არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირინკა - ირინე წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 1:38 pm



ირინე წიკლაური


მამას

ჩამოათოვა დაღარულ სახეს,
თმებზეც ნისლები ჩამოგბურვია,
მთებს გააპარებ მალი-მალ თოლებს
სევდა უპესთან ცრემლს შეყინვია,
ტკივილმა დაძრა თითქოს ხელებიც
მზერას მარიდებ, არც მე გიცქერი,
"ალბათ, პაპას თუ ემგავანებოდი,
მამი, სიბერეს, რომ მოსწრებოდი..."




Last edited by Admin on Tue Feb 01, 2011 4:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 2:09 pm



didi madloba bobooo I love you
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 2:18 pm

irinka wrote:
didi madloba bobooo I love you

ირინკო, იიის ჩანახატ გაასწორე, იქ რო გადავაწყდი, თორო - ვაი შენი ბრალი!
გადმოვიტან აქა და გაგაძრობ ტყავსა, რო ქალამნები შავიკეროთ ამ ფეხშიშველა ხალხმა...
What a Face Arrow Laughing
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 2:20 pm

vecdebi gavasworo Embarassed tu damexmarebit gamixardeba sunny

დედაი

თოლს ჩინი დააკლდა
დაბრმა დედაი და,
ჯანღ ჩამოსწოლია
ორთავ ქუთუთოსა.
არცრას აგიძრახავს
ისრე შამოგხედავს,
კარას მოჩუჩუნე
დაასვენებს მუხლსა.
უხმოდ გაისწორებს
თავზე შავ ჩიქილას,
მასში მიმალავდეს
გათეთრებულ თმებსა.
მალ-მალ მაიჩრდილებს
შუბლას ბებერ ხელას,
ლოყას მაისომდეს
დაკოჟრილ თითებსა.
მემრე ყურს მიუგდებს
აბუქებულ რიყეს,
,,ბალღი მამდისაო...”
გულს დაიფენს ხელსა.


Zalian mainteresebs am leqsze tqveni azri da ravici aba shemifaset Surprised
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 2:25 pm

ირინკო, აქ პირდაპირ ქართულად არ იწერება, სადმე უნდა ააწყო ქართულად და აქ გადმოიტანო "კოპი-პეისტით". მე აქ ვაწყობ ხოლმე - http://www.convert.ge/ge/text.shtml

და აბა, წამოიღე შენი ის ჩანახატი და დადე, აქ გავასწოროთ.

jocolor
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 2:30 pm

ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან

გარეთ ისევ წვიმს. ფუუ, ვერ ვიტან წვიმას. არა საერთოდ მიყვარსრომანტიკა და რამე , მაგრამ ამ წუთას ვერ ვიტან... წასასვლელი ვარ, უნდა გამოვიკვანწო და ცა კიდევ ჩამოქცევასაა... ნეტა დღეს არ იყოს ეს საღამო...არადა არც წაუსვლელობა გამოდის, ბილეთები აღებული აქვს ... თანაც პირველად უნდა ვნახო, მაინტერესებს...
მერამდენედ ვიყურები ფანჯარაში, რა აზრი აქვს, გადაიღებს თუ? მერამდენეჯერ ვიგინები ამინდის მისამართით უკვე ამერია, ბუზღუნით ვიღებ კარადიდან ტანისამოსს და ვიწყებ მზადებას...
არა რაც მართალია მართალია, დღეს მაგარ ვიდზე ვარ, წითელი განსაკუთრებით მიხდება... ნამდვილად ძალიან გავხდი, მაგრამ ეს ბრიჯები უნაკლოდ ადგას ჩემს მეჯებს და გაღუნულ ფეხებს ხომ პირდაპირ ხატავს ან თუნდაც ფარავს... ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მემგონი არანაირი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის...
სარკეში მერამდენედ დავტრიალდი არ მახსოვს ,,- მაგარი ნაშა ხარ“- ვეუბნები საკუთარ თავს და ვიწყებ საღებავებით გაშპაკლვას. აუ, არადა ვერ ვიტან ამ პროცესს, მეზარება, მაგრამ დღეს საჭიროა... ჯერ ტონალურს ვიდებ სახეზე და დიდი მონდომებით ვიგლეს...
- ფუფ რაღა კარაქი წაგისვამს და რაღა ეს...
მერე ფანქარს ვისვამ თვალის ქუთუთოებზე, მერამდენედ წავიტაკე უკვე... ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის და ლოყებს შავი ზოლები ფარავს. ახლა კი ნამდვილად ვგავარ რიჟიკას, ხელში ბურთები მაკლია და ჟუნგლიორობასაც შევითავსებდი...ეს ქიმიაც კაკრაზ გავიკეთე, ხვეული თმა უკვე ბუნებრივად მადევს...
როგორც იქნა მწყობრში მოვიყვანე თავი, კიდევ გავიხედე ფანჯარაში... უარესად წვიმს...როგორ გამახარებდა ახლა გიო თავისი მანქანით... მარა მიტყდება, გუშინწინაც მან იტვირთა ჩემი მძღოლობა... ჯანდაბას ჩემი თავი...
დედაჩემი მოვიდა, ვნატრობ არაფერი მითხრას ჩასაცმელზე... სულ ასე იცის, წასვლამდე ჩაგინამიოკებს და მერე იწყებ თავიდან გამწარებული მზადებას...
-ქოლგა წაიღე...
ამოვისუნთქე...
-როდის იყო ქალგას ვიკავებდი?
-აბა გალუმპული თუ გინდა მიხვიდე, წადი...
არადა მართალია. წარმოვიდგინე ჩემი თავი, გალუმპული წიწილასავით მივიდე პაემანზე... ჰმ... ,,პაემანზე?“ ვითომ რატომაა პაემანი? უბრალოდ უნდა გავიცნო... თუმცა ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია საღამო მომეწონოს...
-მომეცი ქოლგა დე...
-ასე იშლება – მეუბნება დედა და მაჩვენებს, სრულიად სერიოზული სახით, მეკაიფება...
-დამცინი? – ხმამაღლა მეცინება
-არა დე, რას ამბობ... – ისევ დამცინის
მოკლედ ვიღებ ქოლგას და გავდივარ. აი 2 წყვილი თვალიც მაცილებს კორპუსთან. ,,ეტყობა მართლა დაცემა ვარ“ - ვფიქრობ და ამ დროს 7 სანტიმეტრიანი ქუსლი მიბრუნდება, ლამის გუბეში ვეცემი გაშხლართული... აუ რა სანახავი ვიქნებოდი?აი მერე იქნებოდა მაგარი დაცემა... ვერ ვისწავლე ჭკუა, არადა ხომ ვიცი რომ ვერ დავდივარ მაღლებზე? ჩამეცვა ბოტასები... მარა არ მოგიხდება მაგ ნარიადზეო და... ზატო ახლა კოჭი აღარ მეტკინებოდა... სულელი ვარ...
მივკუსკუსობ ქუსლებზე ქოლგით და თან წითელ ჩანთას მივაფრიალებ. კიდევ კარგი ეს გადასასვლელი ხიდი გააკეთეს, თორემ მერე გენახა გაწუწვა... ,,არა ბედი გაქვს ნამდვილად“ - ვეუბნები საკუთარ თავს და ფრთხილად ავდივარ კიბეებზე. ფეხი მიცურავს ახალ გაკრასკულზე... ,,ესღა მაკლდა... ეხლა თუ მოვჯექი აქ...“ რაც შეიძლება ნელა და ნაზად მივდივარ, გამვლელები რომ არ მიმიხვდნენ გასაჭირს... ,,ნეტა სულ ასეთი ნაზი ვიყო...“ ვფიქრობ და მეღიმება, არა კი არ მეღიმება უკვე გიჟივით მეცინება...
15 წუთია გაჩერებაზე ვდგავარ, 61 ნომერი კი არადაარ ჩანს. აი მერამდენე sms მოდის... ,,ბირი გამოხვედი?” ,,ბირი სად ხარ? “ – ვითომ ეშინია არ დავაგვიანო თუ ჩემი ნახვა ეჩქარება? – აჰა ეხლა საფიქრალიც გავიჩინე, აბა რა ვაკეთო მეტი? ...
როგორც იქნა ეღირსა მარშუტკას მოსვლა. ,,იმედია ისე გააჩერებს არ გამწუწავს.“ ,,გადავრჩი...“ ავედი და სერიოზული სახით დავჯექი... კიდევ ერთი sms… რა ჭირს ვერ გავგიე, გაიგიჟა თავი... არადა გულში ეს მომწონს კიდეც... მარშუტკა თითქოს ჩემს ჯიბრზე ჭიმავს გზას...
,,- აუ ახლა რა დიდი სიამოვნებით ვუთავაზებდი ამ სველ ქოლგას იმ მელოტ თავში...“ - ლამის ხმამაღლა წამოვიძახე და უცებ გამეცინა, გვერძე მჯდომმა გაკვირვებით შემომხედა, ალბათ იფიქრა გიჟიაო, ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო გამეცინა და... მოკლედ დღეს ხარხარის დღე მაქვს... იმედია, რომ ვნახავ მერეც ასეთ ხასიათზე ვიქნები...
,,აუ ეხლა სანამ ეს სანაპიროს გაივლის...“ კიდევ ერთი sms... ვრეკავ...
- 10 წუთში ვიქნები
პასუხად თბილი ხმა:
- გელოდები ბირი...
კარგია ვიღაც რომ გელის... წინ გადავჯექი. მე და ერთი ქალიღა ვართ. ვიგრძენი როგორ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ფეხებზე 2-ჯერ დამხედა... მეც დავიხედე. ,,აუფ რა ჭუჭყიანია ჩემი ქუსლოჩკები... ან ამას რა გაუკვირდა, გარეთ თავსხმაა... „ახლა მე დავხედე ფეხებზე და უკვე მე გამიკვირდა, ,,ასე სუფთად როგორ იარა?“, ,,ჰმ... აბა ყველა ჩემნაირი ფეთხუმი კი არაა“, მეღიმება... ვიღებ ერთჯერად სალფეთკს და ნელა ვწმენდ ფეხსაცმელს... ესეც ასე... ,,ისევ ნაშა ვარ, სუფთა ქესლებზე ამხედრებული...“
მარშუტკიდან ჩამოვდივარ. ისე აღარ წვიმს. კარგია ქოლგა აღარ მჭირდება... ფართხა-ფურთხით მივდივარ, მივდივარ კი არა ნახევრად მივრბივარ, მაგვიანდება... ,,სულ ასე რატომ მემართება?“- ვეკითხები ჩემს თავს და ისევ მევე ვპასუხობ: ,,- ახლა მაგაზე მაფიქრე კიდევ...“ არადა რა კარგი იყო ადრე 61 პირდაპირ რუსთაველზე მიგატანსავებდა... ოხ მიშა, მიშა...
როგორც იქნა მივაღწია... "იმედია საღამო ეღირება ამდენ წვალებად", ვფიქრობ და ისეთ მშვიდ ღიმილს ვიწებებ სახეზე, სარკეში ჩახედვისას მეც კი რომ გამიკვირდებოდა...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 2:35 pm

დედაი

თოლს ჩინი დააკლდა,
დაბრმა დედაი და
ჯანღ ჩამოსწოლია
ორთავ ქუთუთოსა.
არცრას აგიძრახავს,
ისრე შამოგხედავს,
კერას მოჩუჩუნე
დაასვენებს მუხლსა.
უხმოდ გაისწორებს
თავზე შავ ჩიქილას,
მასში მიმალავდეს
გათეთრებულ თმებსა.
მალ-მალ მაიჩრდილებს
შუბლას ბებერ ხელას,
ლოყას მაისომდეს
დაკოჟრილ თითებსა.
მემრე ყურს მიუგდებს
აბუქებულ რიყეს,
"ბალღი მამდისაო..."
გულს დაიფენს ხელსა.


Crying or Very sad
ირინკო, იცი რა?
ამ ლექსს რიტმი კი აქვს, მაგრამ - სუსტი რითმებია.
არადა, ასეთ ლექსში სულ სხარტი რითმები გჭირდება, რომ - ხო უნდა აამღერო ეს ნათქომი. ანუ მელოდია გამოუნახო ამ გუდამაყრულ ლაპარაკსა.
შენ აქ რიტმი შექმენი და დაანებე თავი.
ეგრე არა.
მოდი, რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ მიუბრუნდი და კარგი რითმები დაუძებნე, რომ სულ არაგვივივთ მიჩქაფუნობდეს...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 2:38 pm

chemi ubedureba is aris rom daweril leqsebs vegar vubrundebi, ar gamomdis xolme, magram vecdebi cat
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Thu Dec 11, 2008 3:07 pm

სულ ასე რატომ მემართება?

გარეთ ისევ წვიმს.
ვერ ვიტან წვიმას.
არა საერთოდ მიყვარს რომანტიკა და რამე, მაგრამ ამ წუთას ვერ ვიტან...
წასასვლელი ვარ, უნდა გამოვიკვანწო და ცა კიდევ ჩამოქცევასაა...
ნეტა, დღეს არ იყოს ეს საღამო...
არადა, არც წაუსვლელობა გამოდის, ბილეთები აღებული აქვს... თანაც პირველად უნდა ვნახო, მაინტერესებს...
მერამდენედ ვიყურები ფანჯარაში, რა აზრი აქვს, გადაიღებს თუ? მერამდენეჯერ ვიგინები ამინდის მისამართით, უკვე ამერია. ბუზღუნით ვიღებ კარადიდან ტანისამოსს და ვიწყებ მზადებას...
არა, რაც მართალია მართალია, დღეს მაგარ "ვიდზე" ვარ, წითელი განსაკუთრებით მიხდება... ნამდვილად ძალიან გავხდი, მაგრამ ეს ბრიჯები უნაკლოდ ადგას ჩემს მეჯებს და გაღუნულ ფეხებს ხომ პირდაპირ ხატავს ან თუნდაც ფარავს... ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე მგონი, არანაირი; ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის...
სარკეში მერამდენედ დავტრიალდი არ მახსოვს.
- მაგარი ნაშა ხარ! - ვეუბნები საკუთარ თავს და ვიწყებ საღებავებით "გაშპაკლვას". აუ, არადა, ვერ ვიტან ამ პროცესს, მეზარება, მაგრამ დღეს საჭიროა... ჯერ ტონალურს ვიდებ სახეზე და დიდი მონდომებით ვიგლესავ...
ფუ, რაღა კარაქი წაგისვამს და რაღა ეს...
მერე ფანქარს ვისვამ თვალის ქუთუთოებზე, მერამდენედ წავიტაკე უკვე... ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის და ლოყებს შავი ზოლები ფარავს. ახლა კი ნამდვილად ვგავარ რიჟიკას, ხელში ბურთები მაკლია და ჟონგლიორობასაც შევითავსებდი... ეს ქიმიაც "კაკრაზ" გავიკეთე, ხვეული თმა უკვე ბუნებრივად მადევს...
როგორც იქნა მოვიწესრიგე თავი, კიდევ გავიხედე ფანჯარაში... უარესად წვიმს... როგორ გამახარებდა ახლა გიო თავისი მანქანით... მარა მიტყდება, გუშინწინაც მან იტვირთა ჩემი მძღოლობა... ჯანდაბას ჩემი თავი...
დედაჩემი მოვიდა. ვნატრობ, არაფერი მითხრას ჩასაცმელზე... სულ ასე იცის, წასვლამდე "ჩაგინამიოკებს" და მერე გამწარებული თავიდან იწყებ მზადებას...
- ქოლგა წაიღე...
ამოვისუნთქე...
- როდის იყო, ქოლგას ვიჭერდი?
- აბა, გალუმპული თუ გინდა მიხვიდე, წადი...
არადაქ მართალია. წარმოვიდგინე ჩემი თავი, გალუმპული წიწილასავით მივიდე პაემანზე... ჰმ... "პაემანზე?" ვითომ, რატომაა პაემანი? უბრალოდ, უნდა გავიცნო... თუმცა ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, საღამო მომეწონოს...
- მომეცი ქოლგა, დე...
- ასე იშლება, – მეუბნება დედა და მაჩვენებს, სრულიად სერიოზული სახით, მეკაიფება...
- დამცინი? – ხმამაღლა მეცინება.
- არა, დე, რას ამბობ... – ისევ დამცინის.
მოკლედ, ვიღებ ქოლგას და გავდივარ.
აიქ ორი წყვილი თვალიც მაცილებს კორპუსთან. "ეტყობა, მართლა დაცემა ვარ", - ვფიქრობ და ამ დროს შვიდსანტიმეტრიანი ქუსლი მიბრუნდება, ლამის გუბეში ვეცემი...
აუ, რა სანახავი ვიქნებოდი?
აი, მერე იქნებოდა მაგარი დაცემა... ვერ ვისწავლე ჭკუა, არადა ხომ ვიცი, რომ ვერ დავდივარ მაღლებზე? ჩამეცვა ბოტასები... მარა არ მოგიხდება მაგ "ნარიადზეო" და... "ზატო" ახლა კოჭი აღარ მეტკინებოდა... სულელი ვარ...
მივკუსკუსებ ქუსლებზე ქოლგით და თან წითელ ჩანთას მივაფრიალებ. კიდევ კარგი, ეს გადასასვლელი ხიდი გააკეთეს, თორემ მერე გენახა გაწუწვა...
"არა, ბედი გაქვს ნამდვილად!" - ვეუბნები საკუთარ თავს და ფრთხილად ავდივარ კიბეებზე. ფეხი მიცურავს ახალ შეღებილზე...
"ესღა მაკლდა... ეხლა თუ მოვჯექი აქ..."
რაც შეიძლება ნელა და ნაზად მივდივარ, გამვლელები რომ არ მიმიხვდნენ გასაჭირს...
"ნეტა, სულ ასეთი ნაზი ვიყო..." - ვფიქრობ და მეღიმება, არა, კი არ მეღიმება, უკვე გიჟივით მეცინება...
თხუთმეტი წუთია გაჩერებაზე ვდგავარ, სამოცდაერთი ნომერი კი არა და არ ჩანს. აიქ მერამდენე sms მოდის... "ბირი გამოხვედი?", "ბირი სად ხარ?" – ვითომ ეშინია, არ დავაგვიანო თუ ჩემი ნახვა ეჩქარება? – აჰა, ეხლა საფიქრალიც გავიჩინე, აბა, რა ვაკეთო მეტი?..
როგორც იქნა, ეღირსა მარშუტკას მოსვლა. "იმედია ისე გააჩერებს, არ გამწუწავს". "გადავრჩი..." ავედი და სერიოზული სახით დავჯექი... კიდევ ერთი sms... რა ჭირს ვერ გავგიე, გაიგიჟა თავი... არადა, გულში ეს მომწონს კიდეც... მარშუტკა თითქოს ჩემს ჯიბრზე ჭიმავს გზას...
- აუ, ახლა რა დიდი სიამოვნებით ვუთავაზებდი ამ სველ ქოლგას იმ მელოტ თავში... - ლამის ხმამაღლა წამოვიძახე და უცებ გამეცინა, გვერდით მჯდომმა გაკვირვებით შემომხედა, ალბათ, იფიქრა – გიჟიაო; ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო გამეცინა და...
მოკლედ, დღეს ხარხარის დღე მაქვს... იმედია, რომ ვნახავ, მერეც ასეთ ხასიათზე ვიქნები...
"აუ, ეხლა სანამ ეს სანაპიროს გაივლის..." კიდევ ერთი sms... ვრეკავ...
- ათ წუთში ვიქნები.
პასუხად თბილი ხმა:
- გელოდები, ბირი...
კარგია, ვიღაც რომ გელის... წინ გადავჯექი. მე და ერთი ქალიღა ვართ. ვიგრძენი, როგორ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ფეხებზე ორჯერ დამხედა...
მეც დავიხედე.
"აუფ, რა ჭუჭყიანია ჩემი ქუსლოჩკები... ან ამას რა გაუკვირდა, გარეთ თავსხმაა..."
ახლა მე დავხედე ფეხებზე და უკვე მე გამიკვირდა, "ასე სუფთად როგორ იარა?.. ჰმ... აბა, ყველა ჩემნაირი ფეთხუმი კი არაა“,- მეღიმება... ვიღებ ერთჯერად სალფეთკს და ნელა ვწმენდ ფეხსაცმელს... ესეც ასე... "ისევ ნაშა ვარ, სუფთა ქუსლებზე ამხედრებული..."
მარშუტკიდან ჩამოვდივარ. ისე აღარ წვიმს. კარგია, ქოლგა აღარ მჭირდება... ფართხა-ფურთხით მივდივარ, მივდივარ კი არა, ნახევრად მივრბივარ, მაგვიანდება... "სულ ასე რატომ მემართება?" - ვეკითხები ჩემს თავს და ისევ მევე ვპასუხობ, - "ახლა მაგაზე მაფიქრე კიდევ..." არადა, რა კარგი იყო ადრე, სამოცდაერთი პირდაპირ რუსთაველზე მიგატასავებდა... ოხ, მიშა, მიშა...
როგორც იქნა მივაღწიე... "იმედია საღამო ეღირება ამდენ წვალებად", – ვფიქრობ და ისეთ მშვიდ ღიმილს ვიწებებ სახეზე, სარკეში ჩახედვისას მეც კი გამიკვირდებოდა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Jan 05, 2009 2:23 pm

კაფია

სახეს გარიდებ?
მეშინის,
არ “დამიკრიფო” სიწითლე,
ღაწვებზედ ჩამოწოლილი,
ცვარ-ნამად,
მემრე პირიმზეს
ვაბრალებ,
ჩემი თოლების
რავუთხარ ასეთ სიგიჟეს,
ბაგემ დამალა სურვილი,
გამყიდა წამწამთ სიბრიყვემ...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Jan 05, 2009 2:23 pm

ჩირდილებში

ავდარს მოუკვდაო პატრონი და
კარაქს დღვებავს ბაბო ვარიაში,
პაპამ ლამპას ცეცხლი ჩაუკიდა-
ნისლი ჩამოწვაო ნარიანში...
თითქოს აფრიალებს ძველ ჩიქილას,
სიო ჩემს შორეულ ბავშვობაში,
სარკემ: "ისე უცებ გაზრდილხარო,
ბებერ ტირიფების ჩირდილებში..."


Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Mon Jan 05, 2009 2:25 pm

xoda kidev gilocavt yvelafers ertad, mravals daeswarit sunny
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue Feb 17, 2009 11:07 pm

ჩემო

მამეპარ
მთის სიოდ, აშალე ნისლები,
ჩემად მინდ გიგულო ისეთი რაიმ ხარ,
ჩემო, მაგ ქარაფებს გავანდოთ ფიქრები,
რახელაც გეწადა, ხევსურეთს წამოვალ.
არაგვის ნამღერზე, ცეცხლაის თამაში...
რად მინდა ქალაქი, მთის ჩქამი მამწყურდა,
სუსხი თუ დამაზრობს, ვიყუჩებ მკლავებში,
ჩურჩულით გაგიმხელ ამ გულს რომ აჩნიხარ. Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Feb 18, 2009 12:12 am

irinka wrote:
ჩემო

მამეპარ
მთის სიოდ, აშალე ნისლები,
ჩემად მინდ გიგულო ისეთი რაიმ ხარ,
ჩემო, მაგ ქარაფებს გავანდოთ ფიქრები,
რახელაც გეწადა, ხევსურეთს წამოვალ.
არაგვის ნამღერზე, ცეცხლაის თამაში...
რად მინდა ქალაქი, მთის ჩქამი მამწყურდა,
სუსხი თუ დამაზრობს, ვიყუჩებ მკლავებში,
ჩურჩულით გაგიმხელ ამ გულს რომ აჩნიხარ. Rolling Eyes

es bobos shemotavazebuli variantia am leqsze da iyos Smile vifiqreb kidev Smile

ისეთი რაიმ ხარ...

მამეპარ, მთის სიოდ აშალე ნისლები,
ჩემად მინდ გიგულო, ისეთი რაიმ ხარ.
ვაჟო, მაგ ქარაფებს გავანდოთ ფიქრები,
რახელაც ნატრობდი, ხევსურეთს მამიპარ.
არაგვის ნამღერზე ცეცხლაის მკალველი...
რად მინდა ქალაქი, მთის ჩქამად დამიხვალ.
სუსხი თუ დამაზრობს, ვიყუჩებ მკლავებში...
ჩურჩულით გაგიმხელ, გულს ხანჯლად აჩნიხარ.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Sun Feb 22, 2009 10:38 pm

მოხეტიალე

დღეს ფოთოლცვენამ მომიქსოვა
სევდის საკაბე,
შემოდგომაა, სექტემბრის თვე,
შენ კი არა ხარ,
მენატრები და სულ ამაოდ
ვცდილობ გაგექცე,
გაუსაძლისად,
უნებურად,
მინდა ქარდაქარ...
გამოვყვე დღეებს, შევეხიზნო
სასურველ თითებს,
ამინდს სიყვითლე შეპარვია
სანამ ყვრიმალთან,
შევეხო წამებს, უშენობით
დაღლილს რიჟრაჟზე,
ისე, უბრალოდ,
ამიყვანოს
ხელში ხანდახან...
მზემ და საკინძედ მივეკერო
სხივებს ალისფრად,
ღამემ მანდილად მოიხურა
სიო დილამდე,
ჩემს მოლოდინსაც დაეწურა
თმენის ფიალა,
ფოთოლცვენაა
და ვიქეცი
მოხეტიალედ...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Sun Feb 22, 2009 10:39 pm

როგორც მარტში თოვლს...

როცა ,,დეკოლტეს” შემოიხსნისს
ნოემბრის თვე და
მის შიშველ სხეულს ჩამოათოვს
ზამთარი თეთრად,
მე მოგიტყუებ, როგოც სითბო
მცივან ბეღურას,
შენ კი დამიწყებ უჩვეულო
სურვილით ძებნას...
ვინ იცის იქნებ ჩემს სარკმელთან
ჩუმად ატუზულს,
შემოგაჩეჩო პატიების ხელში
მარცვლები,
როგორც ზამთარში ყოველ დილით
უხმოდ დარაბებს,
დასაპურებლად, შეციებულ
ჩიტებს გავუხსნი...
ხო... უპირობოდ შემოგიშვებ,
გაყინულ სხეულს,
ჯერ უჩვეულო სითბოთი და
გრძნობით გაგითბობ,
მერე უსიტყვოდ დავეყრდნობით
ჩვენს ხის კიბეებს,
ერთად დავუცდით დღეს ბეღურებს
როგორც მარტში თოვლს...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Sun Feb 22, 2009 10:39 pm

მომბეზრდი

მომბეზრდი ის ვნებაც
გამიქრა თვალებში,
აღარც მაგ სხეულის
სურვილი მაგიჟებს,
ტუჩებზე მაკვდება
წარსული ალერსი,
რაც იყო გაქრა და
შევეშვათ მიზეზებს.
ამაოდ მოველით
დელგმებად მოვარდნილ
სიგიჟეს, ხომ ხედავ
ხუნდება ფერებიც,
ხო, ნუღარ მამშვიდებ
უსიტყვო პირობით,
წადი და ნუ ცდილობ
მიყიდო, მომეშვი...

ტანიდან ვიშორებ
ოდესღაც სასურველ,
შენს ცხელ ნათითურებს
რავქნა თუ მომბეზრდი...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Sun Feb 22, 2009 10:40 pm

პროტესტი ! ! ! სოლიდარობა ცუდ ხასიათზე მყოფ მეგობარს

ხო დავიღალე
შენც ხომ დაიღალე?
ისე ხვნეში და ისე გამალებით სუნთქავ რომ...
თვალებიც გაგიფართოვდა,
სიძულვილი გერევა და...
აუ მოდი რა უბრალოდ დაიკიდე...

მერე რა რომ ამ ცხოვრებაში უამრავი
არაკაცი(ქალი) არსებობს
რომლებიც სახეზე ტალახს ითითხნიან
ვერ საცნობად ან არ საცნობად,
მერე რა რომ უამრავი ,,პიდარასტი”
ხმარობს იმავე სუნამოს რასაც შენ ან მე,
ან სულაც ნებისმიერი სხვა,
მერე რა რომ ვიღაც აქვე პადიეზდში
ითხრის ნახმარ შპრიცს ვენაში და უხარია,
ხვალ კი სხვას მოუწამლავს სისხლს...
მერე რა რომ იმ პატარა ბიჭის დედა ბოზია
და ყოველ საღამოს სახლში მიყავს კლიენტები,
შვილს კი აცნობს როგორც მორიგ ბიძიას...
მერე რა რომ ის ღიპიანი კაცი ლოთია
და თავის მამაკაცურ ღირსებად ცოლის ცემა მიაჩნია,
მერე რა რომ
ახლა გული მერევა ამ მყრალ რეალობაზე და
ვგრძნობ როგორ ვიფიტები,
როგორ მინდება გარეთ გაქცევა და ხმამაღლა გინება
ნაბიჭვარი ცხოვრების მისამართით
და მერე რა რომ ქალი ვარ...

ხო დავიღალე...
შენც დაიღალე...
მაგრამ მოდი რა, უბრალოდ დაიკიდე და
გიხაროდეს რომ სუნთქვა შეგიძლია,
რომ შენ ტალახში არ ჩავარდნილხარ,
რომ შენ არსებობ და არსებობენ შენნაირებიც...
მოდი რა უბრალოდ დაიკიდე...
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Wed Mar 11, 2009 10:04 pm

dzalian miyvars es nichieri gogo flower sunny
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Fri Mar 13, 2009 1:59 pm

nuciko dekanozishvili wrote:
dzalian miyvars es nichieri gogo flower sunny

nuci sunny mec Zalian, Zalian Rolling Eyes I love you
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Fri Mar 13, 2009 2:00 pm

მევიოლინე

სიჩუმეს გაუყრის
მდუმარედ მოხუცი,
ხელკავს და წვიმიან
ქუჩებში აბიჯებს,
სატრფოსგან ნაჩუქარ
ყალიონს თუთუნით,
დროისგან დაძონძილ
პალტოში დაეძებს...
ჯიბეში ხურდები
დღეს ერთ ვარდს ეყიფა,
(არაყს არ იყიდის
არ არის გენია...)
მზისგან გახუნებულ
ჯიბეში ჩაიბნევს,
ეს ყოველდღიური
ცხოვრების წესია.
მერე კი ჩვეული
უბრალო ღიმილით,
ნოტებით დასერავს
გათოშილ სიჩუმეს,
და უკრავს
და უკრავს
და უკრავს
მოხუცი...
სხვებისთვის სონეტებს
დღეს მევიოლინე...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Fri Mar 13, 2009 2:01 pm

შაჰრეზად

გეძახი ამ ათასმეერთე
ღამიდან,
შაჰრეზად დღეიდან ხარ ჩენი
მხევალი,
ნუ მალავ მაგ ჩადრში შავ თვალებს
ნასევდარს,
მე და შენ, ორივე ვემძევლეთ
მეზღაპრეს.
დაგპირდე გმირობას ხომ
სისულელეა
და შენგან გაქცევაც იქნება
მხდალური,
არდავდებ მე არც ერთ უგვანო
პირობას
ათასჯერ ათასგვარ იგავებს
მოვყვები.
,,მიყვარხარ”, ეს სიტყვაც რა
ბანალურია,
ჩვენს საუკუნეში ,,მინდიხარ-ს”
ხმარობენ,
უბრალოდ გაგიმხელ რაც მხიბლავს,
რაც მინდა,
მსურს ათასმეერთედ ეს ღამე
გაგრძელდეს.

...რომ მიხვდე მეზღაპრის პატარა
ჩანაფიქრს,
მე შენი თვალების ტყვე გავხდი
შაჰრეზად...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Fri Mar 13, 2009 2:02 pm

ვსაუბრობთ სხეულით...

ჩვენ ყოველ ღამე
ვსაუბრობთ სხეულით,
დილით კი უხმოდ
ვტოვებთ ერთმანეთს,
მხოლოდ
თვალებით
ვემშვიდობებით,
დაღამებამდე...

დაბინდებიდან
ვიწყებთ სიყვარულს,
ჩვენი სუნთქვაც კი
არითმიულად შეშლილი
ერწყმის
და მერე
კვდება
გათენებამდე...

მე უხმოდ ვდგები
სახეს გარიდებ,
შენ კი უკიდებ
სიგარეტს და
გსურს
სიძულვილი
უხერხულად
ჩამოწოლილი
დაანაპასო...

ემოციები იცვლებიან
დღე-ღამესავით,
გვიზიდავს ვნება
მაგნიტივით
და გვიყვარს ღამე...
გამთენიისას
მუნჯ
სიძულვილს
მოვახრჩობთ
კვამლში...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Fri Mar 13, 2009 2:02 pm

აღსარებაზე

მე მკრეხელი ვარ,
აღსარებაზე
,,უშუამავლოდ” გესაუბრები,
უიმედობას ვეტრფი
დღედაღამ,
გთხოვ... მომიტევო,
უფალო ჩემო...

როგორ დამღალა
მუდამ ძიებამ,
შემომაჩვია ცრუ საცეცები,
ვალდებულებად მექცაო
თითქოს,
ღამით ძილის წინ
,,მამაო ჩვენოც..."

მე ცოდვილი ვარ, იცი,
მოგმართავ,
ეჭვებითა და საყვედურებით,
იმის მაგივრად,
რომ გიმადლოდე
მადლს დილისა
და ამ გათენების...

პირჯვარს დავიბნევ
სამკაულივით,
საყდართან ჩავლილს
მჯობნის ინსტინქტი,
ვფიქრობ შენზე და
მოსვლას ვერ ვბედავ,
ან იქნებ არ მსურს?
ესეც არ ვიცი...

მე მკრეხელი ვარ,
აღსარებაზე
,,უშუამავლოდ” გესაუბრები,
ზოგჯერ დავეძებ სიკვდილის
განცდას,
გთხოვ... მომიტევო,
უფალო ჩემო...

ცოდვებს ნაგროვებს
სული ატარებს,
სხეულით ზიდვა ძალიან მიმძიმს,
დღეს მოგადექი, ჩემს
შეცოდებებს,
პეშვებით გიყრი,
გთხოვ... მომიტევო...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Tue Mar 24, 2009 2:53 am

ნუ მეტყვი !!!


ნუ მეტყვი, ბავშვობამ ჩაგვიარა,
დრომ ვერ გაგახუნა ჩემს თვალებში,
სოფელი დაბერდა, დაჩიავდა,
წლებმა მოიმწყვდია ბერწ მკლავებში.
და მაინც დავითვლით ანარეკლებს,
ღამით, ვესტუმრებით თუთის ხეებს,
მთვარე, კომეტებს რომ გაახელებს,
გიჩემებ, შეგიბამ ქარვა-ყელზე.

ნუ მეტყვი, რომ არ ღირს დაბრუნება,
ისევ ძველებურად მეჩქარები,
არ მინდა, არ მინდა გაჩუმება,
სურვილებს ვერაფრით ვემალები.
განცდები ძალიან ჩემიანი,
გრძნობები სასწორზე იცი, დავდე,
მომბეზრდა ქარივით ხეტიალი,
აპრილთან ვიცეკვებ სიკვდილამდე.

ნუ მეტყვი, ამინდმა გამაბრუა,
ჩვილივით ,,მიტატებს" გაზაფხული,
ცამ ქუდად წვიმები დამახურა,
მზე დარჩა ღრუბლებში განაბული.
კატები ათრევენ მარტის კაბას,
ხასიათს სულ უბით დავატარებ
და მაინც, შფოთიანს თუკი მნახავ,
ტკივილებს ვერაფრით დამაბრალებ.

ნუ მეტყვი, სიტყვები არ მჭირდება,
თვალებში ,,მინახავ" შემოდგომად,
გიამბო, დღეს არა, ხვალ იქნება...
დავტოვო სიცრუის ჩერო ობლად.
ყვავილებს კვირტები თოვლად უჩანს,
ვეშვები მეც თავქვე, წყარო-ბარში,
ჩამკიდე ხელი და ცოტა უკან,
დავბრუნდეთ კამკამა ბავშვობაში.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ირინკა - ირინე წიკლაური   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ირინკა - ირინე წიკლაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: