არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ფიქრია ყუშიტაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ფიქრია ყუშიტაშვილი   Sun Feb 28, 2010 1:55 pm



ფიქრია ყუშიტაშვილი, “ქათმის გრიპი”. მოთხრობები. თბ. “დიოგენე” 2007.
ქალაქი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები - ეგრეთ წოდებული NGO-ები წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებივით მრავლდებიან, ქათმის გრიპი და შინაური ფრინველების სახალისო თავგადასავლები, ადამიანები, წერილები, თამაშები, ნამდვილი და გამოგონებული პერსონაჟები - ფიქრია ყუშიტაშვილის მოთხრობების კრებული იუმორით, სიკეთით, სევდით, ხალისით, ადამიანური ისტორიებითა და განცდებით სავსე წიგნია. “ქათმის გრიპი” ავტორის მეორე კრებულია, მკითხველი მას უკვე იცნობს მოთხრობების კრებულით - “ერთხელ აქ, ამერიკაში”.



ქათმის გრიპი
ავტორი: ფიქრია ყუშიტაშვილი
ფორმატი: 145×200
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 106
ISBN 978-99940-922-0-8
ენა: ქართული

ფასი: 4.90 ლარი

ფიქრია ყუშიტაშვილი არის კონკურსის "პენმარათონი 2006"-ის პირველი ადგილისა და პრიზ "ვერცხლის დიოგენეს" მფლობელი. 1999 წ. თბილისის მერიის, ახალგაზრდა საქმეთა სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ "ბესტსელერის" გამართულ ლიტერატურულ კონკურსზე დაიმსახურა მესამე პრემია მოთხრობისათვის "ერთხელ აქ, ამერიკაში". არის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი რამდენიმე დამოუკიდებელი სპექტაკლისა. გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული "ერთხელ აქ, ამერიკაში".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
pulmonologi



Female
Number of posts : 10
Age : 49
Location : pulmonologi
Job/hobbies : კომპიუტერი
Humor : გამევიდა რამეეეეე?
Registration date : 17.12.09

PostSubject: ფიქრია ყუშიტაშვილი   Sun Feb 28, 2010 5:59 pm

მადლობა გამრიგეს ასეთი სიურპრიზისათვის! ჩემთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო საკუთარი თავის აღმოჩენა საიტზე!


ფიქრია ყუშიტაშვილი

"კანტრაბანდა", ანუ ლექსო პაპას ზღაპარი

უკვე ცხრა წლისაა ლექსო, თანაც პაპას "სეხნა". ქერა და თმახუჭუჭა მზით დაფერილ ხორბლისფერ მხრებს და გულმკერდს უცნაური ხალისით ათამაშებს . ხო პატარაა, მაგრამ რო მოდის, რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი მოაქვს. Bბარე ორი შეეჯიბროს ლექსების თქმასა და ჭიდაობაში. შარშან საქათმესთან ბალი რო მოჭრეს ანეტა ძალოს დაჟინებით: _ `ამ საოხრის ტოტები სუერთიან ჩვენ ეზოში გადმოდის და პამიდვრის ჩითილებს გვიჩრდილავს და ბაღ-ბოსტანს გვინაგვიანებსო,~ იმ ბლის გადანაჭერ კუნძზე შეხტება და მოჰყვება ლექსებსა და ზღაპრებს, ჯერ მეფე ერეკლესა და კოხტა ბელადზე, მერე ანანურ ციხესა და ბახტრიონზე, ბაში-აჩუკიც არ ავიწყდება და კინოში ნანახს ბავშვური მონდომებითა და ასაკისათვის შეუფერებელი ვაჟკაცური რიხით გამოაჯავრებს :

`დაჰკა, დაჰკა, დაჰკა, დაჰკა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამას ვნატრობ, მააამულო,
ცრემლით გადანააამულო,
შენთვის სიკვდილიიი მაღირსააა!~

_ ჯვარი გწერია, დედის იმედო! _ იღიმება კმაყოფილი და ამაყი დედა, მთელ დღეს ტოლებთან თამაშით დაღლილსა და თავფეხიანად გამურულ ბიჭს ჯერ ხელ-პირს დაბანს და დაუკრიალებს, მერე ღრმა თასში თბილ წყალს ჩაასხამს და ქვებზე დანათქლეშ ძლიერ და ჩაკუტნულ კანჭებს ჩაბანს, თან იარების დანახვაზე ვიშვიშებს, ოხრავს და უკმაყოფილოდ იქნევს თავს.
_ ხო იცი, ქალო, რო მტკივა, ვაა! _ მოჯარულ ცრემლებს სადღაც საყლაპავთან იჭერს ბიჭი, აკი წეღან მამულს თავგანწირვას ჰპირდებოდა პატარა კაცი და ახლა უბრალო განაკაწრზე ხო არ იტირებს, არა?!...
ეგ კი არა და, ლევანა ძია ლექსოს სადღეგრძელოს რო სვამს განსხვავებულითა, მარტო იმას ეუბნება : ` _ ე, პაპას სეხნავ , დაიხსომე, ვაჟკაც, სტამბულის კაჟივით უნა იყვე, პატარა კახივით _ მამაცი, დავითივით _ ბრძენი და ლექსო პაპასავით _ ჩემპიონიო! აბა, იხარე და იმრავლე, გისურვებ მამულისათვის გმირულ სიკვდილსაო!~ ...პირველად რო ადღეგრძელეს, დედა ლევანა ძიაზე ისე გაჯავრდა, ისე გაჯავრდა, ისე გაწითლდა, ქალს ხელები და სახე სუერთიან დაფოთლა, მაგრამ სტუმარი იყო ლევანა ძია და რას ეტყოდა?! Mმარტო გულშიღა შესთხოვა უფალს : `დაიფარე ჩემი პატარა ბიჭიო~ და პირჯვარი გამოისახა, ლექსოს კიდე ნათქვამიდან მარტო პატარა კახი და ლექსო პაპა ეცნო _ პატარა კახზე ერთი ციცქნა ლექსი იცის, ძილის წინ რო იავნანას ტექსტად უმღერის ჯაფისგან დაღლილი დედა :

` ე ჩვენი მეფე ირაკლიი
ერთი პატარა კახიააა,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეეეს,
გაჰკრა ხელი და გახიააა!...~

დედისეული იავნანას მოტივი რაღაც შუალედურია თუშურ სატრფიალოსა და მწყემსის სიმღერას შორის, მაგრამ ლექსოს ძალიან მოსწონს, გულში ჩაიკრავს შრომისაგან დაძარღვულ დედის ხელს და და ტკბილად იძინებს, ძილში კიდე სუ მაგარი ვინმეები ესიზმრება : ზოგი _ გმირი, ზოგი _ მეფე, ზოგი _ მართალი, ზოგიც _ გამონაგონი, მაგრამ რაც არ უნდა დაისიზმროს, ყველა ზღაპარი ლექსო პაპათი მთავრდება, იმიტომ რომ ლექსო პაპა ყველაზე მაგარია, თანაც თავისი `სეხნა~. Mმერე რა, რო ლექსო პაპა არც არასდროს უნახავს ბიჭს, იმაზე მარტო ზღაპრებითა და ლეგენდებით იცის, იმიტომ რომ ის რო ჩალოგინდა, დედა ის-ის იყო პატარა ლექსოზე დაფეხმძიმდა. თავიდან ბიჭი თუ გაჩნდებოდა, მამის სურვილით ერეკლე უნდა დაერქმიათ, რისი გიორგი ან დავითი, თორნიკე ანდა ბაადური, ერეკლე მეფეს ბადალი არა ჰყავდა, რო იტყვიან, კონკურს გარეშე იყო. ჰოდა, ისევ მარტო ლექსო პაპა თუ შესძლებდა ოჯახში მტკიცე გადაწყვეტილების შეცვლას. M ...მომაკვდავთან ახლად მოყვანილი რძალი რო შეუშვეს გამოსამშვიდობებლად, მოხუცი უეცრად მოცოცხლდა, თბილი და ტკბილი მზერით ფერებით ჩამოჰყვა ახალგაზრდა ქალის გამხდარსა და დაჭორფლილ მკლავს და თავისი სანთელივით ჩამომდნარი და გაყვითლებული ხელით ხელზე ფრთხილად მოუჭირა. Eის იყო იმისი ანდეძიცა და დამშვიდობებაც, იმისი დალოცვაცა და აღსარებაც...სუ რაღაც თვენახევარი იწვალა და იავადა ავადმყოფმა, სანამ მიიცვლებოდა, ჰოდა, ახლადშეუღლებულ ცოლ-ქმარს საფიქრალიც არაფერი დაუტოვა, რვა თვის თავზე მოვლენილ ახალ სიცოცხლეს პაპას სახელი ალექსანდრე დაარქვეს და ამგვარად გაგრძელდა ლექსო პაპას ჯიშ-ჯილაგის ისტორია ახალ დროებაში.

* * *

_ დედი, ლექსო პაპა ცაშია? _ ეკითხება ლექსო დედას და საბნის ქვეშ ძვრება.
_ ცაშია, ცაში! _ პასუხობს დედა ალერსით და მზრუნველად უკეცავს ქათქათა საბნის კიდეს.
_ მერე, გვხედავს იქიდან? _ არ ცხრება ბიჭი.
_ ხომ გითხარ, ყველაფრს ხედავს და ყველაფერი ესმის. როცა არ მიგონებ და მაჯავრებ, ისიც ბრაზობს და ჭექა-ქუხილს აგზავნის, როცა ყოჩაღად იქცევი და ბეჯითობ, მაშინ...
_ ვიცი, ვიცი, მზეს ანთებს და ჩიტებს ამღერებს!... _ ლექსო კმაყოფილია, რო გამოიცნო დედის სავარაუდო პასუხი და ახალ თემას იწყებს:
_ დედი, როგორა ფიქრობ, პაპა შეხვდებოდა მეფე ერეკლეს ცაში?
_ შეხვდებოდა, შვილო!
_ ბაში-აჩუკსაც?
_ იმასაც!...
_ მერე დააჭიდებდა მეფე ერეკლე პაპას და ბაში-აჩუკს?
_ დააჭიდებდა! _ დედა ყველაფერზე თანახმაა, ოღონდაც ბიჭმა დაიძინოს.
_ მერე ლექსო პაპა მოერეოდა თუ ბაში-აჩუკი? _ ბიჭი `ჩამჭრელ~ კითხვას მიაგებებს ქალს და ეშმაკურ მზერას არ აშორებს.
_ შენ როგორა ფიქრობ? _ ეშმაკობას ეშმაკობითვე პასუხობს დედა.
_ ეეე, აბა, ეგ რა პასუხია? _ იწყენს ბიჭი.
_ ერთი მითხარი, რა არ მოგწონს? _ ეღიმება დედას.
_ აბა, ბაში-აჩუკი როგორ მოერევა ლექსო პაპას? Lლექსო პაპა ხო ჩემპიონია?!
_ ჩემპიონია, მაშ რა!
_ დედი, ჩემპიონი რა არის?
_ რა არის და, ყველაზე პირველი ფალავანი.
_ ყველაზე ყველაზე?
_ ყველაზე ყველაზე.
_ სუ ყველაზე ყველაზე?
_ სუ ყველაზე, გენაცვალე.
_ მაშ, ლექსო პაპა მოერევა, _ გადაწყვეტით ამბობს ბიჭი.


* * *

შარახვეტია ქარი შუშაბანდის მომცრო კარს აჯახუნებს, ეტყობა წვიმას ამზადებს, ჰაერიც წვიმის სუნითა და რაღაცნაირი უცნაური საავდრო სიმხურვალით იჟღინთება, არადა თითქო ორიოდ საათის წინ ვარსკვლავები იღიმოდნენ გრემის თავზე.
_დედი, ზღაპარს მომიყვები?
_ რომელს?
_ აი, `იამ რა უთხრა ვარდსა და ვარდმან რა უთხრა იასა~...
_ ეგ ხო გრძელი ზღაპარია, მერე იყოს!
_ მაშინ ირმისა და მონადირისა!…
_ ეგ ხო უკვე ოთხჯერ მაინც გიამბე!
_ მაშინ... მაშინ…... მაშინ გოლიათზე და გველეშაპზე იყოს!
_ ეგ შეიძლება.
_ დედიი, მოდი რა , ლექსო პაპას ზღაპარი მიამბე!
_ აი, უცნაური! _ დედა სკამზე წყობისად ალაგებს ლექსოს უდიერად დახდილ შარვალ-პერანგს და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდება.
_ უცნაური რადა? _ უკვირს ბიჭს.
_ იმადა რო, ყოველ საღამოს ლექსო პაპას ახალი ზღაპარი როგორ მოგიყვე, კაცო?!
_ როგორა და ლამაზად, _ ბიჭი მარჯვედ წამოიწევა საწოლში, ბალიშს კედელს მოხერხებულად მიაყუდებს და სმენად იკრიფება.
_ კარგი, მაშ ლექსო პაპას ზღაპრისა იყოს...ჰოოოდა, იყო და არა იყო რა...
მაღლა ღმერთი გვიფარვიდა,
დაბლა მიწა გვიპარვიდა,
ცის და მიწის სადიდებელს
ლექსო პაპა გვიბარვიდა! M
_ მოკლედ, რაც იყო, იყო _ კარგისა იყოოო!...ერთ მშვენიერ წელიწადის მშვენიერ დღეს, მამაშენი ჯერ კიდე საშუალოს რო ამთავრებდა, ლექსო პაპას კარგი შრომისათვის ჯილდო მისცეს, არც მეტი, არც ნაკლები _ ტურისტული საგზური ბულგარეთშიი!...
_ ეგ რაღაა, დედი? _ ბიჭი დაბნეულია, _ ვერცერთი სიტყვის მნიშვნელობა ვერ ესმის და რა ქნას?!
_ ტურისტი ნიშნავს მოგზაურს, საგზური _ მოგზაურის საბუთია, ბულგარეთი კიდე _ ქვეყანა უცხოეთში.
_ ეგ ბულგარეთი შორსაა?
_ შორსაა.
_ როგორც მაშრიყ-მაღრიბი? _ ზღაპრების გეოგრაფიის ცოდნას ამჟღავნებს ლექსო.
_ უფრო შორს, _ ქალი კმაყოფილია შვილის გონებამახვილობითა და მეხსიერებით.
_ მამა ხო საბერძნეთშია, იმაზე შორს?
_ საბერძნეთის მეზობლადაა.
_ როგორც აქედანა და არხილოსკალო?
_ არა, გენაცვალოს დედა, უფრო შორს.
_ მერე?
_ მერე ისა, რომ მისცეს ლექსო პაპას ჯილდოდ ბულგარეთის საგზური, ჩაალაგა ჩემოდანი და გაემზადა სამოგზაუროდ!...
_ ჩემოდანში რა ჩაილაგა, დედი?
_ რა უნდა ჩაედო : ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირსაწმენდი, სავარცხელი, სამართებელი...
_ წიქარასავით?
_ წიქარასავით. ჰო, რაც მთავარია, ერთი მოზრდილი ცელოფანის პარკი ჩვენებური მიწა ჩადო, კოხტად გაცრილი და გაწკრიალებული.
Aახლა არ იკითხავ რადა? _ ეშმაკურად ეკითხება ქალი.
_ რადა? _ გულს არც ბიჭი დასწყვეტს დედის რიტორიკულ კითხვას.
_ იმადა, რომ ლექსო პაპამა სთქვა : ეს ქართული მიწა ბულგარეთში ქართველი მეომარი ბიჭების საძმო საფლავს უნდა მოვაყარო, მადლია, იმქვეყნად მიუვათ და გაიხარებენო.
_ ის მეომარი ბიჭები ომში დაიღუპნენ, დედი?
_ ჰო, ომში, აი, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ ომში.
_ ეგ გერმანელი ფაშისტები ისინია, გიორგი მახარაშვილი რო ებრძოდა? _ `ჯარისკაცის მამა~ ზეპირად იცის ლექსომ: `ჯარისკაცის მამა~, `ბაში-აჩუკი~, `ცისკარა~ და `მამლუქი~...
_ ჰო, შვილო.
_ მერე?!
_ მერე ისა, რომ ჩაალაგა ლექსო პაპამ ჩემოდანი და წავიდა მეზობლებთან ერთად...
_ ფეხით წავიდა?
_ ფეხით რადა, მატარებლით.
_ დიდით? ისეთით, როგორც კინოებშია?
_ ჰო, ძალიან დიდი და ლამაზი მატარებლით, მაგრამ სანამ მატარებელში ჩაჯდებოდა, ჯერ ფირუზა ტრაქტორისტს სთხოვა, სოფსაბჭომდე, კაკლის წყაროსთან მიმიყვანეო, მერე დათა ძიამ თავის კოხტა წითელ ავტობუსში ჩასვა და თბილისამდე ჩაიყვანა, იქიდან კიდე სხვა დიდი წითელი ავტობუსით სადგურამდე იარა, იარა, იარა, იარა და ლამაზ წკრიალა მატარებელს არ მიადგა?!
_ კიდე ვინ იყვნენ ლექსო პაპას გარდა?
_ ვინა და, შიოშვილების გივია, ნანულა ძალო, ჭიჭიაშვილ სერგოს მოცეკვავეები და რაიკომის ხალხი.
_ ეგ რაიკომის ხალხი ვინღაა?
_ ჰოო, ეგ ძალიან ძნელი ასახსნელია, გაიზრდები და გაიგებ,_ ეღიმება დედას.
_ კეთილებია თუ ბოროტები? _ არ ისვენებს ლექსო.
_ ზოგი კეთილია, ზოგი_ბოროტი, მაგრამ ყველა ერთ ბედქვეშაა...
_ როგორც `ცისკარას~ კინოში, გაქვავებულები?
_ ჰოო, შვილო, _ ეღიმება დედას, _ ჰოდა, ერთი სიტყვით, ჩვენებური ტურისტი ასე სამოცამდე მოქუჩდა. ჩასხეს ამ კრიალა მეგობრობის მატარებელში და ჰაიდა, ბულგარეთშიიი!... დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!..._ დედა რიტმულად ირწევა და თან პირით მატარებლის მონოტონურ სვლას აჯავრებს, აშკარად ეშმაკობს, რომ იქნება და როგორმე დააძინოს ბიჭი, მაგრამ ლექსო გაათმაგებული ძალებით ცქვეტს ყურებს და თვალებგაფართოებული ცდილობს, წარმოიდგინოს კინოებში ნანახი მატარებელი და იმის განათებული სარკმლიდან მომღიმარი ლექსო პაპა.
_ იარა, იარა, იარა, ცოტა იარა თუ ბევრი იარა ამ კოხტა მატარებელმა და მიადგა ერთ დიდ და განათებულ სადგურს ჩვენი მაშინდელი ქვეყნის დიდ საზღვართანა. Eერთი კი დააკივლა მატარებლის მეწინავემ და დადგა ვანა პაპას თეთრი ჯორივით სამგზავრო ეშელონის გრძელი რიგი. სად იყო და სად არა, გაჩნდნენ კოხტად პირგაპარსული და შინელ-პაგონებიანი მესაზღვრე ჯარისკაცები, სუ რუსები, თან სუ `ავჩარკა~ ძაღლები ჰყავთ, ჯიშიანები, გეშიანები. Dჩამოუარეს ამ მატარებელსა და შეამოწმეს სათითაო ვაგონი და იმისი მგზავრები.
_ ეგ რადა, დედი? _ ბიჭი ინტერესით მისჩერებია ქალს პასუხის მოლოდინში.
_ იმადა, რომ ათასი ოხერი და მამაძაღლი დააბიჯებს ქვეყნიერებაზე, აი, ტერორისტებს რო ეძახიან, ჰოდა ეს მესაზღვრე ჯარისკაცები ამოწმებენ, ეხლა ვინა სხედან ამ მატარებელში – კარგები თუ ცუდები, კეთილები თუ ბოროტები... სად მიდიან, რა მიზეზ-გამოისობითა და სურვილით, იარაღი ხო არ უდევთ სამალავში...
_ ბომბები?
_ ჰოო, ბომბები და ავტომატები, კიდე სხვა ათასი ოხრობა და ჯანაბა, ფულია, ნარკოტიკია, თუ სხვა რაიმე საწამლავი. Hჰოდა, სინჯავენ ეხლა ამ მოგზაურების საბუთებსა და ჩემოდნებს.
_ ძაღლები, ძაღლები რაღად უნდათ?
_ ეგ წესია ეგეთი მესაზღვრეებისა, ძაღლი გაწრთვნილი ჰყავთ, კარგად დაგეშილი ამ რამე-რუმეებზე და უმალ პოულობს, ფული გინდა, იარაღი თუ სხვა რამ ეშმაკობა... იმას გიყვებოდი, გენაცვალოს დედა, ჩვენი ლექსო პაპა არხეინად ზის, არ აშინებს არც მესაზღვრე ჯარისკაცის წარბქვეშიდან ირიბი გამოხედვა და არც იმის ენაგადმოგდებული `ავჩარკის~ ყეფა.
_ ჩემპიონია და იმიტომ, არა, დედი?!
_ ჰო, გენაცვალოს დედა! Mმართალია, სუფთა და პატიოსანი კაცია, ჰოდა, ჩემპიონი იქნება სიკეთეში, მაშ რა! ... მაგრამ უეცრად არ გაიწია ერთმა `ავჩარკა~ ქოფაკმა ლექსო პაპას ჩემოდნისაკენ?!...
_ `ატკრივაიო!~ _ ესე იგი, გახსენიო, ეუბნება მესაზღვრე ჯარისკაცი ლექსო პაპას რუსულად. Kკი არ ეუბნება, უბრძანებს, კაცოო, თან ეს ოხერი რუსულიც როგორი `პრიკაზების~ ენაა! ჯარისკაცი ჭორფლიანია და ჩოფურა, იქნება ასე 20-22 წლისა, თან არ აცლის ჩემოდნის პატრონს, თავად ხსნის და პირდაპირ მატარებლის კუპეში, პირქვე წამოჰყრის შიგთავსს: ჰოდა, ცვივა წყობისად ჩალაგებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირსაწმენდი, სავარცხელი და სამართებელი, და ბოლოს, მიწით პირთამდე გადავსებული ცელოფანის პარკი...ეს მესაზღვრე ჯარისკაცი ავტომატის წვერით მისინჯ-მოსინჯავს ლექსო პაპას ნივთებს და ჯერი ცელოფანზე მიდგება.
_ `ჩტო ვიზიომ სტარიკ?~ _ ესე იგი, `რა აკრძალული საქონელი მიგაქვს, მოხუცოვო?~ _ ეკითხება ეხლა ეს ჯარისკაცი ლექსო პაპას რუსულად.
_ მიწაა, ჩვენებური, ქართული მიწა, _ პასუხობს ლექსო პაპა ჯარში ნასწავლი დამტვრეული რუსულით, მაგრამ ამაყად.
_ `ზაჩემ ანა ტებე, ჩტო ბ ბალგარიი ზემლი მალო?~ _ მერე რისთვის გინდაო, _ კიდე უფრო შეუვალი და შემტევი ხდება რუსის სალდათი.
_ ესაო, _ უხსნის ჩვენი ლექსო პაპა, _ შუაგულ ევროპაში, ბულგრეთში მიმაქვს, ომში დაღუპული ქართველი ბიჭების საძმო საფლავს რო ვნახავ, იმას უნდა მოვაყაროო, მაგრამ რას გააგებინებს?! რუსის ჯარისკაცი ისეა გაშტერებული ამ მოულოდნელი და უცნაური პასუხით, საკუთარი `ავჩარკის~ ყეფაც აღარ ესმის. ვერ გაუგია ამ უცხო მგზავრისა ვერაფერი და მოკალი!
_ `პაკაჟიო!~_ მანახეო...
_ ნახე რა, განა გაცვდებაო?! _ პასუხობს ჩვენი ლექსო პაპა უშიშრად. ალალმართალია, ნაღდია და მაშ, რა იქნება!


* * *

წვიმა ნელ-ნელა იწყებს წინწკვლას, ჯერ ისე, სხვათაშორის, მერე ძლიერდება, ქარიც უფრო და უფრო მძლავრობს და დედა იძულებულია, ფანჯრები მჭიდროდ ჩარაზოს, ის-ისაა ფარდის გასაფარებლად გაიწვდის ხელს, რომ ელვა კლაკვნით გადასერავს ცას და იქუხებს...
_ დედი, რა ხდება? ლექსო პაპა ზეცაში ხო არა ჯავრობს ჩვენზე?
_ არა, შვილო, იმ ჯარისკაცს რო ვახსენებთ, თითონაც ზეცაში ახსენდება და ჯავრობს.
_ მერე?
_ მერე ისა, რომ რუსის მესაზღვრე ცელოფანს ხსნის და მეორე თავისნაირს უხმობს: `ეი, მიტროფანოვ, პაიდი სუდა, ჩტო პაკაჟუვო!~ ეს მიტროფანოვიც, ზუსტად ამისი ცალი, სირბილით იჩქარის, თან დაგეშილი ნაგაზი მოუძღვის ლაშებდაფჩენილი. მიადგნენ ლექსო პაპას ცელოფნის გახსნილ პარკს, ხელს ძირისძირობამდე ურევენ, თითებს შუა ატარებენ გაცრილსა და გაწიკწიკებულ შავ მიწას.
_ `ზემლია შტოლიო?~_ კითხულობს ის მიტროფანოვი.
_ `ზემლია, სინოკ, ზემლიაო!~ _ ეთანხმება ჩვენი ლექსო პაპა ღიმილით.
_ `ვოტ, გავარიტ, ვეზიოტ ვ ბალგარიუ, ხოჩეტ, პასიპაც ნა ბტატსკუიუ მაგილუ გრუზინსკიხ სალდატოვ~, _ უხსნის ჭორფლიანი მიტროფანოვს. ჯარისკაცები ერთმანეთს გადახედავენ და გაკვირვების ნიშნად მხრებს იჩეჩავენ.
_`ჩუდაკ, სტარიკ, ტოლი ეშჩო პრიდუმაეშო~... _ მერე ეს მიტროფანოვი ყურში რაღაცას წასჩურჩულებს ჭორფლიანსა და ჩოფურას, ხელს ჩაიქნევს და გაეცლებიან ლექსო პაპას.
_ მერე დედი, არ მიეხმარებიან ჩემოდნის ჩალაგებაში? რო აუწეწეს?
_ ეჰ, შვილო, არ მიეხმარებიან, იმიტომ რომ, იმათი წესი არევაა, ურევენ და ჰყრიან, ურევენ და ჰყრიან!
_ მაშ, ბოროტები ყოფილან! _ ასკვნის ლექსო.
_ უფრო რაღაცნაირები, არც ძალიან ბოროტები, არც ძალიან კეთილები, რაღაცნაირები, როგორც...
_ უჯიშოები, დედი? _ და დედა, ბავშვისათვის შეუფერებელი, მაგრამ მართალი დასკვნით გაოცებული, უპასუხოდ ტოვებს ბიჭის შეკითხვას.
_ მერე, დედი?
_ მერე ჩაალაგებს ლექსო პაპა ჩემოდანს, უხმოდ, უსაყვედუროდ და გააგრძელებს გზას. ივლის, ივლის, ივლის, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის და ჩავა ბულგარეთში, ახლა იქ ივლის, ივლის, ბევრს ეძიებს ჩვენებური ბიჭების, უსახელო ყოჩაღი ჯარისკაცების საძმო საფლავს, მაგრამ ვერა ნახავს და გამობრუნდება უკან...
_ მერე ის მიწა, დედი?
_ მერე ისა, რომ ჩვენებურები ეკითხებიან თურმე, რა უქენ ცელოფნის პარკ მიწას გადაყარეო?
_ მერე ლექსო პაპამ რაო?
_ რა და, `თქვენაო ალაოდ ხო არა ხართო, ეს ჩვენებური მადლი აქ ვის დავუტოვოო, ქართული მიწა ეგრე უპრაკუნოდ ვის ვაჩუქოო~? _ და არ წამოიღო უკან?! Eეხლა ჩვენებმა ხო მაგრად ივაჭრეს იქა, ვინ ყავის მადუღრები გადაცვალა ფალას-ძონძებზე, ვინ _ ოქრო გაყიდა და სანაცვლოდ ათასი ზიზილ-პიპილო შეიძინა. Eეს ჩვენი ლექსო პაპა კიდე როგორც უქონელ-უპოვარი და მართალი წავიდა ერთი ცელოფანი შავი მიწით, იმითვე მოდის უკანა... ისევ გააჩერეს მატარებელი საზღვარზე და ისევ დაიწყო უწინდებური შემოწმება...

* * *


წვიმა თქეშად იქცევა, რო იტყვიან, ვედრებით ასხამს ზეციდან. ელვა დროდადრო ანათებს მომცრო საძინ ოთახს და ღამის ბინდის მიუხედავად ნათლად მოჩანს ლექსოს ცნობისმოყვარეობით გაფართოებული თვალები და მეზღაპრე დედის მხრებში მოხრილი სილუეტი.
_ მოდი, ეხლა დაიძინე და დანარჩენი ხვალე გავაგრძელოთ! _ ქალი წამოდგომას ცდილობს.
_ კარგი რა, დედი, ხო იცი, ვერ დავიძინებ, სანამ ლექსო პაპას ზღაპარს არ დამიმთავრებ, არ წახვიდე რა, ჩემი გულითა გთხოვ! _ ყელს უწევს ლექსო და ამ წუთებში ისეთი გულწრფელი და ალალია, დედა ვეღარ უძლებს ბიჭის მუდარას, თან ბოლო სიტყვაც გულს უჩუყებს და ნებდება:
_ ჰო, კარგი, ნუ ბლიაობ და მოგიყვები!
_ აი, აჰა, ჩავწვები, საბანს ამოვიგებ და ისე მოგისმენ! _ ახლა უკვე ლექსოა ყველაფერზე თამნახმა, ოღონდ ბოლომდე გაიგოს, თუ ამჯერად რით სრულდება ლექსო პაპას ზღაპარი.
_ ჰოდა, იმას გეუბნებოდი, დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!...დგნ-დგნ!...დგნ-დგნ!... მოდის მატარებელი და მოჰყავს ჩვენი ლექსო პაპა და ჩვენებურები საქართველოში. Dდა უკანა გზაზე ისევ ხელმეორე შემოწმება არ გაჩაღდა?! _ ისევ მესაზღვრე ჯარისკაცები, ისევ ის დაგეშილი ნაგაზები, ისევ აწეწილი ნერვები და ჩემოდნები, ყვირილი, შეძახილი, თხოვნა-მუდარა, `ავჩარკების~ ყეფა და ისევ არ გაიწია ერთმა ნაგაზმა ლექსო პაპას ჩემოდნისაკენ?! ისევGგახსნეს ჩემოდანი, წამოყარეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირსაწმენდი, სავარცხელი და სამართებელი და ისევ მძიმედ დაეცა შავ მიწიანი ცელოფნის მოზრდილი პარკი.
_ `კანტრაბანდა და?!~ _ ესე იგი, რა მიგაქვს აკრძალულიო? _ ეკითხება უხეშად ახლა სხვა რუსი უცნობი მესაზღვრე ჯარისკაცი.
_ არაო, _ უხსნის ლექსო პაპა, _ კანტრაბანდა კი არა, მიწააო, ოღონდ, უბრალო კი არა, ქართული მიწაო.
_ მერე რისთვის გინდაო? _ ისევ კითხულობს გაოცებით მესაზღვრე.
_ ქართველი ბიჭების საძმო საფლავზე მინდოდა მემეყარნა, მაგრამ ვერა ვნახე და უკან მომაქვსო…... _ არხეინად პასუხობს ლექსო პაპა.
_ `სულიკო? საკვარლის საპლავს ვეზებდი?!~ _ ცინიკურად კითხულობს ჯარისკაცი _ `ტი ჩტო, იზდივაეშსია, სტარიკ, ნა კოი ჩორტ ნესიოშ ეტოტ მუსორ აბრატნაო~? _ და უნდა წამოყაროს პარკიდან მიწა.

* * *

ჭექა-ქუხილი აყრუებს ირგვლივ არე-მარეს, შეშინებულ ლექსოს საბნის კიდე ჩაუბღუჯავს და ზღაპრის ბოლოს ელოდება, თან ცდილობს, დედამ შიში არ შეატყოს, თორემ შერცხვება ლექსო პაპას `სეხნა~ და ეგაა!
_ ... აქ კი იქუხა ლექსო პაპამ, _ `სამ ტი მუსორო!~, ეს ქართული მიწა აქ როგორ უნდა გადავყარო, შენ რა იცი ამის ფასიო, გამოსტაცა ხელიდან ცელოფნის პარკი, პირი მოუკუპრა და წინ ჯიქურ აებოტა რუს მესაზღვრეს. Aამ მოულოდნელი საქციელით გაოცებული ჯარისკაცი ჯერ დაიბნა, მერე კეფა მოიფხანა და : ` ტი უ მენია პაპლიაშეშო!~ _ ბურტყუნით გაიქცა სადგურის უფრსის მოსაყვანად.
შემოეჯარა მთელი ვაგონი ლექსო პაპას, ეხვეწებიან, ემუდარებიან: `რად გინდა, კაცო, გადაყარე ე სატიალე, ხო ხედავ, რო შარს გადაგკიდაო?!~ ძალს ისინი არიან და ძალს ჩვენი ლექსო პაპა.
სად იყო და სად არა, გამოჩნდა სადგურის უფროსი, დაბალი, რიჟა, ჩაფსკვნილი შუახნის მამაკაცი, გამჭოლი უსიცოცხლო შუშის თვალებითა და არყისგან დაბიჟვინებული ლოყებით.
_ `პასმოტრიმ, ჩტო ზა გრუზინსკაია ზემლიაო~ _ და ხელიდან წარსტაცა ცელოფნის პარკი ლექსო პაპას, ისე, რომ სიტყვის თქმა არ დააცალა. _`პრაიდიომტე, გრაჟდანინო!~ _ და გაუძღვა ტამბურში.
…... ჩავიდნენ, წინ სადგურის უფროსი მიდის მიწით სავსე ცელოფნის პარკით, უკან მესაზღვრე ჯარისკაცებს შორის პატიმარსავით ჩამდგარი ლექსო პაპა. Uუკან კიდე მთელი ვაგონის მგზავრები მიჰყვებიან და საყვედურებით ავსებენ : ` რას მიაკვდი მაგ ორ პეშვ მიწას, გადაყარე და დაისვენებ ეგენიცა და შენცაო, თან ჩვენთვისაც ხეირიაო, ~_ ნერვიულობენ, შინ უნდათ რა ჰქნან?!
_ მერე, დედი, ლექსო პაპა რას ამბობს?
_ არც არაფერს, მიაბიჯებს მდუმარედ, როგორც რო უჩვეულო სამგლოვიარო კრებულის მთავარი ჭირისუფალი. მიადგნენ სადგურის ცენტრალურ შენობას, ხალხს გარეთ დაცდა უბრძანეს, ლექსო პაპა კი თავის ცელოფნის პარკიანად შენობაში შეიყვანეს. Dდააცალცალკევეს ოთახებში, აქეთ მიწა გასინჯეს, იქით _ იმისი პატრონი. Oორივ სუფთა და ნაღდი რო აღმოჩნდა, ერთმანეთს გადახედეს, მხრები აიჩეჩეს და დაუბრუნეს მიწიანი პარკი ლექსო პაპას.
_ `ვოზმი, ტოჟე მნე მახარაშვილიო!~ _ ჩაიბურტყუნა სადგურის უფროსმა.
_ ჩვენებური კინო ჰქონია ნანახი, არა, დედი? _ უხარია ლექსოს.
_ ჰო, შვილო, მოკლედ, ეს ჩვენი ლექსო პაპა ქართული მიწით სავსე პარკიანად მშვიდობიანად დაუბრუნდა თავის ვაგონს და ბაქანზე დარჩენილ ძეგლად გარინდებულ თანასოფლელებს ღია სარკმლიდან გამარჯვებული ღიმილით გადმოსძახა :
_ ეგრე არ დარჩეთ, ხალხო, თორე წავიდა მატარებელიო!
_ მაშ დაუბრუნა ქართული მიწა თავის პატრონს? _ ამაყია ლექსო და წინდაწინ ტკბება დასტურის მოლოდინში.
_ დაუბრუნა და მერე რა დღით! Mმერედამერე, გვიან, ვისაც უყვებოდა ამ ამბავსა, არ ეჯერათ, `შენაო, დაბერებულხარ და რაღაც ზღაპრებსა ჰყვებიო, _ დასცინოდნენ. ის კიდე იღიმებოდა თავისებურად, გულმართლად და ენაკვიმატად ღიღინით გალექსავდა ხოლმე :

ქართული მიწის ღალატი
სჩვევია მარტო ვირიშვილს,
წინაპართ გმირობის მადლი
ზღაპრად მიუვა შვილიშვილს!
ჭირი –იქა, ლხინი –აქა,
ქატო-იქა, ფქვილი –აქა!
ბედმა ზრაპრად გატარაო,
დაიძინე პატარაო!...

_ დედი, წვიმამ გადაიღო ? _ ლექსო ბოცოცა ხელს ლოყის ქვეშ ამოიდებს და კმაყოფილი ემზადება დასაძინებლად.
_ ჰო, შვილო, არ დაიჯერებ და გრემზე ისევ ვარსკვლავები გამოჩნდნენ.
_ ესე იგი, ხვალ კარგი დარი იქნება, არა, დედი?
_ ჰო, შვილო!
_ მაშ, ლექსო პაპამ ის ქართული მიწა არაფრით არ დაანება უცხო ხალხს არა, დედი?
_ ჰო, შვილო!
ლექსო პაპას ზღაპრის კეთილი დასასრულით ბედნიერი ლექსო იძინებს და ძილში ვიღაცას თუ რაღაცას კმაყოფილი უღიმის, ალბათ ისევ პაპის ლანდს თუ ხედავს, უღიმის და თან ბუტბუტებს :
_ მეფე ერეკლეც ეგრე მოიქცეოდა!..

study
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფიქრია ყუშიტაშვილი   Mon Mar 15, 2010 6:14 pm

ჩემი მეზობელი სიფათა
(მოთხრობა)

ზამთრის სესიები ახლოვდება და ლექტორები "გვაიზმენებენ" - აქაოდა, მოგიწევთ წრუწუნი ნოტებზეო, მაგრამ "ლიჩნად" მე ეს "ერალაში" სუ ცალ ფეხზე მკიდია. ახალი წელი კარზეა მომდგარი. აი, ეს არი მთავარი! აუუ, რა მაგრად მიყვარს ეს ახალი წელი: ინდაურის საცივი, გოზინაყი, შიგადაშიგ ჩიჩილაკი, უფრო ხშირად - ნაძვის ხე და მეკვლეობა - "შემოვდგი ფეხი - გწყალობდეთ ღმერთი!.." და წამოვიდა ბზრიალ-ბზრიალით თავზე კანფეტების წვიმა... კიდე? კიდე შეხვედრისას ჯიბეში ობლად ჩარჩენილი, სხეულის სითბოსგან ოდნავ გამღვალი და გვერდებშეჭყლეტილი კანფეტების გაცვლა და ჰაერში გამოკიდებული კოცნა-მილოცვის წინდაწინ ნაცნობი ტექსტით: "გილოცავთ ახალ წელს!.." "დაესწარი მრავალს!.." "ტკბილად დამიბერდი!... და მისთანანი

ხვავრიელად თოვს. ამ ზამთარს ეს პირველი სერიოზული თოვლია. თოვლი ნელა, ძალიან ნელა, ფარფატით ეშვება, სქელ ფენად დებს და გამოცდილი "მალიარივით" ლაზათით თეთრად აბათქაშებს ქალაქის ხედებს. დილის სუფთა, ქათქათა თოვლია, ჯერ ფეხდაუკარებელი, შეურყვნელი, თუმცა არა! ზედ ჩემს ცხვირწინ მაწანწალა ძაღლი მშვიდად იშორებს წუხანდელ მონელებულს, ზუსტად ისე, ჩემი მეზობელი ანიჩკა რომ ამბობს ხოლმე - თოვლი თეთრია, მაგრამ ზედ კატები და ძაღლები აფსამენ და აჯვამენო. ჰოდა, ეს თოვლიც უკვე გაილახა... მძიმედ მივაბიჯებ და ლამის კოჭებამდე ვეფლობი ფაფუკ მასაში. ორ თუ სამ ადგილას მატარებლის რელსივით მოჩანს მანქანების საბურავების კვალი და ალაგ-ალაგ ფეხით მოსიარულეთა ნაირ-ნაირ ფიგურებად დასერილი ლანჩებით დამჩნეული მსუბუქი ღრმულები. ორ-სამ საათში აქაურობას ვერ იცნობთ. თოვლის სითეთრე სახურავებს და ხის ტოტებსღა შერჩება, სხვა დანარჩენს სამყაროს გვირგვინი - ადამიანი მოუღებს ბოლოს. ისე, კაცმა რომ თქვას, მაგარი "პაზორნი" რამეა" ბუნება თეთრად მოსავს სამყაროს, რათა მერე მოვიდეს ადამიანი და მოსრას იგი. რაღაც ძაან ფილოსოფიურ ხასიათზე დავდექი. თავად მეცინება საკუთარ სერიოზულ აზრებზე და ფრთხილად, სრიალით ვეშვები თავდაღმართში.

- სნოვიმ გადომ! - სიფათა "ბუდკასთან" დგას და პახმელიაზე გამოდის.

- ვაა, ძია სიფათ, ეგ რა, ახალი პონტია? - ვკოცნი ჟანგიან სიფათზე.

- ახალი ანეგდოტი იცი? - მიცინის სიფათა და სიმინდისტოლა მეჩხერ კბილებს მიჩენს, - სეროჟა რო შვილის ბაღში დედმაროზია, იცი?

- მერე?

- მერე გამოდის და ბავშვები ეკითხებიან: თოვლის პაპა, თოვლის პაპა, საიდან მოდიხარ?

- მერე?

- მერე სეროჟა ეუბნება: ტყეშიდან, ბავშვებო, ტყეშიდანო!.. - ისე, როგორა ხარ, ხო ხარ ქეიფის ხასიათზე...

- ეგღა გვაკლია, რა?! ისე მართალი რო გითხრა, ჩემთვის სუ ახალი წელი არ არის?!

ჩემი მეზობელი სიფათა კაი ტიპია, მაგარი პოეტი, ცოტა რომანტიკოსი, მურტალი ცინიკოსი, სტაჟიანი ძველი ბიჭი, ძაან ნიჭიერი და ლოთი-ფორთი, საკაიფო იუმორის გრძნობით და კიდე უფრო საკაიფო "მორდით" - ერთხელ რო ნახავ და მერე მთელი ცხოვრება რო არ დაგავიწყდება. ბავშვებს ეშინიათ სიფათასი, რადგან გარეგნობით "პირატსა" ჰგავს: სასმელისგან წაშლილი გაუპარსავი სახით, ამღვრეული თვალებით და კომბალივით დაბიჟვინებული ცხვირით, ერთთავად თმაწვერაბურძგნილია და სუ მგონია, რო "პასტაიანნი" გამოუძინებელია. "კაროჩე", რაღაც შუალედურია "ოსტროვ საკროვიშჩეს" კაუჭა ჯეიმზს, ჩუკოვსკის ბარმალეისა და "პეპი დლინნი ჩულოკის" მეზღვაურ მამას შორის. "ვოფშემ", მაგარი კოლორიტი მასტია... ენა აქვს ისეთი, - ჩაგაფსმევინებს! ერთხელ თურმე ერთი თავის თავზე შეყვარებული ფუნა სიფათას მიადგა და ემარიაჟება - ქალაქის კოლორიტების სადღეგრძელოს სვამს და "მესტნი" კოლორიტების ამბავში რაღაც-რაღაცებს იბრალებს, ტო! სიფათამ თურმე უთმინა, უთმინა, მერე ჭიქა აუწია და უთხრა: ბიჭო, დაიმახსოვრე - ქალაქის კოლორიტი მე ვარ და შენ კიდე კოლიტიო! აი, ესეთია სიფათა: ჯიგარი და რამე! - სევდის ბაღის რაინდთა ორდენის კავალერი, სამარისებურ სიჩუმეში საფლავებს შორის ჩადგმულ მაგიდასთან თავისი ჩახლეჩილი ხმით სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობს, შიგადაშიგ ლექსს გაურევს და სვამს, სვამს ამოუსუნთქებლად.

- ნიკას გაუმარჯოს! - სიფათა ხელს მოხვევს და თავისკენ მიზიდავს...ზამთრის სუსხთან ერთად სასმელის მძიმე შემონაორთქლი ყნოსვას მიღიზიანებს. სიფათა ხელს ითავისუფლებს და "ბუდკის" ვიწრო "ფორთოჩკაში" ხელით ანიშნებს, ორი "პივაო".

- არა, ძია სიფათ მე არ მინდა, ნუ შეწუხდები...

- მაიცა, შენ ეხლა რა კადეტსკი კორპუსის უჩენიკივით ნაბავ თვალებს. უფროსი კაცი რო გეუბნება, ხო იცი!.. თანაც ნახევარ "სუტკაში" მე და შენ, ჯიგარო, ახალ საუკუნეში შევალაჯებთ, მაგას კიდე დამსახურება უნდა!..

- ძია სიფათ, ძმურად, ერთი შენებურად, გემრიელად მითხარი, სუ პირველად რა გაგონდება ახალი წლის ხსენებაზე?..

- როგორ თუ რა მაგონდება?

- ნუ აი, ნაძვის ხე, თოვლის პაპა, საცივი, გოზინაყი თუ ჩურჩხელა?

- ხალადეცი!.. გაწყობს?

- ჯიგარი ხარ, მაგარია! - პასუხის მოულოდნელობით აღტაცებული შევყურებ. სიფათა თვალს მიკრავს და ლუდის ბოთლს მაწვდის: - მარა ტო, საცა არ მიდიხარ, ყველა საცივში ჩაწყობილ ინდაურის ბარკალს გაჩრის და ამოვიდა რა ყელში სუ ერთი და იგივე, თან რა "ნეუდობნი" საჭმელია?!. - და სიფათა მეჩხერ, ქვებმოკიდებულ კბილებს ერთმანეთს დაუზოგავად უკრაჭუნებს: - თან მგონია, რო "სპეციალნა" ეგრეა მოწყობილი, რო არავინ ჭამოს. თან დაკვირვებული ვარ, ყველაზე ბოლოს ეს ინდაურის ბარკალი რჩება ხოლმე საცივში და "კაკ აბიჩნა" თითონ მასპინძელი "აკიშკავებს", მარტო რო რჩება სახლში, მოყუჩებულში...

მე მეცინება და მოსახვევში გამოჩენილ დელფინას ვუსტვენ.

- საით?

- პურზე...

- სტუმრები გყავს?

- ჰო რა, ბიძა-ბიცოლა ჩამომივიდნენ ხაშურიდან...

- პირველი გამოცდა როდის არი?

- მგონი ცხრაში... წავედი.

- "დავაი!"

- აბა, "სნასტუპაიუშჩიმ!" - დელფინა ხელს მიწევს და მარკეტის ღია კარში აბოტებს. მარკეტი, თორე ეგეც "ბიგ ბენი" ან "უნიკა დიპლომატია" - საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სავაჭრო დახლებით გაჭედილი მაღაზიად გადაკეთებული ცხრა კვადრატული მეტრია, სადაც გვერდიგვერდ იყიდება ტუალეტის ქაღალდი, ქერტლის დაუძინებელი მტერი "ჰედ ენ შოლდერ", ერთჯერადი ჩაი, ცხელი ფენოვანი, ლამპის შუშა, სანთელი და ყველა რეკლამის დედოფალი "ოლდეიზ..." "მე ახლა თავს მშვიდად და თავდაჯერებულად ვგრძნობ!" - მახსენდება ტელერეკლამიდან მოშანცკავე ნაშის მრავლისმთქმელი ღიმილი, რომელიც ასეთსავე სიმშვიდესა და თავდაჯერებას ჰპირდება სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელს. გახსენებაზე! დღეს ირა უნდა ვნახო, თორე კარგა გვარიანი პაუზა გამომივიდა ქალის ამბავში. ფიქრებიდან ვერკვევი და სარეკლამო "ულიბკის" ნაცვლად სიფათას ცინიკურად მოღიმარი "როჟა" მომშტერებია, თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობსო, დამცინავად თვალს თვალში მიყრის და ლუდს წრუპავს.

- ძია სიფათ, წუხელ ახალი ლექსი არ დაგიწერია? - ვკითხულობ მოულოდნელად ლუღლუღით და უაზროდ და რატომღაც ვწითლდები.

- დამიწერია, მერე? - სიფათა გასაჭირს მიმიხვდა და კიდე უფრო მეტად მომარჭო მზერა.

- ძმურად, წამიკითხე, რა!.. - იხტიბარს არ ვიტეხ.

- ვა, როდის აქეთია, ჩემი პოეზიით დაინტერესდით?

- აუ, გთხოვ რა, - ყელს ვიღადრავ მე.

- ბიჭო, რამდენი წლისა ხარ შენ?

- ოცდაორის...

- ვაახ, რა ოქროს წლებს აცუცურაკებ, შე ვირიშვილო! მე რო შენხელა ვიყავი... ეეე... ეეე...ეეე!!! - სიფათა ლუდის ბოთლს იყუდებს და მაცოცხლებელ სითხეს ბოლომდე ნთქავს.

- ძია სიფათ, შენზე ამბობენ, მაგარი ლამაზი იყოო, აი, სიმპათიური, როგორც..., - უცებ საჭირო შედარებას ვეღარ ვპოულობ და ისევ კიბოსავით ვწითლდები.

- მამაშენს მაინც ვჯობდი, შე შობელძაღლოო! .. ლამაზიც ვიყავი. სიმპათიურიც, პიტერ ოტულიც, გრეგორი პეკიც და ენტონი კუინიც, სამივეს შუბა რო დავხიე, - ჩამოთვალა თავისი თაობის კუმირი "ზვეზდები" სიფათამ: - ეხლა კიდე ალენ დელონი ვარ, ოღონდ "პოსლე პაჟარა!" ამ "პივით" კიდე ყველა ჩათლახ კაცს გაუმარჯოს! - სიფათა ლუდის ახალ ბოთლს ორი თითით მაღლა სწევს და დღის სინათლეზე გასცქერის:

- მე ლამაზი უკვე ვიყავ, ეხლა მშვენიერი ვარ! - გაიგე?

- და მაგარ ლამაზ ქალებს უყვარდათო? - არ ვაცლი დალევას. სიფათას ყელში გადასცდება სასმელი და გაბმით ახველებს:

- ყოველ შემთხვევაში, ნაშა არავისთვის დამიწერია...

- შენთვის.. შენთვის დაუწერიათ?

- იცი, რას გეტყვი შენა, შვილად მერგები და, ეგეთი "ინტიმნი" კითხვებით რო მაწვები უკაცრაული პასუხია და "რუსთავი-2" ხარ თუ ინგა გრიგოლია?

- კარგი, არ გკითხავ და ახალი ლექსი წამიკითხე...

- მართლა გაინტერესებს?

- მართლა.

"სიფათა თვალს თვალში მიყრის და ერთხანს ასე ჰიპნოზიორივით თვალის დაუხამხამებლად მიყურებს. მერე თვალს ხუჭავს და იწყებს... უბერავს! ჯერ ნელა, დამარცვლით, მერე წამღერებით, ხმას რიტმში აგდებს, ტემპს უმატებს, თითქო ღიღინებსო:

"მღერის არღანჩიკი,

ტირის არღანჩიკი...

- იყიდეთ პონჩიკი!..

- სტოი, კარმანშიკი!

- და თვლემს იზვოზჩიკი...ხაბარდა!.. ხაბარდა!..

ძველი თბილისის იდილია

წარსულს ჩაბარდა".

-...ეს იმდენად მოულოდნელია ჩემთვის, ლენჩივით მივშტერებივარ და დამშეულივით ვყლაპავ სათითაო სიტყვას:

- "ხედამთ, რა ქალია!

- ვაა, რა ნეჟნია!

- მიშა უჩენიკად ძაან პრელეჟნია...

გამმები დაუკრას, სონეტი ისწავლოს...

- მა, შენ რა მოხელე ჩიქვანი ხარ, კიტაროს!

ქარი ფოთლებს ბარათებს ატანდა

ჰავლაბარი, სოლოლაკი, მეიდანი

წარსულს ჩაბარდა...

..."ტეატრში" ახალი "პრედსტავლენიე..."

- მოგწონთ ინჟენიუ?

- თუ ძმა ხარ, რა დროს "ტეატრია",

მაიტა მენიუ!.."

სიფათა კითხულობს ჯიგრიანად, ცოტა ვიღაცის ჯინაზე, მარილით, გემრიელად და მინდა, დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ასე...

"- მჟავე... სუკის მწვადები,

მრგვალად მოხარშული დედალი,

ორი ბოთლი ადესა -

ეგება დარდი გამიქარვდესა!

კანკანი, შავი ჩულქი, თეთრი მარმაში,

კრასნი პამადა,

ქარმა ააფრიალა კაბა და

ძველი თბილისის კოკეტობაც

წარსულს ჩაბარდა.

...თოვს ხვავრიელად,

ქარი წივის, როგორც რო სკრიპკა პაგანინის...

- ოცი თუმანი შეშის ტაჭკა!

თოვლმა დაბარდნა

მამადავითი, ფიქრის გორა და შავნაბადა,

ძველი თბილისის ჭაღარებიც

წარსულს ჩაბარდა.

"ო, სოლე მიო!" - გრამოფონში

ტენორი მღერის...

დგას ტფილისური გაზაფხული

მნახველი ბევრის:

ღმერთს მეფე უყვარდა, მეფეს - ნადირობა,

დასდვა პირობა -

ქალაქი უძღვნა ჩახარშულ ხოხობს,

კვლავ სანადიროდ გასწია გომბორს, -

ამბობს თამადა.

ლეგენდა ტფილის-ქალაქისაც

წარსულს ჩაბარდა..." დანარჩენი მერე იყოს, ხარაშო?.. მორჩა კინო, ეგრე არ დარჩე! - სიფათა თვალებში თითებს მიტკაცუნებს და ლუდს ყლურწავს. მე არ ვანებებ და, ისეთი სასოწარკვეთილებით შევყურებ, ეცინება და ლექსს ამთავრებს:

"- ეხლა?

ეხლა რაღა? -

უკვირს წელში ლერწამივით გადამტყდარ კინტოს,

ირიბად უმზერს ქვაფენილს ვიწროს,

"სუპერმარკეტი"... "სუპერშოპი"... კაფე და "ბისტრო" -

"ჩისბურგერები..." "ჰამბურგერები..." ახლად ცხობილი ბიურგერები,

"ნოვი გრუზინის ნოვი სორტი!"

ქუჩის გადაღმა მაწანწალას ცალი ბოტი

და ცვივა, ცვივა ხან ცრემლი და ხან ხურდა ფული,

იქვე ბარიშნა, ლამის ეშმაკს მიჰყიდოს სული,

"სექონდ ჰენდებმა" შეგვიცვალეს ძველი ფლასები,

"იცხოვრეთ ლაღად!.." - დაგვმოძღვრავენ "მაკდონალდსები",

თორემ ცხოვრება თითებს შუა ქვიშასავით გაილევა, წავა და

საიქიოს "იზვოზჩიკიც" იტყვის: "ხაბარდა!"

ყველა "ელიტარნი" ტრაკს გაუმარჯოს! - სიფათა ლუდის ბოთლს სანახევროდ ცლის და იღიმება, - ჰა, როგორი იყო?

- ვაა, ძაანა ხარ მაგარი და მაგრად გცემ პატივს, რა!

- ბიჭო, შენ რა "ბლაგაროდნი დევიცების ინსტიტუტსკი ბარიშნასვით" მეპრანჭები, ერთიც ვნახოთ, დაგიჯერე, მერე?

- რა მერე? უნდა დამიჯერო, აბა, რა უნდა ქნა, დედას გეფიცები...

- იცი რა, ნიკუშ, შენ რო ორჯერ ოცდაორის გახდები და კიდე ცოტა მეტის, მერე მიხვდები, რას ნიშნავს მთელი ცხოვრება დასირებული სამყაროს ყურება და მერე კიდევ იმის გაძლება. ღმერთმა ჩემზე მეტი მოთმინება და ჰარაქათი მოგცეს: ცოტა ჯანი, ცოტა "მანი", სხვა რა უნდა ნიჭიერ კაცს?..

- მართლა, მეტი რა უნდა... ვიჩეჩავ მხრებს.

- "ჩორტ ევო ზნაეტ!" - სიფათა კუჭთან ივლებს ხელს და უსიამოვნოდ იჭყანება.

- ძია სიფათ, ის ლექსი მაჩუქე, რა?

- რად გინდა, რა, ზეპირად ხო არ უნდა ისწავლო?

- ვითომ რატომ არა?

- რო მერე შენ გამოსირებულ ძმაკაცებთან იმარიაჟო და ნაშები დააბა, არა? ბიჭო, ე, მწვანე, შენ რო მოდიოდი, მე - მივდიოდი. წადი, გალაკტიონი ისწავლე, გოგლა ისწავლე, პაოლო და ტიციანი, მე თავი დამანებე, ჩემი მეყოფა... მე რო არ მეკაიფო, ცოტაა ახვარი და ნაბიჭვარი?!

- მაშ, ჩემი იმედი არა გაქვს, არა?!

- ბიჭო, მე საკუთარი თავის იმედი არა მაქვს და შენ რა "აქციზნი მარკა" გაქვს ეგეთი, რო დაგიჯერო?

- მაშინ სიგარეტი მიყიდე!..

- სიგარეტი "პაჟალსტა..." "მაგნა კლასიკი" გნებავთ თუ "გალუაზ ბლონდი"?

- "ჰოლივუდი" იყოს!

- ვახ, "გალივუდ"? ალ პაჩინო, დე ნირო და "ადვაკატ დიავოლა?"

- აუ ჩემი, შენ რა იცი, რო "იმენნა" გუშინ ვნახე?

- ვიცი, მე ყველაფერი ვიცი, ნიკუშას ვენაცვალე; თოვლი როდის მოვა, მერე როდის დადნება, სეკვესტრირებულ პენსიებს და ხელფასებს როდის დაარიგებენ, მარსზე როდის დავადგამთ ფეხს, მე-9-10 ბლოკები როდის ჩადგებიან მწყობრში... ყველაფერი ვიცი, მარტო ორი რამე არ ვიცი და მაგრად მიტყდება! - სიფათა თვალს მიკრავს და იღიმება.

- მაინც რა და რა? - "ჰოლივუდის" კოლოფს სიფრიფანა ცელოფანს ვაცლი და სიგარეტს ვუკიდებ.

- "ნაპრიმერ", როგორ დებენ "პადუშკა" კანფეტში "პავიდლოს..."

- ეგ ხო ძველია, შენ ახალი თქვი რამე...

- ახალი, არა? მაშინ რატოა ის გამოსირებული საშურა თაობის სიმბოლო და მე კიდე "ნეუდაჩნიკი?!"

სიფათა სიგარეტს მართმევს და უკიდებს...

უხმოდ ვეწევით.

- აბა, წავედი! - ვარღვევ დუმილს.

- "დავაი!"

- "სნასტუპაიუშჩიმ!"

- მოსულა, - სიფათა ჯიგრიანად მეხვევა და მკოცნის და მოულოდნელად ზურგში თოვლის გუნდას ვგრძნობ.

- ვაიმე, გვაპატიეთ! - უცნობი გოგოები გვერდს გვივლიან და სიცილს გვაფეთებენ.

- ემანსიპაცია! - ამბობს მოღიმარი სიფათა და გოგოებს ხელს უქნევს.

- თოვლს ვიბერტყავ და, ის-ისაა, გზა უნდა გავაგრძელო, - ნიკუშ! - მახედებს სიფათას ჩახლეჩილი ხმა: - წუხელ დაგიწერე რა, ჩემგან გქონდეს სამახსოვროდ!

სიფათას ოთხად გაკეცილ ქაღალდს ვართმევ და გული საგულეს აღარ მიდგება - ერთი სული მაქვს, წავიკითხო. ფურცელს ვშლი... გაკრული ხელია, წაგრძელებული და ღონივრად წაწვენილი ასოები, აქა-იქ სტრიქონები სხლტებიან და დამრეცად აგრძელებენ მწკრივს:

"არ ვიცი, ვით დაგარიგო,

"ატნაშენიით" "ბარიგობ".

უნდა იცოდე, გაიგო,

შე მართლა ბედის ტარიგო,

რაც უნდა ფორსი არიგო,

ბროლის კოშკები აიგო,

ფიანდაზები გაიგო,

სევდა ბუმბულად დაიგო,

რომ დამიჯერონ, "ამიგო!"

და სიყვარულში გაგიგონ,

თან დაიჯერო კაიფი,

გაშანსო მობილ-ბაითი,

ამღერო ბარი ვაითი,

მოსწიო მხოლოდ "ლაითი",

თქვა "იეს" და "ოლრაითი",

არა "უით" და "ვაი"-თი,

ეგ შენი ნორჩი "ლაიფი",

ხან "ბლექი" და ხან "ვაითი",

იყო ზაპროსტამც "ნაისი",

გულში ყვაოდეს მაისი,

გრძნობის ძაფები გააბა,

ნაშები "ოპტომ" წააბა,

ბოლომდე უნდა გაიხსნა,

ყველა კომპლექსი მაიხსნა,

აბა, მე როგორ აგიხსნა,

"ღადავი"არი შენი ხსნა".

...ასიანში მოარტყა და მეცინება.

-ჰონორარი არ მეკუთვნის? - ეშმაკურად მიღიმის სიფათა.

- კონიაკი ჩემზეა.

- და პურ-მარილიც!..

- ინდაურის ბარკლით!..

- "მალაკასოს!"

ორივეს გვეღიმება, ჯე ისე, სხვათა შორის, მერე უფრო ღონივრად და გამეტებით, მერე ღიმილი სიცილში გადადის, სიცილი - ხმამაღლა ხარხარში. შორსწასულ გოგოებს კისრები სწყდებათ გაოცებისგან და ცნობისმოყვარეობისგან. ჩვენ თოვლში ვდგავართ და ვხარხარებთ...რაზე? -

- "ჩორტ ევო ზნაეტ!"
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფიქრია ყუშიტაშვილი   Sat Apr 09, 2011 8:43 am

ფიქრია ყუშიტაშვილი


***
თუ ეს სამყარო მრუდე სარკეა -
შენ ანარეკლის ხარ ცდომილება,
და პოეზია - შენი მეხოტბე -
პარალელური განზომილება.





Smile

პრეზენტაცია "პარნასში" - ფიქრია ყუშიტაშვილის ახალი პოეტური კრებული "პარალელური განზომილება", გამომცემლობა "საარი", 2010 - http://www.youtube.com/watch?v=EyHjPluLWgE

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ფიქრია ყუშიტაშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ფიქრია ყუშიტაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: