არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნათია ომარაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნათია ომარაშვილი   Sat Mar 27, 2010 4:51 pm



მოგესალმებით ყველას,

კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ "პლატფორმაზე". იმედია, ეს ჩემი შეტყობინება გამოისახება ეკრანზე და არ დაიკარგება ამ "ვირტუალურ" სამყაროში. გმადლობთ, რომ მიმიღეთ თქვენთან.

კეთილი სურვილებით,
ნათია ომარაშვილი


Last edited by გამრიგე on Sun Mar 28, 2010 1:01 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Sat Mar 27, 2010 4:52 pm

Tabagari Tea Today at 13:54


Salami natias!..[b]
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Sat Mar 27, 2010 10:20 pm



***
მოდიოდა შარაგზაზე კაცი და
მის თვალწინ დუღდებოდა შუადღე.
მტვერში, სადღაც თითქოს ხმები გაისმა.
ქუჩას აჰყვა დაფლეთილი ხმაური.
ფერეიდანს მიმავალი მაცნე გზაში წაიქცა.
ვერ ამოსთქვა ცხადი სიზმრად ქცეული.

მოდიოდა შარაგზაზე კაცი და
შუადღეც ალესილი ფატრავდა
წინათგრძნობას-
თითქოს ვიღაც წაიქცა...
თითქოს რაღაც გათავდა...

სპარსული მზე ჩილიმს მიეძალა და
თაფლისფრად მოოქროვილ ბურანში
მან მოლოდინს კალმით გადაახატა
მხურვალება შუადღის.

მოდიოდა შარაგზაზე კაცი.
ირანის მზე მზაკვრობდა.
დღე ყრუ იყო.
მზე კი ოქროს თასი.
.........
გელოდები რახანია,
გზაზე თვალი მიჭირავს.
მოვალ,
წამოგიყვან
სახლში.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Sat Mar 27, 2010 11:00 pm

...

წვიმს.
მოდის,
გვასველებს.
ფერად-ფერად ქოლგებმა დახიეს ზეცა.
ყავახანაში ყავის სურნელი.
უგულისყურო გამყიდველი აუყვანია წერას.
ჩამიჩხრიალებს მუჭაში ხურდას.
ნაცრისფერი ფანჯარა ნაცრისფერ ამინდს ხვდება.
ქალაქის რიტმი თუ არ მატულობს არაფრით ცხრება.
შავი მუსიკა იღვრება თეთრად
წვიმასთან ერთად..
ეს დღე სპლინია.
მომაწვება ლექსად და
დამავიწყებს რა უნდა მეთქვა.
არც მოგონება,
არც მომავალი
უბრალოდ ეს ლექსი (ასე თუ ჰქვია)
სასიამოვნოდ მაწუხებს.

ამ დროს აზიელი აზიური ნაბიჯებით
ჩემს მაგიდასთან მოდის.
მეკითხება.
ვპასუხობ.
აზრი არა მაქვს.
ხვდება.
მიდის.
მე ვრჩები.
სპლინი კი მეურჩება.
მეცინება, ჩემს თავზე მეცინება.

ლექსი მიდის-მოდის,
არ მეკითხება.
თუ არ იწერება,
მაინც ყოველთვის
უშინაარსო მელოდიას მიტოვებს ტავში.
ასე იწყება მაზოხიზმი, ლექსის პაროდია.
და მეც ერთად გავრითმო მიმნდა-
სიტყვა, მათემატიკური ამოცანა,
გეომეტრიული ფიგურები, ფერები, მელოდია.

რა ჩემი ბრალია, დღე არის სხვანაირი,
უცნაური, წვიმიანი.

სად წავიდა ჩემი "ფრთიანი" სპლინი?!

აქვე ნიუ-იორკის მიკროკოსმოსი და ემოცია.

ამინდიც აირია...
და ალბათ ჩემი ყავაც დაილია.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Sat Mar 27, 2010 11:22 pm

. . .

ვილაპარაკოთ გენეტიკაზე დღეს
და იმაზე, რომ ბევრი რამ
თავისთავად, უნებლიედ
გვიბიძგებს, გვმართავს ჩვენ.
შენ "სისხლის ყივილს" დაარქმევ ალბათ,
იმას და ამას.
მე ჯიუტი ვარ.
არგუმენტად კოსმოპოლიტის
მოვყვები ამბავს.
შევქმნი ღვთაებას კაცის
და დრამატული მონოლოგი მოეფინება ოთახს.

ვსვამთ მურაბიან ჩაის.

დამატყვევეს მე სიტყვებმა
კვამლს მოსდევენ კვალდაკვალ
და მატულობენ.
სიტყვა სეტყვად.
სეტყვა სიტყვად დაიბადა,
რა ლამაზად დაიბადა!

შენი თვალები მიცინიან.
მაპატიე სიჯიუტე.
ოთახში სუნია მურაბიანი ჩაის.
მომაყოლე, რა გადამხდა:

ჩემად ვიგულე ეს ქალაქი,
გავუთამამდი.
დაიწერა ლექსი თავად.
სულ ერთ მძივად აკინძული
ვნახე რასა.
მხარდამხარ და შორი-შორ.
ერთად და მაინც შორს.
დღეს აზიური აბრეშუმი ამიფრიალა,
ხვალ აფრიკულ ფერებში შთანმთქა.
გუშინ, სახლში მოვდივარ და ჩამოღამდა.
ლამპიონი ნათელს მასხავს.
ღამეს მიფრთხობს და აშიშვლებს.
ნიუ-იორკი, ბრუკლინი, დამბო, კადმან პლაზა
უცებ-
სისხლმა შფოთით დამიარა.
იდიდგორა.
იკრწანისა.
სადრაც ჩემში ქარი მოსწყდა, გაწვიმდა და დაიტბორა...
"არწივი ვნახე დაჭრილი"...
წევს მოლოდინში.
თვალს ვერ ვუსწორებ,
სულს ღაფავს.
ღამე ყორანია შავი.
შავი ყორანია ღამე.
ყორანს ჩამოვახევ კაბას.
ლამპიონი ნათელს მასხავს.
არწივი ხომ დაჭრილია მხოლოდ,
ჯერ არ დარდაცვლილა, არა!

შენი თვალები მიცინიან.
ნეტა ტუ დამცინიან?!
არა!
გენეტიკაზე ვილაპარკოთ ჩვენ.
მოგისმენ და მომისმინე.
ქალი ვარ და საგმირო საქმეებზე
ფიქრი მომიტევე,
არ დამცინო.
ჭირისუფლად წამიყვანე.
ვეფხის დედასთან სატირალზე წამიყვანე.

შენი თვალები მიცინიან...
შენი თვალები მიცინიან...
მაგრამ
იცოდე-
ის ღამე ჩემი მოკლულია დღეს!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Sun Mar 28, 2010 12:36 am

"ჭირისუფლად წამიყვანე.
ვეფხის დედასთან სატირალზე წამიყვანე".



Exclamation

ამას რომ დაწერს ადამიანი, ის პოეტია და მორჩა...

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 1:52 am

. . .

ნახე-
სიტყვების ცვენა
მათი დაჭერა ბადით.
იქვე კანკალებს სევდა.
ხილქვეშ ილევა წყალი.
სვლა არის ლურჯი, სველი
და მე მაგონებს უცხოს-
აღკაზმულს თვითდაჯერების ფარით,
მონანიების სურვილს.

დაწვება ფრაზა ხიდზე,
ვით მონადირე ძაღლი
დაელოდება ფხიზლად
სხვა ფრაზებს მოსულს ზვავად.
იქ სიტყვას არ აქვს სახლი და
ერთი ასოც მზარავს!
და ვხედავ ბგერებ!
ვუსმენ სიტყვათა მარცვალს!
ფიქრთა დამარტყავს ტალღა და
გამორიყავს გემებს,
გემებს უალქნოს...
ახლა ღამეა ხიდზე და
ეს სიბნელე ფარავს
ხიდზე გაფანტულ სიტყვებს
ხიდზე გაწოლილ ფრაზას.
ახლა ღამეა.
მისმენ.
მინდა მივენდო ფიქრებს,
ღამის ფარდები დავხსნა,
იალქნად მივცე გემებს
და სიჩქარეში ვკარგავ
მე შეციებულ რითმებს.
შენ ისევ მისმენ, მისმენ...
მე ვხედავ ბგერებს
და ვუსმენ სიტყვის მარცვალს.

ახლა ღამეა ხიდზე
და ეს სიბნელე ფარავს
ხიდზე გაფანტულ სიტყვებს,
ხიდზე გაწოლილ ფრაზას.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 2:04 am

. . .

ზღვაში ავალ.
მთაში ჩავიძირები.
განა მარტო ჩემთვის დაარსებულა?-
რეალობა თურმე არ არსებულა.

დღეს ტიბეტელი ბერების მჯერა.
მოჩითული აურის, დილის მისტიკის
და სიცივის ხმაურის.
აქ, ალფალტზე, პიკის საათში
მე მთასვლელების მეორე სუნთქვა
გამიღეღავს შეფუთულ კარმას.

რაღაც ფიქციამ ხელში მომიქცია.
გზაჯვარედინი ისე გადავჭერი
თითქოს დავლაშქრე ან გავილაშქრე.
მიზეზი?- არა, არ დაგიმალავ,
ისე უმიზეზოდ მირჩევნია
ავიდე მთაზე, (ვიპოვო კითხვა) გავცე პასუხი.

ამ იანვარში, ზაფხულივით ცხელი ბოჰემა
შორეული ხიბლით და ფარული სურვილით
როგორც თავის უფლება,
როგორც ჩემი უფლება
მე ფიქციამ, რომანმა
რეალობად მიქცია და
მაქცია მძლეთამძლედ!

ტიბეტელი ბერების მოჩიული აურა
მინდა იყოს სუნამო და მისტიკის ამპულა
დაიღვაროს ქარვებად.

და იქ, ზევით ასულმა-
იანვარში ზაფხულმა,
სულმა თავის უფალმა
ჩემთვიც მაინც ქართულმა,
დამაპკუროს როგორც წვიმა შხაპუნა,
კარმა- ტიბეტელი ბერების.

და ეს თუკი ასრულდა,
იმ ფარულმა,
მხოლოდ ჩემმა,
მხოლოდ ჩემმა ქართულმა-
დამადევნოს სევდა მე ხორვაზის ხმალის და თვალები შალვა ახალციხელის.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 2:14 am

. . .

მინდა ჩემს თავს შევუძახო რამე.
რომ მოეშვას ის უაზროდ წრიალს
და დამკვიდრდეს თავის თავში ისე,
როგორც ამ დღემ
ეს წამი რომ შობა დაიმკვიდრა თავი
და იმ წამთა გაამრავლა მოდგმა,
მორჩილად რომ მიჰყვებიან კუდში.

ჩამაყენეთ მეც
უდვტრვინველ მსვლელობაში.
მეც ხომ აქ ვარ!

მინდა დილით ავიდუღო ჩაი
და სარამოს წავიკითხო ცოტა.
და თუ ადგილს ვერ მოვძებნი,
ბრალს ნუ დამდებთ მაშინ
მე წუტების მკვლელობაში.

მინდა ჩემს თავს შევუძახო რამე
და "სიტყვები" ვუთხრა.
ამოვაწო სიტყვა აზრში
და ეს ლექსიც გავსვა კარში!
მაგრამ ვიცი,
მაწანწალა ის ძაღლების ხროვა ისევ მოვა,
თუნდაც წავიკითხო მე ძილის წინ ცოტა,
ანდა დილით ავიდუღო ჩაი.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 2:27 am

. . .

სულ ამ ბოლოს დაგინახე,
თითქოს არც კი მცნობიხარ.
შემზე ლექსი მომეძალა უნებლიედ,
შენ კი
სული ყოფილხარ!
შენ თვალები გქონია!
სულ ამ ბოლოს დაგინახე,
თითქოს არც კი მცნობიხარ.
გიყურებ და მგონია-
სხვა დანარჩენი თითქოს ფონია.

ვიღაც სიყვარს დაარქმევს ეგოიზმს,
მაგრამ მე არ მგონია.
ზურგს შევაქცევ სულ ყველაფერს და
ეჭვნარევ ბორიალს არ მოვყვები!
არ მოვუსმენ მე არავის,
მხოლოდ სულის ფორიაქს!

ჩემს სოფელში,
ტყიდან ღელე მომაგებებს
მე - ზღვა ციცინათელას,
შენი სულის ნაკარნახევს,
ჩემი გულის ფორიაქს.

სულ ამ ბოლოს დაგინახე,
თითქოს არც კი მცნობიხარ.
შ ე ნ კ ი ს უ ლ ი ყ ო ფ ი ლ ხ ა რ!
შ ე ნ თ ვ ა ლ ე ბ ი გ ქ ო ნ ი ა!
შენზე ფიქრი მომეძალა უნებლიედ.
მხოლოდ ჩემი მგონიხარ
და ამ ბოლოს, გეფიცები
იმ ციმციმა ღელესავით
ჩემში ლექსად
მოდიხარ და მოდიხარ.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 3:39 am

. . .

დოლარიანი.
ცენტი.
სანთებელა.
მივაშურე ჯიბის ჯავშანს.
კითხვებიი ღია.
ჰაერს დავეშურე.
ცაზე- მკრთალი ორცხობილა.
ცივა.

რასიზმი.
ემიგრაცია.
ბრმა რეალობა.
ჯობნის ჯობნა.
კუთხეში დგომა-
მწყინს.

მენანება რომ ვერ მოგიყვები.
რომ არა აქვს აზრი, ამერია.
ვერ აგიხსნი,
არ შემიძლია.
რძიან ყავას ვსვამ დამეზინება, გესმის?!

ნეტა ჩამეძინოს მაინც.
გავცდე გაჩერებას.
ლოყებს დაედოთ ღია ვარდისფერი.
გამეღვიძოს- ვთქვა გამარჯობა!
იყოს თუნდაც ათას რვაასი წელი.
მეჭიროს მუფტა.
ვიყო მშვიდი, ღვთისმოშიში.

განა შენ გიჭირს!
მე ვერ აგიხსნი, არ შემიძლია.
არ მინდა ათასრვაასი წელი.
არც მუფტა მინდა.
არ შემიძლია.
ცივა.

ქამარივით შემოვირტყი
დილა წელზე.
ყურები გამეყინა.

ვიყურები.

მერამდენჯერ.

ვერ გავცდი ფანჯრებს!

მიღმა?

-მხოლოდ ქუჩაში თავაწეული სიარული მინდა.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 3:58 am

. . .

მაგულიანებს ეს დღე ღიმილით.
მაგულიანებს სევდა რბილი.
მავიწყდება რა უნდა მეთქვა
და მაინც, ისევ
დღე გაეყარა ღამეს-
დარჩა.
მომყვება გვერდძე
არც მემართლება,
არცმემალება,
მოდის,
მომყვება,
მოღიღინებს.
არშემდგარი დიალოგი ღიმილს სახეზე
ნაოჭად გვიჩენს.
ოჯახში ერთი ამზადებს სადილს.
სადილს სიცოცხლის სურნელი ასდის.
ჩამოიშორეს დარდი ფარდებმა.
საუბარი აქვთ სიო -ქალებთან და
მონატრება ატუზულა სახლის კარებთან...

საქმიანი დღე მზეში დუღდება.
მწვანე ხეებიც ლურჯ ცას უხდება...

საქართველოში ახლა ღამეა
და სახლში ალბათ მშვიდი გამები.
თეთრი ბალიში და
ფანჯრის იქეთ მწირი ხმაური მწერების
არ აფრთხობს სიზმრებს.
მე როგორც წესი ვისწავლე უკვე რომ ეს მანძილი უნდა ვაღიარო, თურმე.
და ვაღიარებ ერთგულ მეგობრად.
შენ ალბათ გძინავს. მშვიდად.
ან იქნებ ძილი გაგიტყდა?
რა გითხრა?!...
ყველაფერი მინდა რომ გითხრა!
ლია!
მომენატრე,
რა ლამაზი სახელი გქვია!

აქ ახლა დღე ბრდღვიალებს,
ქუჩა ღრიალებს
და ვერჩი ერთგულ მეგობარ მანძილს
მომხედე, მეთქი, სახელოში ვექაჩები.
რა გინდაო?, რა გიშველოვო?
ანკი უსაშველო რა გვჭირს მე და შენ.
ლამაზია დღე!
ფიქრი რკალად შემომომარტყამს
მე ხის ღობეს-
ჩამსვამს სახლში.
მენატრები ლია!
მიყვარხარ!
ცრემლებმა ამივსეს თვალები და
მზის სათვალეს ვნატრობ.
განა კი ვინმე მიყურებს?
დღე მიყურებს!
ლამაზია დღე!
მენატრები
ლია!
რა ლამაზი სახელი გქვია!
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 4:14 am

Subway- New York

მონატრების დიდი ქალაქი
ტირილს იხშობს
უძინარ ქუჩათა მიღმა.
თვალებს ვერ ამიხვევ.
ვნებაში დადია, ვხედავ.
მატარებლების ქარიშხალი გვაბრუებს, გვთენთავს.
წკრიალებს კრიალოსანი
სხვის ხელში და
ურცხვად იმეორებს უფლის სიტყვას.
არ ვიცი თუკი აღრმავებს რწმენას...
ალბათ უფრო
"ღმერთო შემეწიე, მაშორე შიში, განდევნე
ჩემგან."

ვაგონი ცხვარივით მიჰყვება მწყემსს.
და ჩვენც.
და კიდევ
გაზეთი, წიგნი, სათვალე,
სიჩუმე, სიცილი, სურნელი.
მოხუცი რაბაი კუთხეში თვლემს.
სიზმარში შესწირა
ბადიში ღმერთს.

ხელჩანთა, საფულე,
მოუთმენლობა, ციმციმი
და მე.

ფანჯარას მისშტერებია
ცხვირაწეული ჩინელი.

თვალები, სირცხვილი,
მუხლი, დაკოჟრილი ხელი,
სატელეფონო ქსელი
და მე.

მწყემსო კეთილო, მოგვხედე ცხვრებს!

სიურეალიზმის პანორამა მომწყინდა.
დავხუჭავ თვალებს.
ფიქრს შემოვუშვებ.
ავეკიდები.
ვაზავებ ნატვრით.
არ ვისურვებ ბევრს.

"გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი"-
ამეკვიატა დღეს.

მამაზე ვფიქრობ.
ქართლოსიანთა გვარისა ვარ,
იმათი სუნთქვა მაქვს მეც.

ნუ იქნებიო მშიშარაო- მამამ.
მაგრამ მეშინია-ვმალავ
კარგად დამალეო-მეჩურჩულება მამა.

გვარწევს ვაგონი.
მეჩურჩულება მამა.
ვერ გავამხელ რას.
შიში კი აგერ უკვე მიეფარა თვალს.
მე დავრჩი.
მამა.
დარდიანი სიხარული.
მზიანი ცა.
Back to top Go down
View user profile
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Mon Mar 29, 2010 7:03 pm

[quote="გამრიგე"]"ჭირისუფლად წამიყვანე.
ვეფხის დედასთან სატირალზე წამიყვანე".



Exclamation

ამას რომ დაწერს ადამიანი, ის პოეტია და მორჩა...

sunny

mixaria tu mogeconat. Smile
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ნათია ომარაშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ნათია ომარაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: