არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მარი სადღობელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: მარი სადღობელაშვილი   Fri Feb 19, 2010 6:58 pm

ფიქრმა საძირკველი რახან მოხნა,
სხეული გამიხდა მოსარწყავი.
მოდი, ტკივილები გადათოხნე,
მოდი, იმედები მომაყარე,
მოდი, ოცნებები დამიპურე
და ჩაგიტკბილდები ნასამხრობი.
ტოტებიანად გავიტრუნე
ფესვებიანად გასახმობი.


Last edited by novalisi on Tue Jul 13, 2010 3:49 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: ***   Fri Feb 19, 2010 7:06 pm

ლხინო, საით იარები,
მომიძულე განაღა თუ?
ამოდენა იარები
გულზე სევდამ დანაღმა თუ
თავისთავად ღრმავდებოდა?
ან კი როგორ? ნეტა რადა?
ლხინო, რა დაშავდებოდა,
შენს სუფრაზე მეთამადა...


Last edited by novalisi on Tue Jul 13, 2010 3:46 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: Re: მარი სადღობელაშვილი   Fri Feb 19, 2010 7:09 pm

დაგვიანებული პასუხი

„ერთად გავუყვეთ ამ გზის ბილიკებს,
ხალხი კი დაწერს პოემებს ჩვენზე“
/ძველი წერილებიდან/
იქნებ მეშორა,
იქნებ მეძნელა
შენი სავალი,
ვიწრო ბილიკებს
რომ ვარჩიე
მაგისტრალები.
და ჩვენ ორს შუა
კედელივით
ცხრა მთა გავავლე,
ახლა მუზებთან
ფეხაკრეფით
დავიპარები.
აღარც კი მჯერა,
არც კი მახსოვს,
მართლა მიყვარდი?
ისიც არ ვიცი,
ახლა რად მძულს
ასე კორიდა.
მე მოლოდინით
დაღლილ თვალებს
ძილად მივაგდებ,
შენ დაუწერელ
ლექსებს გზავნი
ალბათ შორიდან...
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: ***   Fri Feb 19, 2010 7:10 pm

მდინარე გერქვა და მისდევდი გზა-სავალს,
როდესაც დიოდი შენთვის და გულმშვიდად.
ზღვას რაღად ერთვოდი,რუკიდან თუ გშლიდა,
აწ ვიღა მიაგნებს შენს კვალს და ასავალს?
ათასი მზის სხივი ერთ მზეზე გაცვალე,
ვითომდა არ იმჩნევ შიშსა და ფორიაქს
და ნატიფ სილუეტს,ზღვას სადღაც რომ მიაქვს,
ეწვის ხერხემალი,კალაპოტნაცვალი...


Last edited by novalisi on Tue Jul 13, 2010 3:46 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: ***   Tue Feb 23, 2010 11:00 am

მამი, წამომტკივდა თებერვალი,
ახლა, შენ რომ გცივა, მეც მაციებს.
თუკი ზეცის ქოლგა შეგვიფარებს,
ცრემლის ურაგანებს მოგვაცილებს...
მერე ერთი ზეცის მობინადრეთ,
ჩვენი ერთნაირი თვალებიდან
სინათლეს იქით მოგინათებთ,
არასდროს ვყოფილვართ ხამები და
მამი, უშენობით გადათოშილს,
დღეს თუ თებერვალი მაინც მეწვის,
მამი, დროის ბრუნვას რა ამოშლის,
მოვალ გაზაფხულზე, როგორც წესი...


Last edited by novalisi on Tue Jul 13, 2010 3:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: აბსურდული აქსიომა    Thu May 13, 2010 12:41 pm

მე არ შემიძლია
ღამეს გათენება მოვთხოვო,
თუმცა შემიძლია ჩამოვჯდე აივანზე,
თვალგახელილმა ვუცქირო ცას მანამ,
სანამ არ გათენდება
და თუ მაინცდამაინც
საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ,
თავი დავაჯერო,
მე რომ ვარსკვლავები არ დამეთვალა,
არც კი გათენდებოდა...

მე არ შემიძლია
შენ ერთგულება
გაიძულო,
თუმცა შემიძლია გავირინდო აივანზე,
თვალდახუჭულმა ვუცქირო გზას მანამ,
სანამ არ დაბრუნდები
და თუ მაინცდამაინც
საკუთარი თავის სიბრალული შემაწუხებს,
თავი დავაჯერო,
ღალატი რომ გდომოდა,
არც კი დაბრუნდებოდი...

მე არ შემიძლია
სიცოცხლეს მარადიულობა გამოვთხოვო,
თუმცა შემიძლია ბოლთას ვცემდე აივანზე,
ვუთვალთვალო წლებს მანამ,
სანამ არ დავნაოჭდები
და თუ მაინცდამაინც
საკუთარი თავის უძლურება შემაწუხებს,
თავი დავაჯერო,
მე რომ არ მდომოდა დაბერება,
მარადიულად ვიცოცხლებდი....


Last edited by novalisi on Tue Jul 13, 2010 3:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: ოდესღაც გეიშა ვიყავი   Tue Jul 13, 2010 3:44 am

ოდესღაც გეიშა ვიყავი,

იკებანას ვაწყობდი,

სამსახოვანს ვაერთმნიშვნელიანებდი,

ღეროდ საკუთარ თავს ვაიგივებდი,

ყვავილის ფურცლებში ზეცის ღაწვებს ვხედავდი,

ფესვებიდან მიწის სურნელი თრთოდა…

ირგვლივ კი სიჩუმე იყო მხოლოდ,

მოსალოდნელი ქაოსის წინ რომ

ჩამოწვება ხოლმე, ისეთი…

და მე, სახეგადათეთრებული მანგა

განსწავლული ქალისა,

ვხდებოდი მარტივად სუფთა

და ამებასავით ერთუჯრედიანი,

რადგან ამ დროს ძნელი იყო რამეზე ფიქრი,

რადგან ასე უფრო ადვილი იყო,

სიმარტივეში იდო ყოველთვის ჰარმონია…
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: გამოტოვებული გაზაფხული    Tue Jul 13, 2010 3:47 am

ბოლოს რომ გნახე,
თოვლი გადაბელე გულის აივნიდან
და თვალსიქით რომ დაგიგულე,
გამოგეპარე,
კარები გამოგიჯახუნე
და გავიყოლე გაზაფხულები,
სავარაუდოდ_ბევრი.
ალბათ მალე შემობრუნდი
მოშლილ ბუდეში,
სადაც სევდის ჭვარტლიან ჩვრებში
მძინარე დავტოვე მომაკვდავი გრძნობა
და ჩვენი არდაბადებული პირმშო.
ეტყობა გული სწორედ ისე მეწურება ახლა,
როგორც შენ მაშინ,
ზამთრის გასაცილებლად რომ წახვედი,
დაბრუნებული გაზაფხულს ელოდი და
ჭერგადახდილ, იატაკმორყეულ
ოთხკედელში,
უფრო ზუსტად_სამკედელნახევარში_
შემოგეფეთა სიმარტოვის სულშემხუთავი ლავა
და არდაბრუნების გამყინავი სიგრილე,
შემოდგომისფერი კაბით.
და ზამთრიდან ზამთარში გადაალაჯე
საფეთქლებთან ოდნავშეპარული სითეთრით,
ისეთმა, როგორიც დამამახსოვრდი,
ახლაგაზრდა ბებერმა.
თან წურბელასავით შემოგეწება მკერდზე
ჩვენგან გამოწოვილი სისხლით შეთხუპნული
და ჩვენი ვერდათვლილი გაზაფხულებით
სავარაუდოდ გამაძღარი
ერთადყოფნის ჰიპოთეზა...
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: ფრაგმენტი ლოცვიდან   Sat Oct 30, 2010 1:35 pm

ათჯერ მოვისურვე
ამოსვლა შენამდე,
ათჯერვე მოვბრუნდი,
რადგან დავმზიანდი.
რადგან დავმზიანდი,
ფესვიდან ღერამდე
გავხდი კადნიერი,
გავშრი,დავზიანდი.
როს დღე მეთერთმეტე
უკან მოვიტოვე,
ფუჭად დამაშვრალი,
უქმი და ამაო,
კვლავ კადნიერად
ვითხოვე: მომიტევე,
ამ მეთორმეტედაც
მომხედე, მამაო...
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: მიცნობდეთ   Tue Jun 28, 2011 11:27 pm

მიცნობდეთ,
მე მქვია ინანა,
ბედს ვახვევ
სევდიან არშიებს.
თუ ვცოდავ,
ხვალ ცოდვას ვინანებ
და ჩემი ჭოჭმანი
მაშინებს.
დღეს თუკი
მცივანი ტერფებით
ქოშინით ავირბენ
მზის აღმართს,
ხვალ ამნეზია
მექნება
და დავივიწყებ
მისამართს
მისას, ვინც
გუშინ მითბობდა
სულის გათოშილ
ლავიწებს.
დღეს კი
ლილიტი
მიხმობს და
მრევს და
ყველაფერს მავიწყებს.
მავიწყებს,
როგორ ვირგებდი
ფეხზე
გრძნობების გამაშებს
და ვეღარც
გემოს ვიგებდი
ჭისას, რომელიც
დავაშრე.
დღეს არა,
ხვალე ვინანებ,
"გუშინ"
რომ გახდა თამუსი.
მიცნობდეთ,
მე მქვია ინანა,
ეჭვია
ჩემი სამოსი.
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: უ-შენობა   Tue Jun 28, 2011 11:29 pm

შეხე, მორყევია იატაკი
ხვალეს, ღრუბლებზე რომ მიშენებდი.
ახლა იმ სიზმარეთს მიღატაკებ,
უხვად რომ მიმკობდი, მიმშვენებდი.

როცა მოვახიე ყვითელგულას
შენზე ორჭოფობით__სამოსელი,
"არა-კიმ" ზღაპრულად გიერთგულა
და მეც სარეველა გამოვცელე.

ფრთები თეთრ ფარდაგად დაგიფინე,
შენ კი დამიღამე ნაფეხურით.
სიტყვა ჩიტებივით დაიფრინე,
გულზე დოლაბივით დამეხურე.

დღეს კი წვიმა არის ჩემი ჭერი,
ხსოვნა მცვივა დამჭკნარ ფოთოლივით
და მეც უშენობას შევიფერებ,
ღრუბლის ხუხულაში მოყოლილი...
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
Sponsored content




PostSubject: Re: მარი სადღობელაშვილი   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
მარი სადღობელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: