არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 12:54 pm



Percy Bysshe Shelley

Ozymandias

I met a traveller from an antique land
Who said: "Two vast and trunkless legs of stone
Stand in the desert. Near them on the sand,
Half sunk, a shattered visage lies, whose frown
And wrinkled lip and sneer of cold command
Tell that its sculptor well those passions read
Which yet survive, stamped on these lifeless things,
The hand that mocked them and the heart that fed.
And on the pedestal these words appear:
`My name is Ozymandias, King of Kings:
Look on my works, ye mighty, and despair!'
Nothing beside remains. Round the decay
Of that colossal wreck, boundless and bare,
The lone and level sands stretch far away".

პერსი ბიში შელი

ოზიმანდია

შემომხვდა მგზავრი, მომავალი ძველისძველ ქვეყნით,
მითხრა, ვნახეო აღმართული ქვის ორი ფეხი,
მყარად ჩამჯდარი ცხელ ქვიშაში მთლად უტორსოდა,
იქვე ეგდოო კაცის სახეც. ღმერთმა უწყოდა,
ჰქონდაო ტუჩი
დამჭკნარი და შეკრული წარბი, იერი – ცივი.
მედიდური, განა თუ ხარბი.
ო, მოქანდაკეს ვით უგვრძნია და დაუნახავს
ვნებები, დროის ეს მანძილი რომ გადმოლახა!
ამ უდაბნოში კაცმა შექმნა ყოფის შარადა,
პიუდესტალზე ამოკვეთა სიბრძნე მარადი!
- ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული,
ძლიერნო ამა ქვეყნისანო, შეძრულნო შურით!
წარმავალია ყოველივე ამ ქვეყნად, იმცნეთ, -
მხოლოდ უდაბნო გაჭიმულა თვალუწვდენ სივრცედ.

ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა


The Funeral of Shelley by Louis Edouard Fournier (1889); pictured in the centre are, from left, Trelawny, Hunt and Byron

მეორე – პერსი ბისი შელია, თავზეხელაღებული ინგლისელი პოეტი, არავის რომ არ შეჰპუებია – არც რომის პაპს, არცა თავისი სამშობლოს ხელისუფალთ და არცა დაეჭვებულ ირლანდიელებს, ინგლისის კაბალისგან თავდასახსნელად რომ მოუწოდებდა, რადგან, ავტორის სიტყვით: “სრულებით არა კმაროდა შენი ქვეყნის თავისუფლება: გინდა შენ ყოფილხარ დაპყრობილი და გინდა სხვა მოგიქცევია შენს საზღვრებში”. რამდენი რუსი მწერალი ჩამოსულა ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში: პუშკინი თუ გრიბოედოვი, ლერმონტოვი თუ ტოლსტოი, ბულგაკოვი თუ ესენინი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი, და რა სავალალოა, რომ ერთი მათგანიც ვერ ამაღლდა პერსი ბისი შელის სიმაღლემდე...


The 'Younger Memnon' statue of Ramesses II in the British Museum thought to have inspired the poem Ozymandias by Percy Bysshe Shelley


Last edited by ბობო on Wed Jan 13, 2010 6:23 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:04 pm

ჯეინს

მე ბავშვივით მჯერა,
ვარსკვლავებთან ამიტაცებს მაღლა
ღამე,
კვლავ შენი ხმის ჟღერა
და გიტარის კვნესა ისმის ახლა
წამერთ,
სავსე მთვარის სხივებს
ვეწაფები ბედისაგან კრული
ხარბად,
უსიცოცხლო სიმებს
შენ შთაბერე მშვენიერი სული
ალბათ.

არ მომძლავრდეს ნეტავ
სუნთქვა მთიდან მობერილი ცივი
ქარის,
ფერხთით ცვარს რომ ვხედავ,
მელოდიის გაბნეული მძივი
არის,
დაიღალო თუნდა,
კვლავ იმღერე, სანამ ნათობს ცაზე
მთვარე;
უგალობო უნდა
მას, რაც ასე ტკბილია და ასე
მწარე.

ინგლისურიდან თარგმნა დარეჯან კაპანაძემ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:06 pm

ინგლისი 1819 წელს

მეფე ბებერი, ჩლუნგი, შტერი, გროვა ქვიშისა,
ხოლო პრინცები ნაშიერნი ბილწი ჯიშისა,
რომ იხრჩობიან ხალხის ზიზღში. კვნესაში, გესლში,
მმართველნი – ამა ქვეყნისა რომ არარა ესმით,
წურბელებივით რომ მიჰკვრიათ ქვეყანას ეულს,
ვიდრე სისხლის ტბა არ წალეკავს მათ დონდლო სხეულს
ხალხი მშიერი, უსასოოდ დევნილი მარად,
ჯარი – დაშლილი და მიმდგარი დაღუპვის კარად,
ორპირ მახვილად რომ ქცეულა მათ ხელში განგებ,
ყალბად მოჭვილ ამ კანონებს ვინაც განაგებს.
გაყიდულია ღმერთი, რწმენა, სულს სევდა ათოვს,
ხოლო სენატი ქანდაკივით დუმს მარტიდმარტო,
დამსგავსებია სასაფლაოს, რომლის სიღრმიდან
იქნებ ოდესმე შვების ლანდმა ამოანათოს.

ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა.


Last edited by ბობო on Wed Jan 13, 2010 1:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:08 pm

სტანსები

გამომეთხოვე! მთვარემ სხივი მოჰფინა ჭალებს,
ცისფერ დაისის მქრალი შუქი შესვეს ღრუბლებმა,
გამომეთხოვე! შმაგი ქარი მოუხმობს ღამეს
და ზეცის ნათელს შავი მწუხრი დაეუფლება.

ნუ შეჩერდები! ყოველი ხმა მოგძახის,_ წადი!
ნუღარ აცდუნებ ცრემლთა დენით
მღელვარ გონებას,
მიჯნურის თვალნი შენთან ყოფნის
ფარავენ წადილს
და შენი ვალი დაგიბრუნებს განმარტოებას.

წადი! მოგელის შენი სახლის მდუმარე კარი
და ობოლ კერას დააფრქვიე ცრემლი ულევი,
უმზირე, როგორ მიმოდიან ჩრდილები მქრალი
და ქსელს ხლართავენ სევდიანი მხიარულებით,

შემოდგომის ჟამს ტყე მჭკნარ ფოთლებს
დაგაყრის თმებზე
და გაზაფხულზე შენს ფეხთაქვეშ
კვირტი იელვებს,
მაგრამ ამ ქვეყნად ყოველივეს სიკვდილი ეძებს,
რომ ცივ ხელებით დაუმკვიდროს სიცარიელე.

იძინებს მთვარე მთების იქით, ისვენებს ქარიც,
ღრუბლის ჩრდილებიც არ იძვრიან ნათელი ღამით,
მცირე ხნით მაინც სულს მოითქვამს
ზღვა ბობოქარი
და რაც მოძრაობს, შრომობს, იღწვის_
ისვენებს წამით.

შენც დაისვენებ სამარეში და განქარდება
ვით მოჩვენება, შენი სახლი, ბაღნარი შენი,
ხსონვა და მძაფრი სინანული, მწველი ფიქრები
და ეგ ღიმილი, შენ რომ ასე ძალია გშვენის.

ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:11 pm

სიყვარულის ფილოსოფია

ყველა ნაკადი მდინარეს ერთვის
და ოკეანეს ყველა მდინარე,
და აღძრავს ქარი ზეცაში,ერთი
მეორის ღელვას ნისლში მძინარეს.
ქვეყნად არავინ დარჩება კენტად,
აერთებს საგნებს კანონი ღვთისა,
რატომ არ უნდა კვლავ უფრო მეტად
გავერთიანდეთ ჩვენც მსგავსად სხვისა?

შეხედე, მთები ჰკოცნიან ზეცას
და ზღვა ზავირთებით ეკვრის ნაპირებს,
თუ ივიწყებენ ყვავილნი დებსა,
მათ მიტევებას არვინ აპირებს.
სხივების ხვევნით მზე მიწავს მოსავს,
მთვარე ზღვას ჰკოცნის ღამის ოცნებით,
მაგრამ რას ვაქნევ მე იმათ კოცნას,
თუ კი არც შენგან დავიკოცნები?

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი გაჩეჩილაძემ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:13 pm

მიძღვნა

1
ერთი კარგი სიტყვა ბევრჯერ შეულახავთ,
მეც კი შემიცოდავს იქნებ.
ერთი კარგი გრძნობა ცუდად შეუნახავთ
ამით ნუ იმძიმებთ ფიქრებს.
ვერც იმედებსა და ვერც უიმედობას
გულში ვერ ვინერგავთ მყარად.
ჩემთვის შენი ერთი წრფელი თანაგრძნობაც
ზღვა ბედნიერებად კმარა.


2
ვერ შემოგთავაზებ გრძნობას უსათუთესს,
სიყვარული რომ ეთქმის,
მიიღე ჩემგან თაყვანი ისეთი,
უარს რომ არ იტყვის ღმერთიც.
ვარსკვლავებს მიელტვის პატარა ფარვანა
განთიადს ესწრაფვის ღამე.
მოწყალედ შემინდე, ამიგე კარავი,
ნუგეშად მითხარი რამე.

ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:16 pm

ზამთარი

იყინებიან ჩიტუნები დაბურულ ტყეში,
ზამთარი შმაგი მძვინვარებით სიცივეს აფრქვევს.
შავად აჩნია მძვინვარებით თევზების ლაქა
მბზინავ ყინულის ქათქათა სარკეს.
მამებს ბავშვები შემოუსხამთ ცეცხლის ახლოს და
სიცივე მაინც ძვალში ატანს ცეცხლის წინაშეც.
რა ეშველება იმ საცოდავ, მოხუც მათხოვარს,
უნუგეშოდ რომ დარჩენილა გარეთ, ყინვაში.

ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:20 pm

ინდური სერენადა

I
როგორც კი თვალი მიმელულება,
ვიღვიძებ უმალ, შენ მეზმანები,
ცაზე ვარსკვლავი ელავს ულევი
და ქრიან ღამის წყნარი ქარები.

ვიღვიძებ, რადგან კვლავ იდუმალი
სურვილი ჩემს სულს ავსებს ანაზად,
უნებურ ვხვდები შენი სტუმარი,
ისევ მოვდივარ შენს ფანჯარასთან!


II
შუაღამისას მდუმარებს ქარი,
მწუხრის ნაკადზე მშვიდად ისვენებს
და როგორც ტკბილ ფიქრს აქრობს სიზმარი,
ჩამპაკის სუნიც ქრება ისევე.

როგორც ბულბული ქვითინებს ხეზე
და გულში იკლავს დარდსა და გლოვას,_
მეც ისე უნდა დაგაკვდე მკერდზე,
ძვირფასო, როცა სიკვდილი მოვა!


III
ო, ამიტაცე მიწიდან უცებ!
ამქვეყნად ჩემთვის მზე აღარ ბრწყინავს!
აპკურე ცივ და გაცრეცილ ტუჩებს,
ეგ სიყვარული ამბორის წვიმად!

ვაგლახ გაფითრდნენ ღაწვები ჩემი,
თუმც მღელვარებით ღამე აღივსო,
ო, იგი მკერდზე მიიკარ კდემით
და დადუმდება სამარადისოდ!

ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Wed Jan 13, 2010 1:36 pm

An address to the Irish people - ეს, ნეტავ, არის ქართულად?
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Fri Jan 15, 2010 11:45 am

აქაურ მასალებს რომ ვეცნობოდი, უბრალოდ მომინდა აქ დამეწერა, რომ სულ ახლახან გამოიცა ბორის პასტერნაკის ლექსების ბრწყინვალე თარგმანები "იური ჟივაგოს ლექსები" ბათუ დანელის ნამუშევარი. სხვა რუსების გვერდით ,მაგრამ გაცილებით ამაღლებულ მოქალაქეობრივ და ზნეობრივ საფეხურზე, რატომღაც პასტერნაკის ხსენებაც მომინდა. მას ქართველებმა იმით დაუფასეს ამაგი, რომ რუსთაველის პრემიაც კი მიანიჭეს. ამ წიგნის გამოცემა (გამომცემლობა "შემეცნება, სერია ცა") პასტერნაკის დაბადებიდან 120 წლისტავს დაემთხვა ამ სიახლისათვის ყურადღებიც მიქცევა საიტელების მხრიდან ზედმეტი არ იქნება.
ეს წიგნი მაღაზიებშია შეტანილი და გხოვთ, მოიძიოთ
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
ოზიმანდია, მეფეთ მეფე ვარ გარდასული...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: