არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გენრი დოლიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: გენრი დოლიძე   Mon Jan 04, 2010 12:33 pm

ნაავდრალი...

ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერს
და შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაც
რადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოება
მეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,

ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...
გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,
ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლე
ამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...

მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...
და სადღაც სხვაგან სხვა დავითი გლოვობს ცუდ ამინდს,
ამდენ ტკივილებს ორ მჯიღ გულში მანამ დავიტევთ,
სანამ სამყაროს გადაუვლის ცრემლის ცუნამი...

სანამ დასავლეთს დაატყდება მეორე წარღვნა,
აღმოსავლეთით გამოჩნდება ისევ მესია
მითხარი ერთი, საქართველო ასე რამ გარყვნა?!
რამ დაამგვანა ნასახლარს და ნაეკლესიარს?!...

ცხვირიდან წვიმა ძმრად ადინა ამინდმა ზამთარს
დღემ თავის ნებით გაითხარა ღამით სამარე...
გადაიკეთა სახელი და დაირქვა თამთა...
და აატირა ნაფრესკალი წმინდა თამარის...

გოგომ რომელმაც სიყვარულის იწამა ამწამს,
გოგომ, რომელიც თითებს ითბობს სანთებელათი...
გოგომ, რომელიც საშუალებას, შვილისგან დამცავს
თანმიმდევრობით მოიხმარდა სპექტრულ. ფერადი

ბედმა ინება - ნაადრევად დაგვჩემდა გლოვა,
ვეღარ დავუცდი, სანამ ვინმე სანთელს ამინთებს...
თბილისურ ზამთარს სადაცაა წასკდება თოვაც
რა დაგვრჩენია დაველოდოთ მზიან ამინდე
ბს.
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: გენრი დოლიძე   Mon Jan 04, 2010 12:37 pm

*** (ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან)

(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ,
სუიციდით შეპყრობილ, ნათიას,
რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)


გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი -
მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი -
წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი -
გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი -
ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული
ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია,
ქალი
ყვავილია ნორჩი - ბროწეულის,
კაცი?
კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,

ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,
გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,
ქალი
შენია და თითქოს არც შენია,
კაცი
გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!

უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,
მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი
კაცი
წვიმა არის
ქალი -
წყალდიდობა!..
შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -

მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,
ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,
კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია
თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,
ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან
კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: Re: გენრი დოლიძე   Mon Jan 04, 2010 12:38 pm

გულო

დგახარ, ითვლი საათივით,
დგახარ, მითვლი საათებს;
ამოგიღე საგულედან,
დიდხანს გემასლაათე...
ამოგიღე, მთვარესავით -
მეცხრე ცაზე დაგკიდე.
გულო, თავი გაანებე
ამ ცხოვრების თავ-კიდეს!
საექიმო მითხარ რა გჭირს?! -
ოცი წლის ხარ, ჩემსავით...
მაპატიე,
თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!...
მაპატიე,
ოცნებების
ჩამოშლილო ფაფარო!
თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავ
ტყვიას გადაგაფარო!
ხელი მომე -
ერთად მოვკვდეთ,
იქაც ერთად ვიაროთ!
ჩემო - ენით დაკოდილო,
ჩემო - ცხრანატყვიარო!
თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრება
შენებრ არივ-დარიო,
ხალხი იმას მაინც იტყვის
გულითაა მკვდარიო!





აღსარება

დღემ ჩაიცვა ამინდის ნაცრისფერი ხალათი,
ამინდმა კი დრო და დრომ ხასიათი დაკარგა,
დღეს სიმართლე ჯვარს აცვეს, ერთადერთი ჯალათი,
ერთადერთი ჯალათი მე ვიყავი და კარგად
მესმის მომეკითხება, ჩემი ურწმუნოება,
ძმაზე შურისძიება შვიდჯერ სამოცდაათი..
მაგრამ ახლა კაენზე გაცილებით ნოე ვარ,
კიდობანი – მზეა და ზღვას მიაპობს ტაატით…
სხვისთვის ერთიც ბევრია, ჩემთვის ასი – ათია,
სამს უკლია ხუთი და ოცდაათ ვერცხლს ცამეტი,
ალბათ ახლა ამინდსაც უფლის ხასიათიაქვს
გოლგოთიდან - სახლამდე წამის მეწამწამედით…
ბიბლიიდან - შავ ზღვამდე წუთის ოცდამეთევზე
ფეხშიშველი მიაპობს ტალღას უფლის აურით,
განთიადმა ღრუბელი ცივი ოფლის წვეთებზე
მოისვა და პერანგი გადაიცვა ხმაურის..




ერთი ქალი შემიყვარდა

ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
- ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა,
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: - შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!.
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
- აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
- დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..





ჩემს ერთადერთ სიყვარულს

(ქორწინების დღის აღსანიშნავად)

ბედთან ჭიდილია ალბათ პოეტობა,
ალბათ სიყვარულიც ბედთან ჭიდილია,
ნეტა, ერთხელ შენშიც ისე მოეთოვა,
როგორც ქაოსი თოვს ჩემში იდილიას,
ფრთები, ერთი ბოთლი მთვარის სონატა და ...
კედელს მილეწილი მწარე მოგონებით...
ცდები, ვერ ვიცხოვრებ ქარის მონატანთან,
ყელში ამოვიდნენ ბილწი გოგონები...
ბილწი გონებით და ბილწი სიტყვაობით
თორემ ფეხებს შუა უზით გარინდება,
წვანან ნაპირზე და მკერდზე მკითხაობენ
ცაზე სინდისის მზე სანამ აინთება...
ვიცი, ღმერთმა მითხრა, ბევრი გიტირია
როცა გაიგე, რომ სევდა გაგირითმე
ჩემი პოეტობაც შენთან ჭიდილია
სანამ მტკივიხარ და სანამ ტკივილს ვითმენ...
ლექსი ქაოტური არის იდილია,
ღმერთს რომ დავეჭიდო არ ვარ იაკობი...
თვითონ ეს ცხოვრებაც რადგან ჭიდილია
რადგან მოგებულებს დაფნით შეამკობენ.
თავის გვირგვინი აქვს ყველას ხო ესეა?!
ჰოდა ვეჭიდები ისევ პოეზიას....



... ... ... პეპლებს
გეძღვნება შენ!
ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს,
ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი,
მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს,
მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი
წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს..
გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაიმა,
ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის,
როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ…
მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და...
მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით,
შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა,
მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს!
სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა,
სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა…
დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს,
როცა გულზე პეპლებად ჩემს ბაგეებს დაისვამ...
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: Re: გენრი დოლიძე   Mon Jan 04, 2010 12:39 pm

ქა-რთული

ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები...
არ დანებდე, იამბოხე გულო, სანამ მოასწრებ...
სანამ ფეთქვას შეიძლებ და სანამ სისხლით გაძღები...
უკანასკნელ დაკვნესებას შენვე ფონი დაადე,
ისევ ბაგა ბუგითა და არა ფოე-ფოეთი...
დაიწყება მალე ერთი ბედნიერი საათი,
დამთავრდება როცა ერთი უბედური პოეტი...
შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ
ახლა სადღაც დავმთავრდი და სადაც ვიწყებ თავიდან...
გევედრები მხოლოდ ეს “ქა” მომირჩინე უფალო
“რთული?” ამიტანია და ალბათ აწიც ავიტან!...
ამოვიღე საგულედან - უკან არ ჩამეტია -
უნებართვოდ მეამბოხე, ფეთქვა-ნებადართული
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით საამაყო ბედი აქვს
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული...
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: გენრი დოლიძე   Wed Feb 10, 2010 9:50 pm

ისტორიის ცრემლები

დრო დაეტაკა მუხლებში ხიხანს,
დამუნჯებულა გონიოს ციხე,
ჟამმა დასტანჯა, წვალობდა დიდხანს,
თალხით მოსილა, ხმას ვეღარ იღებს...
ისევ ქვითინებს დღეს მაჭახელა,
შფოთავს და იბრძვის აჭარისწყალი,
ჩვენთვის ვერ ბედავს დარდის გამხელას
და ხახულისკენ უჭირავს თვალი...

გუგუნ-გუგუნით მოდის კარჩხალი,
ღელავს, ბუტბუტებს და ვერ ისვენებს:
დადუმებულა ოშკი, პარხალი
დედასამშობლოს ძლივსღა იხსენებს!

სისხლით ნაბანი მღვრიე ჭოროხი
არის ჭრილობა დროის ურჩების,
ძვლებსა და ლოდებს ათრევს როხროხით,
მოაქვს ამბავი ჩვენი გურჯების:

ისევ მღერიან ლაზები ნანას,
კვლავ თამაშობენ ისინი ლელოს,
შორით უმზერენ მშობელ ქვეყანას,
შორიდან უმზერს მათ საქართველოც....

ბევრგან ნგრეულა ციხე და კოშკი,
ვეღარ გაუძლეს ჟამთასვლის ქანჯალს...
თვალცრემლიანი შეგვცქერის ოშკი
სჩანს გადაურჩა ეშმაკის ხანჯალს...

აქ წინაპართა მოსთქვამენ ძვლები,
საჯიჯგნად ყორნებს რომ ჩავარდნიან...
ჟანგმოდებული ოხრავენ ხმლები,
ნაკადულები სადღაც გარბიან.

აქ რამდენ ქართველს მოკვეთეს თავი,
ან რამდენ ნენეს ცრემლი უღვრია?!
დროის დინებას მმუსვრელი ზვავით
ამ ხალხის ზურგზე გადაუვლია...

შავ ზღვაში ისევ შეცურდა ნავი,
ქარებმა ზურგით შეატრიალეს,
ხიხანის ციხემც დახარა თავი,
ჩვენმა ცოცხალმა მემატიანემ...

მწამს, დაგვიფარავს ჩვენ ვაზის ჯვარი,
ტაძრის ნატიფი ყურძნის ჩუქურთმა,
ისევ ბობოქრობს ბანასთან ქარი,
საბა-სულხანის მას მოაქვს სუნთქვა!..

ავიღოთ ხელში ქრისტეს სანთელი,
გავაჩირაღდნოთ მთელი ქვეყანა,
მჯერა, გამოვა ყველა ქართველი,
ისევ დავძახებთ ლაზურად ნანას!..

Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: გენრი დოლიძე   Wed Feb 10, 2010 9:57 pm

მომენატრა...

-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
საქართველოს სიყვარულში გართული.
მომენატრა, მომენატრა აფხაზეთი,
თუმცა ის მე ჯერ არც მინახავსს.
ალბათ როცა გადმოგვხედავს , ნახავს
ღმერთი,
ძმათა წყენა გულშუი არ შემინახავს!
მომენატრა ქამარ-ხანჯალ-ხმალ-აბჯარი,
ბრძოლის ველზე ამოსული ყაყაჩო,
გონებაში მომეპარა ფიქრთა ჯარი,
მომენატრა და კონაღამ დამახრჩო.
ერთი სიტყვით, მომენატრა საქართველო,
საქართველო მაღალი და ძლიერი,
ავდგეთ ფეხზე, გაბზარულლი გავამრთელოთ
და ქვეყანას დავუბრუნოთ იერი!
-მოგვენატრა ჩვენ ნამდვილი საქართველო,
ჩვენ ხზომ მისი ტრფობს ცეცხლში ვიწვებით,
ავდგებით ,რომ ავკაფოთ და გადავთელოთ
შური, ბოღმა, ეკლები და წიწვები...
შევევედროთ, შევევედროთ ბედის ამქარს,
სანამ ჩვენი არ ჩაქრება სანთელი,
მისი ცეცხლი მოუკიდოს სხვა ბეცვრს ახალს,
რომ მოვფინოთ კავკასიონს ნათელი...
ავაყვავოთ, ავაყვავოთ საქართველო,
მოვეფერიოთ სანამ გუილი თბილია,
დავეუფლოთ ყველა კორდს და ყველა მდელოს,
გავუფრტხილდეთ ამ სამყაროს ბრილიანტს!
-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
გამარჯვების სიმღერებში გართული!
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
Sponsored content




PostSubject: Re: გენრი დოლიძე   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
გენრი დოლიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: