არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიორგი არაბული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Jun 17, 2009 6:15 am

მთიბელნი თიბდიან

თიბათვე…
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები...
“დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები”.
“აბაბა!"
"ეშმაკმა დალახვროს!” -
ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)
“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ...” -
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
“მოდითო, დააწყვით ცელები...”
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები.


Arrow

გიო, აბა, ეგრე ნახე ეს შენი ლექსი, ეს უკეთესი ხო არ იქნება?

Wink

და - ეგრე განაგრძე...

Arrow

მინდია რო "ქინთს ჰხდიდა" და თანაც ღიღინით - არავის უთხრა, რას ნიშნავს "ქინთი" - ვისაც აინტერესებს, ჩაიხედოს ლექსიკონში...

Wink
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Jun 17, 2009 11:58 am

გიოს ლექსებს კი ვკითხულობდი, მაგრამ სამშაბათს თვითონ რომ წაგვიკითხა, აი, ეს იყო მაგარი და თან ძალიან... Very Happy
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Jun 17, 2009 12:16 pm

ბობო wrote:
მთიბელნი თიბდიან

თიბათვე…
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები...
“დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები”.
“აბაბა!"
"ეშმაკმა დალახვროს!” -
ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)
“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ...” -
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
“მოდითო, დააწყვით ცელები...”
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები.


Arrow

გიო, აბა, ეგრე ნახე ეს შენი ლექსი, ეს უკეთესი ხო არ იქნება?

Wink

და - ეგრე განაგრძე...

Arrow

მინდია რო "ქინთს ჰხდიდა" და თანაც ღიღინით - არავის უთხრა, რას ნიშნავს "ქინთი" - ვისაც აინტერესებს, ჩაიხედოს ლექსიკონში...

Wink


... წყობას რაც შეეხება იყოს თქვენ როგორც თქვით ... აი სათაური კი...".მთიბელნი" ვფიქრობ უკვე ყველფაერს ამბობს, ხოლო "მთიბელნი თიბდიან" .... ეს "თიბდიან" ზედმეტი ხო არაა?! მთიბლების საქმე ხო თიბვაა და ვფიქრობ აღარაა საჭირო ასე ვთქვათ "დაკონკრეტება" .... ვიფიქრებ კიდევ... თუმცა იქნებ თქვენც მითხრათ მანამდე კიდევ რამე...
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Guest
Guest



PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Jun 17, 2009 12:26 pm

Quote :


... წყობას რაც შეეხება იყოს თქვენ როგორც თქვით ... აი სათაური კი...".მთიბელნი" ვფიქრობ უკვე ყველფაერს ამბობს, ხოლო "მთიბელნი თიბდიან" .... ეს "თიბდიან" ზედმეტი ხო არაა?! მთიბლების საქმე ხო თიბვაა და ვფიქრობ აღარაა საჭირო ასე ვთქვათ "დაკონკრეტება" .... ვიფიქრებ კიდევ... თუმცა იქნებ თქვენც მითხრათ მანამდე კიდევ რამე...

Arrow

ზედმეტი კი არ არის, ეგრე ითქმის იქ...
რა ვიცი, მე ეგრე დავარქმევდი...

ამ ლექსისთვის ხო თქმაა მთავარი?
და არა დაწერა?

ისე კი, რაც დაარქვი, ისიც შეიძლება დაუტოვო...
Back to top Go down
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Jun 17, 2009 12:33 pm

ბობო wrote:


ზედმეტი კი არ არის, ეგრე ითქმის იქ...
რა ვიცი, მე ეგრე დავარქმევდი...

ამ ლექსისთვის ხო თქმაა მთავარი?
და არა დაწერა?

.


... გეთანხმებით...

მართლაც ეგრე ჯობია... იყოს სათაური "მთიბელნი თიბდიან"
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Jun 17, 2009 12:44 pm

გიოო, შენი წაკითხული რა ძალიან კარგი იყოოო, მალამოდ ედებოდა გულს Smile

წარმატებები გენაცვალე, კარგი ბიჭი ხარ I love you
Back to top Go down
View user profile
egriseli



Male
Number of posts : 3
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : theatre
Humor : vaxloblobt
Registration date : 03.07.09

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Fri Jul 03, 2009 10:28 pm

წავიკითხე, მომეწონა და წარმატებებს გისურვებ ძმაო.
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Fri Jul 10, 2009 2:08 pm

ჩემი უსაყვარლესი პოეტი ხარ შენ და უმეგობრესი მეგობარი..
გააგრძელე ასე და ფრთები შეისწორე..
გიყურებ Smile
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Mon Aug 10, 2009 5:58 pm

საკუთარ თავთან მაქვს ერთი შეკითხვა:

-სად არის ახალი ლექსები?
Exclamation Exclamation Exclamation
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Mon Aug 10, 2009 6:41 pm

არაბული wrote:
საკუთარ თავთან მაქვს ერთი შეკითხვა:

-სად არის ახალი ლექსები?
Exclamation Exclamation Exclamation


ახალი ლექსები არიან შენში და თავის დროს ელოდებიან,რომ სამზეოზე გამოვიდნენ:ამისთვის ღმერთის ”მწვანე საშვია” საჭირო.

მთავარია,იყო წინაპრის ფარ-ხმალივით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Tue Aug 11, 2009 10:04 pm

ვაიი, უსაღვროდ მენატრებიიი, ჩემო უმეგობრესო ჯონ...
Smile
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sun Jun 06, 2010 5:22 pm

* * *


გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.
ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა
გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით
დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,
ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით
როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი
შემოვიდოდა. ჩვენც ვიჯექით ხშირად მთვრალებთან,
ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი
სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.
ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,
როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან,
ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს,
მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა.
ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდან
გამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ,
ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა,
ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენ
ჩვენს სოფლის ზეცას... და მამები ბოლოჯერ თხრიდნენ
სასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები,
დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ,
ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები...
არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით,
ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი,
ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი,
მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sun Jun 06, 2010 5:22 pm

ათენგენობა არხოტ...

ათენგენობაა, დღეობა,
ხუცესი ჯვარშია შესული,
ჩამოდის ბილიკზე სიმღერით
შემთვრალი მელექსე ხევსური:
“...თავ მაჰკალ სიამაყითა
მე არ მედების ბრალიო...”
დასტურებმ უძახეს გაღმიდან:
“გამახედ აბიკავ, დავლიოთ...
ვადიდათ ღმერთი და ჯვარ-ხატი,
(მედროშენ ჭიმღისკე მიდიან..)
ვადიდათ პირიქით ხახმატი,
პირაქეთ ამღა და მინდია”.
თვალი დაიმწუხა აბიკამ,
მოჭუტვით გაღმივნებს ხედავდა,
ფანდური ბეჭებზე მაეკრა,
ხელში ჩაუბღუჯა ხელადა.
... თუმცა კი ხმალ-ხანჯარ მორტყმული,
წარბშეკვრით ყორეებს ჩასცილდა:
“ბევრა ვსვი, ყელში მაქვს მოსული,
თაოდ თქვით ღმერთიც და კაციცა.”
ბილიკს დაღმს დაუყვა ჯავრითა,
სიმღერით მიმართა ყალიონს:
“თავ მაჰკალ სიამაყითა
მე არ მედების ბრალიო.”
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sun Jun 06, 2010 5:23 pm

* * *


აგერა ბილიკს მოსდევს მუცალი,
ქეთელაურის მე ვარ ძმობილი,
თვალებზე ადგას ცრემლის კურცხალი,
საიქიოდან გამოყოლილი,
მომკალი ბარემ, მაგრამ მარჯვენას,
მომჭრი თუ არა, ნებაა შენი,
დრომ ორივ მხარეს სისხლი აჩვენა
მომკალ და შენვე წაიყვა ცხენი.
მომკალ და შენი იყოს აჯარი,
სწორფრის ნაქარგი შემარგე მხოლოდ,
მკერდს შემატოვე პაპის ხანჯარი,
და შალდაყებით დამფარე ბოლოს.
ალუდამ მოგკლა ცრემლის კურცხალით,
სისხლი სისხლის წილ - სვავი დაგვჩხავის
მომკალი ბარემ, მომკალ მუცალო,
ალუდას ძმა ვარ ფიცვერცხლაჭამი.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sun Jun 06, 2010 5:23 pm

უკანასკნელი ანატორელი

შავ-თეთრი სოფელი მაქვს... ფერებგადასული
მგლებს ირგვლივ სიკვდილი აღმუვლებს,
მცხოვრები მე ვარ და ისიც დათარსული
ჰო კიდევ: ცხენი და არღუნი.
აკლდამა... შამილის ჯავრით ნაისრალი,
არწივთა ნამოსახლარ-ნაბუდარი...
ვყვირი და არ ესმით... ლამის არი
სიკვდილმა წაიღოს საწუხარი...
შავ-თეთრ სოფელს ჰქვია ანატორი,
აკვანი მაქვს, შვილი აღარ მყავს,
შავ ჭირმა მოკეთეს დამაშორა,
გაღმ-სოფელ ასკილი აყვავდა...
მე კი აქ აკლდამას ვყარაულობ,
სიკვდილი მშიერ მგლებს აყმუვლებს,
აღარ მყავს მზისფერი ნანდაური,
აქ მხოლოდ: ცხენი და არღუნი.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sun Jun 06, 2010 5:25 pm

სტუმრად წიქათან და ბეწინასთან მისახ...

სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და “მშვიდობა” მიძახეს.

შემიძღვნენ ჭერხოში “ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.

დიდისხან ვისხედით… ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: “აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა”

შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსენდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი’ იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი”…

შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ…

დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: “ქვისაო, ქვა არი წამალი”,
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი

მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sun Jun 06, 2010 5:25 pm

* * *
... და ასე ამ ქალაქს ამ ქუჩას გავშორდით,
სოფელში, თავაღმა მსხლები და წიწვები,
იქ სადაც ბავშვობის ტკბილ ცრემლებს ვაშრობდით,
დღეს კიდევ ღიმილით თივაზე მივწვებით.
მე დილას დავუცდი, შენ ალბათ დახუჭავ
თვალებს და სიზმრებში გვირილებს დაითვლი,
მე კბილებს დამიჭრის აგვისტოს ალუჩა,
მერე კი სიცივე შენს ტანშიც დაივლის,
ჩვენს შორის ჩურჩულით ივლიან სიტყვები,
ღამესაც თვალების დახუჭვა მოუწევს,
სწორფრობის წესებს და ძველ ამბებს გიყვები,
მერე შენ ჩაიწევ რომ გვერდით მოგიწვე
თივაზე, ხმელ თივას თბილ საბნად მოვირგებთ,
ჩვენს კოშკში აქა-იქ ეყრება ალუჩა,
შენ ჩათვლემ მე ჩავთვლი რომ ისევ მოვიგე,
ჩავთვლი და ბასვურად მეც თვალებს დავხუჭავ.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
satori



Female
Number of posts : 15
Age : 38
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Mon Jun 07, 2010 4:01 am

რა კარგი ხარ გიო! Smile "სუფთა" ლექსები გაქვს, ძალიან ვისიამოვნე. გაიხარე და ეგ შენი მუზა სულ თან გდევდეს ჩვენ კიდე გვაზიარე ხოლმე, გავეზირეეეე Smile)))
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Mon Jun 07, 2010 5:21 pm



რამდენი ლექსი მოუტანიაააააა...
როგორ გამიხარდა,ცასიქითელო,როგოოოორ...

sunny
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Tue Jun 08, 2010 3:28 pm

უზომოდ მიყვარხარ და მიხარია, რომ შენი ნიჭიერება ნოყიერდება კიდევ უფრო...

ბედნიერი ვარ შენით...

ჯონ...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Jul 24, 2010 1:17 am

miyvarxar.......
Back to top Go down
View user profile
მერცია



Female
Number of posts : 1
Age : 25
Location : heaven
Job/hobbies : breath
Humor : Nothing interesting
Registration date : 25.02.11

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Fri Feb 25, 2011 1:09 pm

თვალებშინ რომ შემოგხედე მაშინ მივხვდი მხოლოდ, რომ:
შენ იმაზე ლამაზი ყოფილხარ ვიდრე ჩემში მიყვარდი. . .
და შემრცხვა. . .
მაპატიე...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Apr 16, 2011 7:45 pm

გიო არაბული


გზაზე გასვლა

დედას და მამას, სოფელში


“დილამშვიდობის დედაჩემო”
ვამბობ და ვამჩნევ მაგიდაზე გაწყობილ სუფრას,
რომელიც მხოლოდ კუსერბოა და ხმელი პური.
დედას ქვაბიდან ამოჰყავს ყველი,
შედედებულ რძეს კრავს ხელებით,
როგორც მე გუნდას,
როცა თოვლია,
ზამთარია და
მიხარია.

მე მაგიდასთან ვზივარ, ვჭამ და
დედაჩემის სახე, როგორც ჩამქრალი ლამფა მხვდება თვალში.
არაფერს ამბობს, ჩვენს დედებს ხომ უყვართ სიჩუმე.
“მე სულ მაფიქრებს დედაჩემო შენი თვალები,
თითქოს დაღლილი და ამაყიც,
თან გიღიმოდეს, თან გტუქსავდეს, თან გარიგებდეს...”


მაგიდის ზემოთ მამაჩემის ნატურმორტია ბროწეულებით,
კაცი, რომელიც დილით ადგა, ცელით წავიდა.
მამაზე მინდა ვკითხო რაღაც, გადავიფიქრე.
“მე სულ მაკვირვებს მამაჩემო შენი გაძლება,
გათენებიდან მთვარემდე რომ სათიბში დგახარ,
ახლაც თიბავ და მზემდე ალბათ სამი ყანაა,
მოუთიბავი,
მოუკრეფი,
გაუთელავი.”


ვბაძავ მამაჩემს სიარულში, გავდივარ, სადაც ვიწექი წუხელ
და ვფიქრობდი გამგზავრებაზე.

ვხედავ დედაჩემს ყავისფერი თავშლით კარებში,
ხელში სათლით და ლურჯი ხალათით,
რომელიც ახლა ისე უხდება, როგორც ყოველთვის.

არაფერს ამბობს. დედას უხმოდ გამოაქვს ფული.
მე ვიღიმები კმაყოფილი, მაგრამ მინდა სერიოზული,
დაფიქრებული სახე მქონდეს,
როგორც მამაჩემს.

“არაფერი დაგვიწყდეს” - ამბობს დედა და
ჩემი ჩანთის შეკვრას ცდილობს.
მერე თვალებში მიყურებს და არაფერს ამბობს.
მე მინდა ძლიერ ჩავეხუტო დაღლილ დედაჩემს,
მაგვიანდება.
ჩვენ, შვილები ხომ ყოველთვის ვჩქარობთ
და დრო არ გვრჩება მშობლებისათვის.
ახლა უფრო მაჩქარებს დედა.
უკვე დიდი ვარ, ან ეს სახლი დაპატარავდა.

“არ გამაცილო დედაჩემო” - ვამბობ და წვიმას ვიმიზეზებ.
ეზოში ვარ. ეს სოფელი ჰგავს მამის ნახატს.
ვჯდები მეზობლის მანქანაში, ვხედავ დედაჩემს ფანჯარასთან,
გაშეშებულს, ლურჯი ხალათით.
ახლა ვხვდები, რომ დამავიწყდა სახლში რაღაცა.
“ნახვამდის დედაჩემო” -
ჩუმად ვამბობ და სოფლის გზაზე გადამაქვს მზერა.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Thu Nov 03, 2011 5:31 pm

ბალღოო, – ხმადაბლა მიამბობს თოთია,
შენტოლა ქისტეთში წავედი მარტოა,
ბილიკს კი შავღვარდი კლდიანს და შფოთიანს,
იქ, სადაც ზელიმხანს მაეკლა მარტია.
მე ბალღურ გონით და პაპაის დაშნათი
ყროლ სავალს ყმაწვილი ცეტ-რეტად გავები,
ქალბანი ამისხლტა, ამაშინ დავშავდი,
სინათლე დავკარგე, დამიბრმა თვალები,
გონზე რომ მავედი, ვიყავი ჯარეგას.
მწყემს ქისტებს გზის ძირას უგონო ვენახე.
რა სისხლის აღება, რა ძროხის გარეკვა?!
მასმიეს, მაჭმიეს და სამ დღეს მინახეს.
ტყუიან, ნუ გგონავ, არ გვქონდა მტერობა,
დედუა მიწყრება: - მასცილდი ლოთია..
შენტოლა ჯარეგას ვიყავი მარტოა,
მეშვიდედ მიამბობს შემთვრალი თოთია.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sun Dec 16, 2012 12:38 pm



წიგნის დასახელება - "გზაზე გასვლა"
წიგნის ავტორი - გიორგი არაბული
გამომცემლობა - ინტელექტი
გამოცემის წელი - 2012

ანოტაცია - "ეს წიგნი ახალგაზრდა ავტორის სადებიუტო კრებულია.
ახალგაზრდული გახელება, საკუთარი მიწისა და კუთხის სიყვარული, ცოტაოდენი ეთნოგრაფიული ჩანახატები, უაღრესად თანამედროვე პოეზია, საკუთარი თავის, ღმერთისა და გზის ძიება – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა, საინტერესო მხატვრული ფორმით გადმოცემული პლასტი – ქმნის ახალგაზრდა ავტორის პოეტურ გზას, რომელზე სიარულიც პოეზიის მოყვარული მკითხველი-თანამგზავრისათვის თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობის პერსპექტივას აჩენს."

(დიანა ანფიმიადის წინასიტყვაობიდან)


ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=10151309609927022&set=a.10151098530922022.464078.285168672021&type=1&theater
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი არაბული   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
გიორგი არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: