არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 როინ აბუსელიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: როინ აბუსელიძე   Mon Jan 04, 2010 12:40 pm



ტყუპები (ბალადა)

ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს,
თუმც უსახელოდ, სუნთქავდნენ და სუნთქავდნენ ჰაერს,
ჰაერს რომელიც ერთმანეთის სუნთქვიდან წრუპეს,
ჟანგბადს რომელიც დაბადების მოლოდინს ერთვის,
მაგრამ არ იცი, არასოდეს არ იცი თურმე,
ხშირად ბჭობს კაცი და ნაკლებად იცინის ღმერთი.

შემთხვევაც ესე მე რომელიც გიამბოთ უნდა,
ერთ დილით მოხდა, საშინელ და დაწყევლილ დილით,
ზოგს ახსოვს კარგად, ზოგიც კიდევ იხსენებს ბუნდად,
მოასკდა ქალაქს ნიაღვარი, იქუხა ცაზე,
ყველაფერი კი ყველაფერი დაიწყო იმით,
რომ ათ საათზე ყველაფერი დაიწყო ასე -

ეძინათ ტყუპებს, მერე ფეხში ტკივილი იგრძნეს,
ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და მეორე ხელში
სიფრთხილე შეკრეს, გაეღვიძათ მოშორდნენ სიზმრებს
და უცებ ერთ ტყუპს ღვარად წასკდა ზურგიდან სისხლი,
დაიფშვნა საფრთხე და მეორეს ერთგვარად შეშლილს,
გადაეფარა ის პირველი, თავისი ღვიძლი.

გაგრძელდა ბრძოლა თუმც ეს ბრძოლა არ ჰგავდა ბრძოლას,
მათ მხოლოდ იმის ჰქონდათ შანსი დაეცვათ თავი,
იფიქრეს კიდევ, კიდევ ერთი ძმის ან დის ყოლა
და როცა მაშინ როს კაცი ბჭობს და ღმერთი ტირის,
თავგანწირულად, იძულებით, საათზე თერთმეტ,
დაეცა ასე დაგეგმილად ორივე გმირი.

.............. ............ ...............

დღე იყო ცივი, ქარი ფოთლებს ხეებში ხევდა,
იყო პალატა, თეთრ ხალათით შევიდა მაცნე,
გამოაღვიძა და ტკივილით გადაღლილ დედას,
წარმატებული და მორიგი აბორტი ამცნო...
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Mon Jan 04, 2010 12:48 pm

სულის სონეტი

მინდა გავბედო ერთი ცალი ჩემიც სონეტი,
სანაპიროზე ენაცვლება ფრეგატს ფრეგატი,
ვზივარ და ვუცქერ დედამიწის ფერად ნეგატივს,
მოდილიანით, პიკასოთი და კლოდ მონეთი.

სხვა რა შევკადრო, სხვა რა ვთხოვო მამაზეციერს,
დაკავებულა სხვის თითებით შენი ლადები,
ასჯერ რომ გავჩნდე სულ პოეტად დავიბადები,
თუმც მსურდა უკან საათივით გადამეწიე.

გარდავიცვლები უსათუოდ ისე მაციებს
ძვლებს აჭრიალებს უსახელო შიში, კანკალი,
ვზივარ მე ჩემი დახვეწილი სიმარტოვეთი,

ვზივარ და ვუცქერ ამინდების ვარიაციებს,
უმამაჩემოდ წელს პირველი თოვლი დავკალი,
და ამიტომაც სევდიანი შემრჩა სონეტი.

სულის სურათი.

ბინაა ჩემი,
პატარა და სუნთქვით გამთბარი,
ცოლია ჩემი ფეხმძიმე და
ცაა ორსულად,
საცაა თოვლის დაიხურავს
საბანს ზამთარი,
ჩვენ კი ვისხდებით
მომლოდინედ,
მშვიდად,
უბრალოდ,
ანუ ჩემს სულში ამ საღამოს
მოთოვს შეგრძნება -
რომ უფრო მეტად
მიყვარდე და მწამდე უფალო.

ნინოს

ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.







წინდობა შენი


ცაა და ელვამ ლამის დასეროს
დილა, რომელსაც მთვარე დანათის,
წინდობის ჟამი დგება ასე რომ
ღმერთი აკოცებს დღეს შენს არათითს.
.
მერე კი იქნებ ისე გათოვდეს,
წარსული აწმყოს ხშირად ადარო,
ამიტომ სანამ უფრო აცივდა
და თმები შენი სანამ ზიმზიმებს,
მაგ მოთმინებით უნდა ატარო,
ერთი პოეტის ხასიათი და
ერთი პატარა ბეჭდის სიმძიმე.






სუფლიორი

სუსტი ფლირტია, სიგარეტს და სრუტავს ფლეიტას,
ფილაქანია, ბათუმი და ცივი ფანტანი,
როცა არ ვუცქერ ითმენს მაგრამ ისე ვერ იტანს,
მისი თვალები გამვლელებს და ჩემს ზურგს ფატრავენ.

თუ ნერვიულობს შიგადაშიგ საათს დაჰყურებს,
ეჭვიანია, ლამაზი და ოდნავ ჭკვიანი,
თანაც ამ ბოლოს სხვის ნაჩუქარ მძივს და საყურეს,
ხშირად ატარებს რომ მის მსგავსად ვიეჭვიანო.

როცა არ ესმის, აუხსნი და მაინც არ ესმის,
აზრი არა აქვს კამათისას ღრმად თუ შეყვები,
ასე ვიჩხუბეთ გუშინაც და თოკზე სარეცხის,
პერანგთან ერთად გამოჰკიდა სუსტი ნერვები.

რაც ვიცნობ უკვე ექვსი თვეა და თვე ექვსივე,
სულ თავს მაყვარებს, მაგიჟებს და მისთვის ვპოეტობ,
ის შემოვიდა ჩემში ერთ დღეს კარგი ლექსივით
და ყველა წერტილს მთელს სხეულში მიედ-მოედო.

დღეს კი თვალები გამვლელებს და ჩემს ზურგს ფატრავენ,
როცა არ ვუცქერ ითმენს მაგრამ მაინც ვერ იტანს,
ფილაქანია, ბათუმი და ცივი ფანტანი,
სუსტი ფლირტია, სიგარეტს და სრუტავს ფლეიტას.






5 მადლობა და 1 ბოდიში

მთვარე დაიმტვრა შორის ქალაქებს,
ქუჩაში ფეხით დადის სოფელი,
მე კიდევ ლექსებს სკივრში ვალაგებ
და ყველაფრისთვის ვარ
მადლობელი.

მივდივარ სადაც თეთრი მოლია,
მივდივარ მაგრამ თუ რა მომელის
არ ვიცი, ფიქრმაც სევდა მოლია
და მე ამ ფიქრის ვარ
მადლობელი.

დროგამოშვებით ვყლაპავ ნაფაზებს,
აზრი არა აქვს თვეა რომელი,
დრო იმ ღამესაც გადააფასებს,
თუმც მე იმ ღამის ვარ
მადლობელი -
როცა გიყვარდი დაუსრულებლად
და გვეცვა ერთი წუთისოფელი,
ახლა კი მხოლოდ წერის უფლება
მრჩება შენზე და ვარ
მადლობელი.

ქარი კი ადგას როგორც ჯალათი
სეზონს იმედის ფოთლით მოფენილს,
ჩემს დღეებს სუნი შერჩათ ღალატის,
ღალატისთვისაც ვარ
მადლობელი.

მადლობელი
ვარ ყველა ვნებათა,
ყველა სურვილის და იმედების,
ვიცი რომ შენი ბევრი მემართა
და ამ ლექსით არ
გაიმეტები,
მაგრამ თვალებშიც დაღლა შემოდის
და სურს ცრემლები ქარით მოიშროს,
შენც მადლობებით დაიღლებოდი
და მინდა გულით
მოგიბოდიშო.







პროტესტი კულისებიდან (სარკესთან საკითხავი)

სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.







(მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა)

მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა,
(წუხელის მთვარე ჩაყლაპა ბადრიმ)
ჩვენ ვწვებით როცა ლოგინსაც სძინავს
და ვდგებით მუდამ ლოგინზე ადრე.

სინათლეც წითელ სინათლეს ჰფანტავს,
დილაა ხშირად ძალიან ერთი
და ისე უჩანს მზის სხივი ფარდას,
კაბაში როგორც ლამაზ ქალს კერტი...

სულ ყველა უწინს აქვს მისი უწინ,
ეპოქაც ახალ ეპოქას ამხელს,
ჩვენ კიდევ ვზივართ და ერთად ვწუწნით
სიყვარულს, როგორც ჯოხიან კანფეტს.

ასეა ეს და იქნება ასე,
მე და შენ როგორც მე და შენ გვქვია,
ხანდახან ვცლით და ხანდახან ვავსებთ
გრძნობებს და გრძნობებს და ისეც კია –

ვუყურებთ სპექტაკლს და პირველ ყოვლის,
საკუთარ თავსაც მარტივად ვნიღბავთ,
თუმც მინდა გითხრა - თამაში როლის,
რთულია უფრო კულისებს მიღმა.

მაგრამ ჩვენ ვდგებით ლოგინზე ადრე
და ვწვებით როცა ლოგინსაც სძინავს,
(წუხელის მთვარე ჩაყლაპა ბადრიმ)
მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა.







ჩემი ძმაკაცები და...

(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, მინდია ცეცხლაძეს (ველური) გენრი დოლიძეს)

BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.

პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან
ასფალტზე და გენრისაც მონატრება სწყურია
აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია,
უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია -
რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ,
ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს,
ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო,
ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,

თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში,
ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი?
მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი,
როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.

ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა,
წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა,
მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან,
"გენაცვალე" გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.

წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია,
მაგჰრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი,
ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს,
ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი.
ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა,
მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო,
როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა,
ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო.

გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა,
ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია,
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ,
ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!








უმოტივო მეტივე

(ნინოს)

ხელი დაუშვი, რომ მიყვარდი ისიც დაუშვი,
იყო ტივი და უმოტივოდ იწვა მეტივე,
დროგამოშვება მოვკალით და შენ გეხამუშა -
კოცნა, კისერში ჩავარდნილი წვიმის წვეთივით.

სანაპიროზე გეგონა რომ ჩემი მეგონე,
მერე გზა და გზა გაიზარდა დროც და შეჩვევაც,
რადგან წუხელის ჩემი ყველა მზერა შეკონე,
ხოლო ამ დილით დამაყარე თავზე ეჭვებად.

ახლა ვწევართ და გვენაღვლება ზეცა ისე რა,
ზეცა რომელსაც ამინდები აღელვებია,
შორით ჩანს ხიდი ვით ჟირაფის ჭრელი კისერი,
მთები კი თითქოს დაჩოქილი აქლემებია.

შენ ტივი ხარ და მე მოტივით გიმზერ მეტივე.








დაუსრულებელი ლექსი

მთელი დედამიწა - შენი სამოსელი,
მიკვირს გეფიცები როგორ ჩაგეტია,
მხრიდან ორი ცალი გრძედი ჩამოგხსენი
და ჩემს ჰორიზონტზე ორი განედია.

ახლა როგორც წესი დავდარდიანდები,
რახან ვიბნევი და რახან გვიანია,
ვიცი არსებობენ ადამ-იანები,
მაგრამ შენი სფერო ევა-იანია.

არის შენდობაც და არის მინდობანიც,
ზოგი არ ინდობა, ზოგი ინდობა და
ყველას შეგვიძლია შევქმნათ კიდობანი,
მაგრამ ვიკრიბებით ნოეს კიდობანთან.

რადგან - ...






მინი სონეტი როინ აბუსელიძეს

ზოგი დაფნას ყიდის და
ზოგი დაფნას ყიდულობს,
შენც კამათობ სინდისთან
ლექსით გამოფიტულო.

თუმც გყავს ბევრი მხლებელი
და იშენებ ბალავარს,
მაგრამ გამკეთებელი
იმის ნაღდად არა ვარ,

არა ხარ თუ მნიშვნელიც
პოეტებმა დაიკლეს,
მეფე თუა შიშველი,
რატომ სცივათ პაიკებს?...

აქ არ ვარგა თარეში,
იქნებ სხვაგან ირბინო,
გორგილაძის მხარეში,

ჯერ ძალიან ადრეა -
როინ აბუსელიძემ
თავი დაი-გვირგვინ-ოს!...

საზოგადო წერილი მეუღლეს

მეორდება ეპოქა ქვეყნად როგორც რეფრენი,
ვხედავ მთელი პლანეტა შეაწუხა ნამუსმა,
იცვლებიან დრონი და შიშვლდებიან მეფენი,
ბედი ვისაც ჰქონია ყველა ქვაზე დაუსვამთ.

ერთად იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი
ქალი, თუმცა ყველა ქალს დაჰყოლია მუცლიდან
ეჭვი, აბა რა ჰქონდა ევას საეჭვიანო,
მაგრამ ყოველ საღამოს ადამს ნეკნებს უთვლიდა.
.
განცდები კი სტრიქონებს შენს თვალებში რითმავენ,
გჯეროდეს რომ საკაბედ მეტაფორებს შეიძენ,
ჰოდა რა გენაღვლება, დაჯექი და ითვალე,
თუ რამდენ ლექსს მოგიძღვნის როინ აბუსელიძე.

ლექსის...

ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი,
მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს,
ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში,
საღამო კი ბორანოს სუნს აცრის,
წარსულია ახლა სულ ყველაფერი,
ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟი
და ცისფერი ბალახებით ნაფერი,
შურდულივით მოვარდება საცრის -

სათხოვებლად მეზობელის გოგონა,
ლამაზი და თან რარიგად ლამაზი,
ჩემი მზერა დაიჭიროს ოღონდ და
რას არ ვიზამ პოეტივით ბიჭი,
ოცნება მაქვს შვიდიათასსამასი,
ფიჩხებს ჩუმად შევაგროვებ კოცონთან
და იმ ციცას რომელიც მე მომწონდა
წამოვიწვენ ერთი ცალი ფიჭვის -

ბებერ ხესთან საიდანაც დუნიას,
ჩაკვნეტილი დაკვნესება ესმის...
მთელ სოფელს კი დილით ლექსის სუნი აქვს,
პატარა და უძინარი ლექსის.....................

მამაჩემი

ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ ჯერავს
და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად) მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი........................




ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა

ქარის სუნთქვა შემოასკდა საფეთქელზე ხვეულ
შავი ფერის თმებით ყურთან დასმულ კითხვის ნიშანს,
სტრიქონ-სტრიქონ ვიხსენებდი მარტში გასულ წლეულს,
როგორ გწვავდა მკერდზე ჩემი კოცნის მცირე გლოსა.
დღეს მეზობლის ბოსტანიდან ჩემს ეზოში რხეულ
ყვავილივით ჩუმად გკრეფ და ნება-ნება გყნოსავ.

სოფლის ზუნზლში ავტობუსით შემოვედი ყვითელ-
ყვითელ ფოთლის ხრაშახრუში იუცხოვა ძეწნამ,
მოვდივარ და თვალწინ მიდგას ღამეს როგორ გითევ.
ზვინის ორთქლში როგორ წვება ღამის კოპიტები,
დღეს ტყე ველებს მოღრუბლება დაუხურავთ რიდედ,
ვიცი ერთხელ თუ შეგხედე ასჯერ მომინდები.

მოდის სოფლის ავტობუსი ბურან-ბურან-ბურან
და ბავშვები ფეხშიშველა გამოსული ღელედ,
აყოლებენ საწყალ თვალებს, ბებრები კი ყურანს
კითხულობენ უკუღმა და ჭადის სუნი ჰფანტავს,
მათ ზერელე თადარიგს და ვერ ხვდებიან თუ რა
უთქვამს წარსულს, ჯვრის ფორმა კი მიუღია პანტას...

რახა-რუხით მოდის სოფლის ავტობუსი, სევდად,
მოაქვს ჩემი ბავშვობა და მოჰყავს სიპოეტე,
თან მარწმუნებს რომ ჭაღარა დაიბადა დედა,
დედის ბევრი სტრიქონი და სიყვარული მმართებს,
მოვდივარ და ჩემს განვლილ წლებს სულ სხვა კუთხით ვხედავ,
წლები ჰგვანან მამაჩემის წვივთან მთვლემარ კატებს.

ხალისს მმატებს ავტობუსის ულვაშება მძღოლი,
გზა მცირდება შუკა-შუკა, ბილიკ-ბილიკ-ბილიკ,
ჩავდივარ და მილოცავენ - შეგირთავსო ცოლი,
უკვე დიდი კაცი ხარო - რაც ბავშვურად მნაღმავს,
ბუხრიდან კი ბოლავს თეთრად დაბინდული ბოლი -
ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა.



დედამიწაზე წვიმებია ნინი

დედამიწაზე წვიმებია ნინი,
ბათუმში ივნისია სრული,
ჰაერი გაუხვრიტავს ქარს,
შაბათს სპექტაკლი თუ ფილმი?
სურვილს შვილებივით ვუვლით,
წვიმს და ჩემთან ერთად ხარ.

ახლა გაკოცებ და ასე,
ასე გაკოცებ და ახლა,
სანამ დაიწყება რვა,
სანამ შებნელდება ცაზე,
სანამ აიხედავ მაღლა,
ერთხელ ჩამეხუტე რა.

თორემ წვიმები,
დედამიწაზე წვიმებია ნინი.






ჰაერში დაკიდული ლექსი

"ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი."
ნ. ჩერქეზიშვილი

იმ საღამოს არ ეძინა პანდორას,
მახსოვს, ქარმა თებერვალი გაშოტა,
მზე რომ გასკდა, ზეცისხელა მინდორი,
დაიბადა ლურჯი თოვლის საშოდან.

შენ იყავი დაღლილი და უბიწო,
გვქონდა ხიდი, პატარა და ლამაზი,
დავდიოდით უზეცოდ და უმიწოდ,
სურნელება დაგვყვებოდა კამასი.

მერე როცა ყვავილები გშიოდა,
გაქეზებდა აპრილი და ბორიო,
სარეცელი გაიყევი სიოსთან,
შენი მახსოვს შემოხედვა ორიოდ -

წუთით, მერე სურვილები მოკალი,
ხოლო როცა სტრიქონებიც მიმიკალ,
ცისარტყელა ჩანდა როგორც ონკანი
და გასდევდა წუთისოფლის მიმიკა.

ახლა კალამს ვაყოყმანებ კისერთან,
სტროფებიდან ვფერთხავ მცირე მიკრობებს,
და ვრწმუნდები ლექსი მრჩება ისეთი,
პოეტები სექსის დროს რომ ფიქრობენ.





სადა ლექსი

ნინოს

შენ არასოდეს შეიგუებ შენში სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში დაგიხრჩვია ფერი ცისფერი.

თან დაგიხრჩვიაც ყურში ისე გეხამუშება,
ნაკვთებში სახის გემატება წრფელი სიფიცხე,
გაზაფხული კი დაგფენია თმებზე ნუშებად
და ნერვიული მერამდენედ ჩემს თავს იფიცებ -

რომ ბერდებიან არასოდეს შენნაირები,
რომ სულ სხვაგვარი სიყვარულით გეყვარები და...
სანამ ჩემს სტროფებს ჩამოათოვს თოვლი ღირსების,
იცი მე ვგონებ, იცი მე მწამს, იცი მე მინდა -

დამიზეპირო, თუმც ვერ იტან ვიცი სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში გეკარგება დრო და ცის ფერი.





პოეზია უპირველეს თოვლისა

ახლა ამინდია თოვლის და თხოვნების,
ქაოსში თავს იყრის ზეცა და იდეა,
უყურებ ღამეებს და ყოვნებ-ყოვნებით
მთვარის დაკრძალვაზე ღრუბლები მიდიან.

ნაბიჯით დასვრილი და უმანკოესი,
თითქოს და ასე და ირგვლივ კი თოვლია,
ჩვენს ლოგინს მტრედების ფრენის ხმა რომ ესმის
ოთახის კუთხეში მდგარს, ორსაწოლიანს -

ზამთარი ატარებს ერთი ოთახიდან
ოთახში მეორე, მესამე და ხშირად
ჩვენს გოგოს აძინებს რომელმაც დედამისს
მიბაძა და თმები სულ გაითმახშირა.

მე კიდევ ასე ვარ და სულ არამიშავ-ს
ვპასუხობ მკითხავენ როცა- როგორ ხარო?
და მინდა თოვაში რომ აღარ გამიშვა,
რომ სახლში ვიყო და რომ შენ მომახარო,

ამბები ამინდის, შვილების, ჩვენი და
იმათი კიდევ ვინც კარგად გვესალმება,
გავხარ ჩამორჩენილს შენ იმ ჩიტს ფრენისას,
რომლის შეყოვნებაც შეიძლეს პალმებმა,

რადგან შენს ბაგეებს გემო აქვს ფინიკის,
და ვუხსნით სიყვარულს ერთურთს მიმიკებით,
რადგან გვაქვს გრძნობების ჩვენ ერთი ბილიკი
და სულ არ გვჭირდება მეტი ბილიკები,

ხოლო ამინდია თოვლის და თხოვნების,
ქაოსში თავს იყრის ზეცა და იდეა,
უყურებ ღამეებს და ყოვნებ-ყოვნებით
მთვარის დაკრძალვაზე ღრუბლები მიდიან.





დშნ-დნნ, დშნ-დნნ საქართველოვ...

(დშნ-დნნ, დშნ-დნნ, საქართველოვ,
წარსულის, აწმყოს და მომავლის
შეგვცქერი მოკონებით
და ვაი ეპოქის იმედად,
ზღუდედ და გასამრჯელოდ,
გყავს ახლა დშნ-დნნ ერი და კოხორები)

ვკითხულობ - სად არის აზრი და ერთგვარი ლოგიკა?
ან კიდევ ორგავრი, ან სხვა და როგორი ბედი აქვს
შენს იმედს, რომელიც შენივე იმედმა მოგიკლა
და პოპულარობით ცას შესწვდა ქართული მედია

ვითომდა, რამეთუ ხალხს აჩენს ზედმეტად ნიჭიერს,
დავჯდეთ და სულ ყველამ ეკრანთან ცრემლებით ვიცინოთ,
კოხორა ძალიან, ძალიან მაგარი ბიჭია,
გუშინ რომ სიგარეტს ჰპარავდა ვიღაცა ციცინოს.

დღეს ძმაო რას ერჩი, გაიცნო პრესამ და ქვეყანამ,
ვერ ვხვდებით ვიყავით სადაც და სადამდეც დავედით
და ტელეეკრანმა ერისთვის ის ხალხი შეყარა,
რომლებსაც უსკდებათ ისედაც სულელი თავები,

გულები და კიდევ პოპულარობისთვის შექმნილებს,
აძლევენ შესაქანს, მისაქანს, მოსაქანს, გასაქანს,
აზრი აქვს არარა პოეტი სტრიქონს თუ შეჰკივლევს,
ვერ სცდება საკუთარ თავსა და ალაგს და ბალაგანს.

გულს მიხრავს წუწუნი რარიგად და საზღვრებს გარეთ რომ
ერჩიან, ებრძვიან და რჩება ისედაც ნარჩენი
ქვეყანა, ქვეყანა სადაც სურთ იმ ხალხით გაერთონ,
რომლებიც შიგნით გვყავს მრავალი და გადასარჩენი.

პოეტებს? იტყვიან - ისედაც ეპოქა მონახავს,
ან კიდევ დაალპობს ეპოქა თაროზე შენახვით,
თუ ჩანხარ ან გიცნეს? აშკარად სამშობლოს მონა ხარ,
არ ჩანხარ? ა ძმაო, თოხი და ბარი და ვენახი

ახარე,
(ირგვლივ კი ერი და
უერო კოხორები,
გყავს მთელი ეპოქის იმედად,
ზღუდედ და გასამრჯელოდ,
წარსულის აწმყოს და მომავლის
შეგვცქერი მოკონებით,
დშნ-დნნ, დშნ-დნნ საქართველოვ)




ზამთრის კულისებიდან

თითოდ, ისე შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
შენი ხასიათის და ამინდების შემყურე.

შვიდ იანვარს ყოველთვის ნახე როგორი ცაა,
დედამიწას აცვია წითელი სამოსელი,
შენ კი ისე ახლოს და შორს ხარ როგორაცაა -
შორს და ახლოს ერთურთთან უფალი და ბოსელი.

თუმც მსურს შენში დავიდო პოეზიის კარავი,
რომ გიკითხო ბალზაკი, ფალკონე და პაუნდი,
იქნებ ლორკა? ბოდლერი? ან გალა და ან რავი,
ოღონდ ყველა ამინდი, სეზონი და რაუნდი -

გადავლახოთ სტრიქონიც რამდენ რითმას აუდის,
ქარია და ნათოვი პეპლებივით ტრიალებს,
სადედოფლო კაბა და სიცივე და პლაუდი,
ჩიტები კი კენკავენ ზამთრის ინიციალებს.

ნეტა როგორ მოითოვს იანვარი საღამოს
ანდა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან გაისად,
შენს თვალებში მზე ჩადის ციდან შეუსაბამოდ,
ხოლო მთვარე ამოდის ზეცის შესაბამისად,

მაგრამ ხასიათის და ამინდების შემყურე,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ისე თოთოდ შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი.



მაჯებიდან

სუნთქვით გადაღლილი ყნოსავ კამელიებს,
დგახარ სხვათაშორის შორის მდინარეთა,
გუშინწინისწინ კი ნეტა დამელიე,
როცა გკოცნიდი და ჩანდა მინარეთი -
ჩვენი წინაპრების ძვლებზე ნაშენები,
სადაც ტკივილს სძინავს ენით გამოუთქმელს
და ეს შემთხვევაა როცა დაჟინებით,
წარსულს აღარ უნდა მხარში ამოუდგე.

რადგან რელიგია შენი - ქართულია,
უნდა გაუმკლავდე ერთხელ რეპრესიას,
მეჩეთს ამჯობინო ცამეტსართულიანს,
სოფლის ერთი ცალი ხმელი ეკლესია

და ვერც გესწავლება ჩემგან ვერაფერი,
როგორ მოიქცე და როგორ ინებივრო,
დგანან ლეჩაქებში სოფლის დედაბრები
კედლის ხალიჩებზე ნაქარგ ირმებივით.
ჩემი სოფელია, შენი სოფელია,
სხვისი სოფელია და ნუ გაართულებ,
დღეებს იმედების ნოხი მოჰფენია,
ცაა წითელი და მზეა საქართულე.

ჰოდა............


მღვდლების ცოლები

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,
დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.

თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
ღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,
ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამო
მათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,
ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები,
ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია...

ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,
მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,
ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,
ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,
დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,
როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი -

მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ და
სუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,
სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,
იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,
დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,
დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,
დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.




საკუთარი გავლენიდან დაწერილი ლექსი

ვზივარ ულექსოდ და
თითქმის უსახელოდ,
ასე გაცილებით
წერაც იოლია,
ჩემში უმნიშვნელოდ
არის რუსთაველი,
მაგრამ უმეტესი
გალაკტიონია

პოეტს საუკუნე როგორ
აკინძვია,
ადრე გავიგე და გვიან
მოვისაზრე,
ახლა სისხლძარღვებში
ნიშნიანიძეა,
ხოლო აორტაში მიდუღს
გორგილაძე.

მიყვარს სიარული ყოველ
ღამით, გვიან,
ყოველ გზამსხვილიდან ყოველ
გზაწვრილამდე,
ანუ ბესიკამდე
ასათიანიდან,
ანუ წერეთლიდან
ბარათაშვილამდე -

რადგან ხეტიალსაც შნო აქვს
ხეტიალის,
სადღაც შორიახლო ყეფენ
დამბაჩები,
თუმცა პოეტებზე ბევრად
მეტი არის,
ახლა სტრიქონებზეც ბევრად
მეტი არის,
ყველა გენიოსზე
ბევრად მეტი არის,
ჩემში მამაჩემი...





ცოლი

ცოლი, ვზივარ და გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
ცოლი, მტკივა და ქარი ჰფანტავს წვიმების მინორს,
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ნინო.

ცოლი, ყოველხანს და ყოველდღე, ყოველთვე თითქმის,
ცოლი, ყოველწამს სხვანაირად ვფიქრობ და ვღვინობ,
ვღვინდები ზოგჯერ ვიღვენთები რაც ასე ითქმის -
რომ ყველა კუთხით და ყველა დროს - მიყვარხარ ნინო.

ცოლი, ქარია და ზამთარი ბორგავს ვნებისებრ,
ცოლი, მინდა რომ შენს ტერფებთან ლექსები ვფინო,
თითქოს გეღირსე, მაგრამ ვხვდები მთლად ვერ გეღირსე
და საკუთარი თავის პოეტს, შემინდე ნინო.

ცოლი, ღამეა და შრიალი ისმის კაბათა,
ცოლი, ამ ლექსთან ყველა ჩემი სტრიქონი კნინობს,
შეხედე მთვარემ საკუთარი თავი დაბადა,
მე კი საკუთარ თვითმკვლელობას ვიგუებ ნინო.

თუმც ბოლოს მაინც გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
მაგრამ იმედი იმედია და პირველ ყოვლის -
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ცოლი.





(სოსო ლიპარტიას)

მომართული ქარია, დასავლეთის ქარია,
ქარი პოეტური და ეპოქა და სერია
ძირითადად შავ-თეთრი, სადაც არაფერია,
სადაც ქარიც არ არის და გარკვევით წერია -

რომ არ დარჩეს პოეტი ვისაც ღამე ეთიოს
პოეტებთან ერთად და ხანა იყოს სართველი -
სტრიქონებით, რომელიც აღმოაჩენს გენიოსს,
ვინც იქნება სულით და ჰაბიტუსით ქართველი.

ასე დაუწერიათ, რაც თუ დაუწერიათ,
მნიშვნელობით პირდაპირ, ანდაც გადატანითი,
ქარმა ლექსის სურნელი ამინდებში შერია,
მაგრამ მახსოვს ქართული იყო იმ დღეს ამინდიც.

ანუ რაც მე დავწერე შემთხვევითი არ არის,
არაფერიც არ ხდება ეპოქაში შემთხვევით,
ბათუმიდან თბილისში ერთი ლექსით, გულით და
ტრადიციით ქართული, შენს მარჯვენას ვემთხვევი

ჩვენი სფერო - კაცია, პროფესია - პოეტი,
ჩვენი სფეროს პოეტიც - პროფესიით კაცია,
ცამდე ვივლით ბილიკებს ერთი სიმარტოვეთი,
სანამ ძვლამდე არ დავა ლექსის რადიაცია.

მომართული ქროლვაა, ცა დაიმსხვრა ოზონად,
მაგრამ ქარიც არ არის და ბევრი რამ წერია,
დილამ ის სიყვარული ერთი კვირით მოზომა,
რაც დღეს ჩემს ყველაფერზე უფრო ყველაფერია.





ოლივერ!

ყველაფერი ირევა ახლა ჩემი გულივით,
დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ,
მზე არის და არც არის, ერკელიობს სეზონი,
აწი შენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ,
იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი,
ჰოდა ლექსი დავწეროთ, ერთნაირი ორივემ...

კარგად მოგვეხსენება, ცუდად მოსახსენებიც,
ვარდისფერ გზის მაგიერ მიაშურეს ლელიანს,
ნაბიჯებით ჩუმი და ნაბიჯებით მეფური,
პოეტებმა რომლებიც დაფნის გვირგვინს ელიან,
ჩვენც ხმას ვეღარ ვიღებთ და ვიზრდებით და ეგ არი,
თორემ ძმაო, პატარა, - ღმერთიც საყვარელია.

(როგორც ვატყობ ეს ლექსი ამოხეთქავს წესისებრ,
და მტერი გყავს მოსაჟლეტმოსავერლიბრებელი,
სამშობლოში რუსთველის, სამშობლოში გალასი,
ასე იყო მუდამ და გაგრძელდება ყოველთვის,
მაგრამ შიგნით შეხედე და გწამდეს რომ პალაშით
მოსა-რითმ-ვინიერე... - ბელი არის პოეტი)

ასე ჩემო ოლივერ, იმგვარად თუ ამგვარად,
რაღაც უნდა ვიღონოთ გახსნილად და სატირით,
სანამ ამბიციები ისევ ჩვენში დამცხრალა,
სანამ უფრო გაზრდილა შედეგი და ზარალი,
მოდი თვითმარქვიების სულაც დედა ვატიროთ,
ვინც ჯვარს იწერს ხომ იცი ყველა მერი არ არის

და დრო მაინც აფასებს ყველას თავისებურად,
აწი ჩვენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ,
მზე არის და არც არის ერკელიობს სეზონი,
ჰოდა ლექსი დავწეროთ ერთნაირი ორივემ,
იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი,
დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ!...

დანარჩენზე ყოველთვის

ატირდები ისეთი წარსული აქვთ მეძავებს,
ვამბობ გეცინება და აგატირებს მეძავი,
სიმცხუნვარეს სხივების ვერ გაუძლო ზეცაზე
ღრუბელმა და მთებიდან გადმოდუღდა რძესავით.

ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,
დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები,
ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,
მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები.

იცი შავ ზღვას ბათუმში აფხაზეთის სუნი აქვს,
წვიმს და მინდა შავ–თეთრი ზეცა გავაფერადო,
ახლა მთელი ნაპირი თითქოს იანგულია
და მოქცევას სილაზე წაუშლია ,,ჰელადოს“

გწამდეს ყველა უბედოს უამრავი ბედი აქვს,
უამრავი გზა აქვს და უამრავი ბილიკი,
პოეზიაც იმაზე გაცილებით მეტია –
რაც აქამდე უთქვამთ და... ერთი სიტყვით პირიქით.

ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,
მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები,
ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,
დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები.

ერთ გოგოს

გაზაფხული კარადაში ნაპოვნი,
წუხელ აღარ გამოგადგა საკაბედ,
სრიალებდი ხელში როგორც საპონი
და იმდენი გკოცნე წამოგაქაფე.

გამჭვირვალე ბუშტის
სლოკინ-სლოკინით -
მოვიარეთ სურვილების თავ-კიდე,
აივანზე დავდგით მერე ლოგინი
და მთვარეზე ტანსაცმელი დავკიდეთ.

ღამე იყო უტაქტო და მერყევი,
სანამ თეთრი გამთენიას გაჭრიდა,
შეგრძნებებს კი ისე ძლიერ შევყევით,
მეზობლები გვიყურებდნენ ფანჯრიდან.
.
იყო დრო და იყო ინტეგრალები...

ჩემს დაწერილ ლექსებსა და სტრიქონებს,
ვკითხულობდი როცა შენი თვალებით -

მე პოეტად მაშინ გამომიგონეს.

ჩემი ნენე და დედაშენი

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Mon Jan 04, 2010 1:00 pm

სულის სონეტი

მინდა გავბედო ერთი ცალი ჩემიც სონეტი,
სანაპიროზე ენაცვლება ფრეგატს ფრეგატი,
ვზივარ და ვუცქერ დედამიწის ფერად ნეგატივს,
მოდილიანით, პიკასოთი და კლოდ მონეთი.

სხვა რა შევკადრო, სხვა რა ვთხოვო მამაზეციერს,
დაკავებულა სხვის თითებით შენი ლადები,
ასჯერ რომ გავჩნდე სულ პოეტად დავიბადები,
თუმც მსურდა უკან საათივით გადამეწიე.

გარდავიცვლები უსათუოდ ისე მაციებს
ძვლებს აჭრიალებს უსახელო შიში, კანკალი,
ვზივარ მე ჩემი დახვეწილი სიმარტოვეთი,

ვზივარ და ვუცქერ ამინდების ვარიაციებს,
უმამაჩემოდ წელს პირველი თოვლი დავკალი,
და ამიტომაც სევდიანი შემრჩა სონეტი.

სულის სურათი.

ბინაა ჩემი,
პატარა და სუნთქვით გამთბარი,
ცოლია ჩემი ფეხმძიმე და
ცაა ორსულად,
საცაა თოვლის დაიხურავს
საბანს ზამთარი,
ჩვენ კი ვისხდებით
მომლოდინედ,
მშვიდად,
უბრალოდ,
ანუ ჩემს სულში ამ საღამოს
მოთოვს შეგრძნება -
რომ უფრო მეტად
მიყვარდე და მწამდე უფალო.

ნინოს

ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.







წინდობა შენი


ცაა და ელვამ ლამის დასეროს
დილა, რომელსაც მთვარე დანათის,
წინდობის ჟამი დგება ასე რომ
ღმერთი აკოცებს დღეს შენს არათითს.
.
მერე კი იქნებ ისე გათოვდეს,
წარსული აწმყოს ხშირად ადარო,
ამიტომ სანამ უფრო აცივდა
და თმები შენი სანამ ზიმზიმებს,
მაგ მოთმინებით უნდა ატარო,
ერთი პოეტის ხასიათი და
ერთი პატარა ბეჭდის სიმძიმე.






სუფლიორი

სუსტი ფლირტია, სიგარეტს და სრუტავს ფლეიტას,
ფილაქანია, ბათუმი და ცივი ფანტანი,
როცა არ ვუცქერ ითმენს მაგრამ ისე ვერ იტანს,
მისი თვალები გამვლელებს და ჩემს ზურგს ფატრავენ.

თუ ნერვიულობს შიგადაშიგ საათს დაჰყურებს,
ეჭვიანია, ლამაზი და ოდნავ ჭკვიანი,
თანაც ამ ბოლოს სხვის ნაჩუქარ მძივს და საყურეს,
ხშირად ატარებს რომ მის მსგავსად ვიეჭვიანო.

როცა არ ესმის, აუხსნი და მაინც არ ესმის,
აზრი არა აქვს კამათისას ღრმად თუ შეყვები,
ასე ვიჩხუბეთ გუშინაც და თოკზე სარეცხის,
პერანგთან ერთად გამოჰკიდა სუსტი ნერვები.

რაც ვიცნობ უკვე ექვსი თვეა და თვე ექვსივე,
სულ თავს მაყვარებს, მაგიჟებს და მისთვის ვპოეტობ,
ის შემოვიდა ჩემში ერთ დღეს კარგი ლექსივით
და ყველა წერტილს მთელს სხეულში მიედ-მოედო.

დღეს კი თვალები გამვლელებს და ჩემს ზურგს ფატრავენ,
როცა არ ვუცქერ ითმენს მაგრამ მაინც ვერ იტანს,
ფილაქანია, ბათუმი და ცივი ფანტანი,
სუსტი ფლირტია, სიგარეტს და სრუტავს ფლეიტას.






5 მადლობა და 1 ბოდიში

მთვარე დაიმტვრა შორის ქალაქებს,
ქუჩაში ფეხით დადის სოფელი,
მე კიდევ ლექსებს სკივრში ვალაგებ
და ყველაფრისთვის ვარ
მადლობელი.

მივდივარ სადაც თეთრი მოლია,
მივდივარ მაგრამ თუ რა მომელის
არ ვიცი, ფიქრმაც სევდა მოლია
და მე ამ ფიქრის ვარ
მადლობელი.

დროგამოშვებით ვყლაპავ ნაფაზებს,
აზრი არა აქვს თვეა რომელი,
დრო იმ ღამესაც გადააფასებს,
თუმც მე იმ ღამის ვარ
მადლობელი -
როცა გიყვარდი დაუსრულებლად
და გვეცვა ერთი წუთისოფელი,
ახლა კი მხოლოდ წერის უფლება
მრჩება შენზე და ვარ
მადლობელი.

ქარი კი ადგას როგორც ჯალათი
სეზონს იმედის ფოთლით მოფენილს,
ჩემს დღეებს სუნი შერჩათ ღალატის,
ღალატისთვისაც ვარ
მადლობელი.

მადლობელი
ვარ ყველა ვნებათა,
ყველა სურვილის და იმედების,
ვიცი რომ შენი ბევრი მემართა
და ამ ლექსით არ
გაიმეტები,
მაგრამ თვალებშიც დაღლა შემოდის
და სურს ცრემლები ქარით მოიშროს,
შენც მადლობებით დაიღლებოდი
და მინდა გულით
მოგიბოდიშო.







პროტესტი კულისებიდან (სარკესთან საკითხავი)

სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.







(მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა)

მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა,
(წუხელის მთვარე ჩაყლაპა ბადრიმ)
ჩვენ ვწვებით როცა ლოგინსაც სძინავს
და ვდგებით მუდამ ლოგინზე ადრე.

სინათლეც წითელ სინათლეს ჰფანტავს,
დილაა ხშირად ძალიან ერთი
და ისე უჩანს მზის სხივი ფარდას,
კაბაში როგორც ლამაზ ქალს კერტი...

სულ ყველა უწინს აქვს მისი უწინ,
ეპოქაც ახალ ეპოქას ამხელს,
ჩვენ კიდევ ვზივართ და ერთად ვწუწნით
სიყვარულს, როგორც ჯოხიან კანფეტს.

ასეა ეს და იქნება ასე,
მე და შენ როგორც მე და შენ გვქვია,
ხანდახან ვცლით და ხანდახან ვავსებთ
გრძნობებს და გრძნობებს და ისეც კია –

ვუყურებთ სპექტაკლს და პირველ ყოვლის,
საკუთარ თავსაც მარტივად ვნიღბავთ,
თუმც მინდა გითხრა - თამაში როლის,
რთულია უფრო კულისებს მიღმა.

მაგრამ ჩვენ ვდგებით ლოგინზე ადრე
და ვწვებით როცა ლოგინსაც სძინავს,
(წუხელის მთვარე ჩაყლაპა ბადრიმ)
მე და შენ ერთი ცალი გვაქვს ბინა.







ჩემი ძმაკაცები და...

(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, მინდია ცეცხლაძეს (ველური) გენრი დოლიძეს)

BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.

პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან
ასფალტზე და გენრისაც მონატრება სწყურია
აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია,
უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია -
რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ,
ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს,
ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო,
ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,

თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში,
ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი?
მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი,
როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.

ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა,
წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა,
მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან,
"გენაცვალე" გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.

წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია,
მაგჰრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი,
ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს,
ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი.
ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა,
მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო,
როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა,
ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო.

გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა,
ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია,
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ,
ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!








უმოტივო მეტივე

(ნინოს)

ხელი დაუშვი, რომ მიყვარდი ისიც დაუშვი,
იყო ტივი და უმოტივოდ იწვა მეტივე,
დროგამოშვება მოვკალით და შენ გეხამუშა -
კოცნა, კისერში ჩავარდნილი წვიმის წვეთივით.

სანაპიროზე გეგონა რომ ჩემი მეგონე,
მერე გზა და გზა გაიზარდა დროც და შეჩვევაც,
რადგან წუხელის ჩემი ყველა მზერა შეკონე,
ხოლო ამ დილით დამაყარე თავზე ეჭვებად.

ახლა ვწევართ და გვენაღვლება ზეცა ისე რა,
ზეცა რომელსაც ამინდები აღელვებია,
შორით ჩანს ხიდი ვით ჟირაფის ჭრელი კისერი,
მთები კი თითქოს დაჩოქილი აქლემებია.

შენ ტივი ხარ და მე მოტივით გიმზერ მეტივე.








დაუსრულებელი ლექსი

მთელი დედამიწა - შენი სამოსელი,
მიკვირს გეფიცები როგორ ჩაგეტია,
მხრიდან ორი ცალი გრძედი ჩამოგხსენი
და ჩემს ჰორიზონტზე ორი განედია.

ახლა როგორც წესი დავდარდიანდები,
რახან ვიბნევი და რახან გვიანია,
ვიცი არსებობენ ადამ-იანები,
მაგრამ შენი სფერო ევა-იანია.

არის შენდობაც და არის მინდობანიც,
ზოგი არ ინდობა, ზოგი ინდობა და
ყველას შეგვიძლია შევქმნათ კიდობანი,
მაგრამ ვიკრიბებით ნოეს კიდობანთან.

რადგან - ...






მინი სონეტი როინ აბუსელიძეს

ზოგი დაფნას ყიდის და
ზოგი დაფნას ყიდულობს,
შენც კამათობ სინდისთან
ლექსით გამოფიტულო.

თუმც გყავს ბევრი მხლებელი
და იშენებ ბალავარს,
მაგრამ გამკეთებელი
იმის ნაღდად არა ვარ,

არა ხარ თუ მნიშვნელიც
პოეტებმა დაიკლეს,
მეფე თუა შიშველი,
რატომ სცივათ პაიკებს?...

აქ არ ვარგა თარეში,
იქნებ სხვაგან ირბინო,
გორგილაძის მხარეში,

ჯერ ძალიან ადრეა -
როინ აბუსელიძემ
თავი დაი-გვირგვინ-ოს!...

საზოგადო წერილი მეუღლეს

მეორდება ეპოქა ქვეყნად როგორც რეფრენი,
ვხედავ მთელი პლანეტა შეაწუხა ნამუსმა,
იცვლებიან დრონი და შიშვლდებიან მეფენი,
ბედი ვისაც ჰქონია ყველა ქვაზე დაუსვამთ.

ერთად იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი
ქალი, თუმცა ყველა ქალს დაჰყოლია მუცლიდან
ეჭვი, აბა რა ჰქონდა ევას საეჭვიანო,
მაგრამ ყოველ საღამოს ადამს ნეკნებს უთვლიდა.
.
განცდები კი სტრიქონებს შენს თვალებში რითმავენ,
გჯეროდეს რომ საკაბედ მეტაფორებს შეიძენ,
ჰოდა რა გენაღვლება, დაჯექი და ითვალე,
თუ რამდენ ლექსს მოგიძღვნის როინ აბუსელიძე.

ლექსის...

ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი,
მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს,
ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში,
საღამო კი ბორანოს სუნს აცრის,
წარსულია ახლა სულ ყველაფერი,
ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟი
და ცისფერი ბალახებით ნაფერი,
შურდულივით მოვარდება საცრის -

სათხოვებლად მეზობელის გოგონა,
ლამაზი და თან რარიგად ლამაზი,
ჩემი მზერა დაიჭიროს ოღონდ და
რას არ ვიზამ პოეტივით ბიჭი,
ოცნება მაქვს შვიდიათასსამასი,
ფიჩხებს ჩუმად შევაგროვებ კოცონთან
და იმ ციცას რომელიც მე მომწონდა
წამოვიწვენ ერთი ცალი ფიჭვის -

ბებერ ხესთან საიდანაც დუნიას,
ჩაკვნეტილი დაკვნესება ესმის...
მთელ სოფელს კი დილით ლექსის სუნი აქვს,
პატარა და უძინარი ლექსის.....................

მამაჩემი

ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ ჯერავს
და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად) მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი........................




ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა

ქარის სუნთქვა შემოასკდა საფეთქელზე ხვეულ
შავი ფერის თმებით ყურთან დასმულ კითხვის ნიშანს,
სტრიქონ-სტრიქონ ვიხსენებდი მარტში გასულ წლეულს,
როგორ გწვავდა მკერდზე ჩემი კოცნის მცირე გლოსა.
დღეს მეზობლის ბოსტანიდან ჩემს ეზოში რხეულ
ყვავილივით ჩუმად გკრეფ და ნება-ნება გყნოსავ.

სოფლის ზუნზლში ავტობუსით შემოვედი ყვითელ-
ყვითელ ფოთლის ხრაშახრუში იუცხოვა ძეწნამ,
მოვდივარ და თვალწინ მიდგას ღამეს როგორ გითევ.
ზვინის ორთქლში როგორ წვება ღამის კოპიტები,
დღეს ტყე ველებს მოღრუბლება დაუხურავთ რიდედ,
ვიცი ერთხელ თუ შეგხედე ასჯერ მომინდები.

მოდის სოფლის ავტობუსი ბურან-ბურან-ბურან
და ბავშვები ფეხშიშველა გამოსული ღელედ,
აყოლებენ საწყალ თვალებს, ბებრები კი ყურანს
კითხულობენ უკუღმა და ჭადის სუნი ჰფანტავს,
მათ ზერელე თადარიგს და ვერ ხვდებიან თუ რა
უთქვამს წარსულს, ჯვრის ფორმა კი მიუღია პანტას...

რახა-რუხით მოდის სოფლის ავტობუსი, სევდად,
მოაქვს ჩემი ბავშვობა და მოჰყავს სიპოეტე,
თან მარწმუნებს რომ ჭაღარა დაიბადა დედა,
დედის ბევრი სტრიქონი და სიყვარული მმართებს,
მოვდივარ და ჩემს განვლილ წლებს სულ სხვა კუთხით ვხედავ,
წლები ჰგვანან მამაჩემის წვივთან მთვლემარ კატებს.

ხალისს მმატებს ავტობუსის ულვაშება მძღოლი,
გზა მცირდება შუკა-შუკა, ბილიკ-ბილიკ-ბილიკ,
ჩავდივარ და მილოცავენ - შეგირთავსო ცოლი,
უკვე დიდი კაცი ხარო - რაც ბავშვურად მნაღმავს,
ბუხრიდან კი ბოლავს თეთრად დაბინდული ბოლი -
ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა.



დედამიწაზე წვიმებია ნინი

დედამიწაზე წვიმებია ნინი,
ბათუმში ივნისია სრული,
ჰაერი გაუხვრიტავს ქარს,
შაბათს სპექტაკლი თუ ფილმი?
სურვილს შვილებივით ვუვლით,
წვიმს და ჩემთან ერთად ხარ.

ახლა გაკოცებ და ასე,
ასე გაკოცებ და ახლა,
სანამ დაიწყება რვა,
სანამ შებნელდება ცაზე,
სანამ აიხედავ მაღლა,
ერთხელ ჩამეხუტე რა.

თორემ წვიმები,
დედამიწაზე წვიმებია ნინი.






ჰაერში დაკიდული ლექსი

"ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი."
ნ. ჩერქეზიშვილი

იმ საღამოს არ ეძინა პანდორას,
მახსოვს, ქარმა თებერვალი გაშოტა,
მზე რომ გასკდა, ზეცისხელა მინდორი,
დაიბადა ლურჯი თოვლის საშოდან.

შენ იყავი დაღლილი და უბიწო,
გვქონდა ხიდი, პატარა და ლამაზი,
დავდიოდით უზეცოდ და უმიწოდ,
სურნელება დაგვყვებოდა კამასი.

მერე როცა ყვავილები გშიოდა,
გაქეზებდა აპრილი და ბორიო,
სარეცელი გაიყევი სიოსთან,
შენი მახსოვს შემოხედვა ორიოდ -

წუთით, მერე სურვილები მოკალი,
ხოლო როცა სტრიქონებიც მიმიკალ,
ცისარტყელა ჩანდა როგორც ონკანი
და გასდევდა წუთისოფლის მიმიკა.

ახლა კალამს ვაყოყმანებ კისერთან,
სტროფებიდან ვფერთხავ მცირე მიკრობებს,
და ვრწმუნდები ლექსი მრჩება ისეთი,
პოეტები სექსის დროს რომ ფიქრობენ.





სადა ლექსი

ნინოს

შენ არასოდეს შეიგუებ შენში სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში დაგიხრჩვია ფერი ცისფერი.

თან დაგიხრჩვიაც ყურში ისე გეხამუშება,
ნაკვთებში სახის გემატება წრფელი სიფიცხე,
გაზაფხული კი დაგფენია თმებზე ნუშებად
და ნერვიული მერამდენედ ჩემს თავს იფიცებ -

რომ ბერდებიან არასოდეს შენნაირები,
რომ სულ სხვაგვარი სიყვარულით გეყვარები და...
სანამ ჩემს სტროფებს ჩამოათოვს თოვლი ღირსების,
იცი მე ვგონებ, იცი მე მწამს, იცი მე მინდა -

დამიზეპირო, თუმც ვერ იტან ვიცი სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში გეკარგება დრო და ცის ფერი.





პოეზია უპირველეს თოვლისა

ახლა ამინდია თოვლის და თხოვნების,
ქაოსში თავს იყრის ზეცა და იდეა,
უყურებ ღამეებს და ყოვნებ-ყოვნებით
მთვარის დაკრძალვაზე ღრუბლები მიდიან.

ნაბიჯით დასვრილი და უმანკოესი,
თითქოს და ასე და ირგვლივ კი თოვლია,
ჩვენს ლოგინს მტრედების ფრენის ხმა რომ ესმის
ოთახის კუთხეში მდგარს, ორსაწოლიანს -

ზამთარი ატარებს ერთი ოთახიდან
ოთახში მეორე, მესამე და ხშირად
ჩვენს გოგოს აძინებს რომელმაც დედამისს
მიბაძა და თმები სულ გაითმახშირა.

მე კიდევ ასე ვარ და სულ არამიშავ-ს
ვპასუხობ მკითხავენ როცა- როგორ ხარო?
და მინდა თოვაში რომ აღარ გამიშვა,
რომ სახლში ვიყო და რომ შენ მომახარო,

ამბები ამინდის, შვილების, ჩვენი და
იმათი კიდევ ვინც კარგად გვესალმება,
გავხარ ჩამორჩენილს შენ იმ ჩიტს ფრენისას,
რომლის შეყოვნებაც შეიძლეს პალმებმა,

რადგან შენს ბაგეებს გემო აქვს ფინიკის,
და ვუხსნით სიყვარულს ერთურთს მიმიკებით,
რადგან გვაქვს გრძნობების ჩვენ ერთი ბილიკი
და სულ არ გვჭირდება მეტი ბილიკები,

ხოლო ამინდია თოვლის და თხოვნების,
ქაოსში თავს იყრის ზეცა და იდეა,
უყურებ ღამეებს და ყოვნებ-ყოვნებით
მთვარის დაკრძალვაზე ღრუბლები მიდიან.





დშნ-დნნ, დშნ-დნნ საქართველოვ...

(დშნ-დნნ, დშნ-დნნ, საქართველოვ,
წარსულის, აწმყოს და მომავლის
შეგვცქერი მოკონებით
და ვაი ეპოქის იმედად,
ზღუდედ და გასამრჯელოდ,
გყავს ახლა დშნ-დნნ ერი და კოხორები)

ვკითხულობ - სად არის აზრი და ერთგვარი ლოგიკა?
ან კიდევ ორგავრი, ან სხვა და როგორი ბედი აქვს
შენს იმედს, რომელიც შენივე იმედმა მოგიკლა
და პოპულარობით ცას შესწვდა ქართული მედია

ვითომდა, რამეთუ ხალხს აჩენს ზედმეტად ნიჭიერს,
დავჯდეთ და სულ ყველამ ეკრანთან ცრემლებით ვიცინოთ,
კოხორა ძალიან, ძალიან მაგარი ბიჭია,
გუშინ რომ სიგარეტს ჰპარავდა ვიღაცა ციცინოს.

დღეს ძმაო რას ერჩი, გაიცნო პრესამ და ქვეყანამ,
ვერ ვხვდებით ვიყავით სადაც და სადამდეც დავედით
და ტელეეკრანმა ერისთვის ის ხალხი შეყარა,
რომლებსაც უსკდებათ ისედაც სულელი თავები,

გულები და კიდევ პოპულარობისთვის შექმნილებს,
აძლევენ შესაქანს, მისაქანს, მოსაქანს, გასაქანს,
აზრი აქვს არარა პოეტი სტრიქონს თუ შეჰკივლევს,
ვერ სცდება საკუთარ თავსა და ალაგს და ბალაგანს.

გულს მიხრავს წუწუნი რარიგად და საზღვრებს გარეთ რომ
ერჩიან, ებრძვიან და რჩება ისედაც ნარჩენი
ქვეყანა, ქვეყანა სადაც სურთ იმ ხალხით გაერთონ,
რომლებიც შიგნით გვყავს მრავალი და გადასარჩენი.

პოეტებს? იტყვიან - ისედაც ეპოქა მონახავს,
ან კიდევ დაალპობს ეპოქა თაროზე შენახვით,
თუ ჩანხარ ან გიცნეს? აშკარად სამშობლოს მონა ხარ,
არ ჩანხარ? ა ძმაო, თოხი და ბარი და ვენახი

ახარე,
(ირგვლივ კი ერი და
უერო კოხორები,
გყავს მთელი ეპოქის იმედად,
ზღუდედ და გასამრჯელოდ,
წარსულის აწმყოს და მომავლის
შეგვცქერი მოკონებით,
დშნ-დნნ, დშნ-დნნ საქართველოვ)




ზამთრის კულისებიდან

თითოდ, ისე შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
შენი ხასიათის და ამინდების შემყურე.

შვიდ იანვარს ყოველთვის ნახე როგორი ცაა,
დედამიწას აცვია წითელი სამოსელი,
შენ კი ისე ახლოს და შორს ხარ როგორაცაა -
შორს და ახლოს ერთურთთან უფალი და ბოსელი.

თუმც მსურს შენში დავიდო პოეზიის კარავი,
რომ გიკითხო ბალზაკი, ფალკონე და პაუნდი,
იქნებ ლორკა? ბოდლერი? ან გალა და ან რავი,
ოღონდ ყველა ამინდი, სეზონი და რაუნდი -

გადავლახოთ სტრიქონიც რამდენ რითმას აუდის,
ქარია და ნათოვი პეპლებივით ტრიალებს,
სადედოფლო კაბა და სიცივე და პლაუდი,
ჩიტები კი კენკავენ ზამთრის ინიციალებს.

ნეტა როგორ მოითოვს იანვარი საღამოს
ანდა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან გაისად,
შენს თვალებში მზე ჩადის ციდან შეუსაბამოდ,
ხოლო მთვარე ამოდის ზეცის შესაბამისად,

მაგრამ ხასიათის და ამინდების შემყურე,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ისე თოთოდ შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი.



მაჯებიდან

სუნთქვით გადაღლილი ყნოსავ კამელიებს,
დგახარ სხვათაშორის შორის მდინარეთა,
გუშინწინისწინ კი ნეტა დამელიე,
როცა გკოცნიდი და ჩანდა მინარეთი -
ჩვენი წინაპრების ძვლებზე ნაშენები,
სადაც ტკივილს სძინავს ენით გამოუთქმელს
და ეს შემთხვევაა როცა დაჟინებით,
წარსულს აღარ უნდა მხარში ამოუდგე.

რადგან რელიგია შენი - ქართულია,
უნდა გაუმკლავდე ერთხელ რეპრესიას,
მეჩეთს ამჯობინო ცამეტსართულიანს,
სოფლის ერთი ცალი ხმელი ეკლესია

და ვერც გესწავლება ჩემგან ვერაფერი,
როგორ მოიქცე და როგორ ინებივრო,
დგანან ლეჩაქებში სოფლის დედაბრები
კედლის ხალიჩებზე ნაქარგ ირმებივით.
ჩემი სოფელია, შენი სოფელია,
სხვისი სოფელია და ნუ გაართულებ,
დღეებს იმედების ნოხი მოჰფენია,
ცაა წითელი და მზეა საქართულე.

ჰოდა............


მღვდლების ცოლები

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,
დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.

თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
ღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,
ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამო
მათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,
ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები,
ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია...

ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,
მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,
ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,
ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,
დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,
როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი -

მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ და
სუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,
სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,
იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,
დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,
დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,
დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.




საკუთარი გავლენიდან დაწერილი ლექსი

ვზივარ ულექსოდ და
თითქმის უსახელოდ,
ასე გაცილებით
წერაც იოლია,
ჩემში უმნიშვნელოდ
არის რუსთაველი,
მაგრამ უმეტესი
გალაკტიონია

პოეტს საუკუნე როგორ
აკინძვია,
ადრე გავიგე და გვიან
მოვისაზრე,
ახლა სისხლძარღვებში
ნიშნიანიძეა,
ხოლო აორტაში მიდუღს
გორგილაძე.

მიყვარს სიარული ყოველ
ღამით, გვიან,
ყოველ გზამსხვილიდან ყოველ
გზაწვრილამდე,
ანუ ბესიკამდე
ასათიანიდან,
ანუ წერეთლიდან
ბარათაშვილამდე -

რადგან ხეტიალსაც შნო აქვს
ხეტიალის,
სადღაც შორიახლო ყეფენ
დამბაჩები,
თუმცა პოეტებზე ბევრად
მეტი არის,
ახლა სტრიქონებზეც ბევრად
მეტი არის,
ყველა გენიოსზე
ბევრად მეტი არის,
ჩემში მამაჩემი...





ცოლი

ცოლი, ვზივარ და გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
ცოლი, მტკივა და ქარი ჰფანტავს წვიმების მინორს,
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ნინო.

ცოლი, ყოველხანს და ყოველდღე, ყოველთვე თითქმის,
ცოლი, ყოველწამს სხვანაირად ვფიქრობ და ვღვინობ,
ვღვინდები ზოგჯერ ვიღვენთები რაც ასე ითქმის -
რომ ყველა კუთხით და ყველა დროს - მიყვარხარ ნინო.

ცოლი, ქარია და ზამთარი ბორგავს ვნებისებრ,
ცოლი, მინდა რომ შენს ტერფებთან ლექსები ვფინო,
თითქოს გეღირსე, მაგრამ ვხვდები მთლად ვერ გეღირსე
და საკუთარი თავის პოეტს, შემინდე ნინო.

ცოლი, ღამეა და შრიალი ისმის კაბათა,
ცოლი, ამ ლექსთან ყველა ჩემი სტრიქონი კნინობს,
შეხედე მთვარემ საკუთარი თავი დაბადა,
მე კი საკუთარ თვითმკვლელობას ვიგუებ ნინო.

თუმც ბოლოს მაინც გამეტებით ვსუნთქავ არეალს,
მაგრამ იმედი იმედია და პირველ ყოვლის -
მძიმდება სული სიმარტოვით და სამარეა
ყველა ის წამი, როცა ჩემთან არა ხარ ცოლი.





(სოსო ლიპარტიას)

მომართული ქარია, დასავლეთის ქარია,
ქარი პოეტური და ეპოქა და სერია
ძირითადად შავ-თეთრი, სადაც არაფერია,
სადაც ქარიც არ არის და გარკვევით წერია -

რომ არ დარჩეს პოეტი ვისაც ღამე ეთიოს
პოეტებთან ერთად და ხანა იყოს სართველი -
სტრიქონებით, რომელიც აღმოაჩენს გენიოსს,
ვინც იქნება სულით და ჰაბიტუსით ქართველი.

ასე დაუწერიათ, რაც თუ დაუწერიათ,
მნიშვნელობით პირდაპირ, ანდაც გადატანითი,
ქარმა ლექსის სურნელი ამინდებში შერია,
მაგრამ მახსოვს ქართული იყო იმ დღეს ამინდიც.

ანუ რაც მე დავწერე შემთხვევითი არ არის,
არაფერიც არ ხდება ეპოქაში შემთხვევით,
ბათუმიდან თბილისში ერთი ლექსით, გულით და
ტრადიციით ქართული, შენს მარჯვენას ვემთხვევი

ჩვენი სფერო - კაცია, პროფესია - პოეტი,
ჩვენი სფეროს პოეტიც - პროფესიით კაცია,
ცამდე ვივლით ბილიკებს ერთი სიმარტოვეთი,
სანამ ძვლამდე არ დავა ლექსის რადიაცია.

მომართული ქროლვაა, ცა დაიმსხვრა ოზონად,
მაგრამ ქარიც არ არის და ბევრი რამ წერია,
დილამ ის სიყვარული ერთი კვირით მოზომა,
რაც დღეს ჩემს ყველაფერზე უფრო ყველაფერია.





ოლივერ!

ყველაფერი ირევა ახლა ჩემი გულივით,
დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ,
მზე არის და არც არის, ერკელიობს სეზონი,
აწი შენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ,
იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი,
ჰოდა ლექსი დავწეროთ, ერთნაირი ორივემ...

კარგად მოგვეხსენება, ცუდად მოსახსენებიც,
ვარდისფერ გზის მაგიერ მიაშურეს ლელიანს,
ნაბიჯებით ჩუმი და ნაბიჯებით მეფური,
პოეტებმა რომლებიც დაფნის გვირგვინს ელიან,
ჩვენც ხმას ვეღარ ვიღებთ და ვიზრდებით და ეგ არი,
თორემ ძმაო, პატარა, - ღმერთიც საყვარელია.

(როგორც ვატყობ ეს ლექსი ამოხეთქავს წესისებრ,
და მტერი გყავს მოსაჟლეტმოსავერლიბრებელი,
სამშობლოში რუსთველის, სამშობლოში გალასი,
ასე იყო მუდამ და გაგრძელდება ყოველთვის,
მაგრამ შიგნით შეხედე და გწამდეს რომ პალაშით
მოსა-რითმ-ვინიერე... - ბელი არის პოეტი)

ასე ჩემო ოლივერ, იმგვარად თუ ამგვარად,
რაღაც უნდა ვიღონოთ გახსნილად და სატირით,
სანამ ამბიციები ისევ ჩვენში დამცხრალა,
სანამ უფრო გაზრდილა შედეგი და ზარალი,
მოდი თვითმარქვიების სულაც დედა ვატიროთ,
ვინც ჯვარს იწერს ხომ იცი ყველა მერი არ არის

და დრო მაინც აფასებს ყველას თავისებურად,
აწი ჩვენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ,
მზე არის და არც არის ერკელიობს სეზონი,
ჰოდა ლექსი დავწეროთ ერთნაირი ორივემ,
იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი,
დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ!...

დანარჩენზე ყოველთვის

ატირდები ისეთი წარსული აქვთ მეძავებს,
ვამბობ გეცინება და აგატირებს მეძავი,
სიმცხუნვარეს სხივების ვერ გაუძლო ზეცაზე
ღრუბელმა და მთებიდან გადმოდუღდა რძესავით.

ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,
დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები,
ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,
მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები.

იცი შავ ზღვას ბათუმში აფხაზეთის სუნი აქვს,
წვიმს და მინდა შავ–თეთრი ზეცა გავაფერადო,
ახლა მთელი ნაპირი თითქოს იანგულია
და მოქცევას სილაზე წაუშლია ,,ჰელადოს“

გწამდეს ყველა უბედოს უამრავი ბედი აქვს,
უამრავი გზა აქვს და უამრავი ბილიკი,
პოეზიაც იმაზე გაცილებით მეტია –
რაც აქამდე უთქვამთ და... ერთი სიტყვით პირიქით.

ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,
მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები,
ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,
დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები.

ერთ გოგოს

გაზაფხული კარადაში ნაპოვნი,
წუხელ აღარ გამოგადგა საკაბედ,
სრიალებდი ხელში როგორც საპონი
და იმდენი გკოცნე წამოგაქაფე.

გამჭვირვალე ბუშტის
სლოკინ-სლოკინით -
მოვიარეთ სურვილების თავ-კიდე,
აივანზე დავდგით მერე ლოგინი
და მთვარეზე ტანსაცმელი დავკიდეთ.

ღამე იყო უტაქტო და მერყევი,
სანამ თეთრი გამთენიას გაჭრიდა,
შეგრძნებებს კი ისე ძლიერ შევყევით,
მეზობლები გვიყურებდნენ ფანჯრიდან.
.
იყო დრო და იყო ინტეგრალები...

ჩემს დაწერილ ლექსებსა და სტრიქონებს,
ვკითხულობდი როცა შენი თვალებით -

მე პოეტად მაშინ გამომიგონეს.

ჩემი ნენე და დედაშენი

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახია
ნ თათარს.
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: ჰოლი   Thu Jan 07, 2010 12:13 am

ჰოლი

ჰოლია ცისფერი და ჰოლი
ვრცელია,
დგას ერთი პატარა სკამი და
კანაპე,
ამ ჰოლში ბიჭები ან ერთხელ
ელიან,
ან მერე მამები ელიან....
განაბე -

ეგ სუნთქვა რომელშიც ბევრია
დაკაპო,
ფოთლები რომელსაც იყენებ
საკაბედ
და თუ გსურს კივილით ტკივილი
აკაფო,
ჯერ ეჭვი და მერე ის ცხრა თვე
აკაფე,

რომელიც ახლოა და სანამ
მოვარდა
ზამთარი და სანამ წუხილი
შემატყო,
მანამდის გაგრძელდეს ლეგატო
თოვათა,
გაგრძელდეს მანამდის თოვათა
ლეგატო

და იყოს ლექსები შვილების
ჰავანი,
შეშლილი დღეების დამფრთხალი
წამივით,
არ გვქონდეს საერთოდ არცერთი
საბანი
და ვიწვეთ საწოლში ოღონდაც
სამივე.

ჰოლია ცისფერი და ვრცელი ჰოლია......
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Sat Jan 09, 2010 2:31 pm

მანიფესტი - ანტიბიოტიკი

დროზე - უნდა იმეფო,
თუკი გაჩნდი
პოეტად,
თორემ ლექსშიც შემოდის
ევროპული ყაიდა,
უნდა მისწვდე ქალაქებს,
ქუჩებსა და მოედანთ,
სანამ ვინმე მივა და
ურითმო ლექსს გაიტანს
ხალხში,
ხალხი რომელიც
მიდის - მოდის_დინებით
და ცხოვრებას უყურებს
ისე როგორც სინემას,
თუ კი ჩუმად იქნები
არვის ეცოდინები,
ჩუმად რომ ხარ ისიც კი
არვის ეცოდინება.
დრო კი მართლა მცირეა,
მცირეა და რას იზამ,
ვეღარ დაიკვეხნიან
მალე პროზულ
მიგნებით,
ეროვნული მოგუდა
ქართულ ლექსში რასიზმმა,
მაგრამ არ შევიგუებთ
სანამ ერთად ვიქნებით.
სანამ სული გვიდგას და
რითმა გვიდგას მუხლებში,
სანამ არ მიმოვლწავთ
ჯებირსა და ალაყაფს,
კარგად დაიმახსოვრეთ -
ნებისმიერ ეპოქას,
მისი რუსთაველი
და ილია და
გალა ჰყავს.
ერთი გვეცოდინება
ხანა როცა გავა და
დაგვერქმევა დროების
იშვიათი ბიონტი
ხოლო ახლა ყველაფერს
სანამ დილას გავატან,
ამ ლექსს ვწერ და სახელად ვარქმევ - ანტიბიოტიკს.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Sun Jan 10, 2010 2:02 am

ერთი ცალი ხარ და ცოლი ხარ,
სუნთქავ, არ სუნთქავ და საუბრობ,
ორი შემოდგომა მოიხა
შენი წამწამიდან და უფრო -

მეტად ლამაზი და სხვა ცოლი
კაცი მქვია მაგრამ რა ვიცი,
არ მსურს, მირჩევნია საწოლი
მხოლოდ შენთან ერთად ჩავიცვა.

მეცვას და იმგვარად მათბობდეს,
როგორც მეტაფორის მიგნება,
თუმც ჯერ ჩემზე უნდა გათხოვდე,
მერე ყველაფერი იქნება...

ორი შემოდგომა მოიხა
შენი წამწამიდან და უფრო -
ერთი ცალი ხარ და ცოლი ხარ,
სუნთქავ, არ სუნთქავ და საუბრობ.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Sun Jan 10, 2010 3:31 am

(მარტის ვარაუდი მოაქვს კოინდარებს)

მარტის ვარაუდი მოაქვს კოინდარებს
ცოცხალ საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან.

თორემ შევიშალე, თორემ პანაშვიდებს
ვითვლი, დავითვალე თითქმის ასიოდე,
ნერვებს ვიზოგავ და რაღა დამამშვიდებს,
კუზის გარეშე რომ დადის ქვაზიმოდო...

ბოღმის მიყოლება სისხლსაც მიხუთავდა,
ჩემი ურწმუნობაც ღმერთს თუ უხარია,
ვინც კი უღალატებს არის იუდა... და
ვისაც ღალატობენ ყველა უფალია? -

აღარ დავიჯერებ, ვეღარ დამაჯერებთ,
ვხედავ ურმიანი ბევრი ტრამალია,
სანამ გადაბრუნდა დროზე გააჩერეთ,
ჩემი ბილიკები ღამით სავალია

და შენც გამომყევი სანამ მატაოცებს
დავსდევ, მივიჩვიე თრობა, ხეტება და
ჩემში არაფერი შენ არ გაგაოცებს,
გარდა პოეტური შემოფეთებათა -

ლექსის, რაღაცის თუ... მარტი კოინდარებს
მოაქვს, საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
მხოლოდ ერთი პეშვი ღმერთი მომიტანე,
მარტო ერთი ცალი ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან!
[flash(16,16)][/flash]
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Sun Jan 10, 2010 3:32 am



Last edited by volfgang tushi on Mon Jan 11, 2010 2:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: ზამთრის კულისებიდან   Mon Jan 11, 2010 12:21 pm

თითოდ, ისე შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
შენი ხასიათის და ამინდების შემყურე.

შვიდ იანვარს ყოველთვის ნახე როგორი ცაა,
დედამიწას აცვია წითელი სამოსელი,
შენ კი ისე ახლოს და შორს ხარ როგორაცაა -
შორს და ახლოს ერთურთთან უფალი და ბოსელი.

თუმც მსურს შენში დავიდო პოეზიის კარავი,
რომ გიკითხო ბალზაკი, ფალკონე და პაუნდი,
იქნებ ლორკა? ბოდლერი? ან გალა და ან რავი,
ოღონდ ყველა ამინდი, სეზონი და რაუნდი -

გადავლახოთ სტრიქონიც რამდენ რითმას აუდის,
ქარია და ნათოვი პეპლებივით ტრიალებს,
სადედოფლო კაბა და სიცივე და პლაუდი,
ჩიტები კი კენკავენ ზამთრის ინიციალებს.

ნეტა როგორ მოითოვს იანვარი საღამოს
ანდა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან გაისად,
შენს თვალებში მზე ჩადის ციდან შეუსაბამოდ,
ხოლო მთვარე ამოდის ზეცის შესაბამისად,

მაგრამ ხასიათის და ამინდების შემყურე,
ეგ ფრჩხილები საკენკში აერიოთ ღმერთმანი,
მოშიებულ შოშიებს, მტრედებსა და ბეღურებს,
ისე თოთოდ შეეხე თოვლს თითებით ფერმკრთალი.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: როინ აბუსელიძე   Wed Feb 10, 2010 9:36 pm

სასაცილოა

წვიმდა, ციოდა, ვარიდებდით ფეხებს გუბეებს,
ქარი ქოლგაში დავიჭირეთ, სასაცილოა,
წვიმა თუ არა მაშ რა აჩნდა თვალის უპეებს,
მე გაცილებდი, შენც მაცილებდი და გაცილებით -
ენრგიული მოძალებით გვღლიდა ამინდი.
მე წავედიო - მითხარი და ასე უსიტყვოდ
დამტოვე, ალბათ ამაყობდი კიდეც ამითი...
სასაცილოა, მაგრამ ახლა გამოგიტყდები -
რომ შემოდგომამ მოიტანა ის ეგოიზმი,
რომ გული მაშინ იმ უარმა ისე მოტეხა,
წამები ჩვენი მონატრების კადრად აქცია
და დამრჩა მხოლოდ სიყვარულის ბიბლიოთეკა.

სასაცილოა, უშენობას ვერ შევეგუე,
თვალებში იწვა სველი ზოლი სანაპიროთა,
და ვეღარ გრძნობდა ფეხი უკვე მსუყე გუბეებს,
და ვეღარ ვგრძნობდი რომ საშინლად -
წვიმდა, ციოდა.

მერე მივუშვი! ალკოჰოლში ჩავდე საღამო,
ეს ლექსიც უკვე აღარ მესმის რა საჭიროა,
მე ვარ მთვარლი თუ მთვარეს მართლა ფიქრთან აბამენ???
არა! უბრალოდ ერთია რომ - სასაცილოა...


exsperiment

ბანალური ფოთოლცვენა თოვს,
უშედეგო ექსპერიმენტს ვმკი,
ნეტა როგორ შეეჩვევა დროს,
საერთოდ თუ გადაურჩა კი...

ბუზი ძროხის არ ასვენებს კუდს,
შვილი - რუსულს, მამა - ვენახს სხლავს,
"მი პასმოტრიმ ჩტო პადსკაჟეტ სუდ"
ყველაფერი გადაწყდება ხვალ.

ფორთოხალი დედანია მზის!...
ერთურთს ისე შეეჩვივნენ წელს -
რომ ორივე ხის ერთ ტოტზე ზის
და პოეტი მეტაფორად წერს.

დრო წყეული მოგონებებს ზრდის,
დაგივიწყო? გამომივა არ!
თუ ვერ ხვდები როგორ მიყვარ-დი...
რას გაიგებ როგორ მიყვარხარ...
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: როინ აბუსელიძე   Wed Feb 10, 2010 9:39 pm

ANIMUS

მარტო - შენი თავის სინონიმი,
ღამე - სინონიმის სინონიმი,
ზიხარ ნერვებსა და ნერვებს შუა,
ყორყში გაჩხერილი სტრიქონივით.
სულში ფეხებიდან შემოდიან,
შენში დემონები შემოდიან,
სანამ დედამიწას შემოდენი,
გწამდეს ბოლო წამიც გემოთია -
სავსე, აღსავსე და უცილობლად,
ვერვის მოუყვები უცილობლად,
მხოლოდ შუაღამეს უწილადე,
შენი პოეტური უძილობა.
ანუ გადახატე გალაქტიკა,
შენი დაწერილი გალაქტიკა,
ნუღარ აწყენინებ გალაკტიონს,
სული დაილაგე დალაგდი და -
დარჩი შენი თავის სინონიმად,
ღამე - სინონიმის სინონიმი,
ისევ ნერვებსა და ნერვებს შუა,
ყორყში გაჩხერილი სტრიქონივით.

რ____ო____ი

ჩრდილში დარჩენილი ლექსები

სურათები

მდინარის გაღმა დარბოდა ყეფა,
გამოღმა ქარი დამალა ყანამ,
იწვა ორსული ზვინების კრება
და ვოცნებობდით ფრენაზე მანამ -

სანამ მაკიაჟს ირგებდა დილა...
ყურს აყოლებდა გალოკვას კატა,
ქარი ყვავილებს ქორწილით ღლიდა,
შემოდგომა კი ეხურა ფატად.

გუნდაობამდე წამები ვთვალეთ,
ვერ დავუზავდით ცხოვრების არჩივს,
მახსოვს გათოვდა ძალიან მალე,
ჩვენ კი სხვადასხვა ზამთარში დავრჩით!...




ფაქტი

მიხდები როგორ!...
ფიქსირდება!
დღეს არა მარტო,
შენ კი ჩვეულად გამეზარდე,
ამ ბოლოს უფრო,
მსურხარ და მაინც
დაშორება მოგვიწევს ვატყობ,
თუ წლები,
თუ თვე,
თუ საათი,
თუ წამი,
თუ დრო -

დაგვაცლის,
მერე სულ გატარებ და სახის იერს,
არ დაეტყობა არაფერი სრულიად,
ვიცი -
მოვისმენთ ერთად პოეტისთვის
განკუთვნილ პიარს
და ქალაქები -
ბარსელონა,
პარიზი,
ნიცა,

იქნება ახლო,
ჩვენთან ახლო, მიზეზით მუზის,
ეპოქის კართან გავრისკოთ და ყაიმზე დავიც,
ვთქვათ,
რადგან ახლა შენს სიცოცხლეს სარკეში უზის -
მტერი,
მიყვარხარ,
მიხდები და
გიპარსავ მაინც...





(გაკრული ხელით)

ბოშის სტვენაში გაირკვა სამბა,
ქალაქი ზღვაში შევიდა კუდად,
საღამო იყო ვით ძველი სტამბა,
მთვარე კი თითქოს გაზეთის ქუდი.

გულს ტკივილები ლექსებად ეკრა,
სრუტავდა გემი ტივტივა ბლინდაჟს,
მქონდა გრძნობების ათასი შეკვრა
და სურვილების მილიონ ტირაჟს -

შენდამი კოცნის, არ ჰქონდა ფასი,
იყო ზამთარი, დეკემბრის შვიდი,
ამაოდ უფრო და მაინც ასე,
მე სიყვარულის ბესტსელერს ვქმნიდი.

ბოშის სტვენიდან ისმოდა სამბა,
სიცივეს ყველგან ეპოვა ბუდე,
საღამო იყო ვით ძველი სტამბა,
მთვარე კი თითქოს გაზეთის ქუდი.




მონათოვარზე

შევხვდით ისე მარტივად
რომ შეჩერდა წუთები,
ერთი მზერა მეყო და
შეგრძნებები არიე,
ნაბიჯს უკან ვეღარ ვდგამთ,
გიყურებ და ვრწმუნდები,
რომ ჩვენს ირგვლივ აშკარად
კაუჩუკის ქარია.

სურვილების დოსიე,
სუნთქვის შეკვრას მიჯრილა,
თითქოს ვმსახიობობ და
გრძნობა თითქოს გრიმია.
ბავშვის ახირებებით
მზეზე ლუპამისჯილი
მწერი -
ჩემი გრძნობების
ზუსტი სინონიმია.

ახლა ისე ბევრი მაქვს
შენთან სალაპარაკო,
რომ სიტყვასაც ვერ ვამბობ
და ეს საოცარია,
ასფალტიდან ტრამალი
მზემ უკვალოდ ალოკა,
ჩვენს ირგვლივ კი
სუსტი და...
კაუჩუკის
ქარია...





ზამთრის წინასწარ...

ზამთრის კლავიშმა აუშვა მინორს,
ჰანგები თოვის შევიდა სოლოდ,
სიცარიელე დააჯდა მინდორს
და მოიქნია მწვერვალზე ბოლო.

ქარი არღვევდა იანვრის მოტივს,
კაცები თოვლში ბილიკებს რგავდნენ,
გზის დასაწყისში დაფლული ტოტი,
სახლის ჟანგიან ანტენას ჰგავდა.

ცალფეხშიშველა მირბოდა გოგო,
ცრემლიან თვალებს იწმენდდა ხშირად,
უკან კი ბოტი მოჩანდა როგორც,
თოვლის ბაბუას სტაფილოს ცხვირი.

მარტი თებერვლის ლოგინში იწვა,
მზემ შეისუნთქა ყინულის ბოლი,
ქვემოდან მიჰყვა და მერე მიწას,
თეთრეულივით გადასძვრა თოვლი...




" წ "

ოდას სუნი აბრუებდა ვახშმის,
უცნაური ენკენისთვე იდო,
ქარი ქროდა, ბურთისხელა ვაშლი,
წინწკლებივით აჩნდებოდა მინდორს.

კვლავ უშენოდ სრულდებოდა - წელი,
სოფლის ბოლო იწყებოდა - ჯამით,
მეც საბძელში გადამქონდა ცრემლით,
ის ზვინი და... ის პირველი ღამე...

მამას ხისქვეშ დაეჭირა ძილი,
ფიქრითა და იძულებით დაღლილს,
წივწივებდა წიწილების წყვილი
და ეზოში ტრიალებდა ძაღლი.






მეტაფორა

გუშინ ვენახზე შემოდგომამ
მოქსოვა ლოგო,
მძულს როცა იბანს ხელებს ხალხი -
ნაფერებს ძაღლის,
ისე ვერ მამჩნევ როგორც მძღოლი
პატარა გოგოს,
გაჩერებაზე ავტობუსის,
ლოდინით დაღლილს...

უკვე ქალი ხარ.
ფიქსირდება პროცესის რაზა,
უკვე ქუსლებზეც ახვედი და
მოირგე კარე,
არაო - თქვი და წამოვიდა
იმხელა ფაზა,
ჩემს თეთრ ღამეებს გადაეწვა
ბებერი მთვარე.

მეტაფორაა პოეტობაც
თუ მკითხავს კაცი,
ალბათ წერ იმას
საუბარი რაზედაც გიჭირს,
ბოლო ტაეპი ან ეს ლექსიც
იქნება მარცხი -

და სტვენა-სტვენით გაეკიდა ავტობუსს ბიჭი...
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Tue Feb 23, 2010 3:06 am

კილოზე აჭარულ

იაღივით გითქვეფს წლები ძუძუს და
გიმწიფდება ეგ ელამი კერტები,
სისხლი ბიჭებს ჯენნეთივით უდუღდათ,
ბეჩი ვიყო შეთიანის ბრალია,
გიყურებ და ვახალგაზრდავბერდები,
თივაგადმოგდებული დგას ნალიაც -

ცქერით შენი ანტერო და მუზირო,
გოგოვ ღელის, გოგოვ მზის და მდინარის,
ნეტაი კიდევ რამდენ ხანს და ვუმზირო,
შენ ჩიჩვირზე მზის ნაწნავს და შეითანს,
ჩენგე დაბლა ჩამომშპეს და ვინ არის,
ვინც ჩემს დერდში ბოლო კაკალს შეიტანს.

დილხორ-დილხორ დაგიტკეპნი სურვილებს
და ფიწალზე წამოვაგებ შეგრძნებას,
ახლა მხოლოდ მთავარია იუზი,
შენფერები ბევრი დიმიღუნია -
დაგარწმუნებ - თუ იგემებ სიურპრიზს,
რომ ხულოდან დაწყებულა დუნია.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Sat Mar 27, 2010 4:50 pm

განსაკუთრებულად მიყვარს ეს ლექსი:
ჩემი ნენე და დედაშენი

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს.
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
Sponsored content




PostSubject: Re: როინ აბუსელიძე   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
როინ აბუსელიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: