არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქველმოქმედება

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ქველმოქმედება   Fri Jan 15, 2010 9:52 am



კავშირი "ფშავის ღორძინება-განვითარება" მრავალშვილიან ფშაურ ოჯახებთან შეხვედრას აწყობს
თბილისი 19:57 - 13.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"

14 იანვარს, 12:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების საკათედრო ტაძრის I სართული) ა/ს კავშირი "ფშავის ღორძინება-განვითარება" მრავალშვილიან ფშაურ ოჯახებთან შეხვედრას აწყობს. ფშავსა და მის მომავალს შობა-ახალწელს მიულოცავს და დალოცავს უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათაოლიკოს-პატრიარქი ილია II.

დასალოცად ისტორიული (ბუდე) ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად განსახლებულ რეგიონებში მოძიებულ იქნა 8 ოჯახი: ლევან ხარანაულის, თამაზ წიკლაურის, ვაჟა ზურაბაშვილის - 7-შვილიანი ოჯახები, ზაზა ჯაბანიშვილის 6-შვილიანი ოჯახი (მოელიან მეშვიდე შვილს); ზვიად კარატიელის, მორის პარკინაშვილის, ტარიელ მახაურის, და გივი მახაურის 5-5-შვილიანი ოჯახები.

ღონისძიების სპონსორები არიან საწარმოები და ქველმოქმედები.

უნეტარესის მიერ ამ ოჯახებისა და სრულიად ფშავის დალოცვის შემდეგ დაგეგმილია საზეიმო შეხვედრა ამ ოჯახებთან, სადაც მათ მიულოცავენ და დალოცავენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე თადეოზი, ა/კ "ფშავის აღორძინება-განვითარების" თავმჯდომარე როსტომ მაჩხოშვილი, პოეტები ბესიკ ხარანაული, ჯარჯი ფხოველი, ტარიელ ხარხელაური, პროფესორები დავით წოწკოლაური, რეზო მაჩხოშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, ტრისტან მახაური, ბიჭიკო ცალუღელაშვილი, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი, დუშეთისა და თიანეთის რაიონების ხელისუფლების წარმომადგენლები.

საზეიმო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობი გივი ჩუგუაშვილი, მომღერლები გიორგი უშიკიშვილი, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლი "ფშავი", ბავშვთა ანსამბლი "მზეთამზე". შეხვედრის ბოლოს მრავალშვილიან ოჯახებს სპონსორები გადასცემენ საშობაო-საახალწლო საჩუქრებს.




კათოლიკოს-პატრიარქმა გაჭირვებული ფშავური ოჯახების დასახმარებლად 10 000 დოლარი გამოყო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაჭირვებული ფშავური ოჯახების დასახმარებლად 10 000 დოლარი გამოყო. დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში მისმა უწმინდესობამ მრავალშვილიან ფშავურ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა და დალოცა. პატრიარქმა მათ მაცხოვრის ხატიც გადასცა, რომელიც რიგითობის მიხედვით ყველა ოჯახში დაიდებს ბინას. საჩუქრები მის უწმიდესობას, თავის მხრივ, ფშაველებმაც მიართვეს, მათ შორის - ლელა რაზიკაშვილმა, რომელიც ვაჟა-ფშაველას შთამომავალია. მან პატრიარქს ნაბადი უსახსოვრა, რომელზეც ვაჟას სახლია ამოქარგული. "ფშავ-ხევსურეთი ჩვენი უძველესი კულტურა, უძველესი ქართული გენია. მე არ გამკვირვებია დღეს მრავალშვილიანი ოჯახების წარმოდგენა, ვინაიდან თვითონ რვაშვილიანი ოჯახის მე-7 შვილი გახლავართ. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, სიუხვეს. მინდა, გითხრათ, რომ რწმენისა და შრომის გარეშე არაფერი მოდის. ღმერთმა ინებოს, რომ ფშავი მოსახლეობით გაივსოს,"- განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა. შეხვედრა "ფშავის აღორძინება-განვითარების" კავშირის ორგანიზებით გაიმართა. დასასრულს ფშავურ ოჯახებს სხვადასხვა საახალწო საჩუქრები გადასცეს, რომლებიც მათთვის გაერთიანებულმა პროფკავშირებმა, კომპანია "სოკარ ჯორჯიამ", "BDG ლაგარმა,” შპს "შვეიცარიულმა სახლმა" და სხვა ქველმოქმედებმა შეიძინეს. პატრიარქმა კი “ფშავის აღორძინების კავშირს" გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად 10 000 დოლარი შესწირა.

cheers

ამ ღონისძიებას ეს ჩვენი სანათა აწყობდა და სულ იმას მედავებოდა, – რატომ სცენარს არ მიწერ ამ საღამოსთვისაო...
აბა, რა ვიცი მე სცენარები?..
გუშინ "კურიერშიც" გამოვიდა ამ ღონისძიებაზე სიტყვით...

დღეს კიდევ – ბედობა არის ძველით და თან მისი დაბადების დღეა და...

მივულოცოთ!..

Arrow

მარიამ ხუცურაული

სველ ტილოს ლაქები აყრია ნარგიზის

ლევან ხარანაულს

როგორც ნამათრახებ თეთრონებს,
ქარი ერეკება ღრუბლებს,
ჩემი ალიონის ცრემლებს და
შენი ფიქრებივით უბრებს

და შენ, ნათელი და მაღალი,
თხელი... აწოწილი ლამის,
გამორიდებული ქალაქს და
ჩრდილს კარგი პოეტი მამის,

დგახარ... აესკიზებ თვალებით,
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს,
ორღობის პატარძალ ასკილებს,
კუნელებს - ტყის ჭირისუფლებს.

ხარბად იმახსოვრებ დაფთილულ
ცას - უფლის ნაბოძებ ტილოს.
მსუბუქ თრობასავით ამინდის
ფერის გამორჩევას ცდილობ

და სული, მზის მირონნაგემი,
ფიქრებს გიფერადებს ქუფრებს.
დგახარ... აესკიზებ იორზე
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს.



Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქველმოქმედება   Fri Jan 15, 2010 11:30 am

გუშინდელი დღის მადლი არა მხოლოდ საფშავლოს, მთელ საქართველოს გვეყოფა და პირსაც მოგვწმენდს იმათ, ვისაც ავისა და კარგის გარჩევაში გზა-კვალი აგვრევია და აღარ ვიცით, ვინ გმირია, ვინ გუდაფშუტა, ვინ პატივის მისაგები და ვინ _- გასაკიცხი! სანათამ იმხელა საქმე გააკეთა გუშინდელი დღით და არა მხოლოდ გუშინდელით, რომ თავის დიდი წინაპრებს იმ სოფელში გაუბევრა ნათელი და ამ სოფელში ხო, ბევრს, ადამიანად გვაგრძნობინა თავი.
პატრიარქის გუშინდელი ლიცვა-კურთხევა და ის რაც ამას მოჰყვა, არც მეტი, არც ნაკლები,უწმინდესის შესაფერი და ყველა ღირსეული ქართველისათვის სამაგალითო იყო და იქნება მომავალშიც.
ზარის ხმა ციდან ისმის... გუშინ კი მიწაზე,აქ, ჩვენ დალოცვილ მიწაზე დარეკილი ზარი იყო,რო პირიქით, ცისკენ აგვახედა ყველანი და იმედით აგვავსო, მთისკენ მიახედა სამწყსო,ეგებ და გუშინდელმა მადლმა მართლა უმრავლოს საფშავლოს ნაწილიანები, როგორც სანათამ ბრძანა თავისი ლექსით, ლექსით,რომელმაც გუშინ განსაკუთრებული ხმიანობა და შინაარსი შეიძინა და სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად ეს ჩვენი და და მეგობარი თავის დიდ წინაპრებს ვაჟასა და ხვარამზეს დაუყენა გვერდით - ასე ვამბობ მე, და თურმე ზუსტად ასევე უთქვამს სანათასთვის პატრირქსაც,რომელმაც დღევანდელ იუბილარს არაჩვეულებრივი საჩუქარიც უბოძა. ახლა მე ისღა დამრჩენია მიხაროდეს ეს სიკეთე,მეიმედებოდეს ეს მადლი და ვულოცავდე სანათოს 50-წლისთავს ისეთივე სიყვარულით, როგორც გუშინ ის შესციცინებდა იმ უამრავ ფშავლის ბალღებს და აბა, ჩქარა, ჩქარა, ბალღებოო, რო ეძახდა პატრიარქის წყალობისა და სხვა უამრავი სპონსორის (ეს სპონსორებიც თავადვე უშოვა ამ ოჯახებს) საჩუქრების მისაღებად!
მეამაყები, მარიამო და მიხარიხარ, ღმერთმა ას წელს ეგრე კოპწიად მოგყაროს და ჯანაბას ჩვენი თავი, მერე კიდევა ერთი 50 ცოტა მოხუცურადაც გვეცხოვროს მე და შენა და არ მოგვბეზრებოდეს ლექსობა და ერთმანეთის სიხარულის გაზიარება Very Happy
Back to top Go down
View user profile
 
ქველმოქმედება
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: