არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next
AuthorMessage
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Mar 22, 2009 10:33 am

ვაჟა ხორნაული wrote:


პირდაპირ წახვალ,
მარჯვნივ თუ მარცხნივ,
სულ ერთია,დაიღუპები...
ამიტომ მივფინავ ცაში,
სადაც უფრო ლამაზად კვდებიან.

ძალიან კარგია. ტანკას მოჰგავს.
სიღრმე და სივრცე!..
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Mar 22, 2009 12:08 pm

ნოველა ქოხში



გაშიშვლებული ანგელოზი
/სურათი ძველი/
და ზომიერი გახელება
ჯანმრთელი ხვადის.
თვალები-სუფთად ამღვრეული,
არაფრის ფერი.
მკლავების ბადე.
ნეტარების ჩრდილი და ხვატი.

იდუმალების მელოდია,
ფეთქვა მთიების.
ბედნიერება!-ვერ გადმოსცეს
მისანმა ასმა…
ტუჩებისაგან მოკრეფილი
მკერდის იები.
თავდავიწყების ქვესკნელები,
ალერსის თავსხმა.

გულებში-განძი სხივოსანი.
ხატი-ენამზე.
ცვენა წუთების-
უკვდავების წყაროს წვეთების.
კვნესა-სიცილის ნაპერწკლებით.
მშვიდი ექსტაზი.
რბილად გათელილ-დაკბენილი
მკვრივი კერტები.

სავსე მხრები და თეძოები,
თაფლი ღრმულების.
კანი-ყვავილის ფურცელივით,
მოლი ბარკლების.
მზით ავსებული სხეულები-
ღმერთის სურები…
ვის ახსოვს ჟამი-
ყველაფრის და ყოვლის ამკლები.

შეუცნობელი,წამლეკავი,
მაგრამ ნათელი,
ბიბინებს ვნება
და წყურვილი აღარ ილევა.

სექსის ცეცხლი და პოეზია-
“ძნელად სათქმელი.”
ერთ სასწაულად გარდაქმნილი
ორი ქმნილება.
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Mar 23, 2009 6:18 am

აქა მშვიდობა!
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Mar 23, 2009 7:38 am

გიო wrote:
აქა მშვიდობა!





sunny

ყოველთვის შემოგვნათოდეს
გაღმა-გამოღმა მშვიდობა.

ამინდი გვქონდეს ღვთიური,
არც მტრისას უამინდობა...

იხაროს ლექსმა_იმისმა
ნათებამა და ბინდობამ.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Mar 25, 2009 8:02 pm

***
პოეტი
გაზაფხულის ხესა ჰგავს:
ფესვებში_ტკივილი,
ტოტებზე_ყვავილები.

***
მოვიდა სიყვარული
და სიცოცხლემ სიკვდილთან ერთად
გაუღო კარები
ყველაზე მშვენიერი ტაძრისა.

***
სახეზე უფლის დარდი ეწერა
და მისთვის თვალის გამსწორებელი
იყო იშვიათი,ვით ყვავილი
მოთიბულ მინდორზე...

flower

ღმერთის ხელებით გააღებს
-------------------------------
უდაბნოებზე დაგიფენს
ოქროს წამწამა ყანებსა,
ცის ბილილებით მოგირთავს
გალავნებსა და ბანებსა,
ღმერთის ხელებით გააღებს
მაგ შენი გულის კარებსა,
შევა და აღარ გამოვა,
გაგტანჯავს,გაგახარებსა,
სივრცეებს გაგისხივოსნებს
მზის გაღმა მოკამკამესა...

და გვიან,
ბოლო წყაროსთან
ის დაგიხუჭავს თვალებსა.



ვით უფლის პეშვზე მტევნები
---------------------------------
მიეთბო,მიეღიმილა,
ხმებში ხარობდნენ ფერები,
ვისღა ახსოვდა მოწყენა
უერთმანეთო თენების,
ერთმანეთს ისე შვენოდნენ,
ვით უფლის პეშვზე მტევნები,
მკლავების წრეში ბრწყინავდა
თავდავიწყების ცრემლები...

და გულებიდან ისმოდა
გალობა ბედნიერების.

king cheers queen

ერთგულება
--------------
განსაცდელის ჟამი თუ დაუდგათ,
ერთმანეთს ისე ჩაეჭიდებიან
და მიენდობიან,
როგორც მიწისძვრისას კედლები.

***
სიყვარული ასი წლის შემდეგ
იმ ხეს ხომ არ დაემსგავსება,
ორიოდე ფოთოლიღა რომ შემორჩენია.

ბედისწერა
--------------
ეს კოშკი მე ავაგე
და ვეღარ გამოვდივარ
და გარეთაც არავინაა
მისი მძიმე კარის გამღები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Mar 25, 2009 8:16 pm

ბედისწერა
--------------
ეს კოშკი მე ავაგე
და ვეღარ გამოვდივარ
და გარეთაც არავინაა
მისი მძიმე კარის გამღები.


am ganwyobaze var zustad axla Sad




.............................
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Mar 25, 2009 8:43 pm

nini wrote:
ბედისწერა
--------------
ეს კოშკი მე ავაგე
და ვეღარ გამოვდივარ
და გარეთაც არავინაა
მისი მძიმე კარის გამღები.


am ganwyobaze var zustad axla Sad




.............................




...მემრე თქვეს:"ჟამი მუალის,
კარ გაიღების თავადა."



king cheers queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Mar 26, 2009 6:02 pm

ბედისწერა
--------------
ეს კოშკი მე ავაგე
და ვეღარ გამოვდივარ
და გარეთაც არავინაა
მისი მძიმე კარის გამღები.

batoni vajas es leqsi amekviata,dzalian sheefereboda shems ganwyobas...

da pasuxi,rom damiwera amaze.
...მემრე თქვეს:"ჟამი მუალის,
კარ გაიღების თავადა ''.

..bobos es leqsi mindoda damedo,gamorcheulad momwons bobos es leqsi...


ჟამ მუალის და წავალის
ყველა ჩვენგანის კარზედა...
მუა, სიცოცხლეი წაიღებს,
ჩამაირიგებს ჯარზედა.

სულელი ვართ თუ ბრძენია,
ან ჭკუისა ვართ, თავისა...
ყველაი იმის შუქ გვფენია,
ბირდაბირი ვართ ჟამისა.

მწვერვალებისკე ვიარდეთ,
უფლის ნისლი რო ჰხვივისა...
მე გზად პირიმზეი ვინატრებ,
მეტყვის, - სიცოცხლე მიჰქრისა...


''gachuqet''batono vaja.imedia ar gamibrazdeba,bobo.
axlaa sxva forumze wavireb am leqsebs..


Last edited by nini on Fri Mar 27, 2009 1:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Mar 27, 2009 9:30 am

quote="nini"]
[ ...მემრე თქვეს:"ჟამი მუალის,
კარ გაიღების თავადა ''.



ჟამ მუალის და წავალის
ყველა ჩვენგანის კარზედა...
მუა, სიცოცხლეი წაიღებს,
ჩამაირიგებს ჯარზედა.

სულელი ვართ თუ ბრძენია,
ან ჭკუისა ვართ, თავისა...
ყველაი იმის შუქ გვფენია,
ბირდაბირი ვართ ჟამისა.

მწვერვალებისკე ვიარდეთ,
უფლის ნისლი რო ჰხვივისა...
მე გზად პირიმზეი ვინატრებ,
მეტყვის, - სიცოცხლე მიჰქრისა...
batoni vajas es leqsi amekviata,dzalian sheefereboda shems ganwyobas...
da pasuxi,rom damiwera amaze...bobos es leqsi mindoda damedo,gamorcheulad momwons bobos es leqsi...

''gachuqet''batono vaja.imedia ar gamibrazdeba,bobo.
axlaa sxva forumze wavireb am leqsebs..[/quote]


cheers

ესაა ბედის ღიმილი
და ჟამი ფიქრთა ლხინისა:

ღმერთო,მიეცი შეძლება
ჩვენს გასაოცარ ნინისა_ flower
მოგვფინა ფორუმებზედა,
როგორც ნათება დილისა... sunny

გაოცებულა ვაჟიკა,
ბობოც ძაანა ჰკვირისა!


king queen king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Mar 29, 2009 12:54 pm





***
ფეხსაცმელების ნამგალა ჭრილებიდან
თითქოს ხუთ-ხუთი
თეთრი ხვლიკი მოგჩერებია...

***
გაუქმებული სალამურივით
ფერმკრთალი და სევდიანია
ღარი,წყაროს გარეშე დარჩენილი.

***
საიქიოს წყვდიადში წინაპრები
უფრო კარგად ხედავენ ერთმენეთს,
ვიდრე სამზეოზე შვილები მათი.


მშვენიერების ლხინი
------------------------------
ისე მღერიან,ლამის მამღერონ,
სუფრაზე ვხედავ ხილსა და ყვავილს.
უხდება ბოცას მწვანე საყელო
და მეოცნებე,ხოტორა თავი.

სურნელი პურის,თაფლის,სალათის,
იგრძნობ,დარჩები,კარებს მოიჯრი.
უხდება ბოცას წნელის ხალათი
და დარბაისელ გლეხის დოინჯი.

***
გულმა ვარსკვლავებს უთხრა,მიყვარსო,
და გაზაფხული მეასმათება...
ისევ ერთნი ვართ,როგორც,ძვირფასო,
ხე და შრიალი,მზე და ნათება.

გზა ვიწროვდება და ცას ენდობი
და წყაროების ისმის ვედრება...
ისევ ერთნი ვართ და ამ ერთობით
სამყაროს ხმები უფრო მშვენდება.

***
სააქაოსა და საიქიოს
იისფერ საზღვარზე
მხოლოდ დედის აჩრდილი გადაჰყვა
და გზა გაუნათა...

***
ღმერთის სახე უსასრულო,
ნათელი ფონია
და ჩვენი სახეები_
ამ ფონის ყვავილები.

***
ვერ მოთავსდება ღმერთი ბიბლიაში,
როგორც ერთ სარკმელში
ცა ვარსკვლავებიანი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Mar 29, 2009 3:01 pm

პოეტური სისუფთავე, როგორც დილის მთის ჰაერი. რაც ყველაზე მეტი მიყვარს ამ პოეტში. სხვა დანარჩენთან ერთად.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Apr 01, 2009 3:05 pm



***

ფეხსაცმელები:კაცისა_კართან,
ქალისა_საწოლის ჩრდილს შეფარებული.
ადრე სულ ერთად იყვნენ
და ერთი ჯაგრისის სუნი ასდიოდათ.

***
უკვდავების წყაროთი ავსებულ
ხელადის ჩრდილივით ლამაზია
მანდილი დედისა...

***
ლეკვი ბავშვისაკენ მიიწევს,
ბავშვი_ლეკვისაკენ,
ერთს თოკი აკავებს,
მეორეს ხელი_მძიმებეჭდიანი.

აქედან იწყება ტანჯვა სიყვარულის.


როგორც მზე
----------------------
არც ცხადის ბზარი მკრთალდება,
არც_სიზმრის ნაიარევი.

რა მხარეები გამოჩნდა,
რა მზიან_რა იანები.

ცის სიღრმეები გიხმობენ,
სამოთხის დარიანები...

როგორც მზე,მხოლოდ ანათებ,
უჩრდილოდ დაიარები.

***
მოვიდა,მოიყოლია
სურნელი მზის და ყანისა,
წყაროს ხმას მიედობილა
მუსიკა მისი ტანისა,
ეგაა ჩემთვის გამღები
ზესკნელ-ქვესკნელის კარისა,
გულის თვალებზე მომფენი
სამოთხის თბილი ნამისა,
ფურცელზე გაბრწყინებული
ვარსკვლავი ჩემი კალმისა.


***
მზის პირველი ამოსვლის სიხარული
ჰორიზონტების სიჩუმიდან ისევ მოისმის.

***
საიქიოდანაც ჯერ მშობლები
გადიან გარეთ,
სულ სხვა სითბოსა და სიჩუმეში,
და მერე_შვილები...

***
დარდი და სიხარული_
ორი პირი ერთი მახვილის
ფხაზე მონატრების ეკლებით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Apr 01, 2009 4:20 pm

ფეხსაცმელები:კაცისა_კართან,
ქალისა_საწოლის ჩრდილს შეფარებული.
ადრე სულ ერთად იყვნენ
და ერთი ჯაგრისის სუნი ასდიოდათ.


ამ სიტყვებში ყველაზე მეტია ცხოვრება.. მომწონს ამიტომ..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Apr 08, 2009 9:06 am



ხ ე ლ ე ბ ი
--------------
როგორც კი პატრონი
დროებით გადადებს
საჭრეთელს,
კალამსა თუ სალამურს,_
მაშინვე ერთმანეთს დაუბრუნდებიან,
ერთმანეთში ჩათბებიან
და ჩაიკარგებიან
და კიდევ ერთხელ
სიყვარულის მშვენიერ თაიგულს
დაემსგავსება ათი თითი,
ერთმანეთს ჩაწნული...

***
გიხაროდეს:სამყარო ჩვენია_
ცის სიღრმეებში კვლავ იბადებიან
სიყვარულის მელოდიები...

***
ქალის გული ნათელია,
ვით წყალი სამოთხისა.
კაცის გულში მზიანი ნისლია.

***
ბაღი ზვარაკივით გაწირა ქალაქმა,
ხეები ქუჩა-ქუჩა წაათრიეს,
როგორც დახოცილი
ირმები და ორაგულები...

***
მზისაა ცა და დედამიწა,
ხოლო მზე ნაწილია გულისა.

***
მაგრამ ბრძენმა იცრუა კიდევაც,
ყვავილი ამას არ ელოდა,
მოიწყინა და თავი დახარა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Apr 19, 2009 8:27 am



უკვდავების წყაროსავით sunny
-------------------------------------


აკიაფდა თვალი მარჯნის,
ისმენ წყაროს ანცობებს.
ჰორიზონტის ყვავილნარში
ვარსკვლავები წაწლობენ. king queen

მიწა მწირის ჯვალოსავით
თბილია და უბრალო.
შენ ხარ ჩემი სალოცავი,
იისგულა უფალო. cheers

რა ჩონგური,რის გიტარა
/ხმა გაკმინდეს მერცხლებმა/,-
სიჩუმეა იმისთანა,
გალობისა შეგრცხვება.

სადღაც ცეცხლი მობრიალე,
ხმა სივრცეში გავიდა.
მთვარის ოქრო მოწკრიალებს
ღრუბლის თეთრი ღარიდან.

მიწა მწირის ჯვალოსავით cheers flower
თბილია და უბრალო.
შენ ხარ ჩემი სალოცავი,
უკვდავების წყაროსავით
გეწაფები,უფალო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Apr 22, 2009 8:58 am



***
შავი ტაძრიდან ერთად გამოდიან
და თეთრ ტაძარში ერთად შედიან
ცა და დედამიწა...

***
პროლოგი მწვერვალებთან,
ეპილოგი ოკეანესთან...

***
დაბადებულიც არ იყო,ლექსმა
გულზე რომ გადაუსვა
ყვავილი ეკლიანი...

***
ფურცელში თითქოს სხივისაგან
გაჭრილი სარკმლიდან,
ვით თვალი მერცხლისა,
გიყურებს წერტილი...

***
გულის ჩრდილი_უთქმელი ფერისა,
მეორე გულის
სიღრმეების ნათებად ქცეული.

***
სადაც შენ გამოჩნდები,
იქაა ბილიკი
ცაში ასასვლელი.

***
ქამარი_გალავნის
შორეული შთამომავალი.

***
პატრონებისგან განსხვავაებით
სახლები ერთმანეთს უცინიან,
მზე როცა ამოდის...

***
დაბლაგვებული მახვილებივით
მოუჩანს კუთხეები
მიტოვებულ,ჭაღარა სახლს.

***
მზე სიტყვაში,
როგორც გული ადამიანში.

***
პირველი სიყვარულის
პირველი ეჭვი_
ვით ვარდის ეკალი.

***
ბილიკმა_კუნძული,
კუნძულმა_ ოკეანე,
ოკეანემ სამყარო დაამშვენა.

***
შანდალი_ყვავილის გულივით,
სახეები_ყვავილის ფურცლებივით.

***
ვითარცა მურთუზ-ყული-ხანი,
შენც,ალი-ყული-ხან,
ისტორიის დიდი პირმზითიდან
მოწყვეტილი და გარიყული ხარ!

***
გუთანმა ნაბადი დახატა
ყვავილის შიბებდაფენილი
ღობის სიახლოვეს.

***
როგორც გოლიათი
ვარსკვლავებით მორთული ტაძრიდან,
ქალაქი სიბნელიდან გამოდის.

***
მუხა წიფლიანში,
როგორც კაი ყმა
ყველასაგან გამორჩეული.

***
დედის გული სხვა არის,
ღმერთმანი_
სამოთხის ცასავით მადლიანი,
სამოთხის მიწასავით მფეთქავი.

***
წყაროს ისე ეხება ბაგეებით,
ვერ გაიგებ,
კოცნის თუ ეწაფება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun May 10, 2009 8:41 pm

ერთგული ბიჭი
----------------

თმათეთრი,ხალისიანი
თიბავს და თიბავს პაპა,
ტყეს აშრიალებს ნიავი,
ჰყვება ღრუბლების ამბავს.

იქვე ბიჭუნა რომ მოჩანს,
შვილიშვილია მისი,
პაპას ყველაფერს უჯერებს:
წყალს ეზიდება ცივ-ცივს,
სათიბთან საჩრდილობელი
ქოხიც წამოდგა მისთვის,
სკოლაშიც,სკოლის გარეთაც
სულ მისი ქება ისმის,
სახელად ჰქვია არმაზი,
გულს გაიმეტებს სხვისთვის.

უეცრად პაპა დაეცა,
ფეხი გაიჭრა ცელით,
არმაზი დანაღვლიანდა,
თვალზე მოადგა ცრემლი.
_ნუტირი,_
პაპა ამშვიდებს,_
შენ ხარ იმედი ჩემი,
აგერ, ტყის პირას აბია
ჩვენი ჭკვიანი ცხენი,
მოახტი,წადი სოფელში
(საქმე არაა ძნელი),
მეზობლებს შეატყობინე,
შემომაშველონ ხელი.

არმაზიც ასე მოიქცა,
არ ეშინია,მიჰქრის,
პაპას როგორმე უშველოს_
ესაა მისი ფიქრი…

აგერ,სოფელიც გამოჩნდა
ლურჯი მდინარის იქით.

პაპა წევს,
სტკივა ჭრილობა
(მზემ აიწია,ცხელა),
დაადო მრავალძარღვები,
შეუწყდა სისხლის დენა.

ჰა,მეზობლებიც მოვიდნენ
(ზოგი კი არა,ყველა!):
ბერდია,გაგა,გიორგი,
გოგოთური და გელა,
წინ მოუძღოდათ არმაზი,
პატარა,ნერგისხელა.

წიფლის ტოტების საკაცით
წამოიყვანეს პაპა,
ჭრილობა მალე მოურჩა_
სულ ორ კვირაში,აბა!

პაპას ღიღინი,ცელის ხმა
სათიბში ისევ ისმის,
იქვე არმაზი ფუსფუსებს,
გადამრჩენელი მისი,
ხან წყალი მოაქვს ხევიდან,
ხან ყვავილებს კრეფს მისთვის,
ასე რომ უყვარს სუყველას,
არის ნამდვილად ღირსი,
ვაშლს და ჩურჩხელას კი არა,
გულს გაიმეტებს სხვისთვის.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue May 12, 2009 8:51 am

--------------------------------------------------------------------------------

სიყვარულის საგალობელი sunny cheers sunny
----------------------------

გონების აღმოსავლეთო,
გულში ზარების წკრიალო,
სიტყვების ოქროდ ქცეულო
სიმაღლეებო მზიანო,
დროში გაშლილო ფერებად
(ხმებში სამყაროს მშვენება)
ფრთიანო,დავლათიანო,
ელვასთან შეთამაშებავ,
ყანასთან ერთად შრიალო,
ზესკნელ-ქვესკნელის ტაძარო,
სინათლის გალავნიანო,
ფიქრო_ხან ხალისიანო,
მაისის აისიანო,
ხან სევდის ღიმილიანო,
ხან მგალობელო სიმშვიდევ,
ხან უძილობა-წრიალო,
დღესასწაულო სიბრძნისა,
სამოთხევ ნარეკლიანო,
ბედნიერების კოცონო,
ტკივილის ნაღვერდლიანო.
აღმართო გაზაფხულისა
ზამთარშიც იებიანო,
ძმადფიცნო მწვერვალებისა_
ღრუბლებო ნაქარგიანო
(ზეცას რომ გადაივლიან
და შენში შემოდიანო)...

გონების აღმოსავლეთო,
გულში ზარების წკრიალო,
სიცოცხლევ,სიკვდილიანო,
სიკვდილო,სიცოცხლიანო,
უსასრულობავ მადლისა,
სანთელო ყველა ხატისა,
სურნელო ღმერთის კალთისა,
უკვდავებასთან ზიარო.




Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu May 14, 2009 10:59 am

ბედნიერია,ვინც შეიყვარებს,
ვისაც უყვარს და ვისაც უყვარდა.
სიყვარულისგან გზააბნეული
ადამიანი მივა უფალთან.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed May 20, 2009 3:50 pm

***
თვალების ელვით გულის ცა
გამითბო,გამიხარაო,
ცისკენ გაჰკიდა ბილიკი,
ნაბიჯი ამიჩქარაო,
მარგალიტები ზეცისა
სადღა არ დამიყარაო,
მერე წავიდა
”გფარავდეს
აქით სამოთხის კარამდე”,_
ღიმილით დამიბარაო. king sunny queen

სინათლის ამაღლებაა
სიცოცხლე ამისთანაო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed May 20, 2009 4:03 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
***
თვალების ელვით გულის ცა
გამითბო,გამიხარაო,
ცისკენ გაჰკიდა ბილიკი,
ნაბიჯი ამიჩქარაო,
მარგალიტები ზეცისა
სადღა არ დამიყარაო,
მერე წავიდა
”გფარავდეს
აქით სამოთხის კარამდე”,_
ღიმილით დამიბარაო. king sunny queen

სინათლის ამაღლებაა
სიცოცხლე ამისთანაო.


რა ლამაზი ლექსია...

sunny drunken sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat May 23, 2009 9:52 am


***
ცის ერთი ნაპირიდან
მეორე ნაპირამდე
ღრუბლები მშვიდად,მხარდამხარ მივიდნენ
და ჰორიზონტზე ოქრო დატოვეს.

***
ოსტატი:პოზა და ჩარჩოები.
გენიოსი:ერთიც და მეორეც
ფეხებზე ჰკიდია...

***
დღის დასასრულს დახურა ფანჯარა
და მოსიყვარულე,
სევდიანი დაყოვნებით შეუშვა ხელი,
ვით ბოლო გვერდს ძვირფასი წიგნისას.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu May 28, 2009 9:30 am


***
და ამჯობინა წვიმას მამონა,
ვენახს-კაზინო და ცას-ბაზარი,
ძმასთან და მტერთან იმაიმუნა,
შეგირდი გახლავთ ნაჯამბაზარის.

პირფერის პოზამ კუზი აჰკიდა
და დაეძებდა იღბალს სად არა.
/ხელს მიშლიდნენო,უკვირს აქედან/,
ისლიკინა და იფარსადანა.

კრულვას უთვლიდა წყეულ მიზეზებს
/და ბოლო ძაფი გაწყდა წარსულთან/
და მარმარილოს ხვეულ კიბეზე
იქედნესავით მაღლა აცურდა.

ფიქრობდა:”ვიცი,აქ ქაჯეთია,
თუ ვინმემ თითი დამიქნიოსო,
საშვს გამოვუწერ ათასბეჭდიანს,
წამში ვანახებ საიქიოსო.”

მოკვდა-ეს ბოლო შენაძენია,
ჩაესმის “განვედ!” და ხმა არულის,
ძველი ნიღბები ვეღარ შველიან
და ვერც-ფანდები,ფარსადანული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Jun 03, 2009 9:16 am



***
სინათლე გამოგაღვიძებს,
სიმებს დაუვლის კრიალი,
იელვებს ქარვა ჩრდილების,
გაბრწყინდებიან სიმები
და ნაპირები,კლდიანი,
სამოთხისეულ ხმასავით
აივლ-ჩაივლის შრიალი,
ნისლიდან ცასთან გამოვა
ირემი,მუდამ მტრიანი,
რტოებზე აირეკლება
შუქის ხანჯლების პრიალი.

გაიხარებენ ღრუბლები
ველთა ფერადი ფართლითა.
ნეტავი ამას ყველაფერს
ვხედავდეთ ერთი სარკმლიდან.


***
ფრენით და გალობით დაღლილი ფრინველივით
ლამაზად დახუჭული თვალებით,
ერთმანეთზე სანთლის ფურცლებივით დაფენილი,
ლამის გამჭვირვალე ხელებით
(თითქოს ერთი ხელი სიცივისგან იფარავს მეორეს)
და შემოდგომის ღრუბელივით
სევდიანი,ფერმკრთალი სახეებით
მიდიან იმქვეყნად
ღმერთის სიტყვებივით ერთურთზე უკეთესი,
ერთურთზე მშვენიერი დედები.

***
არწივის ფრთებით აბიბინებულ
ცის ტალღებს მინდობილი
მაღლდებოდა,ხარობდა ექო.

***
ფანდური დაივიწყეს
და უცხოურ ხალიჩას ჰკიდია,
ვით საბედისწერო ციცაბოს
მთამსვლელი...

დარდიანი ბედნიერება
-------------------------------
ერთ ხელში ყავარჯენი,
მეორეში სასხლავი_
ადამიანი და სამშობლო
ერთმანეთს ჰგვანან...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Jun 04, 2009 12:59 am

იქ მომეწონა ძალიან და წამოვიღე
დათვს საოცრად მოუხდა ბურახის სმა cheers cheers


წესრიგის მცველი მელა

ბაღებს წვიმა ენატრებათ,
ზაფხულია, ცხელა,
ზოგი ავტო ჩქარა მიჰქრის,
ზოგიც მიდის ნელა…

სასტვენით და ჭრელი ჯოხით
წესრიგს იცავს მელა.

ზის საჭესთან,თავის გზაზე
მიღიღინებს ციყვი,
მაგრამ,ხედავთ?_მის კვალდაკვალ
თამამი და ბრიყვი,
“მერსედესით” როგორ მოჰქრის,
როგორ მოჰქრის იხვი!
დაეწია,დაეჯახა
და,რაც მოხდა ამ დროს,
ყველამ ნახა:გადაბრუნდა
ციყვის კოხტა ავტო.

მიირბინა მელამ მათთან
და მრისხანედ უმზერს
იხვს,შიშისგან გაფითრებულს,
და კოპს ციყვის შუბლზე.
იხვი წუხს და ბოდიშს იხდის,
კვერცხი დაიფიცა,
მელას თავი შეაცოდა,
მერე ფული მისცა.

იქვე,ახლოს,დათვი იდგა
ბერეტით და ჯინსით,
ბურახს სვამდა,ისვენებდა
ავტობუსის ჩრდილში.
დაინახა,მელამ როგორ
ჩაიჯიბა ქრთამი,
აიჯაგრა,აბურდღუნდა,
შეიშალა ლამის.
მელას ყური აუწია,
ხოლო მერე დინჯად
მიიყვანა კაბინეტში,
სადაც ვეფხი იჯდა.

დარდობს მელა…
გულში ამბობს:
“ჩემზე ახი არის.”
პატიმრობა მიუსაჯეს
(დღე ოთხი თუ სამი),
ქათმის ხორცი აღარ ახსოვს,
ენატრება წყალი…

აგერ,ახლა ეკრანზე ჩანს
დარცხვენილი მელა.
კუდის მოჭრის ღირსიაო,_
გაიძახის ლელა.
_ქალაქიდან გაასახლეთ,_
სკამზე შეხტა გელა.

დედამ ყველა დაამშვიდა,
ამბობს ტკბილად,ნელა:
_ნუ იქნებით ასე მკაცრი,
დაივიწყეთ წყენა,
ცხოვრებაში ერთხელ მაინც
ხომ შემცდარა ყველა,
დამიჯერეთ:
თავს სულ მალე
ისახელებს მელა.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 9Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: