არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გეგა ქურციკიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: გეგა ქურციკიძე   Tue Mar 16, 2010 4:03 pm


Gega Qurcikidze

გეგა ქურციკიძე

გეგა ქურციკიზე დაიბადა 1968 წლის 10 სექტემბერს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო), სწავლის პერიოდში იყო სანდრო ახმეტელის სახელობითი სტიპენდიანტი.

2003—2006 წლებში სწავლობდა უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე (პროფესორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო).

2003 წელს, სანამ სტუდენტურ თეატრალურ კონკურს-ფესტივალზე „დებიუტი“ თავის დადგმულ ედვარდ ოლბის „რა მოხდა სამხეცეში“ გრან–პრის აიღებდა, რეჟისორმა განაცხადა:

„ნებისმიერ კონკურსზე გამარჯვება დიდი სტიმულია. სტიმულია იმისთვის, რათა დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით და ეს არ არის ერთჯერადი. როგორც კი გაიმარჯვებ, ვფიქრობ, მაშინვე რაღაც ეტაპი უნდა დამთავრდეს და უნდა იფიქრო შემდეგზე. რა იქნება შემდეგ. ეს შემდეგი გამარჯვებისთვის დიდი სტიმულია, მაგრამ გული მწყდება, რომ შემდეგ ვეღარ მივიღებ სასწავლო კონკურს-ფესტივალში მონაწილეობას. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლას ვასრულებ“

ბმულები:
* https://www.facebook.com/profile.php?id=100003347219249

* http://ka.wikipedia.org/wiki/გეგა_ქურციკიძე
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გეგა ქურციკიძე   Sun May 06, 2012 11:02 am


სცენაზეა მსახიობი ლელა მახნიაშვილი


7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი – 19:00-დან 22:00-მდე

რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს

"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა"
(პიესა რვა სცენად)

მოქმედების დრო: 1801 – 2010 წლები.
მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.

პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, – დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.
ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.
სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე – რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.


რეჟისორი - გეგა ქურციკიძე
პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვრობა და კოსტუმები - აივენგო ჭელიძე


მსახიობები - ლელა მახნიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სერგო შვედკოვი, შალვა ანთელავა, ბადრი გვაზავა, დიმა თარბაია, კახა ჭოლაძე, ლექსო არველაძე

ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი
მისამართი: თბილისი, 0102, დავით აღმაშენებლის გამზ. 99/1;
ტელეფონები: (995 32) 95 39 27; (995 32) 95 78 74
ელ.ფოსტა – infochildren@caucasus.net



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გეგა ქურციკიძე   Sun Jul 22, 2012 9:35 am



სიუჟეტი ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის სპექტაკლზე "არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა".

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ჩვენი დილა", 8 მაისი, 08:32 -- 08:37, სიუჟეტის ავტორი სალომე გელაშვილი, ოპერატორი პაატა ყვავაძე.

პრემიერა: 7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი -- 19:00-დან 22:00-მდე

რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს

"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა"
(პიესა რვა სცენად)

მოქმედების დრო: 1801 -- 2010 წლები.
მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.

პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, -- დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.
ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.
სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე -- რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.


რეჟისორი - გეგა ქურციკიძე
პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვრობა და კოსტუმები - აივენგო ჭელიძე


მსახიობები - ლელა მახნიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სერგო შვედკოვი, შალვა ანთელავა, ბადრი გვაზავა, დიმა თარბაია, კახა ჭოლაძე, ლექსო არველაძე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გეგა ქურციკიძე   Sat May 21, 2016 10:31 am



ხულოს თეატრში „ჩემო მეჟოლიას“ პრემიერა გაიმართა

BY KVIRA ON 20/05/2016 13:34

ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თeატრში პრემიერა გაიმართა. მიხო მოსულიშვილის „ჩემო მეჟოლია“ რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. პიესა 2012 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალებზე ძალადობის“ პროექტის ფარგლებში დაიწერა.
ათი წლის განმავლობაში შინიდან უცხოეთში სამუშაოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს, სახლში არაორდინალური სიტუაცია ხვდება. აღმოაჩენს რა, რომ მისი ქმარი კი არ გარდაცვლილა, არამედ, სოფოს სკოლის უახლოეს მეგობარზე დაქორწინებულა და კიდევ ერთხელ „გაბედნიერებული“ დახვდება, იწყებს შურისძიებას. ამაში, ასევე მოულოდნელად, ამერიკიდან ჩამოსული პოლკოვნიკი, ბაქსტერი ეხმარება (სოფო სწორედ ბაქსტერთან მუშაობდა მომვლელად).
სწორედ ამ მოვლენების ფონზე ვითარდება სპექტაკლში „ჩემო მეჟოლია“ ტრაგი-კომიკური სიტუაციები.
სპექტაკლისათვის მხატვრული გარემო მხატვარმა გიორგი გოგოტიძემ შექმნა. მუსაკალურად „ჩემო მეჟოლია“ თამაზ იმნაძემ გააფორმა. სპექტაკლში ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, ნინო ქარცივაძე, რამაზ ბოლქვაძე, თეა ქამადაძე, ლაშა აბულაძე, ედნარ ბოლქვაძე და მაყვალა მელაძე მონაწილეობენ.

როინ სურმანიძე, ხულოს სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ჩვენ სამი წელია, ვთანამშრომლობთ ბრიტანულ საბჭოსთან და ბრიტანელ ექსპერტებთან. ეს პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მიზანია, თეატრალური ხელოვნების განვითარება. ამ თანამშრომლობამ განსაზღვრა ის, რომ ორიენტირებულები ვიყოთ თანამედროვე დრამატურგიაზე და სწორედ ამ ნიშნით ვირჩევთ, თუ რა დაიდგმება, ან ვინ დადგამს თეატრში. მე ბოლო ერთი წელია, როგორც ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვაკვირდები რეჟისორის, გეგა ქურციკიძის შემოქმედებით მოღვაწეობას და გადავწყვიტე კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე შემეთავაზებინა ჩვენთან თანამშრომლობა. მან შეარჩია თანამედროვე ქართველი დრამატურგის, მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია“.
თემა, რომელიც ვითარდება სპექტაკლში, ჩვენს რეალობაში საკმაოდ მტკივნეული და აქტუალურია. თითოეული ჩვენგანი, თითოეული მაყურებელი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე თუ არა, შემსწრე მაინც…
ვფიქრობ, ძალიან კარგი, საკმაოდ მსუყე შემოქმედებითი პროდუქტი მივიღეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ერთჯერადი თანამშრომლობით რეჟისორთან შემოქმედებითი ურთიერთობის ამოწურვა რთულია და, ვფიქრობ, ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.“

ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე:
„ძალიან კმაყოფილი ვარ ხულოს თეატრის დღევანდელი პრემიერით. სპექტაკლი პროფესიულად არის გამართული, დრამატურგიული სტრუქტურა ჩამოყალიბებული. მახვილები და აქცენტები ძალიან ზუსტად არის დასმული, რაც გამომდინარეობს ჩვენი რეალობიდან, ჩვენი ყოფიდან. ფინალი ცოტა აპოკალიფსურია. რეჟისორის ხედვაა ასეთი, რადგან რეალურადაც ვდგავართ უამრავი მსგავსი ფაქტის წინაშე. სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება აბსოლუტურად იდენტურია რეჟისორის კონცეფციისა.
მე ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი ნებისმიერი სახის პრემიაზე, რაც შეიძლება არსებობდეს საქართველოში, დაწყებული „დურუჯიდან“ დამთავრებული თეატრალური საზოგადოების პრემიით, თვისუფლად გაუწევს კონკურენციას ნებისმიერი რეგიონის და არა მარტო რეგიონის თეატრებში განხორციელებულ ნებისმიერ სპექტაკლს.“

გეგა ქურციკიძე, რეჟისორი:
„ძალიან აქტუალური პიესაა. ის, რაც სცენაზე ხდება, მართლია, გადაჭარბებულია და უფრო მუქ ფერებშია დახატული, მაგრამ ჩვენი რეალობაა და ეს კომედია, ასე ვთქვათ, სატირული სახით არის წარმოდგენილი. პიესა „ჩემო მეჟოლია“ 2012 წელს დაიწერა, შემდეგ ავტორთან, მიხო მოსულიშვილთან ერთად გადამუშავდა და საბოლოოდ ასეთი სახით ჩამოყალიბდა.
საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო ხულოს თეატრში მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დასი მცირერიცხოვანია, ამან ხელი არ შეუშალა იმას, რომ განაწილება ოპტიმალური ყოფილიყო, მსახიობების შესაძლებელობები მაქსიმალურად გამოვლენილიყო და მაყურებლისთვისაც საინტერესო წარმოდგენად წარმოჩენილიყო.“

ნინო ქარცივაძე, მსახიობ:
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორც ამ პიესაზე (თემატიკიდან გამომდინარე), ასევე რეჟისორთან, გეგა ქურციკიძესთნ მუშაობა. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. ბევრ რამეს ვსწავლობდით მისგან, მსახიობის ოსტატობასც კი… ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ ადამიანს და მომიწია მის სპექტაკლში მონაწილეობამ. ძალიან დიდი შრომა ჩადეს მხატვარმა, გია გოგიტიძემ და მუსიკალურმა გამფორმებელმა, თაზო იმნაძემ. და ძალიან დიდი მადლობა რეჟისორს, ხულოს თეატრს და თითოეულ მსახიობს.“

რამაზ ბოლქვაძე, მსახიობი:
„როდესაც რეაჟისორი პირველად ჩამოდის, ეს მსახიობისთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ, რომ ბევრი ახალი რამ შემოაქვს. ამიტომ მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. თვენახევრის მანძილზე ვდგამდით ამ სპექტაკლს და ალბათ ძალიან მოგვენატრება ეს ყველაფერი.“

ედნარ ბოლქვაძე, მსახიობი:
„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ პიესაზე და ჩემს პერსონაჟზე მუშაობის პროცესი. ამასთანავე, პირველად შევხვდი რეჟისორს, გეგა ქურციკიძეს. საკმაოდ განსხვავებულად წარიმართა შემოქმედებითი პროცესი და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მას, თეატრის ხელმძღვანელობას და ყველას, ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ სპექტაკლის შექმნაში“.



ბმული -- http://kvira.ge/ხულოს-თეატრში-ჩემო-მეჟო/#prettyPhoto



„ჩემო მეჟოლია“ (სევდიანზე სევდიანი კომედია) - პრემიერა 2016 წლის 17 მაისი, ხულოს სახელმწიფო თეატრი
პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რეჟისორი - გეგა ქურციკიძე
მხატვარი - გია გოგიტიძე
მუს. გაფორმება - თაზო იმნაძე

მონაწილეობენ:
სოფო - ნინო ქარცივაძე
ჩიტო - რამაზ ბოლქვაძე
შოკა - თეა ქამადაძე
თოკო - ლაშა აბულაძე
ბაქსტერი - ედნარ ბოლქვაძე
ელისი - მაყვალა მელაძე

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გეგა ქურციკიძე   

Back to top Go down
 
გეგა ქურციკიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: