არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზვიად გამსახურდია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 7:56 pm

ამ თემაში ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას პოეზიაზე. მე ძალიან მიყვარს ზვიადის ლექსები. ჩემის აზრით იგი უდიდეს პიროვნებასთან ერთად უდიდესი პოეტიც იყო
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:07 pm

მწუხრის პეიზაჟი

ვჭვრეტ საღამოს - ნიმბიანს, დანისლულს,
ო, რაგვარად ეუცხოვა ტანი სულს ...

შენსკენ მომაქანებს ფიქრის ჩქარი წვა მე,
რარიგ მეუცხოვა საკუთარი გვამი...

ვდუმვარ და არა აქვს ძალა ჩემს სტრიქონებს:
ნისლიან ფიქრებში ქარი თუ მიგონებს...

რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,
ნექტარი წავიღე დ აშხამიც იმდენი...

რარიგ ვეუცხოვე მიწის გაშლილ მკლავებს,
დასცქერის გოლგოთა გაძარცულ საფლავებს...[b]
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:10 pm

წმინდა გიორგი

წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი…
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენი სამკვიდრო შენი – გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.

წმინდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:11 pm

წმინდა მიწა

ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა,
ესდენ დიდი მადლი ღვთისა გდევთ საიდან?

ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა,
ხართ აკვანნი ღვთის შვილთა უკეთესთა!

ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა,
ხართ წმინდათა ვედრება და მეტანია,
სად ჰაერი ვედრებაა მთრთოლვარი,
ქერუბიმთა იდუმალი ოლარი,
სად წარუძღვა მწირებს ძე ემუასში
და განბანა უკვდავების აუზში.

წარემართე, სულო წმინდა, ზმანებით,
წოდებულთა საღვთო პაემანებით,

სად აწვდილა ამაღლების ტაძარი,
სად უფალმან აღადგინა ლაზარი...
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:12 pm

მ ა მ ა

თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ,
უფალო, ამაცდინე სასუმელი ესე.

მამა ხარ ყოველთა, ძეთათვის მზრუვნელი,
უფალო, ამაცდინე ესე სასუმელი.

ნუ ჩემი იყოფინ, არამედ შენი,
შენ თავად ნება ხარ, სიმართლის მჩენი,

ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო,
გვედრი, შემიწყალე, ძეო დავითისო.
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:13 pm

მელქისედეკი

ჩნდება ბაკმიანი, სხივმოიეფე,
მელქისედეკი, სალიმის მეფე.

მწდეა ზეციური იერუსალიმისა,
მელქისედეკი, მეფე სალიმისა.

ვით ვარსკვლავმორბედი, იჩქითად ჩენილი
განათლდა აბრაამ, უდაბნოდ შთენილი,

საღვთო პურ-ღვინოა გზა ჭეშმარიტების,
გაუქმდა მსხვერპლი ვერძების, გვრიტების,

უფალო, ერს შენსას მარად მწედ ედექი,
ეს შენ მოგვივლინე მელქისედეკი,

ძე შენი, სამყაროს თვალი და ჯავარი,
თვით დაუსაბამო მეფე – მღვდელმთავარი.
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:15 pm

შენი ღიმილი

სონეტი მანანასადმი

სევდიან ღამით მომაგონდა ღიმილი შენი
და ოცნებათა განწირულ გზებს მიჰყვა ფიქრები.
ვიცი,, დღეიდან მწუხარებით შეიფიფქები,
ჩაღამდებიან ეგ ღაწვები, იდუმალმშვენი.

როს მოლოდინში დადუმდება სამყოფელო ჩვენი,
ღამენათევარს შვების სხივი ნუ ჩაგიქრება,
უფრო დიადი ბედისწერა განა იქნება,
ოდეს უფალი სუფევს შენთან, სასწაულთმჩენი!

გამართე მზერა, მოიმარჯვე იმედის ფარი,
გრძნობათა შენთა საკმეველი უკმიე ხატებს,
და როს დიდებით განიხვნება აღსავლის კარი,
შეიწირავენ ლოცვას შენსას მოანდამატეს.

მაშინ ცასავით გაბრწყინდება შენი ღიმილი,
დაგიამდება ეგ ვაება და სიმძიმილი.
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:17 pm

L`IMPRESSIONISZME

ვარდის რენუარი… იღვიძებს მაისი,
სმარაგდის ფერებად გაშლილან იანი,
გალეულ ლანდებში კამარას დანისლულს
ერევა ნარინჯის სიმწიფე სვიანი.

დნება სიამტკბილე… კაფე გათენდება,
მონმარტრი მოიხვევს იისფერ პენუარს,
ისევ ვერონეზეს ჩრდილებს გავფენ დეგას,
ფერებს გავაღვიძებ აჟურულს, მშვენიერს…

მწვანეთა თოვაა… მეწამულ ლაქებად
ცახცახებს ზაფხული სულში მოივლისე,
იშლება მიდამო მზიურ ალთა ქებად
და პანის ბრავადო იმ ჭალებს მოივლის…

თვალი ჟრუნ-იისფერ ტრანსებში მყვინთავი,
სთველი თავ-უთვალავ თაველს თოვს ოქროვანს,
სამყარომ იუფლა, ქარგავდა ვინ მთა-ველს,
ვინაც მოაცილა ცა იმ საქაროვნეს…

გასრულდა… სიზმარულ პად-ესპანს მოლბერტთან
მორთავენ ლანდები, სულია ცისა როს…
წარსულ დარს, მზის მალულ დანემსვას,
მთრთოლავ ვერლენს
ვადარებ სინიაკს, სეზანს და პისაროს!
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 8:19 pm

ღამე იღვენთება

ღამე იღვენთება.
ლამპარი გენთება
ვიცი სარკმელთან.
რა მთვარის
რა მცხრალი
შუქია
ზეცა რა მუქია
განქარდა
ცამ ცვარი
რომ მთოვა
წამება დამთავრდა.
ლამპარი ითენთება
ვიცი სარკმელთან.
ო სასოწარკვეთა!
სიბნელეს სმენ მთები
ცაზე იკარგება ვარსკვლავთა კენტები.
თენდება
მთვარე იფერფლება
ივერცხლება ცა
საცაა
მერცხლები
აცრიან კამარას
და სულის ამარა
იწვოდი
აშალე შრიალით შენი ლები
ო ვცოდე
ცამ ციურ ცელებმა
შხამიან თასებად
მიტია
წვათა გაასებით
ო მომიტევე
წყარო ალმასები
ლალნარევ სადაფტა დასები
დათრთვილულ სიზმართა გოდების მჩენლები
ეგ
შენი
ცრემლები
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 9:03 pm

განთიადი არმაზისხევში

I

მთები - ფერხულში ჩაბმული დევები
დავერცხლილ კაბადონს ცისკარი ესევადა,
ზედაზენს მთიები ფანტელებს ასევდა
ჯვარსაც იდუმალი სწვეოდა სევდა.


მტკვარზე ფენიქსური ლანდი არმაზის
(უცხო სარკოფაგებს დროება ამაისებს),
გალევს ისტორიის ყავლს უზარმაზარს
და მტვრად გააზავებს ნაურავს და ნაისრევს.

II


ო, სერაფიტას ლანდი,
ცად მომქარგველი სიზმრის,
გულო, აბა, ვით განდო
თუ ვეზიარე მზის დარს?
ვით ვეთაყვანო მის დარს,
მის ეთეროვან მანდილს
ოდეს ცრემლები დამდის
ო, უმრავლესი ზღვისგან?
მან აღზევება ცამდის
ო, გამიკვლია ვისკენ?
რძიან გზისაგან განდექ,
ქნარს უფერებდი მიზრაფს.
სულო, სალბუნებს სვამდი,
ოდეს სხეული იძვრის.
ო, სერაფიტას ლანდი,
ცად მომქარგველი სიზმრის.

III

ბინდში ჩაძირულა მთველმარე არმაზი
მნათობთა მეუფემ ცა გაიდარბაზა,


მოსჩანს შიომღვიმე, როგორც ცის ზმანება
მთათა მწვერვალებზე ნისლის დავანება.


მოდის განთიადი და უცხოდ ნაგები
ლეგენდით ნაფერი ეს სარკოფაგები


აღმოაცენებენ ხილვას თვის წიაღში,
თითქოს მობრძანდება თავად პიტიახში,


თითქოს მდინარება მტკვრისა და ჟამისა
უეცარ ხილვაში შენივთდა წამისად


და ამცნო სამყაროს მზიანთა მზისობა
დიდი იბერიის ცის მარადისობა!
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 9:04 pm

მესხეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი, მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.


შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა – მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.


შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.


ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.


აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულან უსურვაზები.


თმოგვს, მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზის ათინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.


ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.


ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნოდ არგადაგებას.


ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგნაწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.


გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 9:06 pm

მთვარის ნიშნობა

გალაკტიონ ტაბიძისადმი


არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობაა მთვარის.
გათავდა ვარსკვლავთა რთველი
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.


მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოსთ მხარის
გაბრიელ – ზღურბლისა მცველის
მიქაელ – დამცემი ზარის!


ალმასით მოსთული სელი,
ტატნობზე – ელვათა ბზარი
ზავდება კამარა ვრცელი
იხსნება ცხოვნეთის კარი.


აფრაზე გაკრული გველი,
ფერისცვალება ქნარის,
ცის გარდაცვალებას ელი,
ახლოა დარობა დარის!
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 9:08 pm

BAGATELLE

საღამოს უნდოდა ეკონკა რითმები
და თეთრი ვარდების ბალიში.
მოდი, დამაფინე გულზე შენი თმები,
ღამევ, ბოდვის სიმხურვალეში.


მეგონა, მუდამჟამს ვერცხლეულ სიახლეს
ებანის წკრიალში ვნახავდი,
კლდეებზე აფთართა ჯარებს რომ მიაფლეთს
ბორიო ზარების დახლამდი.


იკმარა საუნჯე ფსკერზე დამარხული
ალ სულში ალები ალობენ,
ჩრდილი კი კირჩხიბის ზოლზე გადახრილა
და ცის სერაფიმნი
სულისა სალხენად მისისა გალობენ.
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 9:08 pm

ქ ა შ ვ ე თ ი

შორია შარიშური შარათა,
მოჰქრიან სოველნი ქარნი,
ბორიო - ფლოქვების მარაბდა,
ალები ტალებად მდგარნი.


სანთელი მთიების მფანტველი,
ლიცლიცებს ციალით ნელი,
კანკალებს კილამონ-კანკელი,
ბანი და ებანი ბნელი.


ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,
დამთიე სუდარა დარად, -
ამით რამ იდარა მითი რამ,
არკადებს აკრია: კმარა!


II


ელიან ლიანს და ლელიანს,
ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,
გულიანს ბროლიან-ყელიანს,
ხახაში იხერგავს მტკვარი,


ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,
დროთა მარაბდულთა სევდა,
ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი
მუსრვად და სალმობად სდევდა.


ან არარატებად არი რად
კეცტყავი კეცილი კეცად?
მამულო, გაქრობად ლამულო,
მრისხვალი თვალი თუ გეცა?
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Fri Mar 19, 2010 9:17 pm

სულეთის ცისარტყელა

შენგნით აღცისკრდება სულთა ალიონი,
შენ გამო ვარდისობს ფლასი,
შენგნით იბადრება ცა – ლიგვირილიონი
და მნათთა ანგელოსთ დასი,

შენგნით მონავანნი კრთიან საფირონნი,
შენ უწყი გზადქცევა მათი,
წიაღნი უშქარნი და უნაპირონი
და სულთა მზის ათინათი.

ერმი და მუშთარი კამარათ მსირმველნი,
მთავარანგელოზის წათი,
ზუალ და ასპიროზ, სერობად მზირველნი
და სულთა მზის ათინათი.

მთოვარე, მარიხი, რონინით მავალნი,
ჭიქური, ბროლი და სათი,
ეტლნი უჟამონი და ფერადმრავალნი
და სულთა მზის ათინათი.

ტატანნი დასობენ ცად მოელვარენი,
ცორანოს ციგლიგა მძივნი,
მძვრელნი და მიმდრეკნი, ცანდებად ნარენნი
და მაშრიყ-მაღრიბით მცვივნი,

სამთა გამმშვილდველნი, ირაოდ მარებნი,
იქცევის მახვილთა მზირნი,
თევზის და მერწყულის ნათელთა მდარებნი
განკითხვის ნესტვნი და სტვირნი.

შენგნით აღმზევდა სულთა ალიონი,
შენ გამო ვარდობენ ცანი,
ზღვა – ხომლთა დენანი, ციმციმა ციონი
მადლად ცხოვრებისად ვცანი

სამმნათობიერთა ზეგარდმოვლენანი,
სულეთის ცა – მზეოსანი,
ალიერ ფრთოსანთა იჩქითად ჩენანი,
ზეშთა სიალეთა წვანი.
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Wed Mar 31, 2010 10:01 pm



31 მარტი-ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე
--------------------------------------------------------


და ოცნებები ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე,ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის,ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს,ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.



მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლექსიდან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Wed Mar 31, 2010 11:07 pm



წამებულ ძმისადმი

მერაბ კოსტავას


ერზე მჭმუნვარი ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახები
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვრება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის.
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებს ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი თვალები იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროსს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი!

1985 წელი
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ზვიად გამსახურდია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: