არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Tue Jan 12, 2010 4:37 pm



William Butler Yeats

The Black Tower


SAY that the men of the old black tower,
Though they but feed as the goatherd feeds,
Their money spent, their wine gone sour,
Lack nothing that a soldier needs,
That all are oath-bound men:
Those banners come not in.

There in the tomb stand the dead upright,
But winds come up from the shore:
They shake when the winds roar,
Old bones upon the mountain shake.

Those banners come to bribe or threaten,
Or whisper that a man's a fool
Who, when his own right king's forgotten,
Cares what king sets up his rule.
If he died long ago
Why do you dread us so?

There in the tomb drops the faint moonlight,
But wind comes up from the shore:
They shake when the winds roar,
Old bones upon the mountain shake.

The tower's old cook that must climb and clamber
Catching small birds in the dew of the morn
When we hale men lie stretched in slumber
Swears that he hears the king's great horn.
But he's a lying hound:
Stand we on guard oath-bound!

There in the tomb the dark grows blacker,
But wind comes up from the shore:
They shake when the winds roar,
Old bones upon the mountain shake.



უილიამ ბატლერ იეიტსი

შავი კოშკი

უთხარით ყველას, რომ შავ კოშკში ეს სული ლხინობს,
საუზმის ნაცვლად აქ თეფშებზე მხოლოდ მტვერია,
ცარიელია ყველა ჯიბე, მჟავეა ღვინოც,
მაგრამ იცოდეთ, აქ მხედრისთვის ყველაფერია.
აქ დგას ჩაუქი გარნიზონი, ერთგული ფიცის,
სხვისი დროშების დაბლა დახრა რომელმაც იცის.
საფლავში მკვდრები წამოდგომას არჩევენ წოლას.
თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,
აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.
ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.
გვაწყდება მტერი, სპამრავალი, ბილწი, ძლიერი,
ბრიყვები ხართო, მეომრები მგლებივით ყეფენ.
დაგვიწყნიათო თვით ხელმწიფე კანონიერი...
აბა, ბრძოლაში, რა აზრი აქვს, ვინ არის მეფე?!
თუ ბრიყვები ვართ, რად წკმუტუნებს სული ფინიად,
ჩამქრალი ღველფის ასე ძლიერ რად გეშინიათ?
საფლავში მკვდრები წამოდგომას არჩევენ წოლას.
თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,
აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.
ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.
მზარეულს ჩვენსას საჭმლის შოვნა სურდესო თითქოს,
თან ჩიტებს უმზერს, და თან ფეხსაც საეჭვოდ ითრევს,
სამეფო ბუკის ხმა ისმისო და განგაშს ითხოვს,
ბიჭები აბჯრით მოასწრებდნენ შეჯავშნას ვიდრე.
ან სხვას რას მოსთხოვ? საქათმისთვის კვლავ იცლის მელა.
ჩვენ შეძახილი არ გვჭირდება, მწყობრში ვართ ყველა.
საფლავის კუპრი ჩვენს თვალებთან კისრულობს ბრძოლას.
თან ვდუმვარ, ქართა ნაპირთაგან წამოშლას თან ვმზერ,
აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე.
ბებერი ძვლები ბრძოლის ჟინით იწყებენ ჟრჟოლას.

თარგმანი ინგლისურიდან გია ჯოხაძისა



Arrow

მეოთხე - უილიამ ბატლერ იეიტსია, ბელადი ირლანდიური რენესანსისა, კელტური საგების ამაღორძინებელი, რომლებიც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში შეიქმნა პროზაულად, თავიდან ზეპირად ვრცელდებოდა, მეთორმეტე საუკუნიდან სისტემატური შეგროვება დაიწყეს; ეს იყო აღორძინება “წიქარა ძროხის წიგნისა” (ადრინდელი ვერსიით “ხარის გამოდევნა კუალნგედან”) – ირლანდიული ეროვნული ეპოსისა თუ უალის ციკლის საგებისა, რომელთა მთავარი გმირი ზღვის დამლაშქრავი ქუჰულეინია ანდა ქაოლტი, ვინც ღმერთების ციხე-სიმაგრეს შემოარტყა ალყა; ეს გახლდათ ძველი ბარდების – დონაჰ მორის, მიურედაჰ ალბანაჰის, გოფრეი ფიონნის ტრადიციების გამოხმობისა და სამშობლოს სამსახურში ჩაყენების წარმატებული ცდა, რომელიც ჩვენს ვაჟა-ფშაველას ღვაწლსაც მოაგონებს ავტორს – ესეც დამაფიქრებელი პარალელია...


Last edited by ბობო on Wed Jan 13, 2010 6:04 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Tue Jan 12, 2010 4:43 pm

ცირკის მხეცებთან დამშვიდობება

მახსოვს, ვიხილე ცარიელი სრულიად სცენა:
ყოველდღიური ლამპართ ელვა ღველფივით გაქრა,
მე მელოდება ხმელი ძვლების ხაროში ცვენა,
კმაყოფილებას იგრძნობს გული ბოლოჯერ, მაგრამ
ზამთარ-ზაფხული ბერიკაცის ვიდრე ნაზია,
დღეს ჩემი ცირკის ყველა მხეცი არენაზეა.
ოჩოფეხები, ორთვალები შეაკრთობს ნურც ვის,
ლომი, ქალწული, დანარჩენი _ უფალმა უწყის.

II
რა შემიძლია? ძველ ხილვათა ჩამოთვლა მარტო,
ზღვათდამლაშქრავი ოიშინი გემს არ იწყალებს,
მისნურ კუნძულზე კიჩოს დაფშვნის სიზმართა სალტო _
ფუყე ხალისი, ფუყე ბრძოლა, ფუყე სიწყნარე.
ჩაგრულ გულს მხოლოდ ნამღერ ჰანგთა ძალუძს ხსენება,
ნატიფი შოუს გაბრწყინება და დამშვენება.
ვდარდობდი ერთზე, სეირნობას როს წყვილის ვმზერდი:
მომწყურებოდა მამრის სატრფოს მფეთქავი მკერდი.

შემდეგ სიცრუით გაიჟღინთა პიესა მთელი
და ,,გრაფის ასულ ქეთლინადაც“ მოვნათლე მაშინ,
სულგაყიდულად მიიჩნიეს, უწოდეს ,,ხელი”,
მაგრამ სამოთხემ შეაგება მშველელად რაში.
რად დაიღირა ბედისწერა სულზე დანებად?
ფანატიზმმა და სიავემ რად მოჰგვარა რული?
მე მისახსოვრა უცაბედად ავი ზმანება,
რომელშიც კვდება ჩემი ფიქრი და სიყვარული.

ბრმამ და შეშლილმა როცა იწყეს პურის ძიება,
კუჰულინს მაშინ ზღვა შეება გაუხედნავი;
ჩამოიმარცვლა გულის კვნესა მისტერიებად,
მომაჯადოეს ამ ხილვებმა ლექსის მხედარი.
გმირი გმირობამ დააკენტა, რათა ამგვარად
შთანთქას აწმყო და დაიმონოს მეხსიერება,
მე სიყვარული მოხატულმა სცენამ წამგვარა,
არა მათ, ვისაც მიჯნურებად ყოფნა ენება.

III

წმინდა გონებას ანარეკლი სახეთა რჩება.
რაღაც დასრულდა. რა მოჰყვება ხვალინდელ დილას?
ნაყარ-ნუყარი, აღმართული ქუჩებში მთებად,
ძველი კარდალა, ძველი ბოთლი, კონსერვის ქილა,
ძველი კავები, ძველი ძვლები, მეძავის ჯიბე,
და მეც მხოლოდღა ძილის მოგვრა თუ დამჭირდება...
იქ უნდა დავწვე, სადაც ფლასით იწყება კიბე
და გულის დახლზე ჩემი ძვლები გაიყიდება.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჯოხაძემ
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Tue Jan 12, 2010 4:45 pm

ქურთუკი, ნავი და ხამლები

,,რას კერავ ასეთს, ასე რომ ელავს?“

,,მე ვკერავ ქურთუკს მწუხარებისას,
მისი დანახვა მოხიბლავს ყველას,
შევკერავ ქურთუკს მწუხარებისას,
მოხიბლავს ყველას“.

,,რას აგებ ასეთს, გაშლილი აფრით“

,,მე ნავს ავაგებ მწუხარებისას,
სწრაფად იცურებს დღისით და ღამით,
იცურებს ნავი მწუხარებისა
დღისით და ღამით“.

,,ასე ქათქათა მატყლით რას ბეჭავ?“

,,მე ვბეჭავ ხამლებს მწუხარებისას,
რათა იაროს მსუბუქ ნაბიჯით.
არ შეაწუხებს კაცთ სმენას ბეჩავს,
მსუბუქ ნაბიჯით.“

ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Tue Jan 12, 2010 4:46 pm

მშვიდობის ვარდი

მთავარანგელოზს ციდან ძირს რომ ჩამოეჭვრიტა,
როს სამოთხის და ჯოჯოხეთის ბედი წყდებოდა,
შენს დანახვაზე შეიპყრობდა მყისვე ეჭვი და
ციურნი ძალნი ეგებ სულაც დავიწყებოდა.

ის საღვთო ომზე აღარასდროს არ იფიქრებდა,
მტრობას საერთოდ ამოშლიდა სულის ფიცრიდან,
ხომლთა ღეროებს ჩააწნავდა ერთურთს იქვე და
ვარსკვლავთა გვირგვინს შენ ერთადერთს გამოგიწვდიდა.

მთელი სამყარო იხილავდა მის ქედის მოხრას,
თეთრი ხომლები შენს დიდებას იტყოდნენ გზნებით,
საღვთო ქალაქში შეაღწევდი, შეწყვეტდი ოხვრას
და სულ ივლიდი ზეცისაკენ სავალი გზებით.

ღმერთი მხედრობას შუბის ქნევას აუკრძალავდა
და მის სახეზე სათნო ღიმი გახშირდებოდა,
მაშინ სამყაროს აანთებდა ვარდის ძალა და
ედემთან ერთად ჯოჯოხეთიც დამშვიდდებოდა.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჯოხაძემ
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Tue Jan 12, 2010 4:48 pm

ბრუნვა

გაზაფხულს ვუხმობთ ჩვენ ზამთრობით შვების თავდებად,
გაზაფხულობით ზაფხულს ვსახავთ ახალ მესიად,
ხოლო როდესაც ღობეები ახმიანდება,
რიხით ვაცხადებთ, რომ ზამთარი უკეთესია.

მალევე ვამჩნევთ: ვერ ვმშვიდდებით ვერც ერთი მისხლით _
აწ იმას ვწუხვართ, რომ გაზაფხულს ვეღარ ვჭვრეტთ ველად...
რა მიზეზია, რომ მალიმალ გვემღვრევა სისხლი?
ალბათ, ის, ბოლოს რომ სამარეს მიველტვით ყველა.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჯოხაძემ


Last edited by ბობო on Tue Jan 12, 2010 4:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Tue Jan 12, 2010 4:49 pm

არსადაა მეორე ტროა

რისთვის გავკიცხო? რომ არსება ამივსო წყევლით?
რად შეითვისა, ტანჯვისგან რომ მართლაც სჯობს გაცლა?
კაცთაგან რომ არ მიიბოძა პატივი მხევლის
და ფართო ქუჩა რომ ინდომა ვიწრო გზის ნაცვლად?
არა აქვს ნება, რომ სურვილი ჩვენსავით კლავდეს?
თავის ბილიკზე თვითნებურად ვიდოდეს კვალად?
განა არა სჯობს, მდგმურად შლეგი გონება ჰყავდეს,
ვიდრე დიდებამ და პატივმა მოხაროს რკალად?!
ხომ სასაცილო იქნებოდა, ვარდად შლილიყო?
მარტოსულობა, ცაში ფრენა შვენის მის ასაკს,
რომ რაც დღეს არის, ისევ იმად დარჩენილიყო.
სხვა ტროა თუა ნეტავ სადმე? გადავწვავ მასაც.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჯოხაძემ
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Tue Jan 12, 2010 4:51 pm

მას სურს სამოთხის ტანისამოსი

სამოთხის ბაღის ყველა ფერი ტანზე რომ მეცვას,
ოქროს ძაფი რომ ელვარებდეს ზედ მირიადი,
ცისფერით, მკრთალით, მუქით, თალხით შევტრფოდე ზეცას,
ღამის წყვდიადის, შუადღისა და განთიადის,
ფეხქვეშ დაგიფენ, არ მოვყვები კერვას და კემსვას,
თუმც, რაც არა მაქვს, ისედაც ხომ შენია ყველა;
ძირს მიმოვაბნევ სათითაოდ ზმანებებს ჩემსას,
ოღონდაც, ფრთხილად, შენ ახლა ჩემს ოცნებებს თელავ.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჯოხაძემ

Exclamation

ყველა ეს ლექსი, ინგლისურის გარდა, გადმოტანილია აქედან...
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
აღმუვლდებიან ქარიშხლები ქალაქის თავზე...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: