არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირინკა - ირინე წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Sat Mar 28, 2009 11:44 am

ჟ ი ნ ი

გაუთავებელ წვიმებს მგონი არ უჩანს ბოლო,
ყველას გარშემო მოურგია საწვიმარები,
ფეხქვეშ მოვიქცევ დღეს სამყაროს, ყალბს, უნაყოფოს,
თავს არ მოვუხრი, აღარსდროს დავემალები.

აღარ დავტკეპნი მილიონჯერ გადახნულ ბილიკს,
ჟინი მაქვს ცეკვის, ნამუსს ავხდი მიწას ტერფებით,
შიშველ სურვილთან განშორება რაც უფრო მიჭირს,
შენ და სისუსტე შეგრძნებებში მინახევრდებით.

მთვარიან ღამეს ვეტმასნები მრუში ქალივით,
ვიბრძვით, ვიღლებით ემოციით, აჩრდილი ვქრები,
თავბრუს დამახვევს მოგზავნილი, ურჩი აპრილი,
გავრეალისტდი, ძირში მომჭრა ცხოვრებამ ფრთები.

და მაინც, სუსტი თუ ძლიერი, ხომ მქვია ქალი,
ჟინი მაქვს ცეკვის, ნაფლეთებად დაგიყრი სივრცეს,
სიცოცხლეს ყველა ნაგლეჯ ცოდვას ლოცვით ავაჭრი,
მერე სხეულსაც თენებამდე, გავუშვებ ცისკენ...

drunken
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue Apr 07, 2009 1:05 pm

აზარტი

ქურდულად ვუგორებ ცხოვრებას კამათლებს,
წაგება-მოგების საზღვარზე ვთამაშობთ,
რაც უფრო ფლიდი ხარ, მით უფრო ამართლებს,
აზარტი გიჩემებს და მაინც არ ნანობ.

გდარაჯობს სიფხიზლე ჭაობის კარებთან,
წესები საზღვრებში, აქ, თურმე არ არის,
რაც უფრო სიღმეში ეფლობი, ასეა,
ვიღაცა ფუკებად სინდისსაც აგაცლის.

სულ ცოტა ვისკიც და ამჩნევ რომ ქაქში ხარ,
(დაღვარა ათასი განცდები მზემ ცაზე),
მინდა რომ პარტია (დ)ავჩეხო თავიდან,
რისკი და ჭიდილი იმონებს ერთმანეთს.

ამ ხელში ჩიხში ვარ, მომიგებ (თუ) მაინც,
ხვალ ყველა გასასვლელს უკვე მე მოგიკლავ,
ფორტუნაც იცვლება, დაჯდება დუ შაში,
ცხოვრებას ვუგორებ კამათლებს შორიდან.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue Apr 07, 2009 1:06 pm

ორი კაფია

სახეს გარიდებ?
მეშინის,
არ “დამიკრიფო” სიწითლე,
ღაწვებზედ ჩამოწოლილი,
ცვარ-ნამად,
მემრე პირიმზეს
ვაბრალებ,
ჩემი თოლების
რავუთხარ ასეთ სიგიჟეს,
ბაგემ დამალა სურვილი,
გამყიდა წამწამთ სიბრიყვემ.

** * **

ვერ გიმხელ,
ნისლში გავხვიე
ეს ჩემი გულის ნადები,
ვაჟო ავდრად თუ დაგლიე,
სულში რარიგად მამები?
ჩამაჰხე ემა შავნადან,
მაგრად მამხვიე მკლავები,
ჯობია შენად მიგულვო,
ჩუმად ცეცებას თვალების.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue Apr 07, 2009 1:06 pm

ბოდვა!!!

ჩემი ხასიათი არითმიულია,
მუზამ ,,დამიკრიფა” ფიქრი ვადამდელი,
ლაგამამოდებულ ამინდს მიუსია,
ურჩმა გაზაფხულმა ჩიტი-მაჭანკლები.

მკერდი შეალეწეს ზამთარს ბეღურებმა,
ნუშებს მოუღეღავთ თეთრი გულის პირი,
უკვე რახანია აღარ მებუტება,
მთვარე ბოდიალა, ბოდვის სურვილივით.

და ვაზის ცრემლებად დილა იწურება,
(ქარში მოცეკვავე წვიმად გისურვებდი),
დრო რომ ნატერფალებს ქვიშაში ურევდა,
სევდას მიეძინა ღამის თბილ უბეში.

როგორც მოტრფიალე ქალი-ბოშა ვნებად,
რხევა-ხეტიალით, აჭრილ ნამქერივით,
ახლაც ტკივილებით დაძრწის მონატრება,
ალბათ სიმთვრალემდე ალაგს არ შეიცვლის.

მიწას დაებზარა გული სიმარტოვით,
ბედი, აჩეხილი კარტივით ჩუმია,
ბოდვა დავიჩემე, იყო, გიამბობდი...
ჩემი ხასიათი არითმიულია.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Apr 09, 2009 12:23 pm

მ ო დ ი

მთვარე ჩამოეყრდნო ღამეს სამკაულად,
გვიან გათენება მგონი დავიჩემე,
მოდი შემიხსენი გულზე საკინძე და
ვნების ნამცეცები ლოცვით ამიკენკე.

ყველა ნაფიქრალი სასმელს ამოვავლოთ,
მერე დავაბრალოთ (ვითომდა) სიმთვრალეს,
სანამ ნალბობ სიტყვებს სუნთქვა ამოაშრობს,
სანამ გაგიშიშვლებ სხეულს, სულს, დილამდე.

პეშვით ნაიარევ გრძნობებს დაგილაგებ,
შენმა შეხებამ რომ სისხლში გამიაროს,
თითო ნატყვიარი კოცნით დამიამე,
მხოლოდ არ მინდიხარ სხვასთან საზიარო.

ცას რომ ააკვნესებს სხივი განთიადზე,
ჩვენი განშორება მორცხვად მზეს შევუნდოთ,
ჩემი გულის გარეთ, შორს თუ დაბინავდე,
დაღლილ უჩემობას იქნებ შეეგუო.

ურცხვად ჩამოეყრდნო ღამეს სამკაულად,
მთვარე, მონატრება მგონი დავიბედე,
მოდი შემიხსენი გულზე საკინძე და
ვნების ნამცეცები ლოცვით ამიკენკე.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Apr 29, 2009 8:35 pm

ძუნწი შეგრძნებებით..

ნამუსგარეცხილი, ძუნწი შეგრძნებებით,
როგორც ნაბოლარა, ზურგზე ამეკიდა,
დრო და მაწანწალა მთვარეს ვებევრები,
ღამეს განთიადი ხორხთან გაეჩხირა...

კოცნით აეწვება მკერდი კავკასიონს,
ნაფერთხ ალიონზე სხივებს ჩამოვათლი,
იქნებ ეს სიცრუეც ისევ გაპატიო,
მაინც შეგიფარო, პირმშო ნაობლარი.

სიტყვით ავილესავ სათქმელს იმ ლექსებზე,
აქვე კარის უკან, ყეფით რომ მოსთქვამენ,
კალამს საყელურად უფრო იყენებენ,
ძაღლურ მოთმინებით მუზის მოთოკვამდე.

სახეალანძული დარბის დედამიწა,
დროა ხასიათში სანგრებს ჩავუღრმავდე,
ომში ოცნებებს თუ ენდე, ვერაგია,
ჩაკლავს ყველა სურვილს თვალის დახუჭვამდე.

ნამუსგარეცხილი, ფლიდი შეგრძნებებით,
(თითქოს არაფერი შენ არ გიღონია)
ფიქრებს უსიცოცხლო თუაქვს, მენდე, ფერი,
მაშინ გამარჯვება ბევრად იოლია...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Apr 29, 2009 8:37 pm

საზღვრების გარეშე

მაშ, არავითარი საზღვარი ჯონათან..."
(არც ლექსში).
მე ფრთებით გავივლი ჰაერში,

გ. არაბული


მაშ არავითარი ბორკილი ამ სულზე,
სხეულიც ეჩვევა მსუბუქად სიარულს,
(ცრემლებით დაულბო წვიმებმა მზეს უბე)
და ჩემში არ შევწყვეტ სამყაროს ჟრიამულს.

სიმშვიდემ ამბოხით ატეხა განგაში,
ვუღობავ სხვა ფიქრებს დამშეულ კალაპოტს,
მთვარეს რომ ლოგინში ჩურჩულით ვაგზავნი,
თოლია დილამდე ტალღებზე თამაშობს...

რამდენჯერ დაღამდა ცხოვრების თვალებში,
მიწაზე ბეჭებით გამაკრა ოცნებამ,
რამდენიც ავდექი, იმდენი დავეცი,
ხანდახან მგონია, რთულია მორევა...

და მაინც ვინ თქვა რომ საზღვრები შორია,
ან ფრთებით გარღვევა კედლების არ ძალმიძს,
ჯონათან, ხანდახან ისიც კი მგონია
ვინ იცის, საზღვრები საერთოდ არც არის...

ოცნებებს დავუყრი ცას ფეხის ტერფებთან,
(ყალბი ჩარჩოები სისხლს ვეღარ აჩუმებს),
სურვილი გაფრენის სხეულში მერევა,
მაშ, არავითარი ბორკილი ამ სულზე!
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed May 06, 2009 10:51 am

irinka wrote:
საზღვრების გარეშე

მაშ, არავითარი საზღვარი ჯონათან..."
(არც ლექსში).
მე ფრთებით გავივლი ჰაერში,

გ. არაბული


მაშ არავითარი ბორკილი ამ სულზე,
სხეულიც ეჩვევა მსუბუქად სიარულს,
(ცრემლებით დაულბო წვიმებმა მზეს უბე)
და ჩემში არ შევწყვეტ სამყაროს ჟრიამულს.

სიმშვიდემ ამბოხით ატეხა განგაში,
ვუღობავ სხვა ფიქრებს დამშეულ კალაპოტს,
მთვარეს რომ ლოგინში ჩურჩულით ვაგზავნი,
თოლია დილამდე ტალღებზე თამაშობს...

რამდენჯერ დაღამდა ცხოვრების თვალებში,
მიწაზე ბეჭებით გამაკრა ოცნებამ,
რამდენიც ავდექი, იმდენი დავეცი,
ხანდახან მგონია, რთულია მორევა...

და მაინც ვინ თქვა რომ საზღვრები შორია,
ან ფრთებით გარღვევა კედლების არ ძალმიძს,
ჯონათან, ხანდახან ისიც კი მგონია
ვინ იცის, საზღვრები საერთოდ არც არის...

ოცნებებს დავუყრი ცას ფეხის ტერფებთან,
(ყალბი ჩარჩოები სისხლს ვეღარ აჩუმებს),
სურვილი გაფრენის სხეულში მერევა,
მაშ, არავითარი ბორკილი ამ სულზე!


ეს ლექსი ძალიან მიყვარს, ირიიიი...მშვენიერია!

sunny
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed May 06, 2009 5:37 pm

jalalinaaaaaaaaaaaaa I love you

რადგან...

რადგან მოლოდინი მაინც დამიობდა,
(ხმელი უსირტყვობაც ფოთლებს გავატანე),
ამბობ, ოცნებებით ცამდე ადიო და...
საზღვრებს ვინ დამიდგენს, წავალ ან სადამდე?

სივრცეს გადაუსწრო დრომ ჩემს ხასიათში,
ვგრძნობ რომ ისევ ისე გამიშემოდგომდა,
რავქნა, მეამბოხე, გავხდი შარიანი,
სულში ავიკიდე ქარი და როგორღაც...

იქნებ დავიჯერო, მზემდე გავფრინდები,
ნაიარევ ფრთაზე სულს თუ შემიბერავ,
თუკი სიახლოვედ ჩემში გაწვიმდები,
პეშვში მოგაგროვებ ყოველ შებინდებას.

რადგან ემოციის სრული სიშიშვლეა,
ბევრად იოლია რთული ამინდებიც,
რადგან ოცნებები, ჩემი, სიგიჟეა,
საზღვრებს გასცდიო და...
ცამდე ავფრინდები...
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed May 06, 2009 9:05 pm

me dabla batuts gavWimav, balrebo scratch
Back to top Go down
View user profile
xelovani



Female
Number of posts : 13
Age : 27
Location : sxva qucha
Job/hobbies : photography
Humor : me var
Registration date : 11.05.09

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon May 11, 2009 3:21 pm

sunny

iriii..
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue May 19, 2009 1:53 pm

mariaaaaaaaam Very Happy :*

gviril... sunny

დიაგნოზით...

ისე მეკიდები ხასიათში,
როგორც ალკოჰოლი კაპილარებს,
ღამე ბევრად უფრო შარმიანი,
სუნთქვით მოგონებებს დამიამებს.
ფიქრებს დავაყოლებ მოწევამდე
ყავას,
ერთი ღერი სინანულიც...
და თუ კიდევ ძლიერ მომენატრე,
ჩემში ჩაგაფერფლებ სიგარეტით.
დროში უმიზეზოდ მეძნელები,
მაინც ახირებად დამემართე,
მგონი ემოციებს ვერ ვერევი,
უნდა ამიტანო “გაფრენამდე...”
მთვარეს შეეყარა დეპრესია,
ახლა გაგიჟებაც შემიძლია,
მუხლზე ჩამოსმული დიაგნოზით,
მე დღეს უშენობით შეშლილი ვარ.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue May 19, 2009 1:54 pm

სულის თითებზე

ყოველ შებინდებას ქვაფენილი,
მხრიდანლოდმოხსნილი როცა ხვნეშის,
კადრი-სიმარტოვე, გაცრეცილი,
მიცვამს სხეულად
და
რჩება ჩემში...
ღამით, ნაწვიმარზე ,მელოდიად,
ფიქრებს, როგორც ნოტებს, პიანოზე,
ვაწყობ: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი
და
კვლავ მკვდარ სიმშვიდეზე გიამბობენ...
აქ, ჩემს სამყაროში, შენს ქუჩაზე,
გრძნობა სიმფონიად ქარებს დააქვთ,
ყველა დაპირებას ფერს ვუხამებ,
დროს მკვლელ ხელებში რომ შემოაცვდა.
. . .ახლა გათენება იცვამს სამოსს
და
სულის თითებზე ვითვლი დაღლას,
ვტოვებ გამოგონილ გულის სადგომს,
სხვა გზით, შენი ქუჩის გავლით წავალ...
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue May 19, 2009 4:10 pm

გვირილა (კაფია)

მიცქერ
მზესავით ცერ-ცერად,
ხანდისხან მაჰყევ ღიმილსაც,
გატყობ სურვილი გერევა,
ცვრად დამიფინე დილისა,
გულზედ,
ავდრისთვის დამინდე,
სხვისთვის
არც ფიქრად გინდივარ,
მოდი ყოილად მამწყვიტე,
მთისგან ნაშობი გვირილა.

flower
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed May 20, 2009 12:56 pm

te flower

მოგცლია თუ ძმა ხარ !

ხედავ? ერთგულება როგორ გაგვიძვირდა,
წიხლი ჰკრეს კარს უკან ატუზულ ნამუსსაც,
ყველა ღიმილი და სიტყვა არის შირმა,
ადამიანობა მუცლადვე განულდა.

ნიღაბმორგებული, ვინმე არაკაცი,
აუპატიურებს ურცხვად დედამიწას,
თავის ნაბიჭვრებით, როგორც "მამაკაცი",
ჯაყო-სიამაყეს ულვაშს შეაწმინდავს.

ჩემში ტკივილები უხმოდ ბერდებიან,
ვიღაც მედროვე კი "ფანია" მონობის,
სხვის წაგების ხარჟზე, რომ არ ჩერდებიან,
დილიდან უზმოზე დაგჩემდა ლოთობა.

...მერე შენც დამიწყებ, რჩევა-დარიგებას
ტყუილმა სიმართლეს უძახა უმძრახად,
ცხოვრებაც მეყოფა ჭკუის დამრიგებლად,
ჰმ... გამოსწორება? მოგცლია თუ ძმა ხარ!
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed May 20, 2009 1:14 pm

flower chemi iri...
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed May 20, 2009 1:32 pm

"ხედავ? ერთგულება როგორ გაგვიძვირდა,
წიხლი ჰკრეს კარს უკან ატუზულ ნამუსსაც,
ყველა ღიმილი და სიტყვა არის შირმა,
ადამიანობა მუცლადვე განულდა."



Smile რა მართალი ნატქვამია, ირი, ლექსში...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Sat May 23, 2009 7:35 pm

მეგვირილე ანუ მე-გვირილა

განწყობა? რა გითხრა, გვირილას ჰგავს,
სიცივით მხრებზე ფრთებ ჩამოყრილი,
ტკივილი სიყვითლედ სულში დაჰკრავს,
სითეთრე სხეულზე სამოსივით...

გავრთულდი, ყველა ჩემს ახირებას,
ვაბრალებ წვიმებს და წვიმა არ ჩანს,
მეგონა დუმილი აიშვებდა
და საბელს ლექსები ინახავდა.

სურვილებს ფილტვებით დავატარებ,
უსიტყვოდ ეყრება ღამე მიწას,
მოგიხმობს ხმამაღლა, წამზე ადრე,
სული, ამ სხეულის სარკმლებიდან.

განცდებით სრულიად დავიკოპლე,
ხასიათს ვაშიშვლებ, როგორც ქარი
მინდორში, ძალით რომ დაიმონებს
ყვავილს და საკაბეს ურცხვად გახდის.

ასე ვარ, რა გითხრა? მზის სხივებად,
აკეცეს ღრუბლებმა თმების სიგრძე,
დავკრეფავ განწყობას გვირილებად,
ვიქნები უბრალოდ (მე)გვირილე...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Sat May 23, 2009 7:35 pm

სიკვდილო !!!

სიკვდილო, მეცეკვე სიკვდილამდე,
სიცოცხლემ მსურს ტაშით გამაცილოს,
ნასუფრალს მოადგა ფლიდი ღამე,
მთვარე სხეულიდან გასვლას ცდილობს.

მანამდე დამისხი, კიდევ ერთხელ,
ტკივილი, ბოლომდე გავილეშო,
ცხოვრებას ძალიან ცუდად ვენდე,
იმედებს სულიც რომ შევალეწო.

გიტარა, ავირჩევ ბრმა მუსიკოსს,
წვეთები მასკდება მკერდზე ღილად,
სველ ტანზე მხეცივით დაბუინობს,
ბოჰემამ იფეთქა გენებიდან.

ნაკვთებზე ჩრდილები თამაშობენ,
გრძნობები იცვლება, სევდა-შვებად,
თითები ბგერებში ბანაობენ
და ცა ჩემს ფეხებთან ენარცხება.

ტერფებით დავითვლი მკრთალ ვარსკვლავებს,
დავბზარავ ჭრელ კედლებს ნაწვიმარზე,
კვამლში ბოლო ამბოხს ანაფაზებს,
ტუჩები,
ქარიშხლად დავიბადე.

სიკვდილო, ვხედავ რომ შენს თვალებში,
სურვილად ვანთივარ, გჭამს ვნებები,
აიშვა ბოჰემამ, სიკვდილამდე
მეცეკვე და მერე დაგნებდები.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Jun 10, 2009 2:43 pm

ბ ე ...

ნარცისებს ფერი აქვთ სისხლის და
ტკივილებს ვერაფრით ვიამებ,
ბე, სითბოდაცლილი, სიკვდილთან
წახვედი, ვეღარც კი გიამბე...

ფიქრებით, ღამეში გეძებდი,
ცრემლებით ვიბანდი ცხელ ღაწვებს,
ლოცვებში რამდენჯერ ფერებით,
ვამბობდი ჩურჩულით შენს სახელს.

ტირიან გაზაფხულს ვაზები,
ჩეროში გახუნდა აპრილი,
დაყარა დღეს სევდამ ნალები,
ჯირითობს ბრმად ლაგამაყრილი.

სოფელმა დაკარგა ბავშვობა,
დაიმსხვრა ის მყუდრო ნაჭუჭი,
ეზოში ბანცალებს, დაობლდა,
სილაღე გაცვეთილ ფაჩუჩით.

დადუმდნენ მოხუცი ვერხვები,
აქ, ქარმაც იცვალა სადგომი
და ისევ თავიდან ვეჩვევი,
სიცივეს, შიშველი სამოსით.

...სიცოცხლეს სიკვდილის ფერი აქვს,
ბე... იცი? დაწყლულდა თვალები,
ტკივილი აქ არის, ჩემშია,
სულს მიფლეთს სისხლიან ბრჭყალებით...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Jun 10, 2009 2:43 pm

მამ...ი (წერილად)

"ალბათ პაპას თუ ემგავანებოდი,
მამი, სიბერეს, რომ მოსწრებოდი..."





უკვე რახანია, აღარ მოვიწერე,
ვცდილობ დაგიამო გულის მისადგომთან,
მამი, ეს აპრილი რომ ვერ მოვინელე,
ახლა ყველა ტკივილს ერთად გიამბობ და
ამ ჩემს უსიტყვობას დაღლას დავაბრალებ,
ხედავ? გაზაფხულმა ფრთები დამიკეცა,
ყველა მოგონებას სულით დავატარებ,
ჩუმი მონატრებით ცრემლიც დამიბერდა.
სიზმრებს ველოდები, ურჩი იმედებით,
მტკივა, უღმერთოდ რომ ძილიც დამიობლდა,
ერთდროს სიამაყეს ჩემსას იფერებდი,
ახლა ოცნებებიც თითქოს ჩამიობდა.
მამი შევიძულე შენით მე-აპრილი,
ისე უსისხლოა, ისე ცოდვიანი,
თურმე არ ყოფილა, ჩანდა მეამიტი,
როგორ მოგატყუა ციცქნამ გოლიათი...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue Jun 16, 2009 1:40 pm

მ ა პ ა ტ ი ე

ეს ვერერთგულებაც მაპატიე,
(უკვე რახანია ჩემთან არ ხარ),
თურმე სიშორეც კი ღალატია,
ღამეს უძილობა ჩაენაცვლა...
ფიქრმა სულს შეუხსნა ალაყაფი
სევდის,
გარინდება არ მჩვევია,
მთვარე ჩამშვებია, არაკაცი,
გრძნობებს აშიშვლებს და
ალერგია
მგონი დამემართა უშენობის,
წამებს ნაფაზებში ვასამარებ,
სუნი ჩემს განწყობას დაჰკრავს ობის,
უფრო მომენატრე,
განა რამე...
ყეფით ამედევნა წარსული და
მთვარე ამ სიშიშვლით გადავრიე,
ყველა ღალატი ხომ ფარულია,
ეს ვერერთგულებაც მაპატიე...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Jun 24, 2009 6:20 pm

ცას აქეთ

მე და შენ ვუბნობდით ცას აქეთ,
ცის იქით ცვიოდნენ ვარსკვლავნი,
წვებოდა ნისლები ქარაფზე,
როგორც მზე ღრუბლების ნაბადში.

ხანდახან ბარდნიდა სიჩუმე,
ღიღილოს, ფრიალა საკაბით
ჰყვარობდა ღორღებზე მდინარი,
ბებერი, ბუზღუნა არაგვი.

სიბნელეს აკრთობდა თვალები,
თვალებში ჩნდებოდა თენება,
გადაღმა, კეკლუცი ქარები,
სულ თითის წვერებზე დგებოდა.

ვიღაცა ამბობდა ლეგენდებს,
ჭორ-მართალს ურევდა მავანი,
მთას წვიმა კალთებზე ეფერა,
(არ იყო უსიტყვო ღალატი.)

მე და შენ ვუბნობდით ცას აქეთ,
ცას იქით ცვიოდნენ ვარსკვლავნი,
ნისლები ეტრფოდნენ ქარაფებს,
მე კი შენ, მზისფერი “ქალაი”.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Jun 24, 2009 6:22 pm

რად მინდა...!

რად მინდა, ცა, თუკი ტანზე ვერ ჩავიცვამ,
არც მიწა არ მინდა ასეთი უსულო,
დათბილულ სხეულში
სული რომ გაცივდა,
ვეჩვევი თანდათან, დღითიდღე, სულ უფრო...

დავყვები მდინარის კალაპოტს თევზივით,
ორივე ლაყუჩში ვაგროვებ სიჩუმეს,
ნაპირზე ტალღები,
მეთევზე-ანკესით,
ხანდახან მჩვევია ლექსებით სიმუნჯეც.

რად მინდა, ფრთები, თუ გაფრენა ძნელია,
ან ქოლგა, ოცნებად მოვარდნილ წვიმაში,
საზღვრები უსაზღვროდ...
დანგრეულ ჯებირებს,
მივაფშვნი სურვილებს, დაბოლილს თრიაქით.

გადავყრი წამებში მოზელილ ხასიათს,
ამბობენ, ვახარბებ ცხოვრებას სიცოცხლით,
როცა ვთხზავ ტკივილებს,
მუცლით კი ვატარებ,
ბავშვობის სილაღეს, ვერმოკლულ სინორჩით.

მზე- თუკი ვერ დავკრეფ ხელებით მის სხივებს,
ქარი- თუ ვერ წამლეკს გადაღმა აისის,
რად მინდა,
არ მინდა ტყუილი სიშიშვლე
და არც შენ მინდიხარ სურვილით დაღლილი.
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Oct 26, 2009 10:40 pm

მოხეტიალე

დღეს ფოთოლცვენამ მომიქსოვა
სევდის საკაბე,
შემოდგომაა, სექტემბრის თვე,
შენ კი არა ხარ,
მენატრები და სულ ამაოდ
ვცდილობ გაგექცე,
გაუსაძლისად,
უნებურად,
მინდა ქარდაქარ...
გამოვყვე დღეებს, შევეხიზნო
სასურველ თითებს,
ამინდს სიყვითლე შეპარვია
სანამ ყვრიმალთან,
შევეხო წამებს, უშენობით
დაღლილს რიჟრაჟზე,
ისე, უბრალოდ,
ამიყვანოს,
ხელში ხანდახან...
მზემ და საკინძედ მივეკერო
სხივებს ალისფრად,
ღამემ მანდილად მოიხურა
სიო დილამდე,
ჩემს მოლოდინსაც დაეწურა
თმენის ფიალა,
ფოთოლცვენაა
და ვიქეცი
მოხეტიალედ...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ირინკა - ირინე წიკლაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: