არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 იოსებ ლონგიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:09 am


Ioseb longishvili

იოსებ ლონგიშვილი - შატილის ასულო

იოსებ ლონგიშვილი - სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ ეს სახელი მთელ საქართველოში გახდა პოპულარული. მას შემდეგ კი, რაც ფოლკლორის უბრწყინვალეს ნუმუშად აღიარებულ ლექსს „შატილის ასულოს“ ავტორი გამოუჩნდა, ყველამ ირწმუნა, რომ ქართული პოეზიის ცაზე კაშკაშა ვარსკვლავი ამობრწყინდა. თუმცა რატომ ახალი? განა ათი, ოცი და ოცდაათი წლის წინ არ ბრწყინავდა? ბრწყინავდა და მერე როგორ? მას არც კარის პოეტობა უკადრებია და არც სხვადასხვა ლეტერატურული გამოცემების რედაქციები მოუღლია ხვეწნა-მუდარით - ეგებ ჩემი ლექსები დაბეჭდოთო... ან ვისი სახვეწი ჰქონდა? იქით უნდა დაეჩოქათ და შემუდარებოდნენ, ეგებ ნება დაგვრთო და შენი შედევრები კრებულად ავკინძოთო. ეს პიროვნება, თხემით ტერფამდე მართლაც პოეტი, როგორც უღელში შებმული ქვედანა ხარი თუშეთის მთებიდან ემსახურებოდა და ეფერებოდა მამულს და მხოლოდ წუთიერი ჩამუხვლის დროს შეიქმნა ეს შედევრები, რომელთაგან ბევრი სიმღერებად მიმოიბნია ხალხში. მე ეჭვი მეპარება დღეს საქართველოში არსებობდეს თუნდაც ერთი ზრდასრული პიროვნება, რომელსაც ერთხელ მაინც არ ემღეროს:

რა ლამაზია თუშეთი
და ლაშარობა თუშური,
რქებჩაგრეხილი ჭედილა,
სანთლით შუბლგადატრუსული...

ორიოდე სიტყვით იოსებ ლონგიშვილის ბიოგრაფიაზე: იგი 1926 წლის 7 მაისს დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1953-55 წლებში თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო ტექნიკუმში სწავლობდა, შემდგომ წლებში კი იგი მშობლიურ ალვანშია და იქვე საქმიანობს. 1988 წელს გავიდა პენსიაზე. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჯანმრთელობა შეერყა და თვალის სინათლე დაკარგა, მაგრამ, საბედნიეროდ, მის სულში დავანებული პოეტური შედევრები კვლავ ნახულობს დღის სინათლეს და ქორბუდა ირმის ბუბუნი კვლავ ისმის თუშეთის მთებიდან.

მკითხველს მართლაც უდიდესი სიამოვნება ელის წინ. ამ ლექსებში გულის თრთოლვა და სულის ლაღობაა, რომელსაც უზენაესის მიერ სათუთი შეხებით შემოქმედში შთაბერილი პოეტური გენია ემატება. ჭეშმარიტი პოეზიაც სწორედ ამ ნაზავით იქმნება.

გ. გოგოლაძე


ლექსო "შატილის ასულო"

ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
მე ხალხი სულაც არ მყავდა,
გაგახალხურეს რატომ?

მამულის გარეთ გაფრინდი
ცეკვა-სიმღერის ფრთებით,
მე კი საწოლში ცრემლსა ვღვრი,
მე კი საწოლში ვკვდები.

ხალხურიაო, ამბობენ,
ტანში მიჩხვლეტენ ეკლებს,
ვახ, თუშ პოეტის გულსა და
ვახ, ლონგიშვილის ნერვებს.

ორმოცზე მეტი გავიდა,
ამ გულს რომ მოსწყდი ლხენით
და უღვთოდ გაგახალხურეს,
ვერ მორჩნენ ჩემი კბენით.

ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
ჩვენ ხალხი სულაც არ გვყავდა
გაგახალხურეს რატომ?


Last edited by Admin on Fri Mar 04, 2011 9:08 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:16 am

ლიტერატურა გეზე დევს ალეკო ცქიტიშვილის პუბლიცისტიკა ''ლექსო "შატილის ასულო", მე ხომ დაგწერე მარტომ?!"http://literatura.ge/index.php?page=15&composition=27642-აი ეს ლინკი...გადმოვაკოპიროთ,ბობო?
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:26 am

nini wrote:
ლიტერატურა გეზე დევს ალეკო ცქიტიშვილის პუბლიცისტიკა ''ლექსო "შატილის ასულო", მე ხომ დაგწერე მარტომ?!"http://literatura.ge/index.php?page=15&composition=27642-აი ეს ლინკი...გადმოვაკოპიროთ,ბობო?

ვაჰმე, ნინი, სუ ცოფებსა ვყრი დილიდან, რაც ეგ წერილი ვნახე ალეკო ცქიტიშვილისა.
გადმოიტანე, კი.

და მეერივნენ არა პაპა იოსებსა, ფულით მეერივნენ არა? ცოცხალი აღარ არის ეხლა და უფრო მეერევიან, არა?

სად, რომელი ქვეყნის სასამართლოში მოიგებდა ჯემალ ჭკუასელი ამ პროცესს, თუ არა ამ ჩვენ არეულ ქვეყანაში.
და ჭკუასელი რომ ხარ და გამომიჯდები ტელევიზორში, რო კაი კაცი ვარო და კაი იუმორი მაქვსაო, ფულებს რო იკუჭავდი, მაშინ ხო კარგი იყო?
და ხო შეაძლიე პაპა იოსებსა ის შენი ფულები და ხო დაგანახვა იმ სულგანათლებულმა, რო ფული არ არი ყველაფერი და ხო გითხრა, რო ფული არ მინდა მეო, ჩემი სახელი მაიხსენიეთო.
და აემაზე რო ეტყვი, რო - შენაო სიბრმავესაც კი იგონებო, - ვერა რა, ვეღარა ხარ კაი კაცი!..

რა სასამართლო უნდოდა მაგასა, რო მართლა ლონგიშვილისაა ეს ლექსი?

Mad affraid What a Face

მოისმინეთ სიმღერები ლელა თათარაიძის შესრულებით – "შატილის ასულო"


Last edited by არჩანდა on Fri Dec 12, 2008 11:51 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:27 am

შატილის ასულო

შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.

ბიჭავ, მეც მათრთოლებს ხუჭუჭი თმები და
კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა,
პატარძლად წამიყვა შატილის მთებიდან,
მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.

ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა.

მზითვებად ცხვრის ფარას მოვრეკავ მთებიდან
და მაყრულს დავუკრავ შურთხების ქნარითა,
დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და
ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა.

შევუღლდეთ, შევერთდეთ, ლერწამო ხადიშათ,
ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან,
თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც,
თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია.

ტრფიალი ვაკურთხოთ, ვაჟაუ, ცივი წყლით,
მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან,
შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი
ალვნისკენ გადავჭრათ საღარა ცხენითა.

თუშ მოყმეს თვალთაგან ცრემლები დამცვივდა
მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში...
უშენოდ ალვანი ყინვა მწვავს და მცივა-
შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს.

1960 წლის აგვისტო
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:40 am

ალეკო ცქიტიშვილი

ლექსო "შატილის ასულო", მე ხომ დაგწერე მარტომ?!"




რამდენიმე თვეა, უხმაუროდ მიმდინარეობს სასამართლო დავა პოეტ იოსებ ლონგიშვილსა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონს" შორის საავტორო უფლებების დაცვის თაობაზე. სიმართლე ითქვას, მოპასუხე მხარე რეალურად არა "ერისიონი", არამედ ანსამბლის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი უფროა, რომელიც ამტკიცებს, რომ "შატილის ასულო" ხალხური ლექსია. მოსარჩელე _ 80 წელს გადაცილებული იოსებ ლონგიშვილი პროცესის მსვლელობისას გარდაიცვალა და სასამართლოს ორ ინსტანციაში დამარცხებას ვერ მოესწრო. მისი ოჯახი ამჟამად უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს ელოდება.

ყველაფერი "ქართული ლეგენდიდან" დაიწყო. ამ სახელწოდებით შექმნილი კლიპი, თოვლიან მთებში შესრულებული ხანჯლურით, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ იხილა. "შატილის ასულოს" მუსიკაზე აიგო მთისა და თოვლის ორიგინალური ქორეოგრაფია. ევროპელი პროდიუსერის მიერ კარგად შეფუთულმა და გაპიარებულმა კლიპმა ანსამბლს საერთაშორისო აღიარება და დიდი შემოსავალი მოუტანა. წარმატებით დასრულდა ანსამბლის ევროპული ტურნეც. თუმცა, როგორც ევროპულ, ისე ქართულ მედიაში აქა-იქ მაინც გაჩნდა კრიტიკა. ითქვა, რომ კომერციული ეფექტების ხარჯზე "ერისიონმა" უარი თქვა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ ღირსებებზე და მაყურებელს ფაქტობრივად საკუთარი მასკულტურული წარმოდგენა უჩვენა. მსგავს შეფასებებს მეტ-ნაკლებად დაეთანხმა კიდეც სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი. მან ყველაფერი იმით გაამართლა, რომ "ქართული ლეგენდა" მართლაც კომერციული პროექტი გახლდათ _ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათის მოწოდებული და მისი გათავისება ფართო საზოგადოებისათვის ასეთი ფორმით უფრო ადვილი იქნებოდა.

"ერისიონის" კრიტიკა წლების შემდეგ ისევ განახლდა, როცა ხალხური შემოქმედების ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მიზეზის გამო მიზანშეწინილი არ არის, "ერისიონი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს: 1) ანსამბლი კომერციულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ხალხურ შემოქმედებას. 2) 15 წლის განმავლობაში არ ცვლის რეპერტუარს და ერთსა და იგივეს ასრულებს; 3) ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში სიმღერას ფონოგრამაზე ასრულებს და ცუდ ტენდენციას ამკვიდრებს, რადგანაც ხალხური სიმღერა პირველ რიგში იმპროვიზაციაა და აუცილებლად სჭირდება ცოცხალი შესრულება.

წმინდა ფოლკლორული საკითხების გარდა, "ერისიონის" სახელს ორი სკანდალი უკავშირდება. ჯერ იყო და ანსამბლის მსახიობებმა დაიჩივლეს, რომ დიდი შემოსავლების მიუხედავად, მათ საოცრად დაბალი ჰონორარები ჰქონდათ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კლიპ "ქართულ ლეგენდაში" გამოყენებული ცნობილი სიმღერის "შატილის ასულოს" ტექსტის ავტორი, იოსებ ლონგიშვილი ცოცხალი იყო და გული წყდებოდა, რომ მის სახელს არავინ ახსენებდა. ერთმა-ორმა გაზეთმა მხცოვან პოეტს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მიაკვლია და ამ თემაზე ვრცელი კომენტარიც ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ ლონგიშვილი არა მარტო შატილის ასულოს, არამედ "რა ლამაზია თუშეთის" ტექსტის ავტორიც ყოფილა, რომელსაც აქამდე სხვადასხვა გაქანების ქართველი პოპ-მომღერლები ასევე ტექსტის ავტორის მიუთითებლად ასრულებდნენ.

სხვათაშორის, ამ თემაზე დავა ჰქონდათ "იურმალას" კონკურსანტ ნინი შერმადინს და თუშური სიმღერების ცნობილ შემსრულებელს ლელა თათარაიძეს, რომელიც აცხადებს, რომ "რა ლამაზია თუშეთი" მისი დაწერილი სიმღერაა. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ლელა თათარაიძის პრეტენზია სამართლიანია _ მომღერალმა უნდა მიუთითოს როგორც სიმღერის, ისე ტექსტის ავტორი, მაგრამ საინტერესოა, რომ თავად თათარაიძის ალბომებშიც არსად არის მითითებული ამ სადავო სიმღერის ტექსტის ავტორი. მეტიც _ ჩვენი მოკვლევით, სიმღერა "რა ლამაზია თუშეთი" არა ლელა თათარაიძემ, არამედ ზემო ალვანში მცხოვრებმა 90 წელს მიტანებულმა თამარ ქააძემ დაწერა გასული საუკუნის 60-იან წლებში იოსებ ლონგიშვილის ლექსის მიხედვით.

თამარ ქააძე იმ დროს ზემო ალვნის სკოლაში მუსიკას ასწავლიდა. იოსებ ლონგიშვილი ხშირად აწვდიდა თავის ლექსებს და მათ "ამღერებას" სთხოვდა. ასე დაიწერა "შატილის ასულოც", რომელიც ლონგიშვილმა საცოლეს _ ფატიმა წოტოიძეს მიუძღვნა. საინტერესოა, რომ სახელი ფატიმა უკვდავყოფილია სიმღერაშივე, რომელსაც მართალია, სხვადასხვა ანსამბლები უკვე "გახალხურებული" ინტერპრეტაციით მღერიან ("შატილის ასულო, ლერწამო ტანითა"), მაგრამ თუშეთში უფრო თავდაპირველი, ლონგიშვილისეული ვარიანტია გავრცელებული ("შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა...").

თამარ ქააძე, ზემო ალვნის საშუალო სკოლის მუსიკის ყოფილი მასწავლებელი: "იოსებ ლონგიშვილს თავისი ლექსები პირველად ჩემთან მოჰქონდა. მისი ლექსი "რა ლამაზია თუშეთი" მე ავამღერე. მართალია, ეს მელოდია ჩემი გამოგონილი არ არის, ადრეც არსებობდა, მაგრამ ლექსს მე შევუხამე და მას შემდეგ ზუსტად ისე მღერიან, როგორც მე ვიმღერე პირველად. თუშებს უყვართ ეს სიმღერა, განსაკუთრებით _ მეცხვარეებს. როცა ახალგაზრდა ვიყავი და მემღერებოდა, ხშირად მთხოვდნენ _ თამარ, "რქებჩაგრეხილი ჭედილა" გვიმღერე და ერთ ჭედილას ჭიშკართან დაგიბამთო. როცა მისმენდნენ, ისე განიცდიდნენ, რომ სულ ქვითინებდნენ. აბა, მწყემსს სხვა რა უნდა?.. ბავშვობიდან ცხვარში არიან გასულები, მხარზე კომბალგადებულები და სხვა რა აატირებს, თუ არა "რქებჩაგრეხილი ჭედილა"... ეჰ, მერე მართლაც მხვდებოდა ხოლმე ჭიშკართან ჭედილები.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:43 am

რაც შეეხება "ფატიმას", კარგად მახსოვს ის დღე, იოსები რომ მოვიდა ჩემთან, უბეში ხელი ჩაიყო და ფურცელი მომაწოდა. ეს რა არის-მეთქი. მორცხვად გაიღიმა _ აი, ეს ლექსი დავწერე და აბა, თუ აამღერებო. ვიცოდი, რომ ფატიმა უყვარდა. "ფატიმას" რომ ვწერდი, თითქოს იოსების გრძნობებიც განვიცადე. ეს მელოდია მანამდე არ არსებობდა, არც მისი მსგავსი რამ. მთლიანად მე შევქმენი და პირველად ვიმღერე გარმონზე. იოსებს რომ ვუმღერე, თვალზე სიხარულის ცრემლი მოადგა, ისე მოეწონა. მოგვიანებით ჩემმა მოწაფემ, დიმიტრი (მიტო) ქადაგიძემ ცოტა უფრო სხვანაირად აამღერა ეს ლექსი _ აი, ისე, ახლა რომ გუნდები მღერიან. მერე და მერე სიმღერამ იარა, იარა, იარა და როგორც წყალი ნაგუბარში ვერ გაჩერდება, გადმოვა და გაიტოტება, ასე წავიდა და გავრცელდა ხალხში~.

საინტერესოა და სასამართლო დავისათვისაც მნიშვნელოვანია ერთი დეტალი _ 1960 წელს დაწერილი ლექსი იოსებ ლონგიშვილმა რაიონულ გაზეთში 1973 წელს გამოაქვეყნა სათაურით "ხადიშათ". შესაბამისად შეიცვალა სტრიქონებიც, რომლებმაც ასეთი სახე მიიღო: "ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ..." "ჩეჩენთა მთებიდან თუშეთში წაგიყვან..."

ეს უცნაური გადაწყვეტილება ადვილად ასახსნელია მათთვის, ვინც მთიელი კაცის ცხოვრების წესს და პრინციპებს იცნობს. ლონგიშვილს ეხამუშა უკვე მისი მეუღლის _ ფატიმა წოტოიძის საჯარო ქება და ტექსტში მცირეოდენი კორექტივი შეიტანა _ ერთი მუსლიმანური სახელი მეორით შეცვალა. როგორც ფატიმა წოტოიძემ გვითხრა, ქმრის გადაწყვეტილებამ მას გული დაწყვიტა. ლონგიშვილი კი სიცოცხლის ბოლომდე ამ გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და შატილის ასულს უცნაური სახელი _ "ხადიშათ" გვიან გამოცემულ პოეტურ კრებულებშიც შემორჩა. თუმცა, ბოლოდროინდელ ტექსტებში "ხადიშათი" მაინც აღარაა "ჩეჩენთა ასული" და კვლავ "შატილის მთებში" ცხოვრობს.

ფატიმა წოტოიძე-ლონგიშვილისა: "ეს ერთი ლექსია ჩემი სიმდიდრე. ამ ლექსით მომწონდა თავი და ახლა უნდათ, ეს სიმდიდრე წამართვან. რა სასამართლო და გამოძიება ჭირდება ამას? "შატილის ასულს" ფატიმა ჰქვია, ფატიმა კი, აგერ, მე ვარ. 1960 წელს, როცა იოსებმა ეს ლექსი დაწერა, 36 წლის კაცი იყო, მე _ 19 წლის გოგო. ისე ვუყვარდი, უამრავი ლექსი მომიძღვნა. ბევრი მთხოვნელი მყავდა, მაგრამ ამ ლექსებით ისე შემაყვარა თავი, იოსებს გავყევი. მერე, როცა თამარ ქააძემ სიმღერა შექმნა, ისე გამოვიდა, რომ მთელი საქართველო ჩემზე მღეროდა და ეს ძალიან მეამაყებოდა. 1973 წელს, იოსებმა ლექსი რაიონულ გაზეთში დაბეჭდა და აიჩემა, სახელი ფატიმა უნდა შევცვალო, ხადიშათი უნდა დავარქვაო. თუშებში სირცხვილად ითვლება ცოლის სახალხოდ მოფერება და ქება. ამიტომ ვერა და ვერ გადავათქმევინე. იმ დღეს, ახმეტიდან რომ დაბრუნდა, ამაზე მაგრადაც ვიჩხუბეთ.
ამ "ერისიონის" ამბავმა ხომ სიცოცხლის ბოლო დღეები ჩაუმწარა! სანამ სასამართლო დაიწყებოდა, ჯემალ ჭკუასელი ჩვენთან ჩამოვიდა. ათი მანქანა მოადგა ეზოს. ეტყობა, სადღაც სხვაგან იყვნენ და გამოიარეს. იოსებს უთხრა _ გავიგე, შენი ყოფილა ლექსი და ფული უნდა მოგცეო. იოსებმა _ მე ფული კი არ მინდა, უბრალოდ, თქვი, რომ ჩემი ლექსიაო. ამას ჯერ დამტკიცება უნდაო და ისე შეყვნენ საუბარს, რომ ბოლოს იჩხუბეს. იოსებს ამ დროს თვალის ჩინი აღარ ჰქონდა (1998 წლიდან დაბრმავდა) და ყველაზე მეტად იმაზე დაწყდა გული, რომ კამათის დროს ჭკუასელმა უთხრა _ შენ ბრმაც არ იქნები, მაგასაც იგონებო".

იოსებ ლონგიშვილის გულისტკივილს გამოხატავს მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ლექსი _ "ლექსო "შატილის ასულო":

ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
მე ხალხი სულაც არ მყავდა,
გაგახალხურეს რატომ?

მამულის გარეთ გაფრინდი
ცეკვა-სიმღერის ფრთებით,
მე კი საწოლში ცრემლსა ვღვრი,
მე კი საწოლში ვკვდები.

ხალხურიაო, ამბობენ,
ტანში მიჩხვლეტენ ეკლებს,
ვახ, თუშ პოეტის გულსა და
ვახ, ლონგიშვილის ნერვებს.

ორმოცზე მეტი გავიდა,
ამ გულს რომ მოსწყდი ლხენით
და უღვთოდ გაგახალხურეს,
ვერ მორჩნენ ჩემი კბენით.

ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
ჩვენ ხალხი სულაც არ გვყავდა
გაგახალხურეს რატომ?
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:45 am

პირველი გადაწყვეტილება "საქართველოს სახელით" თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 28 მაისს გამოიტანა (მოსამართლე დიანა გოგოტიშვილი), მეორე კი ზემდგომმა ინსტანციამ _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის ერთი წლის შემდეგ _ 2008 წლის 16 აპრილს. ბრმა პოეტი იოსებ ლონგიშვილი 2006 წელს გარდაიცვალა და ვერ მოისმინა ვერდიქტი, რითაც მას წაართვეს უფლება ლექსზე, რომელსაც თითქმის 50 წლის განმავლობაში თავისად მიიჩნევდა.

ჯემალ ჭკუასელამდე არავის უმტკიცებია, რომ ამ ლექსის ავტორი სხვა იყო, უფრო სწორად, სხვა კი არა, ზოგადად _ ხალხი. არც იოსებ ლონგიშვილს უჩივლია იმ ანსამბლებისათვის, რომლებიც "შატილის ასულოს" წლების განმავლობაში ასრულებდნენ. ან რატომ უნდა ეჩივლა?! საბჭოთა პერიოდში ხომ საავტორო უფლების გაგება პრაქტიკულად არ არსებობდა. ყველაფერი გამოცხადებული იყო სახელმწიფო საკუთრებად, მათ შორის ინტელექტუალური პროდუქტებიც. მსოფლიო აღმოჩენების მქონე მეცნიერებს 120 მანეთიანი ხელფასი ჰქონდათ და ხელში კარაქისა და შაქრის ტალონები ეჭირათ. ხოლო ისეთი ლექსების ავტორებს, როგორსაც იოსებ ლონგიშვილი ქმნიდა, საერთოდ არ აგდებდნენ სათვალავში და მასაში ათქვეფილ "სახალხო მთქმელებად" წარმოადგენდნენ. ამ ვითარებაში თავიანთ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დამტკიცება "სახალხო მთქმელებს" არანაირ კომერციულ მოგებას არ მოუტანდა. ამიტომ არც დავობდნენ... ვიდრე საბაზრო ეკონომიკის პირობებში არ დაინახეს, რომ მათი სტრიქონების წყალობით სხვებმა მილიონები იშოვეს.

სასამართლო პროცესზე მძაფრი კამათი გაიმართა. შეიძლება ითქვას, ასეთი უთანასწორო ლიტერატურული დისკუსია კარგა ხანია, არ ყოფილა ფოლკლორის თემაზე. ექსპერტთა აზრი ორად გაიყო: ორმა მეცნიერმა: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, გელათის აკადემიის აკადემიკოსმა, მიხეილ ქურდიანმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ამირან არაბულმა წარმოადგინეს საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც, "შატილის ასულოს" ავტორი უეჭველად იოსებ ლონგიშვილია. საპირისპირო დასკვნა წარმოადგინეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის პროფესორმა, თეიმურაზ ქურდოვანიძემ და ამავე კათედრის თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, ხვთისო მამისიმედიშვილმა. მათი აზრით, ლექსის კონკრეტული ავტორი უცნობია და ამდენად, იგი ხალხურია.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვიტა, საბოლოო ვერდიქტამდე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ექსპერტისთვის მოესმინა და ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს მიმართა. სწორედ ამ ინსტიტუტის წარმომადგენლის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, ელგუჯა დადუნაშვილის "საექსპერტო დასკვნა" გახდა მთავარი საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ძირითადად სწორედ ამ ხუთი ექსპერტის დასკვნებს გაეყრდნო და დავა წმინდა სპორტული ანგარიშის (3:2) მიხედვით გადაწყვიტა.თუკი საექსპერტო დასკვნებს კარგად შევისწავლით, შესაძლოა, ბევრ ისეთ საკითხზე დავფიქრდეთ, რაზეც მოსამართლეც უნდა დაფიქრებულიყო.

პროფესორების მიხეილ ქურდიანისა და ამირან არაბულის ორგვერდიან და რვაპუნქტიან დასკვნაში ძალიან მოკლედ, მაგრამ მყარი არგუმენტაციით არის გადმოცემული, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს "შატილის ასულო" იოსებ ლონგიშვილის მიერ დაწერილ ლექსად:

"იოსებ ლონგიშვილის ავტორობა ამ ტექსტის მიმართ არავითარ ეჭვს არ იწვევს (სხვათა შორის, მის ავტორობას არ უარყოფენ ის სპეციალისტებიც, ვინც ამ ლექსში გარკვეული პლაგიატის ნიშნებს ხედავს (ალექსი ჭინჭარაული), ან ლექსის ფოლკლორიზაციაზე ლაპარაკობს (ზურაბ კიკნაძე და სხვები). გარდა ამისა, ამ ლექსის ავტორის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე არსებითი ენობრივ-პოეტიკური არგუმენტი: 1) ლექსის საზომი _ თორმეტმარცვლიანი სტრიქონი 3/3 3/3 ცეზურებით, საზოგადოდ ძალზე იშვიათია და საერთოდ არ არის ნიშანდობლივი ქართული ხალხური პოეზიისათვის. 2) ეს საზომი გარკვეულ პერიოდში ჩნდება ი. ლონგიშვილის პოეზიაში (1955-60 წწ.) და აშკარად გარკვეულ მოტივს უკავშირდება (იხ. "აშექალ", "შენ ჰაეროვანო", "ჩვენც მთაში წავიდეთ", "ლხინი მწყემსებთან") 3) "ხადიშათ" და "აშექალ" თავისი მოტივით, თემითა და განწყობით თითქოს ერთი ლექსის ორ ნაწილსა თუ ორ ვერსიას წარმოადგენს. 4) ლექსის საზომი იმდენად ზუსტად განსაზღვრავს სიმღერის მელოდიას, რომ შეიძლება ლექსის ავტორი სიმღერის ავტორადაც მივიჩნიოთ, მითუმეტეს, ტრადიციის ტანახმად, ლექსი (ტექსტი) სწორედ გარკვეული მელოდიის ქარგზე იქმნებოდა. რაც მთავარია, ეს მელოდია არ არის ორგანული ქართული ხალხური სიმღერისათვის და ის კავკასიურ სამყაროშია საძიებელი. 5) ჯვარედინი რითმა: ლექსის საზომი უშუალოდ ჩანს დაკავშირებული გარითმვის თავისებურებასთან. ყველა ამ რიგის ლექსი გარითმულია ჯვარედინად, რაც საზოგადოდ უცხოა ხალხური ლექსისთვის. 6) შედგენილი რითმა: ლექსში (და სხვა ამ რიგის ლექსებშიც) ვლინდება საკმაოდ მაღალი დონის შედგენილი რითმები (თმები და _ მთებიდან; გატარებ _ მაგ თვალებს; დამცვივდა _ და მცივა...) რაც ძალზე იშვიათია ხალხურ პოეზიაში. 7) ენობრივი ინვენტარი: იოსებ ლონგიშვილის ამ ლექსში ვლინდება ისეთი ლიტერატურული (საავტორო) ხასიათის სიტყვები თუ შესიტყვებები (გამონათქვამები), რომლებიც არ არის ორგანული ხალხური პოეზიისათვის. მაგ.: ლერწამო ხადიშათ/ლერწამო ტანითა; ფრიალოს ბილიკი; ამ მკერდით გატარებ; შურთხების ქნარი; წამწამთა ფრთები... Cool კალკები: ჯერ კიდევ ალ. ჭინჭარაულმა შენიშნა, რომ ამ ლექსში ვლინდება წოვა-თუშურის (ნახურის) ისეთი კალკები, რაც განსაკუთრებით უტყუარი ნიშანია ამ ლექსის კონკრეტული ავტორისადმი კუთვნილებისა (არახალხურობისა). კერძოდ: შატილის ასულო, არხოტის ხევსური, დაგიბან მაგ თვალებს... დასკვნა: საექსპერტო ტექსტის ლინგვისტურ-პოეტიკური ანალიზი უეჭველად ადასტურებს იოსებ ლონგიშვილის ავტორობას".
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:45 am

ნინი, ნაწილ-ნაწილ გადმოიტანე აქა მთელი ის წერილი!
მთლიანად არ დაიდება!

და ეს არაკაცები ესენი!
მაგათ ვანახვებთ, როგორ უნდა მართალი კაცის დაჩაგვრა!

Shocked
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:45 am

მერვე პუნქტში მოცემულ არგუმენტაციას დავუმატებთ, რომ იოსებ ლონგიშვილი კარგად ფლობდა წოვა-თუშურს (ნახურს) და ერთადერთი ქართველი პოეტი იყო, რომელიც ამ ენაზეც წერდა ლექსებს.

მოპასუხე მხარის პოზიციის დამცველების _ თეიმურაზ ქურდოვანიძის, ხვთისო მამისიმედიშვილისა და ელგუჯა დადუნაშვილის საექსპერტო დასკვნები მოკლებულია პუნქტობრიობას და ლაკონურობას. ყველანი აცხადებენ, რომ ლექსი ხალხურია, თუმცა, საინტერესოა, რომ არც თსუ-ს ფოლკლორისტიკის კათედრისა და არც ლიტერატურის ინსტიტუტის მდიდარ არქივებში არ მოიძებნა თუნდაც ერთი ხელნაწერი, სადაც ეს ლექსი ჩაწერილი იქნებოდა რომელიმე სხვა "სახალხო მთქმელიდან" და დაფიქსირებული იქნებოდა ხალხურად. ექსპერტი თეიმურაზ ქურდოვანიძე, უბრალოდ, აღნიშნავს _ "50-იანი წლების ბოლოს "შატილის ასულოს" შესრულების ფაქტს ადასტურებენ სხვადასხვა თვითმხილველები". "თვითმხილველებად" იგი ასახელებს ვახუშტი კოტეტიშვილს და... არც მეტი, არც ნაკლები _ ჯემალ ჭკუასელს.

ძალიან მწირი დოკუმენტური მასალის მიუხედავად, სამივე ექსპერტი ლონგიშვილს პლაგიატობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მან ხალხური ნაწარმოები მიითვისა და შეიტანა საკუთარ კრებულებში. ელგუჯა დადუნაშვილი ამ უმძიმეს ბრალდებას არა კონკრეტულად "შატილის ასულოს" მაგალითით ასაბუთებს (სავარაუდოდ იმიტომ, რომ ხელში არა აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია), არამედ ლიტერატურის ინსტიტუტის არქივში აღმოჩენილი სხვა "მტკიცებულებით": 1961 წლის ზაფხულში იოსებ ლონგიშვილს, როგორც მოხალისე შემკრებს, "სახალხო მთქმელ" საბა ითიურიძისაგან ჩაუწერია ლექსი "თუშის ქალი", რომელიც დადუნაშვილის დაკვირვებით, ძალიან ჰგავს იოსებ ლონგიშვილის ხელნაწერ კრებულში 1952 წლით დათარიღებულ იგივე სათაურის ლექსს. საინტერსო "ექსპერტული ლოგიკაა". თუკი ლონგიშვილის ხელნაწერი 1952 წლით არის დათარიღებული, ხოლო არქივში მოპოვებული ლექსი საბა ითიურიძისაგან თითქმის 10 წლის შემდეგ არის ჩაწერილი, ადვილი შესაძლებელია, რომ ითიურიძე იყოს ლონგიშვილის პლაგიატი და არა პირიქით. ამავე დროს, ამ ორ ლექსს შორის, ჩვენი დაკვირვებით, ისეთივე მსგავსებაა, როგორიც, მაგალითად _ გიორგი ლეონიძის საავტორო ლექს "ყივჩაღის პაემანსა" და ხალხურ _ "შემომეყარა ყივჩაღს" შორის.

ხვთისო მამისიმედიშვილის საექსპერტო დასკვნა ძალიან ზოგადია და მიზნად ისახავს სასამართლო კოლეგიის გათვითცნობიერებას, თუ რა არის ხალხური პოეზია. მისი აზრით, ხალხური ნაწარმოების ავტორი არის არა კონკრეტული ადამიანი, არამედ მთელი ხალხი. ამ მცირე სალექციო კურსმა, როგორც ჩანს, დიდი გავლენა მოახდინა მოსამართლეზე, რომელმაც ბოლოს თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა:

"სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ტექსტის ფოლკლორულობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ იოსებ ლონგიშვილი იყო სახალხო მთქმელი. როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია აღიარებული და მოცემულ საქმეზე დადასტურებულია ექსპერტების დასკვნებით, სახალხო მთქმელი არის ისეთი პიროვნება, რომელიც სწავლობს ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, ახორციელებს ფოლკლორული ნიმუშების ჩაწერას და საჯაროდ ავრცელებს ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ამ გარემოების გათვალისწინებით სახალხო მთქმელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ასეთი ნაწარმოების ავტორად, რადგან იგი მოკლებულია ორიგინალობას და თვითმყოფადობას".დადუნაშვილი, ქურდოვანიძე და მამისიმედიშვილი დიდ ყურადღებას ამახვილებენ ლონგიშვილის მიერ 1973 წელს რაიონულ გაზეთ "ბახტრიონში" გამოქვეყნებულ ლექსზე. არც ერთი ექსპერტი არ კითხულობს მიზეზს, თუ რატომ გაჩნდა ამ ლექსში "ჩეჩენთა ასული" და "ხადიშათ". არც ერთი არ უშვებს ვარაუდსაც კი, რომ ავტორმა 1960 წელს დაწერილი თავისივე ლექსის დეტალები შეცვალა.

მოპასუხე მხარის პოზიციის დამცველი ექსპერტები ლექსის გამოქვეყნების თარიღს ლამის მისი დაწერის თარიღად მიიჩნევენ. ამიტომაც არ უწევენ ანგარიშს და ინტერპრეტაციას აძლევენ ყველაზე საინტერესო მტკიცებულებას, რომელიც თან ერთვის საქმეს. ეს არის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივში დაცული აუდიჩანაწერი _ 1967 წელს კახი როსებაშვილის მიერ სოფელ ალვანში ჩაწერილი სიმღერა "თუშური სატრფიალო" თამარ ქააძის შესრულებით და "შატილის ასულოს" მსგავსი ტექსტით. აქედან გამომდინარე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 1973 წლამდე, როცა ლონგიშვილმა "ხადიშათ" გამოაქვეყნა, "შატილის ასულო" უკვე არსებობდა. ასეთ უცნაურ ლოგიკას იზიარებს მოსამართლეც, რომელმაც თამარ ქააძე არც მოწმედ დაკითხა და არც მისი წერილობითი ახსნა-განმარტება გაიზიარა. თამარ ქააძე აღნიშნავს, რომ 1967 წელს, როცა კახი როსებაშვილმა მისი სიმღერა ჩაწერა, იგი სწორედ ლონგიშვილის ტექსტით მღეროდა.

სწორედ ასეთი უცნაური ლოგიკის ძაფით არის შეკერილი სასამართლოს ვერდიქტი _ "საქართველოს სახელით". გვაქვს მცირედი იმედი, რომ სტატიას მოჰყვება პროფესიონალი სპეციალისტების გამოხმაურება, რომლებიც საბოლოოდ მოჰფენენ ნათელს ამ არც თუ ისე რთულ საქმეს. ხოლო უზენაესი სასამართლო ცოტა უფრო კვალიფიციურად შეისწავლის ქვედა ინსტანციებში უკვე დასრულებულ დავას და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

--- ---- ---- ---- ----

ტექსტები გაანალიზებისათვის და შედარებისათვის:

1) "ერისიონის" მიერ ქორეოგრაფიულ კომპოზიცია "სამაიაში" ჩართული სიმღერის ტექსტი:

"შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბორბალოს ფერდობზე ამ მკერდით გატარებ,
ავდარში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა".

2) ფრაგმენტი ლექსიდან "შატილის ასულო", რომელიც შეტანილია იოსებ ლონგიშვილის მიერ 1995 წელს გამოცემულ ლექსების კრებულში "ჩემი სულის ღაღადი":

"შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა".

3) ფრაგმენტი 1973 წლის 31 ივლისს გაზეთ "ბახტრიონში" გამოქვეყნებული ლექსიდან "ხადიშათ":

"ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
ჩეჩენთა მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკლავით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა".
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 11:47 am

ნაწილ-ნაწილ დავდე ბობო....სხვანაირად ვერ დაიდო.
და ძალიან მტკივა გული სადამდე უნდა იყოს ჩალით გადახურული ჩვენი ქვეყანა...
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 3:08 pm

ასე ის ადამიანი იტყვის,ვისაც თავში მართლა ჩალა უფენია ...

და რა კარგი პასუხი დაუწერია ლონგიშვილსა ..."ლექსო "შატილის ასულო" bounce
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 4:59 pm

ეს საქმე არ არის მარტოოდენ - იურდიული ტერმინოლოგია რომ მოვიშველიო - ლონგიშვილ-ჭკუასელის საქმე.
იმიტომ, რომ - როცა ფრანგულმა მხარემ კონტრაქტი დაუდო ჩვენს მხარეს, კულტურის სამისტრომაც გვარიანად ისარგებლა იმ კონტრაქტის პირობებით.
ანუ - პაპა იოსების ლექსი შეძენილი იქნა, როგორც ხალხური ლექსი, ანუ როგორც ფოლკლორი.
არადა, პაპა იოსებმა ფული არ აიღო და თავისი სახელის მოხსენიება მოითხოვა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ -
ფრანგულ მხარესთან ადრე დადებული კონტრაქტი უნდა ჩაშალო და ახალი კონტრაქტი გააფორმო - თავისი პირისგასამტეხლოს ანაზღაურებით, ანუ იმ ფულის და ზედაც ჯარიმის გადახდით. ამას კი ქართული მხარე ძალიან მოერიდებოდა და მოერიდება კიდეც.
იმიტომ წამოვიდა იმათი მხრიდან ბრალდებები, რომ იოსებ ლონგიშვილმა სტრიქონები მოიპარა სხვა ლექსებიდან, თავისი დაწერილი არ იყო და ასე შემდეგ.
ანუ -
მე ვამბობ, რომ ამ საქმეს ჰქვია იოსებ ლონგიშვილი - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება.
და
ეს ნიშნავს, რომ -
როცა საავტორო ლექსს ფოლკლორად ასაღებ ევროპელებთან და სინამდვილეში ტყემალზე ზიხარ, ლეღვსა სჭამ და წარმოდგენა არა გაქვს ქართულ ფოლკლორზე და გინდაც, ზოგადად ლექსზე... და ფულის ჩაკუჭვა კარგი იცი, რა გინდა მაშინ კულტურის სამინისტროში?
უცოდინარობა ცოდვა კი არ არის, ბოლო-ბოლო. და შენ რომ მისულიყავი პაპა იოსებთანა და გეთქვა, - აესე, აესეა საქმე და შემეშალა და ბოდიშიო, - ესეც არ შეგიძლია...
მოკლედ, ძალიან მაგრად ტყუი იმ პატიოსან კაცთან - კარგ პოეტთან, იოსებ ლონგიშვილთან და...
რომელ ჯემალ ჭკუასელზეა ლაპარაკი, აქ ბევრად უფრო დიდი ფიგურები არიან დამნაშავენი, ისე რომ გადარიეს პაპა იოსები, რომ საჩივლელად გააგზავნეს სასამართლოში.

და ეს სასამართლო პროცესი იმან მოიგო, ვისიც არის საერთოდ ეს სასამართლო...
აი, ეს არის უბედურება, სხვა კი არაფერი...
სწორედ ის, რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვს ქართულ კულტურაზე და მაინც კულტურის მინისტრი ხარ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Dec 12, 2008 6:55 pm

შემოგევლე,ბობო.
არც იმას ვიტყვი რომ ქარის წისქვილებს ებრძვი,იმიტომ რომ სიმართლისთვის იბრძვი,უბრალოდ სიმართლისთვის ბრძოლა დონ-კიხოტობაა დღესSad,არც იმას გკითხავ,, ცხენი შეკაზმული გყავს მეთქი ,იმიტომ რომ ცხენის შეკაზმვა ლაჩრების საქმეა..ბრძოლას ყოველთვის აქვსო აზრიო..
და ასეთი რომ ხარ,იმიტომ მიყვარხარ...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Sat Dec 20, 2008 9:22 pm

ჩემი ალვანი

ზემო კახეთში, ალაზნის პირას,
ჩემი სოფელი ალვანი ფეთქავს,
მის ფართო მკერდზე თუშური ეშხით
ახალ ცხოვრებით უმღერის ხე-ქვაც.

ცხრა ქუჩა ამკობს ჩემს მყუდრო სოფელს,
ვით ცხრა ნაწნავი ლამაზის ტანსა,
წითელ ლოყებში მზე უღიტინებს
კახურ ბაღებში ვაშლს და ატამსა.

მზის ჩასვლის მხარეს ბახტრიონი დგას,
შეხედავ, წუთით გაირინდები,
და უცებ თვალწინ გაგიშრიალებს
გაფრინდაულის ჩოხის კალთები.

თუ გახვალ სოფლის აღმოსავლეთით,
წინ შემოგვხდება ტახტის ბოგირი,
სადაც ზეზვაის საღარა მერანს
დაეგო მარად მიწის ლოგინი.

გახედავ სამხრეთს, თვალი ვერ ძღება
გომბორის მთების ზღაპრულ ფერებით
და ფრთებმობმული, ამ ლამაზ კუთხეს,
დედას შვილივით აედევნები.

ჩრდილოეთიდან კავკასიონი
უმზერს ჩემს სოფელს მწვანე თვალებით,
სადაც ნებივრად დაკუნტრუშობენ
ლაღი თუშების თეთრი ფარები.

სიყვარულს აფრქვევს ჩემი სოფელი
მიწის პირიდან, იისფერ ცამდი,
თავს ვერ გაართმევ მის სიკეკლუცეს,
ნახე, გაიცან, მოდი, მობრძანდი.

დაისიცხები? გაგაგრილებენ
ლაღი ალაზნის შმაგი ზვირთები,
შეგცივა? შეხვალ თუშის ოჯახში
და სითბოს მადლით დაიტვირთები.

ეს არის ჩემი დედასოფელი,
კახეთის თვალი, ტურფა ალვანი,
აქ მიცელქია და აქ გავცვითე
მეცხვარის შვილმა ყრმობის ქალმანი.

აქ დავიბადე, აქ აღვიზარდე
და აქვე ბუდობს ჩემი წარსული,
აქ გამოვკვეთე ლექსი პირველი,
რაღაც ბავშვური და არასრული.

ზემო კახეთში, ალაზნის პირას,
ჩემი სოფელი ალვანი ფეთქავს,
მის ფართო მკერდზე თუშური ეშხით
ახალ ცხოვრებით უმღერის ხე-ქვაც.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 148
Age : 106
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Sat Feb 14, 2009 10:04 pm

წავიკითხე და ნერვები დაგლეჯაზე მაქვს.
ეს ამბავი ყურმოკვრით ვიცოდი.
ეს არის მაგალითი ჩვენი ქვეყნისა და საერთოდ ადამიანის სამართალისა.
ჭკუასელს ეს ცოდვა არ მოასვენებს და ამოუვა ყელში ეს ფულით ნაყიდი სამართალი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Mon Feb 23, 2009 3:08 pm

flower

იოსებ ლონგიშვილი რაინდული ბუნების შემოქმედია_საოცრად მართალი და კლდესავით უტეხი:ამის დასტურად ეს ფაქტიც იკმარებს:
"...მაგრამ ბოროტ ძალას არ ეძინა და იოსებ ლონგიშვილის თუშეთის მთებივით თავისუფალ სიტყვას ლაგმის ამოდება დაუპირეს,კომკავშირულ-კომუნისტურ ღონისძიებებზე "ზემოდან" შეკვეთილი,ყალბი გრძნობით ნათქვამი ლექსებით მოინდომეს მისი ქცევა რაიკომს მორჩილ კარის პოეტად.ამ პერიოდმა მძიმე დაღი დაასვა პოეტის შემოქმედებას.ურჩი სიტყვისათვის იოსებ ლონგიშვილი იმით ისჯებოდა,რომ ლექსები არ იბეჭდებოდა და,ბუნებრივია,ამის გამო მას ესპობოდა საშუალება მისი პოეტური ნიჭის დახვეწისა და სრულყოფისა.ერთხელ,გმირ წინაპრებზე თქმული ლექსისათვის,იმის გამო,რომ ლექსის თემა "არ პასუხობდა დღევანდელობის მოთხოვნას",ლონგიშვილის გვარი რუსთაველის თეატრში გამართულ სახალხო მთქმელთა კონკურსში მონაწილეთა სიიდან ამოუღიათ.გოგლა ლეონიძე გამოსარჩლებია_რას უშვრებით,ხალხო,ლონგიშვილს,არ გრცხვენიათო,წავიკითხე მისი ლექსი და ავტირდი ამხელა კაციო..."(ზურაბ კაცელაშვილის წერილიდან,რომელიც უძღვის იოსებ ლონგიშვილის ლექსების კრებულს_"ჩემი სულის ღაღადი",1995).
...
მაყვალა კარხილაური sunny
---------------------------------
წოვათობის დღეს გიხილე,
ქალი,სხვა იერ-ფერისა,
მაყვალა კარხილაური,
მხედარი თუშურ ცხენისა.

დაწყვილდნენ ჩვენი ცხენები,
მიყუჩდა მთების გრიგალი,
ცის ელვას დაეძმობილე,
შენ,მარცხთან შეურიგალი.

ჩემ თაფლამ შენს ლურჯაისთან
რბენის ფარ-ხმალი დაყარა,
წინ გაიჭერი ქარივით,
კარხილაური მაყვალა...

მომელანდება ცხენზედა
შერხევა შენი ტანისა,
წოვათას შემოკივლება
ფხაბასრი თუში ქალისა.

არ შეგაშინოს კლდის ქშენამ
და არც ლოდების ნაყარმა,
ყველგან პირველი მიქროდე
კარხილაური მაყვალა.
1969წ.,10 აგვისტო

king cheers queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Tue Mar 03, 2009 11:41 am



მიყვარს პანკისის ხეობა sunny
------------------------------
მიყვარს პანკიის ხეობა,კახეთის მკერდის ნაწილი,
აქ სასიმღეროდ ჩამოდის სპეროზას მთების არწივი.
ხევს ალაზანი ამღერებს პანკისის ველზე გაჭრილი,
კლდეებს ეხვევა ბილიკი ქისტის ქალივით ტანწვრილი.

სოფლები მძივებად ეკვრის ზვირთებმქუხარე ალაზანს,
მშვიდობის სიმღერას ამბობს ალხასტაისძე აღაზა.
წიფლნარში ღამე გაწვება გიშრისთმიანი ქალივით,
კლდეს მთვარე დაეკიდება ჯოყოლას ბასრი ხმალივით.

ღმერთის ფუნჯი თუ ხატავდა ამ ხუჭუჭ ჭალებს,ამ ხევებს,
ვით ბესიკს ანას თვალები,პანკისი ისე მამღერებს...
მიყვარს პანკისის ხეობა კახეთის მკერდის ნაწილი,
აქ სასიმღეროდ ჩამოდის სპეროზას მთების არწივი.


sunny king sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Fri Mar 13, 2009 8:28 am



იქ დამრჩა ტიალი გული
---------------------------
ვუძღვნი ფატი წოტოიძეს,
ეხლა ჩემი შვილების დედას. sunny

იქ დამრჩა ტიალი გული,
სადაც ალაზნის თავია,
სადაც ლამაზად დამდგარან
ლურჯკაბიანი მთანია.
უშარაულის ბინა დევს,
სადაც სდის ყოვის წყალია,
იქ დარჩა ჩემი ლამაზი,
ტანაშოლტილი ქალია.
პირიმზის ეშხი, სიტურფე,
მის ღიმილს დაუფარია,
სხვამ არ წამართვას ლამაზი,
მთებო,გეჭიროთ თვალია.
იქ დქმრჩა ტიალი გული,
სადაც გოროზი მთანია,
სადაც ვერცხლივით კამკამებს
ლამაზ სამრულის წყალია.
სადაც სალ კლდეებს ამღერებს
დამფრთხალი ჯიხვის რქანია,
სადაც ძგრიალებს ლოდებზე
თუშური ცხენის ნალია.
სადაც ჰაერში ტაშს უკრავს
ბებერ არწივის ფრთანია
და ისმის გულის საკლავად
თუშურ გარმონის ხმანია.
უკვე რკინის მთას ამღერებს
ფხა ჩემი ცხენის ნალისა,
თითქოს მეძახის"დაბრუნდი",
უხილავი ხმა ქალისა.
ლამაზურიდან ქარს მოაქვს
კვნესა შურთხების ქნარისა,
ბინდბუნდში ქშენა მოისმის
კუპრაბალინჩოს წყალისა.
საქისტოს წვერზე გამოჩნდა
სახე ნახევარმთვარისა
და მოკამკამე ვარსკვლავნი
ტბათანის ლამაზ ღამისა.
ჩამოვყევ წინაგორის გზას,
სურნელი მოდის ბარისა,
დამწიფებულა მაყვალი,
ხილი ტბათანის მგზავრისა.
გალობა წიფლის ჩიტების
რა საამური არისა,
დამშრალა მეღორის წყარო,
გამხარებელი თვალისა.
გამოვეთხოვე მაღალ მთებს,
ნატეხი მათი ტანისა
და მივესალმე კახეთსა
მე,შვილი კოხტა ალვნისა.


king flower queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Sun Mar 29, 2009 8:53 am



ვაჟას ნახვა სიზმარში
---------------------------
სიზმარში ვაჟა მესტუმრა
ჩოხაში გამოწყობილი.
გადმომეხვია მგოსანი,
ვითარცა ძმობილს ძმობილი.
მითხრა,გავიგე,რომ გულით
ჩემი ლექსები იწამე.
ვერ გავძელ საფლავის შიგნით,
ამოვანგრიე მიწა მე.
თუში მოგნახე ფშაველმა,
ვერ მოითმინა ამ გულმა
და მოგიტანე ის წყალი,
რამაც მე სიბრძნე მარგუნა.
დღეიდან სიტყვამ გაგიჭრას,
ვით ომში ზეზვას ფრანგულმა.
იხაროს შენმა ამ სიბრძნემ,
ვაჟას ხელებით დარგულმა.
და სიბრძნით სავსე ფიალა
მან თვითონ დამალევინა.
ამ სიბრძნეს ლექსად თუ ვაქცევ,
ნეტავი გამაგeბინა.
1950წ.,26 მაისი
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Sat May 23, 2009 9:39 am



ა შ ე ქ ალ
-------------
უფსკრულთან ჭიუხის ქარივით ქანაობ,
ვერ გაკრთობს ფერხული მშფოთვარე ლოდების.
იფრთხილე,იფრთხილე,მეც გზვერავ,ქალაუ,
შატილის ბილიკზე შველივით მოდენილს.

შავი კლდის შურთხივით გამირბი განდაგან,
მაჩუქე,ქალაუ,ღიმილი ერთ წამით,
ტანშოლტა მეძროხე ხევსური ქალა ხარ,
შატილის პირქუში ნისლივით ლერწამი.

ტიალი ფიქრები ჯანღივით ფარავს გულს,
ვერ გხიბლავ აშექალ მეცხვარის ფარებით.
ვაიმე,მეშინის,მეშინის ქალაუ,
გზვერავენ შორიდან სხვა მწყემსის თვალებიც.

თუ გინდა,რომ გახდე ქალაუ შენ ჩემი,
ნუ დახვალ წყაროზე მარტოკა ხელსურით,
წაგიყვანს აშექალ მგლისმუხლა ჩეჩენი,
ან ორბის თვალება არხოტის ხევსური.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Mon Apr 05, 2010 6:40 pm

დიდ ილიას

როგორ მოაკლებს თბილ ამბორს ერი
უკვდავებაში ჩაწობილ კალამს,
სულ იკაშკაშებს სახელი შენი,
ერთი ქართველი არსებობს სანამ.

მე ვერ ვპოულობ მადანს იმ სიტყვის,
მიესადაგოს შენს ლექსის მერანს.
თუ შენს საკადრისს ვერაფერს ვიტყვი,
მაშინ ნუ ვხარჯავ ტყუილად მელანს.

შენი აჩრდილი თავს მუდამ მადგა
და ჩემს ცხოვრებას მგონი ის მართავს...
მე სამ ტაეპით დაგლოცე,რადგან
ჯვარს სამჯერ ვიწერთ სამების კართან.

1952 წ.,16 აგვისტო
[/color]
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   Sat Jul 05, 2014 9:10 am

“შატილის ასულოს” ტექსტის ავტორად სასამართლომ იოსებ ლონგიშვილი აღიარა
14:53 10-02-2009


“შატილის ასულოს” ტექსტის ავტორად სასამართლომ იოსებ ლონგიშვილი აღიარა.
სიმღერა ~შატილის ასულოს” ავტორობასთან დაკავშირებული 5-წლიანი სასამართლო დავა დასრულდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ვასაძემ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ პოპულარული სიმღერის ტექსტის ავტორად ალვანელი იოსებ ლონგიშვილი აღიარა.
“ამ გადაწყვეტილებით, ანსამბლ “ერისიონისა” და იოსებ ლონგიშვილის ოჯახს შორის მიმდინარე დავა დასრულდა. “ერისიონს” ავტორის მითითების გარეშე სიმღერის შესრულება აეკრძალა”, - განაცხადა ვასაძემ.
იოსებ ლონგიშვილმა თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით 2004 წლის 8 იანვარს მიმართა. სასარჩელო განცხადებაში ლონგიშვილი მიუთითებდა, რომ ლექსი „შატილის ასულო” მისი დაწერილია და ანსამბლ “ერისიონის” მიერ ამ ფაქტის აღიარებას ითხოვდა. “ერისიონი~ კი აცხადებდა, რომ ექსპერტები აღნიშნულ ლექსს ქართული ფოლკლორის საკუთრებად მიიჩნევენ და ანსამბლიც მას ხალხური ლექსის სახით იყენებდა.
თავად ლექსი 1973 წლის 31 ივლისს იოსებ ლონგიშვილმა გაზეთ “ბახტრიონში" გამოაქვეყნა სახელწოდებით - ~ხადიშათ~. 1995 წელს კი ლექსი კრებულში სახელწოდებით ~შატილის ასულო~ - შევიდა.
ამასთან, იოსებ ლონგიშვილი „შატილის ასულოს" ავტორად მითითებულია მომღერალ ნინო კრავეიშვილის აუდიო კასეტაზეც, რომელიც 1991 წელს არის ჩაწერილი.
საქმის მასალების შესწავლისა და ყველა გარემოების გაანალიზების შედეგად უზენაესი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტექსტის ავტორი იოსებ ლონგიშვილია.

ბმული -- http://www.interpressnews.ge/ge/kultura/12739?ar=A
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: იოსებ ლონგიშვილი   

Back to top Go down
 
იოსებ ლონგიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: