არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირინკა - ირინე წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Jan 26, 2011 11:07 am

გადაცემა თემაზე: "მთის პოეზია"

2010 წლის 23 ოქტომბერი, 12:00 - 13:00

http://www.obieqtivi.net/video.php?cid=1108
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Mar 07, 2011 2:43 am

ეგ ვაჟი გყვარობსო, დამცინებს ქალებმა,
სიწითლე ღაწვებზე, დავმალე გრძელ თმაში,
რას გაყუჩდიო და ენა თუ დამება,
კოკა მხარს მოვიდგი, გზად გულის თამაშით,
წასვლამდე, ქურდულად მოგტაცე თვალები,
სიანცით დავუყევ დაშამბულ ფერდობებს,
შავნამ რო ფრუტუნით ალესა ნალები
ბალახზე,
სურვილი დააჩნდა ცხელ ფლოქვებს...
"ალბათ თუ მამხედა", ჩავკეცე ღიმილი
ზედ ტუჩზე,
მზერამ რომ ამიწვა საკაბე,
ცოლი ვყოფილიყავ უმალ დამიშლიდი,
ეშმაკურ ცქერას და ახლა კი ავაჰმე...
არისო დიაცის ტრფიალით დასამბელ,
ყვებიან სწორები, ემზადვის მაყარი,
შესჩივის მთებსაო ტიალი, არაკებს
უამბობს შენზე და თვრებაო არაყით.
...ავსებდა ნისლებით ცა დაბლა ნარიანს,
არაგვი ყლაპავდა ქალების დასაცილს,
ეგ ვაჟი გყვარობსო, სთქვი რამე მადლია,
მე მარტო თვალები, თქმით რა ვთქო?
არც რაი...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Mar 07, 2011 2:43 am

უძღები შვილივით მოვედი და... Smile
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Mar 07, 2011 2:44 am

გწერ, ნიშნავს დავმარცხდი (MON SIGNORE)...
გწერ ისევ,
ეს ნიშნავს: დავმარცხდი, ამჯერად
უშენო სიზმრებთან და მაინც სიმშვიდე
ჩემიდან შენამდე, დღეს უფრო დამჯერი,
ხიდებად გავდე და ბავშვივით ვიშვილე.
თანდათან,
ღამეებს დავარქმევ სიუჟეტს,
სითეთრე, კაფე ან ქუჩების ტანდემი,
სურვილი მანძილზე კვლავ უფრო ჯიუტი,
არ მახსოვს დაიწყე სად, აღარ მთავრდები
ზღაპრებად,
რა გიკვირს, დამყოლი ფიქრები,
მარტინის ჭიქაში ფსკერისკენ ჩავუშვი
და სანამ კვამლივით სასმელში ირევი,
ჩემიდან ვერაფრით, ვერაფრით გაგიშვებ...
ისედაც,
მოლოდინს თან მუცლით ვატარებ,
ქალურ ოცნებებს კი ვაშენებ სიტყვებით,
რამდენი არმოსვლა უსიტყვოდ გაცადე
და ახლა ყველაფერს ლექსებად გიყვები.
შენ ალბათ,
დაყვები გონმიხდილ გონდოლებს,
მანდ ცას წვიმა სცვივა, როგორც ხეს გირჩები
რაც ახლა წერილად განცდები მოვბოდე,
ტალღებზე ძლიერად იჭრება ნიჩბებით.
ჩემიდან
შენამდე ხიდია სიმშვიდე,
ბწკარედით იქნება სულ რაღაც ორიოდ,
სიმშვიდე, რომელიც ბავშვივით ვიშვილე,
გინდა რომ ჯიუტად ბოლომდე მოწიო.

როდესაც სასმელში კვამლივით ირევი
და მაინც გწერ, ნიშნავს დავმარცხდი,
(გნებდებით)
MON SIGNORE.

Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: გუდამაყარი (მთის ხმაზე)    Mon Mar 07, 2011 2:45 am


მოთოვდა იქათ...
ამბობს ბაბო და დამშრალ თოლებს,
მალ-მალე იწმენდს,
ამინდს უდის თოვლის სურნელი,
ფიფქებმა, ალბათ ცირასები სულ თეთრად მორთეს,
საჯიხვეს ისევ მხრებით დააქვს ნისლის სურები.
დათვივით ლოკენ ცერა თათზე შემომჯდარ ზამთარს,
ბარისკენ ცქერით დამღაულნი დგანან ქოხები,
ქვენამთა თვეებს ფერდობებზე ნიავით ართავს,
შავი არაგვი თეთრს მოხელავს მაინც მოხელვით.
ძნელია, გულზე აჩენილი დარდი აჰყარო
მთას, მარტოობას რომ ავედრებს ჩოხის პირიმზეს,
მოხუცს თუ მოჰგავს ახლა ჩემი გუდამაყარი,
კერიასთან რომ ჩამოჯდება საღამოს პირზე.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Mar 07, 2011 2:46 am

ხო არვიცი რატომ მიყვარს ეს ლექსე ასე ძალიან და იყოს აქაც... Smile

გაწუწული ლექსი

ზეცას თვალში ჩაუვარდა მზე და
ეს დღეები უჩვეულოდ ტირის,
მეზობლის ბიჭს დაეკარგა მზერა,
გოგოს გაჰყვა ნაწვიმარზე ტივით.
ქუჩებს ფეხი აერიათ, მუჭა-
მუჭა დააქვთ მომწყვდეული სევდა,
თავმოხდილი დგას დუმილის ჭური,
ხაპავს გამვლელ-გამომვლელი,
ხედავ
წლები როგორ გადმოფინა თოკზე
ქალმა, მერე შეისწორა თმები,
გუშინ სახლთან, ბრმა ჭადარი მოკლეს,
დაინახა სხვა თვალებზე მეტი
იქნებ...
ახლა განწყობაა ცივი,
უფრო, ვიდრე ჩემს ჭიქაში ყავა,
მე უქოლგოდ სიარული ვიცი,
მეამინდეს მუცლიდანვე დამყვა.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Mar 07, 2011 2:48 am

ჩორთით...

ჩორთით,
უბელო ცხენით,
გაუხედნავი როკვით,
მხოლოდ მთებისკენ,ზევით,
ნისლებს მოვიხვევთ ზურგზე...
ულაყს სიფიცხე სისხლში,
ახლა ძნელია ათვლა,
დაბადებიდან ჩემში,
მოვკალი შიშის განცდა.
ხეთქავს ძარღვებს და ჰეი,
გადავუარეთ ჭალებს,
ქშინავს დაღლილი ბედი,
ფრუტუნით ვუსტვენთ ქარებს.
ჩორთით,
უბელო შავნა,
ჩემი უნალო ცხენი,
მაღლა, მთებისკენ, მაღლა,
ღმერთამდე არც თუ შორი...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ირინკა - ირინე წიკლაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: