არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 წიგნები თეატრზე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: წიგნები თეატრზე   Tue Mar 16, 2010 4:06 pm

წიგნები თეატრზე – თარგმნილიც და ორიგინალურიც...

Arrow


Last edited by Admin on Sun Jan 30, 2011 6:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები თეატრზე   Sat Jan 29, 2011 2:11 pm



წიგნის დასახელება – "საუბრები თემურ ჩხეიძესთან"
ავტორი – ნინო ჩხიკვიშვილი
ISBN 978-99941-9179-1-2
გამომცემლობა – "პეგასი"
ყდა – თხელი
გვერდების რაოდენობა –
წელი – 2011
ფასი –
ანოტაცია – ინტერვიუები ჩვენი დროის ერთ–ერთ გამოჩენილ რეჟისორთან.



თამარ კიკნაველიძე

24 საათი 22.01.11

ახალი გამოწვევა თეატრმცოდნეებს

გამოვიდა "საუბრები თემურ ჩხეიძესთან"


კარგი ინტერვიუს გაკეთება რთულია. მით უფრო მაშინ, როდესაც რესპონდენტი სიტყვაძუნწია, რთულად იხსნება, ან იმდენად საინტერესო პიროვნებაა, რომ არ იცი საიდან დაიწყო, რა შეე­კითხო ისეთი, რომ მასზე გულწრფელად პასუხის სურვილი გაუჩნდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ თე­მურ ჩხეიძესთან დიალოგი ნამდვილად გამოუვიდა ნინო ჩხიკვიშვილს, რომლის წიგნის, სახელ­წოდებით "საუბრები თემურ ჩხეიძესთან", პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე, მარჯანიშვილის თე­ატრის სხვენში გაიმართება.

ნინო ჩხიკვიშვილის ინტერვიუები რეჟისორთან, რომელმაც ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, სხვადასხვა ჟურნალში (მაგალითად: "ქართუ­ლი მწერლობა" და "თეატრი და ცხოვრება") გამოქვეყნდა და მკითხველი დააინტერესა. ეს მასალაა თავმოყრილი წიგნში, რომელიც გამომცემლობა "პეგასში" დაიბეჭდა. მისი რედაქტორია თეატრმ­ცოდნე ვასილ კიკნაძე, გამოყენებულია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები.

თემურ ჩხეიძესთან ჩაწერილ და რამდენიმე შეხვედრად გადანაწილებულ ინტერვიუებამდე, წიგნს ავტორის წინასიტყვაობაც ახლავს, სადაც წერია: "თემურ ჩხეიძე, დიდი მაესტრო, მსოფლიო რანგის რეჟისორია... მსოფლიოს წამყვან თეატრებში აქვს სპექტაკლები დადგმული. სხვა რომ არა­ფერი, "მეტროპოლიტენ ოპერა" და "ლა სკალა" რად ღირს?! თემურ ჩხეიძე ჩვენი თანამედროვეა... და რა გულდასაწყვეტია, რომ მის შემოქმედებას საქართველოში ახალი თაობა ნაკლებად იცნობს... ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელ რეალობაშიც გვიწევს ამ რეჟისორის თანამედროვეთ ცხოვრე­ბა... ვერც წიგნს მოძებნით ამ დიდ შემოქმედზე. არადა, დალაგებულ ქვეყანასა და ყოფაში რომ ვცხოვრობდეთ, წიგნი წიგნზე უნდა გამოდიოდეს. თეატრმცოდნეები ერთმანეთს უნდა ასწრებდ­ნენ თემურ ჩხეიძეზე წიგნის დაწერას, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაა... და იქნებ ამიტო­მაც, გავკადნიერდი და მოვინდომე ეს სიცარიელე შეძლებისდაგვარად ამომევსო. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გამომეწვია ის სპეციალისტები, რომელთაც ეს საქმე ევალებათ და ხელეწიფებათ კი­დეც..."

თანამედროვე თეატრალური პროცესებისა და ავტორების შემოქმედების კვლევა თეორეტიკოსე­ბის მთავარი საქმე და დანიშნულება უნდა იყოს, მაგრამ ამ მიმართულებით რამდენიმე ხელისშემ­შლელი ფაქტორი არსებობს, რაზეც ახლა და ამ წერილში არ დავკონკრეტდები. შესაბამისად, არ ვი­ცი რამდენად "წამოვეგებით" გამოწვევას, რომელიც ქართულ რეჟისურაში მართლაც სერიოზულ ფიგურად აღიარებულ ხელოვანს ეხება. ერთი კი ფაქტია, მკითხველი აუცილებლად გამოუჩნდება გამოცემას, სადაც თემურ ჩხეიძე საკუთარ შემოქმედებით ძიებებსა და სხვადასხვა საკითხებზე გახსნილად საუბრობს. მაგალითად, ნინო ჩხიკვიშვილის შეკითხვას, რა შემთხვევაში ცოცხლობს სპექტაკლი დიდხანს, ასე უპასუხა: - "პირველ რიგში, აუცილებელია, სპექტაკლი არა მხოლოდ შთა­გონებაზე, არამედ, მყარ ლოგიკაზე იყოს აგებული. არ უნდა იფიქროს რეჟისორმა, აბა, ერთი ვნა­ხო, დღეს როგორ წავაო?! რას ჰქვია როგორ წავა? სპექტაკლი ზუსტად ისე უნდა წავიდეს როგორც გაქვს აგებული და თუ ამას შთაგონებაც დაემატება, ამას რა სჯობს? არის მეორე არანაკლებ მნიშვ­ნელოვანი ფაქტორი: სპექტაკლი, რომელიც არ გამოიწვევს მაყურებლის ინტერესს, მერე იმას რაც არ უნდა უჩხიკინო, არაფერი გამოვა. ეს ორი პირობა განსაზღვრავს სპექტაკლის სიცოცხლისუნარი­ანობას".

წიგნის ავტორის რესპონდენტთან პირველი შეხვედრა დასათაურებულია როგორც "სცენაზე ფეხაკ­რებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება", მეორე - "სცენაზე იმის გაკეთება, რაც მოგესურვება, იმპ­როვიზაციას არ ნიშნავს", ხოლო მესამე - "როლების განაწილება სიუჟეტის გადაწყვეტასაც ნიშ­ნავს"; ამის შემდეგ, აქცენტი გაკეთებულია რეჟისორის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ "ჰაკი აძბასა" და "ჯაყოს ხიზნებზე". მათზე ამომწურავი ინფორმაციის მოწოდების მერე გამოცემა­ში შეტანილია მცირე ინტერვიუები ხელოვანების (მაგალითად: ოთარ მეღვინეთუხუცესის, გურან­და გაბუნიას, ჟანრი ლოლაშვილის, მარინე ჯანაშიას, მიხეილ გომიაშვილის, ალეკო მახარობლიშ­ვილის, ავთანდილ მახარაძის, ზურაბ ყიფშიძის, ნანა ფაჩუაშვილის, გოგა პიპინაშვილის, დიმიტ­რი ჯაიანის, გივი ჩუგუაშვილის, ქეთი დოლიძის, გოგი ქავთარაძის, გოგი ალექსი-მესხიშვილის და სხვების), რომლებსაც თემურ ჩხეიძესთან მუშაობის საშუალება ჰქონდათ. მათ შორის გია ბურ­ჯანაძე იხსენებს: - "ბავშვობაში არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე, კალათბურთელი ვიყავი. ერ­თხელ, ნაკრების მწვრთნელმა, მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე, იბსენის "მოჩვენებანზე" წაგვიყვანა. სპექტაკლში სულ ხუთი მსახიობი თამაშობდა: ვერიკო, ვასაძე, სოფი­კო ჭიაურელი, ნოდარ მგალობლიშვილი, გივი ბერიკაშვილი. ვასაძე და ვერიკო ძველი ქართული ფილმებიდან მახსოვდნენ და მაინცდამაინც არ მხიბლავდნენ. მაგრამ აქ, ამ სპექტაკლში, სასწაუ­ლი ხდებოდა: ისეთი ორგანულნი იყვნენ, გამიკვირდა. კი არ თამაშობდნენ, სცენაზე ცხოვრობდ­ნენ. მაშინ გავიფიქრე, ნეტავი, მეც ასეთი გავხდე-მეთქი"... მის მსგავსად თეატრალური ხელოვნე­ბა არაერთ მაყურებელს შეაყვარა რეჟისორმა, რომლის "არტ ხელოვნებაც" ახალგაზრდა თაობისთ­ვისაც კი ყველაზე საყვარელი სპექტაკლია.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-01-22/13323.html




გამომცემლობა "პეგასი" ფეისბუკზე – http://www.facebook.com/pages/gamomtsemloba-pegasi/112320335485701#!/pages/gamomtsemloba-pegasi/112320335485701?v=wall
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: წიგნები თეატრზე   Sun Jan 30, 2011 6:10 pm



წიგნის დასახელება - "კამინო რიალი"
სერია: ავანსცენა
ავტორი: თენესი უილიამსი
ინგლისურიდან თარგმანი: მანანა ანთაძე
კატეგორია: პროზა, პიესა
ISBN 978-9941-9149-6-6
გამომცემლობა: "აგორა"
გამოცემის თარიღი: 2010
ყდის დიზაინი: ნინო ხოსრუაშვილი
ყდის ტიპი: რბილი, ლამინირებული
ყდის ზომა: 115X175
გვერდების რაოდენობა: 180
ფასი: 6.90


მანანა ანთაძის წინათქმა ტენესი უილიამსის "კამინო რიალისთვის"

"კამინო რიალი" ტენესი უილიამსის (1911-1983) პოეტურ ენიგმატურ პიესებს შორის, განსაკუთრებული მოვლენაა. ავტორმა ამ სათაურით 1945 წელს ჯერ ლექსი დაწერა, შემდეგ ერთაქტიანი პიესა შექმნა (10 ბლოკი), ბოლოს კი 1952 წელს პიესის მეორე ვერსია შექმნა 16 ბლოკად, რომელიც ბროდვეიზე დაიდგა (რეჟისორი ელია კაზანი). სპექტაკლი ჩავარდა და ისეთი საშინელი რეცენზიები მოჰყვა, რომ ორივე, იმ დროს უკვე სახელგანთქმულ (ოსკაროსან!) შემოქმედს 1953 წლის 19 მარტი მოუშუშებელ ტკივილად დარჩა... დღეს კი "კამინო რიალი" "ამერიკის უდიდესი დრამატურგის ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება, რომელმაც ტრადიციული ნატურალისტური თეატრის დანგრევა და პოეტური თეატრის დამკვიდრება სცადა.
ამ პიესაში უმთავრესი თავისუფლების ხარისხია. სასიამოვნო, უსაზღვრო, შვების მომგვრელი, უცნაური გათავისუფლების შეგრძნება… იგი არც ქაოსია, არც ანარქია, პირიქით, ასეთი ზუსტი ფორმა და მყარი კონსტრუქცია ჯერ არასოდეს შემიქმნია. ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი გონი სავსეა ხატებით, სიმბოლოებით, რაც კომუნიკაციის საშუალებას ქმნის. მე ისინი მხატვრულ სახეებად გამოვიტანე, რადგან უფრო ზუსტად გამოხატავენ სათქმელს, ვიდრე ტექსტი... ზოგჯერ, უტყვი ჟესტი ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე უამრავ ფურცელზე აღწერილი იდეა." (ტენესი უილიამსი)
კამინო რიალი იყო უძველეს გზათა სისტემა ლათინური ამერიკის ქვეყნებში... პიესაში კამინო რიალი ეწოდება საპორტო ქალაქს. იგი ჰგავს ნებისმიერ სხვას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. ანუ არის ყველგან და არსად. ამ ადგილიდან გაღწევა თითქოს შეუძლებელია. დიდი ქვის გალავანი დგას მასა და მთელ სამყაროს შორის. კედლის მიღმა ტერა ინკოგნიტაა. პირველი, ვინც ამ ქალაქში მოდის, დონ კიხოტია. იგი იძინებს, და "ამბავი" მისი სიზმარია. მოქმედი პირები არიან რეალურად არსებული და მხატვრული ლიტერატურიდან აღებული პერსონაჟები - სიმბოლოები!
ეს პიესა ეძღვნება მათ, ვინც უღრან ტყეში აღმოჩნდა და გზა დაკარგა.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: წიგნები თეატრზე   

Back to top Go down
 
წიგნები თეატრზე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: