არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გუდამაყრელი მინდია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
novalisi

avatar

Female
Number of posts : 16
Age : 33
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: გუდამაყრელი მინდია   Fri Feb 19, 2010 7:15 pm

ყოფნა-არყოფნის, სიკვდილ-სიცოცხლის, სიკეთე-ბოროტების მარადიული სამანი უდევს გულთაბოძად გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით მემკვიდრეობას.
დღეს გოდერძი ჩოხელზე, გუდამაყრელ მინდიაზე, წარსულ დროში გვიხდება საუბარი. ”ორ კითხვის ნიშანს”-სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ჭიდილი სიკვდილის გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ რატომ გამარჯვებით!? ,,კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება, ხოლო თუ მოკვდება, აბა რასიღა უნდა ეშინოდეს, სიკვდილს იქით ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა.”
გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისა თუ რომანების გმირები გუდამაყრელები არიან. ავტორის სიტყვითვე, ,,გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია, მთები ყდებად აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა სწერია. მზე და მთვარე მანათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ”. ჩვენ კი გულდასმით ვუსმენთ მწერლის მიერ მონათხრობ უცნაურ თავგადასავლებს ნაძვად, ირმად, თევზად ქცეული ადამიანებისას და თითქოს გვჯერა კიდეც, რომ ჩვენს ყოფაშიც შემოაბიჯებს მხარზე ნაძვამოსული ადამიანი.
გოდერძი ჩოხელის გმირები თავიანთი გულუბრყვილობითა და მიამიტობით გვხიბლავენ,გულუბრყვილოა ბათულა ჩოხელისა და შუღლიანთ მახარას შორის ყვავის გამო ამტყდარი დავა...
გუდამაყრის ბინადრები არიან დევგარეული და ბიბღაი, რომელთა ლიტერატურული პროტოტიპებია ჩირიკი და ჩიკოტელა. დევგარეულის, მეტისმეტად კეთილი და უბოროტო ქმნილების, ანტიპოდია ბიბღაი, ეს ნაცარქექიასავით ტანჩია, მაგრამ ცუღლუტი და მოხერხებული კაცი, რომელიც მუდამ კრიჭაში უდგას დევგარეულ დევ-კაცს. მათ შორის არსებული ,,უბოროტო” ქიშპობა სავალალოდ მთავრდება, დევგარეული ეწირება ბიბღაის ხრიკებს, თუმცა ბიბღაი მეტოქის გარეშე უფერულად და უღიმღამოდ აგრძელებს წუთისოფელს.
ჩოხელის გმირები ნიღაბს ვერ ირგებენ დ ვერც პირფერობას იტანენ. ისინი ზედმეტად გულუბრყვილონი და ახალშობილივით უსუსურნი არიან. არადა, თუკი თამაშს შესთავაზებენ, იმდენად ირგებენ როლს, რომ უჭირთ ხოლმე რეალობაში დაბრუნება .მთავარი როლის შემსრულებელი ხეჩო ირმად ყოფნამ იმდენად გაიტაცა, რომ ლამის ირმად იქცა.
ლუკმა-პურისათვის, დღიური საზრდოსათვის მშრომელ გამიხარდაის ადამიანთა უსამართლობამ და დაუნდობლობამ ათქმევინა უარი ცოლ-შვილზე, ადამიანად ყოფნაზე და თევზობა ირჩია, მაგრამ თევზთა შორისაც არსებობენ მჩაგვრელნი და ჩაგრულნი და ვერც ეს თავშესაფარი გამოადგა უსაფრთხო გამიხარდასთვის, მგლური ყოფნის მორიგი მსხვერპლისათვის, რომლის უბედურებამ კიდევ ერთხელ შეკრა და გააერთიანა გათითოკაცებული სოფელი.
ადამიანის მეტამორფოზა სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. მხარზე ნაძვამოსული ბერი გრძნობს, რომ ფესვები მიწაში უდგას; გრძნობს, რომ ყველასგან გამორჩეულია. გაოცებული თვითმხილვენი კითხვებით ავსებენ დაუჯერებელ ანაქრონიზმს-ნაძვკაცას: ,,თუ მიწაზე დაიბადე, რატო შენც ჩვენსავით ფერს არ იცვლი, შენიანებს სიარული არ შეუძლიათ, შენ კი დადიხარ, სადაც მოგესურვება, იქ დგები, თან არც ჩვენნაირი ფოთლები გაქვსო.”
მიწაში ფესვგართხმულმა, ნაძვად ქცეულმა ბერმა სიცოცხლე ადამიანისა განვო და მოიპოვა სიცოცხლე მარადმწვანე, უჭკნობი ხისა და ეს ადამიანისთვის დაუჯერებელი მოვლენა სულაც არ არის მოულოდნელი მწერლისათვის, რამეთუ ,,ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.”
ბერის მიერ მოპოვებული ხელახალი სიცოცხლე გოდერძი ჩოხელის იდუმალი ნატვრაა, რომელიც მისსავე სიტყვებით ხდება საცნაური:
,,როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს,
როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღროს იქით რომ გადავხდები,
გაიხსენი, გაიხსენი ეს საკინძე და მიმიღე,
მიმიღე და შემინახე...დედაო მიწავ!”
გოდერძი ჩოხელი, განგებისაგან გამორჩეული უნარით დაჯილდოვებული მწერალი, ებაასება გუდამაყრის წარმტაც ხეობას; ბუმბერაზ მთებს, რომლებიც წყლის დასალევად ჩამოდიან ხოლმე არაგვზე; ამეტყველებს უტყვ არსებებს, რომელთაც ადამიანებივით ძალუძთ სიყვარული, თუმცა ზოგჯერ ადამიანებსაც აჭარბებენ თავიანთი ,,ადამიანურობით’’. მწარია მექობაურის ცოლზე გულშევარდნილი დათვი თავის უცნაურ სიყვარულს ველური ყვავილების თაიგულში აქსოვს. შუღლიანთ გიგოლასთან შეკედლებული ღვთის ქათამი კი მარტოობას უქარვებს და ლუკმა-პურს აჭმევს პატრონს, რომელმაც ბედნიერება ფულზე მიყიდა უმადურ ადამიანეთს.
ადამიანეთი მართლდაც რომ უნდოა, მაგრამ დედაბუნებაა ზედმიწევნით სამართლიანი და ადამიანის მიერ ჩადენილ ავკაცობას ცოდვა-მადლის ცოცხით გვის და ალაგებს. ტყის ქათმის დედური ინსტიქტი უფრო გამძლე აღმოჩნდა გულქვა ადამიანის სულმოკლეობაზე, რომელმაც ბუდიდან აართვა კვერცხები უღონო ფრინველს.
,,რატომ ეჯავრებათ ძაღლებს მგლები და უფრო ერთგულნი არიან ადამიანის, ვიდრე ადამიანები ერთმანეთის მიმართ’’, განა კი იმსახურებენ ადამიანები ამ ერთგულებას? რა თქმა უნდა, იმსახურებენ, რამეთუ სიკეთე ბოროტების გარეშე ისეთივე უფერულია, როგორც კუშტი ღამე მთვარის გარეშე. ამქვეყნად კეთილი და ბოროტი გვერდიგვერდ თანაარსებობენ. კითხვაზე: -,,ბოროტება უნდა იყვეს თუ არაო’’,-გუდამაყრელი მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით პასუხობს: ,,მაშ, როგორ? სიკეთეს უმისოდ ფასი აღარ ექნებოდაო.’’
ჩოხელის ნაწერებში გამუდმებულ ჭიდილში არიან სიკვდილი და სიცოცხლე. უთანასწორო ბრძოლა ხშირად მთავრდება კეთილზე ბოროტის მეუფებით, სიცოცხლეზე სიკვდილით გამარჯვებით, მაგრამ ეს ერთგვარი ხერხია მწერლისა იმისათვის, რომ სიკვდილის გამარჯვების ჩვენებით მკითხველს უფრო მოაწყუროს და შეაყვაროს სიცოცხლის მარად მდინარი წყარო.
ნაწილიანი ჩაჩაი სიკეთის მსახურებამ დარდების შემგროვებლად აქცია. დადიოდა კარდაკარ ჩაჩაი და ადამიანთა დარდებს იწერდა და აგროვებდა, მერე კი დარდებით დახუნძლული ხალთა ღმერთთან ,,წაიღო’’. დარდების შემგროვებელი მწერლის ბავშობაში მართლა დადიოდა თურმე სოფელ-სოფელ და ადმიანებს სადარდებელს ეკითხებოდა თურმე. მწერალი გულდაწყვეტით დასძენს: ,,ახლა აღარც გუდამაყარში დადის დარდების შემგროვებელი, აქ ხომ არც ადრე დადიოდა ...დავდივართ დარდით სავსეები.”
ცოდვა-მადლის ჭიდილის, სიკეთისა და ბოროტების შერკინების ასახვის მხატვრულ მცდელობას წარმოადგენს მოთხრობა ,,სამანს იქით დასახლებულნი. ”საფიხვნოში მჯდარი თემის კაცნი საწყაოთი ზომავენ ადამიანურ ქმედებებს, მსჯავრიც გამოაქვთ და ცოდვილებს სამანს იქით ასახლებენ. ჩვენს თვალწინ გაიელვებს მთელი გალერეა შემცოდეთა: შვილის მკვლელი მაშვნია, სულმოკლე დედა ზითანდარი, მექალთანე შიო, ქურდი გიგოლა, ზარმაცი ბიბღია, თემის კაცზე გამიჯნურებული გულქანი და მათი ისტორიები გვამცნობენ, თუ როგორ მრავლდება საკაცეთში ცოდვა.
გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება და ამქვეყნად არსებობა სიკეთის მსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ. ანდერძივით ჟღერს სიტყვები ბუნების ენის მცოდნე მწერლისა: ,,ეცადენით სიკეთეს ემსახუროთ სიკვდილამდე და სამანს აქეთ იცხოვროთ და დაიმარხოთ”…...
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
 
გუდამაყრელი მინდია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”დარდების შემგროვებელთან” - სტუმრად გოდერძი ჩოხელის გამიხარდასთან-
Jump to: