არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიორგი არაბული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიორგი არაბული   Fri Dec 12, 2008 10:21 am


Giorgi Arabuli

გიორგი არაბული

დაიბადა 1991 წლის 7 მარტს. ჰყავს ორი ძმა - მამუკა და ბერდია
ხევსურეთში დაამთავრა შატილის საშუალო სკოლა.
სწავლობს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის რეჟისურაზე (მეოთხე კურსი, ჯგუფის ხელ: ნუკრი ქანთარია)
იბეჭდება პერიოდულად ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

2007 წელს ჰქონდა პირველი საღამო, "წიგნის სახლში", რომელსაც მასპინძლობდა პოეტი რატი ამაღლობელი
2011 წელს ილიაუნის ლიტ-კაფე "ლიგამუსში" ჰქონდა საღამო უნივერსიტეტის თვითმართველობის ორგანიზებით.
ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადსხვა საქველმოქმედო საღამოებში.

მონაწილე - "შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი" (ბულგარეთი, 2012)

2012 წელს ათონელის თეატრში ჰქონდა პირველი სპექტაკლის პრემიერა. დადგა პიესა უილიამ საროიანის "ჰეი გესმით ჩემი" (მონაწილეობენ: დევი ბიბილეიშვილი, თეკლა ჯავახაძე, ოთო ჩიქობავა)

ბმულები:
* https://www.facebook.com/pages/გიორგი-არაბული/335227989834913
* http://lib.ge/books.php?author=1013
* http://burusi.wordpress.com/literature/giorgi-arabuli/
* http://demo.ge/new.php?do=full&id=844

study


Last edited by Admin on Mon Dec 17, 2012 1:09 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Fri Dec 12, 2008 10:25 am

აი, ეს უკვე მაგარია, გიო!

და სხვებსაც მაიტანდე ხოლმე აქა...

cheers

ცასიქითელი თოლია ჯონათანის ვერ(ლექს)ლიბრი

კიდევ ერთი ლექსი ცასიქითური ციკლიდან...


ცასიქითელი თოლია ჯონათანის ვერ(ლექს)ლიბრი

(ჩემი სამყოფლიდან გამოფრენილი ბარათი)




ახლა ძილმკვდარი მთვარე რომ ჩაქრეს,
ღამეს ალბათ სახელს შევუცვლი,
ფიქრები ქარებმა მომტაცეს...
ფიქრისთვის მე ვეღარ მოვიცლი -

ახლა თუ გამაფრენს თოლია,
ზეცისას ჩამოვწყვეტ საყურეს,
მთვარესაც თვალები ჰქონია,
მშორდება და ბრაზით დამყურებს.

"ან ღმერთს გიწოდებენ, ან კიდევ სატანას"
უნდა შეეგუო, ვით ჭირისუფალი.
მრავალი სიყალბის მოგიწევს ატანა...
მაგრამ მთავარია,
ხარ თავისუფალი.

მაშ, თავისუფლება ჯონათან,
სიმართლეს ზეცაზე გავაფენ,
სამყაროს ამ ღამით მოვნათლავ,
სამყაროს შენს სახელს, დავარქმევ.

"მაშ, არავითარი საზღვარი ჯონათან..."
(არც ლექსში).

მე ფრთებით გავივლი ჰაერში,
მივფრინავ, მივყვები მარათონს,
სამყოფლის მზე მიდგას თვალებში.

ახლა,
ძილმომკვდარი მთვარე რომ დაბნელდეს
სამყოფელს შენს სახელს დავარქმევ
ჯონათან.


თოლია ჯონათანი.

study


Last edited by Admin on Mon Dec 17, 2012 1:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 1:02 am

ბატონო მიხო, ძალიან გამიხარდა, აქ ჩემი თემა რომ დამხვდა Embarassed თქვენის ნებართვით სხვა ლექსებსაც დავდებ;

* * *

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი, იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.


Last edited by gio arabuli on Sat Dec 27, 2008 1:03 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 1:02 am

კრწანისის ველზე

წუხელის მთვარემ, ზეცის წარმართმა,
ვარსკვლავნი კრწანისს ჩამოათოვა,
შავმა დრომ წმინდა დროშა წაგვართვა,
ყველამ გაგვწირა და მიგვატოვა.

ისმის გუთნური, ისმის მწყემსური,
მაინც ვცოცხლობთ და ვფიქრობთ სხვა ომზე,
შუბლდალეწილი მოვდეგ ხევსური,
არაგველების სასაფლაოზე.

ეს დღე სხვა დღეებს სრულებით არ გავს,
ქარნი ყაყაჩოს ფურცლებს აცლიან,
კრწანისი წითელ ნაჭრელას ქარგავს
და სისხლისფერი ჩოხა აცვია.

მთის არწივს ყანწით მოაქვს არაყი,
შესანდობარი უნდა დავლიოთ,
ფეხზე წამოდგა მთელი ქალაქი
და ცრემლიანი ხვდება ალიონს.

ნამიან ველებს კვლავ ადგას ნისლი,
ზეცა ტირის და მიწაა სველი,
მტკივა კრწანისზე შემხმარი სისხლი,
ვით სააკაძეს მარაბდის ველი.

... და მაინც, მაინც ისმის მწყემსური,
ისმის ჩაკრულო გულგახელებით,
შუბლდალეწილი მოველ ხევსური,
რომ დავიტირო არაგველები.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 1:03 am

შავ არაგვზე ამაყია შენი სული

შავ არაგვზე ამაყია შენი სული,
ამაყია ფიქრთა ლურჯი რკალები,
ღიმილი გაქვს მწუხარებით შენისლული,
როშკის ტბებზე კრიალა გაქვს თვალები.

შენი ფიქრი მოცურავე გედია,
ოცნებები მწვერვალების ნისლები,
როცა გხედავ დარდიანს და სევდიანს,
მეც მაშინვე მწუხარებით ვივსები.

მე მიტაცებს თაფლისფერი თმების სუნი,
ძირს დახრილი ხორბლისფერი მკლავები,
შავ არაგვზე ამაყია შენი სული,
როშკის ტბებზე კრიალა გაქვს თვალები.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 1:07 am

სტუმრად...

მუცოს მიმელის თორღვა ძაგანი,
მითიურ ლანდთა საუფლო მიცდის,
ჯაჭვის პერანგი სისხლით ნაბანი,
გაფერკრთალებულ მზის შუქზე იწვის.

სოფელს აწვება შავბნელი ბინდი,
კოშკის ბოლოდან მოისმის ოხვრა,
მუცოს ეწვია ხოგაის მინდი,
სასმლით იკითხა ძმობილი თორღვა.

მერე კოპალა გაჩნდა მათ გვერდით,
მძიმე და ძვირი ჯავშანი ეცვა,
გაკვირვებული ხელებს ვართმევდი,
მითიურ ხალხთან საუბრის შემრცხვა.

მუცოს ვტოვებდი,... ხმამაღლა ვიტყვი,
მთების, ხევების მესმოდა ბორგვა,
ჟიპიტაურით და ძმური სიტყვით
გზას მილოცავდა კოშკიდან თორღვა.


Last edited by არაბული on Mon Apr 13, 2009 7:11 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 1:08 am

დატიობა

დატიობაა, საკლავებს კლავენ,
ხუცესი ლოცავს ხალხს და დღეობას,
ბოლო ბღავილი აღმოხდა ხარებს
და როგორც ქარი, ჩაჰყვა ხეობას.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 1:09 am

ღილღო
ღილღოს ქალღმერთს-მზექალს

გზას მივსდევ, ღილღოს ბილიკებს,
შავი წუხილით ვივსები,
ველს აუსხია პირიმზე,
მთებს გასწოლიან ნისლები.

ფიქრებს აქ კარავს გავუშლი,
ეშმამ თქვა: ”იყოს, იაროს.”
გაფერმკრთალებულ აულში,
მთვარეღა დახეტიალობს.

საფლავთგორაზე ვჩერდები,
ქვის სამანებთან ვსაუბრობ,
ღილღო პატარა ედემი,
ღილღო ღმერთების საუფლო.

მთებს აკრავს ნისლის ზეწარი,
შავი ბურუსის ნაფლეთი,
ნეტავ სად არის მზექალი,
კენტი აულის ქალღმერთი.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 2:41 am




ჩემს სამყოფელში

ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
ღობესთან ზოგჯერ ცისთვალა მთვარე
ჩნდება და ჩუმად სახლშიც შემოდის...

ჩემს სამყოფელში მზე და მთვარე ერთად ანთია,
ჩემს სამყოფელში ყოველდღიურად იცვლებიან წელიწადის დროები,
ჩემს სამყოფელში ყველანაირ აზრს აგათლიან,
თუკი ერთხელაც თქვი რომ შენ ხარ ცოტა პოეტი.
ჩემს სამყოფელში ისმის მუდამ საგალობლები,
მცხოვრებნი ყველას ეძახიან მოდით, ოსანა!
აქ იშლებიან ბარათებად ხმელი ფოთლები,
და თხოვდებიან ვარსკვლავები შეუმოსავად.
აქ ფიქრებს სთესენ გადაღლილი, გლეხი სოფლები
და შემოდგომით მთვარე იღებს ლექსებს მოსავლად
ჩემს თეთრ ბინაში სამი გმირი ღამეებს ათევს,
~პატარა უფლისწული~, `თოლია ჯონათან ლივინგსტონი~ და `ცასწავალა~,
ჩემს სამყოფელში ორი დღის წინ ბაობაბები დარგეს,
და მათ ერთ ღამეში მთვარემ ვარსკვლავების დათვლა ასწავლა.
ჩემს სამყოფელში ხშირად დასეირნობენ ალი და ნინო,
და მერე აქვე წმინდა გრძნობას ერთურთს უხსნიან,
აქ წურავს ლოთი დიონისე ნისლისგან ღვინოს,
ჩემს სამყოფელში, ჩემს ეზოში კარცერ-ლუქსია.

ჩემს სამყოფელში სიცოცხლის ქულა ორასია,
ერთი ცოდვა კი - მინუს ორასი,
ჩემს სამყოფელში მცხოვრებთ ცასიქითლებსაც გვეძანიან,
აქ ხელოვნება, პოეზია არის მოდაში.

ჩემთან ზღვა ღელავს და მოხუციც რაღაცას ეძებს,
და გილგამეშიც სიკვდილს ეძებს და მერე ებრძვის,
აქ ვიიონი, ლორკა, რემბო ყვირიან ლექსებს,
აქ მარცვალივით იკარგება ალალი ლექსი.
აქ მხოლოდ დგამენ ანტიპიესებს,
და იონესკოს აფსურდს ეტრფიან,
აქ არ ამბობენ ხმადაბლა ლექსებს,
ცოფებს ყრიან და ყეფით ყვებიან.
ჩემს სამყოფელში უქმე დღეები შავ-თეთრია,
და ტირის არავინ,
აქ ოცნებები, ნისლებივით იკარგებიან,
ფიქრები კიდევ დღიურს კერავენ.
..........................................................................................
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
წამოდი შენაც, წამოდი ცაში და ჩემს ყვავილთა სახლში შემოდი.
ჩემს სამყოფელში მუდამ ვიღაცას ელოდებიან,
დღეს მოლოდინი შენი ჩამოწვა,
წამოდი,
წამო,
წა...
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Dec 27, 2008 3:00 am

უბრალოდ ავტოპორტრეტი

სიტყვით დაიქარგა - სიყვარული,
კოცნა - ტაეპებით მოგიწანი,
მიყვარს - უაზრო სიარული,
(ერთხელ პანთეონთან მომისწარი...).
სიტყვა ავიხირე - სევდიანი,
სევდაც - მილეული, დახეული,
რიცხვი - რა თქმა უნდა შვიდიანი,
ფიქრი - სიყვარულში გახვეული.
რითმა - გაცვეთილი, ბანალური,
ასე - დახეული-გახვეული
გვარი - რა თქმა უნდა არაბული,
თმები - რა თქმა უნდა დახვეული.
თვალი - ზოგჯერ მწვანეც, თაფლისფერიც,
წარბი - ერთი წარბი შრამიანი,
ლექსი - რა თქმა უნდა ატმისფერი,
ცოტა მოლუდო და შარიანიც.

ბოლოს - ალბათ ისევ თარიღი და
ალბათ ისევ - გიო არაბული,
მისამართი - ჩემი სამყოფლიდან,
რითმა - რითმა ისევ ბანალური.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Mon Jan 12, 2009 3:46 pm

ბედნიერებავ...

ბედნიერებავ, როგორ ავცდით გზაში მე და შენ,
შენ დამემალე,
მე კი ცრემლმა ფერი მიცვალა,
დამალევინა პოეზიამ შავი ზედაშე,
შენი ადგილი, ჩემს ხეულში გარდაიცვალა.
დარდმა შემიპყრო,
დარდი არის ჩემი მხევალი,
ჩემი სისხლი და ჩემი ფიქრი შავი ზედაშე,
ერთი უბრალო პოეტი ვარ-
სევდის მძევალი,
ბედნიერებავ, განვსხვავდებით ძლიერ მე და შენ.
პოეტებს ყველას თვისი ჯვარი დააქვს წვალებით,
ცრემლად ეღვრება პოეზია ქვეყნიერებას,
მე საფლავს ვხედავ,
გადაღლილი ჩემი თვალებით,
მე სევდას ვეძმე,
თუმცა გეტრფი ბედნიერებავ.


განა შეიძლებოდა გიო,ამ ლექსის აქ არ მოტანა?! sunny
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Tue Jan 13, 2009 1:40 am

უნიჭიერესია ეს ადამიანი... დაიკარგება კაცი მის ლექსებში...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Fri Jan 16, 2009 9:56 am

ისმის გუთნური, ისმის მწყემსური,
მაინც ვცოცხლობთ და ვფიქრობთ სხვა ომზე,
შუბლდალეწილი მოვდეგ ხევსური,
არაგველების სასაფლაოზე.





ბედნიერებაა,როდესაც
გენები ასე ხმამაღლა და ლამაზად ყივიან.


ჯიგრიანი,ქართული ლექსია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Fri Jan 23, 2009 10:53 pm

jon...

ici shen..
Smile

chemo unichieresooo Smile
Back to top Go down
View user profile
მათე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Jan 24, 2009 5:42 am

ცისიქითელ თოლია ჯონათანს მათესაგან

ცისიქითელო, ცისაქეთა დაგეძებს სევდა,
ცისიქითელის თეთრ ფრთებს თითქოს თვალი მოვკარი...
სადა ხარ?... ნუთუ ცისიქითა საზღვარი გვყოფს და...
მხოლოდ ეს არის?...
ღრუბლის ფთილაზე მზის სხივით მოგწერ შორეულ სიზმრებს,
თუმცა უჩრდილო ქვეყნის ხილვანი,უნახავი იმის იქით და იმის აქეთა...
რას დამაძინებს?!...თვალახელილ სიზმრებს მოვყვები...
ცისიქითელო, ფრთათეთრო სევდავ,
წამიერად გიხილე და...
ამ უსასრულო დევნის ამქარში მაინც ჩამაბი!
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Sat Jan 31, 2009 10:53 am

ჩემი საამაყო მეგობარი პოეტია ეს ბავშვი. ძალიან მიყვარს თავის არაჩვეულებრივ ლექსებიანად! flower
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 5:49 pm

* * *

ცალთვალა მარტია გალეშილა,
პირზე ოჩოპინტრე ეხატება,
გზას იკვლევს მთვარიან ღამეში და
ხელებით ყორეებს ებღატება.
კართან ფეხ ძაღლს წაჰკრა, წაიქცა,
მურამ ყეფით ეზოს დაურბინა,
`დაითვრა მარტია, დაითვრა...~
წაიღიღინა და წაუძინა.
დიაც საყვედურებს ინახევდა,
კაცის მოლოდინში დააღამა,
ერთი შეუკურთხა მძინარეს და
ტანზე გუდანური* წააფარა.

გუდანური-ცხვრის ტყავიაგან შეკერილი ”საბანი”
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 5:56 pm

გოგიტა არაბულის ხსოვნას

დაღონდები, ვიცი ძლიერ დაღონდები,
გულს დაგიწვავს ცრემლები და დახრი თვალებს,
საუფლოში შუქიასაც* აგონდები,
ნოშრევანი* ერთი ლექსით გაგახარებს.

გათენდება, გაერევი სულთა კრებას,
(ოჰ, რა ვუყოთ ამ ავბედით ვერაგობას),
ჯუთას* დედა სუფრას გაშლის სულთაკრეფას,
მამა ცრემლით გადაწურავს შესანდობარს.

ცრემლი რაა? ღრუბელიც კი დაგიტირებს
მტკვარიც ოხრავს, არაგვს ჩააქვს მთების გლოვა,
შოთას* სული გადაფანტავს ცისფერ ნისლებს,
შუქია კი შენს წყაროსთან ცრემლით მოვა.

სალოცავთან შესცივდება ხნიერ ფესვებს,
ხელთ კანკალი გადაუვლის ჯვარის ხუცესს,
შენ შაბურას* წაუკითხავ დარდის ლექსებს
და შაბურაც ცრემლიანი ჩაგიხუტებს.

გიტირებენ ბალახები, ქვითკირები,
ჯუთა ოხვრას საუფლოშიც გაგაგონებს,
გოგიტ, ვიცი ღრუბლებიდან იმზირები,
გოგიტ, ვიცი ეს ცრემლებიც დაგაღონებს.


უხერხული კია ლექსის ბოლოს ასეთი განმარტებები მაგრამ...

შუქია - გოგიტა არაბულის მიჯნური
ნოშრევანი - ნოშრევან არაბული, ჯუთელი პოეტი
ჯუთა - არაბულების სოფელი ყაზბეგთან, ”იქნება ჩემსა ჯუთასა,პირჯვარი გადასწეროთა” (გოგიტა)
შოთას - შოთა არაბული, პროზაიკოსი (”ნისლისფერი ცხენები”, ”ბაბრი და ხევსურები”... ) თავი მოიკლა რამდენიმე წლის წინ
შაბურა - ჯუთელი პოეტი


Last edited by არაბული on Wed Feb 11, 2009 6:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 6:03 pm

* * *
(ხევსურულ ხმაზე)

კაი ყმა მაჰკლეს წუხელ, (ცხოვრება გვატიალებს)
სოფლელნი მისტირიან...
ქალო გამაღრიდე მატირალებს,
სირცხვილია.
აგერ მამამთილი კარჩი დგას და შორით ამბობს:
”გაანათლოს”,
ქალო ჭერი არ შაარცხვინო,
ცრემლ არვის დაანახო.
კაი ყმა მაჰლეს გუშინ,
შინშებმ მუხლები მოუყარეს,
ქალო მკვდარი არ ჩაიკრა გულში,
წადი, ყმაწვილებს მოუარე.
ჰოი, სოფელში რა ცოდო-ბრალიანი
სიკვდილია,
ქალო ქმარი არ დაიტირო-
სირცხვილია.


Last edited by არაბული on Wed Feb 11, 2009 6:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 6:04 pm



Last edited by არაბული on Wed Feb 11, 2009 9:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 6:10 pm

* * *
/ტარიელ ხარხელაურის წიგნზე/

კლდეს ჩაჰყეფს ხევი,
ჯიხვთა ნაგლოვი,
მწარედ ჰკივიან ტინზე შურთხები,
ღრუბელო,
ღმერთის დარდით ნაქსოვო,
წუთისოფლისკენ ისევ ჰბრუნდები.
თქვენ,
მწვერვალებო,
როგორ გაგწიროთ,
საწუთროს ჯავრით თუკი
ვწუხდები,
ნისლო,
მთებო და
ლეგა არწივო,
ლექსში ერთმანეთს,
როგორ უხდებით.


Last edited by არაბული on Wed Feb 11, 2009 6:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 6:12 pm


თეთრად მომაგონდები,
ლურჯად დამესიზმრები...



დროის გამო ვღონდები,
ვით საათის ისრები,
თეთრად მომაგონდები,
ლუჯად დამესიზმრები.
ვიდრე დარდით მოვკვდები,
ვიდრე დავიისრები,
თეთრად მომაგონდები,
ლურჯად დამესიზმრები.
წუხილივით გშორდები,
ვით მწვერვალებს ნისლები,
თეთრად მომაგონდები,
ლუჯად დამესიზმრები.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 6:22 pm

არაბული wrote:

თეთრად მომაგონდები,
ლურჯად დამესიზმრები...



დროის გამო ვღონდები,
ვით საათის ისრები,
თეთრად მომაგონდები,
ლუჯად დამესიზმრები.
ვიდრე დარდით მოვკვდები,
ვიდრე დავიისრები,
თეთრად მომაგონდები,
ლურჯად დამესიზმრები.
წუხილივით გშორდები,
ვით მწვერვალებს ნისლები,
თეთრად მომაგონდები,
ლუჯად დამესიზმრები.



გიო არაბულის ლექსები ლამაზი სულის ანარეკლია.
მჯერა,რომ იგი კვლავაც იქნება უკმარისობის გრძნობით შეპყრობილი
და უფრო გაგვახარებს მომავალში...

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 8:07 pm

შემოგევლე გიო.
ხევსურეთს შენი სახით კიდევ ერთი ბრწყინვალე პოეტი ეზრდება.
ოღონდ არ იზარმაცო – წერე, წერე და წერე.
მწერლები – "წერას" ატანილები არიან, ხომ იცი?
Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიორგი არაბული   Wed Feb 11, 2009 8:59 pm



ვიდეოს დადებაც მოვახერხეეე Shocked Razz


Last edited by არაბული on Wed Feb 11, 2009 9:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი არაბული   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
გიორგი არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: