არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანდრო ბერიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: სანდრო ბერიძე   Sun Jan 10, 2010 10:13 pm

სიკვდილის აქეთ და სიკვდილის იქით

ჩვენამდე ჩვენი შვება და ჯავრი,
ალბათ ვიღაცას ასე ენება...
სიცოცხლე არის დაღლილი მგზავრის
შესვენება და გზის გაგრძელება.

ჟამი უამრავ მგზავრებს აირევს,
ვინ ლაღია და ვინ-ფერმიხდილი.
ჩვენც იმნაირად, ვით ჩვენნაირებს,
დაბადებამდე დაგვყვა სიკვდილი.

თვით უჩინარმა ხელმა გაგვიგო,
გზებად მზიანი ბურუსის თოვა.
ჩვენ-ის ვართ, ვინაც ჩვენამდე იყო,
ის კი-ჩვენ, ვინაც ჩვენს შემდეგ მოვა.

მკაცრი სიცხადით თუ ღრმა ძილითა,
მიშვებულები სივრცეებს ტივად,
ვივლით და ვივლით, ვივლით, ვივლით და...
გაკვალული გზით სიკვდილთან მივალთ.

სადგურთა მდგმურებს, შლეგებს და მორცხვებს,
მგზავრებად ყოფნა რომც კი დაგვზარდეს,
სიკვდილის იქით სულ სხვა სიცოცხლე,
ისევ ახალი გზისთვის გვამზადებს.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: გაოცება მრჩება ცოცხალი   Sun Jan 10, 2010 10:17 pm

სევდიან ჰანგზე
კვლავ ქვითინებს ჩემი მაესტრო,
შავი ნიღბებით დაიღალა
თეთრი კაბარე.
ძმობის მეჯლისებს რადგან ბვრი ყალბად დაესწრო,
მოგონებასაც
ლეთას ტალღა გადავაფარე.

ახლანდელ ღმერთებს
ვერ მივანდე რწმენა ახალი,
მარაქათაგან ბევრი გაქრა, ბევრიც... დამიწდა.
ვინც გადაკეთდა,
აღარ შერჩა გული ალალი,
ვის კიდევ, ძმობის თბილი მადლიც გადაავიწყდა.

იაფ ღიმილში
ჩაშლილია თმასავით შური,
მხრებსღა ვიჩეჩავ...
ნუთუ მართლა დადგა დრო ცხარი...
ნაცნობ სახეებს გადაჰკვრიათ პოზა ბითური...
მადლობა უფალს,
გაოცება მრჩება ცოცხალი.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
 
სანდრო ბერიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: