არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გაგა ნახუცრიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: გაგა ნახუცრიშვილი   Sun Mar 21, 2010 10:54 am


გაგა ნახუცრიშვილი

გაგა გიორგის ძე ნახუცრიშვილი (2 სექტემბერი, 1971, ქ. თბილისი), თანამედროვე ქართველი პოეტი.
1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა ქ. როთენბურგის (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტში და ლიტერატურას პერუჯაში (იტალია). გაგა ნახუცრიშვილი არის "საბას" ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ავტორი არა ერთი პოეტური კრებულისა, რომლებიც, როგორც წესი, თავიდანვე მთლიანად იყიდება და ამიტომ ძნელად მოიპოვება ავტორის პოპულარობის გამო: "უაზრო მგზავრი" 1996, "სიმარტივე" 2000, "გამგზავრება და მოლოდინი" 2002, "უცაბედად" 2006.



დედოფალს რაღაცა წერილივით

გრძნობებით, ცრემლებით ნურავის გააცინებთ.
ახლა დაიძინეთ.
სიზმრისგან მიიღეთ თქვენ ინფორმაცია.
ასეა,
გიძღვნიდნენ ბარათებს, ბალადებს, ყვავილებს.
თქვენ კი სინამდვილე ვერ გაიადვილეთ.
და მერე აღმოჩნდით საერთო ვაგონში,
ფხიზლობთ და არსებობთ, ოდესღაც, ნამყოში,
სიცივის, სიჩუმის ჩამოდგა ეპოქა
და ერთხმად გაკურთხეს სიკვდილის დედოფლად.
და მე კი ამ ხმების არასდროს არ მწამდა,
უბრალოდ, სიმართლე საშინლად გამწარდა.
რომი და ათენი, ანტიკა, გრაცია,
ახლა კი მოვიდა სხვა ინფორმაცია.
ასეა...
გიძღვნიდნენ ტყუილებს, რითმებს და სასმისებს,
თქვენ კი სამყარო ვერ გაითავისეთ.
და მერე ჩამოდგა ეჭვების სამყარო,
ახლაა გვიანი ეჭვები გაყაროთ.
და ახლა იგრძენით, ღამეა, მარტო ხართ,
და ზღაპრულ სასახლეს ღამეში ათოვდა.
ოღონდ მარტოობით ნურავის გააცინებთ...
ახლა დაიძინეთ!..
სულების სიცივე რადგანაც იცინის,
ვერავის გააოცებთ ამ თქვენი გვირგვინით,
გჭირდებათ გვირგვინი მხოლოდღა ქიმერად,
ვით ღამის სიმღერა,
ლექსიდან ციტატა...
ინათა,
თუ თქვენმა თვალებმა დაკარგეს შუქები?!
წუხდებით...
თუ ხვდებით, მირაჟი წამით რომ ანათებს.
სიცხადის გეყოფათ სევდა და სიმართლე,
სიზმრისგან მიიღეთ თქვენ ინფორმაცია,
ასეა...


ხულიგანას


მინდა ეს ლექსი დაღუპვას დავუწერო
და მერე მოვკვდე,
სიტყვა თქვენზეა ბატონო მაუზერო,
იქუხე, მორჩეს...


ჩვენ გამოვეთხოვეთ ქალებს, დღესასწაულს
და დავრჩით მარტო,
სანამ მონატრებას გესლით შეწამლავენ
იქუხე, კარგო!


სანამ კიდევ ცოცხლობს რაღაც იმედებით
ყვავილი რტოზე,
სანამ საბოლოოდ მიწას მივედებით
იქუხე დროზე!


დროზე, მაუზერო, სანამ გათენდება,
დროზე მოასწარი,
გრძნობა დაბერდება, გრძნობა გათეთრდება,
გრძნობა მოსაკლავი...

რწმენა ცოცხალია? რაღაც არა მჯერა,
ვიღას შევეფარო...
ბოლო ტყვია დაგვრჩა, მოვკლათ ბედისწერა,
ჩქარა, მეგობარო!


მინდა ეს ლექსი დაღუპვას დავუწერო
და მერე მოვკვდე,
სიტყვა თქვენზეა ბატონო მაუზერო,
იქუხე, მორჩეს!...




დამიჯერეთ, Miss


დამიჯერეთ, Miss
ვარდისფერი გზის,
ოცნებების გვის
ვდგავარ მოწამე.
დამიჯერეთ,ისს
ქარბუქები მხრის
თვალებია ზღვის,
ფერი მომწვანო.
დამიჯერეთ, ისს
ფერმიხდილი თვის
კაბადონი თრთის,
თვალებს მიშტერებს.
დამიჯერეთ, ისს
მოგონება სხვის
აუტანლად მღლის,
მოდით, მიმღერეთ!


შუქნიშანი

უკვე მოგონება მივეც ანათემას,
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა,
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები.
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.


ვარ ნაპოლეონი

ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერმკრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.

ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!

ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძნე ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი, -
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.

ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.

ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი?არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!
ვარ ნაპოლეონი...


ზამთრისფერი მარაო

ქვეყნად რომ ცოდვებსაც არავინ ფარავდეს,
შენ აიფარებდი ზამთრისფერ მარაოს
იტყოდი, დავკარგოთ რწმენაც და სამოთხეც,
უბრალოდ ვიცხოვროთ, ცხოვრებით გავოცდეთ.

ქვეყნად რომ არ იყოს ვნება თუ დრამები,
ხომ მაინც დავრჩებით წვიმიან ღამეში,
ხომ მაინც ვისუნთქებთ ნესტიან დარჩენას,
ხომ მაინც შევხვდებით სიკვდილს თუ გაჩენას.

ქვეყნად რომ არ იყოს იგავი, ზღაპარი,
ხომ მაინც მოხდება უაზრო ამბავი,
ხომ მაინც ვიღაცა შეირთავს პრინცესას
და ფერად ფერებით მორთავენ სივრცესაც.

ქვეყნად რომ არ იყოს სიცივე, ზამთრები,
ხომ მაინც ხანდახან სითეთრiთ დავთვრებით,
ხომ მაინც თავისას მოიტანს სიბერე,
და მუნჯი საფლავი სიკვდილზე იმღერებს.

ქვეყნად რომ ცოდვებსაც არავინ ფარავდეს,
შენ აიფარებდი ზამთრისფერ მარაოს,
რატომღაც იტყოდი, რომ ძლიერ მარტო ხარ,
რატომღაც მოწყენას არჩევდი არყოფნას.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: გაგა ნახუცრიშვილი   Wed Apr 14, 2010 3:35 pm

როცა უკუღმა მიწა ტრიალებს,
დრო აღარ რჩება მაშინ სიბრძნისთვის,
სიცარიელეს ვერ აღიარებ
და ცარიელი ხდება სინდისი.

როცა უკუღმა ფეხსაცმელს იცმევ,
როცა ყინვაში დაგრჩება ქუდი,
ქალის სურნელი აუდის სიტყვებს,
შეხვედრა გინდა და კათხა ლუდი.

როცა უკუღმა იწყებ სიარულს,
უკუღმა ბრუნავს ტვინი, აზრები,
უკუღმართობას არქმევ სიყვარულს
და, ალბათ, მხოლოდ მაშინ არ ცდები.
2004



ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი
შემოდის, განჯღრევს ნახევრად ფხიზელს,
ოცნებას ადევს ნახევრად ლუქი
და სანახევროდ ახდება ისევ.

ნახევრად ბრძოლა, ნახევრად დაღლა
და ხმა სინდისის ნახევრად ისმის,
ნახევრად გახდილ მიდიხარ ქალთან,
რომელიც არის ნახევრად სხვისი.

ნახევრად რჩები, ნახევრად წახვალ
და სულიც შველას ნახევრად ითხოვს.
ნახევრად დაბლა, ნახევრად მაღლა,
შენ სანახევროდ იცოცხლე თითქოს.
2004
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
 
გაგა ნახუცრიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: