არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი   Mon Apr 19, 2010 10:35 pm

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 1928 წელს შეიქმნა. მისი დაფუძნება ცნობილი ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე თაყაიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო ნ.საცის ,,ფრიც ბაუერი.” მას მოჰყვა ს.ზაიაიცკის ,,რობინ ჰუდი,” ვ.კურდიუმოვის ,,კაცი შავი სათვალეებით,” ნ.ოგნევის ,,ჰაიავატა,” მ.კლარპიცკაიას ,,დამსმენი” და სხვა. სპექტაკლებს დიდი ინტერესით უყურებდნენ მოზარდები. ამაში, ა.თაყაიშვილის გარდა, დიდი დამსახურება მიუძღოდათ მსახიობებს: გ.კუპრაშვილს, თ.თვალიაშვილს, გ.დარისპანაშვილს, მ.ერგნელს, ცოტა მოგვიანებით - ვ.არეშიძეს, ი.ნინუას, ა.კაჭკაჭიშვილს, ნ.სიბილას, დ.ცხაკაიას, ნ.ხორავას, მ.ჯაჯანაშვილს, ი.დონაურს, გ.დეისაძეს, ა.ყიასაშვილს, დ.ძნელაძეს, ა.ღვინიაშვილს და სხვებს.

XX საუკუნის 30-იანი წლების თეატრის ცხოვრებას სათავეში ედგნენ ა.თაყაიშვილი და ბ.გამრეკელი. მათ ეკუთვნოდათ თითქმის ყველა დადგმა: შ.დადიანის ,,ბოთე და კუსპარა,” კ.ბუაჩიძის და ს.მთვარაძის ,,აურიე რგოლი,” დანიელ ჭონქაძის ,,სურამის ციხე,” ო.თუმანიანის ,,გიქორი,” მიხეილ ჯავახიშვილის ,,არსენა მარაბდელი,” გიორგი ნახუცრიშვილისა და ბ.გამრეკელის ,,ნაცარქექია,” გიორგი ნახუცრიშვილის ,,პატარა მეომრები,” აკაკი წერეთლის ,,პატარა კახი,” ნიკო ლომოურის ,,ქაჯანა” და სხვა. 40-იან წლებში დაიდგა უილამ შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა” და ,,ჭირვეულის მორჯულება,” ა.ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი,” ფრიდრიჰ შილერის ,,ვილჰელმ ტელი.”

50-იან წლებში წარმოდგენებს დგამდნენ გამოცდილი და ახალგაზრდა რეჟისორები: ა.ჩხარტიშვილი, გ.ჟურული, ს.ჭელიძე, ლ.იოსელიანი, კ.სურმავა, ო.ალექსიშვილი, ა.ქუთათელაძე და სხვები. ამ პერიოდში დადგმულ სპექტაკლებში – ვ.დარასელის ,,კიკვიძე,” ვ.როზოვის ,,მისი მეგობრები,” ი.ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობი,” ფ.შილერის ,,პრინცესა ტურანდოტი” (კარლო გოცის მიხედვით), ა.აფინოგენოვის ,,მაშენკა,” გიორგი ნახუცრიშვილის ,,კომბლე” გამოჩნდა ახალი აქტიორული სახეები.

თეატრთან, სხვადასხვა დროს, აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ე.ახვლედიანი, ს.ვირსალაძე, პ.ოცხელი, ი.სუმბათაშვილი, ნ.ყაზბეგი, დ.თაყაიშვილი, ფ.ლაპიაშვილი, მ.მალაზონია, მ.ჭავჭავაძე, ა.რამიშვილი, მ.მურვანიძე, გ.ალექსი-მესხიშვილი, ი.გეგეშიძე, თ.ნინუა, ა.ჭელიძე და სხვები.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში რეჟისორებმა _ თ.მაღალაშვილმა, ნ.ხატისკაცმა და თ.ჩხეიძემ თავიანთი სპექტაკლებით: ,,სადა ხარ, სოფიკო?” ,,მერი პოპინსი,” ,,უბედურება,” ,,დარისპანის გასაჭირი,” ,,კიკვიძე,” ,,დონ სეზარ დე ბაზანი.”

50-70-იან წლებში საინტერესო სცენურ სახეებს ქმნიდნენ თეატრის წამყვანი მსახიობები: გ.რევაზიშვილი, ა.ფხალაძე, ნ.ცერცვაძე, რ.თავართქილაძე, ფ.სონღულაშვილი, ლ.ძიგრაშვილი, ი.ელისაშვილი, მ.აბაშიძე, ხ.იოსელიანი, ი.ტყავაძე, ე.ასლამაზიშვილი, ე.სიხარულიძე, ლ.მექვაბიშვილი, ც.ჟორჟოლაძე, ო.ბაღათურია, ვ.მაზმიშვილი, ტ.გიორგაძე, ბ.ხაფავა, ნ.მაჭავარიანი, ნ.პაატაშვილი, ლ.ჯაყელი, ო.სეთურიძე, მ.გოგიჩაიშვილი, შ.ქრისტესაშვილი, ბ.ჯაფარიძე, ნ.ჯავახიშვილი, ჯ.ფილფანი, ა.იოსელიანი და სხვები.

თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეჟისორ შალვა გაწერელიას შემოქმედებას. მან წარმატებულ მსახიობთა არა ერთი თაობა აღუზარდა ეროვნულ სასცენო ხელოვნებას და 70-90-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი დადგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კ.გუდრიჩისა და ა.ჰაკეტის ,,ანა ფრანკის დღიური,” ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი,” დავით კლდიაშვილის ,,ირინეს ბედნიერება” (დაჯილდოვდა კოტე მარჯანიშვილის პრემიით) და ,,ქამუშაძის გაჭირვება,” ბერტოლდ ბრეხტის ,,სიმონა მაშარის სიზმრები,” ბორის ლავრენევის ,,რღვევა,” მ.ჯაფარიძის ,,ჩვენებურები,” (დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით), ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა,” ირაკლი სამსონაძის ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე.” ამ სპექტაკლებში დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს მსახიობებმა: გ.ძნელაძემ, ნ.ბერაძემ, თ.ლოლაშვილმა, გ.მახათაძემ, მ.თევზაძემ, ა.მახარობლიშვილმა, იოსებ მოლოდინაშვილმა და სხვებმა.

შემდგომ პერიოდში თეატრში მუშაობდა ნიჭიერი რეჟისორი ქეთევან ხარშილაძე, რომელმაც განახორციელა დადგმები: გ.მამლინის ,,სალამი დინოზავრებს!” ვალერი აგრანოვსკი ,,შეაჩერეთ მალახოვი!” იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანა,” ასტრიდ ლინდგრენის ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი,” თამაზ ბაძაღუას ,,ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!” ედმონ როსტანის ,,შანტეკლერი.”

აღსანიშნავია ოთარ ბაღათურიას, როგორც მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის მოღვაწეობა. მისი სპექტაკლები: ვლადიმერ ტენდრიაკოვის ,,ბანკეტი,” დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი,” მისივე ,,ამიკო” და ,,ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?” (იაროსლავ სტელმახის მიხედვით) ღირსეულ ადგილს იკავებდნენ თეატრის რეპერტუარში.

თეატრი ხშირად დადიოდა საგასტროლოდ საქართველოს ქალაქებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრი სერიოზული ორგანიზაციული და შემოქმედებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მას აღარ ჰქონდა საკუთარი შენობა (რუსთაველის გამზირზე მდებარე ნაგებობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა) რაც სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას არ იძლეოდა. ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა.

1998 წელს გაერთიანდა მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები საერთო სახელწოდებით _ ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრი. მან ბინა დაიდო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს” დახმარებით.

2007 წელს თეატრის მმართველად დაინიშნა რეჟისორი მიხეილ ანთაძე. მისი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ,,ნაცარქექია,” ,,კონკია,” ,,პეპი,” ,,წითელქუდა,” ,,თოვლის ბაბუს არჩევნები,” ,,ზღაპარი მუსიკის შესახებ.” 2007-2012 წლებში თეატრის სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ რეჟისორები: მაია შენგელია (ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი”), ანატოლი ლობოვი (,,კალაბოკი,” ,,ალისფერი ყვავილი,” ,,ოქროსთმიანი პრინცესა,” ,,ჩექმებიანი კატა”), მიქაელ ხაჩატუროვი (ო.უაილდის ,,ვარსკვლავბიჭუნა”), თამარ თუხარელი (ო’ჰენრის ,,წითელკანიანთა ბელადი,” ჰ.ანდერსენის ,,თოვლის დედოფალი”), დენ ხლიბოვი (,,კიდობანთან ზუსტად რვაზე”), რაჟდენ კერვალიშვილი (,,კოლხეთის შვილობილი”), გურამ ვაშაკიძე (ე.რადინსკის ,,მოხუცი მსახიობი ქალი”), ირაკლი ჯაოშვილი (,,სათაფლიას ზღაპარი”) , გიორგი სავანელი (ედუარდო დე ფილიპოს ,,ნეაპოლი _ მილიონერთა ქალაქი”), ეკატერინე შარიქაძე (,,იღბლიანი მკითხავი,” ,,ბრემენელი მუსიკოსები”), გიორგი ქანთარია (კ.გოცის ,,მეფე-ირემი”), გიორგი თავაძე (მორის მეტერლინკის ,,ნიშნობა”).

ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მსახიობები: რ.თავართქილაძე, ლ.მექვაბიშვილი, ბ.ხაფავა, ნ.მაჭავარიანი, მ.გოგიჩაიშვილი, მ.არჯევანიძე, ო.არველაძე, ო.მჭედლიშვილი, ტ.ალიოშკინა, მ.შარიქაძე, ნ.პაატაშვილი, ს.მოლოდინაშვილი, ნ.ლორთქიფანიძე, ნ.ლეჟავა, ვ.ჯანგიძე, ბ.მეგრელიშვილი, მ.მაისურაძე, კ.თოლორდავა, გ.ჩიქობავა, ვ.ხანდამაშვილი, დ.ხლიბოვი, ბ.გვაზავა, ლ.გვაზავა, ქ.ჩაჩუა, მ.ჩართოლანი, მ.ბარდაველიძე, კ.გაბელაია, დ.ხახიძე, გ.გოგიშვილი, ა.ხუროშვილი, ნ.ყურაშვილი, პ.მხეიძე, კ.ჭოლაძე, ს.შვედკოვი, ე.გაბედავა, ვ.ახალაძე, ნ.გელაძე, ა.ზამბახიძე, ზ.ავსაჯანიშვილი, თ.მამულაშვილი, ლ.მანაგაძე, ტ.სოროკინა, დ.ენუქაშვილი, ნ.კიკაჩეიშვილი, თ.ლორთქიფანიძე, რ.მიქელაძე, ა.ლეჟავა, ნ.კვანტალიანი, მ.კიტია, გ.კაჭახიძე და სხვები. გარკვეულ პერიოდში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.

2013 წლის იანვრიდან თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაიდგა: ა.პოპესკუს ,,მზის სხივი” (რეჟ. ბ.კუპრეიშვილი), ა.გელმანის ,,დეჟაàვუ” (რეჟ.ხ.მილორავა), ვაჟა-ფშაველას ,,სათაგური” (რეჟ. ო.ბაღათურია), ბ.კიფის ,,ჩაგავლეთ!” (რეჟ.დ.ბახტაძე), გ.გორინის ,,ბარონი მიუნჰაუზენი” (რეჟ.ე.მაცხონაშვილი), ნ.დუმბაძის ,,კუკარაჩა” (რეჟ. შ.გაწერელია, აღადგინა ო.ბაღათურიამ), ,,ალისფერი ყვავილი” (ქართულ და რუსულ ენებზე, რეჟ.ა.ლობოვი), დ.კლდიაშვილის ,,ირინეს ბედნიერება” (რეჟ.დ.ხვთისიაშვილი), გ.ნახუცრიშვილის ,,ჭინჭრაქა” (რეჟ.გ.ქაჩიბაია, განახლებული დადგმა), ნ.დუმბაძის ,,სიცოცხლის ხე” (ნ.დუმბაძის მოთხრობების მიხედვით ქართულ და რუსულ ენებზე, რეჟ.კ.მირიანაშვილი), ე.ჰოფმანის ,,პატარძლის ამორჩევა” (რეჟ.მ.კუჭუხიძე).

თეატრის მთავარი მხატვარია ნ.ჩიტაიშვილი. სპექტაკლებს აფორმებენ: ა.ჭელიძე, ლ.მურუსიძე.........

2013 წლის 14 აპრილს თეატრის წინ გაიხსნა გამოჩენილი მსახიობის, რევაზ თავართქილაძის, 18 მაისს _ ღვაწლმოსილი მსახიობების _ ბერტა ხაფავასა და ლადო მექვაბიშვილის, 22 ივნისს კი _ ცნობილი არტისტის, რეჟისორისა და დრამატურგის _ ოთარ ბაღათურიას ვარსკვლავები.

მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი


http://www.mozardi.ge/


study


Last edited by Admin on Mon Nov 18, 2013 11:19 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი   Mon Apr 19, 2010 11:11 pm

რამ წამიყვანა მაინც ამ ოხერ წვიმაში ფეხით იმ სიშორეზე არ ვიცი და ეხლა მოვდივარ, მოვედი მოზარდიდან
მე მაინც დარდი არა მქონდა, ბილეტები არ იყიდებოიდა და ღია ჩვენება იყო და დადგმული იყო, დაიცა, პროგრამა რა ვუყავი, ამაში მაინც რამ გადამახდევინა ოცი თეთრი, სამი ტუ ოტხი სპიჩკა მამივიდოდა და, ეს იყო

ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან
ა.სულაკაურის მოტხრობების მტრედები და ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიანს მიხედვიტ

დიდი გაჭირვებული და წარუმატებელი ჩანდა თავიდან, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე და მერე დამერე ცოტა არაუშავრდა მაგრამ ფინალი კარგი იყოო ამბობდნენ იქ და ამისთანა სანტიმენტალური ფინალი არ მინახავს მე სხვაგან. თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს დაწეროს მაშინ აქ.
თეატრში კრიზისი არიო გაიგონებტ მაგრამ რატომ არის ამას რატომ არ ამბობენ
?

Suspect
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი   Mon Nov 18, 2013 11:07 pm

ლალი ფაცია

კოტე თოლორდავასა და ნინო ლეჟავას სიყვარულის ამბავი პეტერბურგშიც გაიგეს

ბაღის სკამზე ერთმანეთს ორი მარტოხელა ადამიანი ხვდება. ირკვევა, რომ ეს მათი პირველი და შემთხვევითი შეხვედრა არ არის. მაყურებლის თვალწინ რუსი ვერასა და ქართველი კონსტანტინეს რთული, დრამატული და ამავე დროს, კომიკური სიყვარულისა და სიძულვილის, უნდობლობისა და ტყუილის, ეჭვიანობისა და მიმტევებლობის განცდები იშლება. არ ვიცით, კიდევ როდის და როგორ შეხვდებიან ვერა და კონსტანტინე და როდის გააცნობიერებენ, რომ ღმერთმა ისინი ერთმანეთის გადასარჩენად გააჩინა.

ეს ალექსანდრე გელმანის პიესა - "დეჟა ვიუ" გახლავთ, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარში წარმატებით მიმდინარეობს. სპექტაკლის რეჟისორი ხათუნა მილორავა, მასში პოპულარული მსახიობები - კოტე თოლორდავა და ნინო ლეჟავა მონაწილეობენ.

ცოტა ხნის წინ ეს სპექტაკლი სანქტ-პეტერბურგში თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრა. წარმოდგენა მსახიობებმა რუსულ ენაზე ითამაშეს (კოტე ამ როლს ქართულ ენაზე თამაშობს, ფესტივალისთვის როლი რუსულ ენაზე მოამზადა) და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

თათია პაქსაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- ფესტივალი საკონკურსო გახლავთ, სადაც ჩვენი მსახიობები წარმატებით წარსდგნენ. როგორც გაირკვა, ქართველი მსახიობების თამაში და ზოგადად წარმოდგენა მაყურებელს ძალიან მოეწონა. მსახიობები "პაკლონზე" სამჯერ გაიყვანეს, ასეთი შემთხვევა ამ ფესტივალის არსებობის მნაძილზე, ჯერ არ ყოფილა... ფესტივალი 20 ნოემბერს იხურება და დარწმუნებულები ვართ, რომ კოტე და ნინო უპრიზოდ არ დაბრუნდებიან...

შემოქმედებით ჯგუფთან (მსახიობები და რეჟისორი) პეტერბურგში გამგზავრებამდე მომიწია გასაუბრება და მახსოვს, მათი საოცარი განწყობა. ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ემზადებოდნენ ფესტივალზე გასამგზავრებლად. აი, რა მითხრა 10 დღის წინ კოტე თოლორდავამ:

- მნიშვნელოვანია რამ არის, რომ პეტერბურგში მივემგზავრებით, სადაც საქართველო უნდა წარმოვადგინოთ. თან, საკონკურსო სპექტაკლია და იქნება დაჯილდოებაც. მიხარია, რომ ჩვენმა თეატრმა გასტროლებზე გასვლა დაიწყო. მსახიობისთვის იმაზე კარგი რა არის, როცა შრომას უფასებენ. ფესტივალის ორგანიზატორებმა ნახეს ჩვენი სპექტაკლი და ისე მიგვიწვიეს.

განვიცდი, რომ აქ ამ სპექტაკლს პირადად მე ქართულად ვთამაშობ, ნინოს რუსული ტექსტი აქვს, ახლა კი იქ რუსულად უნდა ვითამაშო. თან, მაგრად მაინტერესებს, როგორ გამომივა. მდგომარეობას ცოტა ის ართულებს, რომ გამგზავრებამდე ორი დღე გვრჩება, მე კი ტექსტი რუსულად მაქვს გასაკეთებელი...

P.S. ვულოცავთ წარმატებას მსახიობებს და დარწმუნებულები ვართ, საქართველოში უპრიზოდ არ დაგვიბრუნდებიან.

15:52 / 18-11-2013


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/90582-kote-tholordavasa-da-nino-lezhavas-siyvarulis-ambavi-peterburgshic-gaiges.html#ixzz2l1eEXpo1

ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=zy62d20PcaQ&list=FLJmM6ipn5NQ3HX6xP30Fhqw&feature=mh_lolz


Suspect
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი   

Back to top Go down
 
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: