არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიგი სულაკაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიგი სულაკაური   Mon Mar 15, 2010 4:01 pm


Gigi Sulakauri


გიგი სულაკაური (1953 - 2012)

გიგი სულაკაური დაიბადა 1953 წლის 16 ოქტომბერს, მწერალ არჩილ სულაკაურის ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“.

2008 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — „გალას“ ჟიურის წევრი.

გარდაიცვალა თბილისში, 2012 წლის 13 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

წიგნები
* კედელი (ლექსები), თბ. მერანი, 1988. - 109გვ. ; 16სმ.
* ხეები, ბიჭი და სხვ... (ლექსები), რედ.: რუსუდან ლოლაძე ; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი, თბ. მერანი, 1995 (სტ. N5). - 72გვ. ; 16სმ.
* მე და ჩემი ლიზა (მოთხრობები), თბ. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 122გვ. ; 17სმ.. - ISBN: 99940-15-89-3
* თამაში რევოლვერით (მოთხრობები, ესე), თბ. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008. - 175გვ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-403-35-4
* საგნები თოვლში (ლექსები), თბ. : მერანი, 1982. - 37გვ. ; 16სმ.
* ქუჩის ბიჭების გასაგონად (ლექსები), მხატვ. ლაშა სულაკაური - თბ. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2000. - 131გვ. ; 17სმ. - ISBN: 99928-52-52-6
* ხეტიალი (ლექსები), თბ. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, მხატვარი ლაშა სულაკაური, 2011 – ISBN: 978-9941-9190-5-3


ბმულები
* გიგი სულაკაური - http://ka.wikipedia.org/wiki/გიგი_სულაკაური
* სულაკაური, გიგი – http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aსულაკაური+გიგი
* http://lib.ge/authors.php?113
* http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/proza/gigi%20sulakauri/gigiindex.html
* http://arili2.blogspot.com/2009/02/blog-post_20.html
* http://7days.ge/index2.php?newsid=19






(18:00) 14/12/12 გიგი სულაკაური გარდაიცვალა




Last edited by Admin on Wed Jan 16, 2013 2:15 pm; edited 11 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon Apr 19, 2010 10:53 am



ბავშვობა

ყველანი
ისე კარგები იყვნენ...
სამწუხაროა,
აღარ არიან.
როგორც ყოველთვის
გადარჩა ქუჩა,
იმასაც...
სხვისი სახელი ჰქვია.

@

Foxtrot
(სასწრაფოდ წასაკითხი პოემა)


...გვიან ღამით გაწვიმდა და მე გავიფიქრე, წვიმა მომნატრებია-მეთქი. წელს ზამთარმა დაგვინდო - თბილი, მზიანი დღეები იდგა. მაგრამ მზეზე უფრო მთვარე მაღელვებდა, ჩემი ღამეული სვლების ერთგული და თანამდევი; ყოველთვის სრული, რატომღაც ფაზებს კი არ იცვლიდა, ერთხელ გაივსო და ასევე დარჩა მთელი ზამთრის მანძილზე. ან შეიძლება მე ავცდი ახალ მთვარეებს. არ ვიცი. ვუსმენდი წვიმას და მეღიმებოდა - მე ხომ ვიცნობ ჩემიანებს, როცა ამას წაიკითხავენ, შეუძლებელია ერთმა მაინც არ გაიფიქროს, - შენი ამბავი რომ ვიცი, ძმაო, თოვლიც მოგენატრებოდა... რა მეთქმის, სანამ ღრმა თოვლში შეხვალ, თოვლიც კარგია, განსაკუთრებით სხვა ქალაქებში. იმ წელსაც თბილი ზამთარი იდგა და თანაც მაშინ

ჩვენი მდინარის მიდამოებში

ჯერ ისევ იყვნენ შემორჩენილი

სირინოზები.

გვიან ღამით

მათ წარმტაც ხმაზე

დუქნის შუქით განათებული,

ჯადოსნურ წრეში ჩამწყვდეული

ქვის ქალები

გათენებამდე ასრულებდნენ

თავის ქვის ცეკვებს.

ცირა ბ., ნიკა, მე და ბერდეხელია

დავესწარით ერთხელ ამ კონცერტს,

რომელიც ბარათაშვილის ხიდთან დასრულდა

(ზუსტად იქ - სადაც მწვანე, მტირალა კლდეა

და გაწეული ცისკენ სახლები)

ამას ერქვა - გამგზავრების ცერემონიის

ამაოება...


მაშინ გავიგე,

რამხელაა ეს დედამიწა -

ორი მეტრია, შვიდი ადლი, ოთხი იარდი და

21 სანტიმეტრია,

მაშინ,

როდესაც დიდხანს ვიდექი

აბრიალებულ ვიტრინასთან,

იმდენად დიდხანს, რომ საბოლოოდ

მინის ეკრანზე არეკლილი

ქუჩის შუქები,

წვრილი თოვლი და

საკუთარი თავიც კი დავინახე -

უცხო კაცი - უცხო ქალაქში

გარინდებული

რუსული წიგნის მაღაზიასთან.

სველი უძლური თოვლი თოვდა

მე ვიდექი ჯიბეებში ხელჩაწყობილი და

ვიტრინაში გამოფენილი

ლურჯყდიანი "გრუზინსკიე რომანტიკი"-თ

გამთბარი...

(და რადგან თოვლი მართლაც ცივია

არა მარტო მაწანწალა ძაღლებისათვის,

როგორც იქნა გავექეცი,

დავაღწიე თავი ვიტრინის "რამკას"...)


მაინც რატომღაც მიხაროდა

წყალწყალა თოვლი -

ალბათ მახსოვდა,

რომ იმ წიგნში ჩაკეტილი ბიჭების დროს

თოვლი იყო ცისფერი და

გენიალური,

იყო ლურჯიც, იისფერიც,

ირიბიცა და ალმაცერიც

(მტირალა კლდესაც მტკნარი ცრემლი

ჯადოსნურად ეყინებოდა)...


აჰა, სასტუმროს რესტორანიც...

სალამი ემილ! დაბრედილო,

გამხმარო ლოთო,

საფუძვლიანად ირიბო და ალმაცერო...

სალამი ხანა...


ამ რესტორანში

მძაფრი "ზაპოის" შეტევისას,

გრანიტის კედელს მიამსხვრია

აზიური თუ რიაზანული უტ აფსუ

რუსმა პოეტმა პოლიკარპოვმა.

(სამარადისო დიდება გმირებს!)

ჩვენ - გუმერმა, მე და

ვინმე ხრისტო ბონევმა

იქვე შევსვით "ადრე წასული" ბიჭებისა...


ამ რესტორანში არ იცვლება მკვდარი ნატურა

მდოგვით გასვრილ სუფრას უხდება

შავი კურკა,

წარწერიანი სამარილე - სველი მარილით,

ტომატის თესლი

პურის გამხმარი ნამცეცები -

ადამიანთა ნამცეცები. -

(ფეხქვეშაც რაღაც ნაზად ხრაშუნებს...)


მე და ხანამ შევისისხლხორცეთ

დიდი ბოთლი

ადგილობრივი "სლივოვიცისა"

(მე მიყვარდა ეს სასმელი,

მაგრამ მაშინ მომეჩვენა,

რომ არაყი,

იმდღევანდელი თოვლივით იყო -

წყალწყალა და უგემური).

"რატომღაც" მაინც მწარედ დავთვერით,

მე ვიყავი ემილივით - ირიბი და ალმაცერი,

ხოლო ხანა - მოტირალი


(ოღონდ არა - კლდე)...

აქ ცრემლებს შორის

ხვაშიადის შვიდივე ტყვია დამაჭედა

შიგ გულში ხანამ:

- გამიგე ვასკო (ვიღაცაში ავერიე) ჩვენ გაგება თუ გადაგვარჩენს შენ ხომ იცი ჩვენს გოგოებს ყველაზე ტკბილი რა აქვთ მთავარი არა ის არა რაც გგონია გული ოქრო პლატინა და ირიდიუმი და შიგ ჩასმული ალმასივით სიკეთე და სიყვარული საკითხს სხვა კუთხით უნდა მიუდგე სიმართლით გულით უნდა შეხედო და არა ისე როგორც სხვაგან უყურებენ ამ პლანეტელი ბოზანდარები სხვაც ბევრი რამე არის მთავარი მაგრამ მთავარი გული და გაგება პლატინა და ირიდიუმი ეჰ, ჩემო ხანა,

ნუ აწვები ამ ირიდიუმს,

მოდი, შევეშვათ შენ გულსაც და

სხვა ქალურ ხიბლებს,

რა შუაშია გულით ხედვა, სენტ-ეკზიუპერი,

კახპა - კახპაა შენ ქალაქშიც,

ფრანც-იოსების მიწაზეც და



ამბროლაურშიც.

კარგი, დამშვიდდი,

ნამღერია ძველი სიმღერაც -

ყოველი კახპა

არშემდგარი მონაზონია,

ხოლო იქიდან მაღალ ცამდე

ორი მეტრია, შვიდი ადლი, ოთხი იარდი და

21 სანტიმეტრია...

ვეღარ შევჩერდი

მოხიბლული საკუთარი არითმეტიკით,

ხანას გავანდე ჭეშმარიტი სიყვარულის ნაღდი ამბავი, ცოტა საშიში - მე ხომ ერთხელ შევერკინე 40 000 დევს...

..."კოსმოსში" ხინკალს "უყურებდა" ქოსა იობა, დუქნის გვერდით კი მაღაზიაში, გარმონს ჭმუჭნიდა "ბროშკანინო", ამღერებდა, ამეტყველებდა. (გარმონზე უფრო მეტყველებდნენ მისი თვალები და რა თქმა უნდა, თანაც გულით იხედებოდა) მოდგნენ, მოგროვდნენ, აწრიალდნენ ხვადი დევები, სისხლჩამდგარ თვალებს უშტერებდნენ ერთიმეორეს, ისუნებოდნენ და ძვლისმსხვრეველ ეშვებს აჩენდნენ. ხელად მარები შევერიე დევების ურდოს - ძარღვებში მედგა ვერცხლისფერი ჟიპიტაური, ხმის გაუღებლად გადავწყვიტე, რომ "ბროშკა-ნინოს" მკერდზე მარტო მე დავიბნევდი. ატყდა ერთი შესვლა-გამოსვლა, ძალიან ახლო ნათესავების ტკბილად ხსენება და "ბროშკანინოს" გარმონის ხმაზე სხვა დევები დავკბინე და მათაც დამკბინეს. მშვიდობით, ტკბილო "ბროშკანინო!" (სულ დამავიწყდა, რომ ტეხასში ბანკი მიაქვთ ტეხასელ დევებს) ეჰ, გული მწყდება, ვერ დაგიტოვე ჩემში ველურად მიშვებული ფლორა, ფაუნა, "ვაკრუგ სვეტა", "ჯიოგრაფიკ" და სახელმწიფო ზოოპარკები ყველა თავისი გაუმაძღარი, არამარხული მობინადრეთი...

წავიდა ხანა, გაუჩინარდა,

ჩაეწება იმღამინდელ მატიანეში,

მე კი ქუჩაში

ბომბორა ლეკვს გადავეყარე.

(მართალია, უცხო ქალაქში

ძაღლები უცხო ენაზე ყეფენ, მაგრამ მაინც

შევჩერდით და ცოტა ხანს ვილაპარაკეთ)

ენაწყლიანი გამოდგა ლეკვი:

- უხერხულია უკუდოდ ყოფნა,

განსაკუთრებით ახლა, ზამთარში.

ჩემმა პატრონმა ყურები და კუდი დამაჭრა,

"უშკო" დამარქვა

(ეს თქვენებურად "ყურშას" ანუ "ბასარას" ნიშნავს)

აბა, ამაზე დიდი ცინიზმი რა უნდა იყოს!

ან რომელი მწყემსის ძაღლი ვარ?!

არა, ქუჩაში არა ვცხოვრობ,

რა შემატყე ქუჩის ძაღლისა?

აქვე, უბანში გავიარე და ვამთავრებ ღამის

შემოვლას...


ეს ზამთარი კი არ არის, ეს არის ჭერი

უვარსკვლავო სასტუმროსი.

დაფარული არა ფიფქით, არამედ ფიქრით.

გაუხდელად ვწევარ ლოგინზე და

ჭერიდან ყოვლად უაზროდ ჩამოშვებულ,

დამწუხრებულ ფიქრებს შევცქერი

(ვინმე იფიქრებს, რომ ამ ძველ და

მიტოვებულ ფიქრებს ვაგროვებ)

მერე ვდგები და ნომერში შემოსასვლელს

გულმოდგინედ ვათვალიერებ,

რადგან მგონია ან მეჩვენება -

ჩემს მოსვლამდე მთელი სამყარო

ამ ოთახში შეიყარა, დიდხანს იფიქრა და

ოთახის ბჭეს დააწერა:

აქა მომსვლელო შენი ფიქრი დატოვე ყველა...

ნელა დავცურავ თამბაქოს ნისლში და

წინაპრისგან განსხვავებით,

ვამბობ ყოვლად უაზრო სიტყვებს:

ფიქრი ნისლია კაცისა კაცი ქმარია ქალისა

ქალი დედაა შვილისა შვილი ვაჟია მამისა

მამაც შვილია დედისა დედას ვუყვარვართ

შვილები...

დამთავრდა,

მივხვდი, გამოვიგონე,

ვიპოვნე თუ მივაგენი და ახლა ვიცი -

ჩემი მიწა არის ასფალტი.

("უშკოსაგან" განსხვავებით)

გამოვძვრები ამ ჯურღმულიდან,

თოვდეს თოვლი, მაინც ვიპოვნი და

გავუყვები ჩემს ასფალტის გზას და

მორიგი უძილობის ან წყურვილის

შემოტევისას

მივაკითხავ

დუქნის შუქით განათებულ,

ჯადოსნურ წრეში ჩამწყვდეულ ქალებს და

მათ მხრებზე შემოდგმული

რომელიმე ერთი დოქიდან

წყურვილს მოვიკლავ.

study


Last edited by Admin on Wed Sep 21, 2011 11:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon Apr 19, 2010 11:04 am

გიგი სულაკაური

ზანზიბარული
(ირონიული ეტიუდი)

გაგიღო კარი,
ჩემო ზანზიბარ,
გაგიშვა გარეთ?
მე ხომ ვიცი, ერთი სული გაქვს,
რომ ქუჩაში გაინავარდო,
შეხვდე თანატოლ მაწანწალა,
რწყილიან ცუგებს,
ერთმანეთი დაყნოსოთ და
მთვარესაც
ერთად უყეფოთ.
მაინც რად შეგვხვდა ასეთი ბედი,
ჩემო ზანზიბარ,
ვერა ხედავ, ერთიმეორის ცხოვრებით
ვცხოვრობთ —
შენ შინა ხარ გამოკეტილი,
მე მელმოტივით დავეხეტები.
რა დაგიმალო, აღარც კი ვიცი,
ვინ ვინ არის საქართველოში —
შენ — გიგი თუ მე —
ოქროსფერი ზანზიბარი.

Exclamation


Last edited by Admin on Sat Jan 16, 2016 7:38 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon Apr 19, 2010 11:06 am

ანტიქაშმირი

სახსოვრად ყველას, ვინც ბევრი უძილო
ღამე გაათია მეგობრის სარეცელთან


მომისმინე:
ამ ღამით მტკვარი უფრო ცივია,
ვიდრე ყინულზე დაღვრილი მთვარე,
თანაც მწვანეა — ადამიანთა ბოღმასავით —
წყალთან ერთად ბოღმას და ნაღველს
მიაგორებს კასპიისაკენ...
ჩემთვის არავის უმღერია ძილისპირული
და გათენებაც ჩემთვის არავის მოულოცია
და აღარც მახსოვს, უფრო სწორად, აღარა მჯერა,
რომ მინახავს ეს ყველაფერი —
ვარსკვლავები, ალისფერი შეღამებანი,
ქაფიანი ზღვა...
მე მეგონა, ბრმა დავიბადე,
თურმე თვალებზე ხელი მქონდა აფარებული,
კი არ ვუმზერდი, — მე ვხვდებოდი,
რომ თითებს მიღმა სხვა შუქი მწიფდა,
აკრძალული ბიბლიური ბაღის ხილივით...
პირი სილით მაქვს ამოვსებული,
ვერაფერს ვამბობ, ან რა უნდა ვთქვა —
ენას ხავსი მოჰკიდებია და მე თვითონ კი
რიყის ქვასავით გალოკილი ვარ და
ვინც გამლოკა, სიხარულით თან წარიტანა
ყველა ჩემი სიყვარული და სხვა გრძნობები,
სინდისის ქენჯნაც არ დამიტოვა...
ჩემი ხელები მკვდრის ხელებსა ჰგავს,
ხოლო ძვლები გამიმაგრდა და გამიქვავდა —
სახრჩობელების ხის ძელებზე
უფრო მყარია...
სმენაღა შემრჩა და ასტრალური მელოდიის
ნაცვლად ჩამესმის ერთადერთი: —
ეჭვის ჭრიალი...
აღარა მჯერა ძველი რასის ძველი გმირების,
ბებერო გმირო, შენ მე აღარ მაღიზიანებ,
უკვე იმდენჯერ ჩამოიწურე სახიდან ოფლი
და ისე წუხხარ, როცა მიყვები საშინელ ამბებს
გარდასულ დროზე, წამებაზე, მავთულხლართებზე,
რომ მეჩვენება, იმ სივრცეებში ბედნიერი იყავი კიდეც...
ჯაგლაგივით შებმული ვარ რკინის ფორანში,
ვერ ვახერხებ უკან მიხედვას —
შევამოწმო, რას ვეზიდები და
ლაგამივით პირში ჩასმულ უგემოვნობას
ვღეჭავ და ვწუწნი...
უკან მიხედვა... მაინც რა გინდა?
იქ დაბრუნდე, საიდანაც გამოემართე?
არა მგონია, შეშლილი იყო, —
უკან არავინ დაბრუნდება, რადგან ყველანი
ვინც ამაღამ არ დაბრუნდება,
ყველა შენი წაყვანილია...
მომკიდე ხელი, გამოგყვები, გადამატარე,
ეს უცნაური, დათოვლილი ვრცელი მინდორი,—
თოვლში გაჩრილი ძველი საგნებით მიმოფანტული
მწუხარე ველი...
მე ვხედავ შავ ხეს და ძველებურ სახლს
ჟამისგან განაცრისფრებულს,
მძიმე ფიფქებით სავსე ღამეებს...
ან იქნებ ნისლი, ან სითეთრე მატყუებს ასე,
მოდი, შემნიშნე, შემიყვანე ძველებურ სახლში,
ასე მგონია, იქ არის ყველა, ვინც წაიყვანე.
წამო, მოვდივარ, შეაღე კარი,
კიდევ მაჩვენე, რაც ერთხელ იყო,
ვინც დავკარგე ან რაც დავკარგე —
რაც ძველი სახლის აურაცხელ ოთახებშია...
ვტოვებ ყველაფერს... დღეებს, ღამეებს,
არ მეშინია, რადგან ვიცი...
სიცოცხლეა — ბედნიერება,
სიკვდილი ჩემი მდუმარე ძმაა...
მომკიდე ხელი, გადამატარე
ძველი საგნებით მიმოფანტული
დათოვლილი, მწუხარე ველი.
ეს რა კვალია? ჩემია, ჩემი ნაფეხურია,
ამ გამომხმარ, შავ ძაღლს რომ მისდევს
ძველი სახლისკენ დაბადებიდან,
დაბადებიდან...

What a Face
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon Apr 19, 2010 11:07 am



ქუჩის ბიჭების გასაგონად

ჩემს ძმას

უთხარი დედას,
რომ ამაღამ არ დამელოდოს —
ჩრდილების სადგურს არ მოადგა
მატარებელი.
დაივიწყოს
მაგიდაზე დატოვებული ჩემი არჩივი —
პურიც, ღვინოც, სიყვარულიც
ხელუხლებელი...
ძნელი ყოფილა კარს მიღმა ყოფნა,
ქუჩის ბიჭებთან მოძრაობა,
მდინარის დევნა — ზღვამდე მიჰყავხარ...
უფრო ძნელი კი — შინ დაბრუნება.
თუმცა რას ვამბობ, ეს ყველაფერი
ხომ უკვე იყო,
ნანახი მაქვს, გამოცდილი და
გადაყრილი...
მაგრამ იგივე მაინც არ არის,
(გადამავიწყდა, რომ სამყარო წამში იცვლება)
მეც ხომ იგივე აღარა ვარ —
რაც დავიბადე,
იმის მერე თითქმის ყველა დღემ
ძველი ძონძივით შემომაფლითა
ჩემივე თავის თითო ნაწილი —
ჩრდილიღა დავრჩი და ამასაც აქა ვტოვებ,
ამ უცნაურ, ბებერ ქალაქში —
ჩრდილების სადგურს არ მოადგა
მატარებელი.

cyclops


Last edited by Admin on Wed Jan 26, 2011 9:49 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon Apr 19, 2010 11:08 am

***

სერიდან მიდის სამი მგელი,
მეოთხეც — ახალი.
ახალი იტყვის:
„რით გავიხაროთ,
რა ხანია, ჭალაში აღარ ბალახობს ცხენი —
ჩვენი ვახშამი —
პური ჩვენი და შავი ღვინო...
ის უცხო ბიჭებს წაუყვანიათ
უცხო მხარეში,
სადაც არასდროს არ იცვლება ძველი ზღაპარი
და გრძნეულსა და ბებერ მეფეს
ნაზად უყვარს თავის ასული.
სადაც მზე არის მარადიული
და ჰაერი გაჟღენთილია
ნაღდი გრძნობებით.
სადაც მთვარეა უზარმაზარი
და აუზებში ოქროს თევზებზე
ირეკლება მისი ნათელი...
აქ აუზები ივსება თოვლით,
კარგად იყავით, ვეღარ გვიპოვით, —
მგლები ზღაპრებშიც აღარა ვართ უკვე საჭირო...“
ცარიელი, უმთვარო სერი.
ღამის რკალი და
ამბის დასასრული.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon Apr 19, 2010 11:09 am

გიგი სულაკაური


***
მე ვარ გოლიათი
და მე ვარ მკვდარი.
ე. ი. მკვდარი გოლიათი ვარ.
ჩემი ნარჩენი გდია მდინარეში,
რომელსაც ჰქვია მტკვარი.
უფრო სწორად:
ვწევარ ძალზე უხერხულად,
თავით ქვიშას ვეხები,
ხოლო უცნაურად გაღუნული ტანი და ფეხები
წყალში მაქვს ჩაყრილი.
თვალები ღია დამრჩენია...
სამყარო იმეორებს ჩემი ქუთუთოების ხაზს.
უფრო სწორად:
სამყარო იხედება ჩემი მკვდარი ქუთუთოს თაღში.
მეორე თვალი აღარა მაქვს —
ჩიტმა წაიღო სახლში
(ჩიტი ახლა სამი თვალით უმზერს სამზეოს).
თვალის ადგილას გამოკვეთილ გამოქვაბულში
ჩასახლდა ციცქნა კიბორჩხალა.
ის ემალება ბორჯღალს
და უყვარს სისუფთავე —
ტვინს აცლის კეფას.
დგას აპრილი, ქათქათებს რიყე,
თოლია და ჩემი კბილები —
გამუდმებით ვიღიმები —
შიშველ ფეხისგულებზე მეხება ხავსი
და მეხებიან თევზის შვილები...
დგას აპრილი, შეიძლება, მარტი...
მე ვწევარ მარტო და
დიდ წვიმებს ველოდები.
ველოდები დიდ ავდარს მთაში...
უფრო სწორად:
ველოდები დიდ წყალდიდობას —
როდემდე უნდა ვეგდო რიყეზე,
მე ხომ მკვდარი გოლიათი ვარ,
ჩემი ადგილი არის ზღვის ფსკერზე —
სისხლისმსმელი თევზების ბაღში...

affraid
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon May 16, 2011 12:53 am



გიგი სულაკაური


აქაც... სხვაგანაც
(N 2)


ბარათაშვილი ოცდაშვიდი წლისაც არ იყო, როცა მიხვდა, _ სულის სიმშვიდის პოვნა შეუძლებელია. ამის მისახვედრად მე თითქმის სამოცი წელი დამჭირდა... მერე რა, რომ ის არა ვარ, ხომ მაინც მივხვდი...
მეგობრის ნათქვამი


სად წავიდა ის,
ვინც ამბობდა:
რომ გარეგნულად
ჯერ ცოცხალი ვარ და
ჩემ კეფაში
ღვინოსავით ჩასხმულ ოქტომბერს
ჯერ ისევ მოაქვს
(არ მეშვება),
ულმობელი მოგონებები _
სიცოცხლის დამგდებ ძმების გვერდით
გატარებული,
ძველი განძივით გადამალული და
ფერჩამქრალი წელიწადები...
და მერამდენედ ისევ მახსენებს,
რომ ჩემი ყველა გაკვეთილი,
ანბანი და სახელმძღვანელო
იგივე ჩემი ტკივილებია _
ყრუ სიღრმეებში ჩაკარგული
გარდასული სიწმინდეები: _
გახუნებული ფერში თბილისი, _
მისი უბნების ქვის გალიები,
შეშუპებული წვიმით მიწები,
მზით გამოხრული შუადღეები,
ზამთრები _ მცირე გამყინვარება
და ჩვენი მთვარე _
სიმსივნე ცივი ღამეების,
ბნელი დღეების...
მე არ ვიცი,
რისთვის მოვედი _
მხოლოდ იმის სანახავად,
რაც ჩამოვთვალე,
თუ ჩემში ჩემზე აღმატებულს
ჩემთვის უფრო დიდი ზრახვები აქვს
მომზადებული,
რომ ახლებურად ვიმღერო ან
გადავაკეთო
ჩვენებური ძველი სიმღერა, _
რომ მზე _ დედაა, მთვარე _ მამა
და რომ ღვიძლი ვარსკვლავებიც
ღვიძლს მიგინებენ
უტიფრად და მოურიდებლად...
კარგი, ვიმღერებ ჩემებურად,
ოღონდ ცოტა უმტკივნეულოდ: _
მთვარემ მასწავლა სიყვარული,
მზემ _ მარტოობა,
ქართლის ქარებმა მიმაჩვიეს
თავისუფლებას...
ჩემ ხელებს უნდა შეადუღოს
შუადღეები _
ძველიც, ახალიც,
რომლებსაც ავცდი, გამოვტოვე,
აქაც... სხვაგანაც: _
ღვინის ჭიქაში,
ქალის თმაში,
ძმების თვალებში...
ჩემ სხვას, მეორეს,
გულით უნდა,
რომ გააქროს შეკვეთილი,
მოსვლისთანავე სასიკვდილოდ
განწირული განსაცდელები _
რახან ყველა და ყველაფერი
დახატულია, გამოგონილი
(თანაც ასლია,
გვიანდელი,
სხვისი ვნებებით მომძლავრებული) _
მზის ცეცხლი, თოვლი და ხეები,
მდინარეები, ციხეები
და მონეტები
(და არა მარტო ხელშესახები, _
შენი ფიქრიც, ოცნებაცა და მოწყენაც
ერთიანი ძალისხმევით მოგონილია)...
რახან თვალებით და ოცნებებით
დაცხრილული ცა არის,
როგორც მსხვრეული მინა
(ნამსხვრევებიდან სხვისი და შორი,
არითმიული სიგიჟე კრთება),
და რახან სიტყვაც გაბზარულია
(და სიტყვის ძველი, დაბზარული
პანთეონიდან
ღმერთმა უწყის,
რა აღარ წვეთავს, მოედინება
და თვალებს ცოფი ცვარავს
ცრემლივით),
რახან თვითონაც
უძველესი ტექსტივით ვარ
გადაწერილი
და არც კი ვიცი, ვერაფერს ვიტყვი
ვინ და ვისთვის, რატომ ფიქრობს _
შემალამაზა და
ჩემთვის ვამბობ, _
ყველა წესის და რიგის მიხედვით,
არ უნდა მედოს ამ ჩემი სულის
კიდურებზე
არც ხუნდები,
არც _ ბორკილები,
ამას მერჩივნა,
მოეკვეთათ ულმობელი,
სისხლიანი მოგონებები
ანდა პირდაპირ
ნედლი გონებით შეეცვალათ
ამ ტვინის რუხი, ოღროჩოღრო,
ძონძის გორგალი...
რახან იმაზე ბევრი ვიცხოვრე,
ვიდრე შემეძლო ჩემ მოკლე დროში
და რახან ნაღდად არ ვიტყუები,
მე ამის გამო არ ვინაღვლებდი,
სანამ...ისედაც... როგორც გინდა...
აქაც... სხვაგანაც...


დევნა

ვიცი,
რომ კვალში ჩამიდგები,
მდევ და ბოლომდე დამედევნები და
სივრცეებშიც თან გამომყვები...
მაგრამ არასდროს არ დაგნებდები, _
შენ წინ არასდროს დავეცემი და
შენც ვერასდროს ვერ მომიხელთებ...
და მერე ჩემზე გულაღრენილი,
გაჯავრებული
(რახან გავრბივარ,
არ გიჩერდები, არ გეჩოქები და
სისოცხლესაც არ გევედრები)
საკუთარ თავს
(შენ ხომ ბევრი ხარ, ნაირ-ნაირი)
უხმოდ, ბოღმით ჩაეძიები:
"აქა ყოფილა... ხედავ,
რა მძიმე გზებით უვლია,
ჩვენთვის რომ თვალი აეხვია,
ბილიკები გადაეხლართა..."
"აქ, ამ ხის ქვეშ შეჩერებულა,
სიგარეტი მოუწევია... აგე, მისი
დანის და ფიქრის ნამტვრევები..."
"ამ სიმაღლეზე,
ამ კოშკთან როგორ ამოვიდა,
დრო ცოტა ჰქონდა...
დაჭრილია,
აი, მისი სისხლის წვეთები..."
"ტყვია შიგ ღვიძლში მოხვედრია, _
სისხლს ფერით და სუნითა ვცნობ..."
"ჩემია, ჩემი დაჭრილია,
ნატყვიარზე ლურჯი ბალახი დაუდია,
დაუფენია..."
"აქვე, წყლის პირას ჩამხობილა,
ბალახია გადათელილი,
სისხლის გუბეა... მერე ამდგარა,
მოწყვეტილი წელიც მძიმედ
აუთრევია... ისევ წასულა..."
"ეგ ვინ არი, ვინა ყოფილა,
რამდენის თავი ჰქონია და შეძლებია..."
"სად გამექცევა!..
სად მიდის ნეტა...
თუმცა მაინც ვერ გადარჩება,
დაჭრილია, იქნებ დავეხსნათ,
მაინც მოკვდება..."
"არა. რას ამბობ, დევნა _ დევნაა,
და მე ბოლომდე მაინც გავყვები,
მერე რა, რომ დაჭრილია, _
ყველასა ჰყავს თავის მკურნალი და
ალბათ მასაც ეყოლება..."
"შორს ვერ წამივა,
ნაკვალევი _
ჩაწვეთებული სისხლის წვეთები
ჯერ კარგადა ჩანს...
იქ იქნება, უფრო მაღლა ავიდოდა,
აჰა, მწვერვალიც!.."
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აჰა, მწვერვალიც:
_ აქამდე მაინც ამოსულა,
მოუღწევია,
მაგრამ აქედან სად გამქრალა,
კაცი ჩიტი ნაღდად არ არი,
ფრთები გაშალოს...
საით წასულა?!.
ეს არც მე ვიცი და
არც _ თქვენ და
არც _ არავინ...


* * *
შენ იცი, _ ამ დღეს ქარი წაიღებს
და ხვალინდელიც _ ძველი ქარია
და მაინც ცდილობ გაიხანგრძლივო
შენი ცხოვრება, _ ანომალია.
და გვიან ღამით იხსნი სახეებს,
რომლებსაც დილა გაძლევს თვალებით,
შენც ართმევ, მეტი რა დაგრჩენია,
მაინც სავსე ხარ ქვეყნის ვალებით.
რა გვიან ქრება ილუზიები,
ციხე-კოშკები _ ბუშტები საპნის...
დარჩენილი ხარ დროსთან პირისპირ,
ისიც არ იცდის, კარებს გიფხაჭნის...
დაფხაჭნოს ანდა გააღოს სულაც,
ვისთან ყოფილა ის გულმოწყალე?!
მაინც დაგცინებს, _ ახლა თუ არა,
არ დაგივიწყებს, _ გააღებს მალე...
მაშინ ეს გულის ეზოც აიღოს,
შენ რომ გეგონა აუღებელი,
შენი იტვირთოს ტვირთი ფიქრების
არ დაგიტოვოს ერთი მხლებელიც...
აიღოს... ისე ვამბობ ამ სიტყვას,
თითქოს ვმართავდე დროის გუნებას,
თან კარგად ვიცი, მის ყულაბაში
არა დევს სევდა არც _ მოგონება...
(და აღარ ვიცავ თამაშის წესებს
(დღიდან დღემდე ხომ საუკუნეა)
და გავურბივარ დღეებს, ჩემ მწყემსებს
საუკუნეში ხომ _ უკუნია...)


მენავე

მენავე, მიდი, მომალოცინე,
ამ ნაპირიდან სხვა ნაპირები,
პურს გეფიცები, არ მაღელვებენ
არც დარები და არც ავდარები,
გული დამწყდება, არ შევასრულო
წინამორბედის დანაბარები...
ამქვეყნად სტუმრად საკუთარ თავთან
მე არ მოვსულვარ, რას გამოველი?!.
არც მივაჭედებ ხელს ქავის კართან
მტრისას, დახვრეტილს ყინვით, ქარებით...
ერთ დღეს აქედან ისედაც წავალთ
უკურნებელი გარდაცვალებით...
და დრო წაიღებს წლების სხვაობას _
სხვა არაფერი მოეთხოვება,
თაობა ისე შეცვლის თაობას,
ვერც კი მოასწრებს გამოთხოვებას...
ვიცი, ასეა, და არ მჭირდება
სისხლში ნალესი დანის პირები...
გული დამწყდება, სხვას მივაბარო
ნათქვამი სიტყვა, დანაპირები...
მიდი, მენავე, მომალოცინე,
ამ ნაპირიდან ის ნაპირები.


გაგრა

იდაყვი _ მუხლზე.
ნიკაპი _ იდაყვზე.
ორივე მუხლზე _
სისხლი ბავშვობის...
ყურება ზღვაში,
ყურის გდება
წყალქვეშა ხმების...
ჩრდილების ჯვარი და
მონატრება
ნელი ჩურჩულის:
"გესმის... ყვირიან?.."
"არა, მე ვფიქრობ...
ეს... ზღვა ხმაურობს..."


დუმილი

მე მინდა, რომ გითხრა...
შენც გინდა, რომ გითხრა...
მე მინდა, რომ მისმინო...
შენ არ გინდა, რომ მისმინო...
დღე იბერება,
ქოლგა წაიღე,
იწვიმებს, კარგო...
მე კი ლუდს დავლევ, _
შენ მოსვლას ვერ დაველოდები,
რახან მარტო ვარ და
სიმარტოვის არც მეშინია
და არც _ მრცხვენია: _
მინდა ქუჩაში დავიძინებ,
მინდა _ ბაღში ანდა
სულაც არ დავიძინებ, _
ფეხზე ვიდგები...


... გამოვედ

ღმერთო, შემინდე და მაპატიე
ჩემგან ჩემი მახლობლების
ღამისთევა, გულისტკივილი...
ახლა მე სახეს ჩამოვიბან და
შევეცდები,
როგორმე შევძლო შეუძლებელი, _
დავიბრუნო
ადრინდელი და ძველი სახე,
პირველყოფილი.
მაგრამ რა ვუყო თვალებსა და ტვინს _
სევდის ყულაბებს,
ამოვიღო, გავრეცხო და
ძველ ბუდეებს დავუბრუნო?
წავშალო სევდა და
ხვალინდელი უკეთესით
გავინავარდო?
(ხვალემ _ ხვალისა, ჩემო კარგო,
მე ასე ვიცი)
რატომ გონიათ, რომ იტყუები?!.
შიგნით, თავისთვის გონიათ და
ასე ფიქრობენ,
ალბათ თავისი ჯერათ კიდეც,
ღმერთმა შეარგოთ, _
ამას მათი სიმართლე ქვია...
თავ-თავისი უმეცრება შეგვინდე,
ღმერთო!
ამიტომ სახეს ჩამოვიწურავ და
მოვიცილებ ამ სახე-ნიღაბს და
სიკვდილამდე ისევ დავლევ
ძველისძველ ღვინოს და
მეყვარება კვლავ მეგობრები,
გავხდები ისევ მხიარული და უკეთესი,
გავალ თბილისში _ ჩემ სოფელში, _
რომელიც, ვიცი,
ადამიანი ნაღდად არ არი
(არც მე ვარ, არც _ შენ, სხვა რომელიმე
სახე პეშვით ჩამოიწუროს),
მოიბანოს ახალი სახე,
წაშალოს სევდა, დაიბრუნოს
ძველი იერი,
რომელიც მე
მდინარიდანაც კი დამინახავს...
არ მინდა სხვისი შთაგონებით,
აღფრთოვანებით გადავიღალო.
მე ჩემიც მყოფნის:
რახან ისევ რეკენ ზარები _
მორევიანი მწვანეა მტკვარი და
მხართეძოზე წამოწოლილი,
მთაწმინდა იქნევს თავის ქედის კუდს
და ვერაზე, დიდუბეში,
საბურთალოზე
მიმოფანტულან საფლავები
ძმების სახლები...
ვინ თქვა, რომ წვიმა ფარავს ნაკვალევს,
არ ირეცხება ნაკვალევი _
(სიგარეტი _ ყვითელი ფილტრით,
ქალი _ პომადით,
რევოლვერი _ კაცით და
სიცოცხლე სიკვდილით და ა. შ.) _
ადგილზე რჩება, მე ასე მჯერა.
როგორც ეს მიწა,
თბილისი და ვარსკვლავები
და იქვე მთვარე...
გთხოვ, ჩემო უფალო,
ერთხელ კიდევა თქვა:
ლაზარე, გამოვედ გარე!
ლაზარე, გამოვედ გარე!


მაშინდელი
სახსოვრად ვახტანგ მამალაძეს

ახალი დრო და ძველი ღვინო...
იგივე მიწა და ვარსკვლავები...
მე დაკარგულზე აღარა ვნაღვლობ,
მე მხოლოდ ძმების დამრჩა ვალები...
და სევდის ჩრდილის, რომელმაც ჩემში
გაანავარდა ეკლის ფესვები,
სავსე ვარ ეკლით, სავსე ვარ ქვებით
და აღარ მესმის წყალქვეშა ხმები...
დაძველდა დრო და დაძველდა კაციც.
ორივე გაქრა ნისლით ბურული...
მხოლოდ წვიმა ჩანს, ჩვენი სახლები,
სველი თუნუქით გადახურული...


პიუ
ბორხესის თემა

ყელის გამოჭრა, სახრჩობელები,
სისხლით გამტყვრალი ხომალდები,
ოქროს ძიება, წანწალი ზღვებზე,
აბორდაჟები დაუსრულებლად...
ყველაფერ ამას მარადიულ
სიბნელეში, წყვდიადში ხედავ
მეხსიერების ხილული თვალით,
რომელსაც უკვე წარსული ქვია...
მომავალი აღარ არსებობს და
სხვას ვერაფერს ვერ დაინახავ,
განგებას შენთვის არ მოუცია
მზისა და ოქროს ყურების ნება _
მხოლოდ ხანდახან, იშვიათად
ხურდის ჩხრიალი თუ ჩაგესმება...
სიავისა და სიბოროტისგან
გაგიჟებულმა,
მარტომყოფმა და დაფურთხებულმა,
ჩხირი თითებით და ბნელი გულით
გინდა იხსნა მომავალი, _
რომ ოქრო მაინც გაიგონო _
შენი მზე მაინც ოქრო არის,
ეგ არი შენი ბედისწერის
შავი ნიშანი...
და დაყეფილი, აკიდებული
უბნისა და ქვეყნის ძაღლებით,
ბრმა ავაზაკი ადგახარ შარას.

6 - 19 მაისი 2011 "ლიტერატურული გაზეთი"

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Sat Sep 10, 2011 12:25 am




წიგნის დასახელება – "ხეტიალი"
ავტორი – გიგი სულაკაური
მხატვარი – ლაშა სულაკაური
ISBN 978-9941-9190-5-3
კატეგორია – პოეზია
გამომცემლობა – "ქართული ბიოგრაფიული ცენტრი"
გამოცემის თარიღი – 2011
ყდა – მაგარი, გადასაკრავით
გვერდების რაოდენობა – 256
გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ანოტაცია – გი­გი სუ­ლა­კა­უ­რის პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი "ხე­ტი­ა­ლი" -ქარ­თუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცენ­ტ­რის" მი­ერ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. გი­გი სუ­ლა­კა­უ­რის ლექ­სე­ბი პირ­ვე­ლად, კრე­ბუ­ლის სა­ხით, 1995 წელს და­ი­ბეჭ­და, სა­ხელ­წო­დე­ბით "საგ­ნე­ბი თოვ­ლ­ში". მას მოჰ­ყ­ვა "ზო­დი­ა­ქოს ბორ­ბა­ლი", "კე­დე­ლი", "ხე­ე­ბი, ბი­ჭი და სხვ...", "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის გა­სა­გო­ნად"; ასე­ვე მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი "მე და ჩე­მი ლი­ზა" და "თა­მა­ში რე­ვოლ­ვერ­თან", რო­მე­ლიც 2008 წელს და­ჯილ­დოვ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ით "სა­ბა", რო­გორც წლის სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი. გი­გი სუ­ლა­კა­უ­რის ლექ­სე­ბი კრე­ბუ­ლის სა­ხით, ათ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ცა და ის ავ­ტო­რის რჩე­ულ პო­ე­ტურ ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Thu Dec 20, 2012 11:25 pm

გიგი სულაკაური

გაუგზავნელი წერილი მეგობარს
(ჩანახატი)

ჩემო ძმაო, მე მსმელი კაცი ვარ.
მაგრამ ტოტალური გაგებით, მაინც არ ვიცი, რას ნიშნავს თეთრი ადამიანისათვის სასმელი... ალკოჰოლი...
არ ვიცი, რას ნიშნავს აღმოსავლეთის ხალხისთვის "შავი აბები". კიპლინგი ასე უწოდებს თავის ერთ-ერთ მოთხრობაში ოპიუმს.
არ ვიცი, რას წარმოადგენს შავკანიანისთვის მაგია.
არც ის ვიცი, ესკიმოსებისთვის და სხვა ყინულის ადამიანებისთვის თუ არსებობს რაიმე "გამთიშველი" _ ჩაუხედავი ვარ.
მაინც მგონია, რომ სასმელი უფრო უნდა აწყობდეთ, "ყინულოვან" მაგიაზე, პირადად მე, ნაღდად არაფერი მსმენია.
ეს ყველაფერი, "აბებიცა" და "მაგიაც" და ალკოჰოლიც შესავალია, უვერტიურა, მზადებაა იმ საშინელებისკენ, რომელსაც დასასრული ჰქვია. დასასრული _ სიკვდილი: _ ჯოჯოხეთი! დასასრული _ სიკვდილი: _ სამოთხე! თუმცა არავინ უწყის "მიღმა" რას ნიშნავს, რას ეწოდება.
ვინ იტყვის, იქიდან ახლახანს დავბრუნდი, იქაური ჰაერით და ხემსით დავნაყრდი და
სიტყვაზე მენდეთო... იქიდან არათუ ზღაპრებში, სიზმრებშიაც არ ბრუნდებიან...
რატომ გვეშინია, რა დაგვიშავა ამ სიკვდილმა?! ის, რომ არავის მოვენატრებით და არავინ მოგვენატრება? აღარ შევხვდებით ნაცნობ, საყვარელ ადამიანებს, საგნებს, ცას, მზეს და მიწას, _ ყველაფერს, რაც და ვინც და რომელიც ძალიან ხშირად ნერვებს გვიშლიდა?! ან გვღლიდა ან გვაღიზიანებდა ან ერთი სული გვქონდა, უბრალოდ მოგვეკლა?! მთავარია _ ჩვენ არ განვიცადოთ დისკომფორტი. ჩვენი დისკომფორტი ხომ (ამას წყალი არ გაუვა!) სხვის სიცოცხლეზე ბევრად აღმატებულია...
ხომ გვიფიქრია, წარბშეუხრელად როგორ მოვკლავდით ადამიანს, ხელის ერთი დაკვრით გავაქრობდით, დავივიწყებდით და ილუზიურ შვებასაც ვიგრძნობდით; სხვისი `დანგრევის ხარჯზე~ თავსაც სიამოვნებით მოვიკლავდით და სულსაც მოვითქვამდით... ჩვენი ნამცეცა ტვინები `ცოტა ხნით~ მაინც დაისვენებდნენ, გუნებაში იტყოდნენ: `აჰა, ეგეც თქვენ, რაც გინდოდათ, ხომ მიიღეთ კიდეც?!.~ შვება... დაღამებიდან _ გათენებამდე...
და ვინ მეტყვის, რომ ხშირად ღამე სიკვდილზე უარესია?! ალბათ ის მეტყვის, ვისაც ტვინი აქვს და გონების ფუღუროში სინდისთან ერთად ნერვებსაც ანავარდებს.
ისიც ხომ გვითქვამს, _ წავალ, ჩემ გემოზე გადავიკარგები, ერთი თქვენიც, ყველაფერი
ფეხებზე მკიდია! შვება: _ გაქცევაში... ალკოჰოლში... აბებში... მაგიაში... სიყვარულს _ არა! მიტევებას _ არა!.. არა _ თითქმის ყველაფერს, რაც არ გვსურს და არ გვინდა და რახან არ გვინდა, არც დავიჯერებთ, თუნდაც 10000-ჯერ შემცდრები ვიყოთ... ღრმად დარწმუნებულებიც ვართ, ამ ოხერი `ტკბილი~ არას~ ნებისმიერი პოზიციითა და მდგომარეობით... ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი `არა!~ და `მინდა!~ იდენტურია, ყოვლად უზნეო და ჯიუტი სინონიმებია...
არ გეჩვენება, რომ ეგოიზმის მძაფრი სურნელი ახლავს ჩვენს მსჯელობებს და ქმედებებს და თუნდაც სრულიად უმტკივნეულო, `შეუმჩნეველ~ და კატასავით ფრთხილ მოძრაობებს?!.
დავიჯერო, მეც მკვდარი გოჭივით ვიქნები, ~დეზერტირების ბაზრის~ დახლზე რომ დევს რიყის ქვასავით? იქნებ მიწაში ჩაჭედებული ადამიანები ვიღაცისთვის მკვდარი გოჭებია, რა იცი?! იქნებ ჩემი კუბო მუყაოს ყუთია, რომელშიც ხაჭაპური დევს და ისევ მე შევექცევი?! ჰო, საკუთარ თავს შევექცევი, გასაკვირი არაფერია, განა მუდამ ასე არ იყო?!. ადამიანები უხსოვარი უპირატესობა მიანიჭო (თუ მესამე იპოვე, უკვე `სხვა~ ხარ, ყველაზე მაგარი, `დამანგრეველი~ და ყველაზე უბედურიც).
სიკვდილი არ არის საშინელება, სიკვდილი პარალელურ სამყაროში დაუსრულებელი
ხეტიალია...
მე ახლა სუბიექტური ვარ და ბევრს ვლაპარაკობ. არადა, შემეძლო მხოლოდ ერთი ცნობილი წინადადება `მესესხა~ ერთი ცნობილი კაცისგან: რომ მაინც `ყველა ქრისტეა, ყველას ჯვარს აცვამენ...~ ერთხელ გკითხე: `გოგია, დავიჯერო, რომ `მერე~
აღარაფერი არ არის-მეთქი?~
შენც ჩვეული პირდაპირობით მიპასუხე: `არა, შენ წარმოიდგინე, აღარაფერი... დროიდან საკუთარი სისხლითა და ხორცით იკვებებიან...
გავკარი ფილოსოფიას, არასოდეს მჯეროდა არც ჩემი და არც სხვისი `სიბრძნეებისა~ და არც არასდროს დავიჯერებ. ადამიანებს ერთადერთი _ სიმარტოვის ფილოსოფია აქვთ, მეტი არაფერი... მეგობრობა _ სიმარტოვეა, სიყვარული _ სიმარტოვეა, ოჯახი _ სიმარტოვეა და თუ არ დაგეზარა ჩამოთვლა, ყველაფერიც... ეს `ნიჟარაში~ გამოკეტილი კაცის სიბრძნეა _ არ შემეხო, სანამ ნებას არ მოგცემ, რომ შემეხო... მეტი რაღა ჩამოვთვალო, ან რა საჭიროა _ `უცნობი მიისწრაფის უსასრულობისაკენ~. სიმარტოვის
უსასრულობა წრეა, რომელზეც თვითონვე გამუდმებით, შეუჩერებლად მოძრაობს და რახან გულმავიწყობაც ადამიანის ერთ-ერთი `აუცილებელი~ თვისებაა, ამ წრეს ბევრჯერ გაივლის და ბევრჯერ ნანახს თავიდან, როგორც უახლესს, ისე კითხულობს... ჯანდაბას იქით, უსასრულობა!..
შეიძლება სწორია ეს ყველაფერი, შეიძლება _ მცდარი, ან რთულია, ან _ მარტივი. ისე რა, _ არ არის, აქ ორი უკიდურესობაა, მხოლოდ ორი ადგილია _ პირველი და მეორე და ძნელია, რომელიმეს აღარ არის, `მერე~ ამთავრებს ყველაფერს...~
ეჰ, ჩემო გოგია, შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ, შე უღმერთო. მაგრამ არის, უეჭველად არის! იმიტომ, რომ ახლა ასე მინდა, ანუ არ მინდა, მკვდარი გოჭი ვიყო `დეზერტირების~ დახლზე და რამდენადაც ვიცი _ შენც არ გინდა, ძმაო... ცხოვრება, ბიჭო, სხვა სიღრმეებისთვის გვამზადებს: შეუძლებელია, გონიერ კაცს სული არ ქონდეს, შეუძლებელია, მან პარალელური არ მოინახულოს, მარტო მიწის `განაყოფიერებით~ არაფერი გამოვა, კარგო...
თანაც სასუქის მეტი რა არის ამ დალოცვილ პლანეტაზე?!. რაღა მაინცდამაინც ბუნებრივი...
თანაც, მგონი, ჩვენც ჯერჯერობით ადამიანები გვქვია, გარეგნულად მაინც...
და არავის არაფერი შეეშალოს და არ წამოცდეს _ რაღაც ეგოიზმში მოიკოჭლებ ამ ბოლო დროსო...
დიდი მადლობა ეჭვისთვის, ჩემო ტკბილო მეგობარო! შენ ერთ-ერთი გონიერი
კაცი ხარ, ვისაც ამქვეყნად შევხვედრივარ _ მიყვარხარ და ნაღდ ძმად მეგულები.
არ იფიქრო _ სანტიმენტალური გავხდი. ამ შემთხვევაში ობიექტური ვარ, ისევე, როგორც შენ და ეს ობიექტურობა და ბევრი კარგი და უკეთესი შენგან შევითვისე...
გოგია, ძმაო, რაზეც ახლა ვლაყბობ _ ორი, შვიდი, ხუთასი სიტყვა არაფერიც არ არის _ წყალია და ჰაერია და ხელში გაცრილი ქვიშაა... მე კი არ ვკვდები, ბიჭო, მაგრამ მომინდა, უშენოდ შენთან ერთად ვიფიქრო და ვიმოგზაურო, შენთან ერთად უხმოდ ვიჯდე და უბრალოდ, სიტყვის გაუღებლად ვუსმენდე ჩვენს დუმილს...
ამასაც თავის მუღამი აქვს, დამეთანხმე, ძმაო...
როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, ხანდახან მომიგონე ხოლმე, მეტი არაფერი მინდა! გითხარი, სანტიმენტალური არა ვარ-მეთქი. მაგრამ ეტყობა, სადღაც ჯურღმულის
განაპირას მაინც ვარ და... მე მეცინება და, ალბათ, სასაცილოც არის, არა, ბიჭო?!.
შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ არც სიცილის და არც ტირილის არ მეშინია!
მე `ცოტათი შევძელი~ვყვარებოდი მეგობრებს, ქალებს და, რაც მთავარია, ბავშვებს.
არ ვიპრანჭები, მიგრძვნია ეს მე და ამიტომაც გეუბნები... ვფიქრობ, ეს უკვე მიღწევაა, ერთი ცხოვრებისთვის მაინც...
ამბობენ, რომ ადამიანის გაგება რთულია.
ვყვარებოდი-მეთქი... სიყვარული გაგება არ არის _ გრძნობაა, იცი შენ ჩემზე უკეთ და უკეთ და მე `სხვაგან~ იმ გაგებით წავალ, რომ გოგიას ერთხელ მაინც გავუგე, ან თითქმის გავუგე და რაღაც კიდეც დავიმსახურე. რაღაც: შენი ყურადღება, შენი `თვალი~ არასდროს მომკლებია, ძმაო...
ძალიან ბევრი რამე მინდოდა მეთქვა და მომეყოლა, მაგრამ რას იზამ, გზიდან გადავუხვიე და `სიბრძნისმფრქვეველად~ ჩამოვყალიბდი. ეს კი ჩემი `წერილის~ გეგმებში არ შედიოდა... ისევ: რას იზამ, კაცები სამყაროსავით ყოველდღე, ყოველწამს ვიცვლებით, თანაც, ყველა სიკეთესთან ერთად, უცნაურებიც ვართ და თანაც ჩვენი უცნაურობა ჩვენზე არ ყოფილა დამოკიდებული...
ჩემ ძველ სტრიქონებს შეგახსენებ, ოღონდ ერთსა გთხოვ, არ იფიქრო, თითქოს განდიდების მანიამ შემიპყრო. ასე: `...სულ დამავიწყდა, რომ სამყარო წამში იცვლება...~
და კიდევ: `...რამ დაგვავიწყოს, რომ თვალებში ჩვენ უძველეს სქესს სევდა უდგას დაბადებიდან...~ და კიდევ: `...ეს რა კვალია? ჩემია, ჩემი ნაფეხურია, ამ გამომხმარ, შავ ძაღლს რომ მისდევს დაბადებიდან... დაბადებიდან...~
ხედავ, რა შეიძლება მოჰყვეს `სიბრძნისმფრქვეველად~ გარდაქმნას, ჩემო გოგია?!
იმედია, არ მიწყენ, გოგიას რომ გიწოდებ, ასე უფრო `მემარჯვება~...
ერთხელ ჩემ ძველ სადარბაზოში, ჩვენ კართან ასეთი წარწერა გაჩნდა: _ კარგი ხარ, არჩილ, რა ვქნა?!
ჯვარი გწერია!
მეც გეტყვი: _ კარგი ხარ, გოგია, რა ვქნა?!
ჯვარი წერია უკლებლივ ყველას: _ ადამიანო, კარგი ხარ, რა ვქნა?!..
...და, მიყვარხარ, სამყარო!..

"ლიტერატურული გაზეთი", # 82, 21 სექტემბერი - 4 ოქტომბერი 2012
http://www.culture.gov.ge/misc/topic/1348739264.pdf
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 6:24 pm

გიგი სულაკაური

ათარბეგოვის ქუჩის მონსტრები

ყველაფერი უთოვლო ზამთრის, ძია ვანოსა და ათარბეგოვის ბრალია. თოვლი რომ ყოფილიყო, შინიდან ადრე გამოვიდოდი, „დარიალთან“ მარჯვნივ გავუხვევდი, გიმნაზიის ბაღში შევჩერდებოდი და გავერთობოდი კიდეც. მაგრამ არ თოვდა, შინიდან გვიან გამოვედი, ეზოში კი ძია ვანომ შემაჩერა.

მეც აჩემებული ტრასის ნაცვლად, მოკლე გზით — ათარბეგოვით წავედი სკოლაში და თავის ქალას ტრავმაც მივიღე, — ვიღაც ტუტუცმა დედაკაცმა შეშის ნაპობი მოისროლა ქუჩაში.
მერე ძალიან დიდხანს მაწვალებდა ამაზე ფიქრი, ძალიან დიდხანს ვიძიებდი, დედამიწის რომელი სახელმწიფოს, რესპუბლიკის, ტომისა თუ კლანის სპორტულ თამაშებს ეკუთვნის III სართულის ფანჯრიდან მყარი საგნების სროლა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა. იქნებ ჩემთან ერთად თქვენც დაფიქრდეთ და დასკვნაც გამოიტანოთ: ერთხელ მეგობარი მოვინახულე საავადმყოფოში (საავადმყოფოს გვარსა და სახელს არ დავასახელებ). გარეთ გამოსულმა ჩრდილში შევისვენე, ძალას ვიკრებდი — ივლისის მზის ადუღებული ასფალტი უნდა გადამეცურა. ზუსტად ამ დროს დაიწყო შეჯიბრი სროლაში. თითქმის ყველა ფანჯრიდან სეტყვასავით წამოვიდა ჭურვები: მაწვნის ქილები, პლასტმასის ბოთლები, სიგარეტის ნამწვები და ცარიელი კოლოფები; ატმისა და ქლიავის კურკები, დაგრაგნილი რენტგენული ფოტოები, ანუ ადამიანთა ნეკნები, თავის ქალა, ხელ-ფეხი, ხერხემალი და ლავიწები. ძველ წინდებში გამოკრული მძიმე, გაურკვეველი საგნები, ერთჯერადი შპრიცები, თეფშები, ჭიქები და ჰიგიენური პაკეტები; მოფრინავდა წნევის აპარატი, „სუდნოდ“ სახელდებული ღამის ქოთანი, ფონენდოსკოპი, სკამის ფეხი და ამოღებული კბილი...

ისროდნენ ყველანი: ავადმყოფები, სანიტრები, ექთნები, ექიმები, პროფესორები და დოცენტები. სროლას საერთო ყიჟინა და გამამხნევებელი შეძახილები ახლდა, მაგრამ ყველა ჭურვი ვერ აღწევდა მიზანს — მოპირდაპირე პოლიკლინიკის ყრუ კედელს. ან „გრანატა“ იყო მჩატე, ანდა მსროლელი — ძაბუნი და დავრდომილი.
„ეს მოთელვაა, ნამდვილი შეჯიბრი ნასადილევს დაიწყება, მეგობარო“, — მომიტრიალდა იქვე მდგარი უცნობი, — „შენ მერე უნდა ნახო, კრაოტებსაც ისვრიან ხოლმე“... აბა, მეტი რა გითხრათ, როგორ აგიხსნათ, მეც სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ ეს ჩვენი, ეროვნული სპორტის სახეობაა...
უთოვლო ზამთრის ცივი დილაა. პლანეტაზე „ცივი ომი“ მძვინვარებს, სსრკ-ის სატირულ-იუმორისტულ ჟურნალში „იმათ“ კარიკატურებს ცხვირზე, თითებსა და სხვა მგრძნობიარე ორგანოებზე ლოლუები ჰკიდიათ და სიცივით ცახცახებენ; ტერეშკოვა-ბიკოვი გაშმაგებულები დაქრიან შავ კოსმოსში, ჩვენს ეზოში ძია ვანო ფუსფუსებს და მე სკოლაში მივდივარ, — საშინელი დროა!..
ბატონყმობა ძალიან დიდი ხნის გადავარდნილი იყო, მაგრამ ძია ვანო, შინდის კერკივით გამხმარი და დამჭკნარი კაცი, მაინც ეზოს მოურავად მუშაობდა. თანაც ისეთი შესაშური გულმოდგინებით ასრულებდა ნაკისრ მოვალეობას, მის შეხედვას არაფერი სჯობდა. ოღონდ ვერ გეტყვით, ვინ დაადგინა ამ თანამდებობაზე — რაიკომმა, აღმასკომმა თუ ქალაქის საბჭომ, წარმოდგენა არა მაქვს.

შეიძლება სულაც თავად დაიდგინა თავი ამ საპატიო თანამდებობაზე, გასაკვირი არაფერია.
იმ დილით მოურავი სახანძრო სტენდთან ტრიალებდა. გახუნებულ, საღებავდაბერილ ადგილებს დანით ფხეკდა და თავიდან ღებავდა. მთელი ინვენტარი — ცეცხლსაქრობი, ვედრო, ლომი — დამჭკნარი სახე და ხელები უკვე შეეღება და ახლა „შემოქმედებით წვას“ განიცდიდა — ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხევდა, სტენდს შეათვალიერებდა და საეჭვო ადგილს წითელი საღებავის სქელ ფენას დაადებდა. მოკლედ, დაბერებულ ტომ სოიერს ჩამოჰგავდა, ოღონდ ტომს იმ ცნობილი მესერის შეთეთრებისას ათასი თაღლითური აზრი უტრიალებდა თავში, ძია ვანო კი სტენდის შეწითლებით ალალად ტკბებოდა და მთელი ძალით იხარჯებოდა.
როგორც კი შემნიშნა, თავისი ბოლქვებიანი თითით თავისკენ მიმიხმო. ცოტა არ იყოს, შევშინდი, რამე არ დამავალოს-მეთქი. მაგრამ მე არც ვაშლს შევექცეოდი და თანაც ძია ვანო ამ ყოვლად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემნაირ ღლაპს როგორ ანდობდა?! უბრალოდ ენა ექავებოდა და უაზრო შეკითხვები დამაყარა, — როგორ ვსწავლობ, შინ რა ამბებია, სწავლა უფრო მიყვარს თუ გავლა და ა.შ.
— შენ ბურთაობაც გეყვარება! — მითხრა დაეჭვებულმა.
— დიახ, ძია ვანო...
— ძაღლები? ძაღლები თუ გიყვარს?
— ძაღლებიც მიყვარს, ძია ვანო...
— ეე, შენ რა გესმის ძაღლებისა! იცი, რა რჯულბარსა მყამდა?! ვერც იტანდა ვერავის! აი, შენი ტოლა ბიჭები რო ბურთაობდნენ, მიეპარებოდა, ბურთს წაართმევდა, გაუხევდა, დაუფსამდა, დაუკურკლამდა და ეგრე მიუგდებდა... ეე, ხალხი ბოროტია, შვილო, გეუბნევი და დაიხსომე, მომიწამლეს მაგ დამპლებმა, მეორე ეგეთი ძაღლი აღარა მყოლია...
ძია ვანო დადუმდა, დანაღვლიანდა.

ჩემი აზრით, რჯულბარსა მოაგონდა და ჩუმად გაცლა დავაპირე, მაგრამ ვინ გაგიშვა; ძია ვანომ მორიგი, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი შეკითხვა დამახალა:
— აბა, შენ თუ ჭკვიანი ბიჭი ხარ, მითხარი, ისინი იქ რატო არიან?
— ვინ ისინი, ძია ვანო?
— აი, კოსმონავტები, რა, — თან წითელი საღებავით დასვრილ ცერს ზურგს უკან ისე იშვერდა, თითქოს ტერეშკოვა-ბიკოვის ტანდემი ტატიშვილებთან იყვნენ მიწვეული დილის ჩაიზე.
მხრები ავიჩეჩე, რაც არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხნა.
— ღჯცვბხტცრჯტ ჯგკჯლჯნდჯჰტყბტ^ \'რც-გტ-ჰბ-ვტყნ! — იდუმალი ხმით დამარცვლა ძია ვანომ, მერე ჩემს გაკვირვებულ თვალებს შეხვდა და დააყოლა, — ეე, შენ ჯერ ბალღი ხარ, რას გაიგებ, წადი, წადი, სკოლაში არ დაგაგვიანდეს, თორე დედა გაგიწყრება! — თან ბებრულად, მაზალოდ ხითხითებდა.
მივდიოდი ათარბეგოვით და ვფიქრობდი, მონსტრების რომელ გვარსა და სახეობას ეკუთვნოდა ძია ვანო. ტრაქტორიძიასათვის ძალიან ჩია ჩანდა, არც ბუა ეთქმოდა, ბუა მკაცრი, ბოროტი და დაუნდობელია, ბავშვებისა და პოეტების ხორცი უყვარს, კაციჭამიაა... ალბათ გუდიანი კაცია-მეთქი, დავას¬კვენი ბოლოს. ყველაზე თავქარიანი და მსუბუქი ყოფაქცევისა გუდიანი კაცი მეგონა.
....................
ჩემ გარდა ქუჩაში ტატიშვილების სეტერი და თავგადახოტრილი, ჯანიანი ბერიკაცი მოძრაობდნენ. ბერიკაცს რკინის საწოლის ჟანგიანი ბადე გაედო ბეჭებზე. რაღა თქმა უნდა, შეშის ნაპობი სამიდან ყველაზე იღბლიანს, ანუ მე მერგო.

ხომ უნდა გამემართლებინა ჩვენში გავრცელებული ცნობილი გამონათქვამი, — ყველაფერი ამას უნდა დაემართოსო! კიდევ კარგი, სქელი ქუდი მეხურა და ოდნავ გამკრა, თორემ შეშის ნაპობი პირდაპირ რომ მომხვედროდა, უეჭველად შუაზე გამაპობდა. თუმცა, ჩემს გასათიშად ის გაკრულიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა...

როცა ამოვყვინთე, ჟანგიან ბადეზე ვიწექი, გული მერეოდა, ცალი თვალით როგორც წყალქვეშ, ისე ვხედავდი და ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა გარდასულ მოვლენებზე. ბერიკაცი რატომღაც ერთ ადგილზე ხტოდა, მუშტებს ცას უშენდა და ხაფი ხმით გაჰყვიროდა რაღაცას კეთილ ხალხზე, სისხლზე, რძესა და ძუძუებზე.
რა უნდა, რამ გადარია-მეთქი, არეულად ვფიქრობდი. ასეთი გამძვინვარებული ბერიკაცი მანამდე არ მენახა. თანაც ყოველი მისი ამოძახილი ჩემს მაჯისცემას ემთხვეოდა, დუღდა, სკდებოდა და საშინელი ხმაურით მაწყდებოდა შუბლისა და კეფის ჯებირებზე. მეტი აღარაფერი მახსოვს, — ისევ ჩავყვინთე...
...............
თვალდახუჭული ვწევარ საწოლში.

მუქ იისფერ ბინდში წითელი, მწვანე და ცისფერი ლაქები და წერტილები ჩნდებიან და მაშინვე უჩინარდებიან — გაუთავებლად მეორდება ერთი და იგივე. ოთახში დედაჩემი და უცნობი ქალი ხმადაბლა საუბრობენ.
„ანგელოზივით სძინავს... ღმერთო, ეს რა დამემართა!... ალბათ ძალიან ცელქია, არა?..“ — უცნობი ხმა, როგორც მერე გავიგე, ტუტუც დედაკაცს ეკუთვნის.
„ალბათ, — გაურკვევლად პასუხობს დედაჩემი, — მაგრამ იცით, უფრო ცნობისმოყვარეა, ვიდრე ცელქი, აბა, ამის ადგილზე სხვა ვინ ისკუპებდა და შეუშვერდა თავს იმხელა კუნძს“...
.......................
ჩემი გულუბრყვილო თანაკლასელები ჯგუფებად, რაზმებად და წარჩინების მიხედვით დაყოფილები მოდიან და საჩუქრად პინგ-პონგის ბურთები მოაქვთ.
— ქუჩა სავსეა მოულოდნელობებით, — ბრძნულად ვუხსნი ამხანაგებს, — დამიჯერეთ, მთელი ერთკვირიანი გამოცდილებით ვიცი, რასაც გეუბნებით... — სიტყვებს ნელა, გაჭირვებით წარმოვთქვამ, მინდა, კარგად შეიგნოს ყველამ, რომ ტრავმირებულ ადამიანთან აქვთ საქმე.
— გელამ თქვა, თავი ისე შეეჭეჭყა, პინგ-პონგის ბურთი თავისუფლად ეტევაო, — რაღაცნაირი შურით და სინანულით ამბობს თენგო და კიდევ ერთ ბურთს მაწვდის.
— დებილი ხარ, ბიჭო? თქვენ ჩემი თავი კონსერვის ქილა ხომ არ გგონიათ?..
გელას წყალობით პირველივე დღეებში 307 ახალთახალი და რამდენიმე ნახმარი ბურთი დამიგროვდა. ეჰ, ბურთებს ვინღა ჩიოდა, 10000-მა ყოვლად აბსტრაქტულმა სატკივარმა დაიბუდა ჩემს არსებაში. ვიწექი ლოგინში და ბურთებზე ფერადი ფანქრებით ვხატავდი თვალის ფსკერის გაბაცებას, ქალას შიდა წნევებს და 9998 დარჩენილ უცხო და უცხო საკვირველებას.

სხვა გზა არც მქონდა, ყველაფერი მეკრძალებოდა, — წიგნების კითხვა, ტელევიზორი, სიარულზე და „ბურთაობაზე“ ხომ კრინტიც არ უნდა დამეძრა, მაგრამ ფილმების ნახვას შიგადაშიგ მაინც ვახერხებდი, ოღონდ მაშინდელი ფილმები ომზე, უცხოელ ბოროტ ჯაშუშებსა და მამაც საბჭოთა მზვერავებზე იყო, არ გვქონდა ფართო არჩევანი.
ძნელი ზამთარი გავათრიე. ბოლოს, როგორც იქნა, გაზაფხულდა და ადგომის ნებაც მომცეს. მაისის ერთ წვიმიან დღეს ჩვენი აივნიდან კონსერვატორიის სახურავზე გადავძვერი და ყველა ჩემი ბურთი საწვიმარ მილში ჩავუშვი. თავიდან მილი გაიჭედა, მერე მთელ სიგრძეზე გაიბერა, დაიქუხა და ქვემეხივით დაუშინა გაფერადებული ბომბები ქვაფენილს. თავი პირატთა კანონიერი იზრაილ ჰენდზი მეგონა, თანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთებზე დახატული ყველა სატკივარი წვიმის წყალს გავატანე, შინ ბოლომდე გალუმპული და ნასიამოვნები დავბრუნდი. იმავე საღამოს მაღალი სიცხე მომცა და ალბათ ზედმეტად შთამბეჭდავი დღით შთაგონებულს რატომღაც რუსულ-გერმანულად მაბოდებდა: „ახტუნგ“, — ვიძახდი თურმე, — „რუკი ვერხ, პადლეც!... აუსვაის!...

აგონ, — პლიი!..“
მეორე დილით მამაჩემის კაბინეტში საოჯახო და საექიმო კონსილიუმი შეიკრიბა. სამწუხაროდ, დაწვრილებით ვერ გაგაცნობთ ამ მეტად საინტერესო შეხვედრის ნიუანსებს, — აღარ მახსოვს, თანაც, მგონია, მიზეზზე უფრო განაჩენია მთავარი:
„ზღვაზე მიდიხართ“, — მითხრა იმავე საღამოს მამამ, — „დიდი ხნით მიდიხართ, ასეა საჭირო...“.


"ლიტერატურული პალიტრა", თბილისი, 2005, N1(4), გვ.65-66

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 6:30 pm

გიგი სულაკაური

ნაბიჯები ნასესხებში


რამე უნდა მეღონა, რაღაცით მაინც უნდა გამემხნევებინა ნაწვალები ალმერა. ჩამოვხსენი ბაბუამისის პორტრეტი და ვაჩუქე.

თანაც ვუთხარი, პორტრეტზე ვინც იყო გამოსახული. ალმერას სურათისთვის არც შეუხედავს, იღლიაში ამოიჩარა და გასვლისას სასხვათაშორისოდ მითხრა:
_ ხო, მართლა, ზონაზე გავიგე, ალბერტას გვამი უპოვიათ. როგორც იტყვიან, გაურკვეველ ვითარებაში. ოთხი ჭრილობა ჰქონია მიყენებული დანით, ყველა სასიკვდილო... დაბრედილი იყო, რა. იმ ცხონებულ ასლანგირეის, კარგად მახსოვს, სამი ბიჭი ჰყავდა, ერთი თვითონაც, გამოვიდა ოთხი, ჰოდა, ეგრე აიღო აბაროტი. შვილების დაფიცება ადვილი არ არის, ძმაო...
_ როგორ ფიქრობ, ღმერთის სწამს ეშმაკს? _ მეკითხება ოქრო.
_ არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.

ალბათ, უფრო ეშინია, ვიდრე სწამს.
_ მე მწამს...
_ შენ რა, ეშმაკი გგონია თავი?
_ აბა, რა ჯანდაბა ვარ, ბიჭო, როგორც მე ვიცხოვრე, ისე ყველაზე დამპალი ეშმაკიც ვერ იცხოვრებს...
შემეცოდა ოხერი ოქრო, ასეთი ადეკვატური წარმოდგენა რომ ჰქონდა საკუთარ პიროვნებაზე.
რუსეთის მივარდნილ სოფელში რაღაცის წამოსაღებად ვიყავით ჩასულები. ოღონდ რა უნდა წამოგვეღო, არ ვიცოდი, ოქროს საქმეებში არასოდეს ჩავრეულვარ. მე ჩემი გასაჭირები მადგა. უბრალოდ მთხოვა და მეც ჩვეულებისამებრ მივქარე და წამოვყევი.
ძალიან ლამაზი ადგილები იყო: უზარმაზარი, ფართო და მდორე მდინარე კბოდეებით, მდინარეზე გადგმული აბანოებით, შორი ბებერი ტყითა და რაღაცნაირი, რუსული სოფლისათვის დამახასიათებელი სევდითა და სიმშვიდით. გაშლილ ველზე ცხენები ძოვდნენ; შეიძლება არც ძოვდნენ და მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება. მოშორებით ჟამისაგან განაცრისფრებული ხის ულამაზესი საყდარიც მოჩანდა.
შავ, ძველებურ ხის ხატაში მიმიყვანა ოქრომ. აქ გავჩერდებით, მითხრა, შეიძლება ორი-სამი დღეც კი დავრჩეთ.

სახლში დუსია და ნორა ცხოვრობდნენ _ დედა-შვილი. ორივე სიჯანსაღეს და სისუფთავეს აფრქვევდა. ოთახში ცნობილი რუსული «პეჩკაც» ედგათ, დაქარგული ფარდებიც ეკიდათ და საწოლებზე ბალიშების პირამიდაც აღემართათ. ჰყავდათ ცხენი, უჯიშო ძაღლი და უამრავი ფისუნიაც.
ეზოში შესვლისთანავე უნებურად შევჩერდი, იმდენად გაკვირვებული თუ დაინტერესებული სახეები ჰქონდათ ცხოველებს და ისეთი გულმოდგინებით გვამოწმებდნენ, გვათვალიერებდნენ და სულში ჩაგვყურებდნენ, რომ შევკრთი. პირველად მაშინ მივაქციე ყურადღება ცხოველთა მზერას და მივხვდი _ ანგარიშგასაწევია.
_ მოდით, _ გვითხრეს ქალებმა, _ სახლში შემოდით.
ჩვენც შევედით და რაღაცები ამოვალაგეთ ჩანთებიდან: ძეხვი, ყველი, სიგარეტები, ლუდი და არაყი. და ოქროს, როგორც სჩვეოდა ხოლმე, მაშინვე გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და გაუჩინარდა.
_ მალე მოვალ, არ მოიწყინო, _ მერე უცნაურად შეხედა ქალებს და გაეცინა, _ ძალიან ნუ გათამამდები, იცოდე, ყველა წვენს ამოგწრუპავენ...
წავიდა ოქრო და სამი დღე არ გამოჩენილა. შევრჩი ქალებს, მათ ცხოველებსა და «სოლნიშკოს».

ვერაფრით დავადგინე, რა აზრი ძევს ამ მოფერებაში...
«მზე აპოლონი მისდევდეს დაფნას...» თითქმის გამუდმებით ვიწექი ხან ერთთან, ხანაც _ მეორესთან და ოქროს ველოდებოდი. სხვა რა უნდა მექნა, სოფლის ღირსშესანიშნაობებს ხომ არ დავათვალიერებდი?! გულში ოქროს ვაგინებდი და გულზე ვსკდებოდი, _ ჩემს გეგმებში არ შედიოდა ღვთისგან მივიწყებულ ხუტორში ცხოვრება.
ქალები მივლიდნენ, ბოლომდე მემსახურებოდნენ და ცხენებივით სვამდნენ. ჩვენი მიტანილი სასმელი იმავე ღამეს გათავდა და თავიანთი მღვრიე, მაგარი «სამოგონი» გამოიტანეს. ისიც თვითონ დალიეს, მე არა ვარ რახის ტრფიალი და მოყვარული. თანაც ოქროზე დაბოღმილს არავითარი ზეიმი და ქალები არ მაღელვებდა და არ მჭირდებოდა, მაგრამ თავს ნაღდად ვერ შევირცხვენდი.
ოქრო სამი დღის მერე ვიღაც რუს ბიჭებთან ერთად მოვიდა. ტალახში ამოსვრილი ოთხკარიანი «უაზი» ლამის სახლში შემოაგუგუნეს. შოფრის გარდა ყველა მთვრალი, ამღვრეული და აფორიაქებული იყო.
_ ჩქარა, ბიჭო, წავედით, ვერ ავაწყვე რაღაცები.

ჩქარა, დაანებე ამ ოხერ ჩანთებს თავი, დროზე უნდა გავასწროთ...
_ რა მოხდა, ბიჭო?
_ მერე, სხვა დროს, მანქანაში გეტყვი...
ვერც მანქანაში და ვერც სხვა დროს გავიგე, რა მოხდა. სოფლიდან კი «გავასწარით», მაგრამ ტრასაზე გაგვაჩერეს ძაღლებმა, 700 მანქანა ჩაგვიყენეს, ავტომატიანი ბრგე ბიჭები დაიზლაზნებოდნენ, პოლიციელები, ხელების გადაგრეხა და პირქვე გაწოლა, ვიღაც ტიპები. მოკლედ, როგორც ფილმებშია ხოლმე, _ თავი გამოუსწორებელი «პრესტუპნიკი» მეგონა.

(დაუმთავრებელი რომანი, დასურათებულია გიგი სულაკაურის ნახატებით)


"ლიტერატურული პალიტრა", თბილისი, 2006, N1(16), გვ.21-26, - N2(17), გვ. 26-30, - N3(18), გვ. 43-48

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 6:33 pm

გიგი სულაკაური

თამაში რევოლვერით

ვისხედით და ვსვამდით.
მე და ვიღაც კაცი ვისხედით.
კაფე თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ მაინც ჩემ მაგიდასთან დაჯდა, ბოდიშიც მოიხადა. ვიფიქრე, დავიბრიდე, ახლა ალაპარაკდება, შემაღონებს-მეთქი და, მოვტყუვდი, ხმა საერთოდ არ ამოუღია.
მე ნიკუშას ველოდებოდი.
"მოვა ნიკუშა და სხვაგან გადავჯდებით, ანდა ვნახავთ, რა შეიცვლება..."
ასე ვისხედით და ვსვამდით. მე არაყს ალუბლის წვენს ვაყოლებდი. უცნობიც არაყს სვამდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, არაფერს აყოლებდა.
კაფე იაფფასიანი იყო. იაფფასიანი იყო სასმელიც და სიგარეტებიც. ჩუმად ვისხედით, ვეწეოდით და ჩვენსას ვფიქრობდით, ერთმანეთს არ ვაწუხებდით. თან ქუჩაში ვიხედებოდით. ფანჯრიდან მეყვავილე მარუსა მოჩანდა. წვრილად ცრიდა და ყვავილები ძალიან მკაფიოდ ჩანდა ქუჩის ფონზე. თუმცა სისველე ქუჩას, სახლებს და გამვლელებსაც ამკვეთრებდა.
კაფეში თამბაქოს კვამლი და ყავის სურნელი იწვა. ამ ყველაფერთან ერთად სწრაფად საღამოვდებოდა და როცა დიასახლისმა შუქი აანთო, მე მომეჩვენა, რომ დაბნელდა.
ჩუმად ვისხედით და ვსვამდით. მაინც, ყოველი შემთხვევისათვის.
თეთრი მწარე და უგემური, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. მე მსიამოვნებდა და რაღაცნაირად ვიცოდი: - სიამოვნებდა უცნობსაც და ყველას, ვინც აქ შემოაფარა თავი.
მაგრამ იაფფასიანი, მაინც იაფფასიანია.
მაგრამ ეს ჩემი კაფე იყო.
ჩემი ქალაქის, ჩემი უბნის კაფე.
ქალაქი კი უკვე ღამეს უწვებოდა.
მერე უცნობი წავიდა. უცებ წამოდგა, მადლობა მითხრა და წავიდა.
მერე ნიკუშაც მოვიდა. წვერმოშვებული, გამხდარი, ყავარჯენსდაყრდნობილი ჩემი ძველი მეგობარი.
აჭარული ხაჭაპური, ალუბლის წვენი და არაყი შევუკვეთეთ.
- მოყევი, - ვეუბნები ნიკუშას, - მე ხომ არაფერი არ ვიცი... როგორ მოხდა...
- საინტერესო არაფერია...
- მე მაინტერესებს. ხომ იცი, რომ მაინტერესებს, მაინც არ მოგეშვები.
- კარგი, რა, ბიჭო, ოთხი თვეა არ მინახიხარ... თანაც იმდენჯერ მოვუყევი ბიჭებს... მომბეზრდა, დამიჯერე, მომბეზრდა.
- რა გინდა, დაოსტატებულხარ მოყოლაში, გაგიადვილდება.
- ჰო, რახან შენ იტყვი... მოდი, ჯერ ვივახშმოთ, მერე ჯანდაბას, მოგიყვები.
მანანას აჭარული ყველაზე გემრიელია მთელ ჩვენ უბანში. არა მარტო ჩვენ უბანში, ასეთი გემრიელი ხაჭაპური ბათუმშიც არ გამისინჯავს. სერიოზულად განაყრებს ერთი ცალი, - უზარმაზარი ნავია, ორკვერცხიანი და დაბრაწული. მანანას პროფესიული სინდისი აწუხებს, - ცუდს არაფრით შემოგთავაზებს. აჭარულის გარდა, ნებისმიერ კერძს ხუთიანზე აკეთებს. პირადად მე ხუთბალიან სისტემაში ათიანს დავუწერდი.
კაფეში ტყავის შავ, გრძელ ლაბადებში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი შემოვიდა. ფეხსაცმელებიც "მოდური" ეცვათ - ასევე შავი ტყავის, უწვეტიანესი და არააქაური. ფეხსაცმელებში თითები და ქუსლები იკითხებოდა. გოგოს ტყავის საყელოზე ვეებერთელა, თეთრი გიპიურის საყელო ჰქონდა გადაფენილი. ჩვენ პირდაპირ, მგონი ერთ სკამზე დასხდნენ. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
- ნიკუშ, გინდა ექსპრომტი?
- მიდი, ძმაო, შენთანა ვარ.
- კაფე "ისანი". გოგო ცისანა. სქესი - კესანე. თან ახლავს მგოსანი - ნაზარდი სოსანი. ერთი აქვთ მიზანი, არ უნდა მისანი. ჭირდებათ ქესი, მანქანა "ნისანი" ან "მერსედესი". დრონ იყვნენ შუღამისანი...
- ეგ ცინიზმია, ბიჭო.
- არა. ეს ფაქტია. შეხედე მათ ანთებულ თვალებს და მძიმე ქუსლებს. გალაკტიონი ზუსტად ასეთი ქვების ქუსლებით აპირებდა დაყრდნობოდა პოლუსებს.
- შენი საშველი არ არის. ისევ ისეთი ხარ, როგორიც დაგტოვე, ცოტა უარესიც კი გამხდარხარ. რატომ "ისანი", ეს "მწვანე" კაფეა. თუ მწვანეს ვერ რითმავ...
- ისინი ისნიდან არიან! მათთვის ნებისმიერ კაფეს "ისანი" ჰქვია.
- აი, ამიტომ მიყვარს კაფეში დაბარებული საკუთარი თავი. ჩემი ნიჭიერი და ცინიზმით აღსავსე ძმები რა დროს და როგორ выкидыш-ს მომართმევენ, ჩემთვის ყოველთვის გაურ­კვეველია ხოლმე... ის ბიჭებიც ისნიდან იყვნენ, ან თემქიდან, ან ნახალოვკიდან, ან ელიადან... ელიელებიჰ! აბა, რა მოგიყვე, კოტე, ბუკიას ბაღში ვიჯექი, მარტო ვიჯექი. სამი დღის თოვლი იდო თბილისში და ისევ თოვდა. ციოდა, მაგრამ ვერც სიცივეს ვგრძნობდი და ვერც ვერაფერს. იმ დღეებში არ ვიყავი ჯიგრიანად, ერთკვირიანი "ზაპოი" მქონდა აკიდებული, წინასაახალწლო. იმ დღეს კი 40 000 კბილი მტკიოდა, 70 000 სხვა ორგანო და ერთიც - სული. ბაღში ბავშვები, მათი მშობლები და ძაღლები თამაშობდნენ. თოვლის კაცები, ციგებით სრიალი, გუნდაობა... თემა: - დღე თოვლიან ბაღში, ხომ გესმის...
"ძაღლებსაც უხარიათ თოვლი!" - ასეთი ბრძნული აზრები მომდიოდა თავში. აუზის ბაგეზე პირდაპირ თოვლზე ვიჯექი. იღლიაში დერმატინის "პაპკა" მედო, მაგრამ არც მიფიქრია პაპკაზე დაჯდომა. ვიცოდი, ცოტა ხანში თოვლი გადნებოდა, ტრაკი დამისველდებოდა და ჩაფსმულს დავემსგავსებოდი. ეგეც ფეხებზე მეკიდა, განძრევის თავიც არ მქონდა, დაბრედილი ვიყავი. ხალხი მაშინებდა, ბიჭო. მერე ვიღაც ბავშვი მომიახლოვდა, რაღაცას მეტიტინებოდა. ძმობას ვფიცავარ ერთი სიტყვა მაინც თუ გამეგოს. ამასობაში "ადიდასებში" გაზმანული ბერიკაციც დამეცა, მაგრამ ნათესავური კავშირი რომ ვერ აღმოვაჩინე მათ შორის, ცოტა დავმშვიდდი.
- ყმაწვილო, არც ისეთი პატარა ჩანხარ სამყაროსთვის, თოვლზე ჯდომის ნება რომ მისცე თავს! - ჩემგან განსხვავებით, ის ჩემის ბერიკაცი ნაღდი ბრძენი აღმოჩნდა. შენ იცი, სიტყვის გამო ცხრა მთის გადავლა არ მჭირდება ხოლმე. არაფერი მითქვამს, ბერიკაცის "სატოპკე" უპასუხოდ დავტოვე, აღვიკარვე, მგონი, იდიოტურად გავუღიმე კიდეც და გავეცალე. ქუჩის გადაღმა კახელების მარნისკენ წავედი, ის ჩემისები ახალ წელსაც ვაჭრობენ, არც აღდგომაა მათთვის, არც მარიამობა და არც გიორგობა. ეგენი კახელები არ არიან. იტყუებიან. ჭაჭის გამო იტყუებიან.
- მე არა ვარ იქ ნამყოფი.
- არც არის საჭირო. ხუთ საფეხურს ჩაივლი და ნესტიან, ბინძურ და მყრალ სარდაფში აღმოჩნდები. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე გაკრული შემზარავი ტრანსპარანტია: - ნისიები არ გაიცემა! მაგრამ არ უნდა დაიჯერო, იმიტომ, რომ გაიცემა. ჩავედი, მყრალი ჭაჭა დავლიე და ძლივს ამოვასწარი. იქვე მდგარი ბიჭების ფეხებთან ამერია გული. აღარც ღვიძლი შემრჩა და აღარც - ელენთა.
- "აბაროტი"! მოგცა, ძმაო? კარგია! მიდი, მიდი, არ მოგერიდოს, ვის არ მოსვლია ეგეთები, - მითხრა ერთ-ერთმა.

ამ ბიჭებს შორიდან ვიცნობდი, ბახტრიონელები არიან. რატომღაც უდიდესი გაგებით მოეკიდნენ ჩემ "აბაროტს". მერე ფრაზის ავტორმა ვინმე გურამმა ვინმე გელა გააგზავნა ვინმე ლუიზასთან.
ვინმე გელამაც გათლილი ორასგრამიანით რაღაც ჟღალი სითხე მოარბენინა.
- დალიე, კანიაჩნი სპირტია, ნელა დალიე. აპრობირებულია, ძმაო, ნუ გეშინია, ამათ ჭაჭას კი არა გავს...
მეც დავლიე, ნელა, სვენებ-სვენებით, თან ვფიქრობდი, ეხლა მოვკვდები-მეთქი, მაგრამ არაფერი მომსვლია. ჭიქა დავუბრუნე, მადლობა ვთქვი და წამოვედი.
- კარგად იარე, ძმაო, მრავალ ახალ წელს! - გზაში დამაწია გურამმა.
არც მივტრიალებულვარ, ხელი ავწიე და ასე დავემშვიდობე. ის სპირტი ნაღდი დოპინგი აღმოჩნდა, უბნიდან ლაღიძემდე ერთი ამოსუნთქვით მივედი და გზაში ერთი ნაცნობიც არ შემხვედრია. მერე მოვტრიალდი და ხერხეულიძეების სახლამდე შეუსვენებლად ვიარე. უნივერსიტეტის ბაღშიც იგივე ხდებოდა, რაც ბუკიაზე, ციგაობდნენ, გუნდებს ისროდნენ. ისეთი ჟრიამული იდგა, რომ გიგის ლექსი გამახსენდა: - უცხო ბავშვები თამაშობდნენ მისთვის სრულიად უცხო თამაშებს...
"ჩემზეა ნათქვამი". - გავიფიქრე მაშინ და გამეცინა. გითხარი, ცუდად ვიყავი-მეთქი. იმ კონიაკმაც ვერ მიშველა, მეჩვენებოდა, რომ ჩამოვედი ჩემ ქალაქში, შორიდან, რაღაც საშინელი ჯურღმულიდან გამოვაღწიე, პირველადა ვარ აქ, როგორც სიზმარში ისე ვმოძრაობდი და ვუყურებდი ყველაფერს... ძლივს გავაჩერე ტაქსი და სახლში წავედი. ჩემთან გათიშული თენგო დამხვდა. ოთახში უაზროდ დაყანყალებდა, ყველაფერს ეჯახებოდა და უცნობ ენაზე მღეროდა... ნაცნობ სიმღერას.
- თენგოს ერთი კარგი თვისება აქვს, ეგრევე იძინებს...
- ხო... თუ ლოგინამდე მიიყვან. თანაც დედაჩემს ჩვენი უზარმაზარი ბროლის გრაფინით ანწლის არაყიც ჩამოედგა. ერთი სამი თითის დადება მაინც აკლდა, წარმოიდგინე თენგოს მდგომარეობა...
- გახსოვს, ბაკურიანში მე, შენ, თენგო, მამუკა, სოსო, გიგი. მაშინ "დუბლიონკები" იყო აუცილებელი. თოვლზე რომ გავშალეთ ნაბდებივით და ზედ წამოწოლილები მზეს ვეშვირებოდით. პურის არაყი გვქონდა დიდი ბოთლებით...
- ხო, ბოთლები თოვლში ჩასობილები. კიდევ სამლიტრიანი ბაკურიანული მალინის თუ მაყვლის კომპოტი. კარგი დრო იყო... მოკლედ, თენგო როგორც იქნა, დავაწვინე, ბატინკები და შარვალი გავხადე, სქელ პლედში ჩავუთბუნე ფეფუნები, ტაკუნები და გვერდუნები. მომენტალურად დაიძინა.
- ხომ გითხარი.
- ხო... მერე მეც გამოვიცვალე შარვალი და წინდები, პაპკა ამოვიჩარე და წამოვედი.
- რა ჯანდაბად გინდოდა, ის ოხერი საქაღალდე?
- შიგ ძია არჩილის წიგნები მეწყო. გიგის უნდა შევხვედროდი და ვფიქრობდი, დავუბრუნებ-მეთქი. კიდევ კარგი, თან მქონდა... გიგის ვალოდას ჯიხურთან შევხვდი და ეგრევე ჯაჯგური დამიწყო, - ჩემთან ავიდეთ, ღვინოცა მაქვს, კონიაკიც, ვისკიც, გენიალური სადილიცო, - მექაჩებოდა... ნეტა წავყოლოდი...
- წაყოლოდი მერე, ვინ გიშლიდა, რატომ არ წაყევი?
- რა ვიცი, ხომ გითხარი, არ ვიყავი გუნებაზე, არაფრის ხალისი არ მქონდა. ვიდექით იმ ჟანგიან ჯიხურსმიყუდებულები და ვეწეოდით. გიგი რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა, რატომღაც ჩემ ფსიქიკაზე ვფიქრობდი, - ღვთის მადლით, საღი მაქვს-მეთქი. ახლა უკვე ეჭვი მეპარება...
- არ დაგიმალავ, ნიკუშ, მეც მეპარება ეჭვი...
- ამ დროს მოვიდნენ, ბიჭო, შინდისფერი, დანჯღრეული მოსკვიჩით მორახრახდნენ. ჩვენგან ათიოდე მეტრზე გააჩერეს და გადმოლაგდნენ, - უშანკები, ბეწვის პალტოები, გაუპარსავი როჟები... უიშვიათესი ეგზემპლარები... ერთი იმხელა იყო, აღტაცებას ვერ ვმალავდი. პირდაპირ ჩვენ დაგვადგნენ, ერთი ნაბიჯით უკან, ნახევარწრედ დაიკავეს პოზიციები. ცოტა ხანი ასე ვიდექით, ერთმანეთს ვათვალიერებდით. მე და გიგი დავიბენით, ბიჭო, ხან ერთმანეთს გადავხედავდით, ხანაც იმ იდიოტებს. მერე ყველაზე დაბალი და პუტკუნა - ეგ იყო ატამანი, - გამოეყო თავის ოქროს ურდოს და მე მომიახლოვდა. მყრალი და მთვრალი გახლდათ ეგ ჩემისა, თუმცა ყველანი ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მეუბნება, შე განდონო რატომ მითხარიო...
- ვინ იყო, ბიჭო?
- შენ ძმობას ვფიცავარ, პირველად თუ არ მენახოს. ვინა ხარ, ძმაო, შევეკითხე და უცებ შაჰ აბას მირზას ხანჯალივით მოკაუჭებული ბებუთი გამიძრო. ისიც კი გავიფიქრე, გრიბოედოვივით ამქნის, ამის დედა მოვტყან-მეთქი. ამ დროს გიგი დაებაზრა: - ვახ, ბიჭო, რა ბებუთია, ერთი მათხოვე, რა, დავათვალიერებ, ეგ ციხეში გაკეთებული ჩანს, მე კიდევ იქიდან ძმები მიგზავნიან ხანჯლებს, კოლექცია მაქვს, ვაგროვებო... არ ავარდა ის ჩემისა. გიგი ამბალამ გაიყვანა, რაღაცას ელაპარაკებოდა და თან ქანაობდა, ისიც მთვრალი და ძალიან "აპასნი" იყო. სხვა ბაბუინები უხმოდ იდგნენ და ეშმაკმა უწყის, რა აზრები მოსდიოდათ ნამცეცა ტვინებში. ის გასიებული ნაბიჭვარი კი შეკითხვას "ნასტირნად" მიმეორებდა და ბებუთსაც ცხვირწინ მითამაშებდა. ველოდებოდი, როდის გამომიქანებდა და გამომიქანა კიდეც. პაპკა დავუხვედრე და დარტყმა ავატანინე. რაღაცნაირად ბებუთი წიგნებს შორის გაეჩხირა, ხელიდან გაუსხლტა და თოვლში ჩავარდა. ამას ნაღდად არ ელოდა ის იდიოტი და სანამ რამეს მოიფიქრებდა, გაყინული დერმატინი ხელუკუღმა ავაწანი ცხვირ-პირში. ისეთი ტკაცანი გაისმა, მგონი ნუცუბიძის პლატოზე გაიგეს. ავაწანი და მოვკურცხლე. ნაფეხბურთალი ვარ და გეპარდის სისწრაფით გავრბოდი, როგორ დამეწეოდნენ?! პუტკუნა და კიდევ ერთი გამომეკიდნენ, ამბალა და სხვები მანქანით გამოაწვნენ. ბულდოგას გასტრონომამდე ვირბინე. ჩემდა ბედად, ყველანი იქ დამხვდნენ, - ჩუდა, ვოვა, არმაზა, ტუჩა, ბულდოგა. კიდევ ვიღაც ორი რაიონელი ბიჭი, - სტუმრები...
- გიგის რომ რამე დამართოდა? იმ ამბალას რომ დაეჭრა, ან წიხლებით შედგომოდა, გიფიქრია ეს ოდესმე? მე შენ გეტყვი, ვერ მოერეოდა...
- გიგი საღად აზროვნებს, შენ კი არა გგავს. ანალიზიც ზუსტი გააკეთა, - ნი­კუშამ ვიღაცას შე განდონო უთ­ხრა, მერე გაულაწუნა და გაიქცა. ვიღაცა - გოიმია, უფრო სწორად განვითარების სულ ქვედა საფეხურზე დგას და აუცილებლად გაეკიდება ნიკუშას, მას ნიკუშა ჭირდება და არა მე. გასიებულის მეომრები განვითარების უფრო დაბალ, ნულოვან საფეხურზე ანუ მიწაზე იმყოფებიან და უეჭველად გაყვებიან ბელადს. თანაც მძევალი, მძევლის დასჯა აბსტრაქციაა, უცხო და მიუღებელია მათი ტვინის ნამცეცებისთვის. დაახლოებით ასეთი რამე გაიფიქრა გიგიმ, აღარ განვავრცობ, არ არის საჭირო... ამიტომ გიგი ნელა, აუჩქარებლად მოვიდა, თან იღიმებოდა, - უკვე კარგ გუნებაზე ბრძანდებოდა, რატომღაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჩვენები ადგილზე დაგვხვდებოდნენ.
- მერე რა მოხდა?
- არაფერი. გიგის ვიღაც მხატვრები გადაეყარნენ და იმ ღამის მერე აღარც მინახავს. ჩათვალა, რომ კარგ ხელებს ჩააბარა ჩემი თავი. წიგნებიც კი არ წაუღია.
"მერე გამოგართმევ. ან შენ აიტანე, რა, ჩემებს არ იცნობ თუ როგორ არის ჩვენი საქმე?!" - მითხრა და წავიდა.
- ისინი, იმათ რა უყავით?
- ხო, ისინი... "შერიგების" საახალწლო, მწარე ალიყურებით და პანღურებით დავასაჩუქრეთ. მოქმედება იქვე, თაღებში განვითარდა. დრინები, კასტეტები, იარაღი და ტანკები არ გამოგვიყენებია, არც გვქონდა და არც იყო საჭირო. მხატვრებსაც შევთავაზეთ თითო პანღური ამოეკრათ ახალი ძმაკაცებისთვის, მაგრამ უარი გვტკიცეს. პუტკუნამ საზეიმო ვითარებაში საზეიმოდ გადმომცა თავისი ბებუთი.
- აკი, თოვლში ჩაეცაო?
- ჩაეცა და არა დაიკარგა-მეთქი. წამოკრიფა, ეგეთები არაფერს კარგავენ, ნუ გეშინია. გიგის ვუნახავ, როცა შევხვდები, წიგნებსაც დავუბრუნებ და დანასაც ვაჩუქებ... ამბალამ კი სულ ძალის-ძალად მოგვაჩეჩა მანქანის გასაღები, - იკატავეთ ბიჭებო, გილოცავთ ახალ წელსო, სახლიდანაც მაგიტომ წამოვიყვანე, ტკბილად რომ დამებერებინეთო... ძმობას ვფიცავარ, მათ დასჯას თუ რამე შვება მოეტანოს ჩემთვის... ახლაც არ ვიცი, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, რომელი პარალელური სამყაროს ფსკერიდან ამოყვინთეს. თბილისელებიც არ ჩანდნენ...
- მაგათ მოქმედებას "სალდატცკი პრიჩინა" ჰქვია. ძალიან შორს კი წამოსულან სანადიროდ, მაგ ჩემისებს საკუთარ სამყაროში აეხადათ სკალპები, გადარჩებოდნენ სილაქებს და პანღურებს.
- ხო, რა ვიცი. ვიარეთ იმ დამპალი დრანდულეტით, მერე სახლებიდან ყველამ რაღაცეები წამოვიღეთ და ბულდოსთან ავედით. იმდენი საჭმელი და ნაირ-ნაირი სასმელი დაგვიგროვდა, მთელ უბანს დავანაყრებდით და დავათრობდით.
- მანქანას რაღა უყავით?
- ბუჯის სახლთან საბოლოოდ აფეთქდა და იქვე დავაგდეთ. მე მგონი, აღარავის გახსენებია. დიდი ეჭვი მაქვს, იმათაც მოპარული ქონდათ...
ნიკუშამ მოიწყინა, ზედიზედ უხმოდ დალია ორი ჭიქა არაყი. მაშინ შევნიშნე, - თმა და წვერი გაჭაღარავებოდა. ახალი და მარადიული ნაოQჭებიც გასჩენოდა სახეზე.
- იქაც ვერ გავძელი, ბიჭო, ძმებთან ვერ გავძელი... ერთი ბოთლი თელიანი, ერთი მუკუზანი და ერთიც შამპანური წამოვიღე და წამოვედი. ვალოდიასთან გადავწყვიტე მისვლა. ხომ იცნობ ვალოდიას?
- არა. რაღაც არ მახსენდება.
- Хволодя, ბიჭო, ვალოკორდინი.
- არა, ნაღდად არ ვიცნობ.
- თბილისელი რუსია, ჩვენი ბიჭია. თბილისში ხომ ყველა უბანს ყავს თავისი Хволодя. დოლიძის ზედა ჯურღმულებში ცხოვრობს. გიგის სახლის უკან რომ პატარა ვაენი გოროდოკია, იქ მუშაობს, დარაჯია. თანაც ქეშია და ჩვენებურ შავ ღვინოებზე ჭკუას კარგავს. შეიძლება ბარიგობს კიდეც, თუმცა ვალიკოს ეგ მხარე ჩემთვის ბნელითაა მოსილი... შეიძლება ვცდები და ალბათ ვცდები კიდეც, ღმერთმა ქნას.
- პაპკას გადაურჩენიხარ, ბიჭო, დაგიფარა უფალმა...
- ხო... Хволодя-ს ბუნაგში ტახტი, ორი სკამი და მაგიდა-ტუმბო უდგას, სხვა არაფერი ეტევა, ერთი ციცქნა ოთახია. ტუმბოში იდეალურად სუფთა ჭიქებს, თეფშებს და დანა-ჩანგალს ინახავს, საათობით რეცხავს ხოლმე ეგ ჩემისა, ავადმყოფია. ტუმბოს ქვედა განყოფილება ტარიანებისთვისაა განკუთვნილი. ხო, კიდევ სპირალის ღუმელი დგას, ეგაა მთელი მისი ავეჯი და ავლადიდება...
- რა არის, რა "გარადოკია" ან რა ოთახია, ასეთს რას დარაჯობს ეგ ჩემისა...
- არაფერი, ДКП-ა... ვალიკოს ტახტთან ორი ღილაკია - წითელი და შავი. შავი აღებს ალაყაფის ჭიშკარს, წითელი - ხურავს. ეზოს სიღრმეში მთავარი შენობაა. როგორც ვალოკორდინმა ამიხსნა, იქ რაღაც საიდუმლო კინოფირებს ინახავენ. სამხედრო, ზამთრის "ტულუპებსაც" ინახავენ და კირზის ჩექმებსაც. რა ვიცი, რას აღარ ინახავენ, შიგნით ისეთი ჩექმის სუნი დგას, სიცოცხლე აღარ მოგინდება. ყველაზე კარგი მაინც ტერიტორიაა, გაზაფხულზე ვაშლები, ატმები და ალუბლები ყვავის, ეტყობა, რუს სამხედროებს უყვართ თბილისური ხილი. ყველაფერი სუფთაა, ალოკილია, ბორდიურები თეთრადაა შეღებილი, ნაგვის მწვანე ურნებზე წითელი ვარსკვლავებია ამოტვიფრული... ეს წითელი ვარსკვლავი კოტემ გააფერადა...
- კარგი, რა, რაში მაინტერესებს...
- შენ არ მკითხე?
- შენც პირდაპირ გეთქვა, ДКП-ა და მეც დავკმაყოფილდებოდი.
- Хволодя-ს გიტარაცა აქვს, ოღონდ ვინ აჩუქა, არ ვიცი, თვითონ ვერ იყიდდა. გიტარის დეკას მრავალი ჭკვიანი და სახელოვანი თავი აქვს გატეხილი, - ერთიანად დაბზარულია. გრიფსა და დეკას შორის პაგონია გაკვეხებული. რატომღაც ერთადერთ სიმღერას მღერის ჩვენი ვალოკორდინი:
სეგოდნია უ ნას სრედა,,
სეგოდნია უ ნას ბედა...
მეტი არაფერი მაგონდება მისი ცნობილი სიმღერიდან. როცა მთვრალი ხარ, მაგრა მიდის ეს სიმღერა.
- როგორი ყავა გიყვარს, ტკბილი, ნახევრადტკბილი თუ უშაქრო...
- როგორიც შენ გიყვარს.
ორი ნახევრადტკბილი ყავა, ერთი "გომი" და ამჯერად ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.
- დავთვრებით, ბიჭო, ამ ჩემი ფეხით როგორ ვივლი?!
- მოგემსახურები, ძმაო, მანქანას ზედ კარებთან მოვიყვან და კიბეებზეც მე აგაცილებ, მეტი რა გინდა, ცოტა ფულ­­საც გაჩუქებ. თუ გინდა, Хволодя-ს შევუაროთ მთვრალებმა, სიმღერას მოვუსმინოთ, გატყობ, მონატრებული ხარ.
- Хволодя ნავოიში გადასახლდა. მთელი სიცოცხლე იძახდა: ია უედუ ვ ნავოიო და აისრულა კიდეც გულისნადები. ერთი თვის წინ წასულა.
- ნავოიში რა ფეხები უნდა, რომელი ბარსელონა ნავოია?!
- მოსაწევთან ახლოს, ძმაო. ეჰ, მუკუზანი მოენატრება ვალიკოს, მაგრამ არა უშავს, გაუძლებს, როგორმე გადაიტანს ამ მძიმე დარტყმას.
- ეტყობა, საინტერესო არსებაა ეგ შენი მითიური ვალოდია.
- ხო, მაზალოა. პურს ფშვნის და მტრედებს და ბეღურებს აპურებს. ამას მის ენზე ოტკარმლივანიე პტენცოვ ჰქვია. ერთი რკინის საწოლის ჟანგიანი ბადეცა აქვს, კაკანათად იყენებს. იცი, რა დახელოვნებული მონადირეა? ყოველდღე 10-12 სულელ ბეღურას და 2-3 შტერ მტრედს იჭერს, სადილი განაღდებული აქვს. ვორობეი ნა ვერტილე და გოლუბ ნა ვერტილე მისი საფირმო კერძებია.
- აკი, ერთი თვის წინ წავიდაო, ისე ლაპარაკობ, თითქოს აქ იყოს... შენ რა, გიჭამია ბეღურა?
- მა რა...
- გაგიჟდი, ბიჭო?
- გიგი ეხუმრებოდა ხოლმე, ხანდახან გალუბინი ან ვარაბინი პაშტეტი მაინც გააკეთეო, მაგრამ რატომღაც პაშტეტს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა ვალოკორდინი...
- იდიოტები ხართ სამივენი!
- ხო, შეიძლება... ერთი სიტყვით, მივედი. იქვე ვართანოვები ცხოვრობენ, გენიალური ხალხია, ვანიკოსაც არ იცნობ?
- არა.
- ხო... ვართანოვებს პურ-მარილი ჩაეგზავნათ ვალიკოსთვის, - საცივი, ღორის მოხარშული ლურთები, წითელი ტყემალი, სასმელი. როცა შევედი, გამტყვრალი Хволодя ტყემლით რაღაც უხამსობას ხატავდა კედელზე. ყალმად ინდაურის ბარკლის ძვალს ხმარობდა.
- ზდრავსვუი ბრატ, ს ნოვიმ გოდომ გულწრფელად გაუხარდა, - Я знал что ты придჲшь, именно сегодня придჲшь, телом чувствовал, блядь буду... у меня сюрпризчик приготовлен... - გადამეხვია.
- გაგიმარჯოს, ვალიკო! - ბოთლები მივაწოდე და ტახტზე ჩამოვჯექი.
- Ты что, раскись, еби еჲ мать, а ну вставай, пошли!
-Куда?
- Туда. К несравненной незнакомке. ჱ потом до утра гулять будем, блядь буду, моя гитара на ходу...
შენ ძმობას გეფიცები, კოტე, არც ქალი მინდოდა და არც არაფერი, მაგრამ ჩემ ქართულ წარმომავლობას ხომ არ შევარცხვენდი?! უკვე ვნანობდი, აქ რომ ამოვყავი თავი. იქით ვართანოვებს ვაგინებდი, აქეთ - საკუთარ თავს. ვალიკომ ერთ კუბოსავით ოთახში შემიყვანა, იატაკზე 10 000 ტულუპი ეყარა და ტყავის სუნად ქოთდა იქაურობა.
- ჳалюха! - დაიძახა იმ ჩემის ვალიკომ, - к тебе гости... მერე მხარზე ხელი დამკრა, გამამხნევა და გაუჩინარდა. ტულუპებიდან კი ჳалюха-მ ამო­ყვინთა. ვიდექი ქანდაკებასავით გაქვა­ვებული და გოგოს ვუყურებდი. სუსტი შუქი იდგა და მეჩვენებოდა, რომ წარბები გაპარსული ჰქონდა, არც წამწამების კვალი ეტყობოდა. ამან მთლად დამბრიდა, უწვერწარბწამწამო გოგოღა მაკლდა ამ დღეს, მეტი არაფერი. ალბათ დილამდე ასე იდიოტივით ვიდგებოდი, ისევ ჳалюха -ს რომ არ "ევაჟკაცა".
- Раздевайся и залезай! - მიბრძანა.
რაც შეიძლება ნელა გავიხადე და შევუწექი იმ ოხერ ტულუპებში, კიდევ კარგი, სულ ახლები იყო. С новым годом, паренჲк! - აშკარად დამცინოდა ის ნაბოზარი. ხმა არ ამომიღია, ჩემთვის ვიწექი და ძალიან

ცუდ ხასიათზე ვიმყოფებოდი, ძმაო. არ ვიცი, მიხვდა თუ ქალურმა ალღომ უკარნახა რამე, შეიძლება შევეცოდე კიდეც, უცებ სულ სხვა არსებად გადაიქცა, - тебе плохо, милый? солнышко, успокойся, - და რაღაც ასეთები დამიწყო. ძალიან ნაზად და ისტერიულად მეფერებოდა. მე კიდევ აღმოვაჩინე, რომ წარბებიც ჰქონდა და წამწამებიც. უბრალოდ ძალიან ქერა იყო.
მერე, სიგარეტები რომ გავაბოლეთ, მეუბნება, - знаешь, у меня ребჲнок будет...
- Какой ребჲнок? - ვერ მივხვდი.
- Мой. Я беременна, дружочек...
დედა, ბიჭო! გადავირიე. მე რომ ჩავიცვი, ალბათ ისეთი სისწრაფით არც ერთ სალაგას არ ჩაუცვამს "პადიომზე". გარეთ გამოვვარდი და უკან იმ ნაბოზარის ხითხითი გამომყვა. როგორ ვერ მივხვდი, ვიძახდი, როგორ ვერ მივხვდი, შენი დედა ვატირე-მეთქი. მაგრამ, კოტე, მუცელი არ ეტყობოდა, თავსაც მშვენივრად გრძნობდა და დაუღალავადაც მესიყვარულებოდა, როგორ უნდა მივმხვდარიყავი?! ამაგდო, ვითომ? რაღაც არა მგონია... Хволодя არ ჩანდა, ბუნაგის კარი ღია დაეტოვებინა, შევედი, წითელ ღილს დავაჭირე და გამოვიქეცი. ოღონდ ჯერ გული ამერია. გიგის ეზომდე ერთი 200-ჯერ მაინც ვარწყიე. გიგის ეზოში ყველა ბინა გაჩახჩახებულიყო - ხალხი ახალ წელს ზეიმობდა, სიმღერებიც ისმოდა და სროლაც. გადავწყვიტე, გიგისთან ავალ, ყველაფერს მოვუყვები, გულს მოვიფხან-მეთქი. მერე გამახსენდა, რომ შინ არ ბრძანდებოდა, შინ კი არა, შეიძლება თბილისშიც არ ყოფილიყო.
სახლამდე როგორ მივედი, ნაღდად არ მახსოვს. ეზოში ბიჭები ქეიფობდნენ, - ბოცით ღვინო ჩამოეტანათ და მწვადს წვავდნენ. უნდა მივსულიყავი და მივედი კიდეც. დავილოცე, ასე ვთქვათ, სხვა რა გზა მქონდა. ცოტა ხანი გავჩერდი, თენგო მოვიმიზეზე და თავი დავაღწიე. რატომღაც მეგონა, ჩემ ოთახში სიმშვიდეს ვიპოვნიდი, ერთი სული მქონდა, ბალიშზე თავი დამედო.
დედაჩემი მეზობლის ქალებთან ერთად "ქეიფობდა". ალბათ ლიქიორს და შამპანურს სვამდნენ, მხიარული შეძახილებით "აგინებდნენ" სატელევიზიო პროგრამას. ლაურას გულიან კისკისაც მოვკარი ყური.
ცოდვა გამხელილი სჯობს, კოტე, ეს ქალი ძალიან დიდი ხანია მომწონს, მარტოხელაა და მარტო ცხოვრობს, შვილი არ აწუხებს, ქმარი და ნათესავები. იმ დღეს დაბრედილი და სულიერად დავრდომილი რომ არ ვყოფილიყავი, ახალი წლის ღამეს ლაურასთან გავატარებდი... რა მჭირდა, არ ვიცი, ძმაო, ეგრე ცუდად არასოდეს გავმხდარვარ... ზაპოისაც ვერაფერს დავაბრალებ, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია... არ ვიცი, ძმაო.
ჩემ ოთახში ტორშერი ენთო. თენგოს ისევ ეძინა, მარჯვენა ხელი, - დიდოსტატის მარჯვენა იატაკზე ჩამოვარდნოდა. და ეს ოხერი, მომეჩვენა, რომ ხელის ნაცვლად უზარმაზარი მარწუხი გამოზრდოდა. ჰალუცინაციებიღა გაკლდა, ნიკუშ-ჯან მეთქი. მთვრალიც არ ვიყავი, ძმაო, ერთი ჭიქა კონიაკი დილით დავლიე, 2-3 ჭიქა ღვინოც - ბიჭებთან, სულ ეგ იყო, რა...
- მე ავანთე, - მითხრა დედაჩემმა, როგორ გამომყვა უკან, ვერ გავიგე, - ხშირად დავხედავდი ხოლმე. რა იყო, - მეუბნება უცებ, - რა მოხდა, შეგემთხვა რამე?
- არა, არაფერი, რა უნდა შემმთხვეოდა. წადი, სტუმრებს მიხედე.
მერე კარი მივხურე, ბატინკები წავიყარე და გაუხდელად შევწექი ლოგინში. ვიწრიალე და ვერაფრით ვერ დავიძინე. თვალებს დავხუჭავდი თუ არა, სამხედრო ტულუპებს ვხედავდი, - ჩიტების გუნდივით მწყობრად, გაურკვეველი მიმართულებით მიფრინავდნენ, მარჯვნიდან - მარცხნივ. ქვევით {დჯკჯლზ და ჳалюха იდგნენ და ყვიროდნენ: - летите голуби, летите... ასე, გაუთავებლად, კინაღამ გავგიჟდი, ბიჭო...
ლოგინში წამოვჯექი და კაპიტანი აქაბის სიტყვები წარმოვთქვი, ოღონდ ჩიბუხისთვის არ მითქვამს, ლოგინს მივმართე: - რა დაგემართა, ჩემო ძველო ლოგინო, ძველებურად ვეღარ მამშვიდებ, მეტს აღარასდროს დავიძინებ-მეთქი. ავდექი, ჩემ აივანზე წინდებისამარა გავედი და სიგარეტი გავაბოლე. თოვლში ვიდექი და ვეწეოდი. უცებ, რამ წამომიარა, ბიჭო, არ ვიცი, სიგარეტი მოვისროლე, მოაჯირს გადავევლე და წავედი. ალბათ ვერასდროს გავიგებ, რა პრინციპით და კანონზომიერებით ჰქონდათ მეზობლებს სარეცხის თოკები დაყენებული. ჯერ ანას თოკებს დავენარცხე, მერე - მაყვალას და ბოლოს ქსენიას თოკებს დავასკდი. ქსენიას გორილა ქმარს ისე დაეჭიმა თოკები, რომ ბატუტივით მისროლა, ერთი ხუთი მეტრით მაინც გადამაგდო გვერდზე. ასე იყო, რა. მოკლედ, გადავრჩი, ბიჭო, თავდებში გამომიშვა იმ შავმა ძაღლმა...
- იდიოტი ხარ!.. ვიდრე მიფრინავდი, მთელმა ცხოვრებამ ხომ არ ჩაგიარა თვალწინ, გამიგია...
- არა, ბიჭო, არ დაიჯერო. მეოთხე სართულიდან მიწამდე ძალიან პატარა მანძილია. მე გულაღმა მოვფრინავდი და ძმობას გეფიცები, მხოლოდ ერთი რამე გავიფიქრე, - ბიჭებს რა ვუთხრა, რა პსუხი გავცე-მეთქი. არც დედაჩემი გამხსენებია და არც სხვა ვინმე.
- ვინ გიპოვნა, ნიკუშ?
- ხომ გითხარი, ბიჭები ქეიფობდნენ. გიო სახლის უკან გამოვიდა მოსაფსმელად და იმან მიპოვნა. ჩუმად ვეგდე თოვლში გასისხლიანებული, ყვირილი და მიშველეთ არ დამიწყია. ყბები მოტეხილი მქონდა, ცხვირი - გატეხილი. ფეხიც ორგან მომტყდა...
- რა გინდოდა, ძმაო, რას ეძებდი, საკუთარ თავზე თუ არა, დედაშენზე მაინც გეფიქრა, შენს მეტი არავინა ყავს ამ სამყაროში...
- იცი, ბიჭო, მაინტერესებდა, სისხლი ცხელია თუ არა.
- ახლა ხომ გაიგე... რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი - ცხელი.
- არა, ძმაო, მე დავრწმუნდი, რომ სისხლი მტკივნეულია...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 6:40 pm

გიგი სულაკაური

ყაყაჩოების მინდორი

შინიდან გვიან საღამოს გამოვედი. ვერაფრით გავჩერდი სახლში, რა მექნა, არ ვიცოდი, სული მეხუთებოდა, ოთახებში ადგილს ვერ ვპოულობდი.
კოსტავას და პეკინის ქუჩები როგორ გადავჭერი, ნაღდად არ მახსოვს, მაგრამ გადავჭერი, მოვახერხე. ახალი გამომძვრალი ვიყავი ალკოჰოლის ჯურღმულებიდან და გარეთ პირველად იმ საღამოს გამოვეხეტე.
უცნაურად შემოდიოდა ჩემში სამყარო, - ასეთი რამე ადრეც მომსვლია, თუმცა, ასე მძაფრად არასდროს, - მეჩვენებოდა, რომ სკვერი "ბუკიაზე" აღარ არსებობდა, მის ნაცვლად ყაყაჩოების მინდორი იყო გაშლილი. ცასაც უდაბნოს ქვიშისფერი ედო, - ასეთი ცა ამქვეყნად არ არსებობს, თუმცა, მტკიცედ მჯეროდა - ყველაფერი რიგზე იყო, განსაცვიფრებელს ვერაფერს ვატყობდი.
მინდვრის ბოლოს ლილის სახლი იდგა. ლილი მე მელოდებოდა. ოდესღაც ძალიან მიყვარდა ეს ქალი და თავი შემახსენა. ასირიელი ლილი - უხსოვარი დროიდან დაკარგული ჩემთვის, ჩემი მეხსიერებისათვის...
უკვე ვხედავდი კიდეც ოთახს და ტახტს, რომელზეც ლილი იწვა. ოთახში მძაფრი სუნი იდგა, უცნობი ნელსაცხებლების, ასირიული, სხვა რჯულის სუნი, რომელიც ჩვენს ბინებში არანაირად არ ჩერდება, ფეხს ვერ იკიდებს. ნახევრად ბნელ ოთახში წელსზევით შიშველი ლილი ორმაგად შავგვრემანი ჩანდა, ძუძუს კერტებიც მუქი, ნახარში ენდროსფერი ჰქონდა.
"Краплак красный тёмный”, - რატომღაც რუსულად გავიფიქრე. ალბათ იმიტომ, რომ კრაპლაკის ქართული შესატყვისი არ ვიცოდი. მე ის ვიცოდი - საღებავი და ძუძუები შორს არიან ერთმანეთისგან...
უცებ სახე მეტკინა, ჩემ წინ ლილის სახლი კი არა, ჟამისაგან დარბეული და გვერდში ჩატეხილი ჯიხური დამხვდა. ჯიხურს სახურავი დაკარგვოდა და შიგნიდან ყროლი უბერავდა.
- ნელა, კაცო, ეგრე სახეს გაიტეხ!..
ხმამ გამომაფხიზლა. სახით და სხეულით ბაღის რკინის გისოსებს ვიყავი მიწებებული. ისე ვაწვებოდი, თითქოს გისოსებს მიღმა ვაპირებდი გასვლას.
- ეგრე აპირებ ბაღში მოხვედრას, ტერმინატორი ხარ, ძმაო?! - აშკარად დამცინოდა ვიღაც ნაბიჭვარი.
არაფერი მითქვამს, არც შემიხედავს რეპლიკის ავტორისათვის, გამოვტრიალდი და აუზისკენ წამოვედი.
გვიანი შემოდგომა იდგა და შადრევანი აღარ იფრქვეოდა, თუმცა, აუზში წყალი მაინც დავინახე. ლამპიონით განათებულ წყალსაც ნახარში ენდროსფერი მიეღო და მე მივხვდი, - აუზს ფსკერი არ ჰქონდა, წყალი საიდანღაც, პლანეტის სიღრმეებიდან იყო ამოწოვილი. დედამიწის ბირთვის არომატი განძსშემოხვეული დრაკონივით იწვა ირგვლივ.
- ისე უნდაA ჩაგვიარო, რომ სალამიც არ გვაღირსო, არა?!
აუზის ბაგეზე ჩემი ორი "ბებერი" უბნელი იჯდა. ვერ შევნიშნე, ამის დედა ვატირე.
- ვუყურებდით შენს ჯახირს და წვალებას, მაგრამ არ მოგეშველეთ, გვაინტერესებდა, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. - გურამს უყვარდა "პირდაპირი" ლაპარაკი.
- საღამო მშვიდობისა, ბებრებო! რას ვიფიქრებდი, თუ ისევ ქაღალდის ნავებით ერთობოდით, მე კი ამ ბოლო დროს გულუბრყვილოდ გადავწყვიტე, გაიზარდნენ, სერიოზული ბიჭები დადგნენ-მეთქი... თურმე, რა მწარედ ვცდებოდი!..
- კაკია დავკრძალეთ... ქელეხზე ვერ გავჩერდით და წამოვედით...
- რომელი კაკია, ბორჯომელი?
- ჰო, ჩვენი კაკია, ნოზაძე... უაზროდ დაიღუპა ავარიაში. წეროვანთან მოხდა ამბავი.
- მერე ვერ მითხარით, ბიჭო? მე არ გაგაცანით, თქვეჩემა, რით ვერ ისწავლეთ ვერაფერი?!
- გითხარით, მაგრამ არ იყავი. წამო, თითო ჭიქა წავუქციოთ. - ლევანმა პიჯაკი გაიხსნა და არყით სავსე "ნაბეღლავის" ბოთლი დამანახა.
- მაგას ვერ დავლევ, ლევან, ხომ იცი, აკვარიუმის სპირტს არა ვსვამ...
- დაბეჭდილი ვიყიდოთ, რა პრობლემაა... წამო, წამო, გაიხსენე, როგორ გიფრთხილდებოდა კაკია. ჩვენ აკვარიუმის წყალს დავლევთ, შენთვის, რასაც იტყვი, იმას დავითრევთ.
- გამდიდრებულხართ, ბიჭო, ამ ერთი კვირის წინ ფეხშიშველები მახსოვხართ.
- ტყავი ვიყიდეთ... სულ ეგ არი, მეტი არაფერი.
- რაღა დროს თქვენი ჯიბგირობაა, დედა, ბიჭო, რა იდიოტები ხართ, რა გეშველებათ, მე ამის დედა ვატირე!
- რა მექნა, ძმაო, ისე ალმაცერად ედო იმ გორსალას, სულმა წამძლია... კარგი, მოვრჩეთ, რაც იყო, იყო...
- მერე თუ გამდიდრდით, ისევ ეგ "ფეკალური" უნდა სვათ, ღმერთი არა გწამთ, ბიჭო?!
- "პეჩატკას" რომ მივეჩვიოთ, ცოდოები არა ვართ, ვინ მოგვხედავს, ძმაო?!
ხელი ჩავიქნიე და გავყევი.
დოლიძის ქუჩისკენ წავედით და ლიკანის სანატორიუმის ჭიშკართან ამოვყავი თავი - იასგან გამოვედი. ია სანატორიუმში მუშაობდა და მეც კვირაში 2-3 ღამეს მასთან ვათევდი ხოლმე. გვიან მივდიოდი და უთენია ვტოვებდი იქაურობას. რა თქმა უნდა, მე ფეხებზე მეკიდა ყოველგვარი კონსპირაცია და შპიონაჟი, მაგრამ ქალს ვერ დავაღალატებდი. თანაც, ძალიან მომწონდა - ია მაღალი, ფორმებიანი, ენერგიული არსება იყო, ლოგინში არავითარი კომპლექსი არ აწუხებდა. ერთადერთი ნაკლი ჰქონდა - რბილი "ლას"-ი და იმასაც მივეჩვიე, ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
გარეთ დიდი თოვლი იდო, სასტიკად ყინავდა და მზე ამოდიოდა - დათოვლილ მთებს კაშკაშა ნარინჯისფრად ღებავდა. თვალებს მტკენდა, ზედმეტად ლამაზი იყო ჩემთვის და იმ საშინელი დილისთვის.
დალიანდაგებული "სალდათური" ბუშლატა და კირზის ჩექმები მეცვა და შინნაქსოვი მატყლის ქუდიც მეხურა და არაფერი მშველოდა, - მდინარე ნესტიან ყინვას მოაქროლებდა, - ცნობიერიც და ქვეცნობიერიც გათოშილი მქონდა. ჯიბეში "ენისელით" სავსე, ასევე სალდათური მათარა მედო და ვემეგობრებოდი, სხვა გზა არ მქონდა, გავიყინებოდი, კლონდაიკზე გაყინვა კი ნაღდად არ შედიოდა ჩემს გეგმებში.
ბორჯომამდე ფეხით ვიარე,Aარც მანქანა შემხვედრია, არც - ადამიანი. მაწანწალა ძაღლებიც არსად ჩანდნენ, ამის დედა ვატირე. ჩემდა მოულოდნელად, Eეჭვი შემეპარა, ხომ არ მესიზმრება ეს ყველაფერი-მეთქი. ძველ სასტუმროსთან შევჩერდი და ერთხანს ვიწრიალე, იქაც არავინ გამოჩენილა. სასტუმროს არცერთ ფანჯარაში არ ენთო შუქი. ისედაც ბნელი და სარემონტო შენობა წარმოუდგენლად პირქუში, შავი, უსახური და საშიში ჩანდა.
"აქ ალბათ აღარ ცხოვრობენ..." - დავასკვენი. "პალე ისევ მარტოა ქვეყანაზე!.."
ცოტა ხანს კიბეზე ჩამოვჯექი და სული მოვითქვი. ნამთვრალევი, გამოუძინებელი, გადაღლილი და გამოფიტული ვიყავი. მერე ხიდზე გადავედი და პარკისკენ გავუტიე. თამბაქოს კვამლი კონიაკთან და ყინვასთან ერთად მეღვრებოდა სხეულში და მფხაჭნიდა, კატის ბრჭყალებივით მკაწრავდა და ჯიგარს მისერავდა.
პარკი ვეღარ ვიცანი, დიდთოვლობას ისე შეეცვალა იქაურობა. უზარმაზარი, გენიალური ნაძვებიც ზედმეტი ბამბით გადატვირთული, გოიმურ-დეკოტარიულ საახალწლო ნაძვის ხეებს ჰგავდნენ. ანდა მე მეჩვენებოდა ასე, არ ვიცი... ყინულმჭრელივით მივარღვევდი გაუკვალავ თოვლს და ვფიქრობდი, აქ რა მინდა, რამ მომიყვანა, რა დამრჩენია-მეთქი...
მერე ყვავებს დავადექი თავზე. რვა დიდი ყვავი მოძრაობდა თოვლზე, ცერად იხედებოდნენ, დახტოდნენ და, როგორც მომეჩვენა, კარგ გუნებაზე იმყოფებოდნენ. არც დამფრთხალან, ნაბიჯიც კი არ მოუცვლიათ.
"ვაჰ, დედას თქვენსას, ყოვებო..." - გავიფიქრე და გამახსენდა, რომ არწივი არა ვარ, მით უმეტეს, დაჭრილი არწივი და ომი და ჭირსახდელი შორს არის ჩემგან...
"ყინავს, ბიჭო, რა დროს ომი და ატომური ბომბებია..."
უცებ სიცილი ამიტყდა, - ის დღე მომაგონდა, როცა მე და ჩემმა ძმამ ასე ახლოდან პირველად ვნახეთ ყვავი.
საშინელი ქარიანი დღე იდგა თბილისში. მე და ჩემი ძმა ფანჯრიდან ვიხედებოდით, - ქარს ვუყურებდით. რაღა არ დაქროდა ჰაერში: ცელოფნის პარკები, ფერადი ბუშტები და ხმელი ფოთლები, ადამიანები და პრეზერვატივები, მანქანები, სტადიონები და ქუჩები, გარაჟები, ძაღლები და კატები... ამ დროს ყვავიც გამოჩნდა, ქარის საწინააღმდეგოდ მიფრინავდა. ოფლად იღვრებოდა, ფრთებს ნელა, მძიმედ, დიდი გაჭირვებით იქნევდა და მაინც მიფრინავდა. ეტყობა, გადაუდებელი საქმე ჰქონდა, თორემ იმ გრიგალსა და გაუსაძლისში თავს არ გასწირავდა, არ გაწვალდებოდა და გაირჯებოდა. ჩვენი ფანჯრიდან ხუთიოდე მეტრით თუ იქნებოდა დაშორებუოლი.
- ნეტავ, სად ჯანდაბაში მიფრინავს ეს დეგენერატი?! - იკითხა ჩემმა ძმამ.
ორივეს გაგვეცინა და ყვავმაც სწორედ მაშინ მოიხედა. ბედკრულს ისეთი სევდა, ნაღველი, ტკივილი და კაეშანი ედგა თვალებში, მისი საცოდაობით ქვა დადნებოდა.
თითქმის მთელი წუთი იქნია ფრთები ჩვენი ფანჯრის წინ, თანაც ირიბულად გვიყურებდა, უფრო სწორად, შიგ სულში ჩაგვყურებდა. ბოლოს ძალიან მაგრად გაუჭირდა, ერთი ამოიოხრა და შემოგვყრანტალა:
- კარგია, არა, თბილ ბინაში ყოფნა, თქვენი დედა მოვტყან! - მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ქარი მოერია, წაიღო და ერთ წამში გადაკარგა.
მაგრები არიან ყვავები, მიყვარან ეს ჩიტები.
მოულოდნელად, ჩემი ყვავები დაფრთხნენ, წამოიშალნენ და ყრანტალით გადაუარეს ხეებს. სარბიელზე კი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, - მარტო სქელი სვიტრი ეცვა, ჯინსები და ჩემსავით - კირზის ჩექმები. ერთიანად გაოფლილი, მძიმედ სუნთქავდა, - ნარბენი ჩანდა. არ მახსენდება, ზევიდან მოვიდა თუ მდინარის მხრიდან. რომ დამინახა, შეჩერდა და უცნაურად შემათვალიერა.
- გამარჯობა! - მომესალმა.
- გაგიმარჯოს!..
- ხაშურელი ხარ? - დაეჭვებული შემეკითხა და ვიგრძენი, როგორ დაიძაბა.
- არა. თბილისელი ვარ.
- აქ რას აკეთებ?
- რომ გითხრა, ვსეირნობ-თქო, დამიჯერებ?
- დაგიჯერებ. თვალებზე გეტყობა, რომ არ იტყუები.
- ჯიგარი ხარ. კონიაკი მაქვს, დალევ?
- მოიტა... მე კაკი მქვია, შენა?
ვუთხარი და მათარა მივაწოდე. კაკიმ მოზრდილი ყლუპი მოსვა, მათარა დამიბრუნა და ირგვლივ მიმოიხედა.
- სასტურმროში ცხოვრობ?
- არა, ბინა გვაქვს ნაქირავები... ჩარხიწყალზე.
- ვისთან დგახართ?
- ბარათაშვილებთან.
- ეგ სად არი, რა ადგილია, აქ თითქმის ყველას ვიცნობ, ეგენი არ გამიგია.
- აბა, როგორ აგიხსნა, ხარისჭირაშვილების სახლიდან ათიოდე მეტრში ასახვევია... ჩვენი სახლი კარგა მაღლა დგას... თუ არ ვცდები, ბარათაშვილები ახალმოსახლეები არიან...
- იცნობ ძია ანტონას? - კაკი აღარ დაინტერესებულა ჩემი მასპინძლებით.N
- ვიცნობ. შაბათ-კვირას ერთად ვუბერავთ ხოლმე. ამას წინათ ბოცით საკუთარი ღვინო და სიგარეტები გამომიგზავნა, ცოტა ხანში თვითონვე შემოჰყვა თავისავე ძღვენს, დილამდე ვსვით... ან როგორ ამოვიდა იმ აღმართზე?!
- ძველი "ზაკალკაა", მაგარი კაცია, ცოტა "ჩუდაკია", მაგრამ პატივს სცემენ.
- ჰო, მეც მომხიბლა. ხანდახან, თუ არ ეზარება, ომზე, ავსტრიაზე და იქაურ დედაკაცებზე მიყვება ამბებს. კარგი მოყოლა იცის, ოღონდ, - გამეცინა, - ფ-ს ნაცვლად, რატომღაც რუსულ Ф-ს ხმარობს.
- ეგრეა. მის დასაც ხომ არ იცნობ?
- ვიცნობ. ქეთოს შეკვეთას ვასრულებთ ქარხანაში.
- აა, თქვენა ხართ ის მხატვრები? მერე აქ რა გინდა, ძმაო, ამ ყინვაში მართლა სეირნობ თუ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? ახლა ფეჩთან უნდა იჯდე, შეშას უკეთებდე.
- კაკი, არ გიფიქრია, მე რატომ არ გეკითხები, ასე შიშველ-ტიტველი აქ რას აკეთებ-მეთქი?
- არა, - გაეცინა, - არ მიფიქრია... წამო, წავედით, მე ასახვევამდე გამოგყვები და ანტონასთან დავრჩები, შორიდან მენათესავება ეგ კაცი.
- ეგრე კუდაღებულად გარბიხარ, ბალღო? მაიცა, საქმე მაქ შენთან...
შევჩერდით და შემოვტრიალდით. ჩვენ უკან ორი ბრგე მუტრუკი იდგა, გრანიტისგან ჩამოსხმულები, თავგადახოტრილები და წარბებგადაბმულები. მსხვილ ბარძაყებზე შარვლები ასკდებოდათ, მძიმე, "Труд"D-ი ბატინკები ეცვათ და ძალიან ცუდად იღიმებოდნენ. გამიკვირდა, ვერაფრით დავადგინე, როგორ მოგვიახლოვდნენ, არც თოვლის ხრაშუნი გამიგია, არც რაიმე სხვა ხმა, ჩქამიც კი არ გაუღიათ ჩემანალებს.
- წადი, რა, მოტყდი, ძმაო, ამათ ჩემთანა აქვთ საქმე. - ჩუმად გადმომილაპარაკა კაკიმ. - წადი, რა, დამიჯერე, წადი! მერე წინ წამოსულ მუტრუკს პირისპირ შეხვდა და მიმართა:
- ვა, კუროკ, მთვარიდან ჩამოვარდი თუ პირდაპირ აქ დაიბადე, ეგრე გაუპარსავი?!
- რა ძალიან გამითავნიერდი, ბალღო! ხედავ, ბადრი, როგორ მელაპარაკება, - გასძახა მხარსუკან მეორეს, - მე კი ბუშლატა წამოვუღე, ბალღს არ შესცივდეს-მეთქი. - კუროკამ მკლავზე გადაკიდებული ბუშლატა თოვლზე მიაგდო.
- გაბევრებულან, კუროკ, ემანდ მარცხი არ მოგვივიდეს. - ბადრიამ გადაიხარხარა. - ეგ ვინ არი, მღვდელია თუ ბიტელსი?
შეკითხვა მე მეხებოდა, მაშინ გრძელი თმა მქონდა და წვერმოშვებულიც ვიყავი.
- მხატვარი ვარ, - ვუპასუხე. - მღვდელი ეკლესიაშია, ბიტელსი კი ლივერპულში უნდა მოიკითხო, სხვა გზა არა გაქვს, ძმაო, აქ ვერ იპოვი...
- ვაჰ, ვაჰ, რა ჭკვიანია, კაცო?! მაშ ბორჯომს ხატავ, ბალღო? მერე იქნებ ხაშურსაც მიხედო, თორე მხატვრის ხელი აკლია ჩვენ უბანს, - ბადრიამ ისევ გადაიხარხარა და მომიახლოვდა.
- ამ კაცს შეეშვი, ბიჭო, სტუმარია! - ბოღმიანად თქვა კაკიმ.
- შენი სტუმარია, ჩემი ხო არა. - ბადრია უფრო მომიახლოვდა. - გიხდება, ჩემმა მზემ... - ბადრიამ ხელი წამოიღო, გადაწყვიტა ჩემთვის წვერზე მოეთათუნებინა.
ხელი ავუკარი და ეგრევე მუშტიც მომხვდა. ბადრიამ მარცხენა დამარტყა, მაგრად დამარტყა, - ტუჩი გამიხეთქა. არ წავქცეულვარ, მაგრამ უკან-უკან წავედი და თოვლში ჩავჯექი. იმწამსვე კუროკაც დაეტაკა კაკის და წააქცია, მერე ზემოდან გადააჯდა და ურო-მუშტები დააყარა. ერთი, ორი, სამი უმძიმესი მუშტი მოხვდა კაკის, ცხვირ-პირი გაუსისხლიანდა, სახე აღარ უჩანდა. მოკლავდა, დამარხავდა კიდეც კაკის, მაგრამ მოულოდნელად საოცარი რამე მოხდა, - კუროკამ არაადამიანურად დაიყვირა, რაღაც გაუგებრად ამოიხრიალა, გვერდზე გადავარდა და მოიკუნტა, ჩანასახის პოზა მიიღო.
კაკი წამოხტა და ბადრის მიუტრიალდა. ხელში დიდი დანა ეჭირა და რაღაცას გაჰყვიროდა. ბადრიაც ყვიროდა, თუმცა ადგილიდან არ იძროდა, დაბნეული, გაფუჭებული ჩანდა. მე კი უკვე აღარაფერი მეხმოდა, - წყალქვეშ ვიყავი, კოსმოსში, ვაკუუმში, ყველგან, ოღონდ იქ არა ვყოფილვარ. მერე ერთი წამით უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, სიჩუმის მიღმა სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ და სამყაროც ისევ ჩაირთო, მომენტალურად დაიქოქა, ახმაურდა და ფერები დაიბრუნა.
კუროკა ნელა წამოიწია, ცალ მუხლზე დადგა. ხელს მარცხენა ფერდზე იჭერდა, მთელი სვიტრი და შარვალი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი. გაფითრებული, წარბებსქვემოდან აჰყურებდა კაკის და, უცნაურია, არც შიში და ზიზღი, არც ტკივილი და სიბოროტე არ ედგა მზერაში. მერე ტუჩის კუთხეში რაღაც ღიმილის მსგავსი გამოეხატა და "მტერს" მარჯვენა გაუწოდა. კაკი მხარში შეუდგა, ჩვენც მივეშველეთ, - კუროკა წამოვაყენეთ. ძალიან შემეცოდა, ბიჭი მძიმედ იყო დაჭრილი.
- კარგი, ჰო! - თქვა უცებ კუროკამ. - მე თვითონ...
- გივია პაპასთან აიყვანე, - მიუბრუნდა კაკი ბადრიას, - ეგ სახლშიც მკურნალობს ხოლმე... თუ არ იცნობთ, მე გამოგყვებით...
- ვიცნობთ. - მოკლედ მოუჭრა ბადრიამ, ეტყობოდა, გუნება მოშხამული ჰქონდა, არ ელოდა ნადირობის ასეთ დასასრულს.
- შენ, ბალღო, მღვდელი ხარ თუ ბიტელსი? - კუროკა რატომღაც შეეცადა გამხუმრებოდა.
ერთიც ვარ და მეორეც-მეთქი, მისივე მოტივით ვუპასუხე.
კუროკამ თავი რამდენჯერმე დაიქნია, ბადრიას დაეყრდნო და ნელა, მძიმედ გაუყვნენ უკანა გზას ორივენი. ათიოდე ნაბიჯით დაგვშორდნენ და შეჩერდნენ.
- კაკი, ბიჭო, - დაიძახა კუროკამ ისე, რომ თავი არ შემოუბრუნებია, - სახე დაიბანე, ეგრე ნუ გახვალ გარეთ...
მერე, როცა სახეს თოვლით ვიბანდით, კაკიმ ყოვლად ბანალური ისტორია მიამბო, თურმე, გოგოს გამო მომხდარა ყველაფერი.
- მთელი ორი ქალაქი დასდევს, ვერ წარმოიდგენ, იმდენი ომი მაქვს გადახდილი. - კაკიმ კონიაკი მოსვა და მათარა თოვლში "ჩაასო". - არ მეგონა, ბადრია ხელს თუ დაგარტყამდა...
- რა მოხდა, არაფერია, ერთი მაგის... შენ რა გეშველება, უნდა მოტყდე, თორემ ნაღდად დაგბრიდავენ.
არ მიყვარს ცივი კონიაკი. - მათარა ისევ ჯიბეში დავაბრუნე.
- არა, არაფერს არ მიზამენ, ჰო, არაფერს არ მიზამენ, - ორჯერ გაიმეორა კაკიმ, - მე ვიცნობ კუროკას.
- ერთი ის გოგო მანახა, როგორია, რას წარმოადგენს...
- რას უნდა წარმოადგენდეს, ძმაო, ერთი გაჩხიკული, კაპარჩხანა ნაბოზარია, უბრალოდ, ყველა გადარია და მეც ჩემი ძალები მოვსინჯე, ხომ უნდა ვიცოდე, კაკია ვინ არის, რა შეუძლია... სულ ეგ არის, რა...
წავიდნენ ხაშურელი ბიჭები და მზეც საბოლოოდ ამოვიდა. გაანათა თოვლზე სისხლის წვეთები და უზარმაზარი შინდისფერი ლაქა, რომელიც კუროკამ დატოვა. რამდენჯერ გამიგია, - თოვლზე დაწვეთებული სისხლი - ეპითეტი თუ ხატოვანი გამოთქმა, თუ კიდევ 10000 სხვა ჯანდაბა. მაგრამ ის დიდი ლაქა ადამიანის, ხაშურელი ბიჭის სისხლი იყო, რომელსაც თავგამოდებით იწოვდა თოვლი და ჩემი ტვინი, რათა იმ ყინვიან დილას სამუდამოდ ჩამყინვოდა მეხსიერებაში და მოსვენება აღარ მოეცა.
ჰო, ზუსტად ასე იყო ყველაფერი. კაკი მკვდარია და მე იმ სისხლის გარდა ვეღარაფერს ვხედავ, არაფერი მაგონდება.
- ჰა, დაბრუნდი, ბიჭო, თუ ისევ იქა ხარ?! - ჩამესმის გურამას ხმა.
დავბრუნდი. უკვე ოთხნი ვართ, - ბოტა გიგაური შემატებია ჩვენს უძვირფასეს საზოგადოებას. გაპარსულია, დაბანილი (რაც უიშვიათესია მის ხეტიალში) და, როგორც ყოველთვის, მთვრალი.
"სპაილას" გასტრონომში ვართ, კუთხის მაგიდასთან ვდგავართ. ხალხი მიდი-მოდის, "სერიოზული" ნაცნობები თვალს გვარიდებენ, პროდუქტს ყიდულობენ და ელვის სისწრაფით ტოვებენ იქაურობას. ერთი მაგათი, ვფიქრობ და ყველა ფეხებზე მკიდია, გული გასიებული მაქვს, ტვინი - ანთებული, კაკი მტკივა, ამის დედა ვატირე...
ჩვენ წინ "შეუდარებელი" ნატურმორტია: უამრავი პლასტმასის ჭიქა, "ნაბეღლავის" ბოთლით - ფეკალური, ერთი ლურჯი "გომი", ხაჭაპური და ნამცხვრები; მოხალული თხილი და წვენი - “Наш сад”, - ყუთზე მწვანე ვაშლი ხატია, ე.ი. ვაშლიცა გვაქვს და ერთიც არმაზას ბაღის ბროწეული. არმაზაც დიდი ხნის წასულია ამქვეყნიდან.
- შევედი და ნაგლად მოვწყვიტე, არმაზას გაეხარდებოდა. - იპრანჭება ლევანა. - დალიე, ბიჭო, - მეუბნება, - მოგეშვება...
ვსვამ. ჩემ სხეულში საკუთარი ბილიკები აქვს გაჭრილი ალკოჰოლს. დავლიე, წავიდა, თავისი ადგილი იპოვა სასმელმა.
- არ იცი, ბიჭო, იშხანა რა აბიჟნიკი და დამპალიც არი? - აგრძელებს შეწყვეტილ თხრობას გიგაური. - რაღა არი, იყო... ჰოდა, მეც გამიტრაკა, მიყურებდა, მთვრალი ვმოძრაობ, ყველას ვეფერები და ველაქუცები, აბა, რას იფიქრებდა, რომ ეს ჩემი სტილია, ძმაო, რა ვქნა, მიყვარს ადამიანები, მოყვარული კაცი ვარ... იმას კიდევ, ვიღაც ლოხი ვეგონე, რა... არ გახსოვს იშხანა? შეძრწუნებული ყავდა მთელი უბანი, ვერავის ვერ იტანდა და იშხანასაც ვერავინ ვერ იტანდა, დამპალი ჯიგარი ჰქონდა, მაპატიოს გამჩენმა!.. - ბოტამ არაყი გადაჰკრა. - ჰო, იმას ვამბობდი, გამიტრაკა და წავაყარეთ კიდეც ერთმანეთს... მთვრალი ვიყავი და დამაგდო, მერე დანა გახსნა და შვილის საფლავს ვფიცავარ, დამბრიდავდა, ძმაო... მე კიდევ წაქცეულს რიყის ქვა მომხვდა ხელში, ან რა უნდოდა რიყის ქვას ქუჩაზე? მოკლედ, ჩემზე რომ დაიხარა, გვერდიდან გავუქანე და პირდაპირ საფეთქელში გავარტყი... შვილის საფლავს ვფიცავარ, არ მინდოდა მომეკლა... ეგ ჩემისა კი იქვე გათავდა... ავწიე, ნაგვის ურნაში ჩავაგდე და პოლიციაში წავედი. სროკიც ხომ მოვიხადე, მაგრამ მთავარი სხვა რამეა, მაგაზე ვარ გაგიჟებული...
- ბუნკერში რამ გადაგაგდებინა, იდიოტი ხარ, ბიჭო? - ვერ მოითმინა გურამამ.
- აბა, რა მექნა, ქუჩაზე ხომ არ დავტოვებდი, მკვდარი იყო, ძმაო... მაცალეთ, დავამთავრო... ჰო, იმას ვამბობდი, თურმე მთელი უბანი ფანჯრებსაა მომდგარი და გვიყურებენ, სეირს უყურებენ ის ვირიშვილები... მერე უცებ ვიღაც კაცმა გახარებულმა გადმომძახა, მოკალი, ეგ ძაღლისშვილიო? ავიხედე და ეს ამდენი ხალხი რომ დავინახე, კინაღამ დავიცენტრე, თანაც ლამის ტაში დაეკრათ ბოზიშვილებს, რამე რომ იყოს, ბისზე გამომიძახებდნენ, ბიჭო... ნიშნის მოგებით იღიმებოდნენ, კმაყოფილები იყვნენ, იშხანა აღარ ეყოლებოდათ უბანში, მშვიდად დაიძინებდნენ, ისეირნებდნენ და ფულიც შერჩებოდათ ჯიბეზე, არავინ შეაწერდა... ხალხის უგულობამ გადამრია, ბიჭო და დავუძახე, ჩამოეთრიეთ თქვე პედერასტებო, ეგრე ადვილი და სახალისოა ჩხუბის ყურება, სიკვდილი ნახეთ და რამ გაგახარათ, ჩამოეთრიეთ, სეირს აქ განახებთ, თქვენი უჯიშო დედა მოვტყან-მეთქი... ის ქვა ავიღე და უახლოეს ფანჯარას გავუქანე, - შუშიან-ლუსტრიან-ბროლებიანად ავუფეთქე იქაურობა... მე კაცი შემომაკვდა, ის გულგრილი პედერასტები კი ზეიმობდნენ... უჰ, მაგათი... ცოლების ტრაკებს ამოფარებული არაკაცები!.. მეტს აღარ დავლევ, ბიჭებო, მაგრათა ვარ...
- ბიჭო, ბოტა, რაც გამოხვედი, ეკლესიაში თუ ყოფილხარ? კაცის კვლა მძიმე ცოდვაა, მონანიება უნდა, ძმაო, აღსარება მაინც გეთქვა, იქნებ რომელიმე მამაოს შენდობა მოეცა. - ლევანა ისე არიგებს ბოტას, თითქოს თვითონ მამა აბრამის ბატკანი იყოს.
- თუ ძმა ხარ, რა?! რაც ბიჭი დავმარხე, აღარაფერი არ არსებობს ჩემთვის... სასჯელი ხომ მოვიხადე, ჩემი ფეხით წავედი პოლიციაში, მეტი რა გინდა, ძმაო?!
- ეე, ბოტა, სროკი სხვაა, აღსარება - სხვა...
- მიდი, რა, ბიჭო, შენ თავს მიხედე! - უხეშად აწყვეტინებს ბოტა.
- მე ვილოცებ შენთვის! - მტკიცედ ამბობს ლევანა, ეს ყოვლად უღმერთო ადამიანი.
გურამა იცინის. გურამაც უღმერთოა, თუმცა, გიგაურთან და ლევენასთან შედარებით ნეტარი ავგუსტინეა...
ჩემი საბრალო ბებრები და უფრო საბრალო ბოტა გიგაური, მან შვილთან ერთად რწმენაც დაკარგა და ვერ ხვდება, ვერ წარმოუდგენია, რომ ქრისტე ყოველ ახალდაბადებულ ჩვილში აღდგება ხოლმე. დანარჩენი ჩვენი მისახედია, ყველა ნიშანი და მიმართულება ხომ მოცემული გვაქვს...
წამოვედი. უჯრედივით გამოვეყავი ჩემს "უმარტივეს" საზოგადოებას. მივდივარ და ვხედავ, - სკვერი "ბუკიაზე" აღარ არსებობს, მის ნაცვლად ყაყაჩოების მინდორია გაშლილი. მინდვრის ბოლოს ლილის სახლი დგას და ლილი მე მელოდება. მე კი ჯერ არ ვიცი, მივაღწევ თუ არა იქამდე, რადგან უდაბნოს ქვიშისფერ ცაზეც ყვავილები ხატია...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 6:43 pm

გიგი სულაკაური

ღვინო და ყვავილები

აღდგომაა. მეგობრის საფლავთან ვდგავართ მე და გიგიშა. გვიანი დღეა, წვრილად ცრის და ხალხიც შეთხელებულია სასაფლაოზე. თუმცა, მთვრალები მაინც დაბორიალობენ, სიმღერები მაინც ისმის, ხმამაღალი სადღეგრძელოებიც და სიცილ-კისკისიც. ჩვენც ნასვამები ვართ, ოღონდ ჩვენ ქვევით, თბილისში დავლიეთ (ვერ ვიტან სასაფლაოს პურ-მარილებს). მერე ორი ბოთლი ღვინო და ყვავილები წამოვიღეთ, - აღდგომა მივულოცეთ წასულ მეგობარს. ჩვენ ხომ ქართველები ვართ და სენტიმენტალიზმის დანჯღრეული მატარებელი ჯერ ისევ დაგუგუნებს ჩვენი ვენების გვირაბებში. დაე, იგუგუნოს, მე ხელს არ მიშლის...
ცუდ ხასიათზე ვართ, - ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, არ არის ადვილი მეგობრის საფლავთან დგომა.
პირველივე დაღვრილი ჭიქის მერე რატომღაც გავიფიქრე, რომ ბითურობაა საფლავზე ყვავილების მიტანა, სისულელეა, არავითარი აზრი არა აქვს...
"მივხვდი, რაც გაიფიქრე", - მეუბნება მოულოდნელად გიგიშა, - "მაშინ არც არაფერსა აქვს აზრი..."
"შენ, ძმაო, გულთმისანი ყოფილხარ... ჩემთვის დღემდე დაფარული იყო შენი ეგ მხარე..."
მეტი არაფერი გვითქვამს, უხმოდ დავლიეთ დარჩენილი ღვინო და ცოტა ხნით შევჩერდით, მოგვერიდა ეგრევე წამოსვლა.
ჩვენგან მოშორებით ორი მთვრალო ბიჭი დგას. ვატყობ, თბილისელები არიან. საყელოაწეულები საფლავს დასცქერიან და წითელ ღვინოს სვამენ.
"საიქიოში ყველა სული ერთი ფერისაა!" - ერთი მათგანი ხელს წინ იშვერს და მრავლისმეტყველი ჟესტით სასაფლაოს სივრცეს შემოხაზავს.
"ჰო," - ეთანხმება მეორე, - "ჩვენი გივია კი ამბობს, - ღამით ყვავილებს ვდარაჯობ, დღისით - ვისვენებ... ახლა ეგ არის ჩემი ცხოვრება..."
"მაგრები არიან თბილისელი ბიჭები," - ამბობს გზაში გიგიშა, "ჩემზე და შენზე მაგრები, ხედავ, არც სიფათები ჩამოსტირით, არც იუმორის გრძნობას კარგავენ... ბევრად უფრო ჭკვიანები არიან... ამას ყოველთვის ვხვდებოდი და, ჩემდა სამარცხვინოდ, ვერ ვამხელდი..."



სიბრძნე "სიკვდილასი"

ოჟიოს ქუჩაზე მივდივართ. არის თბილისში ასეთი ჯურღმულიც. სამნი ვართ - მე, ლაშა და "პარაოზა". ცივა, აბუზულები და საყელოში თავჩარგულები მივექანებით უცნობი ბედის შესახვედრად. თანაც, უკეთეს იდეას ველოდებით, - ვიცით, აქვეა. გზაში "სიკვდილას" და რაიონელ რამაზას ვხვდებით. "სიკვდილა" ალაპარაკებულია, შეუსვენებლად მეტყველებს, თავისი "ინტელექტის" როზგებს უშენს რამაზას ტვინის "დუნდულებს".
- ჩემო "იმანო", შენი საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, - მიმართავს რატომღაც იმერულ კილოზე. - აბა, მითხარი, რამდენჯერ "გისტოტინე", როცა მძიმე გასაჭირები გადგა, მაგრამ ამაში არ არის საქმე, ანდა, დახმარებას როგორ დავამადლი ვინმეს, მაშინ გაუწყრეს მაღალი ღმერთი სიკვდილას. უბრალოდ იმას გეტყვი, - თბილისი ერთი ქუჩაა, თქვენთვის, ჩამოსული ფარჩაკებისთვის... ამაშიც არ არის საქმე... მე გული მწყდება იმიტომ, რომ ვიცი, - ასე უფრო სწორეა, - რომ შენ, ჩამოსულ კაცს, 80 000 კმ წყალქვეშ გაშორებს კარის მეზობლამდე, თქვენ შორის შავი და უძირო უფსკრულია "დაფჩენილი"... ამ გადაულახავი უფსკრულის გადალახვას კი, "კაკ მინიმუმ", ორი თაობა უნდა... ხომ ხვდები, რას გეუბნები? ჰოდა, თუ ხვდები, მეც შევდივარ შენს მდგომარეობაში, ძმაო, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გიშველი, ვერაფრით დაგეხმარები... მეტი რა შემიძლია გითხრა, სიტყვების გარდა არაფერი მაქვს, რითი გაგართო, როგორ გაგართო... თბილისი მძიმე ტვირთია, ძმაო! შენ ოფელია არა ხარ, რამაზ, მაგრამ აქ ლარიანი არყით ლოთობას, წადი, წადი რა, მონასტერში, სულის სიმშვიდეს მაინც იპოვნი...
და ჩვენც, სამივენი, "სიკვდილას" სიბრძნეს დაყრდნობილები, მოულოდნელად მოვტრიალდით და წამოვედით ნაცნობი დუქნისკენ სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად.



ის დღე ღამის სკოლაში

მეხსიერებას ჯერჯერობით არ ვუჩივი. მაგრამ ზოგიერთმა მოგონებამ წარმოუდგენელი აკვიატება იცის, მოტივივით ჩაგესმის, არ გცილდება, თანა გდევს და ხშირად გაწუხებს კიდეც. ეს ძველისძველი მოგონებაც, რომელიც სასიყვარულო ბრძოლას, კატას და დაკარგულ ოქროს მედალს ეხება, მთელი კვირაა "თავს მესხმის", შემაწუხა და მეც გადავწყვიტე მოგიყვეთ. გულსაკლავია, მაგრამ მაინც მოგიყვებით.
ამბავი კი ასე იყო:
- ოლღა ქელეხსაევა! თუ ეს არ გაჭამო, აკიას დაქერილი ვიყო! - მთელი კლასის გასაგონად გაჰკივის ბელა და მკერდზე მუშტებს იბაგუნებს. ხმა ყრუ და მკერდისმიერია, ხოლო "ეს" - დაფის გასაწმენდი ბალიში, - ბევრი ქართული, რუსული და უცხოური წინადადების, განტოლების, ამოცანისა და ფორმულის შთანმთქმელი. ცარცის "ფქვილით გამძღარი" მძიმე ბალიში ლია ბეგიაშვილის წარმოებულია. ბეგიაშვილი - წარჩინებული, თუმცა, "ოქროს მედალზე" პრეტენზიას ვეღარ აცხადებს. ვინც აცხადებს - მიშიაშვილია - "ოქროთი" აპირებს ისრუსალიმის დაპყრობას.
შეეძლო, განა არ შეეძლო ბეგიაშვილსაც ეოცნება მედალზე, მაგრამ შეუჩნდა ეშმაკი, აღიარა არტოშანი და კლასში თავმოკრულ ტომარაში ჩამწყვდეული კატა მოიყვანა.
- ფისუნია მოგიყვანეთ! - ამაყად გამოგვიცხადა და ტომარას თოკი შეხსნა. არ ვიცი, სად მოიპოვა ეს ველური არსება ბეგიაშვილმა, - ამაზონის ჯუნგლებში, კანადის უსიერ ტყეებში, ლაგოდეხის ნაკრძალში თუ ტაიგაში. ვერავინ უარყოფს, უამრავი ჭრელი "დვარნიაშკა" კატა დაძრწის ჩვენი პლანეტის ჯურღმულებში, მაგრამ არა მგონია, ასეთ "ფისუნიას" ვინმე სადმე ან ოდესმე გადაჰყროდეს, დააქცია იქაურობა, დედა უტირა, დაგვკაწრა, დაგვჭამა, მერე დაფა ჩამოაგდო და რადიატორის უკანაც გაიჭედა. მისმაAჩხავილმა მთელი "პლეხანოვი" შეძრა. შიშით ვერც ვეკარებოდით. ეზოს ჭრელი კატა კი არა, ნაღდი ტირანოზავრი იყო. ბოლოს მიშიაშვილმა, - "სანტეხნიკი" მოვიყვანოთ, რადიატორი მოვახსნევინოთ და სასწრაფოც გამოვიძახოთო...
და უბედურებაც სწორედ მაშინ დატრიალდა: კატამ თავი გაინთავისუფლა, იმავე წამს კი კლასში კოლბებით და სინჯარებით შეიარაღებული "ქიმია-კაცი" გამოჩნდა. კატასაც ბევრი აღარ უფიქრია, კოლბებზე შეახტა და თათის ერთი დაკვრით და შემზარავი ჩხავილით გადააფრინდა თავზე დაზაფრულ პედაგოგს.
- თავისუფლება! I’m free!.. - სულ უფრო და უფრო შორიდან ისმოდა მისი გულიდანამომსკდარი, სასიხარულო ყივილი.
თუმცა, დაკვრაც არის და დაკვრაც, მხოლოდ "ფისუნიას" გაუჩინარების შემდეგ დაეტყო ოთხი ღრმა, ალისფერი და მარადიული კვალი-სახსოვარი "ქიმია-კაცის" მელოტ პერიოდულ სისტემას...
ბეგიაშვილის მშობლები პედსაბჭოზე არ გამოჩენილან.
მშობლები სოფელში არიან, კატა მე "წითელი კუთხისთვის" მოვიყვანე, რა ჩემი ბრალიაო, თავი ასე უმართლებია საბრალო ბეგიაშვილს. სად ნახა იქ "წითელი კუთხე", "ლენინის ოთახი" და ბოტანიკური ბაღი, ღამის სკოლაში როდის აქეთ ბინადრობენ პიონერები და კომკავშირლები, ყოვლად გაუგებარია.
(ჩვენი მუშა-ახალგაზრდობის სკოლა კიევის ქუჩაზე მდებარეობდა. თანად, ორცვლიანი და გენიალური იყო: თუ საღამოს ორიანს მიიღებდი, შეგეძლო მეორე დილით წვეოდი მშობლიურ კედლებს და დამაკმაყოფილებელზე გამოგესწორებინა. მაგრამ, პირადად მე, ჩემს პრაქტიკაში ასეთი გმირობის ჩამდენი კაცი არ შემხვედრია).
ბელა და ოლღა ერთმანეთს გამაყრუებელი შეძახილებით და წივილ-კივილით დასდევენ. ბალიში გაილია, დადნა, - თავისი წილი უკვე ორივეს ნაჭამი აქვს, - სახე, ხელები, ძუძუები, - ყველაფერი გათეთრებული აქვთ. ცარცის ფქვილში განბანილები, "ახლადშეკერილ" ბოროტ მუმიებს ჰგვანან. მხოლოდ თვალებით და ტუჩებით თუ გამოარჩევ ერთმანეთისგან.
- უფრო მეტი ბელილა, ბელა! - ამხნევებს გია, ეტყობა, მოთმინება ელევა.
"ძროხების" ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. ბალიში ხელიდან ხელში მადლიანი გინებით გადადის და ვითარებაც ძალიან იძაბება, - არც ერთი არ თმობს პოზიციებს. სანახაობა მძიმეა, ტრაგიკულია. ყველა ვგრძნობთ, რომ უსისხლოდ არ დამთავრდება, ჭეშმარიტი სასიყვარულო ამბები ხომ უსისხლოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე.
დღეს ბრძოლის ველზე მხოლოდ ოთხი გენერალი ვიმყოფებით: მე, გია, ალიკა და დაზი ანუ დაზმირი. სტალბერი, სამწუხაროდ, არა გვყავს. კახა და გია-2 მთელი კვირაა არ გამოჩენილან. ცოდნა-სინათლე, თუნდაც, ღამის სკოლაში გაბრწყინებული, არ სჭირდებათ, ზედმეტია; რა, უფრო ბევრად ჩახჩახა სინათლეები არ არსებობს ამქვეყნად თუ როგორ არის ჩვენი საქმე?! რუსთაველი ფრიდონა საერთოდ არ ითვლება. ჯერ ერთი - სიყვარულის საგანი და მიზეზია; მეორეც - მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა მილიციის მუშაკის ფორმაში გამოწყობილი და მაშინაც "თავი გამოიჩინა" - სამუდამოდ დაეთხოვა დირექტორს (არ შეშინდეთ, აქ სამუდამოდ ნიშნავს - ატესტატამდე) და მესამეც - ყველაზე მთავარი, - ცოლშვილიანია.
ყველა წესით და რიგით, ამ საშინელ ფაქტს ხელი უნდა შეეშალა და სიყვარულის ტალღებიც უნდა ჩაეხშო ძროხუშკებისთვის. მაგრამ პირიქით მოხდა: ფრიდონას ოჯახურმა მდგომარეობამ ათმაგი ნავთი მისცა გოგოების გულებში აგიზგიზებულ გრძნობების ხანძარს და გულდათუთქული ბელა და ოლღა კლასის რინგზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეარკინა.
(ვინმემ შეიძლება მითხრას, რა დროს გრძნობების ხანძარი და გიზგიზია, ეგ ხომ ცინიზმია, ძმაო... ჰო, შეიძლება ცინიზმი დაარქვა, სისულელე და სხვა ათასი სახელიც მოუძებნო, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ბრძოლა ოცდარაღაც წლის წინ მოხდა და მაშინ, სიმართლე გითხრათ, მაგრად გავერთე. თუმცა, ბრძოლამ გული რაღაცნაირად მაინც მომიკლა.)
- ყაიმია! "ბაევაია ნიჩია"! კლასის სექსბომბა-სიმბოლოები ყაიმზე უნდა შეთანხმდნენ! - აცხადებს ალიკა, მერე გოგოებს შორის დგება და ხელებს ზევით უწევს.
გოგოები - თეთნულდი და ანაპურნა - მძიმედ სუნთქავენ, დგანან და ჩვენ დასანახად იღიმებიან და იცინიან. მაგრამ "ამ ორის გულში რა ბალღამიც დუღდა", - ჯობია, თქვენ თვითონ წარმოიდგინოთ.
"ქელეხსაევა თოვლის დედოფალია! - მთელი ხმით ყვირის ალიკა და თვალებში ავხორცობა და სიმრუშე უელავს, - შორიდან ესურვილება ქელეხსაევას.
- ბელა კი - აკიას დაქერილი დედოფალი! წავაგე, თუმანი შენია, დაზმირ... - გია დაბოღმილი და უკმაყოფილოა, არანაირ თამაშში არ უმართლებს.
- ადონაი! - ამბობს შემოსწრებული მიშიაშვილი.
მე არაფერს ვამბობ. მე და სვეტა კლასიდან გარეთ გავდივართ და ავტობუსს ველოდებით. სვეტა ჩემი ნაშაა. სვეტა გრუბერი, რომელიც გაზაფხულზე ისრაელში მიდის. სულ მიდის...
თანაც, გაზაფხულამდე არც ისე შორია და მე და სვეტას ძალიან გვეჩქარება, - ცხოვრების ბანკში ჯერ კიდევ ბევრი სიყვარული გვაქვს შესატანი. ავტობუსი კი, როგორც ყოველთვის, იგვიანებს.
ეს ხომ თბილისია.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 6:47 pm



Code:
<iframe width="100%" height="166" scrolling="no" frameborder="no" src="https://w.soundcloud.com/player/?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F25275455"></iframe>

ფრაგმენტი გიგი სულაკაურის პოეზიის საღამოდან / ლიტერატურის მუზეუმი, 2011 წლის ოქტომბერი.

პოეტი კითხულობს ლექსებს თავისი უახლესი კრებულიდან ,,ხეტიალი".
შეხვედრას უძღვება ანა კორძაია-სამადაშვილი.

ბმული - https://soundcloud.com/literaturemuseum/2011-1
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 7:00 pm

ხათუნა ქარდავა

ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან
სტუმრად გიგი სულაკაურთან

20-01-2010, 04:47


"ავდექი, აივანზე წინდებისამარა გავედი და სიგარეტი გავაბოლე. თოვლში ვიდექი და ვეწეოდი. უცებ რამ წამომიარა, ბიჭო, არ ვიცი, სიგარეტი მოვისროლე, მოაჯირს გადავევლე და წავედი. ალბათ, ვერასდროს გავიგებ, რა პრინციპით და კანონზომიერებით ჰქონდათ მეზობლებს სარეცხის თოკები დაყენებული...
- რა გინდოდა, ძმაო, რას დაეძებდი, საკუთარ თავზე თუ არა, დედაშენზე მაინც გეფიქრა, შენს მეტი არავინა ჰყავს ამ სამყაროში.
- იცი, ბიჭო, მაინტერესებდა, სისხლი ცხელია თუ არა.
- ახლა ხომ გაიგე, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი.
- არა, ძმაო, მე დავრწმუნდი, რომ სისხლი მტკივნეულია."
“თამაში რევოლვერით” - ასე ჰქვია გიგი სულაკაურის ბოლო კრებულს. მისი ცხოვრებაც ამგვარ თამაშს ჰგავს: რისკიანს, ლაღს, ოდნავ დარდიანს. გიგი სულაკაურის ყველა გმირი "ნაღდია," ისინი, ვინც სიმართლით ცხოვრობენ და ისინიც, ვინც იტყუებიან, ისინი, ვისაც კლავენ და ისინიც, ვინც ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ.
17 მოთხრობა, რომლებშიც რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს საერთო ტკივილი აქვთ. თავად გიგი სულაკაურია ყველაში და ყველაა მასში. საბურთალოზე ცხოვრობს. კოსტავას 75 ნომერში. მოთხრობებში ტრისტანას დუქნის ხშირი სტუმარია, რეალობაში - იქვე სახლთან მდებარე კაფეში ჯდომა უყვარს. სახელი არ ახსოვს, მაგრამ თავად "მწვანე კაფე" შეარქვა. ხან მარტო ყავას სვამს, ხანაც - სვამს.... ხანდახან სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად. მერე მუზებიც მოდიან, ოღონდ მათ ფურცელზე გადატანას არ ჩქარობს. ჩანაწერებს სიმთვრალეში არასოდეს აკეთებს, ჯერ ფიქრები უნდა დაღვინდნენ, ფორმა მიიღონ და საკუთარი ადგილი იპოვონ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის საინტერესო დეტალები მთელი ცხოვრების მანძილზე ამახსოვრდება. როცა უნდა, მაშინ დაწერს. თუ არც წერს და არც კაფეშია, ესე იგი თავის ახალგაზრდა მეგობრებს წიგნებსა და ცხოვრებაზე ესაუბრება, ქუჩაზეც... მათ, ვისაც "ეწერება" და ჰგონიათ, რომ პირდაპირ გიო ახვლედიანივით დაწერენ, უხსნის, რომ ასე ვერ იქნება, რომ ეს ურთულესი გზაა და თავადაც ახლა სწავლობს ქართულ ენას. მათ, ვისაც ქუჩაში დგომა უსაქმურობა ჰგონია, განუმარტავს, რომ ცდებიან, რომ ეს კარგი გამოცდილებაა, რომელსაც მერე სულ იყენებ და გახსოვს. ეხლაც, 52 წლის ასაკში, მიიჩნევს, რომ ეს გზა ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს, ვინც აზროვნებს - გადარჩება, ვინც ვერა - დაიღუპება. თვლის, რომ ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რამე და ახლანდელი "ქუჩის ბიჭებიც" მისი დროის "ქუჩის ბიჭებისგან" დიდად არ განსხვავდებიან. არ უყვარს სიტყვა ინტელიგენტი, თუმცა თავად სულით ხორცამდე ასეთია. სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა. ის არჩილ სულაკაურის შვილია. თამაზ ჩხენკელის, ოტია პაჭკორიას, მორის ფოცხიშვილის, მუხრან მაჭავარიანის გარემოცვაში იზრდებოდა. პირველი მოთხრობა შვიდი წლის ასაკში დაწერა, რუსულიდან ანდერსენის "ცუდი ბიჭები" თარგმნა. მერე საკუთარი მუზები “აფრთხიალდნენ” და ლექსი დაიწერა, მართალია, ქართულის მასწავლებლის შეკვეთით, მაგრამ აკროსტიხითა და სახელწოდებით "გაზაფხული". ეს – 14 წლის ასაკში. მას მერე შეკვეთით არაფერი შეუქმნია. ბევრი სკოლა გამოიცვალა და ღამის სკოლაშიც ისწავლა. მერე იმასაც დაწერს, როგორ ესიზმრებოდა გრძელტარიან ცოცხებზე ამხედრებული მასწავლებლები ("იქ, სადაც გველოდებიან"), თუმცა მანამდე იყო ლექსები. მისი პირველი ლექსები ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. აქედან დაიწყო. მამის მეგობრებმა, დიდმა მწერლებმა, ის კაფე "თბილისში" დაიბარეს (იქ, სადაც ახლა სასტუმრო "მერიოტია") და პირდაპირ "დავალება" მისცეს: გააგრძელე. ასე შეიქმნა კრებულები: "საგნები თოვლში", "კედელი", "ზოდიაქოს ბორბალი", "ხეები, ბიჭი და სხვ.”, "ქუჩის ბიჭების გასაგონად". 2009 წელს პრემია “საბას” მფლობელი გახდა, კრებულისთვის "თამაში რევოლვერით". ეს არის მწერალი, რომელიც მაშინვე წყვეტს წერას, როცა ხვდება, რომ რაღაცას კეკლუცობს, როცა აღმოაჩენს, რომ განცდილი და ფურცელზე გადატანილი ერთმანეთს არ ემთხვევა. "დილიდან საღამომდე შეუსვენებლად არასოდეს მიწერია, თუ ვხვდები, რომ "პრანჭიაობას” ვიწყებ, ვდგები. კიდევ ერთი ჩემებური წესი მაქვს, დაწერილს იმ დღესვე არ ვკითხულობ, ძალიანაც რომ მინდოდეს, მხოლოდ მეორე დღეს ვუბრუნდები. წერის დროს აბსოლუტურად ფხიზელი გონება უნდა მქონდეს. ადრე უფრო ღამით ვმუშაობდი, ახლა წერა დილით მირჩევნია, მაშინ, როცა ყველაზე საღად ვაზროვნებ".
"შენ ოფელია არა ხარ, რამაზ, მაგრამ აქ ლარიანი არყით ლოთობას, წადი, წადი რა მონასტერში, სულის სიმშვიდეს მაინც იპოვი..." ("სიბრძნე სიკვდილასი").
გადარჩენის გზა ყველას თავისი აქვს. გიგი სულაკაურისთვის ეს გზა ადამიანებზე დაკვირვება, მათთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობებიდან მიღებული ემოციების ფურცელზე გადმოტანაა. მერე კითხულობ წიგნს და შენც ხედავ, როგორ იხატება ქვიშისფერ ცაზე ყვავილები, გრძნობ, როგორ "ფქვავს თბილისი თავის რჩეულებს, პრესავს, აქუცმაცებს, შებოლავს და საბოლოოდ დაფასოებულებს გულში იხუტებს" (“ნაბიჯები ნასესხებში"), როგორი მძიმეა ნაბიჯები ნასესხებში, რომ ჩვენს ქალაქში ქარის მოტანილ, უმისამართოდ ამოსულ მზეს ქარი ვერ მოერევა, რომ აქ ყველას თავისი ტრიუმფალური თაღი აქვს, გრძნობ, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი. მერე რა, რომ აივნიდან თავით არ გადაშვებულხარ. გიგი სულაკაურთან ცხოვრება მრავალწახნაგოვანი ყოველდღიურობაა, ხან მზისფერი და ხანაც ნაცრისფერი.
"მეზობლის ნათელ ლოჯიიდან ვძვრები ოთახში, ჩემს ბნელ ოთახში... და კარს ვუღებ მას, ჩემივე თავს, გარეთ რომ დგას და გასაღების დაკარგვას დარდობს." ეს ვოვა მაჩაიძის ლექსია, მას "ლურჯი მაკინტოში აცვია და გაყვითლებული ფოთლისფერი თმითა და ულვაშით უცნაურად გამოიყურება" ("იქ, სადაც გველოდებიან"), თუმცა, მათ, ვისაც ბირჟაზე ყოველდღე ხვდება, არც კი იციან, რომ ვოვა ლექსებს წერს. ვოვას ლექსებს ბევრი მისი სიკვდილის შემდეგ კითხულობს. მერე რა, რომ მასთან ერთად "ხეტიალის აბსურდზე" მსჯელობდნენ ხოლმე მაშინ, როცა ჰაერში ლამპიონივით ანათებდა მარადიული შეკითხვა: რა ვქნათ?! ამ კითხვაზე პასუხს გიგი სულაკაურთან ნამდვილად იპოვით. იფიქრეთ ყველაფერზე, რაც აგაღელვებთ, აქციეთ ცხოვრების ყველა დეტალი ზღაპრად მოხეტიალე მზეჭაბუკებსა და კეთილ ფერიებზე, და ამ ზღაპარში თუნდაც ბევრი ეძინოთ მზეჭაბუკებს, ფერიები კი გადაბერდნენ და მეხსიერება ღალატობდეთ. თქვენ წვიმა გამოგაფხიზლებთ და იქ მიგიყვანთ, სადაც გელოდებიან. გიგი სულაკაურის კრებულის წაკითხვის შემდეგ იქნებ შეძლოთ დროსა და სივრცეში გადახტომა მაშინ, როცა ბედი გიმუხთლებთ და ლიფტში გაიჭედებით, როცა სიბნელეში ვირთხის სუნი გამძაფრდება, სიგარეტი გამოგელევათ და მდარე კონიაკის ბოლო "ყლუპსაც" გადაკრავთ, აბა, სცადეთ და მცხეთის მზით განათებულ სადგურზე აღმოჩნდით, თუნდაც იქ საზეიმო მარში ისმოდეს და "დევქალი ზედამხედველები" ბრძანებებს გასცემდნენ. ამ დროს შეიძლება ფიდელ კასტრომაც დაგიძახოთ და საუბარში ხრუშჩოვი ჩაერთოს ("ბელადების მარში"). აქ აღმოაჩენთ, რა ადვილია სიკვდილი მაშინ, როცა სახეზე ფოთოლი გაქვს აფარებული" (ფოთოლი სახეზე"), რა გარდაუვალია ბედისწერა, როცა რევოლვერით თამაშობ. იფიქრებ იმაზეც, რომ ამ თამაშის დროს ერთი ადამიანის სიკვდილი მეორის ბრალი ვერ იქნება, რომ ეს ორი ამოუცნობი რამ, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, მხოლოდ Pპირადი საკუთრებაა. ეს კრებული დაგანახებთ, როგორ შეიძლება გადაშენდეს ადამიანი, ჯერ დაიჭმუჭნოს, დაიშრიტოს, დაცარიელდეს და მერე გადაშენდეს, სულ უბრალო მიზეზის გამო, მაგალითად, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ვიღაცამ სახეში სილა გაარტყა.
ეს კრებული აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, მაშინაც, თუ გინდათ, რომ ცხოვრებისეული ტკივილები უბრალო ამბად მოგეჩვენოთ. მერე რა, რომ სერგიას განუყრელი მეგობრები განუდგნენ. გზააბნეული პერსონაჟის ცხოვრებაზე მწერალი ისე სადად გვიყვება, ისე მარტივად... და ეს სიმარტივე ბოლოს ასეც შეიძლება დამთავრდეს: "სერგია ფსიქიატრიულშია და ჯერჯერობით სეირნობის ნებას არ რთავენ, _ აწყვეტილი გიჟია" ("უბრალო ამბავი"). გიგი სულაკაურთან კარგად დაინახავთ, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო რამემ როგორ შეიძლება წონასწორობა დაგირღვიოთ, საკუთარი უმწეობა გაგრძნობინოთ, გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოთ. მაგრამ გამოსავალი მწერალთან ყოველთვის არის, ისევე, როგორც ცხოვრებაში. თუმცა აქ ეს გამოსავალი უფრო ნამდვილია, ვიდრე რეალობაში. აქ ახალი იმედი მეორე ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვებით იბადება: "– მე ვილოცებ, შენთვის, – მტკიცედ ამბობს ლევანა, ეს ყოვლად უღმერთო ადამიანი". ხანდახან კი შველა "უმარტივესი უჯრედივით უმარტივესი საზოგადოებიდან გამოყოფაა" ("ყვავები და ყაყაჩოები"). ყველაზე მაგრები კი ისინი არიან, ვისაც არც "სიფათი ჩამოსტირით და არც იუმორის გრძნობას კარგავენ" ("ღვინო და ყვავილები"). ზუსტად ასეთები არიან გიგი სულაკაურის გმირები, ასეთია თვითონაც. კითხვაზე, ვინ არის გიგი სულაკაური, თავად ასე პასუხობს: "ეს არის ნიკო ფიროსმანიც, პიკასოც, ტოლსტოი, ჰემინგუეი, დავით ყიფიანი, და ბევრი, ბევრი კიდევ სხვა ვინმე. ჰერმან მელვილის "მობი დიკი" მისი საყვარელი წიგნია. ამბობს, რომ ნაღდ მკითხველს გამხნევება არ სჭირდება, სხვებს ურჩევს, ბევრი იკითხონ. სულ ფორმაში ყოფნას გვპირდება. ...ოღონდ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამისთვის ყოველდღე წერაა საჭირო, არ ეთანხმება. მერე ერთი ბრიტანელი პოეტის კრედოდ ქცეულ ფრაზას იხსენებს: "ადამიანი არ არის კუნძული, თავის თავში ჩაიკეტოს” და ყვება სხვა ჯურის კაცებსა და სხვა ჯურის ქალებზეც. ჰო, ქალები. ეს ის თემაა, რომელსაც ძალიან უფრთხილდება, რომელსაც ინახავს და მკითხველისთვის სამომავლოდ ამზადებს. მის მოთხრობებში ქალი უბრალოდ ჩაგიქროლებს ან "გაგაქროლებს." ჯიმი (მოთხრობა “იქ, სადაც გველოდებიან") ტაქსისტ ქალებთან კონტაქტს ვერაფრით ამყარებს, მათთან თავს უხერხულად გრძნობს და სულიერ დისკომფორტს განიცდის. სხვა პერსონაჟი მაიკოსთან ერთად ფიფქებზე საფეხურებივით ადის და მათ სამშობლოს პოულობს ("ნიმფები, კენტავრები"). გიგი სულაკაური ორივეა. ერთგან ღმერთს შესთხოვს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ მოუვლინოს და მეორეგან ფიფქებს დასდევს. ვერც ლილის პირველ შეხებას ივიწყებს და ვერც ლიზას, რომელიც "შმოტკებითა" და მანგოს ნივთებით სავსე ჩანთით სადღაც მიემგზავრება. სვეტაც არის, კლასელი ნაშა. მასთან ერთად გაჩერებაზე დგას და ავტობუსს ელოდება, "ცხოვრების ბანკში" სიყვარულის შესატანად. ქალები ერთნაირად მსუბუქად, მაგრამ სხვადასხვა ემოციით "გაირბენენ" სტრიქონებს შორის. ყველა ქალი უყვარდა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია. ამ თემაზე მეტი არაფერი უთქვამს. უბრალოდ, გაეღიმა, და მე მომეჩვენა, რომ რაღაც თავისთვის საგულდაგულოდ დაიტოვა. ალბათ დაწერს. და, ალბათ, ეს იქნება სულ სხვა რამ, ვიდრე სიყვარულის გაცვეთილი ისტორიაა.

ბმული - http://7days.ge/index2.php?newsid=12
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Fri Dec 21, 2012 7:07 pm

ანდრო ბუაჩიძე

დასაწყისი გაგრძელებას ჰპოვებს

"24 საათი", 2002-06-19

გიგი სულაკაური. ქუჩის ბიჭების გასაგონად (ლექსები). მხატვარი ლაშა სულაკაური. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ. 2001.

გიგი სულაკაურის წიგნს რომ კითხულობ ("ქუჩის ბიჭების გასაგონად") პირველი შთაბეჭდილება ასეთია: ავტორმა ეძება და მიაგნო იმ გრაფიკულ გამოსახულებას, რომლითაც საკმაოდ თავისებური მსოფლშეგრძნება უნდა გადმოეცა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გიგი სულაკაურს კარგად აქვს მორგებული თავისი "პოეტური ენა", - ლექსიკა, სინტაქსი, მეტაფორული სტრუქტურა. იქნებ ყოველივე ეს თავისთავად, ბუნებრივად, თვითდინებით მოხდა. შეიძლება, მაგრამ ხომ არსებობს გამოცდილებაც, ალღო, პროფესიული ჩვევები. არსებობს ლექსწერის ინდივიდუალური ტექნიკა, რომელიც დროთა მანძილზე იხვეწება. დახვეწა კი ამ შემთხვევაში ფოკუსის გასწორებას ნიშნავს, ნიშნავს სათქმელის მხედველობის არეში მოქცევას. გიგი სულაკაურის პროფესიული ოსტატობა თვალსაჩინოა იმ ნიშნით, რომ ის არ ამბობს არც მეტს, არც ნაკლებს, თითქოს განცდაშივე ეძლევა არა მარტო ლექსის მოცულობა, არამედ მისი უცნაური ლოგიკაც: "მზე ბროწეულის მარცვლებივით გაბნეულია ზღვის ზედაპირზე და მოტორტმანე სიშორეები არ ხსნიან მინის დაღვენთილ ფარდას, ჯერ არ ელიან მხსნელ საღამოს, საღამოს მიღმა - ღამის სიგრილეს, როცა ბნელი დანთქავს ყველაფერს და სიშორეც - მთვარის მოსვლამდე - იკარგება წარმოსახვის სიბნელეებში, რომ იქიდან ილუზიების ვარსკვლავებით გამოანათოს..."

ეს ლექსი, ისევე როგორც სხვა ლექსები ("ანგელოსი", "კენტავრი" და სხვ.) მართლაც უცნაურ ლოგიკას არის დაქვემდებარებული. ეს ვიზიონის, ხედვის, ცნობიერების სიღრმეში დაძირული სურათების "ლოგიკაა". აქ თითქოს მეტაფორის მეშვეობით ემპირიული, ფიზიკურად ხელშესახები სამყაროს შტრიხი იჭრება ("მზე ბროწეულის მარცვლებივით გაბნეულია ზღვის ზედაპირზე") და მერე ისევ განიბნევა მკაფიო ხილვადობის და შემოსაზღვრულობას მოკლებულ სივრცეში.

გიგი სულაკაურის ლექსებზე წერილობით გამოთქმულ შენიშვნებში ადრეც თქმულა, რომ მისი პოეტური სახეები ვიზიონების შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ვიზიონი ყოველთვის ერთნაირი არ არის. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის ლექსები, სადაც სახეები სურათოვნებას მთლიანად მოკლებულია და თვითონ პოეტის შინაგანი მდგომარეობაა ვიზიონერული: "თვალდახუჭული, როდესაც მზეს შევხედავ, ჯერ სისხლისფერ ფარდას დავინახავ, ცოტა ხანში კი ლურჯი, მწვანე და იისფერი მოძრავი ლაქებიც გამოჩნდებიან. ასე საათობით ვერთობოდი ბავშვობაში". ეს ლექსი მართლაც ნიშანდობლივია, რადგან გიგი სულაკაურის პოეტურ ნიმუშებთან ზიარება თითქმის ყოველთვის აღძრავს აზრს, რომ პოეტი იმას აფიქსირებდა ლექსად, რაც თვალდახუჭულმა იხილა. ვფიქრობ, ლექსის სტრუქტურასაც მისი ვიზიონით განსაზღვრული ბუნება აპირობებს. მხოლოდ ეს უკანასკნელი ნიმუში ამავე დროს რეფლექსიაა, აქ ავტორი საუბრობს იმაზე, თუ როგორ წერს ლექსს. აქ ლიტერატორი, ანალიტიკოსი საუბრობს შემოქმედებით პროცესზე.

საერთოდ, განსჯითი ელემენტი უცხო არ არის გიგი სულაკაურის ლექსებისთვის, მაგრამ განსჯაც თავისებურია. პოეტი თითქოს კომენტარს უკეთებს თავის ხილვებს და ზოგჯერ ეჭვიც შეაქვს ამ ხილვების რეალობაში: "მე ვხედავ შავ ხეს და ძველებურ სახლს ჟამისაგან განაცრისფრებულს, მძიმე ფიფქებით სავსე ღამეებს, ან იქნებ ნისლი ან სითეთრე მატყუებს ასე".

ჩემი აზრით, კრებულში "ქუჩის ბიჭების გასაგონად" ლექსების ქრონოლოგია მეტყველებს იმაზე, რომ დროთა განმავლობაში "ვიზიონმა" იკლო და "ემპირიკამ" იმატა გიგი სულაკაურის ლექსებში. გავიხსენოთ ისეთი ლირიკული ნიმუშები, როგორებიცაა "ნიშანი", "ღამე" და სხვ. ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ მეტამორფოზამ (შეიძლება ღრმა მსოფლმხედველობრივი ცვლილებებით გამოწვეულმა) სისადავე და სიმკვეთრე შესძინა ამ ნიმუშებს. აქა-იქ გაჩნდა ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსებიც, სადაც უაღრესად ფაქიზი სტილიზაციის კვალიც გამოსჭვივის: "მთა ბევრი გადავიარე, ბევრს შევეშვირე მთვარესა, დავკარგე ძმადნაფიცები, ყველა სხვადასხვა მხარესა, მშვიდობით, მივალ საძებრად, გავხურავ სახლის კარებსა". ან ასეთი: "დავთვრები, დამავიწყდება ნაოჭი ამ ჩემს სახეზე, ვიფიქრებ, - ხომ არ წავიდე, შენ, - აქ დარჩიო, - მაქეზებ... დავრჩები, არ დაბრუნდება ძაღლი - ღიმილი ბაგეზე".

ვფიქრობ, საგანგებო, ცალკე საუბრის თემაა საგნების და მოვლენების ხატვა გიგი სულაკაურის ლექსებში. აქ ლაპარაკია მხატვრის თვალზე, მის უშუალო მიმართებაზე საგნებთან. ვიზიონერობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოეტი საგნობრივი, ხელშესახები სამყაროს მიმართ გულგრილი იყოს, - პირიქით. ძალზე შთამბეჭდავია მშვენიერი ესკიზი "კვირა დღე": "ფერებმა მთებზე გადაინაცვლეს. დაბა სველია, მკვეთრი. უფორმო, ხანგისფერი ფოთოლი ფარავს ფარდულს. ფარდულთან იზლაზნებიან დაბის კაცები. თავები უდევთ ერთმანეთის კისრებზე ცხენებს. სასადილოსთან ჭიდაობენ ჭრელი ლეკვები. სველი და მთვრალი ბუშლატი სველ ხეს ეყრდნობა. თან ვერ გაიგებ, საყრდენი რომელს უფრო სჭირდება - დაბრეცილი ხე - მთვრალს თუ პირიქით, მთვრალი და სველი ბუშლატი... საღამო ნელა იშლის ქვეშაგებს".

პოეტურ კრებულში "ქუჩის ბიჭების გასაგონად" გაერთიანდა სხვადასხვა დროს ცალკე წიგნებად გამოსული ციკლები: "საგნები თოვლში", "ზოდიაქოს ბორბალი", "კედელი", "ხეები, ბიჭი და სხვ." გაერთიანდა და ერთიანობა ბედნიერი გამოდგა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს ერთიანობა და სისრულე, შემოსაზღვრულობის შთაბეჭდილება, სწორედ განსხვავებული მოტივების, ნიშნების, ლექსწერის ხერხების სიმრავლემ დაბადა. კრებული შინაარსობრივად შეავსო მიძღვნითმა ლექსებმა. ბოლო დროს დაწერილმა ვრცელმა ლირიკულმა ნიმუშებმა (როგორიცაა ვთქვათ, "ღამე" ან "ნიშანი") ხედვის ახალი პერსპექტივა გახსნა და ახალი ყოფით-ცხოვრებისეული ანტურაჟი შემოიტანა პოეტურ სივრცეში. "ზოდიაქოს ბორბალი" ლაკონიზმისა და ლექსიკური სიზუსტის ნიმუშად დარჩა. კაფე "თბილისი" და სხვა რითმიანი ლექსები კონვენციური ლექსის ირინიზირების შტრიხით ავსებენ მთელ კრებულს. საერთოდ, ირონია სხვადასხვაგვარად ვლინდება გიგი სულაკაურის წიგნში - მთელი წიგნის ინტონაციურ წყობაშია განფენილი...

ჩემთვის, პირადად, კრებული "ქუჩის ბიჭების გასაგონად" ვრცელი საუბრის სურვილს აღძრავს. მე მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მომენტს შევეხე, რაც საუბრის მხოლოდ დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

ბმული - http://www.open.ge/index.php?m=21&y=2002&art=14613
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Wed Jan 16, 2013 4:27 pm

გიგი სულაკაური

ვიდრე მე წავალ

ვიდრე მე წავალ,
გავფრინდები
ჩემი კოშკის სახურავიდან,
ნამძინარევ ქალაქს გავხედავ,
ფანჯრებდაბინდულ,
ნისლში ჩასრესილ ქალაქს
გავხედავ
და სანამ წავალ,
გავფრინდები
ჩემი კოშკის სახურავიდან,
დავინახავ
სკოლისაკენ მიმავალ ბავშვებს
და ჩემთვის ვიტყვი: -
"ჯერ გოგონებმა გაიარონ..."

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon May 20, 2013 3:17 pm



გიგი სულაკაური

პოჯიკის ძიებაში

დღეს ჩემმა ვერაგმა მეხსიერებამ მაგიდაზე „პოჯიკი“ დამახვედრა...
საოცარი რამაა მეხსიერება! რა დროს, რა ვითარებაში, რას და როგორ ფეშქაშს აგიგდებს, ვერაფრით მიხვდები.
მოულოდნელობის ეფექტიც მაგარ საქმეს აკეთებს: - საჩუქარი ყოველთვის იდუმალებით უნდა იყოს შეფუთული, ისე რა აზრი აქვს, წინ-წინ გამხელილი საჩუქარი განახევრებული
სიხარულია!..
პოჯიკი: - თვითნაკეთი იარაღი, ქვემეხი, ზარბაზანი, საბრძოლო ტექნიკის ჭეშმარიტი შედევრი და სამუზეუმო ექსპონატი; პირმშო უმიზეზოდ გაუჩინარებული „მაქსიმკასი“, მაუზერისა და ნაგან-უებლისა... ის აღარ არსებობს, - ყავლი გაუვიდა და ჭირიც მოგვჭამა, ჩაბარდა წარსულს და ისტორიის საიდუმლოებით მოცულ ნაპირებზე ჰპოვა სამუდამო ნავსაყუდელი.
ახლა ვერც ერთი სერიოზული მეცნიერი თუ მკვლევარი, თვით მოყვარული დილეტანტიც კი ვერ იტყვის: - იყო კი პოჯიკი? იქნებ პოჯიკი საერთოდ არა ყოფილა?! პოჯიკის ძიებაში ამაოდ დაშვრებიან და იმეცადინებენ, ამაოდ იმუშაკებენ და თეთრად გასტეხენ უგრძეს ღამეებს, ჭრაქის შუქზე ამაოდ ამოიღამებენ თვალებსაც და ფიქრითაც ამაოდ დაუსკდებათ ჭკვიანი თავები; რადგან დილით, სიგარეტების საყიდლად გასულები მაინც ხელს ჩაიქნევენ...
პოჯიკი მათთვის ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა...
დიახ, ამაოდ, მეც ამაოდ დავეძებდი პოჯიკს და ვიტანჯებოდი... ტყე-ღრესა და ფლატეებში, მწვერვალებზე და ზღვების ფსკერზე, გაუვალ ტროპიკულ ჭაობებსა თუ უდაბნოს ქვიშის ნისლში ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, არ მიმართლებდა... სახლკარი და მეგობრები და სამშობლო გადამავიწყდა; დამშეული, უთვისტომო და მიუსაფარი და მარტორქასავით ეული ვიდოდი ცხოვრების გაუვალ უღრანებში...
პოჯიკის ძებნით გაწვალებული, ხან სად მივდებდი მწარე ფიქრით გადაღლილ თავს
და ხანაც - სად...
ერთ დილას სეკვოიას კენწეროზე გამეღვიძა, ზღვის დონიდან 480 ფუტის სიმაღლეზე. იქიდან ჩემი მშობლიური სახლი მოჩანდა და მაშინ მივხვდი, - ძებნა უნდა შემეწყვიტა. სახლის ხილვამ წარმოუდგენელი ტკივილით ამხადა თავის ქალა, ამომგლიჯა ჯიგარი და იარაც სევდით გადამიხვია. შინ დაბრუნება მტკიცედ და უყოყმანოდ გადავწყვიტე: - Home, sweet home, - მიკვნესოდა დაფლეთილი გული...
ხიდან დიდხანს, გაჭირვებით ვეშვებოდი.
დილით დაძრული, მხოლოდ გვიან ღამით დავეშვი მიწაზე. ქვევით კი მოულოდნელ
ხიფათს გადავეყარე: - ფეხში ხანჯალივით ორლესული ეკალი შემესო. ეს იყო - ეკალუს ტროპიკუსი (Ekalus-Tropikus-Basri ბასრი, შხამიანი, ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური იარაღი. მისი ჩხვლეტიდან ზუსტად ერთ წამში იწყებს შხამი მოქმედებას: - ადამიანს კიდურები ჯერ ეყინება და მერე ნაკვერჩხალივით უხურს, გული მძიმედ, ოღონდ მონაცვლეობით უფეთქავს საფეთქლებში და ხერხემალში და სახსრების კრუნჩხვა-ჭრიალი ეწყება. უქვეითდება მხედველობა და ყნოსვა და, რატომღაც, უმძაფრდება სმენა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩქამი და ფაჩუნი ცის ქუხილად მოეჩვენოს... მერე ბედკრულ ადამიანს გაცვივდება თმა, წარბ-წამწამ-წვერი და ნებისმიერი ბალანი და გაუსივდება თავი და ინტოქსიკაციის ბოლო სტადიაც არ დაახანებს, - ჰალუცინაციები მოეახლება...
გაჭირვებით, ალესილი მაჩეტეს დახმარებით მივჩეხავდი გზას შინისაკენ: - გაუვალ ეკალ-ბარდების ჯაჭვებსა და წნულებსა და მავთულხლართებში.
ტროპიკული, ნესტიანი მხურვალება მეღვრებოდა ფილტვებში და შიგადაშიგ გონება მებინდებოდა. თანაც თმა-წარბწამწამ-წვერიც მცვიოდა, მაგრამ არ ვეპუებოდი,გამალებით ვკაფავდი ჯაგებს და წინ მივიწევდი. სინამდვილეში წრეზე ვტრიალებდი და საბოლოოდ ვეებერთელა, სტადიონისხელა ადგილი გავასუფთავე სარეველებისაგან (ახლა იქ მადლიერ ადგილობრივ მოსახლეობას სიმინდის ყანები და ბანანის პლანტაციები აქვთ გაშენებული).
გონი როდის დავკარგე, არ მახსოვს.
მერე ტროპიკულმა თქეშმა დაუშვა და ამქვეყნად დამაბრუნა... თვალის გახელა მოვახერხე, ოღონდ ვერაფრით გავიხსენე, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. ლაფის ჩურჩხელასავით თავდაყირა ვეკიდე სტადიონის ცენტრში ჩამოშვებულ ლიანას და იქვე მდგარი ტაპირი სახეში ტროპიკულად მასუნთქებდა. მის ზურგზე ტუკანი დახტოდა და საყვირის ხმებს გამოსცემდა.
- ვაჰ, გადარჩა, აი! - შესძახა ტაპირმა.
- ჰო, გადარჩა, გადარჩა! - დაიჩხავლა ტუკანმაც.
- არსებობს! გაიგე, ბიჭო, არსებობს!
- ტაპირი ცხვირში დამაჯერებლად დუდღუნებდა.
- რა? - გაჭირვებით ამოვიხავლე, - რა არსებობს?..
- პოჯიკი! პოჯიკი არსებობს!
- პოჯიკი არსებობს! ის მაინც ბრუნავს! რწმენა! პოჯიკი! პოჯიკი! ის არსებობს და მაინც ბრუნავს! - ტუკანმა წარმოუდგენელი ჩხავილი ატეხა.
- გესმის?! არსებობს, ოღონდ რწმენა არ დაკარგო და აუცილებლად იპოვი... ამ გზით იარე, - ტაპირმა ცხვირი ბილიკისკენ გაიშვირა, - ეს გზა რუსთავში მიგიყვანს, პოჯიკიც იქ უნდა მოიძიო... აბა, შენ იცი, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც! კარგად იარე!.. - მერე ჩემი მაჩეტეთი გადაჭრა ლიანა, გამათავისუფლა და გზაც დამილოცა...
ძლივს ავითრიე მოწყვეტილი წელი და ნაჩვენებ ბილიკს დავადექი. კოკისპირულად წვიმდა და სასტიკად ბნელოდა. ციცაბო ბილიკზე ფეხი მისრიალებდა, მუხლამდე ტალახში ვეფლობოდი და მაინც მივდიოდი და დიდხანს, დიდხანს ჩამესმოდა და მამხნევებდა ტუკანის საყვირი:
- ის მაინც ბრუნავს!.. პოჯიკი!.. ჯორდანო ბრუნო!.. რწმენა!.. გალილეი და იან ჰუსი!.. რუსთავი!.. ის მაინც ბრუნავს!..
„რა თქმა უნდა, რუსთავში უნდა ვეძებო“, - ვფიქრობდი გზაში, - „აბა, რა ჩემი ფეხები უნდა პოჯიკს ამერიკაში, ვინჩესტერი ხომ არ არი...“
ასეთი უმძიმესი ფიქრებით დამძიმებულმა მივაღწიე რომელიღაც დასახლებულ პუნქტამდე. ოთახი ვიქირავე, უკუვაგდე არასაჭირო ფიქრები და გადავწყვიტე, ბედი ახალი გზით, ანუ საჭირო ფიქრებით წარმემართა.
„რუსთავი არსად გამექცევა, მე მგონი, ჯერ თავად სიტყვის არსს უნდა ჩავწვდე“. - გუმანი მეუბნებოდა, რომ სწორ გზას ვადექი. „პოჯიკი“, - ვიმეორებდი გუნებაში, - „ნეტავ რა იდუმალ ჯანდაბას უნდა მალავდეს ეს სიტყვა?..“
ბოლოს საკუთარ თავთან ჭიდილის, კამათის, დავის და სჯა-ბაასისა და კინკლაობის
შედეგად გონება გამინათდა: - ამ სიტყვის ეტიმოლოგია რუსული ïîäæå÷ü,
ïîäæèãàòü-იდან უნდა მოდიოდეს. პოჯიკი ïîäæå÷üïîäæèãàòü, ასეა, სრული სიმართალეა, ამას წყალი არ გაუვა-მეთქი...
თანაც გამახსენდა, რომ რუსთავი ყოველთვის ისეთი ხელმარჯვე ოსტატებით იყო დასახლებული, - პოჯიკს კი არა, რო რამე, კოსმოსურ რაკეტასაც ააგებდნენ.
„როგორ ვერ მივხვდი, ამის დედა ვატირე, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ეს ოხერი!..“ - ჩემ თავზე ვბრაზობდი. მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი: რუსთავში წასვლა და საქმის აგვირგვინებაღა
მაკლდა, მეტი - არაფერი.
ტაპირისაც უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი, - გეზი ხომ მიჩვენა - დამაკვალიანა, ლიანასგანაც დამიხსნა და პლანეტაზე ხეტიალსაც გადამარჩინა...
რუსთავს, ასე თუ ისე, ვიცნობდი. ჩემ ბალღობაში ბიძაჩემი ცხოვრობდა ამ ქალაქში და სტუმრად ჩავდიოდი ხოლმე. მიყვარდა მათთან სტუმრობა, - ჩემს ბიძაშვილს უამრავი მოვლილ-მოწესრიგებული სათამაშო ჰქონდა. თვით ყველაზე ძველი, „სუ პირველი“ სათამაშოც კი იდეალურ მდგომარეობაში ანუ ხოდზე ეყენა. ყოველთვის ვფიქრობდი, ასე როგორ უვლის, როგორ ინახავს, ალბათ არ თამაშობს-მეთქი. ჩემი ტექნიკა რატომღაც ერთ წამში, ეჭვი მაქვს, ვიღაცის ჯადოს წყალობით ფუჭდებოდა, სათამაშოდ აღარ გამოდგებოდა...
მაშინდელი რუსთავი: შავი, ბნელი და პირქუში. თავის უბნებით - „ხიმიკები“, „ინტერნატები“, „ახალი რუსთავი...“ მეტს ვერ ვიხსენებ... რუსთავის ტბა, ზედაც „სპასატელი“ ნავები და წყლის ჟანგიანი ველოსიპედები... ჩვენები „ახალში“ ცხოვრობდნენ და იმ 5 წლის მანძილზე ძლივს ავითვისე გზა და სახლი, ბინა და ეზო, - იქაური კორპუსები, ეზოები, - ყველაფერი, - თვით ჭადრის ხეებიც „გაჭრილი ტყუპებივით“ გავდნენ ერთმანეთს.
ტერმინი ძია ვალიკოს, შინაურობაში შავვალიკოს, რუსთაველ ყოფილ შავს და პრაშლიაკს ეკუთვნოდა, რომელიც თავად გახლდათ ტყუპების „შემქმნელი“. შავტუხა ტყუპებს ტარიელი და ავთანდილი ერქვათ, წარმოშობით გურჯაანიდან იყვნენ და მე და ჩემს ბიძაშვილს ძალიან გვხიბლავდა მათი კახური კილო. მახსოვს, ვბაძავდით კიდეც, ჩვენც ვერთობოდით და ტყუპებიც
დიდ დროს ატარებდნენ. ვალიკოები კარის მეზობლები იყვნენ და ბალღები ხშირად ერთად ვსაუზმობდით ან ვსადილობდით ხოლმე. ერთხელაც საუზმეზე მიგვიწვიეს და ძალიან გამიკვირდა, როცა მაგიდაზე კლასიკური საჩაიე ატრიბუტიკის ნაცვლად ვეებერთელა მათლაფები დაგვხვდა.
ცოტა არ იყოს შევშინდი, - ამ უთენია, სუპი არ მაჭამონ-მეთქი. სუფრას ვალიკო ემსახურებოდა:
ჯერ ხმელი დედას პური დატეხა და ლუკმებად ჩაგვიყარა მათლაფებში, მერე იქვე მდგარი ემალის ვედროდან დიდი ჩამჩით შავი ღვინოც ჩამოგვისხა. „ესეც ბოღლიწო!“ - დააყოლა მრავლისმთქმელი ღიმილით, - „პა, პა, პა, პა, პა, მირონია! სუ ჯანში მიდის, მა სროკზე ხო არ წავა,
მეც გაუშვებ, რო?!..“ - ვალიკომ გადაიხარხარა და პირდაპირ ჩამჩიდან მოხვრიპა ღვინო...
ღმერთო, მაპატიე ჩემი სისუსტე! მაპატიონ სრულიად საქართველოს ბოღლიწოსმოყვარულებმაც, - დღემდე ვერ ვიტან ღვინოში ჩაბუჟბუჟებულ პურს...
იმ საუზმიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა ერთ-ერთმა მეზობელმა ვალიკოს დელიკატურად თხოვა, თუ ძმა ხარ, ბურვაკი დამაკვლევინეო. ზაფხული იწურებოდა, გენიალური საღამო იდგა და მთელი ეზო გარეთ იყო გამოფენილი. მათ შორის იყო ბურვაკიც, რომელიც სახლის ჩრდილში ნებივრობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, მუხთალი ბედი რა საჩუქარსაც უმზადებდა. ვალიკოს განუყრელი სეტკამაიკა ეცვა, ნარდს აგორებდა და კმაყოფილი ჩანდა. როგორც ყოველთვის, იგებდა, - მის კართან ჩარჩოზე, გადაკეცილ მანეთიანებს კენჭი ედო. მეზობლის თხოვნაზე მძიმედ, ხვნეშით წამოიზლაზნა, რატომღაც თავის აივანს ახედა და ასევე მძიმედ, დინჯად აუყვა საფეხურებს. ამასობაში სადარბაზოსთან ხალხი შეიყარა, ერთი სჯა-ბაასი და ყაყანი ატყდა, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, - ვალიკოს ბურვაკი უნდა დაეკლა. აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი, სანაძლეოებიც დაიდო, ვალიკო პირველივე დარტყმით განგმირავდა ბურვაკს თუ არა, - ზედმეტად დიდი და ნასუქი ჩანდა, - ღორი უფრო ეთქმოდა. საბრალო პირუტყვს ბორია ერქვა და ხელზე ნაჩვევი, „რუჩნოი“ იყო, - კაციშვილს არ უფრთხოდა. ეგ კი არა, როცა მონებივრე, ნირვანაში მყოფ ბორიას ღიპზე მოფხანდი, მისი ნეტარი ღრუტუნი ბელაქანშიც კი ისმოდა ხოლმე...
უკან მობრუნებულ ვალიკოს პირზე ბოროტი, ძალიან ცუდი ღიმილი დასთამაშებდა. ხელში დაჭრელებულტარიანი და უშველებელი კაუჭა ბებუთი ეჭირა და მთელიარსებით საქმის ზედმიწევნით კარგ, იდეალურ ცოდნასაც ასხივებდა.
„ეგ ბებუთი ციხეში გაკეთებულსა ჰგავს!“ - გაისმა ბრბოდან.
„ბიჭო, ვალიკო, ერთხელ მაინც თუ დაგიკლავს ღორი, მაგას თავის მუღამი აქვს, კაცო, ყომარის გაგორება კი არ არი?!.“ - ეს დაეჭვებული ამოძახილიც ბრბოს ეკუთვნოდა.
ამ მეორე რეპლიკამ რატომღაც დამთრგუნველად იმოქმედა ხალხზე, - ყაყანი და მიეთ-მოეთი შეწყდა და ავისმომასწავებელი დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ ჩვენი ბორია ნებივრობდა, - მშვიდი, უშფოთველი, აუღელვებლი... გული ცუდს არაფერს ეუბნებოდა და რა გადარევდა?! ცისფერი, ციცქნა ღილი-თვალები სიყვარულით შეავლო გალავანივით შემორტყმულ ხალხს და გვერდი იცვალა - კმაყოფილი ღრუტუნით, მთელი სილამაზით და თანაც ყოვლად ურცხვად წარმოაჩინა ვარდისფერი, გაფითქინებული მუცელი. ალბათ ფიქრობდა, იქნებ ვინმეს გაუწყრეს მაღალი ღმერთი და ნაპატივები ღიპი მომფხანოსო.
ღორის დაკვლის ამაღელვებელ პროცესზე ბევრი მსმენია, მოთხრობებშიც წამიკითხავს და ფერწერული ტილოებიც მინახავს. მერე თვითონაც რამდენჯერმე შევესწარი: გურიაში, კახეთში, იმერეთში... სამაჩაბლოში... ღორის ყოველ დაკვლას, მწვადზე და ღვინოზე რომ არაფერი ვთქვა, ყოველთვის საზეიმო განწყობა, საერთო-გამამხნევებელი აჟიოტაჟი და მხიარული ჟრიამული ახლდა...
მაგრამ ტრაგედია, რომელიც ბალღობაში ჩემ თვალწინ დატრიალდა რუსთავში, დღემდე არ მასვენებს, სულს მიფორიაქებს და ძილსაც მიფრთხობს და ძარღვებში სისხლსაც მიჩერებს...
ხალხი ორრიგად, ნახევარწრედ ადგა ბორიას და მდუმარედ და, როგორც მაშინ მომეჩვენა, სიბრალულით დასცქეროდა.
ვაჰმე, რა მწარედ ვცდებოდი! გარინდებული სამყარო თურმე მოუთმენლად ელოდა ფინალურ აკორდებს! მოღებულ იქნა: დაბალი, გაურანდავი ფიცრის მაგიდა, ბოცებით და ვეება ქვაბებით წყალი, ვედროებით - მდუღარე, ტაშტები და დანები და ტილოები, ორიც - „ფარსუნკა“. ვიღაცამ ბრძნული აზრიც კი წამოაყენა, - ეგ ღორს არ დაანახოთო, თითქოს ჩვენი ბორია მომენტალურად ისქესებდა, ფარსუნკას მეშვეობით რასაც უპირებდა ვერაგი კაცობრიობა.
ქალები მოშორებით იდგნენ და ისე ვნებიანად ჩურჩულებდნენ, იფიქრებდი, სისხლი წყურიათო...
ვალიკო პირველ რიგში, ზუსტად მძინარე ბორიას მუცელთან იდგა. მარჯვენა ხელი ზურგსუკან ეჭირა და ჭრელტარიან ბებუთს კოტიტა თითებში პროფესიონალურად, შავურად აწვალებდა და ათამაშებდა, - ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა.
ბალღები უკან ვიდექით და მე ვერ დავინახე ვალიკოს სახის გამომეტყველება. უკნიდან კი მისი იერი სასიკეთოს არაფერს მოასწავებდა.
„გულში უმარჯვე, შავვალიკო, ადგილზევე მოკვდება, აღარ იწვალებს!“ - დაარიგა უხუცესმა მეტალურგმა მიშამ.
ძია მიშა მოშორებით იჯდა, განმარტოებით, მაგრამ ეტყობოდა, რომ სული და გული აქეთ ჰქონდა.
„ჰო, გულში და მერე ყელიც გამოსჭერ, ეგრეა წესი!..“
„ხალხო,“ - ბრაზით შეუყვირა ვალიკომ მეზობლებს, - „არ დამანებებთ ჭკუის სწავლებას?! რა წესი, რის წესი, ეე, ესენი ვინა ყოფილან, კაცო?!.“ - მერე ბორიას მიუტრიალდა და მოულოდნელად და გაფრთხილების გარეშე მთელი ძალით მოქნეული ბებუთი ფერდში „უმარჯვა“...
ხალხს გმინვა აღმოხდა.
ბურვაკმა თვალები დააჭყიტა და სუსტად, კვნესის ხმით ამოიღრუტუნა. საბრალომ ალბათ იფიქრა, - მეხი დამეცაო. თუმცა, რაც დაეცა, ის მეხზე ბევრად უარესი იყო!
ბორიამ მეტი ვერაფრის გაფიქრება მოასწრო, ვალიკომ სეტყვასავით დააყარა, დახანჯლა და დააბებუთა ბურვაკი: მეორე ღრმა ჭრილობა ბაძაყში მიაყენა, მესამე - ღვიძლში, მეოთხე - ყელში და წავიდა და წავიდა... ელვასავით ხან სად გაიელვებდა და გაიკლაკნებოდა ვალიკოს ბებუთი, ხანაც - სად... ერთიც არ აუცილებია, ერთხელაც არ ათრთოლებია ხელი და არც სიბრალულის ნაპერწკალი მოხვედრია მის ქვადქცეულ, გაყინულ გულს. გამძვინვარებულ ვალიკოს ვადამდე შეჰყავდა მახვილი ხორცში და ყოველ ახალ ჭრილობას კლასიკურ „უხ, შენი პატრონისაცო!“ დააყოლებდა ხოლმე...
როგორც იტყვიან, ირგვლივ სამარისებური დუმილი იწვა. დუმილს მხოლოდ ვალიკოს „უხ, შენი“ არღვევდა, ჭრილობები მრავლდებოდა, სისხლი-ცუნამი ხალხს წალეკვით ემუქრებოდა და რომელიღაც ბინიდან გულამომჯდარი ბალღის შორეული ტირილიც გაისმოდა...
ბრბომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მეზობლებიდან ვერავინ გაბედა ვალიკოს შეჩერება, რომელსაც სეტკა-მაიკა სისხლით და ოფლით გაჟღენთოდა და უმძიმესი დავალება ფატალური დასასრულისკენ მიჰყავდა...
„გულში, შავვალიკო, შიგ გულში ჩამეცი ეგ ოხერი დანა, დამასვენე მტარვალო, და, გავათავოთ საქმე!..“ - ბორიამ უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, ვალიკოს გულმკერდი მიუშვირა და სამუდამოდ დახუჭა თვალი.
როგორც მერე გაირკვა, ბურვაკ ბორიას 18 უმძიმესი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ძია მიშას თქმით, - ყველა სასიკვდილო...
და ვიდრე ეზოში სისხლი იღვრებოდა, ჩვენების დიდი ოთახის კუთხეში პაშა მუხლმოდრეკილი
ლოცულობდა:
„Ïîìèëóé, Ãîñïîäè... Äóñÿ øåï÷åò... îé, áåäà áóäåò... Ãîñïîäè, âîçüìè ìîþ äóøó... äà ïîìèëóé...“
ყველა წესის და რიგის მიხედვით, პაშა ბიცოლაჩემს სახლის დალაგება-მოწესრიგებაში უნდა დახმარებოდა - დაქირავებული ქალი ერქვა. ჩვენი და საკუთარი თავის დაპურებაც მის მოვალეობაში შედიოდა. მაგრამ შუახანს მიტანებული, გაუთხოვარი რუსი დედაკაცი, რომელიღაც სექტის ყმა-ქალიშვილი გახლდათ და შესაბამისად, ჩვენთვის გამოყოფილ დროსაც თავის სასარგებლოდ ანუ მთავარი საქმისთვის იყენებდა. პაშას „მთავარი საქმეც“ ეგ იყო - ლოცვა. და ისიც ლოცულობდა: ბუტბუტით, ჩიფჩიფით, მდუმარედ, ფეხზე მდგარიცა და მძინარე მდგომარეობაშიც...
პაშა გარეუბანში, თუ არ ვცდები, ხიმიკების მახლობლად ცხოვრობდა.
მრავალბინიანი სახლი-ვაგონი იყო მისი რეზიდენცია. ბაბა-პაშა, ასე მოიხსენიებდა ნებისმიერი გამვლელ-გამომვლელი.
თუმცა ბაბა-პაშას მეზობელ ვაგონებში მასზე ბევრად უფროსი დედაკაცებიც ცხოვრობდნენ.
ვიცი, მინახავს, ერთხელ მე და ჩემი ბიძაშვილი შინ წაგვიყვანა და კარტოფილისა და კომბოსტოს „პერაშკებით“ და შინნახადი „კვასით“ გაგვიმასპინძლდა.
ვაგონის წინ გამართულ სკამზე შავითმოსილი, თავსაფრიანი და ცვილისსახიანი დამჭკნარ-დაღვენთილი დედაბრები ისხდნენ. მარადიული შიშის გარდა, ყოველგვარი გრძნობის, ემოციისა და ვნებისაგან დაცლილი, ბილინებიდან გადმოსული არსება-მოჩვენებანი...
ჩემ ბალღურ ფიქრებში პაშას ბინა საყდრად წარმომედგინა: გუმბათში - ღვთისმშობელი ყრმით, კედლებზე - ფრესკები, კუთხეში, საწოლის პირდაპირ ხატები და ბზის ტოტი და ჭერიდან ჩამოშვებული ზეთით სავსე საზეთე. მასში, რა თქმა უნდა, მარად უქრობი პატრუქი კიაფობდა.
პარმაღში ნოხი ეფინა და რკინით შეჭედილი სკივრი იდგა. სკივრზე სანთელი ენთო და დუსია იჯდა, ბუტბუტებდა და სახეს შავ თავსაფარში მალავდა.
მე ყველაზე ძალიან, დუსიას ნახვა მწყუროდა. პაშას ყოველწამიერი რეალური თუ ირეალური ფიქრებისა და მონოლოგების საგანი-მიზეზი და გმირი, ბუნებრივი თანამგზავრიცა და ამავე დროს, იდუმალების ნისლით მოსილი ქმნილება.
ახლა რომ ვუკვირდები, ნამდვილი თანამგზავრი ჩვენი პაშა გახლდათ. დუსიას ხსენებაზე ლამის ექსტაზში, უფრო კი ტრანსში ვარდებოდა: თვალები გაეყინებოდა, დამბლა დაეცემოდა და რატომღაც წარმოუდგენელი შიშიც შეიპყრობდა ხოლმე... დუსიაც მომენტალურად იწყებდა „შეპჩეტ“-ს...
პაშას ჩვეულებრივი, ციცქნა და ასკეტურ-პროზაული ბინა ჰქონდა: საწოლი, კომოდი და პატარა, მრგვალი მაგიდა ედგა. მაგიდაზე ტილოს სუფრა ეფარა, რომელსაც ამშვენებდა მინის ლანგარი და მინისავე გრაფინი თავის ოთხი „მალენკოვით...“
ოთახს შიშველი ნათურა დასცქეროდა და კედელზე, თითქმის ჭერთან, წვერმოშვებული მამაკაცის ფოტო ეკიდა.
ფოტოს გასწვრივ, - სარკე (როგორ ახერხებდა მასში ჩახედვას, ჩემთვის ეს საიდუმლო დღემდე დაფარულია)... ჰო, ლოგინის ქვეშიდანაც რკინით შეჭედილი და თოკით ყბაახვეული ჩემოდანი იხედებოდა.
სულ ეგ იყო ბაბას მთელი ავლა-დიდება.
იმხანად რუსთავში ბევრი სექტა არსებობდა - კრიკუნები და პრიგუნები, მალაკნები და ბაპტისტები... სტაროვერები... რა ვიცი, ვინ აღარ... აღარც კი მახსოვს, ან რატომ უნდა მახსოვდეს? პაშა რომელი სექტის ყმა იყო, არც ეგ ვიცი და არც ის, - იყო თუ არა დუსია რომელიმე სექტის იღუმენია, ან საერთოდ თუ ჰყავთ სექტანტებს წინამძღვრები... სექტის წიაღში არასდროს შემიღწევია, ჩემ ბავშვურ ცნობისმოყვარეობას არასდროს მოუთხოვია ამ საიდუმლოს ახსნა, არ მონდომებია მასში ხელის ფათური...
მხოლოდ ერთხელ მოვინდომეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა პაშას სექტის დადგენა და მაშინაც არაფერი გამოგვივიდა. საიდან?..
ლოგინში ვიწექით და სრული სერიოზულობით განვიხილავდით სექტანტობის რაობას, მისი წარმოშობის და განვითარების სტადიებს, გზებს და მიმართულებებს.
ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით: - ბაპტისტები, მალაკნები და სტაროვერები უყოყმანოდ
უკუვაგდეთ და კრიკუნებზე და პრიგუნებზე შევაჩერეთ მზერა. პირველ სამ სექტას (სახელწოდების გათვალისწინებით) ზედმეტად მძიმე და გადატვირთული გრაფიკი უნდა ჰქონოდა და დარწმუნებულები ვიყავით, - პაშა ვერ გაუძლებდა ასეთ მძიმე გამოცდას. მიუხედავად თავის „სიგიჟეებისა“, პაშა გვიყვარდა და საბაბტისტოდ, სასტაროვეროდ და სამალაკნოდ ნაღდად ვერ გავიმეტებდით.
მოგვეჩვენა, რომ კრიკუნები და პრიგუნები უფრო „მსუბუქი ყოფაქცევის“ სექტების რიცხვს ეკუთვნოდა და ბავშვურად ჩავთვალეთ, - ამ რომელიმე პარტია-გართიანება-საზოგადოებაში ბაბა-პაშა ბედნიერად თუ არა, კომფორტულად მაინც იგრძნობდა თავს. ერთადერთი, რაზეც ვერ შევთანხმდით და დიდხანს უაზროდ ვიკამათეთ, იყო: - ამ ორიდან რომელში გაგვენაწილებინა ჩვენი ბაბა-პაშა...
იმ ღამეს პაშას ბინა დამესიზმრა. დაბინდული ოთახის კუთხეებში სანთლები ენთო. ცენტრში სკივრი იდგა და ზედ შავითმოსილი, ფეხშიშველი დუსია იჯდა, - უნაზესი და უნატიფესი ფეხის თითები ჰქონდა. მახსოვს, ძილში გავიფიქრე, ასეთი ლამაზი ტერფების პატრონს, ალბათ, სახეც ულამაზესი ექნება-მეთქი. სკივრის ირგვლივ წრეზე, რამდენიმე რიგად სკამები იყო ჩამწკრივებული. სკამებზე მუმიადქცეული, შავთავსაფრიანი დედაბრები ისხდნენ და მონოტონურად, ძლივს გასაგონი ხმით და წამღერებით დუდუნებდნენ:
- დუსია შეპჩეტ, დუსია შეპჩეტ, ოი, ბედა ბუდეტო... თანაც აქეთ-იქით და წინ და უკან ნელა, შეთანხმებულად იხრებოდნენ და ირწეოდნენ. ზოგჯერ რომელიმე დედაბერი მოულოდნელად ამოიოხრებდა და გაქვავებულ, წამიერ მზერას ფოტოსურათს მიაპყრობდა ხოლმე.
თავდახრილი და ასევე ფეხშიშველი პაშა სკივრთან იდგა და დუდუნის მოტივზე მთელი სხულით ირწეოდა. მომეჩვენა, რომ ძალიან უბედურად გრძნობდა თავს, მაგრამ ვერ ვშველოდი: რაღაცნაირად თან ვიყავი იმ ოხერ ოთახში და თანაც, - არა...
უცებ საიდანღაც ნიავი შემოიჭრა ოთახში, სანთლები აათრთოლა და რომანსის ხმაც შემოიტანა. ნანი მღეროდა:
„...ი ვაიძი, ვ წიომნი სად, ტი კაკ წენ...“
ამ ხმაზე დუდუნი შეწყდა და დუმილი ჩამოვარდა, დუსია კი შეკრთა, გამოერკვა და თავი ასწია. მოვლილ, მრგვალ და ჩემდა გასაკვირად, მხიარულ და არც ისე ლამაზ სახეზე ასაკი არ ეტყობოდა. ბაგეზე ალისფერი პომადა ეცხო, ლოყები უღაჟღაჟებდა და, როგორც მომეჩვენა, ბედითაც კმაყოფილი ჩანდა. მერე თვალებში ჩავხედე და, ღმერთო, ნეტავ, ეს არ მექნა, - დუსიას შუასაუკუნეების ალქაჯის მზერა ჰქონდა! ალქაჯები ნებისმიერ დროსა და ეპოქაში არსებობდენ, არსებობენ და იარსებებენ კიდეც... მაგრამ, ხომ შეიძლება, დუსიას VII ან XIX ან XX ან სულაც XXI საუკუნის „ვედმისა“ ჰქონოდა?! ნურას უკაცრავად! მისი მზერიდან XIII საუკუნე იხედებოდა: - სიბნელე და ინკვიზიციის ცადავარდნილი კოცონების ალი და იმ კოცონზე დამწვართა სასოწარკვეთილი
მოთქმა-გოდება და მძიმე ჯაჭვების შემზარავი ჟღარუნი; სრულმთვარიანი ღამეები და მგელკაცების ყმუილი, ხოლერა და ყვავილი; საწამებელი ოთახები, წრეში მოქცეული ხუთკუთხედების ირგვლივ დანთებული სანთლების ლიცლიცი და შეშლილი ალქაჯების შაბაში და როკვა როკაპთა; ჟღალთმიანი და უცნაური დედაკაცები და მკაცრი, უსასტიკესი მამაკაცები... ადამიანები და ხმები, სუნები და ფერები, წარმოუდგენელი პეიზაჟები და ჩაუქრობელი ხანძრები და ომები, ომები - ჩანდა და ირეკლებოდა და იღვრებოდა დუსიას უსკლერო თვალებიდან. მხოლოდ გუგები, - შავი და საშიში და სავსე მთვარესავით უზარმაზარი გუგებიღა იყო დარჩენილი, სხვა - არაფერი... მღიმარი, უდარდელი სახე მირაჟი, ილუზია აღმოჩნდა.
სინამდვილეში, დუსიას ნაცვლად, სკივრზე უხსოვარ დროს გარდაცვლილი მოჩვენება იჯდა. დუსია-მოჩვენება, რომელიც გახელილი თვალებით გარდაიცვალა და ყველაფერთან ერთად, სიკვდილის ცელიც სამუდამოდ ჩაეყინა მზერაში...
„კრიჩი!“ - მოუწოდა მოჩვენებამ პაშას.
„გოსპოდიი-ი-ი-ი! - შეჰყვირა მთელი ხმით პაშამაც.
„იი-იიი-იიი-იი-იი!“ - დედაბრები შეთქმულებივით წამოიშალნენ და ლამაზი, წკრიალა, ბავშვური ხმებით აჰყვნენ პაშას.
თანაც ისევ ირწეოდნენ და რატომღაც ხელები ჯვარედინად გადაეჭდოთ გულზე.
„ხვატიტ!“ - მკაცრად ბრძანა დუსია-მოჩვენებამ.
- „ა სიჩას, ვსემ პრიგაც!“ - ქურუმ-დუსია სკივრიდან საოცარი სიმკვირცხლით ჩამოხტა და ადგილზე ხტუნვა დაიწყო. მერე თავის „ტახტს“ ლამაზი, სპორტული ასკინკილათი შემოუარა. ჩვენი პაშაც ორივე ფეხით და თანაც მოუხერხებლად და ძალიან ულაზათოდ და არასპორტულად მიჰყვა (მერე გამომიტყდა, ასკინკილა ცხოვრებაში არ მიცდიაო). ქალები სკივრის ირგვლივ თავბრუდამხვევი სისწრაფით დაქროდნენ, - მაშინ მომეჩვენა, რომ ქროლვა და ხლტომა გააიგივეს და ხელოვნების დონემდეც კი აიყვანეს. დედაბრებმაც მომენტალური „ბანი უთხრეს“ - სკივრს ასკინკილათი, ყანყალით ურტყამდნენ წრეებს და თან მთელი ხმით, გულის შეღონებამდე ყვიროდნენ (დავინახე,
„ბრძოლის ველზე“ როგორ დაეცა რამდენიმე მათგანი). ყვირილს გამუდმებული, მონოტონური დუდუნიც ახლდა, რომელიც ერთი წამითაც არ შეწყვეტილა, - „წითელ ფონად“ გასდევდა მათ ხლტომა-ყვირილს და დედაბრების „კონცერტს“ სრული პოლიფონიის ეფექტს ანიჭებდა.
უცებ ყველა შავითმოსილი დედაბერი ერთარსებად გადაიქცა, - მკვრივ და მოძრავ, რეზინისებურ მასად და წარმოუდგენლად დაემსგავსა მანქანის კარგად გაბერილ შავ საბურავს. ეს ოხერი მასა-საბურავი სკივრის გარშემო სინათლის სიჩქარით ტრიალებდა და ოთახში რეზინის სუნს აყენებდა. თანდათან ყველაფერი - მაგიდა, ნათურა და ჭიქები, სკამები და შანდლები, ჩემოდანი და ფოტოსურათი მათთან ერთად ამოძრავდა, - ყველაფერმა ბრუნვა-ტრიალი დაიწყო.
მხოლოდ სკივრი არ განძრეულა, ფეხიც არ მოუცვლია და გუნებაც არ გაფუჭებია.
სკივრი ოთახის კონცენტრული წერტილი, ცენტრი იყო. მის სახურავზე რატომღაც ფეხბურთის დაჩუტული ბურთი მთელი ძალით „იკენწლებოდა“ და რაღაც ზებუნებრივი ძალის წყალობით, იატაკზე არ ვარდებოდა. მერე სკივრს მოულოდნელად სახურავი ჭრიალით აეხადა და ერთიანი შავი მასა თავის ბნელ ხახაში თვალის დახამხამებაში გააუჩინარა და ხმამაღალი ტკაცანითაც დაიხურა...
და ჩემი სიზმარიც აქ შეწყდა.
ჭექა-ქუხილის ხმამ გამომაფხიზლა, - სამჯერ ზედიზედ გავარდა მეხი. სკივრისგან განსხვავებით, ცუდ გუნებაზე დავდექი: მე და ჩემი ბიძაშვილი დათო დილიდანვე მტკვრისპირა ჭალების მონახულებას ვაპირებდით. წვიმა, მეხი და სეტყვა არ შედიოდა ჩვენ გეგმებში, საბანაოდ ვერ წავიდოდით (ისედაც ჩუმად, უფროსი თვალისგან დაფარულად ხდებოდა მდინარეზე გაპარვა.) და მთელი დღე შინ მოგვიწევდა ყოფნა.
მტკვარი სახლის უკან, ცოტა მოშორებით მიედინებოდა. ორივე ნაპირზე ულამაზესი, თითქმის პირველყოფილი გარემო ერტყა: - ველური ფშატები და წყალზე დახრილი ძეწნები, უზარმაზარი კაკლები და ალვისხეები, ბევრი იელი და უცნობი, წვნიკა ყვავილებით დამშვენებული დიდი ბუჩქები...
ზედ მტკვრისპირას, ჩვენ საბანაოსთან ბებერი, ნახევრად გამხმარი, ლამაზი მარტოხე იდგა. ერთი საღი ტოტი მტკვარზე დაეხარა და იქიდან წყალში გადახტომას არაფერი ჯობდა. ხეს დაღარულ-დახეთქილი ქერქი და ვეებერთელა ფუღურო ჰქონდა. აა-ოოა-ოო-ააა! - ასე მღეროდა ფუღურო. რა თქმა უნდა, მასში ადგილობრივი ბალღების „შტაბი“ იყო განთავსებული.
აბა, ასეთ ხელსაყრელ ფუღუროს ხელიდან ვინ გაუშვებდა?! მე და დათოც ბევრჯერ ჩავმძვრალვართ იმ შტაბში და მუჭში დამალული „დაისიც“ (ოდესღაც იყო ასეთი სიგარეტები) მალულად გაგვიბოლებია...
ეჰ, მერე ვიღაც იდიოტს ანთებული სიგარეტი დარჩა შტაბში და ხეს ცეცხლი გაუჩნდა. კი არ გაუჩნდა, „სახტუნაო“ უცნაურად დაიწვა, უცეცხლოდ, რაღაცნაირად პირდაპირ ჩაიფერფლა, ბამბასავით, სიგარეტივით ბოლომდე ჩაიწვა და დანახშირდა...
ფანჯრიდან არც გამიხედავს, დათო გავაღვიძე და ვუთხარი, დავიბრიდეთ, ძმაო, საბანაოდ წასვლა ჩაიშალა, ქუხს, ელამს და ცა ფეხად ჩამოდის-მეთქი! (ელამს ანუ ელავს, - სიტყვის ეს ფორმა ლაგოდეხელ მეტეოროლოგ ელიზბარას ეკუთვნის).

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Mon May 20, 2013 3:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Mon May 20, 2013 3:29 pm



გიგი სულაკაური

პოჯიკის ძიებაში

(დასასრული)

- ბიჭო, ხო არ გაგიჟებულხარ?! - დათომ უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა, ძილი დაუფრთხეს, - რა ელვა და მეხი აგიტყდა, უბრალოდ რუბიკა თავის ახალ პოჯიკს ამოწმებს... სულ ეგ არი, რა... ახლა დამაძინე, თუ ძმა ხარ...
„რუბიკა... პოჯიკი...“ - ვფიქრობდი ჩემთვის. „პოჯიკი და რუბიკა! პობიკი და რუჯიკა, პორჯუბკი, ზედაც რაჯ კაპური...“
რაღა დამაძინებდა?! ელვის სისწრაფით ჩავიცვი, ჯიბეში ვაშლი გავიქანე და უკანა ეზოში ჩავქროლდი, - იქ იყო პოლიგონი.
გული მიგრძნობდა, - პოჯიკის ადგილი პოლიგონზე უნდა ყოფილიყო...
„ჯერ სიტყვის ასო-ბგერათა შეთანხმება ნახე და დასკვნები მერე გამოიტანე, რა გეჩქარება, ძმაო?!“ - მეუბნებოდა გული.
მე კი მეჩქარებოდა, თვითონ სიტყვამაც მომხიბლა - პოჯიკი - და რუბიკას ნახვაც მინდოდა. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა, - „ვინტი“ - სწორედ რუბიკამ გამაცნო და ნება მიბოძეთ, ჩემი ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ.
როგორც მახსოვს, ვინტი ასანთის წვრილად დაფშვნილი გოგირდის თავებით „იტენებოდა“ და საოცარი იარაღი იყო: წარმოიდგინეთ ვეებერთელა ჭანჭიკი (ბოლტ-ი), რომელსაც უშველებელი ხრახნი-ქუდი (ვინტ-ი) ახურავს. ამ ორი დეტალის დედალ-მამალი ხრახნები ამოვსებულია დაფშვნილი გოგირდით და რაც მეტია „საწვავი“, მით - უკეთესია. ქუდი ფრთხილად, მაგრამ აუცილებლად მჭიდროდ ეხრახნება ფეხს და იარაღიც მზადაა. არ ჭირდება სინ-იუან-ბო, ვეგეციუსი და სხვა ფილოსოფოსები. მთავარი მაინც მასალის ანუ ბოლტ-ვინტის მოპოვებაა, მაგრამ რუსთავში, მასალის მოპოვების ამ ჭეშმარიტად ქერის ორმოში, მხოლოდ ოდნავი მონდომება და, „ბოლტ-გაიკა“ თავისი ფეხით ჩაგივარდებოდა ჯიბეში.
უკლებლივ ყველა რუსთაველ ბიჭს შარვლის ორივე ჯიბე ჩახეულ-ჩაფხრეწილი ჰქონდა, - სერიოზული ვინტი 1-1,5 კგ-ს იწონიდა. ასანთის ხარისხზეც ბევრი იყო დამოკიდებული: ყველაზე მაგარი „გიგანტი“ და ბალაბანოვოს ფ-კის პროდუქცია იყო, არაუშავდა „პობედასა“ და ბორისოვის ასანთებს და საერთოდ არ ვარგოდა ბარნაულის და ჩვენი ასანთები.
ვინტი „ხმამაღალი“, მქუხარე იარაღების სიაში ირიცხებოდა. სერიოზული, სისხლიანი ჭრილობების მიყენება არ შეეძლო და მხოლოდ ვინმეს შესაშინებლად, გულის გასახეთქად გამოიყენებოდა. შიშისგან სისხლის გაყინვა კი რუსთაველი „მეომრებისთვის“ უბრალო ნაკაწრადაც არ ითვლებოდა.
ხუმრობის, გართობის და, თქვენ წარმოიდგინეთ, „დაპადხოდების“ ანუ გაარშიყების სფეროსაც ეკუთვნოდა და ბიჭებიც მთელი ძალით ერთობოდნენ...
ჩემი „რუსთავური პერიოდის“ დროს ბევრი ვინტი მინახავს და ყველა ჟანგიანი, დაკაწრული და შეუხედავი იყო. კი, ხმარებისაგან გაპრიალებული და გაცვეთილი, მაგრამ მაინც ჩაჟამებულ-მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გული არ მიგივიდოდა.
რუბიკას იარაღს სულ სხვა ბრწყინვა ახლდა: ჩარხზე გაკრიალებული, ნამდვილი სმიტ-ვესონის ცივი ციგლიგით ციაგებდა და ტყავის ბუდეც ჰქონდა. რუბიკამ იცოდა იარაღის ყადრი და შენახვა, ხმარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რუბიკას „დაგდებული“ ვინტის ქუხილი და ჟღერადობა ცხრა მთას იქითაც ისმოდა, არც ერთ სხვა ხმაში არ აგერეოდა!
ვინტს ფეხებთან დაუგდებდნენ ხოლმე ბედკრულ ადამიანებს (ამ დროს დამგდები ნეტარ მზერას შორეულ სივრცეებს გაუშტერებდა და საყვარელ მელოდიასაც უსტვენდა). წარმოიდგინეთ: დგახარ შენთვის ავტობუსის გაჩერებაზე. ხარ დაღლილი და დამაშვრალი, ერთი სული გაქვს შინ მიხვიდე და ოხერი თავი საყვარელ ბუნაგში დაიგულო. ყავა და ბუტერბროდი მიირთვა და შხაპიც მიიღო. თანაც ცუდს არაფერს გეუბნება გული, საიდან, ან რატომ უნდა გითხრას?! ირგვლივ სიმშვიდეა გამეფებული, გვერდით გადაღლილი, განაწამები ადამიანები გიდგანან, ყველა თავის ფიქრშია ჩახვეული, - უამრავი პრობლემა აქვს; თანაც ყველას ყოველდღიური და თითქმის მოუგვარებელი საზრუნავებით პირთამდე გაძეძგილი უმძიმესი აბგა ჰკიდია ზურგზე (არაფერს ვამბობ, პროდუქტით სავსე ხელჩანთებზე, ბაზრის ძველებურ „სეტკებზე“ და პარკებზე); ავტობუსის ლოდინით გულგაწვრილებული ხალხი ჩუმად ოხრავს და უხილავ მტერს უხილავი მუშტითაც უმუქრება; მაგრამ რად გინდა, მტერი დამცინავად ქირქილებს, მათი მუქარა ფეხებზე ჰკიდია, იცის, ახლა მისი დროა, ჯერ-ჯერობით ვერ აჯობებენ...
და ამ დროს გოგირდი გამაყრუებელი გრგვინვით ფეთქდება: შენ ფეხებთან მეხი ეცემა და სკდება, ფანჯრები ზრიალით იმსხვრევა და ჩრდილოეთის ქარი ყორანივით დაგჩხავის თავზე; ირგვლივ უკუნია, ბნელა, მოჯარული ღრუბლებიდან თითის სიმსხო წვიმა სეტყვასაც გამოურევს და ხანძარი ჩნდება. ბოლქვებად მიისწრაფის შავი კვამლი ცისკენ, მიწისძვრაა, ქარბობალა ძალას იკრებს, ღმუის, ღრიალებს და პროდუქტიან პარკს ხელიდან გგლეჯს; კარტოფილი ასფალტზე მიგორავს, კვერცხები დამსხვრეულია, ყველი - გაჭყლეტილი და სეტკა გადატეხილი ჭადრის ტოტზე ფრიალებს; გამუდმებით ელავს და სამჯერ ზედიზედ ეცემა მეხი შენ ფეხებთან და შენც მოულოდნელი ელდისგან ბოლომდე დაზაფრული, იქვე გულწასულ პენსიონერის გვერდით დიდი ხნით გიჩერდება გული...
ზუსტად ან თითქმის ზუსტად ასეთი ეფექტი ჰქონდა ვინტის მოქმედებას. შეძრწუნებული ხალხი აჯანდა, აბობოქრდა.
ბევრი შეშინებული ადამიანი ვეღარც კი დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას, - სამუდამოდ მოწყდა საყვარელ გარემოს, სამსახურსა და ოჯახებს... ამას ქაჯანაც კი ვერაფერს უშველიდა!.. ზემოთნახსენებ პირებს იარაღი ჩამოართვეს და მარტენის ღუმელში უკრეს თავი. როგორც მახსოვს, უხუცესმა მეტალურგმა მიშამ გადაადნო, ეჰ, სამუდამოდ...
ახლა ვინტის გამოყენების არეალსაც გადავხედოთ.
მოქმედების ასპარეზი: პარკები, ავტობუსის გაჩერებები, ეზოები... თითქმის მთელი ქალაქი...
სამიზნე-ობიექტები: უცნობი დედაკაცები, „ნაშები“ (თუ ნაშებს სტუმარებიც ანუ ჩამოსულინაშებიც ახლდნენ, მით - უკეთესი, ფსონი ორმაგდებოდა), შემთხვევითი გამვლელები, პენსიონერები, თითქმის ყველა ადამიანი, ვისზეც ვინტი მიუწვდებოდათ...
მოქმედების დრო: ნებისმიერი ხელსაყრელი მომენტი...
გავრცელების ზონა: ქ. რუსთავი და მიმდებარე ტერიტორიები...
ვინმემ შეიძლება მითხრას, დალოცვილო, რა ვინტი და შპუნტი აგიტყდა, ჩვენ ხომ პოჯიკს ვეძებთო და მართალიც იქნება.
მაგრამ...
პოლიგონზე რუბიკა, იგორა და ალიხონა დამხვდნენ. რუბიკას ხელში შუაზე გამსკდარი, გაშავებული მილი ეჭირა და ინტერესით ათვალიერებდა.
„პოლდუიმოვკამ ვერ გაუძლო, ძველი ტრუბა იყო, რა, აბა, კოლა კარგს რას მოგცემდა, მაგის ბაბო ქუნემ!..“ - რუბიკამ მილი დამანახა.
„რუბიკ, პოჯიკი რა უყავი?“ - ვიკითხე გულუბრყვილოდ.
„ტრუბა გახეთქა, ნუ!“ - მიპასუხა და გაიცინა. მერე ისევ მილი დამანახა. - „აი, პოჯიკი! ესღა დარჩა...“
ძალიან დამწყდა გული, ძალიან მინდოდა პოჯიკის ნახვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა - ვერ ვნახე. რუბიკამ ნათესავთანაც გაგზავნა იგორა, მერე ერთად წავედით დიტოსთან, მერე - როლანდასთანაც
ვიყავით, კოტესთანაც, ამაოდ!
პოჯიკი ვერ ვნახე! ვისაც პოჯიკი ჰქონდა, იმ დღეს ან შინ არ იყო, ანდა ისე შორს იყო წასული, - ვერ მივწვდებოდით. სამი დღე უშედეგოდ ვდიეთ პოჯიკს და მეოთხე დღეს, გვიან, ფეხბურთის მერე იგორამ ფეხები მოიტეხა და რუბიკა დაიჭირეს. ასე სამუდამოდ დავრჩი უპოჯიკოდ...
მატჩი ეზოში გაიმართა: ერთ მხარეს დათო, მე, სოზარა, როლანდა და „სუ რჩეული“ ბიჭები ვიყავით. მეორე მხარეს - რუბიკა, ალიხონა, კოსტა, იგორა და დანარჩენი სუ რჩეული ბიჭები. ჩვენი გუნდის მაიკებს „დინამო“ ამშვენებდა. წარწერა ამოქარგული იყო, ისე კი არა! რუბიკასას - „არარატი“ და მათი „ნაქარგი“ რატომღაც მწვანე „პასტის ვეჩნით“ იყო შესრულებული.
რუბიკა ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევდა, სამაგიეროდ, გამუდმებით გვექიშპებოდა და მაინც არაფერი გამოსდიოდა და მაინც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა ხოლმე. თავისი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ, იგორასაც და კოსტასაც თავის ნებაზე ატარებდა, დედიმისის შვილები იყვნენ, არარატიანი მაიკები არ ჩაეცვათ, დედას უტირებდა; დანასაც ატარებდა და, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ბნელ საქმეებშიც იყო გახვეული.
„პოლდუიმოვიზე, დო შისტი ვთამაშობთ!“ - შემოგვთავაზა რუბიკამ, „ჩვენ თუ მოვიგეთ, ტრუბები თქვენზეა, თუ არადა, შენ ბიძაშვილს (დათო გუნდის კაპიტანი, მეკარე და მოთამაშე მწვრთნელი და ჩემი ბიძაშვილი და... მერე რა, თუ ფეხბურთის ბაიბურში არ იყო) პოჯიკს ვაჩუქებ, მოსულა?..“
„მოსულა!“ - დავეთანხმეთ. „სამი კუთხური - ერთი პენალტი!“
„მოსულა!“ - დაგვეთანხმა რუბიკაც.
მინდოდა, როგორ არ მინდოდა პოჯიკი და ბიჭებმაც მაგრად შეუბერეს და მაგრადაც მოვიგეთ. ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, „დინამოს“ კლასი ვაჩვენეთ.
„შენზეა, რუბიკ, ველოდები!“ - ვუთხარი რუბიკას, რომელმაც ცალყბად გამიღიმა და არაფერი მიპასუხა. მერე თავისებურად ჩაიცინა და ტანის უცნაური რხევით გამშორდა. რას ვიფიქრებდი, თუ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო.
იმავე ღამეს რუბიკას იგორა „საქმეზე“, ანუ ტრუბების მოსაპარად წაუყვანია.
სატვირთო ვაგონზე ახორხლილი მილები ფოლადის მსხვილი ჯაჭვებით საფუძვლიანად იყო დამაგრებული, - ძამპანოც კი ვერ გაგლეჯდა, - უუდიდესი შრომა და ძალისხმევა ჭირდებოდა მათ „განთავისუფლებას“.
რუბიკას ოდნავ მოშორებით, „ატანდაზე“ დაუყენებია იგორა, თვითონ მილებზე ამძვრალა და საქმესაც შედგომია. სამი ჯაჭვი გადაუხერხავს (რუბიკა ასეთ საქმეებზე „ნაჟოვკის“ და სხვა აუცილებელი ხელსაწყო-ინსტრუმენტების თანხლებით მეცადინეობდა) და ამ დროს მეოთხე ჯაჭვი გამწყდარა (აბა, რა გაუძლებდა 60 ტ. რკინის სიმძიმეს) და მილები ჟღრიალით და საშინელი გუგუნგრიალით მომწყდარან. იდიოტ იგორას გაცლა ვერ მოუსწრია და მილებს ქვეშ მოყოლია. გადარჩა ეგ საწყალი, მხოლოდ ფეხები გადაემსხვრა, ყვარებია უფალს, თორემ უეჭველად დაიღუპებოდა...
რუბიკაც დაცურებულა, თავი ვერ შეუმაგრებია და მაგრადაც დაშავებულა. მაგრამ, - სიმართლე მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, - იგორა განსაცდელში არ მიუტოვებია. თურმე ძალ-ღონეს არ
იშურებდა მის დასახსნელად და მაინც ვერაფერს შველოდა, ძალიან მძიმე იყო ზვავივით წამოსული პოლდუიმოვკა ტრუბები.
ხმაურზე დარაჯი უხმაუროდ გამოვარდნილა, რა თქმა უნდა, იგორასთვის ყურადღება არ მიუქცევია, - სად გაექცეოდა, და რუბიკას ჩაფრენია ქეჩოში.
იგორას მონაყოლის თანახმად, ბრძოლაცა და ძიძგილაობაც მდუმარედ, ხმის გაუღებლად მიმდინარეობდა და დარაჯის დაჭრით დასრულდა. რაღაც მომენტში რუბიკამ იმარჯვა და დანით მწარედ დაუზიანა ყვერები დარაჯს.
„სადაც მოუხერხდა, ძმაო, სტოროჟი რუბიკაზე ბაკლანი იყო, ერეოდა, ტო!..“ - თავის მართლებასავით ამბობდა იგორა.
საწყალი, სამუდამოდ დაკოჭლდა იგორა...
ხოლო რუბიკა ავჭალის მოზარდთა დასასვენებელი კოლონიის ხანგრძლივ აღსაზრდელად იქცა. კოლონიის სამარცხვინოდ კი უნდა ითქვას, რომ დადებით ადამიანად ვერ ჩამოაყალიბეს ჩვენი რუბიკა. ამბავი მძიმეა და საშინელია: - ერთ-ერთი აღმზრდელი შემოეჭრა და ხანგრძლივად
გაეზარდა დასვენების ვადები. იქიდან პირდაპირ საუფროსოში გადაიყვანეს, რუსთავში, სახლთან ახლოს, წულუკიძეში ან ქსანში წანწალით რომ არ ამოხდოდათ სული მის ჭირისუფლებს.
მე კი ჩვენი მატჩის მერე აღარ მინახავს რუბიკა. როცა მოვიკითხე, - ბოლო სროკიდან ნაღდი ხიშნიკი დაბრუნდა, ვეღარ იცნობდიო, მიპასუხა სოზარამ.
სოზარა, როლანდა და მე სახლთან, სკამზე ვისხედით და ვსაუბრობდით. ჩვენები თბილისში ბრუნდებოდნენ და ბიჭები გადაბარგებაში გვეხმარებოდნენ.
„ხიშნიკი კი არა, ბიჭო, იქიდან ურჩხული და ტიფა გამოვიდა, ხო ნახე, ორი თვის თავზე რაც გააკეთა? რაც მაგან ქნა, მაგას პირუტყვიც არ იზამდა, თუ ძმა ხარ, ბოზიშვილი ვიყო, ყველაფრის ღირსი იყო და მიიღო კიდევაც, ახია მაგაზე... ღმერთო მაპატიე, წასულებზე ცუდის თქმა როგორ შეიძლება, მაგრამ რუბიკაზე ნაღდად ახია...“ - როლანდა პახმელიას ლუდით იქარვებდა.
დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ ცალყბად მაინც ვიკითხე, ასეთი რა ჩაიდინა ან წარსულში რატომ ლაპარაკობ-მეთქი.
„საშინელება, ძმაო... ოჯახი ამოწყვიტა...“ - მიპასუხა როლანდამ, - „ისე, ბეზპრიჩინი დაბრიდა, უმოწყალოდ...“
„ხალხის დახოცვას რა პრიჩინა და მოწყალება უნდა, შეჩემა...“ - თქვა სოზარამ, - „დახვრიტეს რუბიკა, გამოვიდა და მალევე დახვრიტეს, სამი კაცი მოკლა, იმჩემისამ... მეზობლები...“
ცუდად დაასრულა რუბიკამ სიცოცხლე, - მკვლელის იარლიყით წარსდგა სამსჯავროს წინაშე. და მე არავითარი ნება არა მაქვს, თუნდაც წამით მაინც გავიფიქრო: უფალმა აპატიოს, მიუტევოს ცოდვილ რუბიკას ცოდვები... შემზარავი დანაშაული...
მაგრამ, ვერაგი რამაა მეხსიერება! მაგიდაზე პოჯიკი დამახვედრა და იმ ოხერმა პოჯიკმა კი სად გადამისროლა?! შორეულ მხარეში, ჩემი ღრმა რწმენით, სამუდამოდ დახშულ კარს მიღმა ამომაყოფინა თავი, ნანახი და განცდილი გამამეორებინა... არ დაგავიწყდეს, მამაზე რომ არაფერი
გითხრა, ცოდნის დედა სწორედ ეგ არისო, დასძინა. და, აბა, ახლა შენ იცი, უკვე დიდი, სერიოზული ბიჭი ხარო, გამამხნევა კიდეც... კი, ვიცი რომ ვარ, ჩემო კარგო ვერაგო, მაგრამ ამავე დროს, რომ არ ვიცი, მართლა ვარ თუ არა? ამაზე რას მიპასუხებ, გიფიქრია ეს ოდესმე?.. სულმოუთქმელ კაცს ყველაფერი პირდაპირ და მოულოდნელად რომ დამაჯახე... შენ კი რა გითხარი, შე ბოროტო! ეჰ, არ იცი და ვერც გაიგებ, რამდენი დრო და ენერგია წამართვა ოხერი პოჯიკის დევნამ... „...გასკდა გული და ჩახჩა ხმა“, - როგორც თქვა პოეტმა...
სოზარა ჩემ სახლთან, რუსთავის მარშრუტკების გაჩერებაზე შემხვდა. გადავეხვიეთ ერთმანეთს, გადავკოცნეთ, მივიკითხ-მოვიკითხეთ. ამ მთისაცა ვთქვით და იმ ბარისაც, - ძველი გავიხსენეთ
და თითო კათხა ლუდიც დავლიეთ. ჩვენი შეხვედრისას პოჯიკი სხვათაშორის, გაკვრით ვახსენე, არადა არ მეღირსა ამ იარაღის ნახვა-მეთქი. სოზარამ ჩაიცინა და, რაღა დროს პოჯიკია, აღარც კი მახსოვსო, მითხრა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალეთ, სოზარა რუსთავისკენ
გაუყვა, მე - შინისაკენ...
ამას წინათ სოზარას წერილი მივიღე.
გამიკვირდა, - არც მოკითხვას მითვლიდა და არც არაფერი. ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე, პირდაპირ პოჯიკზე მწერდა და წერილი პუნქტებად ჰქონდა ჩამოყალიბებული. წერილი იმდენად საინტერესო მეჩვენა, რომ გადავწყვიტე თქვენც წაგაკითხოთ. რა თქმა უნდა, ავტორის სტილი დაცულია, და აჰა, თვითონ წერილიც:
„გამარჯობა, ძმაო!
1. ყველა ქვეყნის ბავშვი თავისებურად ახმოვანებს სროლის ხმას: „ბუხ, ბახ, ბუმ, ბიმ, ტრახ“ და ა. შ. ჩვენ პერიოდში 50-60 წლებში არ იყო პისტონიანი სათამაშო პისტოლეტები ან თოფები, რომელიც ხმას გამოსცემს. ამიტომ პოჯიკი იყო ქმნილება ამ ნაკლის დაკმაყოფილებისა.
2. 70-80 წლებში შემოვიდა სათამაშო იარაღი, რომელიც პლასტმასის ბურთებს ან ტყვიებს ისროდა. პოჯიკმა 20 წლით აჯობა სათამაშო ტყვიების შექმნა-გამოყენებას. ის ქვა-მარილით იტენებოდა და
შედეგიც უფრო შთამბეჭდავი ქონდა.
3. პოჯიკმა გაუსწრო „კისტის“ ანუ საჰაერო იარაღის ეფექტსაც. ის თავისუფლად ისროდა 1-3 საფანტსაც, რომელიც მასში ბლომად ეტეოდა.
4. პოჯიკმა მიაღწია საბრძოლო იარაღის დონეს და იმ დროიდან დაიწყო მისი დევნა-განადგურება.
პოჯიკმა თავის არსებობა დაასრულა 64-65 წლებში.
P.S.
პოჯიკი იყო ქმნილება პროლეტარი რუსთაველი ბავშვებისა, იგი შექმნეს ომობანას თამაშობისთვის - რომელიც შემდგომ საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა“.

სოზარას წერილს სქემატური ნახატიც ახლდა და რომელსაც სიამოვნებით ვურთავ ტექსტს. იმედს ვიტოვებ, რომ ნახატის მეშვეობით თქვენ მაინც იპოვით ან აღმოაჩენთ საკუთარ პოჯიკს...
ჩემთვის კი პოჯიკის ძიება ამით დამთავრებულია...


„ლიტერატურული გაზეთი“, # 85, 2 - 15 ნოემბერი, 2012
ბმული - http://www.culture.gov.ge/misc/topic/1352721725.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: i   Wed Nov 26, 2014 8:32 pm



გიგი სულაკაური

პოეტური კრებულიდან „ხეტიალი“

კრებული 2011 წელს „ქართული ბიოგრაფიული ცენტრის“ მიერ იქნა მომზადებული და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოიცა.


კედელი

წავიდა კაცი,
თან წაიღო
სხვისთვის ფარული მხარეები
ბნელიც, ნათელიც...
მაინც არავის ეყვარებოდა,
მაინც არავინ ისურვებდა
გაეგო მისთვის,
შეესწავლა მისი თვალები.
ეს ხომ ძნელია
და დამღლელი,
არის თითქმის შეუძლებელი...
ცხოვრებაც ისე ნაცნობია!
ის წავიდა.
მარტო წავიდა.
მაგრამ წასვლამდე...
ღემრთმა უწყის,
რა გაიფიქრა.




***
მე ვარ გოლიათი
და მე ვარ მკვდარი.
ე. ი. მკვდარი გოლიათი ვარ.
ჩემი ნარჩენი გდია მდინარეში,
რომელსაც ჰქვია მტკვარი.
უფრო სწორად:
ვწევარ ძალზე უხერხულად,
თავით ქვიშას ვეხები,
ხოლო უცნაურად გაღუნული ტანი და ფეხები
წყალში მაქვს ჩაყრილი.
თვალები ღია დამრჩენია...
სამყარო იმეორებს ჩემი ქუთუთოების ხაზს.
უფრო სწორად:
სამყარო იხედება ჩემი მკვდარი ქუთუთოს თაღში.
მეორე თვალი აღარა მაქვს -
ჩიტმა წაიღო სახლში
(ჩიტი ახლა სამი თვალით უმზერს სამზეოს).
თვალის ადგილას გამოკვეთილ გამოქვაბულში
ჩასახლდა ციცქნა კიბორჩხალა.
ის ემალება ბორჯღალს
და უყვარს სისუფთავე -
ტვინს აცლის კეფას.
დგას აპრილი, ქათქათებს რიყე,
თოლია და ჩემი კბილები -
გამუდმებით ვიღიმები -
შიშველ ფეხისგულებზე მეხება ხავსი
და მეხებიან თევზის შვილები...
დგას აპრილი, შეიძლება, მარტი...
მე ვწევარ მარტო და
დიდ წვიმებს ველოდები.
ველოდები დიდ ავდარს მთაში...
უფრო სწორად:
ველოდები დიდ წყალდიდობას -
როდემდე უნდა ვეგდო რიყეზე,
მე ხომ მკვდარი გოლიათი ვარ,
ჩემი ადგილი არის ზღვის ფსკერზე -
სისხლისმსმელი თევზების ბაღში....



ბმული -
* http://www.culture.gov.ge/topicdetals-4.5536.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გიგი სულაკაური   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
გიგი სულაკაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: