არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:14 pm

რთული დავალებაა, ხელოვნების ერთი დარგის წარმომადგენელი წერდე მეორე დარგში მოღვაწე თანატოლზე და შეინარჩუნო ობიექტურობა, ამასთან დარგის სპეციფიკის შესწავლის გარეშე მისი შემოქმედების შენეული განხილვა უფროსი თაობის შემფასებელსაც მოაწონო. მაგრამ ამავე დროს, ეს დავალება საკუთარი ძალების ძალიან საინტერესო საჯილდაო ქვაა, ამიტომ დიდი სიამოვნებით შევეცდები.
ნინო ინჯია – ახალგაზრდა მხატვარია. სულ რაღაც ოცდაორი წლის. თითქოს, რით შეიძლება იყოს გამორჩეული ოცდაორი წლის გოგონა, რით უნდა გააკვირვოს მან მრავლისმნახველი ქართული (და არა მარტო ქართული) საზოგადოება? მაგრამ როდესაც საქმე ნიჭთან გვაქვს, ასაკი მატყუარაა - თუ მის შემოქმედებით ცხოვრებას თვალს გადაავლებთ, ნამდვილად გაოცდებით. გოგონამ, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო აკადემიის მაგისტრატურაში სწავლობს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობით ისეთი გამოცდილება მიიღო, ბევრ უფროს კოლეგასაც კეთილი შურით რომ შეშურდება. თავად განსაჯეთ: 2007-2008 წლებში პროკრედიტ ბანკის მიერ მოწყობილი გამოფენის გამარჯვებული გახდა; 2008 წელი მისთვის შემოქმედებითად დატვირთული იყო – სამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა – “1st International Printmaking Biennial – Istanbul 2008” (სტამბოლის პირველი საერთაშორისო ბეჭდვითი ბიენალე 2008), 1st International Competition Exhibition Mini Print and Ex Libris “ART AND THR MOUNTAIN”(მილანის 1 საერთაშორისო ბეჭდვითი და ექსლიბრის კონკურსი “ხელოვნება და მთა” 2008, იტალია) და MINI PRINT INTERNATIONAL of CADAQUES 2008 (კადაკვესის, ესპანეთის 28-ე საერთაშორისო ყოველწლიური კონკურსი), რომელთაგან ესპანეთში გამართული კონკურსის ფინალშიც გავიდა; 2009 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი, პირიქით `8th LESSEDRA WORLD ART PRINT ANNUAL MINI PRINT 2009”(ლესსედრას მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონკურსი 2009, ბულგარეთი)- სა და “Guanlan International Print Biennial” -ში (გუანლანის საერთაშორისო ბეჭდვითი ბიენალე, ჩინეთი) მონაწილეობის შემდეგ “Gოლდენ Kენტაურ 2009”-ზეც (`ოქროს კენტავრი 2009”) წარდგა მიუნხენში, გერმანელი დამთვალიერებლის წინაშე და პრიზიც ჩამოიტანა ნამუშევრისთვის “ღამე – ხელოვნების საწყისი”, რითაც ძალიან გაახარა გულშემატკივრები. ყველაფერი ლოგიკურ ადგილს დაუბრუნდება, თუ აქვე ვიტყვით – ნინო შესანიშნავი მხატვრის, პროფესორ გიორგი წერეთლის მოსწავლეა, რომელსაც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გაუყვანია ხელოვნების დიდ გზაზე...
მხატვრობა ერთ-ერთია ხელოვნების იმ დარგთაგან, რომლებსაც აღქმისას ენობრივ-კულტურული ბარიერი წინ არ ეღობება და უნივერსალურია. ხელოვნების მოყვარულს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თანაბრად შეუძლია ტკბობა მისით. ამიტომ ასეთი უნივერსალური დარგების წარმომადგენლები უფრო იოლად ითვისებენ ახალს და შესაბამისად, უფრო იოლადაც ექცევიან მოდური ტენდენციების გავლენის ქვეშ, თანამედროვე პროცესები (პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური და სხვა დაპირისპირებები) ხომ პირდაპირ აისახება ხელოვნებაზე. მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, კინო და ხელოვნების სხვა დარგები, ცდილობენ გლობალიზაციას ფეხი აუწყონ და მომავლის კულტურაში საკუთარი ადგილი არ დაკარგონ. ხშირია კლასიკური წესებისა და ფორმების რღვევა, ახლის ძიება და ორიგინალურობის ბეწვის ხიდზე ინტუიციურად სიარული. უზარმაზარ ძალისხმევას საჭიროებს ევოლუციაც განიცადო და ამავე დროს არც შენი განსხვავებულობა, თვითმყოფადობა დაკარგო. რთულია ახალგაზრდა ხელოვანისგან მოითხოვო ზუსტად დაიცვას წონასწორობა იქ, სადაც ბევრად გამოცდილ უფროსებსაც უჭირთ გავლა, მაგრამ მრავალი საერთაშორისო აღიარება მოწმობს, რომ ნინო ინჯია ამას ჯერჯერობით ახერხებს – მის ნახატებს თანამედროვე მხატვრობისთვის დამახასიათებელი ტენდენციებთან ერთად საკუთარი ხასიათიც ეტყობა – ისინი ერთი შეხედვით ქაოტურია, თითქოს აჩქარებით დახატული, შთაბეჭდილება გრჩება, რომ მხატვარს სადღაც ეჩქარებოდა და მის სახელოსნოში `შეპარულს” დაუმთავრებელი ნამუშევარი დაგხვდა მოლბერტზე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ კარგად დააკვირვებით, აუცილებლად მიხვდებით, რომ ეს სიმარტივე, ეს “ნაჩქარევობა” მოჩვენებითია და მხატვრის უკვე კარგად ჩამოყალიბებული ხელწერის ნიშანი. ამ `აბურდულ” ხაზებს, შტრიხებს, მონასმებს მითიური არიადნას ძაფივით ახალგაზრდა მხატვრის სამყაროში შევყავართ. სამყაროში, რომელიც არ გამოირჩევა ფერთა სიმრავლით. ნამუშევრების უმეტესობა შავი, ცისფერი და წითელი ფერებითაა შესრულებული, იშვიათად გვხვდება მწვანე და ყვითელი. განწყობა აშკარად მუქია, დეპრესიული – ისევე, როგორც მთელი ჩვენი თაობა (ხელოვნებაშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც). თუმცა არის ერთი და იგივე ნახატების ვარიაციული სახესხვაობებიც – ფერში და უფეროდ. ესეც ალბათ ძიების პროცესია, აზრის გადმოცემის სხვადასხვა ფორმა, დაფიქრება -შეულამაზებლად დაგანახოს სათქმელი, თუ შეგიფერადოს ფერის დამატებითი ენერგეტიკით.
ნინოს ნახატები უფრო ალეგორიული ხასიათისაა, რთულია ზუსტად გამოიცნო მხატვრის ჩანაფიქრი და განსაზღვრო, რომელი მოქმედება ხდება წინა პლანზე, რომელი კი დამატებითია. ავიღოთ, მაგალითად, ნახატი სახელად `კომპოზიცია 1” რომელზეც ერთი შეხედვით თითქოსდა ორი მსხვილფეხა ცხოველია გამოსახული – ნაცრისფერ ფონზე (ალბათ, ბინდში?) მკვეთრად ჩანს ერთი ცხოველის ცისფერი სხეულის ნახევარი, ხოლო მეორის - მხოლოდ დრუნჩის ნაწილი. უფრო დაკვირვებისას ჩემმა ფანტაზიამ ამ ცხოველებში ორი მდინარე ამოიცნო, რომლებიც გადახრუკულ, შავ უდაბლოში ჩამოდის. დრუნჩის ფორმის მცირე `მდინარეში” ტივტივებს მამაკაცის ფიგურა გაშლილი მკლავებით, სამრეკლოს ნაწილი და პატარა კარავი, ხოლო დიდ `მდინარეში” ქალის ფიგურა, ისიც გაშლილი მკლავებით, კვამლადენილი სახლი, შინაური ცხოველები და უთავო ფიგურა, სავარაუდოდ ადამიანის. ვერ დავიჩემებ, რომ მხატვარიც ასე ფიქრობდა, მაგრამ რადგან ხელოვნება მისი მომხმარებლის ესთეტიკურ სიამოვნებას და ფანტაზიის გაღვივებას ემსახურება, გავბედავ ვთქვა, რომ ჩემი აღქმით ამ სურათის შინაარსში ამოვიცანი წყალს გატანებული ფასეულობები, დაქცეული ოჯახისა (კვამლადენილი სახლი, ცალ-ცალკე ქალის და მამაკაცის ფიგურები) და ტრადიციების (ეკლესია) სიმბოლოებით, რის შედეგადაც ამ გაურკვეველ ცისფერ ცხოველებს ემსგავსება საზოგადოება.
მსგავსი განწყობაა სურათზე `ქარიშხალი” – ნაცრისფერ ფონზე მხოლოდ შავი ფერით გაბნეულია ქოლგების, ადამიანის, სახლის, ცხენის, ქათმის, კურდღლის გამოსახულებები, რომლებსაც მარჯვენა უკიდურესი კუთხიდან ამოვარდნილი ქარბორბალა-გრიგალი წრისებურად აბზრიალებს და ალბათ, თან მიაქვს. საით? ამაზე თვითოეულ მნახველს თავისი ვერსია ექნება, მაგრამ ფუძესმოწყვეტილ და ტორნადოს აყოლილ პერსონაჟებს რომ კარგი არაფერი ელით, ესეც ცხადია.
თუმცა იმედის გადაწურვა ადრეა. როგორც ყველა სამყაროს, ამ სამყაროსაც ხომ ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზები. ანგელოზები, რომლებიც ნინოს სურათებზე სხვადასხვა სიბრტყეში, სხვადასხვა სახით გვევლინებიან – მაგალითად, ერთ მათგანს ყვითელი ქოშები აცვია და ცილინდრი ხურავს, მეორეს – მძივი შემოუხვევია ყელზე, მესამე – ტომარასავით სამოსშია გამოწყობილი და ზემოდან დასცქერის ჰამაკში (თუ მიწიერ სამყაროში) “ჩაყრილ” ადამიანებს. მათ თითქოს არაფერი აქვთ საერთო ჩვენს წარმოდგენილ ანგელოზებთან, არაფერი, გარდა ფრთებისა. ამ ნაცრისფერი სამყაროს მოუხეშავობას მათთვისაც აქვს კვალი დამჩნეული – რაღაცნაირად სევდიანები, ფორმადარღვეულები არიან. მაგრამ ეს გამჭვირვალე, თეთრი ფრთები, ერთი ხელის მოსმით რომ დაუხატავს მხატვარს, მაინც მიანიშნებს, რომ სევდიანი სამყარო ანგელოზებს არ მიუტოვებიათ. მათ - ასე შეცვლილებსაც კი, ჯერ კიდევ აქვთ ფრთები, ესე იგი გადარჩენის იმედი ჯერ არ ამოწურულა, მთავარია დაიჯერო, დაინახო რომ ისინი სადღაც აქვე არიან, ამ უცნაურ ადამიანებთან.
სიმბოლურია აგრეთვე, ლითოგრაფიული ნამუშევარი “ჩიტის სახლი”. ნამუშევარი ძირითადად ორ ფერშია შესრულებული – შავსა და მდოგვისფერში, ალაგ-ალაგ თეთრია დატოვებული – სინათლე, რომელიც კედლებს შორის ატანს. ამ გამოფიტული სახლის (რომ არ გამოფიტულიყო ასეთი გაცრეცილი ხომ არ იქნებოდა?) შუაგულში ქალის ფიგურაა დახატული, რომელიც მთლიანად სინათლეშია მოქცეული, მხოლოდ თავის ნაწილია ბნელში (ალბათ, რადგან ეს ქალი სიმბოლურია, მისი სახე ავტორს არ აინტერესებს, სიმბოლოსგან არ მოითხოვს დაკონკრეტებას). სწორედ ქალი, სახლის სახურავი და კიბის ზოლია მდოგვისფერში შესრულებული. ჩემის აზრით, ამ პატარა ნამუშევრის ფარული აზრი ასეც შეიძლება გავიგოთ – ქალი, ცენტრალური ფიგურა ოჯახში, ქმნის აურას სახლში, რომელიც შეიძლება ამ ჩიტის სახლივით მყუდროდ იქცეს. სწორედ ქალის აურის “ფერს” შეუძლია ამ სახლის ან ცამდე ამაღლება (სახურავის ფერი) ან მიწამდე დაცემა (კიბის სიმბოლო)... სწორედ ასეთი მარადიული თემების ასე მინიშნებებით, ამავე დროს პოეტურად გადმოცემაშია ჩემი აზრით ახალგაზრდა მხატვრის გამორჩეულობა.
რთული იყო ამ წერილის დაწყება... უფრო რთული მისი დასრულებაა. არ ვიცი, რამდენად სწორი იყო ნინო ინჯიას ხელოვნების ჩემეული ინტერპრეტაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ერთ თაობას ვეკუთვნით, გარკვეული შტრიხები ალბათ სწორად ამოვიცანი, ბევრგან შეიძლება ფანტაზიამ სხვა გზით წამიყვანა. მაგრამ მთავარი ჩემეული აღქმა ხომ არაა, მთავარი ისაა ნინოს შემოქმედებითმა გზამ არ გადაუხვიოს წარმატებით აღებული სტარტიდან და ქართული მხატვრობის მოყვარულთ წლების შემდეგაც სიამაყით და სიამოვნებით გაეხსენებინოთ მისი ნამუშებრების გამორჩეული ესთეტიკა.

ნინო ნეკერიშვილი

P.S. სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალში "ლიტერატურა და ხელოვნება"
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:20 pm



"კომპოზიცია 1"
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:22 pm



ქარიშხალი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:25 pm



ჩიტის სახლი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:27 pm



ცილინდრიანი და ქოშებიანი ანგელოზი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:29 pm



ყელსაბამიანი ანგელოზი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:30 pm

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:33 pm

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   Sun Feb 07, 2010 4:39 pm



ფერში



უფეროდ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Sponsored content




PostSubject: Re: ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა   

Back to top Go down
 
ანგელოზები ქაოსში – ნინო ინჯიას მხატვრობა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: