არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რატი ამაღლობელი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: რატი ამაღლობელი   Sat Jan 09, 2010 3:18 pm



რატი ამაღლობელი

დაიბადა ქალაქ თბილისში, 1977 წლის 30 მარტს.
1994 წელს დაამთავრა თბილისის მეექვსე გერმანული გიმნაზია, ხოლო 2000 წელს კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი.
რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში.
საქართველოს პენ–ცენტრის პრეზიდენტი 2011 წლიდან.
ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" რედაქტორი – 2010–2011 წლებში.
ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს "წიგნის სახლში".
არის სოციალური ქსელის "აზრები,გე" მასპინძელი.
საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, "ხმების ისტორია" წამყვანი – 2005–2010 წლები.

წიგნები:
* "ზმნა", თბ. : აზრი, 2000 - ISBN: 99928-70-20-6
* "თუ", თბ. : საარი, 2003 - ISBN: 99928-39-73-2
* "წრე", თბ. : სიესტა, 2006 – ISBN: 99940-0-824-2
* "ლექსები", თბ. : პალიტრა L, 2011 - ISBN: 978-9941-19-245-6






სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

© Rati Amaglobeli

კითხულობს ავტორი
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Sat Jan 09, 2010 3:21 pm

ამაღლობელი, რატი

ზმნა : [ლექსები / წინასიტყვ. დათო ტურაშვილის ; მხატვ.: სიმონ ჭიორელი]. - 1-ლი გამოც.. - თბ. : აზრი, 2000. - 159გვ. ; 16სმ.. - ISBN: 99928-70-20-6 : [4ლ.][MFN: 14159]

UDC: 821.353.1-1

K 58.343/2 - საერთო ფონდი
K 58.374/2 - საერთო ფონდი
K 58.375/2 - საერთო ფონდი
F 16.488/2 - ხელუხლებელი ფონდი



ამაღლობელი, რატი

ზმნა : [ლექსები]. - [მე-2 გამოც.]. - თბ. : საგამომც. ცენტრი, 2002. - 160გვ. ; 16სმ.. - [ფ.ა.][MFN: 16792]

UDC: 821.353.1-1

K 58.569/2 - საერთო ფონდი
F 16.630/2 - ხელუხლებელი ფონდი



ამაღლობელი, რატი

თუ : [ლექსები / მხატვ.: ტუსია ბერიძე]. - თბ. : საარი, 2003. - 92გვ. ; 16სმ.. - ISBN: 99928-39-73-2 : [ფ.ა.][MFN: 18650]

UDC: 821.353.1-1

K 58.758/2 - საერთო ფონდი
F 17.359/2 - ხელუხლებელი ფონდი



ამაღლობელი, რატი

თუ : [ლექსები] / რატი ამაღლობელი ; [მხატვ.: ტუსია ბერიძე, ბუბა სვიმონიშვილი]. - [თბ.] : საარი, [2005]. - 92გვ. ; 17სმ.. - ISBN: 99928-39-73-2 : [ფ.ა.][MFN: 30337]

შინაარსი: ***მე ახლაც მიჭირს ლექსების წერა; ***წერ ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ; პოეზია; უკუთქმა; ***ადამიანში არის მარცხნივ, მარჯვნივ, შუაში; ***სიტყვები მძივების თვლებივით დავშალე; ***დილა ცისკენ კიბე-კიბე აივლის; ***მზეზე შუადღის გამშრალდა კაბა; ***საღამო გამთბარ მიწაში ხელებით; ***მზე კიდევ ნისლის ზეწარზე იწვა; ***აივნის კარი ღია მაქვს. წვიმს; ***გაზაფხულს ელიან; ***ცამ მზის ძნა წნა; აგარაკი; ***მინდა თოვდეს; ***ფანჯრის მინაზე ვკითხულობ წვიმას; სოფელი; ***ფიქრისგან დამცლი, როცა ჩემში ისევ იელვებ; ***ნისლი; ***ცაზე ავიდა დილა; ქალაქი და სხვ.

UDC: 821.353.1-1

K 60.078/2 - საერთო ფონდი
F 18.611/2 - ხელუხლებელი ფონდი



ამაღლობელი, რატი

წრე : წიგნში შესულია 2003-2005 წლებში დაწერილი ლექსები / რატი ამაღლობელი ; [წიგნი მომზადებულია ჯგუფი სიესტას მიერ]. - თბ. : [სიესტა], 2006. - 72 გვ. ; 17 სმ.. - ISBN: 99940-0-824-2 : [ფ. ა.][MFN: 88756]

შინაარსი: *სიტყვა რამდენი წარსულში დარჩა; ტყე; *მე სულ გაკვირვებით გაკვირდები; *რამდენი რამე არსებობს გარდა; *წვეთში ზღვა არი, ზღვაში წვეთი; *ადამ-მე-ანი არის ჩემში და არა მარტო; კასპარ ჰაუზერი; ბაღი; *თითქოს ვარსვლავი მოწყდაო ცაზე; საშობაო; დაჩის; სინამდვილე; ნანას; ლევან ლაგაზიძეს; *როგორც გარდაცვლილის სახის დასიზმრება; *დილისკენ თვალებს გავახელ თუ არა; *ხანდახან მოსვლა ისე მინდება; *რა რჩება, ალბათ ის რაც გვახსოვს; ყვავილი ჩიტი და სხვ.

UDC: 821.353.1-1

K 60.552/2 - საერთო ფონდი
K 60.553/2 - საერთო ფონდი

ბმული – http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aამაღლობელი+რატი


დაჩის

როდესაც კრთიხარ და შენი ერთი
კვირის ხელებით პოულობ სივრცეს -
მე ვიცი მართლა არსებობს ღმერთი,
რომელიც გიცავს, რომელიც გირწევს
სიზმრების ლოგინს და შენი გულის
ფეთქვაში ცხოვრობს, თითქოს მიწიდან
აფრენილ მტრედის თბილი ღუღუნის
ხმებს გამოსცემდე და სული წმინდა
შენს სახეს ძერწავს გასული წლიდან.
შენა ხარ ჩემი გულივით ჩვილი
და მეც პირველად ეს სიტვა - შვილი
მივხვდი რას ნიშნავს, შესაბამისად
ჩემში ვატარებ განცდას მამისას.
ამგვარად ყველა ბგერა თუ სიტყვა,
რაც კი რამ ქვეყნად ოდესმე ითქვა
დასაბამიდან და იმის წინად
დაიწყებს შენში გარკვეულ წილად
ცხოვრებას, სუნთქვას, ფარულ საუბარს
გააბავს შენთან და მოძრაობას
შიგნიდან გარეთ გარედან შიგნით
მიმართავს ფიქრის სახით, თუ წიგნით,
შთაბეჭდილებით, სიზმრით, ასევე
საგნებში ჭვრეტით, რადგან სავსეა
სამყარო სიტყვით და ეს სიტყვები
შენა ხარ თავად, დაეკითხები
სიტყვებს თავისი თავის შესახებ,
სიტყვებს გააღებ, სიტყვებს შეაღებ
სიკვდილ-სიცოცხლის კარიბჭის მსგავსად,
ერთმანეთისგან გაარჩევ ფასადს
ფორმას, შინაარსს, გარეს და შინას,
ყოველ მცენარეს, თუ როგორ ფშვინავს,
ცხოველს შეიგრძნობ, ჩიტის გალობა
იქნება შენთვის ერთიანობა
სიტყვების მიღმა არსებულ სულის,
ვინმეს ან რამეს, რომ არ გავს სულაც,
ის არის როგორც შეგრძნება, სუნთქვა,
რომელიც სიტყვებს ვერ გამოუთქვამთ
ისევე როგორც ერთი შეხედვით
შენს უმნიშვნელო ხელის ცეცებას,
უმიზნო მზერას სივრცის მეძებარს
პირდაპირ გეტყვი რაც შეეხება
შენს ამ ქმედებას, სულ რომ მოველი

აქვს მნიშვნელობა განუზომელი,
რადგანაც მივხვდი რას ნიშნავს ძე და
რას ნიშნავს მამა, რას ნიშნავს შენთან
ყოფნა და მერე შენში შეგრძნება
შენს ჭურჭელს სული როგორ ეძლევა,
როდესაც კრთიხარ და შენი ერთი
კვირის ხელებით პოულობ სივრცეს,
მე ვიცი მართლა არსებობს ღმერთი
და გულში გიცემს.

© Rati Amaglobeli

Audio production: 2005 Giorgi Darsalia, Parnassus

კითხულობს ავტორი
Back to top Go down
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Sun Feb 20, 2011 1:02 pm


მათხოვარი

ვარ ცარიელი, - გეუბნები, - აი
სრულიად,
სული ცარიელ სივრცეებით დაი-
სრულია.
ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი,
მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი.
ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული
შავი ჯვალოთი.
ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული
მე ვარ ჯალათი.
გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით
ღამის მსტოვარი,
ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით, _
გთხოვთ მათხოვარი!



"გიშვებ,სამყარო დიდი არის,კი არ გაშინებ,
გიშვებ,რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ, გიშვებ მეთქი,ღამის საგიშრე
ტბები დამიშრა,ცრემლიც არ მაქვს, უცრემლოდ გიშვებ.

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით,რაც არ გამომითქვამს_"ღმერთო მიშველე",
გიშვებ ერთადერთ ვიწრო გზაზე და ეს გზა ნიშნავს,
რომ შენს საკუთარ წიაღში და სიღრმეში გიშვებ...

ბედნიერება ცრუ რწმენაა, ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა სიყვარულის შეუძებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს."
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Sun Feb 20, 2011 1:04 pm

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Fri Feb 25, 2011 12:58 pm

რატი ამაღლობელი

წრე

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, შიგნით ტბებია,
ჩაღამებული ყურეები მყუდრო დღეებით,
ზღვის სიშორეში შუაღამეს უერთდებიან
მთვარეში ნავით გადასული მეთევზეები.

თვალუწვდენელი ურჩხულების ვერცხლის პერანგით
ბზინავენ ზღვები მთვარის შუქზე. მლაშე სურნელით.
იძვრის ნიავი, როგორც მშვიდი ძილის სურვილი,
ვიდრე წრეს შეკრავს, შემოხაზავს მზის ბუმერაგი.

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, სარკმლის, ფარდების
მიღმა, როდესაც ვარსკვლავეთის მხარე ინთება,
უფსკრულებია აქ ისეთი – შეგეშინდება
ციხე-კოშკიდან მონაზვნების გადმოვარდნები.

აქ ტყეებია ამ ტბებში რომ ირეკლებიან,
მთიდან ველებით ევლებიან ტყეს ფრინველები,
ტყეების შიგნით საიდუმლო ბილიკებია,
შემოიხედე – შენც ამ ტყეებს გადაევლები.

ერთი ჩახედვით, ერთი წამით და გაელვებით
ვნახოთ ქუჩები, სანაპიროს ქალაქები და
ტაძრის ბაღებში გადავძვრებით გალავნებიდან
და ბრმა მათხოვარს გზის პოვნაში მივეშველებით.

ცოტა ხნით ღმერთის გვეგონება მისი ხელები,
მაგრამ იცოდე ჩემს თვალებში ღმერთი არ არი,
აქ მხოლოდ მისი საფლავია, ზეთისხილები
ფარავენ და ჩვენც გავანათებთ საფლავს ფარანით.

ტაძრის გუმბათზე ნახავ როგორ თვლემენ მტრედები,
მსუქანი მღვდლები შეგხვდებიან ეჭვის თვალებით,
წამით ათასგვარ მწიკვლოვნებას დაგაბრალებენ
და ტაძრის ზღურბლთან მდგარ ხეიბრებს შეეფეთები.

სუნი გეცემა საზარელი, მაგრამ საკურთხის
და საკმეველის სურნელებაც მოვა შენამდე.
ასეთი ფერის განათება მხოლოდ წაკითხულ
ზღაპრებშია და სიზმრებშია. შიგნით შემოდი!

შენ ვერ გაიგებ ხმაურია თუ, სიმშვიდეა,
არ ისმის სიტყვა, ისმის მხოლოდ ექო ბგერების,
შუაღამეში ეს ტაძარი ისე დიდია -
აქ ქრისტეს ძმებიც არიან და ქრისტეს მკვლელებიც.

მიწის მუშები, დურგლები და მებადურენი
აღსავლის კართან სიწმინდეებს ეძალებიან,
კედლის ნაპრალში ხელისგულებს აფათურებენ
ბებრუხანები, იქვე ძველი მეძავეები

დგანან და მორცხვად ბუტბუტებენ. თუ, აკვირდები
ნახავ ლოცვანებს მათ ხელებში ოდნავ გადაშლილს,
ოდესღაც მათთან მეც ვიწექი – გაგიკვირდება,
იმათაც უკვირთ გამოჩენა შენი ტაძარში.

კოლონების ქვეშ კაცი რომ დგას და იმის ვაჟი,
მზვერავის თვალით გიყურებენ, მაგრამ ვერავინ
შეგბედავს სიტყვას, სულ აქ დგანან, ისე კი სახლში
მეთევზეთათვის ხომალდების აფრებს კერავენ.

მათთან მოდიან მეზობლები და სადილის წინ
ამბობენ ლოცვებს სამადლობელს, ბოლოში – ამინ!
თვალი თვალის წილ, როგორც არის, კბილი კბილის წილ
სხედან და ასე ჯამებიდან ხელებით ჭამენ.

აგერ, ფერდობზე რომ გაჰყურებს ზღვებს და ამინდებს -
ჩემი სახლია აკაციის ტყის პირას მდგარი,
ათასი წელი შეიძლება ისე გავიდეს,
რომ ვერ შევაღო საკუთარი სამყოფლის კარი.

არ ვიცი შიგნით ვინ დამხვდება, თუკი იქნება
ვინმე საერთოდ ამ ძველ სახლში. შევიდეთ, ვნახოთ.
სიზმარშიც მიჭირს ამ ადგილის, ამ გზის მიგნება,
ამ ხნის მანძილზე არ ვყოფილვარ მე ასე ახლო

მასთან. ისევე დაბურული ეზო და ბაღი,
როგორც ოდესღაც და კედლებზე სურო ასული,
ქვის ქანდაკება, შადრევანი, გალავნის თაღი
მომადენს ცრემლებს თუ, რამხელა ჟამი გასულა.

შენ გაოცება გადაგირბენს სახეზე, ბაგე
ოდნავ ღიმილით გაგეპობა, ბაღის ჩრდილი კი
აშრიალდება, გამოჩნდება სახლის ბილიკი
და მოწყურებულს გეტყვი; – ძველი ჭა არის აგერ.

ვენახის გვერდით! ჩემი სიღრმის უძველეს ჭიდან
წყალს ამოვიღებ და მოგაწვდი, ამ დროს კარები
მძიმე ჭრიალით გაიღება, აივნის ჩიტი
დაფრთხება და შენც მომეკრობი მიუკარება.

გარეთ გამოვა მამაჩემი შესული ხანში,
ფეხის ხმით მიცნობს, მეც ვიცანი მისი ფეხის ხმა,
უძღები შვილის იგავში თუ, საკუთარ სახლში
აღმოვჩნდი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ძმა.

ჩემზე უფროსი ათასი წლით, უკან მოყვება
განათებული ლამფით ხელში მოხუც მამაჩემს.
ეს იყო ადრე – უარყოფა თუ, ამბოხება,
ახლა ვდგავარ და უნებლიედ ველი განაჩენს.

დედა მოგვიკვდა ახალგაზრდა, ამ კაცის ცოლი,
ორივე იმან გაგვაჩინა, ცათა სიშორეს
მალე გაუყვა და მეც დედას ვგავარ და მგონი
ამ უეცარი განკითხვის წამს ეს თუ, მიშველის.

ლოყაზე წვერით შემეხება და მამაჩემი
მეტყვის: მოხვედი, დაგვიბრუნდი! კიდევ ორ სიტყვას.
ჩვენ შიგნით შევალთ და ამ ღამით იქვე დავრჩებით
სახლში, რომელიც მოგვაგებებს სიზმრების სითბოს.

შემოიხედე ჩემს ოთახში, შემოდი, ნახე
ის, რაც ვერასდროს ვერ იხილეს სხვისმა თვალებმა,
მოვძებნოთ სხვენში ხელთუქმნელი მაცხოვრის სახე,
როგორც ჭრილობა, სიყვარული და შებრალება.

მონატრებული მამაჩემი გაგვიშლის სუფრას,
ჯერ შენს სტუმრობას დალოცავს და გაგეცინება,
მერე კი შვილებს გვადღეგრძელებს – უმცროსს და უფროსს,
ნამგზავრს და დაღლილს შენც ჩემს მხარზე ჩაგეძინება.

და ძილში გეტყვი, რომ მიყვარხარ, რომ ვერ დავმალე
მე ვერაფერი თუკი გულში რამე მიცემდა,
ხვალ შენს თვალებში ჩავიხედავ, როცა მამალი
იყივლებს სამჯერ რიჟრაჟზე და გაგეღვიძება.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Sat Feb 26, 2011 11:27 am

***
წვეთში ზღვა არი,ზღვაში წვეთი
ღმერთში მთლიანი
სუნთქავს კაცი და კაცში ღმერთი -
ადამიანი.

თუმც განუწყვეტლივ ბეწვზე კიდია
მართალი არი,
მაინც საკუთარ თავზე დიდია,
უკიდეგანო ზღვის სიმშვიდეა
ადამიანი.

ამ კიდის იქით კიდევ კიდეა
სადაც ხმინაებს -
ადამიანი არის იდეა;
სხვა სიდიდიდეა ადამიანი.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Sat Feb 26, 2011 11:28 am

 (ეს სიყვარული გავდა ბავშვობის..)

ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს
რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –
ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.
წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით
ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს
და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,
როცა მკვდარია და თვალებ-ღია
ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,
ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,
სურნელოვანი შუადღის სიცხით
და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: -
“რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა
მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,
თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა
მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.
ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,
პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,
რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი
სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან.
და სული ჩემი სიყვარულს ამას
ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,
აივნებიდან ხედავდა ლამაზს –
მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად.
ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,
თვითონ სიყვარულს, სხვა ყველა განცდას
მას ვადარებდი – ცოლივით მყავდა
დასავით მყავდა, ძმას ვგრძნობდი მასთან.
ახლა კი მხოლოდ ხსოვნაში დამრჩა,
რამაც დამტოვა. წავიდა. არ ჩანს.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Sat Mar 05, 2011 1:56 pm

წვეთი
(წვიმის ანგელოსი)

პირველი მოწყდა ისმათ შორის, რომელთა რიცხვი
უთვალავი, ჯერ ეკიდა როგორც საყურე,
მერე კი ამას წარმოიდგენთ,ნამდვილად, ვიცი -
ზემოდან თითქოს დედამიწას მთლიანს დაჰყურებთ.

ჯვარი გვწერია, ვთქვათ და წამით დაკარგა მიწამ
მიზიდულობის მთელი ძალა, ტბები მიწიდან
ცვივიან ღია სივრცეებში, განიცდით იმ წამს -
თითქოსდა ამ ტბებს უკვე თქვენი თვალი იზიდავს.

თითქმის ამგვარად,ასე მოწყდა. მასში ქვემოდან
შავ-თეთრ რუკებად ქალაქები ირეკლებოდა.
რაც უფრო ქვემოთ ეშვებოდა,მით უფრო დიდად
ჭვრეტდა კონტურებს ქალაქისას, ქალაქში იდგა

მე რომელიღაც გაზაფხულის გამჭვირვალება.
და ის დაეცა ჩვენიბაღის აუზში მშვიდად,
სადაც ხეები და ღრუბლები საკუთარ შიდა
მხარეს უმზერენ. ის აუზში წრედ და რკალებად

გადაიშალა, წყალს შეეხო ოდნავ თუ არა
და ზედაპირზე ანარეკლებს გადაუარა.
მოკლედ, ის იყო მრავალთაგან პირველი, ციდან
ვინც ჩვენ ქალაქში ჩამოვარდა, რომელშიც წვიმდა.


რატი ამაღლობელი
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
nika ciklauri



Male
Number of posts : 5
Age : 26
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : poetry
Registration date : 18.03.11

PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Fri Mar 18, 2011 9:35 pm

Back to top Go down
View user profile http://www.literatura.ge
Sponsored content




PostSubject: Re: რატი ამაღლობელი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
რატი ამაღლობელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: