არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მინდია ცეცხლაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 29
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: მინდია ცეცხლაძე   Mon Jan 11, 2010 12:44 pm

O, FRÄULEIN... (ემილის)

ეს ჩემი სისხლი ჩრდილოეთის ოკეანეა,
ეს გულის ფორმის აისბერგიც ვერ მოვიცილე,
გეწყინათ, ვნანობ, მაგრამ ვაი, რომ გვიანია,
ო, ფროილაინ, ნაცნობია თქვენი სიცივე.

მე ის გადმოგდეთ დინებებით ცივი, წყალქვეშა,
სუსხი ალპების ჩემსკენ მოაქვს მშფოთვარე რაინს,
ო, ყინულების დედოფალო, ტკივილს აკვნესებთ
თუ ეს ზვირთების ხმაურია, ო, ფროილაინ?!

მე გადავლახე... პარიზია, ბობოქრობს სენა,
ბორგავს ტაძარში კვაზიმოდო - ესეც მე ვარ და
უმანკო სისხლში ჩამეწვეთეთ უაზრო სენად
მე ვარ ის მღვდელიც, რომ გაგწირათ, ო, ესმერალდა!

მიხმობს ბასკეთი, იბერია და პირენეი,
და მეოცნებე სახით ვგავარ მწუხარე რაინდს,
ანდალუზია - ილუზია დაპირებების
რომლებიც ვეღარ აგისრულეთ, ო, ფროილაინ.

მაგრამ მე უფრო მაჯადოებს თქვენში სამხრეთი -
თქვენ ელვარებდით, მე ვდნებოდი, მოვგავდით გიჟებს,
მაგ თვალებიდან მოგზავნილი დამესხა რეტი,
ო, ფროილაინ, თქვენ შეშალეთ მბორგავი ნიცშე!

მე ახალგაზრდა ვერტერი ვარ, უფრო - ველური,
მე დაგირბიეთ მყუდროება ძვირფასო ლოტე,
ჩემი ფხიზელი სული გიჟურ ვნებებს ვერ უვლის,
ო, ფროილაინ, მგონი დროა, მივბაძო ლოთებს.

თუმცა გრძნობები ეხეთქება წყეულ სამკუთხედს,
სინდისი ჩემი ქართულია უფრორე მაინც,
გაჰყევით საქმროს, მე უბრალოდ ლექსით გაკურთხებთ,
და ყივჩაღს ჩემში თავს გავუპობ, ო, ფროილაინ!
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 29
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: ველური   Mon Jan 11, 2010 12:45 pm

აფთარი ყველაზე საზრიანი (i n t e l i g e n t ) ცხოველია მტაცებლებს შორის როგორც მეცნიერები ამბობენ, რავი...


მე ვარ ველური როგორც აფთარი
და სანამ ფეთქავს დიდი მაქვს გული!
და ნუ გგონიათ დადგა ზამთარი
მქუხარებს ჩემში ჯერ გაზაფხული!

ჯერ ყურძნის მტევნებს არ ვეთხოვები
და სისხლიც წითლობს ვით საფერავი!
მე ავზვირთდები, წავლეკავ ჯებირს
და გამაქროლებს ცისკენ მერანი!

მქუხარე ცისკენ გავქუსლავთ მაშინ,
მბორგავი მიწის სისხლმდუღარენი!
მე - ცეცხლისფერი და თეთრი რაში
ნაზი ფიქრებით გაუხარელნი!

შორს ჩემგან სევდის სინაზევ თეთრო,
ცივო დღეებო, შავო წყვდიადო!
ამოვაგელვებ ზეცისკენ თეთრონს,
მზეო დამიხვდი საგანთიადოდ!

ველურ მზეს გიჟ-მაჟ სხივებში მფეთქავს
მე მივაგებებ მიწის ოცნებას:
მსურს გულის ნაცვლად მკერდში მზე მედგას
დაუფიქრებლად ვსუნთქავდე ვნებას!

დაუფიქრებლად, ველური გზნებით,
მსურს ვკოცნო ნაზი, თეთრი ასული!
ცხენის ფლოქვებით გავთელო გზები
და ველურ თრთოლვად ვაქციო სული!

და ეს როდია ლექსის სიფიცხე,
გულის ფეთქვაა სიყმაწვილური,
ეჭვი და შიში გადავივიწყე
მე ვარ ტყიური, მე ვარ ველური!
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
 
მინდია ცეცხლაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: