭაბუკიანის პლასტიკის გენიას ვცემდი კიდევ თაყვანს... საერთოდ ბევრი, ბევრი ვინმე მიყვარდა...
- გალაკტიონის შემდეგ თქვენ იყავით პირველი, რომელმაც ააყირავა ქართული პოეზია, შემოიტანა ვერლიბრი, და ამასთან ერთად დისიდენტური აზროვნებაც პოეზიაში. ეს იმ დროს რთული არ იყო?
- მე არ მოვითხოვდი საბჭოთა გამომცემლისგან, რედაქტორისგან, რომ ჩემს გამო რისკზე წასულიყო, დავებეჭდე და ჩემს გამო დაეკარგა სამსახური. ვერლიბრი მერე დაერქვა, მაშინ ეძახდნენ თავისუფალ ლექსს. თვითონ ეს სიტყვათშეთანხმებაც კი მიუღებელი იყო. და ამიტომ არავისგან არაფერი არ უნდა მომეთხოვა, არც მოწონება, არც თავის დაკვრა. მაგალითად ასეთი პატარა ლექსი მაქვს:
“ჭრელი ხბო,
როგორც პატარა ნიში,
მახსოვრობაში თუ დაღლილ ტვინში,
განათდება და უცებ გაქრება”
აბა, ასეთი “საქონლით” მაშინ ვაჭრობა შეიძლებოდა? უნდა ივაჭრო იმით, რაც იყიდება, კონიუქტურას უნდა დაემორჩილო, ამიტომ არ ვიყავი პრეტენზიული და გარეგნულად არ გამოვხატავდი. და არც ჩემს ირგვლივ გამართულ კამათში მიმიღია მონაწილეობა.
- მაგრამ თქვენი პოეზია მაინც იბეჭდებოდა…
- მაინც იბეჭდებოდა. და თუ არ იბეჭდებოდა, რედაქციიდან რედაქციაში არ დავდიოდი. რომ იბეჭდებოდა გასაკვირიც არაფერია ალბათ... ტრადიციული ხალხი ვართ, ლიტერატურა ჩვენთვის ტრადიციაა. ყველა დრო ითხოვს ახალს, ახალს და ეს გზა ისეთი შეუქცევადია.. ეს თემა განსაკუთრებით ჩემმა “ხეიბარმა თოჯინამ” გაამძაფრა. რომელიც ძალიან მოეწონა არჩილ სულაკაურს და ოთარ ჭილაძეს. და რედაქტორს უთხრეს, მოგვწონსო. თქვენ თუ მოგწონთ ჩემი წაკითხვა რად უნდაო,... და ასე ნახევრად არალეგალურად გამოიცა ეს წიგნი, რომელსაც შემდეგ გურამ ასათიანის დიდებულმა წერილმა გაუთქვა სახელი და ყველაფერი მიამშვიდა...
- რადგან „ყოველი წუთი კონსერვატორულია, მომავლისკენ იყავით მიპყრობილი”
- მწერალი საერთოდ ხომ მომავლისაა. ჩვენ არ ვიცით მომვლის მკითხველი, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მომავალს. მომავლისკენ ვიყურებით, რადგან წიგნი მომავალს ნიშნავს.
- და საერთოდ ხედავთ მკითხველს? ჩემი აზრით, კარგი მკითხველი უფრო ცოტაა, ვიდრე კარგი მწერალი.
- რა თქმა უნდა. ასეა. სხვათა შორის, ყველაზე კარგი კომპლიმენტი რომელიც მითხრეს, ის იყო, – “საიდან გაფიქრდება ეგეთი რაღაცეებიო?” ახალგაზრდა კაცი იყო, მაშინ მეც ახალგაზრდა ვიყავი, ტოლები ვიყავით. ვიცნობდი იმ კაცს და არც მეგონა, თუ მე წამიკითხავდა...
- როგორ ფიქრობთ, დღეს ლიტერატურა მკვდარია? გავლენას რომ ვერ ახდენს ცხოვრებაზე, ეს ცხადია.
- ეს მითი, რომ ლიტერატურამ გავლენა უნდა მოახდინოს ცხოვრებაზე, ალბათ განმანათლებლების ეპოქის პირმშოა. ერთხელ აქ სტეინბეკი იყო. საუბარი ლიტერატურის ცხოვრებაზე გავლენას შეეხო, თქვეს, როგორ უნდა მოახდინოს ლიტერატურამ ისეთი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, როგორც ვთქვათ, ზინგერის საკერავმა მანქანამ, ან ტოიოტამ? სტეინბეკმა მაშინ თქვა, რომ ჩვენთან “ბიძია თომას ქოხმა” მოახდინა დიდი გავლენაო. ესე იგი, სოციალურმა ლიტერატურამ.
-თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ვთქვათ, ჯოისზე, ან თუნდაც, ტოლსტოიზე უკეთესი მწერალი იყო. მაშინ როდესაც მათ რომანებს ცხოვრებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. და დღეს რა ხდება? ლიტერატურა დაშორებულიც ხომ არ არის ცხოვრებისგან, ადამიანისგან?
- დღეს ტექნიკა ბატონობს ყველგან. ყველაფერში და მწერალსაც უბიძგებს პირველ რიგში ტექნოლოგიური იყოს, “თანამედროვე”. გული კი არ არის ტექნოლოგიური და არც თანამედროვე – გილგამეშისაა. ნახეთ, როგორი მოუწესრიგებელია ადამიანის გული თვითონ ადამიანში. ამიტომ თავის თავს ადამიანი ვერასდროს დაეწევა. უამრავი თავგადასავალი გადახდა ბევრს, მაგრამ თვითონ მაინც ცარიელია. იმიტომ, რომ პოეზია თავგადასავალი არ არის და არც ფაქტები და არც ეფექტები..
- “შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რას მიაშენებ…”
– ეს არის მწერლის იდეალი, მიაშენოს?.. საერთოდ, მწერლის იდეალი რა არის?
- მწერლის იდეალი ის არის, რომ თქვას რაც აწუხებს და მორჩეს.
- ეს იდეალური მდგომარეობაა? თუ მაინც მუდმივი უკმარისობის გრძნობა რჩება, რომ “აქამდე არაფერი არ იყო და ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაიწყო წერა”
- ეს არანორმალური მდგომარეობაა. წერა არანორმალურ მდგომარეობაში გაგდებს. ყველაფერი გაშორებს მას, ყველაფერი ხელს გიშლის. ახლა როდესაც ეს ბოლო წიგნი დავასრულე, ვთქვი, რომ უნდა დავისვენო. ანუ საკუთარ თავს დავუბრუნდე. მე ისეთი ფსიქიკა მაქვს... არ ვემადლიერები საკუთარ თავს, საკუთარ ნერვებს და შესაძლებლობებს. ყველა სიბრძნე კარგია, მაგრამ ვხედავ, რომ მე არ მეხება, მე არ მეკუთვნის.
- თქვენ როგორ წერთ?
- 24 საათი ვწერ. თუ კალამს არ ვაწრიპინებ, ვიმახსოვრებ. ეს მუდმივად ხდება. იკითხავენ, რომელი დროა კარგი? დილაც კარგია საწერად, შუადღეც და ღამეც... მოდი და გამეცი პასუხი... მე გეტყვით: დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანი ვწერ.
- ფიქრი და ცხოვრება ერთად ხერხდება? თუ ეს “ისეთივე უადგილო შეთანხმებაა, როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი?”
- ადამიანი იმიტომაა ასეთი მხეცი, რომ ყველაფერი შეუძლია
- ცალ-ცალი ფეხსაცმლითაც სიარული?
- რა თქმა უნდა. უხდება კიდევაც.
- ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ მხოლოდ მარტოკაცები აღწევენ მწვერვალებს. მწერლისთვის უმთავრესი შემოქმედება უნდა იყოს და მაშინ გამოუვა რამე...
- იცით რა არის? ყველაზე დიდი რამ ამქვეყნად არის ადამიანი. ყველაზე ძნელი არის ადამიანი. ყველაზე შეუძლებელი – სიყვარული. საერთოდ. ეს შეუძლებელი გრძნობებია. ათი მცნება შეუძლებელია, უფრო სწორად, ჯერ-ჯერობით დაუძლეველია.
- სრულებით გეთანხმებით. და შემოქმედებასაც ადამიანის გარეშე რა აზრი აქვს. ისე კი ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ რა საშინელია ზოგჯერ ეს ფასი...
- იმიტომ, რომ ყველაფერს გამოსყიდვა უნდა, განსაკუთრებით სიხარულს. ძველ დროში მსხვერპლთშეწირვას თავისი სიბრძნე გააჩნდა. მაშინ თავის მიზეზები ჰქონდათ. იცოდნენ, რას და რატომაც წირავდნენ მსხვერპლს. რის სათხოვნელადაც მიდიხარ, იმის წონა ფასი უნდა გადაიხადო. ისე, ალბათ არ მოგეცემა.
- შემოქმედებას რა ფასი აქვს? თავისი ტვირთი და სიმძიმე?..
– ძალიან კარგია იყო ხალისიანი, ხალისიანი ნაწარმოებები შექმნა. ასეთი მეტაფორა არსებობს, რომ ოსვენციმის შემდეგ პოეზია და ლექსის წერა აღარ შეიძლებაო. მაგალითად, ვაჟა ფშაველას დროს ძალიან მოდაში იყო ნიცშე და ვაჟაც ძალიან განათლებული იყო, ნიცშეც ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ არსად არ აქვს ნიცშეანური რამეები, რატომ? იმიტომ რომ რამდენ ჯურღმულშიც არ უნდა იყოს ადამიანი ნამყოფი, ყველას თავისი სათქმელი აქვს, ყველაფერი მაინც მიწაზე ხდება ბოლოს. ასე უცნაურად მიწიერია ადამიანი, მაგრამ ამავე დროს, მიწა არ აკმაყოფილებს მას. “ალუდა ქეთელაური” რომ გავიხსენოთ როგორია მიწა მასთან. ხორკლიანი, მშრალი... ალუდა ვაჟამ ნამდვილ ამბავზე დაწერა და ძმამ, ბაჩანამ მაინც “გაარკვია” მკითხველი – ეგ ამბავი რალურიაო... ის კი ვერავის ამოგლიჯეს პირიდან, რომ ისეთი ფინალი, როგორც ქეთელაურს აქვს საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ მხატვრულობა და არა ფაქტი ანიჭებს მას უკვდავებას.
- ფიქრობთ, რომ ყველა „მართალი სიტყვა მართლაც წარსულში ითქვა” თუ სათქმელი კიდევ ბევრია? თაობათა შორის მუდმივი წინააღმდეგობაც ამაზე ხომ არ არის აგებული.
- ახლა ვკითხულობ მე-16 -მე-17 საუკუნის პოეტებს. სულ იქ ვარ, და რა საოცარია, რა თქმა უნდა, აღიარებენ რუსთაველს, მის ტყვეობაში არიან, ისევე წერენ, როგორც რუსთაველი, ბაძავენ, მაგრამ იცით, რა ბრალდებას უყენებენ? ამდენი რამ ხდებოდა საქართველოში და რას იგონებდი რაღაც ზღაპრებსო. მოკლედ, ესენი უკვე სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას, ლიტერატურას, სულ სხვა ტიპები არიან. ასევე რომ დასვათ გავრცელებული კითხვა, რას ფიქრობთ ახალგაზრდა მწერლებზეო, პასუხს ვერ მიიღებთ. ეს საერთოდ ისეთი კითხვაა... აი მაგალითად, ერთად იდგნენ აკაკი და გრიშაშვილი, მაგრამ ვიცით ჩვენ რას ფიქრობდა აკაკი გრიშაშვილზე? კაცმა არ იცის, რადგან გრიშაშვილმა წაართვა აკაკის ყველა მსმენელი და მკითხველი. მაგრამ მერე გრიშაშვილსაც გამოუჩნდენ შემცვლელები... და ასე შემდეგ...
- და მაინც რაღაც ახალი ტენდენციები არსებობს, არა? ახალ დროს თავისი მოაქვს. და რა არის ეს „მეტი ავანტიურა, ვიდრე გულწრფელობა?”
- თუ ლიტერატურას დავარქმევთ საამქროს, სადაც ახალი ტექნოლოგიები ინერგება, მაშინ ყველაფერი გასაგებია. მაგრამ რა უნდა ქნას ამ დროს უბრალო მიწისმზომელმა? ცოდვაში ჩაგვაგდებს ეგეთი საუბარი...
– სკაბრეზზე რას იტყვით. ეს დღეს პოპულარული თემაა. ის თქვენთანაც გვხვდება, მაგრამ ძალიან ორგანულად ტექსტში ჩაქსოვილი. თავის დროზე ყველაფერი ისე ბუნებრივად და ლაღად ითქვა ხალხურ პოეზიაშიც.
– რაც შეეხება სკაბრეზს, ამისათვის დიდი მხატვრული ნიჭია საჭირო. ადამიანი რომ ჩაერევა, ბევრი რამე უხამსდება.
- ბოლო რომანზე „60 ჯორზე ამხედრებული რაინდი“ ვისაუბროთ, წერთ, რომ ეს არის “წიგნი ჰიპერბოლების და მეტაფორების.”
- ამ ბოლო წიგნის გამო გავმეცნიერდი კიდეც. იმდენი რამ წავიკითხე, თანაც როგორც ჩანს, პედანტიც გავხდი... ერთი თუ “გამეცნიერდი”. იგებ, რომ ცხენს რომ ნალს აჭედებენ იმას ლურსმანი კი არა, ყაირი ჰქვია , მოკლედ, სინდისი სანამდეც გაგიშვებს, იქამდე იქნები ზუსტი. ისე კი, მე ჯერ არ მინახავს ადამიანი რომელმაც ეს წიგნი წაიკითხა. ამითაა დღევანდელი ქართველი მწერალიც ბედნიერი, რომ, რაც გინდა დაწეროს საიდუმლოდ დარჩება.
– რატომ?
- იცით, როგორაა? დაუშვათ, დაბარე და გაიხედე შენი დაბარულისკენ. ამ დროს შეიძლება თავი შეიქო, ან რამე შენიშვნა თქვა. ეს ბუნებრივია. და მე ვთქვი ჩემს ბოლო წიგნზე, “დასაწერად ხომ ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მკითხველიც ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ ეს წაიკითხოს- თქო” ეს არის ჩემი შეფასება. მეტი არაფერი მითქვამს. მაგრამ, ამავე დროს, დაბარულისკენ რომ ვიხედები, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ წიგნით კარგად გავიგე ჩემი ხალხი, კარგად დავინახე მისი “წიგნი”. და ამ მომენტის გამო ვარ კმაყოფილი.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Dec 08, 2010 10:09 am



"შენსკე არი თუ არა სამყარო..."

ბესიკ ხარანაული წარდგენილია ნობელის პრემიაზე 2011 წლისათვის.

ამის შესახებ გადაცემა იყო საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაზე", თავად ბესიკიც ჰყავდათ მიწვეული და თქვა ინტერვიუში, რომ მე მარცხს მოველი, პირადადო. ყველაფერი არ არის თარგმნილი და არ გვიცნობენო... ვაჟადან და აკაკიდან ასე იყოო – იშვიათად ითარგმენოდნენ ქართველი პოეტებიო. ეს ჩემი წარგდენა "ამბა ბესარიონით" და ლექსებით არის ამჟამადო...

შენი პირადი მიზანი რომ გაქვსო, – ერთ–ერთი შეკითხვის პასუხად თქვა ბესიკ ხარანაულმა, – მაშინ რაღაც სხვა არხებით, შენთვის, ჩუმად უნდა გაიგო, "შენსკე არის თუ არა სამყარო"–ო... აი, ამ შეკითხვაზე პასუხი თუ გეცოდინება, იმასაც მიხვდები, განხორციელება უწერია თუ არა იმ შენს მიზანსო.

"პირადი მიზნისკენ სანამ წახვალ, ჯერ გაიგე, შენსკე არი თუ არა სამყარო..." – ეს "შენსკე" ფშაურად წამოსცდა, ფშაურადა და გამიხარდა...

მე ვფიქრობ, რომ ბესიკის ბოლოდროინდელი ლექსები და პოემები ფშაველი ქადაგების ამოთქმულებს დაუახლოვდა ("ორივ ფურცელი ცის და მიწისა" – დაბეჭდილია აქვე, მეცხრე გვერდზე, მთლიანად) და სულ სხვა ელფერი შესძინა მის ნოვატორულ შემოქმედებას – ჰოდა, სამყაროც იმიტომ არი იმისკენ, თავის ფესვებს ჩაჰმზერს, სულ უფრო და უფრო ღრმად ჩაჰყურებს და სულ ობოლ–ობოლი მარგალიტები ამოაქვს იქიდანა...

მოდით, წარმატება ვუსურვოთ!..

როგორც მე მგონავ, – ბესიკ ხარნაულის ჩვენთვის დასანახი პორტრეტის ჯერაც შეუმჩნეველი, სამიღმიერო არე–მარედან ცალთვალა დევი, ვაჟა–ფშაველა გადმოიმზირება, პაპამის ქიტესა ხარანაულთან ერთად რომ მიუჯდებოდა ხოლმე ხაჭო–ერბოიან და ჟიპიტაურიან სუფრასა თიანეთში და, – თუ მისცეს, მარტო ბესიკისა კი არა, მთელი საქართველოსი იქნება ის ნობელი...

და დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, – მოდი, მოდი, ბესიკია ტელევიზორშიო! – რომ დამიძახეს, თორემ აბა, მე როგორა ვნახავდი ამ გადაცემას?..

მიხო მოსულიშვილი.
2010 წლის 8 დეკემბერი, 10.00 საათი.




Last edited by Admin on Wed Feb 23, 2011 7:15 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Dec 29, 2010 11:41 pm



ბესიკ ხარანაული


606 ქულა 70 მომხმარებლისგან


გახდა "ბრწყინვალების ორდენის" კავალერი. გამომცემლობა "სეზანმა" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა ახალი, დიდტანიანი რომანი, რომელსაც კავკასიურ საგასაც უწოდებენ - "60 ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი მეტაფორებისა და ჰიპერბოლებისა".

სექტემბერში "ლიტერატურულმა გაზეთმა" ჩანართის, დამატების სახით გამოსცა მისი ახალი ნაწარმოები "ატეხილობაა დიდი ქვეყანაზე". თებერვალში, საფრანგეთში, გამომცემელმა არნო პასკალმა გამოსცა ფრანგულად თარგმნილი "წიგნი ამბა ბესარიონისა" (მთარგმნელები - მარი ფრერინგი და ომარ თურმანაული). მწერალი მიწვიიეს სტრასბურგსა და პარიზში, სადაც ამ გამოცემის პრეზენტაცია შედგა. იქაურ გამოცემებში რამდენიმე რეცენზია დაიბეჭდა და დაიწყო მუშაობა რომან "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის" თარგმანზე. მას ფრანგული პრესა იხსენიებდა როგორც ქადაგ-მწერალს.

"ფრანკოფონიის დღეების" პროგრამაში მოეწყო მწერლის შეხვედრა და ფრანგულ-ქართული კითხვა "ამბა ბესარიონისა". ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრაზე, რომელსაც მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან ერთად საფრანგეთის ელჩიც ესწრებოდა.

ამერიკელმა პოეტმა და მთარგმნელმა ტიმ კერჰერმა ანი კოპალიანთან ერთად თარგმნა მწერლის ადრეული პოემა "ხეიბარი თოჯინა". საყურადრებო ინტერვიუები, ნაწარმოებები და რეცენზიები იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში: "24 საათი", "ლიტერატურული გაზეთი", "ჩვენი მწერლობა", "ცისკარი" და სხვა.
გამოსაცემად მომზადდა მწერლის ოთხტომეული.
2010 წელს, ქართულმა მხარემ იგი 2011 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად წარადგინა.

ბიოგრაფია
ბესიკ ხარანაული – პოეტი, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1939 წლის 11 ნოემბერს, დაბა თიანეთში. ითვლება სამოციანელთა თაობის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. ქართულ პოეზიაში ვერლიბრის ერთ-ერთი დამკვიდრებელი. რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, სახელმწიფო, საბას ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.

წყარო - http://www.tabula.ge/apps/index.php/manoftheyear/show_contestant/75

ბესიკ ხარანაული

ფშაური მზის ნაბიჯები

1
ისევ აფრინდნენ
დედულეთის ნახნავებიდან
ლურჯი ყვავები,
ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.

დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები.

დამისხი, ფშავლის დედაკაცო, შენი არაყი
და მითხარი: ”შე ჩემთავმკვდარო”.
ამ სიტყვისთვის
აქ მოვსულვარ, როგორც წამლისთვის.
დამისხი, ფშავლის დედაკაცო,
ოღონდ ნუ მეტყვი,
რომ უცხო ვარ,
რადგანაც იქ,
საიდანაც გამოვიქეცი,
ვთქვი, რომ მივდივარ ჩემს მხარეში,
ჩემს ქვეყანაში.
დამისხი,
ფშავლის დედაკაცო,
შენი არაყი
და მითხარი:
”შე ჩემთავმკვდარო”.

ვიღაცა ფშავლის ფოთლებსა სწვავს გომურის გვერდით.

გამიშალე,
გამიშალე, ჩქარა, ლოგინი!
მე მინდა მოვკვდე
ჩემს ადგილზე,
როგორც მებრძოლი.
და ისე,
როგორც გუზუმბათზე
დაჭრილი ტახი
ეთხოვება წიფლის შიმელებს,
მე მინდა,
მინდა
ყველა საკრავს შევახო ხელი,
გამიშალე,
გამიშალე,
ჩქარა, ლოგინი!
დამისხი,
ფშავლის დედაკაცო,
შენი არაყი
და მითხარი:
”შე ჩემთავმკვდარო”.
ამ სიტყვისთვის აქ მოვსულვარ,
როგორც წამლისთვის...
მე ვარ მამალი,
შენ რომ მიმხატე ჭრელ ფარდაგზე,
მომწყინდა და ძირს ჩამოვფრინდი.


2
ისევ აფრინდნენ
დედულეთის ნახნავებიდან
ლურჯი ყვავები,
ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.

დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები.

სუყველა მაღლა იყურება
მწყალობელ მზისკენ,
ჩვენ კი, ჩვენ ორნი, აქ იმიტომ ვართ,
რომ არ მოკვდეს, არ დაიკარგოს
ნუგეშის სიტყვა მოყვასისთვის:
”შე ჩემთავმკვდარო”.

სუყველა მაღლა იყურება
მწყალობელ მზისკენ.

ჩვენ კი, ჩვენ ორნი,
ვდგავართ ხოლმე ხიდის ყურესთან,
დავდივართ ხოლმე მოედნებზე,
სავსე ქუჩებში
და ვდუდუნებთ: შე ჩემთავმკვდარო,
შე ჩემთავმკვდარო,
შე ჩემთავმკვდარო...

მე ვარ მამალი,
შენი ჭრელი ფგარდაგიდან გადმოხვეწილი.


3
სულაც არ ვგრძნობდი უცხოობას მე ამ ქალაქში
და მისი მტვერი ჩემთვის მტვერი არა ყოფილა.
მეც მოკლე თოკით,
მოკლე თოკით ვიყავ მიბმული
სამსახურზე და ოჯახზე,
ოღონდ... საოცრად,
ურცხვად
გრძელდებოდა ხოლმე ის თოკი,
როდესაც ვსვამდი,
ანდა როცა ვოცნებობდი განმარტოებით.
მაშინ,
მე მაშინ
არა მარტო ვუსწორდებოდი
ყველას, არამედ
მათ კიდევაც ვაჯილდოვებდი.

და მე შენთანაც მოვდიოდი,
გვერდს გიჯდებოდი.
მაგრამ მითხარი,
მიპასუხე,
მაშინ, როდესაც
შენ მიუტანე ცეცხლი სხვებს და
წინ დაურგე
აყვავებული ატმის ნერგივით,
ნუთუ იმ ცეცხლის ნაპერწკალიც არ დაიტოვე?

მე გამკენკეს და გამიტანეს ხარბმა ქათმებმა.


study


Last edited by Admin on Mon Dec 10, 2012 4:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Jan 14, 2011 11:07 am



ბესიკ ხარანაული


დამაღამებინე,
გამათენებინე!


დღე არის,
ღმერთო,
დამაღამებინე!
ღამეა,
ღმერთო,
გამათენებინე!
ნუ მომკლავ,
სიცოცხლე მასმენ-მაჭვრეტინე,
დამაღამებინე,
გამათენებინე!

ნუ უსმენ,
როსმე დამაკვნესებინებს,
ნუ უჭვრეტ,
როსმე დამახეთქებინებს,
ნუ იტყვი
- ასე კაცს
რა გააძლებინებს,
კმარა მას სიცოცხლე,
დავასვენებინებ!

არა, გეხვეწები,
სულ დამალევინე,
რაც პირზე მომყუდე
და დამამაძლევინე,
არა, გეხვეწები,
დამაღამებინე,
არა, გეხვეწები,
გამათენებინე!

იყოს ეს ცხოვრება,
იდინოს ჩემს ზედა,
იმის ნაბიჯებში იმდენი რამეა,
იფიქრებ, ვითარმედ, წმინდა სავანეა,
ცხოვრება კაცისთვის არც ისე მავნეა,
როს დღეში დღეა და ღამეში ღამეა,
როს ზეცა ლურჯია, ბალახი მწვანეა,
კმა!.. სხვა უკეთესი რაღა საგანია...

გასცდი და იდინე,
გზა გაახანეა,
ხელთ ჯოხი იპყარი,
მიიარგანეა...

სიცოცხლეს
თავი არ შეაჭმევინე,
სიცოცხლეს თავი არ შეასმევინე,
- ჰა, ძმანო, ეტყოდი,
სისხლი და ხორცი მე,
პური და ღვინო მე,
გამომაწვდევინეთ!
ღმერთმა მოგახმაროთ,
რომ დამაკლებინეთ,
ღმერთმა მოგახმაროთ,
რომ დამაცლევინეთ,
ფიქრი მართვევინეთ,
ცრემლი მაღვრევინეთ,
დამაღამებინეთ,
გამათენებინეთ...

სტუმარი არ ჩივის,
თუ მოალხინეა,
სტუმარი იწყინებს,
თუ მოაწყინეა...
ღმერთო, სიავეთა
ნუ დამათვლევინებ,
მომაპყარ ჯოხი მე,
მაარგანებინე,
მღერა რამ საბრალო
დამამთვრებინე,
ნუ მომკლავ,
სიცოცხლე მასმენ-მაჭვრეტინე,
შიგნით არ შემიშვა,
გარეთ მაცდევინე,
რითიც რომ დავიწყე,
მით გამალევინე,
გინდ დაფნით შემამკე,
გინდ ქვა მახლევინე...

დამაღამებინე,
გამათენებინე!..

"ლიტერატურული გაზეთი", # 42, 14-27 იანვარი, 2011 წელი.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu Feb 17, 2011 1:51 pm



გივი ალხაზიშვილის, ზვიად რატიანის, ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილ ამერიკულ ჟურნალში "The Dirty Goat" მოხვდა
11:33 17.02.2011


ამერიკული გამომცემლობა "The Dirty Goat" ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა.

პოეტების გივი ალხაზიშვილის, ზვიად რატიანის, მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის "The Dirty Goat"-ის ოცდამესამე გამოცემაში მოხვდა.

როგორც "პირWველს" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი ავტორების ნაწარმოებები ჟურნალში ქართული პოეზიით დაინტერესებული მთარგმნელის ტიმოთი კერჩნერის მეშვეობით მოხვდა.

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ამერიკელი მთარგმნელი პოეტ ლელა სამნიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ზვიად რატიანი და გივი ალხაზიშვილი შეარჩია. ბესიკ ხარანაულის პოეზიაზე კი არჩევანი მთარგმნელმა ანი კოპალიანმა გააკეთა.

ქართველი ავტორების პოეზია საბოლოოდ ტიმოთი კერჩნერმა თარგმნა და ჟურნალ "The Dirty Goat"-ის რედაქციას მიაწოდა.
ცნობისთვის, 150 გვერდიანი ჟურნალი "The Dirty Goat" წელიწადში ორჯერ გამოდის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოეზიას, პროზას, დრამას, ლიტერატურას და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს.

ჟურნალი ორენოვანია. ნამუშევრები ორიგინალურ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი.

პირველი

http://www.presa.ge/new/?m=bp&NID=4904



The Dirty Goat 23 makes its first stop in the republic of Georgia with twenty-two pages of bilingual poetry from Zviad Ratiani, Besik Kharanuali and Givi Alkhazishvili – three of Georgia's most celebrated poets. Europe continues to shine with stunning photography by Polish artist Staszek Koba, bilingual Dutch poetry by Menno Wigman, and a short story by Brigitte Kronauer, one of Germany's most dynamic writers. Contemporary Hebrew poetry makes its first appearance with ten pages of bilingual Hebrew and English poems by Ronny Someck. The Dirty Goat continues to celebrate the rich literary tradition of Latin and South America with a variety of work from a number of nations. Mexico figures heavily in issue 23 with bilingual poetry by Alberto Blanco and Miguel Gonzalez-Gerth and a very unique trilingual selection – Mayan, Spanish and English – by Briceida Cuevas Cob. Death and the Maiden, a hauntingly brilliant story by Uruguay's Juan Carlos Onetti, and the evocative poetry of Ecuador's Santiago Vizcaíno conclude our Latin American journey. A large selection of new American poetry is peppered throughout the issue, as well as Cassandra Lewis's Two Women on the Shore, a new drama inspired by the Edvard Munch woodcut prints. With a variety of literature from fifteen countries across the globe, The Dirty Goat 23 is not to be missed.

წყარო – http://www.thedirtygoat.com/backissues/dg23.html

study

ზვიად რატიანი – http://www.thedirtygoat.com/images/excerpts/ext023i.html

http://www.thedirtygoat.com/images/toc/toc023.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 6:58 pm



ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



1

“მე ვარ სული საქართველოსი!..”



აი, რა მესმა და მეჩვენა მე, ცოდვილ მჩხაპნელს, შესაძლოა უძილობისა და განწირულებისგანაც, ძველი ხელისუფლების ზეობის მეთხუთმეტე ნაკლულ წელსა და ახალი ხელისუფლების ზეობის მეორ-მესამე წელს...

იმ დრო-გასაყარზე, როცა ხალხს აღმართ-დაღმართებზე ცხვრის ფარასავით თუ არ ჩოლბოტი დააქლოშინებდა, თუ არ ვაცბოროტი...

მე კი ერთი ვიყავ და კვლავაც ერთი ვარ, ვერ გავხდი ორიც კი, რადგან მუდამ ერთი ვიყავი.
კვლავაც მწარე და მკაცრი ფიქრები მაქვს და ეს წესი ცხოვრებისა ვერ მოვიშალე.

ამჯერადაც, რომ ვიდექი მე ჩემს რჯულზე და დავიქანცე, ღამეც მომრჩალიყო და ვიგრძენი, ღირსი ვიყავ გასამრჯელოსი _ ანუ სუფთა ჰაერისა... და გარეთ გავედი.

შეზავებულად მეხსაც ჰგავდა და მოხუცებულსაც, ცას სარჩულივით გადაჰკვროდა, არწივისა ჰქონდა სახე და ემოსა ნისლის კოტორი, თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან იდგა და იქიდან გუგუნებდა ცის მედგარივით:

_ ჰოი, ჰოი, ჰოი... გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
მე ვარ სული საქართველოსი!..

და ძაბრივით ჩამეღვარა ტანის ღრუვში ეს სიტყვები და გავიღუნე მათ უღელქვეშ ბებერ ხარივით...
სული იყო საქართველოსი,
მისგან მეთქვა, მისგან მებრძანა. სულიწმინდამ დამინათა თითქოს ქაღალდზე, ზედმეტი აზრი მომაშორა, განმწმინდა და გამაქადაგა.

ერთი ტყიანი მთა რომ გადავიარე, დაბლობი გამოჩნდა. ღამე ილეოდა. მთვარის შუქზე გაშლილ ზღვასავით ლივლივებდნენ მწვანე მინდვრები. გარს თიები ერტყათ _ მომცრო მთები, თავქოჩრიანები. ამათზე იყო დახვეული დანარჩენი გზა. ჩავყევ-ჩავყევი და კლავ დაბლობს გადავადექი.

ღამის სოფელი სჯობია დღისას, რადგან ღამე იფარავს მის შიშველ ხორცებს, სიბეჩავეს და უიმედობას.
თვითონ სოფელი ხომ მარტოა, მარტო არიან ღობეები, კაცი და ძაღლი.
ცისქვეშეთში თითქოს წესია:
რაც უფრო ავაზაკი იქნები, უფრო... უფრო...
რაც უფრო წმინდანი იქნები, უფრო... უფრო...

იცით სადა ვდგავარ?
იმ ადგილას,
სადაც ბავშვები ნაწვიმარზე წისქვილებს აგებენ და წიფლის ქერქეჭელის ურმებით მიაქვთ დაფქული.
იმ ადგილას,
სადაც სარკინოზთაგან ცხვარივით დაკლული არჩილ მეფის სხეული დაკრძალეს, რადგანაც მთელ საქართველოში სისხლისაგან აღარ იყო მშრალი ადგილი, არც ჭალა, არც იქ ნადენი წყალი.
თავ-თმაამოკორტნილ ქალებს ძუძუელა ბავშვებზე თავი დაეხარათ, იტირებდნენ, მაგრამ ცრემლის ლოპო ჰქონდათ დამშრალი.
იცოდნენ, რომ სიკვდილს უზრდიდნენ შვილებს და მაინც უზრდიდნენ.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. რამდენი ვიხილე!
წვიმათოდენი ცრემლის ღვარი უნდა და მოტირალნი ფოთოლთოდენანი... აგერ ახლა კი, გაიხედეთ,
აქაურმა და იქაურმა ბიჭებმა ერთმანეთი ჩახოცეს,
დისწული მოკლეს დედისძმათ და არ დაიტირეს.

ცოდვიანი კაცის ბედი მშვიდობით კენჭსაც ვერ გასცილდება
და რას უზამს ხალხს თავის მიწა,
ცოდვიანები რომ დააბიჯებენ!..

აი, ჩემი თავგადასავალი:
იყო გაზაფხული. ყვავილებმა რა მომიტანა?
იყო ზაფხული. ვწანწალებდი ოფლდადენილი.
იქნება შემოდგომა. ჩამორიგდებიან გრძელი ღამეები,
დილის ნიავი ჩიტის ბუმბულს თვირთვილს მოაბამს...
იქნება ზამთარი. თეთრად მთები დაითოვლება.
წელი ერთი, როგორც მრავალი.

ეს ადგილი,
უპოვარი და მშიერ-ტიტველი, წასულ-წამოსული...

ეს რომ აქ ასეა, როგორ იქნება, ვისაც ადრე მასზე ნაკლები ჰქონდა
და იმასაც ხომ მოაკლდებოდა, ვისაც მეტი ჰქონდა ადრე ამაზე.

ცაზე მობოინე ძერა შესაძლოა ისევ ისე ლამაზსა ხედავს თავის ადგილებს, მაგრამ ვინც მის ტალახში დადის
და ძაღლივით ექექება მორყეულ ღობეებს _
ლამისა ყმუის...

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:00 pm

ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



1

“მე ვარ სული საქართველოსი!..”


(გაგრძელება)

II

ჰოი, ჰოი, ჰოი...
მე ვარ სული საქართველოსი,
გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
ჩემს ურჩსა და მოღალატეს, ჩემს მქირდავსა და მოპირფერეს,
ქალსა და კაცს, მოხუცს, ყმაწვილს, გამხმარსა და გაფუებულს
მიწაში აგზელთ!
ცრუ მღვდელს, ცრუ მლოცველს, ცრუ მეცნიერს, ცრუ მგმობელს,
ცრუ მწონავს, ცრუ მთვლელს, ენაგრძელსა და უთქმელს,
ორპირს და მანკიერს
მიწაში აგზელთ!

ჰოი, ჰოი, ჰოი... გესმოდეთ და გეყურებოდეთ,
მე ვარ სული საქართველოსი!
ჩემი არის ეს ცა და მიწა, ორ ზღვას შუა, კავკასიიდან ვიდრე ტრაპზონამდე!
ჩემი არის მთა და ველი, წყაროები, მდინარეები, ტყე და ბალახი და ყოველი ნამი იმათი.

ჰოი, ჰოი, ჰოი,
ჩემი არის ეს ცა და მიწა, რომ ვამრავლო მასზედ ჩემი ხალხი და ოფლი ვაწვიმო.
ვისაც ჩემი ხსოვნა გულიდან გასვლია და დავიწყებია, დავკრავ ჩემს ცხრაფესვიან მათრახს და თავს შევახსენებ,
ხოლო ჩემს ურჩსა და მოღალატეს მიწაში ავზელ!

შავი ზღვიდან დავუბერავ და კასპიიდან, რადგან ფრთები მილაგია ორთავ ნაპირზე, ავიშლები შავ ღრუბლებივით კოლხეთიდან, სვანეთიდან, ქართლ-კახეთიდან, აღმოსავლეთის ჩრდილის მხრიდან და სამხრეთის დასავლეთიდან, ტანს ავიკრეფ, ავიწევი, ავიმართები და დაგიქროლებთ და მტვერივით გადაგბერავთ ჩემი კვარცხლბეკიდან:
_ მე ვარ სული საქართველოსი!..
თქვენ ვინ მოგცათ, ტერფუკუღმა სასიარულოდ!

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
ეხლანდელმა ახალ-უხლებმა მხარი მხარს რომ მისწორეთ და კისერი კისერს, ბეჭებზე ხელს რომ მიტყაპუნებთ და სამოსის კალთებს მისწორებთ, სახრით დაგალურჯებთ გამოუქნელ საქონელივით, გასწიეთ უღელს და გზაში ნუ სცვივით, თვალი ნუ გაგირბით, სადაც რომ ლხინია, ზედაპირულებო, უშრომელი ლხინი ჭირია, ცოდვილებო, ჯერ შრომაა, მერე ლხინია...

ეხლავ ვიტყვი, ვინ როგორი ხართ, თქვენს სიკეთეს არ მივიკარებ, არც თქვენს ღიმილს, ისიც ქრთამია. სწრაფი ურმები შეგიბიათ, მიჭენაობთ სწრაფი ეტლებით და გიცვივათ ყველაფერი, რაც გაბადიათ, თქვენი მიზეზით აღარსადა მაქვს დასაფრენი, ყველგან ნაგავი და სუფრა გაქვთ, წმინდა ფრთები ვერაფერზე ვერ დამიწყვია.

სულ აღარაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი შრომა რომ სჭირდება გასაძღომად და მარილიანი კლდის სალოკად მისულ ჯიხვს უსაფრდება... სულ აღარაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი სისასტიკე რომ სჭირდება გასაძღომად და მეორე მთაზე ძერა გადაასწრებს.

არაფერს არ დაემყარენით, სულ ელით შემთხვევას. საქმე თქვენს თავთან რომ დაგეჭირათ, ყველაფერი უკან მოგყვებოდათ, ცისარტყელას ფარგალივით იქნებოდით და არა ჩრდილივით.

მტევანში რომ სიტკბო არ ესხას, არ შეიძლება. არ შეიძლება ადამიანი, თუკი მასში არ არის სული.

რას ენთოს სანთელი, თუ არ დაემკვიდრა!

ვიტყვი: ვინც დაჯდეს და პური ჭამოს, გველი შეჭამოს!.. დამცინებენ, უფროცა ჭამენ.
ვიტყვი: ვინც დაჯდეს და ღვინო დალიოს, შხამი დალიოს!.. დამცინებენ და უფროც დალევენ.
სიცილი მათი მუცელია, ჭკუას ჯერ არ გაუცინია.

პოეზიას ჰქონდა ამ მიწაზე შემაღლებული, იმიტომ, რომ ღვთის კურთხევაა. მოვიდნენ და გადაასწორეს.

ისე გავიჭიმები კამარისთვის ლომივით, ისე წამოვალ ძერასავით, მსხვერპლთან ერთად მიწას რომ ჩასტეხს.

სახლს რომ აშენებთ და სასახლეებს, სარკეს რომ კიდებთ და სარკეებს, ვინ შემოვა თქვენს სახლში და სარკეში ვინ ჩაიხედავს... დამდგარო ჯორებო, ყველა ცხოველი ცოდვაა თქვენს შესადარებლად.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი!..
დავიხულუზნებ, როგორც არწივი, მთიდან ბარად ჩამოვვარდები, დაგეტევით, დაგემიზნებით, ნაბუარს აგადენთ!.. მერე მითხარით, უსამართლო ხარო, ბრმასავით დახვალო და ვერა გვხედავო, დაგვანიავეო, დაბლა დააგეო ჩვენი ყანები... ეგრე ვიქმ კვლავაც, თეთრი ფრთა ვარ შავი ყორნისა... მე დიდი მიწა მედგა კვარცხლბეკად, კასპიიდან შავ ზღვამდე მქონდა ფრთები გაშლილი და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე მედგა მონასტრები, მეც წაგივალთ, მეც გაგეცლებით, როგორც ელინთა სულმა მიატოვა თავისი მიწა, ისე არ იქნება, ცეცხლიანი საკირეებიდან რომ ამოვფრინდებოდი და თქვენს თავს ღმერთს კვლავ ვარიგებდი. როდემდის უნდა შემიქციოთ, როდემდის უნდა გიყურებდეთ და ვფიქრობდე _ გაიზრდებიან!

ვინ იყო, ერთი წუთითაც რომ არ იყო ქართველი? თქვენ კი, როდის-როდის... ისიც მაშინ, როცა ჭიქა გიჭირავთ ხელში. საძაგელია თქვენი ქეიფი, თქვენი პურისჭამა, თქვენი თამადობა, როცა მთელ დედამიწას თავზე მოექცევით...

ჯერ გაასუქე შენი ხალხი, მჭლედ ნუ დაგიდის, ჯერ ძალა მიეცი და მერე აჭიდე, ხეს ნუ მოაჭრევინებ, ვინც ნაფოტის ფასიც არ არის.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
სულ რომ დედა ახსოვდეს შვილს და მამა არ ახსოვდეს, უფროსი შვილი რომ ახსოვდეს მშობელს ანდა უმცროსი და შუათანა არ ახსოვდეს, სამართალია?

სულ რომ ღმერთი გწამდეს, სულ რომ დედამიწა, სულ რომ თავი გახსოვდეს და მე არა,
სამართალია?

მე ვარ სული საქართველოსი,
სარჩული ვარ მაღალი ცისა!

ღმერთს არც ხსენება აკლია და არც დიდება,
მე ვარ ცოდვა, გლახაკი და დავიწყებული,
რომ არც ვინმე მღერის ჩემზე და არცა მგლოვობს...

მოიცადეთ, შეგხვდებათ თქვენც თქვენი შვილი ქალაქში სადმე,
მოგიკითხავთ ნაცნობივით და წავა გზადვე...

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი,
ისევ ის ვარ, რაც დაგემუქრეთ, ის ძალა მაქვს, იგივ შეძლება!
ცას ვკიდივარ სულიწმინდის ოქროს შიბით,
ღვთის კარს იმით დავიარები.
იმით ამაქვს თქვენი ძღვენ-საწირი, ხელით ნაქნარი, ფიქრით ნაღვაწი...

გამიფრთხილებიხართ, ავი ამბები მაქვს მოხილული
ღვთის კარის ყუდროში:
ზოგნი დაძველდით, გათამამდით, ზოგნი ახლები ხართ, გამოუქნელები,
ამ მიწის სული არც ერთს აღარ გინდათ, გინდათ ერთურთს გადააბაროთ,
ტყავი და ხორცი კი იმას დარჩეს _ ვინც ვის აჯობებს.

იცოდეთ, ლოგინს ჩაგიხურებთ და ლხინს დაგილევთ,
ნუ მივიწყებთ, თორემ განანებთ, ჩემს წესს არ დავიყრი.

ისევ ავი ამბები მაქვს მოხილული ღვთის კარის ყუდროში,
ვაითუ თითოობით მოიკითხონ თქვენი ცოდვები!
მეშინია, მორიგე ღმერთმა არ გაარხიოს წყრომით ბაგენი
და კვირიამ, კარვიანმა, მორიგე ღმერთის ხელმარჯვნივ მჯდომმა,
დაძრას ლაშქარი.

ეგებ გადავაცილო, ეგების დავქრთამო ბნელ-ცისკრის თევით,
მოყრილი ჩოქით და პირისქარით...
რა შველა თქვენგან მაქვს, რომ თავი გავმართო,
რომ თამამად შევხედო სიმართლეს თვალებში _
აქაოდა, ჩემი ხალხი მართალიაო.

შევეხვეწე მოდე-მოძმე ანგელოზებს, მორიგე ღმერთს მადლი გამოსთხოვონ:
გაუხსნას ბედი-მეთქი,
გაუთაოს მტერი-მეთქი,
ესენი ვეხვეწე.

გაუჩინარდნენ ღვთის ანგელოზები,
უსიტყვოდ დამაგდეს. ჩემი სუნი აღარ ასდით თქვენი მიწიდან.

წმინდა გიორგის შევხვეწე, მუხლი მოვუყარე,
_ ოქროს შიბით ცას ხომ შენაც აბიხარო_
გადაუქნია თავის ნისლისფერს მათრახი,
ნაგლეჯი ბორტვი მომეყარა ცხენის ნალისგან...

წამოვედი დამუნჯებული.
ქრისტეს დედა, ხელსაქსოვიანი, ცხვარს მიჰყვებოდა.
_ აპატიე, შეივრდომე, გადაუვადე-მეთქი _
ვუჩოქე ღვთისმშობელს.
გაიზრდებიან, ნაბიჯს გადადგამენ, სწორად გაივლიან.
ცუდ რუკაზე არიან-მეთქი, ცუდი მტერ-მოყვარე ჰყავთ _
გადამთქმელ-გადმომთქმელნი, არასანდოები.
თვითონაც კი უვარგისებია,
შენს კალთას უწმინდურებაში არჩიეს თავი.

შემომღიმილა ღვთისმშობელმა... რაღა დამავიწყებს!
გული გამინათა, იმედი ჩამისახა,
წამოველ საშინაოდ გაბედნიერებული.
აღარ მეშინია.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. გესმოდეთ და გეყურებოდეთ,
მე ვარ სული საქართველოსი!..

ჩვენ, ქართლოსიანებმა, შემდგომში ქართველებმა, ვითარცა რომ ღვთის პირველმა ნათესმა, გაუწბილებლად გახარებულ-გამხვივნებულებმა, ჩვენს უნჯ ყმათა ხოდაბურებში და ქერ-ოქროიანებში, უწინარეს სხვათა მოდგმათა, ვიხილეთ ცა-ქვეყნის შემქმნელი მორიგე ღმერთი _ ყანების თავზე ქარებულ ზეცაში.
პირველებმა ვიხილეთ სულიწმინდა _ ღვთის კარზე ოქროს შიბით ამავალ-ჩამავალი, მიწის ნამის მოყვარე.
ჩვენ ვიგრძენით შვილი _ მამაში და მასუკან მამა-ძეობითაა ქართველთა მოდგმა.
აღმართულია ჩვენი მიწა _ ჯვარივით _ ზეცას აპყრობილი, არათუ მიწის ქვა-ქვიშას გართხმული.
ჩვენ ღვთისმშობლის წილხვდომილნი ვართ, იმის ძუძუ-კალთით გაზრდილი ყმანი.
ჩვენ წმინდა ნინოს მოდე-მოძმენი ვართ, იმისგან ჯვარგადასახულნი.
ჩვენი ყველაზე დიდი მეფეც _ ქალი არის _ თამარი, ქალთათავი, ბრძენთა მედარბაზე, სამანი სიქველისა.

_ ღმერთო, შენითა და არა ჩვენითა!
აი, ამისი პატრონნი ვართ.
სხვითაც ბევრით არის ეს მიწა აზნექილი,
ამდენი მთით ღმერთს ვინ შეჰხარის,
ვინ ევედრება ამდენი სალოცავით.

ღმერთო, შენითა და არა ჩვენითა,
ღმერთო შენითა და არა ჩვენითა...

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. გესმოდეთ და გეყურებოდეთ,
მე ვარ სული საქართველოსი!..

ყდებშემოგლეჯილი წიგნივითაა საქართველო, ნაპირებშემომწვარი ხელნაწერივითაა, არ იკითხება, რა წერია. ვინ ამოიტაცა იგი ცეცხლიდან, ვინ დაჯდა სატირლად?..
როგორ შეთხელებულა ჩემი წიგნი, ფურცლები დასცვენია, რაც ეწერა, ის აღარ წერია, სისხლით ნაწერი, მელნით გადაუწერიათ, კალამი უხმარიათ შუბის წვერის მაგიერ.
ნანადირევის ტყავივით გდია საქართველო თავის მიწაზე, ძვალი და ხორცი რომ აღარა აქვს. მაგრამ ცუდად ინადირა, ვინაც ინადირა და ცუდად გაატყავა: ზოგი ტყავი ჰკიდია ნაგლეჯებად, ზოგი სულმთლად დაკარგულია, უნდა ეგდოს ეკლესიის შესასვლელში საფლავის ქვასავით და ფეხით გაცვდეს.

ჰოი, ჰოი, ჰოი...
როცა სანთელივით ენთო ჩემი სული ამ მიწაზე, როცა ფრთები მშვიდად მქონდა დალაგებული, კავკასიის ყველა ტომი წყლის ღვარებივით ჩემსკენ იჩქაროდა, ფრთებქვეშ მეტანებოდნენ ხალხები და განიწვრთებოდნენ... ახლა ყველამ გაჯობათ: ზოგმა შრომა იცის, ზოგმა მორჩილება, ზოგმაც თავგანწირვა... თქვენ არც ერთი არ შეგიძლიათ!.. ეს იცით მხოლოდ:
საქართველოში ნაცრიანი ტომრით თუ არ დახვალ, სახელს ვერ იშოვი!

აჰა, ზარი ვარ,
გეძახეთ და არ გამომხედეთ,
კარზე მოველ და
არ იყავით შემოსილები.
სხვას გახედავთ, აეძრახებით,
რადგან ჭრელია ყველაფერი
სურვილების დედამიწისა.
მარტო სული არის სპეტაკი.

როგორ შემოსულა ღამე, ვეღარც კი ვიცანი.
სისულელეა ღმერთის ძახილი, როცა შენი თავი არ მოგიხმია,
როცა სახლში გაქვს ქონება და სხვაგან დაეძებ.

აბა, გახსენ შენგან დაგდებული სკივრი, ნახე, როგორ ამოანათებს!
შენ კი დაკლიტული გედგა, გზაზე მათხოვრობდი.
დაიმუხლე, ჩაიხედე, შენი არის შენი თავი, შენი ბედი შენს თავს უპყრია...
შეეხვეწე, შეემუდარე:

“ წყალობა ჰქმენ ჩემო თავო _ ჩემზე,
მარჯვენა მახმარე _ ჩემი.
გონება _ ჩემი...
რომ არც ღმერთი შევაწუხო, არც ადამიანი,
ჩემი მიწყალობე _ მე.

ჩემო თავო, მრავალხმიანო, მრავალსარკიანო,
ჩემი ჰანგი მომე მე, ჩემი გამოსახულება.

ჩემი მარჯვენა, ჩემი გული, ჩემი გონება _
ყოველივე ერთში ჰქმენ _ ჩემში...
_ ყოველივე – მე!”

არც ერთი კაცი _ არც ერთი კაცის წინაშე არ არის უცოდველი:
ვისაც შეხედავ, ვისაც დაინახავ, თუნდაც მხოლოდ ზურგს მოჰკრა თვალი _ ყველას წინ სცოდავ.

და სცოდავს ისიც, ვინც შემოგხედა, ვინც დაგინახა, თუნდაც ცხრა უცხო,
არასდროს რომ აღარ შეხვდები.
თან მიაქვს ცოდვა იმასაც და შენც გიტოვეს ცოდვას შენს ოდენს.

ასეა ყველა ცოცხალი კაცი.
მარტო მძინარესა და მკვდარ კაცზე ვერ ვიტყვი ვერაფერს.

ვიტყვი, რომ მხოლოდ ზურგშექცეული არა სცოდავს არავის წინაშე და პირქვედაგდებული...
თუ ესენიც _ ერთი ზეცას არ სცოდავს და მეორე _ მიწას.

ხანდახან ძალა მეკარგება სასოებისაგან, განწირულება დამაწვება, როგორც უღელი, ვიტყვი: ერთი-ორი ხომ არის კაცი, სასოს ნუ წარვიკვეთ, ერთი-ორი კაცი ხომ ფიქრობს მაინც. მაგრამ ისინიც ზედაპირულებია. ამბობენ: ჭკუა რის მაქნისია, გადასასვლელზე თუ გადაგიყვანა, მერე რაღა საჭირო არის...
ვიტყვი გულში: ბრძენი ვარ, მაგრამ იძულებული ვარ სისულელით მოვიგერიო. გავუმხელ ხალხს, რად უნდა ვმალო, ან გაუხარდებათ ან ეწყინებათ, სხვა რა უნდა იყოს. ისე, რომ სიბრძნემ სისულელეს არ გადაამეტოს.
მაგრამ როგორ მოვიხმო ხალისი თუ სიმწარე არ მოვიშორე?..

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
ჩემი ხალხი ყველა მხეცთაგან შეზავებულ მხეცს დაემსგავსა.
რამდენი მე კაცისად მიფიქრია, ხალხისად მიფიქრია და მიოცნებია... ვერვინ ამისრულა.
აწი აღიმართე მუცელზე მხოხავო, სინამდვილეს ჯერ შეეხე, მერე მიიღე, სული წინ ნუ გისწრებს, როგორც უშნო მონადირეს თოფის გასროლამდე.


ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი.
მე ჩემი ხალხი სხვისთვის არასდროს მიმიქსევია, არ მიქადაგია უპირატესობა: როგორც ყვავილებისა ერთმანეთისთვის, სისხლისა _ სისხლისთვის, გმირობისა _ გმირობისთვის.

არის ზოგი ხალხი,
ვინც სიძულვილს თანაიახლებს სიწმინდესავით.
დაუძველდა, დაუობდა, აუმყრალდა
და მაინც ინახავს.
სიძულვილით უჯობს ცხოვრება
მეზობელთან და ქვეყანასთან.

სხვა ბედისაა ჩემი ხალხი:
როცა უჭირდა,
კავკასიის ჩრდილოეთიდან, მთების კალთებზე თავაწყვეტით ეშვებოდნენ ავაზაკთა ნიავღვარები,
როცა მაგრად იყო,
იმავ კალთებზე აბრეშუმად ეფინებოდა
ენა ტკბილად მოუბარი და ლაქარდიანი.

სარკინოზები, სპარსნი, თურქნი და რუსები... არავინ ცდილობს, რომ ცოდვები გამოისყიდოს. პირიქით, აქეთ უბღვერიან. მოიცადე, ჩავადებინებ თავებს მლაშე ზღვებში თავის ცოდვებისა... თავისი ტანის ნაწილებს რომ მოიკითხავენ და ვერ ჰპოვებენ. შენ რომ აგროვებდი შენი შვილის ნაკუწებს კალთაში... ასე მოუვათ თმაბევრებს და, თვალგაკერილებსაც ასე მოუვათ. მათ ნაცვლად ქვები ილაპარაკებენ.

სასიძოსავით გამოწყობილი მიდიოდა ჩემი ხალხი სისხლის საღვრელად. ბარბითითა და ცეკვა თამაშით შევიდა ის ბოლო ომშიც, უთანასწორო ბრძოლაც სიმღერით მოიგო.
მაგრამ “ბოლო” _ ბოლო შვილია და იმან იხარა.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
სად არის ჩემი თავ-კეფალამაზი ხალხი, მჭევრი ტანითა?
დარჩნენ კეფა-ჩამოთლილები, ხვედა-თავიანები, თავ-გოდორები და თავ-წოწოლები.
ბევრი შვილი რომ ჰყავდეს მშობელს, იმათში ესენი არ გაახსენდებოდა.

კაცი თავის სახლში ცხოვრობს, მაგრამ საბუთს მაინც ინახავს. მე ვარ თქვენი სახლის საბუთი: ეს მიწა თქვენია, და მდგმურია ყველა, თქვენს გარდა.
გაუფრთხილდით სახლის საბუთს და ნუ დაკარგავთ.

რომელ სახლშიც დედა ზრდის შვილებს, იქ ბიჭები ტკბილ-ბოროტებია.
ზედაპირულებო! მაწყინარია თქვენთვის ყველა საქმე.
ყველა ომი, ყველა შრომა მალევე გწყინდებათ,
არა გწყინდებათ სველი ენა, სასა და პირი,
გიყვართ ძმის სისხლი, მტრისა გეჯავრებათ,
სხვის დროშის ქვეშ უებრობთ, თვისის დამცინავნი.

დიდს და უცხოს ნუ ეტანებით, ისედაც უცხომ დაგთხარათ თვალები გაჩენის დღიდან.
ჯერ ერთი საქმეც დიდია თქვენთვის, ჯერ ხელი შეაჩვიეთ ნყოფის წონას, ჯერ ნაბიჯის გადადგმა ისწავლეთ. სული წინ ნუ გისწრებთ, ჯერ შეიცანით საგანი და მერე განიცადეთ.

ვინც მკვდარი არის სიცოცხლეში, ის მკვდარი იქნება სიცოცხლის მერეც. ცოცხალი კი ცოცხალი დარჩება.

ჰოი, ჰოი, ჰოი...
ამოვყვინთავ და ჩავყვინთავ, დავივანებ, აღვიმართები, ნატყორცნი შუბივით წინ დაგხვდებით, ისარივით არ მიგატოვებთ. თქვენი არც მოსვლა იყო ჩემი, არც წასვლა იქნება. მე ვარ თვითონ და გაფრთხილებთ: თუ დამკარგავთ, კი იცხოვრებთ წვალებით და ვაინაჩრობით, მაგრამ იქნებით სხვა ხორციელთ შეზავებულნი. ცარიელი ტანის ღრუვის ყანყალით ივლით, სიცოცხლეში მძორები იქნებით და სიკვდილში უპატრონონი.

საშინელია სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელია, როდესაც მას დაჰკანკალებენ.

მე სამყაროს სართული ვარ, ზევით ასასვლელი,
მე ვარ კალო სულიწმინდისა,
იმ კალოზე ქრისტეს ხელით განიავებული ხორბლის ალმური ვარ, ჯვარად სახექმნილი.

შენ უჩემოდ ცარიელი ჭურჭელი ხარ, ქარში მოზუზუნე,
ხის ღრუვი ხარ, მყვართა საბუდარი და ქარით მსტვინავი.
მე მიჭერიხარ, მაგარი ხარ, ვიდრე შენთან ვარ.

მაგრამ როდემდე უნდა იყო წინა მადლითა?
როცა შენი უსულგულობით წარსულსაც კი მადლი მოეძარცვა.

ჩემი ხალხი თვალს ახარებს ნაგავთსაყრელებზე და ღორებს ასუქებს.
პირის ქარით ცხოვრობს ქვეყანა, ენაგრძელი ითვლება ჭკვიანად.
კაცს მარტუას არ გააჩერებენ,
ჩაუძვრებიან ერთმანეთს სულში და მერე აფურთხებენ...
უნდათ სახლი ცალკე და საწოლი ცალკე,
არ უნდათ სული _ ცალკე.
ძლიერისად ციცასავით ქვეამხედველებია,
სუსტისად თავზემოდან დამქვეხებელნი,
სიამისკენ მიმლტოლველნია,
საქმისაგან უკუმლტოლველნი.
მოუცლელობას აბრალებენ, წიგნი რომ ეჯავრებათ.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
იქნებ მართლა არაა საჭირო წიგნი?
რადგანაც აჰა:
ცხოვრობდა ოჯახი ასი, ორასი წელი, სიამით და მშვიდობიანად: იხოცებოდნენ, მრავლდებოდნენ, მზის მიხედვით იძინებდნენ და იღვიძებდნენ, მთვარის მიხედვით ხნავდენ და თესდნენ. სხვას არ ეძებდნენ... და აჰა, წაიკითხეს ერთი წიგნი და იგრძნეს სიშიშვლე, ადამიანი მეორედ გამოდევნა წიგნმა სამოთხიდან!.. აჰა, წაიკითხეს მეორეც და, ყველა ცალცალკეა...
რადგან წიგნი მუდამ ერთს მოითხოვს.

იქნებ მართლა არაა საჭირო წიგნი?
იგი ან ამხელს ადამიანს, ან ეპირფერება,
რაც არასდროს არ ეწერა ორივ ფურცელზე ცისა და მიწისა.


ჩვენი სამყარო _ რასაც ხედავთ _ ღმერთის მხოლოდ ერთი სურვილია, მილიონთაგანი.

ქრისტე ვინც იხილა, მისთვისაა ძე კაცისა, ნაზარეველი,
ჩვენ უნდა ვიწამოთ.
ქრისტე რწმენაა ჭეშმარიტი და არა სინამდვილე ჭეშმარიტი
ასეა არის ადამიანიც.

იდღესასწაულეთ, იგემეთ სისხლი და ხორცი ქრისტესი,
ააგეთ დიდ-პატარა ეკლესიები,
იდღესასწაულეთ გარდასული დიდებანი, სიწმინდეები,
სიხარული აღუვლინეთ მათ,
როგორც თქვენმა წინაპრებმა იცოდნენ ქრისტეს ჯვრის წვევამდე
და კიდევ უწინ, უწინ, უწინ, გასწიე ფარგალი, დრო გააგანივრე _
როცა ერთი ღმერთი სწამდათ და ქართლოსის საფლავს ფიცავდნენ,
იმ დროს მოგახსენებ.

იმ დროს მოგახსენებ,
როცა სამყაროს მომწესრიგებელი ერთი ღმერთი სწამდათ
და უწოდებდნენ მას “მორიგე ღმერთს”,
როცა ჰქონდათ პირმტკიცობა, შენება ციხე-სიმაგრეთა, მტერთა ზედა ერთობა და მაგრა დგომა თავისუფლებისთვის...

მერე დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი,
თაყვანს სცემდნენ მზეს და მთვარეს, საგანთ და პირუტყვთა,
მერე შემოერიათ გარეგანნი წარმართნი:
სპარსნი, თურქნი, ასურნი და ბერძენნი,
შემდეგ ურიანი... და ამათ ენები
და აიმღვრა ენა ქართული, რაკი ღვთის წინ აღარ წარმოითქმებოდა
და ხალხიც იქმნა წარმართებზე უუწარმართესი და უუსჯულესი.
და ბარი მთად მოიქცა მაშინ.

ეტყობა, ჟამთა სიავისგან არა მარტო ენა და ჩვევები გარბოდნენ ბარიდან მთაში, რწმენაც იქ გადარჩა:
_ მორიგე ღმერთო, დიდებულო, ცა და ხმელეთის დამდგენელო, ქვეყნიერების დამაარსებელო, ცარგვალის დამხურველო, მზე-მთვარის დამფენელო...

მეხსიერებას სხვა რამ ცოდვა არ გააჩნია, მხოლოდ სცოდავს სინამდვილესთან. მე ჩარჩოები დაგიკიდეთ, თქვენ შეავსეთ ახლა სხვა მინით... დაე ჰქონდეს ყველა კუთხეს თავ-თავიანთ სალოცავები, როგორც მიეცათ მიწის ტახტი, დასაფენი და კერის ენა, ისევე ილოცონ.
იყოს სოფლის სალოცავიც და ადგილის დედის სალოცავიც, რომ კაცი მას შეევედროს, ზამთრით, ზაფხულით, ტყეს დამრჩალი, ველს დაღამებული _ აემ ადგილის დედავ, შენ შემინახეო!

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
ერი იქნება თუ ქვეყანა, ქალაქი თუ დაბა-სოფელი, მოსახლე იქნება მრავალი თუ ასი, ოცი თუ ათი კაცი, თუ ერთი ჩიორა... სადაცა ხართ კომლობის და რიცხვის მიხედვით, ააგეთ ეკლესია დიდ-პატარა, ან სალოცავი _ მიწაზე, სადაც სისხლი სჭვირს წითლად _ სანთელი დაანთეთ და შესაწირავი ბუჟიერი დააჩოქეთ წინა ფეხებზე... და სახლისკენ რომ წამოხვალთ, გზაზე იგრძნობთ, რომ თქვენ ხართ.

ცეცხლი დაბლა ათბობს, ზევით იკარგება, რწმენაც მიწიერს უნდა, ზეცას არ სჭირდება.
ქრისტეს მარხვა რად უნდა, გამარჯვებულია, გამარჯვებულს რად უნდა მარხვა.
მარხვა მოკვდავს უნდა, დამარცხებულს, დამცრობილს...
რადგან: სინამდვილე კი არ არის ჭეშმარიტი,
რწმენაა ჭეშმარიტი.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. დავკრავ ჩემს მათრახს და უფსკრულისხელა ნახნავს გავაჩენ და ჩაგატანინებთ... ცხრა ადლზე ჩავტეხავ მიწას, ხრამებს გავაჩენ, რომ თქვენ ამოავსოთ, გადაგაფარებთ მიწას კვლავაც და ხორბალს და ქერს დავთესავ, შიგ გნოლსა და კაკაბს გავაჩენ, თქვენს მარცვალს ხოხობს ვაკენკინებ ფაზისის პირას.

სულ თან მიყოლეთ და მელოდეთ: ნურავინ ეტყვის _ “გზამშვიდობისას” ვისაც წასვლა _ მოსვლას უქვიან.

ადამიანს ის ახარებს, თავის თავს რომ ცვლის, ქვეყანის ბედს კი ხალხი განაგებს!
ზედაპირულებო!.. ხელისუფლებას უფრო სწრაფად ცვლით, ვიდრემდე თქვენს თავს. ჯერ შეცვალეთ თქვენი თავი, სხვა მერე იფიქრეთ.
გმირებს კი ნუ გამოჩორკნით, ხალხი გამოჭედეთ.

სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება.
ერთი ხორცის პატრონი კაცი ხარ, ერთ ხორცში მდგომი
და ერთ ხორცის მიწადმიმქცევი, ამ ნულოვან საუკუნეში..

უნდა იცხოვრო!
უნდა ჩაიდინო შენი წილი გმირობა, უნდა იცხოვრო!.. რომ გაგიჭირდება უნდა მათრახი დაჰკრა _ გასწიე, შე ოხერო ჩემო თავო!.. ერთხელ გერგო, განა ათასჯერ!..
მთავარია, რომ გაქვს ფეხსაცმელი.
დაიარე ეზო, დაწყვიტე კომშისა და მარწყვის ფოთლები, ნახარში დალიე... დაიფერფლე მიწის სარკეში. თუ ტყეები კვლავ ადგილზეა, შეაგროვე პანტა, მაჟალო, კენკრა ათასგვარი, დეკაზე წადი, მოაგროვე ცაცხვის ყვავილი, ძირტკბილის ძირები მოიმარაგე, ყელისთვისაც კარგია და კბილებისთვისაც... ბევრი კერკი, ჩურჩა და ჩირი, გაახმე მწვანილი, სუნელი დანაყე, ტყემალს მიაქვს თქვენი ტყეები... სამკურნალო ბალახები, მრავალძარღვა, ქრისტესსისხლა, შალშავი, ვირის ტერფა... მიწაზე ბევრი უცხო ხარობს, ტყეშიც ბევრია, მთავარია, არ გამიგრჩეს მთვარის ფაზები.
პირმშიერი აღარ იქნები, თუ იყოლიებ თხას ან ძროხას...

ეს, რაც ვიცი მიწის ნაყოფებზე.

ცის ნაყოფები ღამითა კრიფე.
ბევრი იარე, შესაძლოა, რომელიმე გზა აღიმართოს და ცაში შეგაგდოს.
არ შეიძლება შენი მიწაში ჩადება, სამარე არ არის საიდუმლოს ადგილი.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. რა უნდა ვირწმუნო?.. მე არც თქვენს გულში ვზივარ და ვერც თქვენს საქმეებს ვხედავ. წინათაც ბევრი “ ჰო “ მათქმევინეს ცრუ იმედით გულმოტყუებულს. ქართველისას მე რას გავიგებ! ერთს იტყვის და მეორეს ფიქრობს და იქმს კი მესამეს... მე იმას რა მომაგონებდა, თუ ცხენზე შეჯდომის მახვეწარმა ცხენი არ იცოდა, ხმლის მაკვეხარმა _ ხმალი. იმას რა მაფიქრებდა, თუ ქართველის ოცნება სამშობლოს სამსახური არ იქნებოდა და ასე არ გაიზომებოდა იმისი ღირსება. არამი იყოს თქვენთვის ყველა ცხენზე დაბერებული ვაჟკაცის ღვაწლი, არამი იყოს ყველა ხელხმლიანი ჭაბუკის ბედი, ყველა სანთელი, საქართველოს თავზე დამწვარი!.. ჰოი, ჰოი, ჰოი!.. ყველა მანამდელი და ყველა შემდგომი, მარტო დიდ ჯიბეებს იკერებდა, რომ მეტი ჩაედო, გზას აფართოებდა, რომ მეტი წაეღო.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. ყველაფერი რომ გუგებში ჩავიყარო, ყველაფერი რომ ყურის ნიჟარებში...

_ მე ვარ, სანამ დილა გათენდება!..
_ მე ვარ, ვიდრე დაღამდება!..
_ მე ვარ თქვენი სამყაროს სართული!..
_ მე თქვენი სისხლისა და ხორციელი რჯულის ღმერთი ვარ!..
_ სადაც მე დავიბძანებ, იქ კერის ცეცხლია, ხნული არის და წვრილი ბავშვები.
თქვენ ხართ ჩემი ხორციელი აგებულება, ჩემი ღობის მარგილები ხართ.
მე დამამყარა აქ მამაღმერთმა, ვიდრე იგი თავის ძეს შობდა.
მე მოვფანტე თქვენი თესლი ამ მთა-ველებზე.
მე ვარ კალო სულიწმინდისა, თქვენ იფქლი ხართ, რომელსაც მე ღვარძლი ვაშორე.
დაიმახსოვრეთ: ამ ცხოვრების მიყოლ-მოყოლამ ჩემი თავი არ დაგავიწყოთ..

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. თქვენ ხართ ხორცი-ხორცთაგანი ამ მიწისა,
ძეხორციელნი!..
სადაც მზე აბიჯებს
და სული დადის საქართველოსი
კალთებაკეცილი.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. თქვენ ხართ კენჭი-კენჭთაგანი, ძვალი-ძვალთაგანი და ნაფოტი-ნაფოტთაგანი _ ამ მიწისა, სადაც სული დადის კალთებაკეცილი,
იმიტომ, რომ ძირს თქვენა ხართ _ კენჭი, ნაფოტი, ძვალი, ძაღლი და ადამიანი...
ქუჩაა, გზაა, სახლები დანგრეული, მინებჩამსხვრეული
და მტვერი და ტალახი, ტალახი და მტვერი
და ორთავე მტერი სუფთა სამოსისა:
ცოდვაა მშობელი, სულ რომ ცდილობს სისუფთავეში ამყოფოს თავი და შვილებისთვის ტალახს ვერა სცდება.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. თქვენ ხართ ამ მიწის ძეხორციელნი,
ძვალი და ტყავი, რაც გებოძათ დაუშურვებლად _
მიწის ნაყოფი, ცხვარი, ძროხა და გამჭოლი დერეფანი აწმყო-წარსულისა,
რომ რიგრიგით აფაროთ თავი.

და გიხაროდეთ, რომ ამათგანი ხართ _ კენჭთაგანი ხართ, ქვათაგანი ხართ,
ხეთაგანი ხართ, გოროხთაგანი, კეთილთაგანი, ბოროტთაგანი... და რომ ერთი ხართ,
ერთი იყავით და ერთი იქნებით.
და ყოველთვის გამოარჩევთ თქვენს საკუთარს ქვეყნის ფეხისხმაში.

არც ქრისტეს მოუტანია ღმრთობა მიწაზე,
ადამიანობა მოიტანა.
იმიტომ, რომ იყვნენ დედამიწაზე წინასწარმეტყველები, იყვნენ გველეშაპები, მეფეები, მონები, იყო მუსიკა, იყო პეიზაჟები _
ან ქალაქში რომ შეესწრებოდი, ან ქალაქგარეთ,
მაგრამ არ იყო იადამიანი.

აბა, იყავი შენი არსობის მიხედვით, როგორი ღარიბი და ბოგანო იქნები! აბა, ისე იცხოვრე, როგორც შენი სულია...
საჩეხს ვერ გაცდები, უკან შებრუნდები და ჩრდილში დაჯდები.

ჰოი, ჰოი, ჰოი!.. განა ცხოვრება არა გქონდათ? განა არა გქონდათ მიწა და წარსული?
ვერ ინატრებს ვერც ერთი ხალხი,
ვერც ერთი ხალხი, შრომით გალახული, ვერ გაიგებს, რომ სიხარულისთვის ხართ გაჩენილები. რადგან ღმერთი სიხარულია და კაცი ვერ მიმხვდარა ამას.
მეცოდება ადამიანი განაჩენისთვის, მაგრამ ის, ვინც არსებობისთვისაა მხოლოდ გაჩენილი, თავის სახე თვითონა სტანჯავს
ჰოი, ჰოი, ჰოი!.. ვინ იყო თქვენს უწინ!.. ხანდაზმული შეიქნა მზე და მთვარე ჩემს არსებობაში.
დადექით თქვენ-თქვენს ადგილებზე, ლიხს აქეთ და ლიხს იქეთ, ყველგან, ეკლესიაშემკობილ მთებზე დალაგდით, ტანთ ჩაიცვით ჭრელი სამოსი, წმინდა ფერის თეთრ-ყვითელი, ლურჯი და მწვანე. წითელს თვითონ მოგანათებთ ძველი სისხლით მჭვირვალი მიწა.

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
წამოდგნენ და წამოიშალნენ, აღიმართნენ ჩემი ბიჭები: ნაიალაღარ კურატებს ჰგვანან.
ესენი ვის მოუსმენენ, სალამს ვის ეტყვიან!.. კუშტებია, გაუღიმარები, გულად მუშტები ულაგიათ, არავის არ ემოყვრებიან, არავის არ თვლიან ერთგულად: სჩანს უსწავლიათ, სჩანს, იციან თავისი საქმე!..

ახალი ცხოვრება იჭედება, აბა, გახედე! აბა, ჩადექი საწნახელში, მხარზე ხელი სხვებს გადახვიე! აბა, ბიჭებო, გოგოებო, წინა მადლით წაქეზებულნო, მოდე-მოძმენო ერთურთისა, ერთმანეთის ნანდაურებო...

შეხედე, ღმერთო!
წითელი და ჭრელი გაუხდიათ! ჩაუცვიათ შავი ძაძები...

დავუძახებ:
მოიგარევებენ და შინ დადგებიან, მუხლს მოუყრიან თავის მიწას და თაყვანს სცემენ, მოიტანენ ცოდნასა და გამოცდილებას და სახლში დაცლიან მარილობის მარილს.

ჰოი, ჰოი, ჰოი...
სავსე იყო ქართველებით ეს დედამიწა, როგორც დღეს არის. ჯანდაბა და დოზანაღაა იმ სავსობიდან...
ჰოი, ჰოი, ჰოი!..
შემოვიკრიბე სუყველანი და ცრემლი მედინა... აღიმაღლე ხალხო თავი, რომ მეც ავმაღლდე, გადაწმინდე სარკე _ შენი მიწა _ რადგან მტვრიანია!..

სიცოცხლე უყვარს ჩემს ხალხს ღმერთო. სიკვდილიც უყვარს. და ორივეს ურჩევნია მათთან თამაში. რადგან სწყინდება ყოფნის ცოხნა და არყოფნის ხილვა სწყურდება.
ასეთია ეს ხალხი, ღმერთო.

ჰოი, ჰოი, ჰოი,
გესმოდეთ და გეყურებოდეთ, პირს შევიცვლი, როგორც ამინდი,
დავუბერავ რისხვას და გმობას:
მე ვარ სული საქართველოსი...
მე თქვენ ნარჩენ მიწაზე ვერ მოვიკუნტები.

მაგრამ ჯერ დაასუქე ხარები და მერე აჭიდე,
ნაილაღარი კურატები მზეზე რომ ლაპლაპებენ.

საქართველოსთვის წელიწადის ყოველი დღე თარიღი არის,
რადგან როდის იყო, რომ დასაკლავად არ ეღირებოდნენ,
რომელი დღე ან რომელი საათი...
საუკუნეები თვალშურითაა მობღვერილი მისკენ ქვეყანა,
სულ რაღაცას სტაცებს მეზობელი, იმის იმედით, რომ დაავიწყდება.

ჰო, გვავიწყდება. ...სად ვიწყებოდით და სად ვმთავრდებოდით _
აკი ბრაზი მალევ გადაგვდის გულიდან და თუ ცოტა ხანს შეგვიყოვნდა, ჩვენს თავზე ვბრაზობთ.
აღარ გვინდა საქართველოს რუკის შეხედვაც, რადგან თითქოს სილას გვაწნავს უკუმლტოლველი მისი საზღვრები.

საქართველოსთვის წელიწადის ყოველი დღე თარიღი არის,
რადგან როდის იყო, რომ არ კლავდნენ ან სხეულის ნაწილს არ აჭრიდნენ.
საქართველოს რუკის დღეს გიწესებთ:
თუმცა ბრმადაც შეიძლებოდა მისი არჩევა, მახსოვრობა ბოლოდან იწყება,
აღნიშნეთ ბოლო დანაკარგი და დაარქვით იმ დღეს სახელი _
საქართველოს რუკის დღე!..
დაე ამ დღემ ისიც გასწავლოთ, რომ ისტორია თავიდან იწყება.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Feb 23, 2011 7:02 pm

ბესიკ ხარანაული

ორივ ფურცელი ცის და მიწისა



1

“მე ვარ სული საქართველოსი!..”


(გაგრძელება)

III


ღმერთი მუდმივი გამოსხივებაა.
მისი გაღვიძება ჩვილი ბავშვივითაა,
რომელმაც იცის, რომ ერთია და ყველასია და ყოველი სახელი მოსავს მცირე და დიდისა.

და არავინაა და არავისია და ყოველი მასზე ლოცულობს
და იქ სუფევს, სადაც მუდამ იყო და მუდამ იქნება.

ეს მიწაც ერთია, მოწნული თქვენს აგებულებას.
მას ჰქვია სახელი. ისევე, როგორც ყველა საგანს ჰქვია,
როცა იგი მოვლენილია.

მე ვარ სული საქართველოსი.
დამინათა ეს ადგილი სულიწმინდამ და დამიდგინა.

თქვენ გაგიგიათ ათი მცნება, დანარჩენი ათასი მე ვარ...

ღმერთი ყველაა და ყველასია და ტერფის დასადგმელიც კი არა აქვს მოზომილი დედამიწაზე.
არა აქვს მას საყვარელი ადგილი არსად:
ზღვათა, წყალთა და იმათ კენჭთოდენია მისი საბუდარი.
ვარსკვლავთა და იმათ დაყრილ ნამთოდენია.

ჩემი კი ეს მიწა არის და აქა ვკრუხავ.

“ _ შენა ხარ!..” _ ღმერთი არასდროს გეტყვის, რადგან არასდროს დასჭირვებია, რომ ეთქვა “_ მე ვარ!..”

განა ღმერთს რამე შესაბამება, მის სხივის გარდა?
განა ღმერთს ვინმე შეესაბამება, ერთი, ორი ან ათი ხალხი?

გაზომე შენი შესაძლებლობებით და გაიგებ ვინ არის ღმერთი.

მე გეუბნებით, რომ მე და თქვენ ვართ,
მე ვარ სული საქართველოსი!
მე მარცხნიდანაც წაღმა ვბრუნავ და მარჯვნიდანაც:

შენამც იდიდები, მორიგე ღმერთო,
მოგთხოვ მადლსა, გიხრი ჩოქსა,
ცა-ქვეყნის მომწესრიგებელო.
შენამც იდიდები, იესო ქრისტეო,
კაცისად ჯვრის დამბადებელო.
შენამც იდიდები, დედაო ღვთისმშობელო,
ჩვენო ძუძუს მამწოებელო.
შენამც გაგიმარჯვდება კვირიაო კარავიანო,
მარცხნიდანაც წაღმა მბრუნავო და მარჯვნიდანაც.

აემ ჭიქა-ბარძიმით, შენ გაგიმარჯოს, კოლხეთის გმირო, კბილებით ოქროს საწმისის დამჭერო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, თქვენ გაგიმარჯოთ, მესხეთო და ტაო, ძმაო და დაო კოლხისა და იბერისა.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენ გაგიმარჯოს ფარნავაზ მეფეო, საქართველოს მაერთო, მწიგნობრობის მჭედელო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, წმინდა ნინო, დედავ და დაო, ქრისტეს ჯვრის ჩამომტანელო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, ვახტანგ გორგასალო, დიდო მეფეო, მყინვარის დამკიბავო ფეხმურგვლის ნალითა.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, დიდო დავით აღმაშენებელო, სახელითა სახელიანო.
აემ ჭიქა-ბარძიმით, შენამც იდიდები, თამარ მეფეო, საქართველოს სამანის დამდებო.
დიდება ჰქონდეს დიდგორის მიწას, იქ გაზრდილმა ყმამ ერთმა ათს აჯობოს.
დიდება ჰქონდეს ლაშა გიორგისა, იღბლიან უიღბლოსა.
დიდება ჰქონდეს დემეტრე თავდადებულსა, სახელ შეუდებელსა.
დიდება ჰქონდეს გიორგი ბრწყინვალესა.
დიდება ჰქონდეს მეფე ერეკლესა, დაუთვლელად მებრძოლს, ცრემლებით ჩასულს სამარეში.
დიდება ჰქონდეს ილია მართალსა, ცოდვის გამომსყიდველსა და ცოდვის დამდებსა.

დიდება გქონდეთ საქართველოს ოთხისავ კუთხის სალოცავებო, დიდ გმირებზე შესახელებულებო, თქვენამც გაგემარჯვებათ.
სადაც სანთელი დაინთება, ქადა-პური გაიჭრება, დიდება ჰქონდეს იმ ადგილს, მიწას, ოთხივ კუთხივ საქართველოში.
დიდება ჰქონდეს ქალს, კაცს, სანთელის დამნთებს, ქადა-პურის გამომცხობს, მლოცველს და მარხულს.
.
ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი!..
მზე ამოდის, ცა ნათდება, არ გამოგრჩეთ იმისი ხილვა:
ახალი ცხოვრება იჭედება,
აბა, გახედეთ!
როგორ უხდება მათი ძვლები, ვინც დაეგო ლიანდაგებად!..

კურთხეულ იყავით, თქვენ, ნაწრთობო უიღბლოებო,
მიყრილ-მოყრილნო ძველი ქარხნის ნანგრევებივით,
ნაშალებო საბძლებივით, გომურებივით _
ახალ ცეცხლში დაიწვით მშვიდად,
არ იტიროთ, არ იწუწუნოთ და არც იხუმროთ...
ეპოქები იქ იყრებიან, სადაც პაპა და შვილიშვილი.

მე ვარ სული საქართველოსი!..
ვეღარ მიცანი?
დაგავიწყდა ჩემი სახელი?

ჰოი, ჰოი, ჰოი!..
მე ვარ სული საქართველოსი:

ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი,
რომ ძაბრივით ჩაგივიდეთ ტანის ღრუვში
და გაიმართოთ.
რომ სული ჩაგედგათ.
რომ აივსოს თქვენი ჭურჭელი.
მხარი მხარს მისცეთ,
გამთლიანდეთ, გაერთიანდეთ

და იყოს ლაღი ჩემი ხალხი სხვა ხალხთა შორის,
ვით არწივი შორის ძერათა!..

აღარას ვიტყვი. შენს მიწაზე მკა არის ახლა, დროა კალოს გამზადებისა, იფქლის შეკრებისა, ღვარძლის გადაყრისა.
ავიწევი, კალთებს ავიკრეფ, ზეცას გავერთხმები.
ოქრო არის ჩემი მიწა, სალაროა, წესი არის ფხიზლობდეს დარაჯი.

ესე დარაჯი ხუთად განიყოფების:
ერთი არის დარაჯი ციხეთა, მეორე, მაღალ ადგილზე მჯდომარე, მესამე, ღამით მგზავრთა მოდარაჯე, მეოთხე, მეპატრონეთა კარის მოდარაჯე _ საქონელთა სხვა და სხვათა, ცხვარ-ძროხათა, ხაროვანთა, სადაც კი ადგილი ძელ-ხარიხებით არის მოღობილი... მეხუთე, ვინც შორიდან უმზერს და დარაჯობს...

მე ვარ ამ მიწის ხუთივე დარაჯი,
დღე და ღამ თვალმოუცილებელი, დაუჯდომელი.

ზარ-ეკლესია ვარ,
ცაში ვსუფევ, დამწვრის სუნითა _-
თქვენ ტალახაკრული!
გულში გყავდეთ, მლოცავდეთ ხალხო,
მე ვარ სული საქართველოსი!..


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ბესიკ ხარანაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: