არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მარიამ წიკლაური–ძიძიგური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Thu Dec 11, 2008 1:50 pm



მარიამ წიკლაური–ძიძიგური

ბრანდი-ბრუნდი

ერთი დევი ხმელი წნელით
ბუდეს წნიდა მთელი წელი.
ბუდისათვის ტყიდან ვირმა
ზურგით ზიდა ხმელი გვიმტა.
დევმა დასვა ორი კრუხი,
ერთი - ჭროღა, ერთიც - რუხი.
შეარჩია ორი კვერცსი,
ოქროსი და ერთიც - ვერცხლის.
როცა ცაზე მზეს და მთვარეს
ერთად ედგა დღეც და ღამეც,
შეულოცა საბუდარს
ცხრაჯერ დევის ბაბუდამ:
"ბრანდი-ბრუნდი,
ბრანდი-ბრუნდი,
კვერცხო, სამჯერ გადაბრუნდი,
გამოჩეკე ასი ფრთა,
ბრანდი-ბრუნდი,
ბრა-ბრა-ბრა!"
დევიც ელის წიწილებს,
დარდით ვეღარ იძინებს.
განა ჭროღას? განა რუხს?
თურმე, ოქრო-ვერცხლის სურს.
ბრანდი-ბრუნდი,
ბრა-ბრა-ბრა,
კვერცხი გატყდა,
ჩხაკ-ჩხუკ-ჩხაკ!
- ვინ გამოძვრა? - წიწილი,
იჭაჭება სიცილით:
რის ოქროსი და ვერცხლისო,
ქათამს, აბა, რა შემცვლისო?!

sunny


Last edited by Admin on Thu Feb 17, 2011 10:58 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 5:12 pm

რო მიპატიჟებ ხალხს სტუმრად, ის მაინც გავარკვიო შინ ვარ თუ არა? და თუ შინ ვარ , დავიღუპეეეეეეეეე! და მღვდელი სახლშია?

confused scratch
santa
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 5:14 pm

კესოს ლექსი

ესო-მესო,
გაჩნდა კესო!

სხივად შეემატა დღესო,
როცა სძინავს - მთვარესა ჰგავს,
როცა ღვიძავს - დილის მზესო.

ქვეყნის თვალი გაიზრდება -
ფერიებმა ასე თქვესო.

ანგელოსი ნანას უმღერს
დედის ხმით და ასმევს რძესო,
კესო კიდევ გულში ნატრობს
ლამაზ-ლამაზ დებს და ძმებსო!



ბაბალე

აი, ჩემი ოჯახი - დედა, მამა, და-ძმა.
ყველას უყვარს მოდურად და
მოხდენილად ჩაცმა.
მაგრამ სახლში, ჩვენს გარდა
არის ერთი წევრიც -
ლაპარაკი არ იცის,
არ აქვს თმა და წვერი.
არასოდეს სცხელა და არასოდეს სცივა,
არც კატას ჰგავს, არც სკამს და
მითუმეტეს - დივანს!
ზედ აუსხამს მაისური,
კაბა,
კაშნე,
შორტი,
პალტო,
რაც გვაცვია ყველას ერთად,
მას აცვია მარტოდმარტოს.
არ გეგონოთ ფუფალა!
ასი კაბა-შარვალიც
ტანს ვერაფრით უფარავს.
რასაც ვიცვამთ გარედან,
მას ჩაუცვამს შიგნით,
ბევრი ჩანთაც ჰკიდია.
მაგრამ არ აქვს ჩანთაში
რვეული და წიგნი.
ირგებს ჟილეტს,
ჯინსს და
ქურთუკს,
უკეთია ქამარიც,
მერე რა, თუ თავის ზომა
არაფერი არ არის?!
დედა სამოსს ულაგებს
და ურეცხავს მალ-მალე,
რადგან სუფთად ჩაცმა უყვარს
ჩვენს გარდერობ ბაბალეს.




აცა-ბაცა

აცა-ბაცა,
ფეხზე ჩაცმა
ვერ ისწავლა ჩვენმა კაცმა.
ორი წელი შეუსრულდა,
მაინც დადის
აცა-ბაცა.



ბებოს ლხინი

-აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა,
იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად!
მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა,
მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას! -

ამბობს ბებო და ამზადებს სადილს.
ის ყველასთვის მართავს ნამდვილ ნადიმს:

პური - ჩვენ,
ნამცეცი - ჩიტსო,
ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო,

ხორცი - ჩვენ და
ძვალი - ძაღლსო,
ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო.

მჭადი - ჩვენ და
ქატო - ქათამს,
ყველი - ჩვენ და
შრატი - კატას,

ხილი - ჩვენ,
ნაფცქვენი - ღორსო,
რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო,

ჩენჩო - ბუხარს,
კურკა - მიწას,
ბებომ ლუკმა ყველას მისცა.


santa
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 5:16 pm

ერთი ქალი, ხიკოკურა

დედაბერმა ხიკოკურამ
ვეღარ ზიდა წყლის კოკურა.
ვინ უშველა? _ ჭიანჭველამ,
კოკას ხელი მიაშველა.
დედაბერმა დალოცა,
წყლიდან თაფლი გამოცრა,
გაუგზავნა ჭიანჭველას შვილებს ქილით,
დედა კოვზით აყლაპებდა ყოველ დილით,
მარტო შვილებს კი არა,
ძმიშვილს,
დიშვილს,
ნათლულებს. . .
მგონი ასი წელი ეყოთ,
თუ ჭკუა არ მატყუებს.

ციცა და პიცა

კუმ დააცხო პიცა,
დაპატიჟა ციცა.
ციცას ჰყავდა კნუტი,
ექვსი, განა ხუთი?!
კნუტებს ჰყავდათ ძიძა,
ძიძას ჰყავდა ბიძა,
ბიძას ჰყავდა ცოლი,
ცოლს _ მამიდა, ორი.
იმ მამიდებს დობილები,
ჯიპებით და მობილებით.
დაურეკეს მეგობრებს,
კლასელებს და მეზობლებს.
შეიყარნენ რუსთან,
აგარაკზე კუსთან.
აღარ შეხვდა ციცას
კუს დამცხვარი პიცა.
_კუმ რაღა ქნა?_ ციცას
რეცეპტიღა მისცა


მოცეკვავე კალია

ახტა-დახტა კალია,
მოცეკვავე ქალია.
_ რა იცეკვა?
_ რეპი!
თავს დაესხა რეტი.

ფაფხაჭელა

ჭიანჭველა თესავს ჭვავს.
განა მარტო თვითონ ჭამს?
მოიწევს და დაფქვავს, მოზელს,
ძალაც ერჩის, ღონეც მოსდევს.
_რას დააცხობს? _ ფაფხაჭელას.
_ ვის მიართმევს? _ ჭიაყელას!




ტყეში

შუა ტყეში ხარობს თელა,
თელა არის დევისხელა.
თელას ბედი ისე წყალობს,
კარზე ჩამოუდის წყარო.
წყაროში რომ კენჭებია,
ეგ ტყის ქალის ბეჭდებია.
_ ის ტყის ქალი სადაა?
_ გამოჩნდება საცაა.
ფასანაურს ჩასულა,
უყიდია ფარჩები,
მეტსაც გეტყვით, წენგოთი
შეუღებავს კლანჭები.
_ რაო, რა ამბავიაო?
_ ნეფეს ელის თურმე!
მაყრიონი მოაგორებს
ძღვენით ავსილ ურმებს.
მახარობელს _ წუღები,
ზედ _ ხარი და უღელი!
_თაგვს? _ კაკალი უხრელი!
_ყვავს? _ სიმღერა უთქმელი!
_მე? _ ლექსი და ზღაპარი,
ყველას კარგი ამბავი!


რვაფეხა

ერთ რვაფეხა დედას
გაუცივდა შვილი.
ყველას ასე მოუვა,
ვინც უწინდოდ ივლის!
დედას გული გაუსკდა,
მოიტანა წამალი,
ეხვეწება: _ ჩაყლაპე,
სანამ გვიან არ არის
და დაგიქსოვ ლამაზ
ჭრელა-ჭრულა წინდებს,
ჩხირებიც მაქვს, მატყლიც
დასართავად მიდევს!
რვაფეხუნა ატირდა:
_ არ მინდაო აბები,
მომიყევი მამიკოს
პატარობის ამბები!
დედიკომაც უამბო
მართალიც და ზღაპარიც,
მოყოლაში გავიდა
ნახევარი ზამთარი.
მერე ძაფიც დაართო,
ღება ნაირფერები,
ოთხი წყვილის მოქსოვით
დაეღალა ხელები.
თან ზამთარიც გასრულდა,
ვიღას ახსოვს ანთება?!
რვაფეხუნა განკურნა
სასაცილო ამბებმა.
ახლა კი გვაქვს წინდა,
მაგრამ რაღად გვინდა?

ხოჭო პელო

ხოჭო პელო, ფაუხავ,
საქმეს როგორ აუხვალ?
ჩქარა მორწყე ბოსტანი,
ქონდარს ძირი გაუხმა!
ხოჭოს ვითომ არ ესმის,
გზას ჩაკუნით გაუყვა.

გულმავიწყი ყანჩა

ერთ გუბეში აკანჭული
იდგა აყლაყუდა ყანჩა.
მერე სადღაც გაფრინდა და
ცალი ფეხი იქვე დარჩა.
ფეხმა ფესვი გამოიღო,
ფესვმა _ ყლორტი,
ყლორტმა _ ჩირთი,
გაიფოთლა და ხედ იქცა,
ღერზე ესხა ასი კვირტი.
იქით _ ჩიტმა დაიბუდა,
აქით კიდევ _ დახტის ციყვი,
ტოტზე სიოც ჩემოსკუპდა,
ციცქნა ბარტყი მოჰყვა ცხიკინს.
როდის-როდის გაახსენდა
დაკარგული ფეხი ყანჩას,
მიიხედა-მოიხედა,
მაგრამ ცალი ფეხი არ ჩანს.
ეძებს,
ეძებს
ის საწყალი,
არც გუბეა, აღარც წყალი...
ხე ჩაიცვამს ლამაზ ხავსს,
ჰოდა, ყანჩაც რას ნახავს?!

როგორ გაჩნდა შავი არაგვი?

_ ერბო? _ ასიოდ ქილა.
_ კვერცხი? _ ათასი ცალი.
_ ცეცხლი? _ტკაცანით დაფრთხა
ტყეში ჭინკა და ალი.
ერბოკვერცხს უწვავს შვილებს
მელანო _ დევის ქალი.
სურნელი გასცდა სამანს,
ცეცხლზე ლაპლაპებს რვალი,
შეწვას ვინ აცლის ან კი?!
ჟრიამული აქვთ დევებს.
_ ,,ლუკმას ნუ ელის ჩემგან,
ვინც არ დაიბანს ხელებს!,,_
თქვა მელანომ და მშვიდად
პურიც ჩააკრა თონეს,
ძმებმა დახედეს ზანტად
თავის ჭუჭყიან ტორებს.
დევები ჰქვიათ, მაგრამ
ურჩობას ვერვინ ბედავს,
ვინ შეუბრუნებს სიტყვას
ცხრა შვილის გამზრდელ დედას?!
ცხრავე მიასკდა არაგვს,
რას ეყოფოდათ ფშანი?
ქვით უხეხიათ დიდხანს
დევებს ტორები შავი.
ჰოდა, გამუქდა თურმე
ჭუჭყით ანკარა წყალი,
მას მერე მოდის ასე
ამღვრეული და შავი.
_ის ერბოკვერცხი ჭამეს?
_ გამოუყვანეს წირვა.
_ ეგ როდის მოხდა?
_ როდის?
ალბათ დიდი ხნის წინათ...

santa
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 5:18 pm

დიდი ჭია

ალხა-მალხა,
ჩვენი ჯალღა
აწოწილა მაღლა-მაღლა.

_ ვინ კრეფს?
_ დიდი ჭია,
პირი დაუღია.

_ ჩამომიგდე, ჭიავ,
თეთრი თუთა, მშია!

ჭია კიდევ ჭამს,
ავსებს ქვაბს და ჯამს.
ჩვენს გემრიელ თუთას
ზამთრისთვისაც ფუთავს.
ხარშავს ჯემს და მურაბებს,
შვილიშვილებს ულაგებს.

მუხლუხოს მუხუდო

ერთი საწყალი კალია
დახანხალებდა მშიერი.
გზად ნათლიმამა მუხლუხო
შემოხვდა, დინჯი იერით.
შეატყო, რომ ჩვენს კალიას,
უჭირდა, თანაც ძალიან.
ჰოდა, კალიას მუხლუხომ
აჩუქა ორი მუხუდო.
სულ ორად ორი მარცვალი
აი, ეგ არის, რაც არის!
კალიამ ყანა დათესა,
მადლობა უთხრა ნათესავს.
ააბიბინა ნათესი,
არ დაუკარგავს ნამცეცი.
ვერც ყვავმა რამე წაართვა,
ვერც მაჩვმა
და ვერც მახრამ,
სულ სათითაოდ დაჩურჩა
მუხუდო, როცა ჩახმა.
ის მოსავალი თურმე,
სამ დღეს უზიდავთ ურმებს.
_ მერე? _ მოხალა მუხუდო.
_ მერე? _ ქალაქში გაყიდა,
შვილებს უყიდა ზიზია,
ხუთას ჯორ-აქლემს აკიდა.


კალია კოლია

კალიას, სახელად კოლიას,
მინდორში ეძახდნენ გოლიათს.
იიიიიიიიმხელა ნახტომი ჰქონია,
ტოლებში სწორი არ ჰყოლია.

ისე კი ყოფილა ზარმაცი,
დილიდან იწყებდა ბორიალს.
ლექსების სწავლა არ უყვარდა,
ქართულში უწერდნენ ორიანს.

არც ინგლისური იცოდა,
თავი რით უნდა ერჩინა?
კალია იყო, რა ექნა,
ხტუნვა ყველაფერს ერჩივნა!


მყვირალებისათვის

ერთმა ვირმა
გახსნა ფირმა!

ფირმა არის ყროყინის.
თუ გჭირდება, მოგყიდის.

კია ცოტა ძვირი,
მაგრამ ნაღდი ვირის!

არ შეიცავს ემულგატორს,
ყვირილზევე იცნობ ავტორს.

ორი ჩიტი

ოთხი ცალი წიწიბურა
ორმა ჩიტმა გაყო ძმურად.
მერე ნამი დალიეს,
ეთამაშნენ კალიებს,
იწუწავეს რუში.
დედიკო რომ მოენატრათ,
ჩაეხუტნენ გულში.

დედაბერი დედუკა

დედაბერი დედუკა
სოფლის თავში სახლობდა.
თონეს გაახურებდა,
პურს ჩიტისთვის აცხობდა.
კარაქს დღვებდა წყაროში,
ინახავდა ხაროში.
წლის მოსავალს ძლივს ტევდა
გამოხვრეტილ კალოშში.
გვრიტის ობოლ ბარტყს
უდუღებდა ტყლაპს,
გაციებულ იხვს
ხშირად წმენდდა ცხვირს.
მიართმევდა თათარას
კატის კნუტებს ჩქარ-ჩქარა.
უვარცხნიდა ნაწნავებს
ჭრელ-ჭრელ ციკნებს, ცანცარებს.
სტუმრად მოსულ კატებს
დაუთლიდა ატმებს,
ჩაისვამდა კალთაში
გაუკრეჭავ ცხვრებს
და ტანზევე აქსოვდა
ხირაულებს, ჭრელს.
ჩურჩხელაში, ნიგვზის ნაცვლად,
გაკვანძულ ძაფს დებდა,
საახალწლოდ მიდიოდა
სტუმრად ბებერ დევთან.
_ რა მიჰქონდა?
_ ჩიჩილაკი, ნაზუქი და ქადა.
_ რა მოჰქონდა?
_ ზღაპრის კვერით ავსებული კალთა.

santa
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 5:31 pm

ნეტავ მართალი თუა?

მელანოს დევუკელები
უკვე სკოლაში შესულან!
გუშინ რომ ფაფას ლოკავდა,
ის დევიც შვიდის შესრულდა.
- სკოლაში რას ასწავლიან?
- დევთ ანა-ბანას, ალბათ.
- კიდევ? - ზღაპრებს და არაკებს
და დევგმირების ამბავს.
მუსიკასაც რომ სწავლობენ?!
ვიოლინო აქვთ ერთი,
ცხრავე დევს სმენა ჰქონია,
არ გასწყრომიათ ღმერთი.
ჰოდა, გამებს რომ უკრავენ,
თურმე ზანზარებს ხევი,
თელასგან გამოუთლიათ
იმათი სარგო ხემი.
ასი ულაყის კუდისა
ზედვე გაუბამთ ძუა,
კონცერტზე მივუწვევივართ,
ნეტავ მართალი თუა?
მელანოს სიხარულისგან
გული გაუსკდეს ლამის,
ცხრა ფრაკი ჩააგვირისტა,
არ უძინია ღამით.
ცხრავეს დააჭრა ფრჩხილები,
ცხრავეს დაბანა პირი,
საგზლად ჩაუდო თითო დევს
ას-ასი კვერი ტკბილი.
ბოლოს თავადაც მოიგდო
მხრებზე ნამზითვი ფარჩა
და წაბრაგუნდნენ კონცერტზე,
ხემი კი....სახლში დარჩათ.

santa
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 6:14 pm

bao wrote:
რო მიპატიჟებ ხალხს სტუმრად, ის მაინც გავარკვიო შინ ვარ თუ არა? და თუ შინ ვარ , დავიღუპეეეეეეეეე! და მღვდელი სახლშია?

confused scratch
santa

cheers drunken bom
ბაო, აეს შენი განყოფილებაა და გარე-გარე სიარულს მოეშვი და მიხედე აქაურობასა - ძროხები არ დასტოვო დასაწველი და მშივრები. ნახირში ეხლა არ გააგდო ხოლმე - თოვლია და სად რა უნდა მასძოვონ ამ ბეჩავებმა? დაუყარე ნამჯა და ისე წადი ხოლმე სამსახურში. და ნუ წახვალ ხოლმე იქა ღამისთევითა - ძროხების მოსვლის დრო რო მოვა, შინ უნდა იყო...
და აღარ გავიგოთ მე და ბობორიკმა ეგ შეკითხვა - შინა ვარ თუ არაო? თორო, ვაი შენი ბრალი!
შინა ხარ, შინა!
და
მღვდელი სად არი, მაგას მემრე მიჰხვდები...
pirat cat santa
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 6:30 pm

არჩანდა wrote:

შინა ხარ, შინა!
და
მღვდელი სად არი, მაგას მემრე მიჰხვდები...
pirat cat santa

და რომელია მღვდელი? Very Happy Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 6:43 pm

სანათა wrote:
არჩანდა wrote:

შინა ხარ, შინა!
და
მღვდელი სად არი, მაგას მემრე მიჰხვდები...
pirat cat santa

და რომელია მღვდელი? Very Happy Wink

Basketball
მღვდელი, მარიამო, ჯერ ლონდრეს მაგივრად წავიდა ომში და მალე ჩამოვა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 8:01 pm

ღვდელს ომში რა უნდა, ღვდელი ნათლობაშია მეზობელ სოფელშიSmile და ჩემ ძროხებზე არ იდარდო, ღამეებს მე სამსახურსი არ ვატევ, არა, ფერმაში ვარ სულ Smile king
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 8:09 pm

bao wrote:
ღვდელს ომში რა უნდა, ღვდელი ნათლობაშია მეზობელ სოფელშიSmile და ჩემ ძროხებზე არ იდარდო, ღამეებს მე სამსახურსი არ ვატევ, არა, ფერმაში ვარ სულ Smile king

cat

და თუ ფერმაში ხარ სულა, რატო დისკუსიას არ წამოიწყებ, რო - რა მდგომარეობაა ჩვენ საბავშვო ლიტერატურაში?
ვინა გვყავდნენ და ვინა გვყვანან კლასიკოსები - აქაც და უცხოეთშიც?
რატო არ გაუხსნი თემებს საბავშვო ნაწარმოებების დამწერებსა - ვაჟა იქნება, ილია, აკაკი თუ რევაზ ინანიშვილი?

შენა ფერმა სალაღობო ალაგი ნუ კი გგონია - ჭკუა უნდა ვისწავლოთ შენი ძროხებიდანა.
გიიგე?

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 8:34 pm

Evil or Very Mad
ეეჰ, მაგის მეტ რა მიწერ-მიკითხ-მილალავია, მარა მე ხო ვიცი, რო ვინც ეგ უნდა “გიიგოს”, ის აქ ცხვირს არ შემოჰყობს და ვინც აქ ცხვირს შემოჰყობს ,უჩემოდაც იცის ეგა. და აი, შენა იქა, ერთი წარმატებული გამომცემლის წიგნი რო გამოგიდევს და თან სიხარულით გვამცნობ, რო ეს დაურიგეს ბალღებსო, აბაო, კანფეტებს ხო შეჭამდნენო და მართლა გადასარევია წიგნის ჩუქება, აი, სწორედ მაგ გამომცემელი გამოდგა “წითელ ზონაში “ შარშან და იძახა, ქართული საბავშვო მწერლობა არ არსებობსო .და იცი, რატო?
თავისი ნაყიდი კოპირაიტიანი პროდუქცია რო გაყიდოს უკეთ და სხვა წიგნმა ხელი არ შეუშალოს. და აბა, ძაან რო მოგწონს ეს “ბრანდი-ბრუნდი”, მკითხე, ერთი ცალი თუ მოხვდება ეგეთ სახელმწიფოს ფინანსებით ნაყიდ სასაჩუქრე წიგნებში ან რაიმე ჰუმანიტარულ პროგრამაში? არ გინდა ეხლა, ბობორიკო, “პეპისთმისფერი” ბაზარი, შენ ჩემზე უკეტ იცი, სადა თბილა და სადა გრილა და სადა სუ გაყინულია და მაზოლებზე ფეხს ნუ დაგვადგამ საბრალო ქართველ საბავშვო მწერლებსა. და ისე კი იმდენი მიქაქანია, ბოლოს მე თვითონ დავირქვი ვალოდია ჯინჭარაძე და დავამტავრე ეგ “ლალაობაც”. პრაზდნიკები სხვაგან ტარდება, მიხო, ჩვენ აქ თითო შავი პურის ლუკმითაც ვკმაყოფილდებით.

santa bom lol!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Fri Dec 19, 2008 8:40 pm

bao wrote:
Evil or Very Mad
ეეჰ, მაგის მეტ რა მიწერ-მიკითხ-მილალავია, მარა მე ხო ვიცი, რო ვინც ეგ უნდა “გიიგოს”, ის აქ ცხვირს არ შემოჰყობს და ვინც აქ ცხვირს შემოჰყობს ,უჩემოდაც იცის ეგა. და აი, შენა იქა, ერთი წარმატებული გამომცემლის წიგნი რო გამოგიდევს და თან სიხარულით გვამცნობ, რო ეს დაურიგეს ბალღებსო, აბაო, კანფეტებს ხო შეჭამდნენო და მართლა გადასარევია წიგნის ჩუქება, აი, სწორედ მაგ გამომცემელი გამოდგა “წითელ ზონაში “ შარშან და იძახა, ქართული საბავშვო მწერლობა არ არსებობსო .და იცი, რატო?
თავისი ნაყიდი კოპირაიტიანი პროდუქცია რო გაყიდოს უკეთ და სხვა წიგნმა ხელი არ შეუშალოს. და აბა, ძაან რო მოგწონს ეს “ბრანდი-ბრუნდი”, მკითხე, ერთი ცალი თუ მოხვდება ეგეთ სახელმწიფოს ფინანსებით ნაყიდ სასაჩუქრე წიგნებში ან რაიმე ჰუმანიტარულ პროგრამაში? არ გინდა ეხლა, ბობორიკო, “პეპისთმისფერი” ბაზარი, შენ ჩემზე უკეტ იცი, სადა თბილა და სადა გრილა და სადა სუ გაყინულია და მაზოლებზე ფეხს ნუ დაგვადგამ საბრალო ქართველ საბავშვო მწერლებსა. და ისე კი იმდენი მიქაქანია, ბოლოს მე თვითონ დავირქვი ვალოდია ჯინჭარაძე და დავამტავრე ეგ “ლალაობაც”. პრაზდნიკები სხვაგან ტარდება, მიხო, ჩვენ აქ თითო შავი პურის ლუკმითაც ვკმაყოფილდებით.

santa bom lol!

affraid

ვიცი, რასაც ამბობ.
და მაგ წიგნის გამომცემელი არის მრჩეველივით ვინმე ზემოთა და თავის წიგნს მიასაღებს ეგეთ პროექტებში, მა რას იზამს?
ესეც მოგვიყევი კარგადა.

და მემრე ისიც გვითხარი - გია ქარჩხაძე რო ატარებს კონკურსს - "ოქროს ბუმბული".
მოგვიყევი, კაცოო, რამეები აქა. ხო კარგი რამეა ის კონკურსი? რო ქართველმა მწერლებმა დაწერონ საბავშვოები?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Thu Jan 01, 2009 6:22 pm

მოვედი სტუმრად და მოგიკითხე, მრავალ ახალ წელს.....
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Mon Jan 26, 2009 11:24 pm

მაიკო, შინა ხარ?
აი, გესტუმრეSmile
გესტუმრე კი არა და სულაც ურაკპარაკიდან გამოგეტირე.
რა კარგია აქა!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Thu Mar 10, 2011 10:13 pm



წიგნის დასახელება – "ჭიჭიტა"
ავტორი – მარიამ წიკლაური
ISBN 978–99940-26-63-0
გამომცემლობა – "ანბანი"
სერია – "ნორჩი მკითხველის ზარდახშა"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 160
წელი – 2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Wed Nov 14, 2012 3:14 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ძი­ლის ­წინ ­სამ­ღე­რი წიგ­ნე­ბი

"ასე მგო­ნია, რო­გორც ნი­ჟა­რებს დაჰ­ყ­ვე­ბა თან ზღვე­ბის ხმა­უ­რი, ისე ადა­მი­ა­ნებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თან გვდევს დე­დის ნამ­ღე­რი იავ­ნა­ნის მე­ლო­დია და სიტყ­ვე­ბი," - ამ­ბობს სა­ბავ­შ­ვო პო­ე­ტი მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი, რომ­ლის კრე­ბუ­ლი "ნა­ნი­ნე­ბი" ანუ ძი­ლის­წინ­სამ­ღე­რი ლექ­სე­ბის ციკ­ლი, აუდი­ო­დის­კ­თან ერ­თად გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პე­გას­მა".

კრე­ბუ­ლი 12 ლექ­სის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლის აუდი­ო­ვერ­სი­აც თა­ვად ავ­ტო­რის ხმი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ხო­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა და მას­ტე­რინ­გი კომ­პო­ზი­ტორ ზუ­რაბ მჟა­ვი­ას ეკუთ­ვ­ნის.

"ნა­ნი­ნა" დე­დაშ­ვი­ლო­ბის ენაა, პირ­ველ­შე­სა­წი­რი ლოც­ვი­თი სიტყ­ვა ღვთი­სა და ადა­მი­ა­ნი­სად­მი რწმე­ნის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის გზა­ზე. ამ ენით იწყებს ლა­პა­რაკს მთელს დე­და­მი­წა­ზე სამ­ყა­როს სა­ოც­რე­ბა - დე­დაშ­ვი­ლო­ბის მად­ლი," - გვიხ­ს­ნის მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი.

ქარ­თ­ველ­თა წარ­მოდ­გე­ნა­ში კი ამ სიტყ­ვას სხვა­დას­ხ­ვა დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და: ყო­ველ­გ­ვა­რი "იავ-ნა­ნა" და "ვარ­დოვ-ნა­ნა" ე.წ. სა­ბა­ტო­ნე სიმ­ღე­რებს წარ­მო­ად­გენ­და, მას ავად­მ­ყო­ფო­ბი­სას, მო­სა­ო­ხებ­ლად მღე­როდ­ნენ. მაგ­რამ დღეს, რო­ცა სიტყ­ვა "ნა­ნა" გვეს­მის, უკ­ვე ძი­ლის­წი­ნა სიმ­ღე­რას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რა­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხე­ში მო­ე­პო­ვე­ბა ანა­ლო­გი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხის ფოლ­კ­ლორ­ში სა­კუ­თა­რი "ნა­ნა" მო­ი­პო­ვე­ბა, რო­მე­ლიც დე­დის სიმ­ღე­რას გას­ც­და და ხში­რად ვაჟ­თა გუნ­დი ას­რუ­ლებ­და ხოლ­მე, ხო­ლო, რო­გორც პო­ე­ტურ ფორ­მას, ხში­რად მა­მა­კა­ცი მწერ­ლე­ბიც მი­მარ­თავ­დ­ნენ. "ნა­ნამ" ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა­ში საბ­რ­ძო­ლო, გა­მამ­ხ­ნე­ვე­ბე­ლი, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბაც კი შე­ი­ძი­ნა. ეროვ­ნულ ფოლ­კ­ლორ­ში აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ში არ­სე­ბობ­და არა მხო­ლოდ და­სა­ძი­ნე­ბე­ლი, არა­მედ ბავ­შ­ვის გა­მო­საღ­ვი­ძე­ბელ-გა­მო­საფხიზ­ლე­ბე­ლი ნა­ნაც.

მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის "ნა­ნი­ნე­ბი" ფოლ­კ­ლო­რის მო­ტი­ვებ­ზე შექ­მ­ნი­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ლექ­სე­ბია, ერ­თ­გ­ვა­რი სა­ღი­ღი­ნე­ბე­ლი ტექ­ს­ტე­ბი, რომ­ლი­თაც პო­ე­ტი ქარ­თ­ველ პა­ტა­რებს უმ­ღე­რის.

მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი: "ხში­რად უთ­ქ­ვამთ, რომ ამ ასაკ­ში ბავშვს არ ეს­მის ამ სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ტექ­ს­ტე­ბის კე­თილ­ხ­მო­ვა­ნე­ბა და სიტყ­ვე­ბის მა­გია, დე­დაშ­ვი­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით წა­კითხუ­ლი, ბავ­შ­ვის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ილე­ქე­ბა, სიტყ­ვე­ბი ნაც­ნო­ბი ხდე­ბა. ზო­გი ლექ­სი ვა­ჟის მი­მართ არის, ზო­გი - გო­გო­ნა­სი. ზო­გა­დად კი, ამ ლექ­სე­ბით ბავ­შ­ვი გრძნობს დე­დას, რო­გორც თა­ვის პირ­ველ სამ­ყა­როს და იმას, რომ ეს სამ­ყა­რო არის მი­სი სახ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის, მშვე­ნი­ე­რე­ბის, სი­კე­თის წყა­რო, სა­დაც მას დამ­ც­ვე­ლად ჰყავს დე­და, უფა­ლი, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, ჰყავს მზე, რო­მე­ლიც მას ლა­მაზ დღეს გა­უ­თე­ნებს, ცი­ცი­ნა­თე­ლა, პე­პე­ლა, ყვა­ვი­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ნა­ბა­რი სიყ­ვა­რუ­ლით არის გან­წყო­ბი­ლი მის მი­მართ. და, ამა­ვე დროს, სწავ­ლობს, რომ თვი­თო­ნაც უნ­და უპატ­რო­ნის ამ სამ­ყა­როს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­მა მო­ი­ტა­ნა ის, რომ ეს ლექ­სე­ბი აუდიო სა­ხი­თაც ჩაგ­ვე­წე­რა და "ნა­ნი­ნე­ბი" ძი­ლის­პი­რუ­ლე­ბად გვექ­ცია".

მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის ლექ­სე­ბის ეს ციკ­ლი პირ­ვე­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ნა­კა­დუ­ლის" სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო გა­ზეთ­ში, 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­ბეჭ­და. რო­გორც პო­ე­ტი აღ­ნიშ­ნავს, მას ახალ­მა დრომ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ბავ­შ­ვო ლექ­სებ­ში რე­ლი­გი­უ­რი თე­მა­ტი­კა შე­ე­ტა­ნა, რაც, ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან რთუ­ლია და ავ­ტო­რის­გან უდი­დეს სი­ფა­ქი­ზეს მო­ითხოვს, რო­ცა საქ­მე პა­ტა­რა მკითხ­ველს ეხე­ბა. რთუ­ლია, პო­ე­ზი­ის ენით ისა­უბ­რო წმინ­და­ნებ­ზე, სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რულ­ზე, ზო­გა­დად, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მრწამ­სის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, სა­ბავ­შ­ვო პო­ე­ზია ზო­გა­დად სი­კე­თის პო­ე­ზიაა და უკ­ვე მწერ­ლის ნი­ჭი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ სა­ხე­სა და ფორ­მას გა­მო­ძებ­ნის. რო­გორც "ნა­ნი­ნე­ბის" ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ამ ყვე­ლაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მას თვი­თონ ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ენამ მის­ცა, რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მუ­სი­კა­ლურ, ფე­რა­დო­ვან და მარ­ტივ "იავ­ნა­ნებს" ასაზ­რ­დო­ებს.

რო­ცა ამ კრე­ბულ­ზე ვსა­უბ­რობთ, ცალ­კე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ წიგ­ნის მხატ­ვ­რო­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გარ­დაც­ვ­ლილ ნი­ჭი­ერ მხატ­ვარ­სა და ხატ­მ­წერს, გია ცხა­და­ი­ას ეკუთ­ვ­ნის და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის მო­ტი­ვებ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. წიგნს ახ­ლავს ამა­ვე მხატ­ვ­რის და­წე­რი­ლი ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტი. "ნა­ნი­ნე­ბის" მხატ­ვ­რო­ბა სა­ბავ­შ­ვო ილუს­ტ­რა­ცი­ებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რია, თუმ­ცა, ისიც სათ­ქ­მე­ლია, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი სულ უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხდე­ბა.

ის, რომ მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის "ნა­ნი­ნებს", გარ­და მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა, გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფუნ­ქ­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვაც აქვს, ქარ­თუ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც მეტყ­ვე­ლებს: ქარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი სულ უფ­რო აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თა­ვენ მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბას და უცხო­უ­რი, მზა პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, აკე­თე­ბენ ზუსტ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ზე გათ­ვ­ლილ ორი­გი­ნა­ლურ გა­მო­ცე­მებს, ორი­გი­ნა­ლუ­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი­თა და ტექ­ს­ტე­ბით. წელს სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის მე-2 ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა "შე­მეც­ნე­ბის" მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი ლექ­სე­ბი და­ჯილ­დოვ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა ასე­ვე და­იწყეს მა­გარ მუ­ყა­ო­ზე და­ბეჭ­დი­ლი, ერ­თ­გ­ვა­რი სა­თა­მა­შო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა, რო­მელ­თა უცხო­უ­რი ანა­ლო­გე­ბი მრავ­ლად გვაქვს და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქარ­თულ­მა ბა­ზარ­მა უკ­ვე ორი­გი­ნა­ლუ­რიც მო­სინ­ჯა. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბია ამ ფორ­მა­ტით გა­მო­ცე­მუ­ლი "ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი", თამ­რი ფხა­კა­ძის ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი "ხა­ჭა­პუ­რი", მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის "ზღა­პარ იყო". ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ფუნ­ქ­ცი­უ­რი წიგ­ნე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა მკითხ­ველს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "გორ­გამ" "ჭკვი­ა­ნი წიგ­ნე­ბის" სე­რი­ით. და ქარ­თ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბიც მი­ეჩ­ვივ­ნენ მსგავს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც ერთ დროს შე­უ­რაცხ­ყო­ფა­დაც კი აღიქ­მე­ბო­და, რად­გან "შეკ­ვე­თით" წე­რა "შეჭ­მა­რი­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხე­ლით" დაგ­მო­ბი­ლი იყო (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ავ­ტორს ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და).

თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებ­მა ის­წავ­ლეს პრო­დუქ­ცი­ის შექ­მ­ნა ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ისე­თის, რაც პა­ტა­რა მკითხ­ველს სჭირ­დე­ბა. და რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი­სა და სა­ბავ­შო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი გა­რან­ტიაა.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-09-15/19870.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Thu Dec 06, 2012 11:03 pm



წიგნის დასახელება – "ანბანის სამეფო" (ფერადი, სკოლამდელთათვის)
ავტორი – მარიამ წიკლაური
გამომცემლობა – "საუნჯე"
რედაქტორები - მარიამ ხუცურაული, გივი ჩიღვინაძე
მხატვარი - ნანიკო ბურდული
სერია – "ბიბას წიგნები"
ყდა და მთელი წიგნი – ნაბეჭდი მუყაოზე
გვერდების რაოდენობა – 56
ISBN 978–99941-142-1-0
წელი – 2012



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   Thu May 16, 2013 11:34 am



წიგნის დასახელება - "ქართული ანბანი" (საბავშვო ლექსები)
ავტორი - მარიამ წიკლაური
მხატვარი - ნანა მელქაძე
გამომცემლობა – "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"
ISBN 978-9941-15-754-7
კატეგორიები - საბავშვო შემეცნებითი
გვერდების რაოდენობა - 71
ყდა - ბალიშა
ფორმატი - 15X22
გამოცემის თარიღი - 2013

ანოტაცია - ეს მშვენიერი წიგნი ერთდროულად არის ქართული ანბანი, ილუსტრირებული ლექსიკონი და საბავშვო ლექსების კრებული. თქვენი პატარა ამ წიგნით დიდხანს გაერთობა: ისწავლის ასოებს, ნახატების დახმარებით შეეცდება ლექსიკონის გვერდებიდან სიტყვების ამოცნობას, წაიკითხავს სახალისო ლექსებს თანატოლებზე, მხიარულ ფრინველებსა და ცხოველებზე.


ბმული - http://sulakauri.ge/books/single/795/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური   

Back to top Go down
 
მარიამ წიკლაური–ძიძიგური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: