არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჭიპიტანა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ჭიპიტანა   Wed Jan 06, 2010 8:10 pm



ილტოსპირელი-მიხეილ ღანიშაშვილი



ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერება - ჭიპიტანა

ვაგრძელებ ილტოს ხეობელი სახალხო მთქმელების ლექსების პუბლიკაციას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობ ჭიპიტანას (იგივე ფილიპე ღვინიაშვილის) შემოქმედებას.

ვისაც არ მოსწონს. არ აინტერესებს და არ ესმის ხალხური პოეზია, ტყუილად ნუ შემოვა ამ ნაკრძალში და ნუ ეცდება მის დანაგვიანებას!

ხოლო ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ხალხური საუნჯე, უმორჩილესი თხოვნა მექნებოდა მათთან: გთხოვთ, ყურადღებით და სერიოზულად წაიკითხოთ ნაწერი, გამოთქვათ თქვენი აზრი მის შესახებ შეძლებისდაგვარად ვრცლად და ობიექტურად. ავტორი დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნასა და წინადადებას.



ჭიპიტანა

ჭიპიტანა, იგივე ფილიპე კურდღელას ძე ღვინიაშვილი წარმოშობით ილტოს ხეობელი სახალხო მოლექსეა. იგი დაიბადა 1988 წელს ს. ბუხრევში. აქვე გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობა. 1925 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ჯერ ს. ხევისჭალაში, ხოლო მოგვიანებით - ს. საკობიანოში და აქვე გარდაიცვალა 1965 წელს. მას, თავის დროზე, უმსახურია მეფის არმიაში და მონაწილეობა მიუღია პირველ მსოფლიო ომში. სცოდნია წერა-კითხვა, რუსული ენა. მისდევდა სოფლის მეურნეობას - მესაქონლეობას. ცნობილი იყო თავისი ხელსაქმით - ხისგან ხვეწდა სხვადასხვა საოჯახო ნივთებს.
ჭიპიტანამ, როგორც ნიჭიერმა მელექსემ, ახალგაზრდობაშივე გაითქვა სახელი. მისი ნათქვამი ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და საოცრად პოპულარული იყო. ამ პოპულარობას განაპირობებდა სიტყვის სიმახვილე, მოსწრებულობა, ჯანსაღი იუმორი, თვითირონია, სათქმელის მოკლედ და სხარტად, გასაგები ენით გამოხატვა.
ჭიპიტანას გარკვეული უთანხმოება ჰქონია ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრთან და უნიჭიერეს პოეტთან, მიხა ხელაშვილთან, რომელიც იმხანად სწორედ ხევისჭალის ტყეებს აფარებდა თავს. შემორჩენილია მიხას ლექსი-წერილი, რომელიც კარგად ასახავს მათი ურთიერთობის რეალურ მიზეზებს და რომელიც მას ჭიპიტანასთვის გაუგზავნია:

უჭკუა ხამხეთაშვილი ლექსსა ვწერ ხევისჭალასა,
მიეცით საძმო წერილი კურდღელათ ჭიპიტანასა,
ახალ ქვეყანას ეძახის, აშენებს ადაფხანასა.
შავლენ, შიგ რუსებ მაჰკუნტვენ, ეგ კი დაუწყებს ჭამასა,
ჩვენთვის ბორკილებს ამზადებს, აჩქამებს კვერ-მანგანასა,
გუბერცკის ციხეს გადამცემს ქალაქში, ორთაჭალასა,
იმით საჩუქრებს აიღებს, ნიფხავს ჩააცომს მამასა.
ყელზე ჯილდოებს შააბმენ, როგორც მკითხავებ შანასა,
წკავილს მაიშლის ციცაი, დაიჭერს მთელ ქვეყანასა.
ახალ კომუნისტს უთხარით: - ჭკვას ნუ დაატანსა ძალასა,
ლენინიც ჭკვისაგან მოკვდა, ნუ იხდის ხათაბალასა,
ეს ლექსი დაუწერავის გაზდილად ბაჯაჯგანასა,
თუ შავხვდი სიზე ხევსურსა, შავასნმევ კარახანასა,
ბევრ გულ არა აქ ციცასა, შორს ვერ გაივლის შარასა,
შინ დედაკაცებს აწუხებს, ძობნის ხაჭოსა ჰპარავსა.

(მიხა ხელაშვილი, ლექსო ამოგთქომ ოხერო, თბ. 2006 წ.
შემდგ: გ. ხორნაული, ნ. კოტეტიშვილი)

უჭკუა ხამხეთაშვილი მიხა ხელაშვილის ფსევდონიმია.
მიუხედავად იმისა, რომ ჭიპიტანა კომუნისტ-რუსების მომხრე ყოფილა და საკმაო დაპირისპირებაც ჰქონია ამ ნიადაგზე 30-იან წლებში ეროვნულ ძალებთან, მის ლესებში მაინც მკაფიოდ აისახა ბოლშევიკების მიერ დამკვიდრებული ცხოვრების წესის მრავალი უარყოფითი მხარე.
ჭიპიტანას ბევრი ლექსია გამოქვეყნებული ხალხური პოეზიის გამოცემებში. მე აქ, ამჯერად, მხოლოდ ის ლექსები მომყავს, რომლებიც მისი ილტოს ხეობაზე ცხოვრების პერიოდს ეხება, ან ამ ხეობასთან არის თემატურად დაკავშირებული.

შახვეტილა სამშობლოა

შახვეტილა სამშობლოა, იქ ხელზე ვარ აყვანილი,
საყვედურად არ ითვლება, თუნდაც ცხრაჯერ გადავილი.

(ქხპ, ტ. XII, გვ. 216, მთქმ: ნ. ციხელაშვილი, ახმეტის
რ-ნი ს. ბაყილოვანი, ჩამწ: გ. ხორნაული, 1961 წ.)

ბუჴრეევშიით ჩავიარე ჩაფართაში სამხთოშია,
ზემო თავში დამპატიჟეს, უფროსების საჟდომშია,
რაკი ვერ დამიხვდებოდეს, თავ არ უჩნდა სარჩოშია.
პურის ლუკმა ვერა ვნახე იმათ ხელის საწვდომშია.
ავდარს აეფრუშკა ფქვილი, ვერ თუ დაფქვეს დარ-დროშია,
ფურნეს მაშინ ახურებდნენ, ვნახე პურის საცხობშია,
ავდექ, იმ დღეს შინავ წავე, მეორე დღეს - საქონშია,
მესამე დღეს გამაგონეს: ლეკვ ჩეერჩვა ნარჩომშია.

(ლიფაკ 103, გვ. 99, ალ. დულუზაურის ჩანაწერები)


ბუჴრევლებ გილექსებივართ

ბუჴრევლებ გილექსებივართ, ხმა ამამდის მიღმაითა,
ვინაც ბუჴრევლებ ალექსა, ეხლა დგება წმინდაითა,
ჯალაფობა გადაუტ..ან ჩემ პატარა ყვლირტაითა,
წვრილ-წვრილ ბალღებ ვაყრეინე, იცურაონ ციგაითა,
თავად ცოფითაით მოკვდეს, გეერჩიოს შიგაითა,
გვარ-ნათესავ ამაუწყდეს, გაუთავდეს სისხაითა,
ნასახლარებ ჩაუხოვლდეს, ამაივსოს პიტნაითა,
პიტნა მუცლის წამალია, არ გათავდეს იქ მაინცა.

მთქმელის შენიშვნა: ”ჭიპიტანას ლექსია, ჩაფართელების საპასუხოდ დეეწერა. ყვლირტი - თაგვის ახლადგაჩენილი შვილი; სისხა - ფაღარათი, დიზენტერია; ჩაუხოვლდეს - ჩაექცეს, ჩაენგრეს, ჩაეშალოს (სახლ-კატი)”

(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
59 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1988 წ. )


ჭართალაში ლექსები თქვეს

ჭართალაში ქალები თქვეს ლექსობაში განთქმულებმი,
მუამბეთა სკოლებია, ზედ ზარები შამბულები,
მართა, ქსენა გამოსულან, გაჴდენ ბედის ტანჯულები,
მანდით მთიულეთს, - ამბობენ, - ხაზებია გამბულები,
კოტლოს ვერავინა სჯობავ მაგ სკოლაში შასულები,
მუშა არ გამალევია, გასდის ზამთარ-ზაფხულები,
მაგის ბოსტანს ვერ ედრება კოლექტივის დაჴნულები,
რაშია შველთ? - შევეკითხე, ორპირი აქვთ საბრუნები,
ძეგლიგათას არ გავილით, დაგვენიშნოს მსაჯულები,
პავლეს შაულომებავის, ჯილდოდ მისცა საყურები.

(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
59 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1988 წ. )


რა უქნავის ალექსისა

რა უქნავის ალექსისა, აქ რო არა სვენდებოდა,
გადაუვლავ ბუჴრევშია, ალბათ იმედ ექნებოდა,
დღისით თურმე ქეიფობდა, ღამე ლოყა ცხელდებოდა,
ტილებ გამეერეკვინათ, რო მოიდა თენდებოდა,
ერთ ძუძუზე გაზდილ მაჰყვა, ურემივით ესწებოდა,
მალე დაუცვალეთ ტანთა, თორო გაგვიველდებოდა:
- ცოტა გამამარეკვინეს, კიდეც ბევრი მერგებოდა!


(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
59 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1988 წ. )


წამუედ დამასტეშია

წამუედ დამასტეშია, საფერჴე მყვანდა ჯორიო,
დამექც-მამექცა ქალები, დამრჩა ტიტველა გორიო,
რას დარბით, არგასაზდელნო, ვინ არი თქვენზე ყროლიო,
ყველასთან არ ამოვსულვარ, ერთ მინდით, ჩემის სწორიო.

(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
59 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1988წ.)

მე ჩემ ჯეილობაშია

მე ჩემ ჯეილობაშია, რა ჩამეცვა არ ვიცოდი,
კაცს თვალებ არ შავყაროდი, ქალ მაშინვე გავიცნოდი.
ბუჴრევშიით ჩაბანოსა შუაღამეს დავიდოდი,
კარებ დამხვდის გაღებული, თავისუფლად შავიდოდი,
შამეგების, ჩამამკოცნის, მენაც გულში ჩავიკროდი,
მამიტანის თხილ-კაკალი, ჯიბე-უბე გავივსოდი,
მამიტანის ჭრელ წინდები, კარგა კოხტად ჩავიცოდი,
წინწანაქრიან ბოთლაი დავლიოდი, დავითროდი,
მოვძებნიდი გრილოები, კარგა ძილით დავიტკბოდი,
ყანებ დამრჩის მოსამკელი, სუ მშიერა დვიდოდი,
ვინ მამცემდა უსაქმურსა, დუშმანს, რო მე გავიძლოდი.

(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
59 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1988წ.)

მიუდივართ სალდათშია

მიუდივართ სალდათშია მე დ გიორგი ზეკურისა,
რა გვინდოდა რუსის ჯარში, გული ყისმათს ემდურისა,
პატრონ აღარავინ რჩება ჩვენის მამულ-დედულისა,
მტერს კიდეც გაუხარდება, ბრალი ჩვენი ერთგულისა.

(ავტორ-მთქმ: ეთერი გიორგის ასული ჩეკურიშვილი,
ახმეტის რ-ნი ს. შახვეტილა, 83 წლის, ჩამწ: მიხეილ
ღანიშაშვილი, 2002 წ.)

ეხლა კი დავბერებულვარ

ეხლა კი დავბერებულვარ, კურდღელამ დაიჯერაო,
ბუხრევში ბოსტანსა ვმარგლი, ვაკუებ ნელა-მელაო,
შენი ბრალია, ჭეჭეო, საკუთრეულად შენაო,
წასულხარ ხევისჭალასა, იქ გაგიძვრენავ ენაო.

(ავტორ-მთქმ: ეთერი გიორგის ასული ჩეკურიშვილი,
ახმეტის რ-ნი ს. შახვეტილა, 83 წლის, ჩამწ: მიხეილ
ღანიშაშვილი, 2002 წ.)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
 
ჭიპიტანა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: