არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბექა აბუთიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 3:25 pm



###
(...შემიყვარდება უდროო ბინდი)



შემიყვარდება უდროო ბინდი,
თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს,
თუ მაგ ფანჯრების მყუდროებიდან
თქვენ ვერ შემამჩნევთ, მოსულ ქარიშხალს...

ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით
მარტოსულების ვალსს პოეზიად...
მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ
სულს სინანული რომ მოეძია...

მაგრამ ხომ ვიცი ამ ზარებიდან
დამესევიან მხოლოდ ყვავები.
შემხვდი ქუჩაში ნაზარეველო,
შემხვდი,
მოგყვები და
მეყვარები...



ლურჯი ქოლგა

თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი-ცალზე.
უცნაურად მინდა
დავლიო და მოვლბე.
მერე, აივნიდან
შენი ლურჯი ქოლგა
დავინახო უკან
როგორ გექაჩება.
მიხვრა-მოხვრით უკრავ
ტანში. ვერ გაჩერებ!
ტუჩი, თითი, ტუჩი
-გეწევი და გზოგავ.
მესიზმრება ლურჯი,
ლურჯი, ლურჯი ქოლგა...




ჩიტის დღიურიდან

ნიკა, ჩიტები!
მიყვარს, რა ვიცი...
ჩიტის ბუდეში ვცხოვრობ
და ალბათ
ამიტომ, ნიკა,
ვეღარ მიტევენ,
ვერსად და კარი,
კარი ჩაკეტეს.
გაბზარული მაქვს ცამდე ლავიწი,
იმ ქუჩას მარტო არ მიმაკარო...
ვითომ ვცხოვრობ და ვითომ ვაკეთებ
რაღაცას, მაგრამ მაინც ნამდვილი
იქნება ჩემი წასვლა აქედან.
მართლა, არ ვიცი, ამ გზით სად მივალ,
ათას სიკვდილზე რატომ დაკიდეს
ყველა ნაბიჯი....
მზისბეღურების გაფრენის დროა
და ცარიელი, როგორც ნიჟარა,
ზღვების ხმაურმა რომ მიატოვა,
ისე ვჩურჩულებ
იყოს, რაც არის, ელი,
ელი....
ნიკა, ჩიტები
მიყვარს, იცი, მეც
სუნთქვას ვტოვებდი ჩიტის დღიურში.
ალბათ საღამოს ისევ იწვიმებს,
ალბათ გავალ და სახეს მივუშვერ...


Last edited by ჯალალი on Tue Mar 30, 2010 4:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 3:31 pm

მე,ბექას სამი მარგალიტი დავდე და ვფიქრობ,თვითონ ავტორი და მისი მეგობრები უფრო მეტად გაგვახარებენ ახალი მარგალიტებით...

sunny Arrow


Last edited by ჯალალი on Tue Mar 30, 2010 4:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 4:23 pm

გამიხარდა ეს გვერდი.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 4:31 pm

(ციკლიდან ხუთი რიცხვი და სამი საათი)

გულს ავაყოლებ საათის ბოლთას,
ხმაგაბზარული ლექსების ტემბრით.
სამი საათი უკვე აბოლდა.
სამი საათი, ხუთი დეკემბრის.

მთელ ოთახს იტევს ძველი მაგიდა,
მთელ ოთახს – ყვავილს, ასანთს, სიგარეტს.
და ვიმეორებ: არა, არ გინდა.
და ვიმეორებ: მიდი მიქარე!

გულს ავაყოლებ საათის ბოლთას,
ყველგან შიშია, შიში, ეჭვები.
უკვე რამდენი დღე განმეორდა,
უკვე რამდენის ყბით იღეჭება

ეს საუკუნე ასე შეშლილი,
ეს საუკუნე – ღმერთის სიცილი.
ყველა შიმშილით ახლა მე მშია,
მე ვიყინები ყველა სიცივით.

გულს ავაყოლებ საათის ბოლთას,
წამს და წამს შორის მშვიდი კილოთი.
მესამე მივა სიჩუმე ორთან
და აკივლდება მუნკის ტილოდან.

ხმაგაბზარული ლექსების ტემბრით
მივეცი სისხლი უფერულ რიცხვებს.
სამი საათი, ხუთი დეკემბრის,
წამო! შეჩერდი და დამივიწყე...


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 4:32 pm

მთელ ოთახს იტევს ძველი მაგიდა,
მთელ ოთახს – ყვავილს, ასანთს, სიგარეტს.




Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 4:34 pm

ბეღურა ჩიტებს ვუშვებ უბიდან...



Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:38 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 4:38 pm

დასასრულიდან დასაბამამდე...


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Mar 30, 2010 4:58 pm



ორნი...

"მხოლოდ მაგ დროს ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ,მხოლოდ მაშინ ვარ..."


ნიკა,ეს ბექას დღევანდელი სიტყვებია... ემოცია ტალღასავით მოიტანა და დადო გულისმხარეს...საოცრებო!..
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Thu Apr 15, 2010 3:32 pm

ბოლოს წინა

აპრილის ცისფერი

მზის საქანელა

ვმგზავრობ ძველებურად 23
ნომრით, არაფერი შეიცვალა.
მისიონერული პოზასავით
ერთფეროვანი და მეოცნებე
ვარ და ვერ მოვეშვი ვარაუდის
ცარცით გაზაფხულის გადმოხატვას,
სხვისი ფანჯრებიდან.
ან, რა უნდა
გითხრა,
სხეულიდან ამოვხტები,
ისე უცნაურად შორი ცაა,
ჩემგან. თვალებში რომ ვერ დაატევ.
შენ და ამინდებმა მოიცალოთ,
იქნებ, გამოხვიდეთ,
ხასიათი
სამი წერტილივით გამეწელა,
ოდდა, დავიღალე ასკინკილა
ბოლთით, როგორ უნდა დაგეწიო.
მზისბეღურა ჩიტებს ვაკენკინებ
წვიმას, დაგროვილი სათქმელივით,
ზურგით დავდგები და დავქანდები.
და ხის სათამაშო ორთქლმავალი,
და მზის ჩამომწყდარი საქანელა...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
beqa abutidze



Male
Number of posts : 2
Age : 29
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : ra vici me
Registration date : 15.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Thu Apr 15, 2010 9:10 pm

madloba, nika, jalalo, madloba
Back to top Go down
View user profile http://adjarabet.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Fri Apr 16, 2010 11:15 am

ბაიისფერი ბია


ბაიისფერი ბია
არწევს სიმშვიდის აკვანს,
შორს მთვარის სათიბია
ქარს რომ ზღვისაკენ წაყვა.
ზღვისკენ ქართაა თავლა,
შენც მათი გშვენის პარვა.
ტანზე აისხამ დავლად
მთვარის სათიბის ქარვას...
ელავს მზიური მძივით
ტუჩები სველი თუთის.
მკერდი ნასუსხი თივით,
ზედ ნათითური ხუთი.
არწევს სიმშვიდის კარავს
ბაიისფერი ბია,
რამდენი მოგიპარავს
მზისკენ რომ ქარნი რბიან...
შორ ზღვათა საიქიოს
მიაპობს მთვარის რაში,
შენი გაზრდილი სიო
გადაჩეხილა ცაში.
ის მზეს ზღვისაკენ წაყვა,
სად სათიბია მთვარის,
სად ისევ სცემენ თაყვანს
ბედაურები ქარის...



ბექას წაკითხული ლექსი რომ მოვისმინე,მახსოვს ემოციას ვერ ვმალავდი...
საოცრად კარგი!...


sunny
Back to top Go down
View user profile
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Apr 27, 2010 8:01 pm

ბექა აბუთიძეს

არაყი.ლუდი.სიგარეტი და წყვილი ჭიქა.
აკუტაგავა(ფანჯარაზე),პეტეფი,ოშო
და გულთან ახლოს ყველა ყლუპი დარდივით მიგვაქვს,
რომ გაგვიმძაფრდეს სამყაროზე შეტევის ხოში.

მე გეტყვი:,,სრული სიმართლეა,თუმცა კი მწარე,
(ახლოს,ფარდულში ნელი ცეცხლი ადუნებს დარაჯს)
მღვრიე ენგურში ჩაძირულა მსუქანი მთვარე,
მომეცით ხელი,გითანაგრძნობთ ბატონო თარაშ!"

შენ მეტყვი(ცუდი წინათგრძნობის დაბერავს ქარი):
,,ფიცი სიცრუე ყოფილა და ლიტონი მარტო,
ლოტხენი გუშინ გაყოლია ფულიან არიფს,
გთხოვთ ნუ ჩაიდენთ სისულელეს ბატონო ვერტერ!"

როგორც ჰგონიათ,არც ისეთი ფართოა შარა,
შემხვედრ დანტესებს მეგობარო არ ვუმზერთ თმენით,
ვბრაზდებით მერე პოეტები პუშკინის დარად,
დიდი ხნის უკან დადუმებულ მაუზერს ვტენით.

თოვლში და ჭყაპში სასიკვდილოდ დავხუჭავთ თვალებს,
მკვდარი მგოსნების ჩამოივლის სულების მარში,
ჩვენს ამბავს ირგვლივ გაიგებენ ძალიან მალე,
მოგვაკითხავენ მეგობრები ქალაქის მორგში.

დანომრილ გვამებს შეხედავენ ძრწოლით და რიდით,
დაუყვებიან მიცვალებულ(ამრიგად) ქოროს:
ახალაია-ნომ.მეხუთე,პირველი რიგი,
აბუთიძე კი-ნომ. მეათე,იმ რიგის ბოლოს!
beqa axalaia

Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue Apr 27, 2010 8:07 pm



Like a Star @ heaven Like a Star @ heaven Like a Star @ heaven Like a Star @ heaven Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Wed Apr 28, 2010 3:31 am






პეპი, გავიზარდეთ, შენი მეზღვაური
მამა დაილექა სადღაც ოკეანის
ფსკერზე.
მაპატიე, პეპი,
მეც სხვა უნდა
გავხდე, დავკაცდი და უნდა მოგიარო.
პეპი, გავიზარდეთ, წამო წიგნებიდან
ჩუმად გავიპაროთ, დინჯი უფროსები
ბავშვებს არ ჭირდებათ, თანაც ვიგინები
ყველა სიტყვაში და ახლა უფასოდაც
აღარ მიხარია, ლოთი ჯამბაზების
ნახვა, მაინც ყველა ტაკიმასხარაა.
ძაღლს რომ აწვალებენ, ისე არ ვბრაზდები,
პეპი, აღარ მახსოვს რითი განსხვავდება
წვიმა წვიმისგან
და
წასვლა
ფეხაკრეფით
შინ დაბრუნებისგან, ჭრელი კოლოფებით
ხელში, შეიცვალა ჯამი შესაკრებთა
გადანაცვლებით და ფიქრსაც მხოლობითში
ისე მივეჩვიე, ზუსტად აგიწონი
სურვილს. ჩიტებივით აღარ მოფრინავენ
ჩემთან ოცნებები. წინდა გაისწორე,
გოგო აღარა ხარ, ცელქი, ჭორფლიანი...
პეპი,
აღარ მახსოვს რითი განსხვავდება
წვიმა წვიმისგან და....

ბექა აბუთიძე I love you
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Wed Apr 28, 2010 9:37 am

NICA20 wrote:





პეპი, გავიზარდეთ, შენი მეზღვაური
მამა დაილექა სადღაც ოკეანის
ფსკერზე.
მაპატიე, პეპი,
მეც სხვა უნდა
გავხდე, დავკაცდი და უნდა მოგიარო.
პეპი, გავიზარდეთ, წამო წიგნებიდან
ჩუმად გავიპაროთ, დინჯი უფროსები
ბავშვებს არ ჭირდებათ, თანაც ვიგინები
ყველა სიტყვაში და ახლა უფასოდაც
აღარ მიხარია, ლოთი ჯამბაზების
ნახვა, მაინც ყველა ტაკიმასხარაა.
ძაღლს რომ აწვალებენ, ისე არ ვბრაზდები,
პეპი, აღარ მახსოვს რითი განსხვავდება
წვიმა წვიმისგან
და
წასვლა
ფეხაკრეფით
შინ დაბრუნებისგან, ჭრელი კოლოფებით
ხელში, შეიცვალა ჯამი შესაკრებთა
გადანაცვლებით და ფიქრსაც მხოლობითში
ისე მივეჩვიე, ზუსტად აგიწონი
სურვილს. ჩიტებივით აღარ მოფრინავენ
ჩემთან ოცნებები. წინდა გაისწორე,
გოგო აღარა ხარ, ცელქი, ჭორფლიანი...
პეპი,
აღარ მახსოვს რითი განსხვავდება
წვიმა წვიმისგან და....

ბექა აბუთიძე I love you




ეს ლექსი წუხელ წავიკითხე და გადავვარდი ბავშვობაში....უუუუჰ...

sunny flower sunny
Back to top Go down
View user profile
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Wed Apr 28, 2010 6:25 pm

####

ცხენი და აქლემი
ლექსის უკანა მხარე

წითელი მარლბორო
გაქვს,
ესეც საქმეა.
აბოლებ.
რაღაცის მუღამი
მოკალი.
უხამებ
კედელზე ცხენის და აქლემის
აჩრდილებს, მეძავი, ჰაშიში,
კოკაინს
ვინ მოგცემს უფულოდ,
არადა არსებობს
სიცოცხლე სიცოცხლის
შემდეგ და იწექი,
უსმინე მეზობელს, კატას რომ მიცოცხავს
პატრონსაც დაწყევლის
და გაგახსენდება, კატა ხომ შენია,
ქალი კი თარსია,
ამიტომ არწყევდი
დილიდან უჭმელი.
შეკრული მუჭებით
თავი და ნერვები
გიჭირავს
და სუნთქვას ვერაფრით იკავებ.
ნიჭი გაქვს ასეთი
არავინ გიკარებს
და მაინც გხედავენ,
უბრალოდ ფაქტია
ძვლებამდე დახვედი
და მიუხედავად
ყველაფრის, აგტკივდა
კბილები არყოფნის
შიშით თუ რაც არის,
სულის და სხეულის გამყოფი ხაზივით
იმღვრევა გუგაში,
ცხენის და აქლემის
ჩრდილები. აზილონ
ფურთხში და ნახველში
მომპალი პროფილი.
როგორმე თუ გაშრი,
ყველაზე ნაკლები,
ყველაზე ნაკლები
და უარყოფილი
ადგები შუადღეს
სამხრეთის კედლიდან
და წახვალ.

beqa abutidze I love you

Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Wed Apr 28, 2010 7:54 pm

(ციკლიდან ხუთი რიცხვი და სამი საათი)

ვენიდან შენი "Gutten Abend" - ი,
თბილისის დროით - ღამე მშვიდობის.
სამი საათით ადრე დაბერდა
ხუთი იანვრის უამინდობა.

აქ, ისევ ისე, ბნელი სარდაფი,
ლოგინთან ახლოს - ასანთი, წყალი.
გატეხილ სკამზე მანტოს გადავფენ,
მცივა და ვწვები ტანსაცმლიანი,

როცა შენ იხდი საღამოს კაბას,
იყვარებ ერთი ღამის პარტნიორს.
ჰორიზონტალურ რიგში ჩაგაბეს
ლოდინის, და შენც გადაამტვრიე

ნერვები ნერვებს და ხასიათი
გაქვს უფრო ხშირად სუიციდური.
მე მჯერა შენი, შენ აზვიადებ
და მინას ურტყამ მზერის კიდურებს,
რომ დააბრმავო ხედი ფანჯრიდან...

ვენიდან შენი "Gutten Abend" - ი,
თბილისის დროით - ღამე მშვიდობის...


beqa abutidze Embarassed

Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Wed Apr 28, 2010 7:58 pm

დოდეს-კადენ - ბექა აბუთიძეს

"ორი ლამპიონი დგას ჩემი სუიციდის ქუჩაზე. ორ ხიდს შუაა ქუჩა, რელსების გვერდით. იქ გამვლელი მატარებლის ბორბლების ხმაური არ არის - დაგან-დაგან ან დოდეს-კადენ-დოდეს-კადენ. იქ ასეთი ხმა აქვთ რკინის ბორბლებს - აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა" - ბ.ა.

შენ თქვი,
რომ მგავხარ,
რომ ქუჩაზე,
ჰო -
სუიციდის,
ჰო -
სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს
შუაა შენი ქუჩა,
შენ ჩემი ძმა ხარ,
ცრიდეს,
მინდა,
რომ ცრიდეს წვიმა,
ჩვენ გუშინ მოვკვდით,
და ორ ხიდს შუა არის ქუჩა,
შენი,
და რელსებს,
რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან,
ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს
და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად,
და მტკივა მაგრად,
რომ ორ ხიდს შუა,
რომ ქუჩაა,
შენია,
მარტო,
რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია,
რომ დრო სისხლს გადენს,
რომ თებერვალი დამთავრდება,
დადგება მარტი,
და დოდეს-კადენ,
დაგან-დაგან,
და დოდეს-კადენ,
აქ ხმა არა აქვთ,
როგორც ყველგან,
ისეთი ბორბლებს
რკინის და დგახარ,
დღეებს გიჭამს ათასი მახრა,
დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი,
და აქ და ახლა,
აქ და ახლა,
და აქ და ახლა,
მე მოვალ შენთან,
მოგიყვები ორი ძმის იგავს,
და ორ ხიდს შუა,
შენს ქუჩაზე,
ჰო,
სუიციდის,
ჰო,
სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი
და ვდგავართ ორნი,
და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს -

წვიმა...

nika cherqezishvili
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Sat May 01, 2010 7:12 pm

გვახსოვს........ბექა აბუთიძეს

გვახსოვს სიკვდილის ფითრი სხეული
მკერდსგადასხმული წყალი ღვინოთი,
ცხოვრება თითქმის უსასწაულო
ბუენდიების სადა ამბორით -
მაგრამ ერთხელაც გაიგლიჯება
აორტა რიტმში ბალავარებთან-
მომეცი ნება ვიყო ნუგეში
შენთვის სამყოფი და მოთმინება,
მაგრამ ვაი რო მიგვეჩქარება
შეუცნობელის ციტადელისკენ,
მომეცი ნება რომ არ მოგიშვა
გზაზე, რომელიც შენ დაგესიზმრა...
მომეცი ნება დაგააბრაგო
და იარაღად მევე მოვიდე
და ისევ მევე გაგასამართლო
რათა მსაჯულად თავს არ დაუდგე -
ვერდიქტი მოკლე და ლაკონური
ტრივიალურად არ მოგეჩვენოს-
ჩემს კუბოს მარცხნივ შემოეშველე
შენი მარჯვენა რომ არ გეტკინოს...
გვახსოვს სიკვდილის ფითრი სხეული
და ნესტიანი სულის თოვება,
მაგრამ არ მინდა დავიმახსოვრო
ირუბაქიძის გამეორება...
შენ სუიციდის ქუჩაზე ცხოვრობ
მე კი ჯოჯოხეთს ვარ მითხოვილი,
ამიტომ ბექა.... ნუ გეჩქარება.....
მისატოვებლად წუთისოფელი....

ავტორი: მაკუცა
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue May 04, 2010 5:57 pm

მზისბეღურა ჩიტები - თებერვლის თვეში - ბექა აბუთიძეს და ყველა ნამდვილ თებერვლიანს

"მზე უკვე აქაა, ძმა, მზე უკვე აქაა, მზისბეღურებიც... ჰეიიიიიიიიი, მზისბეღურა ჩიტი ვარ"...
- ბექა აბუთიძე

"ამრიგად, მე ოცდასამი წლისა მოვკვდები, ყველაფერი კარგად მიდის - ვაჟკაცობა არ მაკლია"...
- ჟიულიენ სორელი /სტენდალის - "წითელი და შავი"/


ცაა ახლა ნახატი - ფიროსმანის - ნაივი,
ოცდასამით ნაკლები - ჩამომწყდარი ვარსკვლავით -
ეს ცხოვრებაც ამგვარად - გაიელვებს,
გაივლის,
სანამ ჟ(ი)ულიენივით ჩვენც ცხვრებივით დაგვკლავენ.
თითქმის ყველა მეორე, დღეს, რიგითი ბომჟია,
ვინც რამეს წერს,
ვისაც კი - სტატუსი აქვს პოეტის,
ცხოვრობენ და ქამარზე გამობმული ლონჟი აქვთ,
ყველა ტრ(ი)უკი ბლეფია,
მოკლედ - მიეთ-მოეთი.
სხეულია ნიჟარა, ქვა,
სულია კამეა,
როცა ხატავ, როცა წერ, როცა... - სისხლი - გუაში,
უნდა გწერდე ამ ნაწერს - იმნაირი ღამეა,
ისე უსუფთაოა არაერთის დუბლაჟი -
კაცობაში,
ძმობაში,
სიტყვის თქმაში...
- მოვეშვათ,
დღეს ეს ხალხი ერთობა, პოეტურობს, კაიფობს,
სპეკულიანტ-მეშჩანობს წვრილმან წუთისოფელში,
რა უნდა ქნა -
არიფი -
არიფია -
არიფობს.
არაფერი - მოითმენ, გაძლებ, ჩუმად იქნები,
მკერდში ყველას თავისი გული უცემს, რა გინდა,
რა და - დგახარ, დგახარ და... მაინც მუშტებს გიქნევენ,
როგორ არ გაიმეტო,
როგორ უნდა დაინდო.
ჰოდა, ჩემი, პატარა, შვილი, ხელში ვარწიე,
წვიმის ერთი წვეთია - ხელისგულში ეტევა,
არ გამოვა, ეს ხელი, რომ ვინმეზე ავწიო,
მიქარვაა,
ეგრეა,
ურტყამ? - გამოეთრევა
ზურგში მდგომი ბოროტი,
ავი სული - შაითან,
ვითომ წვიმა წვიმდეს და ისევ სახეს მივუშვერ,
სული თუ დაგიმძიმდა ცამდე ვეღარ აიტან,
არ გამოვა,
არა და -
ეპატიოთ,
მივუშვი
ბედისწერის სადავე - ძნელია და...
- ადვილი -
სულში ჩაფურთხებაა,
იყოს - ჯვარცმა,
კირთება,
აქ ვდგავართ და აქ არის, ნაღდად, ჩვენი ადგილი,
მე ამ ნაწერს დავარქვი - მზისბეღურა ჩიტები.
ვცოცხლობთ,
ვცოც-ხლობთ,
ამწუთას - ასეა და ზიუდი -
(ჩრდილოეთი შორია) სამხრეთიდან უბერავს,
სუნთქვა - სუნთქვას, გული - გულს, სიტყვა სიტყვას მივუდე
გვერდში,
ჰოდა,
ქარი ქრის - ვერ გაბურავს ღრუბელი
ცას -
ნაივურ ხელწერას -
ფიროსმანის...
წაიღო,
აი, ჩვენი მუღამი, ხასიათი შტრიხებად,
პოეზია ბედია,
ვწერთ და - სეზამ, გაიღე -
არასწორი სიტყვა და - კარი არ გაიღება!
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue May 04, 2010 5:58 pm

leqsis avtori :nika cherqezishvili
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue May 11, 2010 8:52 pm

სიცარიელე

ფარდის სიშიშვლეს ახადეს ფარდა
და ფარდის იქით იყო ფანჯარა.
ფანჯრიდან უცხო ფანჯრების გარდა,
ჩანდა, რომ შენი მოსვლა არ ჩანდა.

ქუჩაზე, სადაც წესით და რიგით
შენ უნდა მეცნე, ნაცნობ ცაცხვებთან.
ვიცანი "ვიღაც", "ვინმე" და "იგი".
ვიცანი სხვებთან წასული სხვები.

კიბეებს შენი ქუსლების ექოს
და აყოლილი გზიდან წვიმების,
მაგივრად, მძიმე ნაბიჯით ლექავს
ხალხი, რომელსაც ვერ დავეწევი.

და ოთახებში შენი ტანის მტვრის
ნაცვლად რკალავდა მზის სამაჯურებს,
ბუღი, რომელზეც ფილტვებს დავიმტვრევ.
ნესტი, რომელიც ვერ მოვარჯულე.

beqa abutidze


Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue May 11, 2010 8:59 pm

დოდეს-კადენ

ნიკა ჩერქეზიშვილს

მე ვთქვი,
რომ გგავარ
და მოდის კადრი:
მოდის წვიმა.
და მისდევს ძაღლი
უსასრულობის პარალელებს,
ჰგვანან რელსები.
მე ახლა ვდგავარ
ჩემ ქუჩაზე,
ჰო, სუიციდის
და დოდეს-კადენ,
დოდეს-კადენ და
დოდეს-კადენ,
შენ მოხვალ ჩემთან
შუა ციდან
და აქ და ახლა, აქ და ახლა
ვიქნებით ორნი,
შენ მოხვალ ჩემთან
გამიღიმებ –
შენ ჩემი ძმა ხარ,
და ყველა უჯრედს
ააკივლებს
შეშლილი სიღრმე.
ჰო, ჩვენი ძვლები გაიტანენ
სხვანაირ ექოს,
და სხვანაირად ჩამორეკავს
რელსებზე ზარი.
და აქ და ახლა, აქ და ახლა
და აქ და ახლა,
ჩვენ სხვანაირი გაგიჟებით
თებერვალს დავხრით
და დავიბზარავთ ნეკნებს –
შევქმნით
ეპოქას ახალს.
და ჩვენი მხრები
გაიშლება
ლანდების რიგად,
და დაიხვრება
მაჯები
და წვივები ჩვენი,
ჩვენ წავალთ ორნი,
წვიმებიდან
და დოდეს-კადენ,
დაიწყებს ქოშინს
გენეტიკა
სივრცის
და მკვდრებმა,
მკვდრება ისროლონ ერთმანეთი
დროში,
ჩვენ ვცოცხლობთ,
ვცოცხლობთ და თავებს მერე ვიკლავთ
და აქ და ახლა,
მე სუიციდის,
სუიციდის
ქუჩაზე ვდგავარ,
და მოდის კადრი:
მოდის წვიმა,
და მისდევს რელსებს
დოდეს-კადენ,
აქ და ახლა
და დოდეს-კადენ...

გული გაჩერდა და
ფიქრი
სუნთქავს..

beqa abutidze

Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue May 11, 2010 9:04 pm

მშვიდად იყურება ღამე მხარს ზემოდან,
როგორც სევდიანი ლექსის პანტომიმა.
ჩემი მოლოდინით ვიღაც არსებობდა,
მაგრამ ოცნებებთან ყველა მარტო მივალთ.

ჭერში აიყოლა სული ნიკოტინმა,
ალბათ მეჩვენება, თორემ აქ არ ცივა.
ყველა მიქცევისას სურვილს მივქონდი და
ასე ვილეოდი. ვინმემ გამაცილეთ...
beqa abuTidze

Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
NICA20
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 26
Age : 27
Location : NEVERLAND
Job/hobbies : STUDENT
Humor : CHEERFUL
Registration date : 27.04.10

PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Tue May 11, 2010 9:07 pm

### (...მინდა ვიგრძნო...)

მინდა ვიგრძნო შენი ფართე თეძოები,
ვიწრო წინდებიდან თეთრი ბარძაყები.
ჯერ,
ტანს მზერის ლოშნით გადავეძოები,
მერე,
დაგიტოვებ დაღად ნათითურებს,
შენ ხომ დაძახილზე ნიავს არ წაყვები,
გინდა გრიგალების
გზნებამ
გაგათრიოს,
მკლავზე დაიტოვე ცალი სამაჯური,
სულ ნუ გაშიშვლდები,
სულ ნუ გაშიშვლდები.
ისევ ვნებამ გამრყვნას
და გადამარჯულოს.
თრთოლვა გამაგონე მკერდის სიმაღლიდან,
რაა სიყვარული თუ არ ჰაშიშდება,
თუ თავს დაიჭერ და ცას არ მიეხლები.
სულ ნუ გაშიშვლდები,
სულ ნუ გაშიშვლდები...

beqa abutize Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.youtube.com
Sponsored content




PostSubject: Re: ბექა აბუთიძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ბექა აბუთიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: