არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 თავისუფალი თეატრი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: თავისუფალი თეატრი   Sat Apr 17, 2010 11:40 am

„ოთხი წლის წინ, 1997 წლის 31 მარტს, როდესაც ვხსნიდი „თეატრალურ სარდაფს“ , პირველ სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს ვუთხარი, რომ ვხსნი თეატრს, რომლის დევიზი იქნება „დე, ცუდი ოღონდ ბევრი!“. იმ პერიოდში თეატრები პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო ახალგაზრდა რეჟისორებისათვის, ამიტომ მინდოდა გამეხსნა ისეთი თეატრი სადაც ბევრი ახალ დადგმა გაჩნდებოდა. ჩემს მიერვე მოგონილმა დევიზმა წელიწად ნახევარში ჩიხში მომაქცია, მე გადავიქეცი ძალიან ბევრი უნიჭო სპექტაკლისა და მათი დამდგმელების პროდიუსერად, რის გამოც დავტოვე ჩემს მიერვე დაარსებული თეატრი. დღეს, 2001 წლის 31 მარტს, ზუსტად ოთხი წლის თავზე, მე ვხსნი კიდევ ერთ თეატრს, რომლის დევიზი იქნება „სჯობს ცოტა, ოღონდ კარგი!“ ეს იქნება თავისუფალი თეატრი თავისუფალი მაყურებლისათვის, სადაც გზა მხოლოდ ნიჭიერ შემოქმედებს მიეცემათ.

ავთო ვარსიმაშვილი. 2001წ.31 მარტი.


„თავისუფალი თეატრი“ მდებარეობს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ უკან, სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ კიბეებთან. შენობას აქვს გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა. (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე) თეატრი კერძოა და ეკუთვნის ავთო ვარსიმაშვილს.
თეატრი მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით და მუდმივად ასაქმებს 50 მდე მსახიობს.
საზოგადოება უკვე იცნობს „თავისუფალი თეატრის“ სახეებს: ნიკო გომელაურს, სლავა ნათენაძეს, აპოლონ კუბლაშვილს, კახა მიქიაშვილს, ბუბა გოგორიშვილს, კახა მიქიაშვილს, თიკო კორძაძეს, ჯაბა კილაძეს, მაია დობორჯგინიძეს, მამუკა მუმლაძეს, ქეთა ლორთქიფანიძეს, მიხეილ არჯევანიძეს, სანდრო მარგალიტაშვილს, თამუნა ნიკოლაძეს და სხვ.
ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობენ ქართული თეატრის ისეთი ცნობილი მსახიობები როგორიცაა: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ.
ამ თეატრის სცენაზე გადის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები, ავთო ვარსიმაშვილის გარდა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლების რეჟისორები არიან: დათო დოიაშვილი, გოჩა კაპანაძე, ანდრო ენუქიძე, გიორგი შალუტაშვილი, გოგი მარგველაშვილი, რობერტ სტურუა.
„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლებს დღიდან დაარსების ყოველთვის ჰყავს მაყურებელი, ის ორშაბათის გარდა ყოველდღე თამაშობს სპექტაკლებს. „თავისუფალი თეატრი“ საქართველოს ერთ ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული თეატრია, ის ალბათ ერთადერთი თეატრია სადაც სპექტაკლებამდე ორი სამი კვირით ადრე იყიდება ბილეთები.
„თავისუფალმა თეატრმა“ სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში,ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და უჩვენა სპექტაკლები მაყურებელს, კონფლიქტის ზონაში - ცხინვალის რეგიონში.
მრავალფეროვანია და შთამბეჭდავია „თავისუფალი თეატრის“ საგასტროლო - საფესტივალო რუკა ის არა ერთხელ იყო ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი. ეს ის ქვეყნებია სადაც „თავისუფალმა თეატრმა“ წარმოადგინა თავისი სპექტაკლები და მიიღო იქ ყველაზე მაღალი შეფასებები.

მიუხედავად რეჟისორული მრავალფეროვნებისა, „თავისუფალმა თეატრმა“ მოახერხა და პირველივე სპექტაკლებიდანვე ჩამოყალიბდა როგორც სოციალურ - პოლიტიკური თეატრი. სწორედ ამიტომაც „თავისუფალი თეატრი“ არის „თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს“.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
თავისუფალი თეატრი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: