არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 18, 2009 7:32 pm



***
როგორც ჭრელი ფრინველი,
სამოთხის ხმას გადმოყოლილი,
მწვანე ველზე დაეშვა მანდილი...


***
ვარსკვლავენს ესიზმრებათ ბავშვები,
ბავშვებს ვარსკვლავები ესიზმრებათ
და სივრცეს ეფინება
სითბო ღვთაებრივი...


***
ყველაზე მტკივნეულ
და ლამაზ ჭრილობას
სამშობლო ჰქვია...


***
მხოლოდ უფალი და პოეტი
თუ დაინახავენ
ჭიანჭველას,მწვერვალზე ასულს.


***
პირველი სიყვარულის
წუთები სხვა არის_
კრიალა და მშვენიერია,
როგორც ვარსკვლავები
კალმახის ტანისა...


***
თუნდაც არ გინდოდეს,ამ ბაღიდან
ერთი ყვავილი მაინც გამოგყვება_
ან თმაში ჩარჩენილი,
ან უბეში ჩაცურებული.


***
მიწა იძრა,ჰაერი გაიბზარა
და ერთნაირად გაფერმკრთალდა
ხე,ღრუბელი და ადამიანი.


***
ბიჭი დაიბადა და თოფმა იჭექა_
ჯერ ძუძუ არ მოუწოვია
და უკვე აგრძნობინეს,
რომ ბრძოლისთვისაა გაჩენილი.


***
ქალი ბაღში.კაცი უდაბნოში_
ერთად ყოფნის ბედნიერება.


***
სინათლის ტალღებს მინდობილი
შენი ხმის ექო
ცას უახლოვდება...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 18, 2009 7:56 pm

ვაჟა ხორნაული wrote:


***
როგორც ჭრელი ფრინველი,
სამოთხის ხმას გადმოყოლილი,
მწვანე ველზე დაეშვა მანდილი...


***
ვარსკვლავენს ესიზმრებათ ბავშვები,
ბავშვებს ვარსკვლავები ესიზმრებათ
და სივრცეს ეფინება
სითბო ღვთაებრივი...


***
ყველაზე მტკივნეულ
და ლამაზ ჭრილობას
სამშობლო ჰქვია...


***
მხოლოდ უფალი და პოეტი
თუ დაინახავენ
ჭიანჭველას,მწვერვალზე ასულს.


***
პირველი სიყვარულის
წუთები სხვა არის_
კრიალა და მშვენიერია,
როგორც ვარსკვლავები
კალმახის ტანისა...


***
თუნდაც არ გინდოდეს,ამ ბაღიდან
ერთი ყვავილი მაინც გამოგყვება_
ან თმაში ჩარჩენილი,
ან უბეში ჩაცურებული.


***
მიწა იძრა,ჰაერი გაიბზარა
და ერთნაირად გაფერმკრთალდა
ხე,ღრუბელი და ადამიანი.


***
ბიჭი დაიბადა და თოფმა იჭექა_
ჯერ ძუძუ არ მოუწოვია
და უკვე აგრძნობინეს,
რომ ბრძოლისთვისაა გაჩენილი.


***
ქალი ბაღში.კაცი უდაბნოში_
ერთად ყოფნის ბედნიერება.


***
სინათლის ტალღებს მინდობილი
შენი ხმის ექო
ცას უახლოვდება...





სასწაულია ჩემთვის ბატონი ვაჟას მინიატურული პოეზია ....

************

"მიყვარხარ,
მეტი არაფერი?
მეტი რამე არსებობს სამყაროში?!"


*******************************

ქვას ფეხი წამოჰკრა, წაბარბაცდა
(ეს ცოდვებისთვის)...
მწვანე ტოტს ჩაეჭიდა, გადარჩა
(იხარე: მადლიც ჰქონია ჩადენილი)."

****************

კალამი სანთელივით აიღო
და, როგორც სამოთხის კარს,
შეხედა ფურცელს..."
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 18, 2009 9:10 pm

ყოველთვის სასიამოვნოა ამ სარკმელში სტუმრობა
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Feb 19, 2009 1:17 pm

nel wrote:
ყოველთვის სასიამოვნოა ამ სარკმელში სტუმრობა



es sarkmeli yvelasTvis giaa...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Feb 19, 2009 2:18 pm

შენი აღსასრულით

შენი გზა-

ღმერთისკენ მიმავალი-

არ დასრულებულა.



შენ კიდევ მოხვალ,

სიცოცხლეს შენსას-

სევდიანი სიყვარულის

თვალებით მაცქერალს-

წუთისოფელი

კიდევ ერთხელ

გააკრავს ჯვარზე.



შენ კიდევ მოხვალ

და ისევ მოგკლავენ,

ოღონდ შვილი

კი აღარ გაგწირავს-

შვილიშვილი

დაგახლის ტყვიას!



ასეთია ქვეყანა,

ასეთია შენი ხვედრი,

დათა ბატონო


როგორი მართალი ლექსია, ნაპრალებში ჩავიდა...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Feb 22, 2009 10:11 am



***
მიწის დუმილში კვნესაა,
ცა ინამება ცრემლითა.

გზა როდის აგვიმწვანდება,
ნათიბი დარდის ცრემლითა?

გაჭაღარავდა იმედი
წუხილით ძველზე ძველითა.

ვერ გავახარეთ მამული,
არ მიგვესვლება ზევითა.


***
გულმა თქვა, მერცხლისფრთიანმა:
უფრო და უფრო მედება
სახმილი სიყვარულისა
და სივრცე უფრო მშვენდება,
არ ვიცი,როდის ღამდება,
არ ვიცი,როდის თენდება,_
თითქოს ერთი დღე დამდგარა
და უსასრულოდ თენდება.


***
საწუთროს ნისლისფერობა,
ბედის ჟამიჟამ მკრთალობა.

ზოგჯერ მოყვასის სიავე
და ზოგჯერ მტრების წყალობა.

სამოთხის სალამურები,
მზის კოხტად მომავალობა.

ოქროპირობა ცისკრისა,
წყაროსწყალობა სიტყვისა,
გულის და ფიქრის გალობა.


***
ფიქრს ფიქრი ასტკიებია,
გულში ვარსკვლავი შემკრთალა,
თითქოს სულ დაცარიელდა
მაღლა_ცა,
დაბლა_ქვეყანა...

შენ მიდიხარ და მზეც ჩადის,
დარდიღა რჩება ჩემთანა!


***
შავი ფურცლები ჩრდილისა,
ნაქარგი უფლის ხელითა.

მუსიკა ექოებისა,
ცა უკვდავების ფერითა.

კლდე ხავსით ამწვანებული,
წარბგაჩეხილი ელვითა.

ტკივილი ჩაძინებული,
თვალები გაბრწყინებული
ბედნიერების ცრემლითა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Feb 22, 2009 1:00 pm

ფიქრს რო ფიქრ ასტკიებია, მაგარია!
კიდე სხვებიც არის აქა კარგები და გაიხარე, ცელქათ ვაჟავ!

”ცელქა” ვაჟა ხორნაულის პაპასა ჰქვივნებია, თურმე, და ”ცელქათ ვაჟას” ეძახიან ამ ჩვენ ვაჟიკასა კაწალხევშია...
რა მაგრები არიან ეს კაწალხევლები, ზუსტად შაარქმევენ ხოლმე კაცსა შასარქმევსა!

cheers

ჰოდა, არ იცელქო ხოლმე, კაწალხეველო, თორო - მოიდა ბობორიკი!..

pirat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Feb 22, 2009 6:34 pm

არჩანდა wrote:
ფიქრს რო ფიქრ ასტკიებია, მაგარია!
კიდე სხვებიც არის აქა კარგები და გაიხარე, ცელქათ ვაჟავ!

”ცელქა” ვაჟა ხორნაულის პაპასა ჰქვივნებია, თურმე, და ”ცელქათ ვაჟას” ეძახიან ამ ჩვენ ვაჟიკასა კაწალხევშია...
რა მაგრები არიან ეს კაწალხევლები, ზუსტად შაარქმევენ ხოლმე კაცსა შასარქმევსა!

cheers

ჰოდა, არ იცელქო ხოლმე, კაწალხეველო, თორო - მოიდა ბობორიკი!..

pirat


ღმერთო,ყველას მიეცი არჩანდას გული და ბობორიკის ერთგულება!
მთელი დღე ინტერნეტი იყო გათიშული და ამიტომ დაგიგვიანე პასუხი.
...
ცას მერცხლად შეაბერდება
დაბადებული მერცხლადა...
ათას წლის მერეც ვიცელქებ
შენთან და სხვებთან ერთადა!


king cheers king
flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Feb 22, 2009 10:16 pm

Arrow

***
ჩემ ცელქობისთვი, ვაჟიკავ,
საჭირო არი ხელადა...

აეს ბებერი არჩანდა
ღვინომ აქცია ხელადა,
მიტომაც დაიარება
აეგრე უდარდელადა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Feb 24, 2009 4:54 pm

არჩანდა wrote:
Arrow

***
ჩემ ცელქობისთვი, ვაჟიკავ,
საჭირო არი ხელადა...

აეს ბებერი არჩანდა
ღვინომ აქცია ხელადა,
მიტომაც დაიარება
აეგრე უდარდელადა...



sunny ბებრისა არა გეტყობა
არც ხმაზე,არცა ფერადა,
მაგ სიტყვას ნუ გაიძახი_
შაჩვევა იცის ძნელადა,
პირიქით უნდა იუბნო:
"ვაჟი ვარ,ვჩანვარ ელვადა."
შენი სიბერე ვინა თქვა,
(ნუ ხარ სიცრუის მთქმელადა),
ბალღის ღიმილი გფენია
დიაცთა შესაბმელადა!


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 25, 2009 10:18 am



***
მგზავრი მწვერვალების
სიჩუმეს უყურებს,
მისი ჩრდილი ყვავილებს ეფერება.

***
"რა შეგაჩერებს,რა დაგაბერებს,
როდესაც ასეთი შვილები გყავს,
ბრძენი და მშვენიერი",_
სიკვდილ-სიცოცხლეზე ამბობდა დრო.

***
ღრუბლებს ქვემოთ მერცხლები ხარობენ,
მაგრამ სულ სხვაა არწივბის ბედნიერება,_
რომ მოჩანან და აღარც მოჩანან
ღრუბლებსა და ვარსკვლავებს შორის.

***
თითქოს თვითონ გაიღო სარკმელი
და ფუძის სიხარულის
ხმასავით გამოჩნდა ბავშვი.

***
კედელზე ძველისძველი ხალიჩა
ბებიის მოქსოვილი,
ვით ღმერთის სახეზე
ღიმილი სევდიანი...

***
პირდაპირ წახვალ,მარჯვნივ თუ მარცხნივ,
სულ ერთია,დაიღუპები...
ამიტომ მივფინავ ცაში,
სადაც უფრო ლამაზად კვდებიან.

***
პოეზიისა და პროზის ორღობეში
გამოჩნდა ვერლიბრი,
როგორც მშვენიერი ანარეკლი
ორხმიანი სასწაულისა...

***
ეჭვი იკარგება და დარდი მკრთალდება,
როდესაც შენი ხმა
ჩემი გულის სიჩუმიდან შემომანათებს.

***
ცითა და მიწით გახარებული,
როგორც ჰაერი_ დაფენილი
ჯეჯილის მობიბინე ტალღებზე.

დედაშვილობა
----------------
ნისკარტით საკვები მოუტანა,
ფრთებით_ცის სურნელი
და თვალებით_სითბო ღმერთისა.

***
ვით შვილიშვილს პაპა და ბებია,
დაგატარებენ დარდი და სიხარული.
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს ორივე!

***
წინაპრის ნაფუძარს თუ დაუბრუნდები,
მოხდება სასწაული:გაქრება შამბნარი
და მიწიდან ამოგინათდება
ბილიკი,საუკუნის წაშლილი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 25, 2009 8:12 pm

არაჩვეულებრივი ადამიანი და პოეტია,ეს ჩვენი ვაჟა ხორნაული; რაღაცნაირად გამორჩეული,მთის წყაროსავით ანკარაა მისი მადლიანი სიტყვა...ნაღდია და ეგაა...გაიხარე,ჩემო ვაჟა ბატონო!Smile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 25, 2009 10:40 pm

Elguja Marghia wrote:
არაჩვეულებრივი ადამიანი და პოეტია,ეს ჩვენი ვაჟა ხორნაული; რაღაცნაირად გამორჩეული,მთის წყაროსავით ანკარაა მისი მადლიანი სიტყვა...ნაღდია და ეგაა...გაიხარე,ჩემო ვაჟა ბატონო!Smile




ძმაო,ძმითა ხარ ძლიერი...









Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Feb 28, 2009 8:06 pm



ღმერთი და კაცი
-----------------------


კაცი კიდევ ერთხელ
/ვინ იცის,მერამდენედ!/
მზეზე ადრე გამოჩნდა სოფელში.

ღმერთი კიდევ ერთხელ
/ვინ იცის,მერამდენედ!/
იმ კაცის სახლში დარჩა,
რომ ქალის ხელებით
მისთვის პური გამოეცხო
და წინდა გაეკერა…

კაცი ვენახში მუშაობდა,
მტევნებს ისე შესცქეროდა
და ისე ეხებოდა,
როგორც ზარებს ეკლესიისას.

კაცი ვენახში მუშაობდა,
ღმერთი მასთან იყო
და,საერთოდ,ღმერთი იყო
ყველა ვენახში,
ყველა სახლში და ნასახლარის
სევდიან სიჩუმეში,
ყველა აკვანსა და სამარეში,
ყველა გულისა და
პლანეტის ნათებაში
და იმ გულებსა და პლანეტებს
ისე დასცქეროდა
და ისე ეხებოდა,
როგორც სამყაროს
/ყველაზე დიდი ეკლესიის!/
სხივოსან ზარებს…

კაცი ვენახში მუშაობდა
და ღმერთი იყო
იმ კაცის სახლში,
რომ შებინდებისას,
ვენახიდან რომ დაბრუნდებოდა,
კიდევ ერთხელ
/ვინ იცის,მერამდენედ!/
ქალის გულიდან
უკვდავების წყაროს წვეთებივით
გაეწოდებინა სიტყვები ტკბილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Mar 04, 2009 6:46 pm

''გაჯაზება” – თანამედროვე ქალაქური ჟარგონიდან არის და უცნაურ, ლაღად საკვირველ ქცევას აღნიშნავს – თანაც ძალიან ზუსტად, როგორც ეს ჟარგონს სჩვევია ხოლმე.''

ეს წინადადება ბობოს ''მოვპარე''.
ძალიან ბევრი თბილი სიტყვა და გამორჩეული პატივისცემა,ბატონო ვაჟა, ჩემგან.
და კიდევ განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა-არაჩვეულებრივად აჯაზებთSmile
სხვათაშორის, ''ურაკპარაკზე'' თქვენი შემოქმედებით და პიროვნებით მოხიბლული ქალბატონების არმიააSmileSmileSmileყველა ასაკობრივ კატეგორიაშიSmile
უამრავი ღიმილი ჩემგანSmileSmileSmile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Mar 10, 2009 8:00 am



***
წყარო.მდინარე.ოკეანე.
სამივეში
ღმერთის ცრემლის სილამაზეა.

***
დასალიერზე თითქოს სივრციდან
გამოგვეცხადა და არა მთის
მეორე მხრიდან...

***
პირველი სიყვარულის სიმღერა,
ყვავილებასხმული ნიავივით
გულს შემორჩენილი...

***
სიტყვა რომ შეუქეს,
ბრძენმა დაირცხვინა:
"თქვენგან მსმენია ბავშვობაში,
რაც ახლა მითხარით."

***
დარდი სიხარულის ჩრდილია,
მონატრების
სითბოთი დანამული.

***
ცის ხმები და ფერები
ისე მოენატრა,_
ოკეანიდან კუნძულებად ამოიზარდა.

***
ღმერთს ისე დაუმშვენებია
ზეცა და დედამიწა,_
სულ ერთია,რომელთან იქნები.

***
ბედს რატომ ემდური,
რატომ გავიწყდება,
რომ დაბადებიდან სივრცეში ხარ,
მწვანე პლანეტასთან ერთად.

***
საღამო.დედა სახლში შევიდა
და სახლი ყვავილივით დაიხურა
და უფრო განათდა...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Mar 10, 2009 11:57 am

Arrow

***
დარდი სიხარულის ჩრდილია,
მონატრების
სითბოთი დანამული.


Exclamation

ეს კარგი ამოთქმულია, გაიხარე, კაწალხეველო...

sunny
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Mar 12, 2009 11:48 am

"ლიტერატურული პალიტრა "
# 3
მარტი, 2005 წელი - http://www.opentext.ge/05/literaturulipalitra/03/03-7.htm


ვაჟა ხორნაული: ”მესამე ნაპირიდან მოსული სტუმარი”


ფშავში გადმოსახლებულ ხევსურს, ვაჟა ხორნაულს, კაფიაობა არ ეხერხება, თუმცა აკორდეონსა და ფანდურზეც ამღერებს თავის ლექსებს. მეტიც, სხვათა კაფიებს რომ უსმენს, პასუხიც მზად აქვს, მაგრამ პაექრობაში ჩაბმა არ შემიძლიაო, - ვერა და ვერ დაუძლევია შინაგანი მოკრძალება.

მისი სოფლიდან, კარწალხევი რომ ჰქვია (წყალიც კარგია და ხევიცო), ჩარგალი სულ სამიოდე კილომეტრშია... სულ სხვა მადლი და სურნელი აქვს ჩემი პატარა ეზოს ბალახსაცო.

კარწალხევის ეზოს ბალახივითაა მისი ლექსებიც; რაბინდრანატ თაგორის თქმისა არ იყოს, ბაობაბის ხედ გადაქცევა რომ არ უნდათ და -ამიტომაც დედამიწა შესანიშნავი მწვანით იმოსება".



- ბატონო ვაჟა, დღეს, როცა უნივერსიტეტის იმ აუდიტორიებშიც, სადაც ერთ დროს პოეზიის საღამოები იმართებოდა, სტუდენტებიც კი ლოზუნგებით ექიშპებიან ერთმანეთს, ლექსი თითქოს ყველას მიავიწყდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა დაუბრუნებს ერთმანეთს პოეტსა და მკითხველს?

- პოეტსა და მკითხველს ერთმანეთს ისევ პოეზია დაუბრუნებს. რამდენადაც ცხოვრებამ გააუხეშა ადამიანი, მისი სულიერი სამყარო, იმდენად წინა პლანზე გადმოდის პოეზიის უპირველესი მისია - ამ გაუხეშებულ სამყაროში განუწყვეტლივ ეძიოს ადამიანური სითბო, სიყვარული... და როდესაც პოეზიაზე ვსაუბრობთ, მინდა ვთქვა ასე: -პოეზია მესამე ნაპირიდან მოსული სტუმარია, გაუღე კარი, სახლი ტაძარს დაემსგავსება, ხოლო გული სამოთხედ იქცევა". ამიტომაც მიმაჩნია, რომ ტირაჟების კატასტროფულად დაცემა და პოეზიის -მივიწყება", ფაქტობრივად, პოეზიისვე გამოცდაა! მოვა დრო და ლექსი თავის სიტყვას ისევ იტყვის!

- თქვენ ხომ არ გადაგიდიათ დროებით გვერდზე კალამი?

- არა, პირიქით... თანაც 50 წლის შემდეგ, მგონი, უფრო ნაყოფიერი გავხდი (ბატონი ვაჟა 55 წლის გახლავთ. - ე.ს.).

- ყველა პოეტი ალბათ თავისებურად ეჭიდება სიტყვას, რითმას, სტროფებს... თქვენი ლექსები როგორ იქმნება - ერთი ამოსუნთქვით თუ ნაბიჯ-ნაბიჯ?

- ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩემი ლექსები მაგიდასთან არ იქმნება. მე ბუნების წიაღში ვარ ყოველდღე. ყოველ დილით მუხიანიდან თბილისის ზღვაზე მივდივარ ფეხით... ნელი სირბილით გავდივარ 10-15, ზოგჯერ 20 კილომეტრსაც. 5 კილომეტრის გავლის შემდეგ ხდება რაღაც სასწაული: კუნთები აკეთებენ თავის საქმეს, გონება მუშაობს თავისთვის. სამაგიეროდ, იქიდან ყოველდღე მოვდივარ ახალი სტრიქონებით, სტროფებით, ლექსებით დახუნძლული...

- ფურცელი და კალამი თუ ასწრებს ყველაფრის აღნუსხვას?

- ამ -მოგზაურობისას" მხოლოდ მახსოვრობას ვენდობი. ლექსებს გონებაში -ვწერ" და მერე, შინ დაბრუნებულს გადამაქვს ფურცელზე. ხანდახან -დამკარგვია" ერთი-ორი ლექსი, მაგრამ მერე აღმიდგენია ხოლმე.

- დღეს დილით რომ იყავით თბილისის ზღვაზე, დაიწერა ლექსი?

- დაწერით არა, მაგრამ ერთი ლექსი კი დაიხვეწა:

-ვცოდავდი თუ არ ვცოდავდი,

მეცალა თუ არ მეცალა...

ყველგან მომწვდა სიყვარულის

სიტყვა, უფლის ნაპერწკალა..."

ზოგჯერ 2-3 ლექსიც შექმნილა ერთ რომელიმე განთიადზე. ლექსები ასე უფრო ბუნებრივია, უფრო იდუმალი... ჩვენი ხალხური პოეზია ავიღოთ, სად ეცალათ კალმისთვის...

- ბოლომდე რომ ამოიწუროს პოეტი, ამისთვის რა არის საჭირო?

- ბოლომდე ახლოს უნდა იყოს თავის სათქმელთან, წუთისოფელთან... ფიქრით პოეზიასთან უნდა იყოს. თუმცა საიათნოვას სულ არ უფიქრია პოეზიის იდუმალებაზე, როცა თქვა, -ისე ვეტყვი, იგრძნოს და ვერ გაიგოს..."

ელენე სალარიძე

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by ბობო on Thu Mar 12, 2009 11:49 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Mar 12, 2009 11:49 am

"ლიტერატურული პალიტრა "
# 3
მარტი, 2005 წელი - http://www.opentext.ge/05/literaturulipalitra/03/03-7.htm


ვაჟა ხორნაული: ”მესამე ნაპირიდან მოსული სტუმარი”

(გაგრძელება)

- ლოცვასა და ლექსს რა აქვთ საერთო?

- ძალიან ბევრი რამ. მით უმეტეს, რაც უფრო დიდია პოეტი, მისი ლექსი მით უფრო ემსგავსება ლოცვას. ვაჟა-ფშაველა გავიხსენოთ: -ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, - მძინარეც ამას ვდუდუნებ"... ამაზე კარგი ლოცვა წარმოუდგენელია.

- მოწყენის ჟამს რას კითხულობთ?

- -ვეფხისტყაოსანს"... ყოველი ახალი წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს უძირო და უნაპირო ოკეანეა, რომლის სიღრმეებშიც ოქროს თევზებს ვერავინ დაითვლის...

- მეგობარ პოეტებზე რას იტყოდით?

- ყველა პოეტი, ვისაც კი თუნდაც ერთი კარგი ლექსი დაუწერია, ჩემი მეგობარია. ესაა სულიერი მეგობრობა. ადვილი შესაძლებელია, ამგვარ მეგობარს პირადად არც ვიცნობდე...

- თქვენი ლექსები სად პოულობენ გზას მკითხველამდე მისასვლელად?

- ადრე -ცისკარი", -მნათობი", -ლიტერატურული საქართველო" 80-100-ათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა (შესაბამისად, ჩემი ლექსებიც, სისტემატურად) და იმდღესვე იყიდებოდა. წიგნებსაც ვბეჭდავდი... ახლა კი, ყდაზეც ვერ მიანიშნებენ, იმდენად მცირე ტირაჟით გამოდის ლიტერატურული პროდუქცია... 15 წელია, წიგნიც აღარ გამომიცია. საკუთარი სახსრებით, როცა ზოგჯერ თაბახის ფურცლის ყიდვაც არ შეგიძლია პოეტს, კრებულის გამოცემაზე ვერც იოცნებებ...

- დღევანდელი მოძალებული ყოფითი პრობლემებიდან რა დააღწევინებს თავს პოეტს?

- პოეტს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ საუკუნეში ყოველთვის უჭირდა. პოეტი სამოთხეშიც რომ დასვათ, მას მაინც ბევრი ტკივილი ექნება! იგი მაინც განიცდის დროის გასვლას, ამინდის ცვალებადობას, სიჭაბუკის დაკარგვას, პირველი სიყვარულის გაქრობას, წუთისოფლის სიმუხთლეს... პოეტს ისევ პოეზია თუ უშველის. მორიელის ნაკბენს ისევ მორიელის შხამი შველისო... და კიდევ, სიმართლე უშველის პოეტს, ღმერთთან ყოფნა გადაარჩენს. დალხენილი პოეტი მე ვერ წარმომიდგენია. გოეთეს უზარმაზარი, უმშვენიერესი ცხოვრება ჰქონდა, მდიდარიც იყო, მაგრამ სულში რამხელა ტკივილებს ატარებდა... ილია ჭავჭავაძე გავიხსენოთ, ხომ თითქოს არაფერი აკლდა, არც ფული, არც სიმდიდრე... მაგრამ გული ჭრილობებით ჰქონდა სავსე... ქვეყნის სატკივარი სტკიოდა...

- როგორ გგონიათ, ვინ უნდა -იკივლოს" პოეზიის გასაჭირზე?

- ინტელიგენციამ, თვითონ პოეტებმა. რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც, მოდი, გამოვაცხადებ შიმშილობას პოეტების დასაცავად-მეთქი. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. მე კი მაინც სულ რაღაცის იმედი მაქვს. ასე მგონია, ხვალ უნდა დავიწყო ლექსების წერა... სულ რაღაც ჩანაფიქრი მაქვს... თუმცა ბოლო წლებში კიდევ ერთი რამ დამჩემდა, - ასე მგონია, არა აქვს აზრი გამომცემლობებში სიარულს... თითქოს ზედმეტი გავხდი განუწყვეტელი წვისა და ლექსების წერის ფონზე...

- იქნებ ახლა, -ამ დარდიან გულზე", ერთი ლექსი მითხრათ, უცბად რომელიც მოგადგებათ ენაზე...

- ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა,
ვიფიქრე: -გავუსწორდები",
ხელიც გავიკარ ხმალზედა...
მაგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა ტანზედა,
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა...


- სიკვდილი... სიკვდილი, რომლის -სიყვარულიც" პოეტისთვის ჩვეულებრივი ამბავია... და მაინც, რა ადგილი უჭირავს სიყვარულს თქვენს შემოქმედებაში?

- უმთავრესი და უპირველესი! იმასაც გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი, სიყვარული მაინცდამაინც ქალისადმი ან ღვინისადმი იყოს მიმართული... პოეტს ხომ მთელი სამყარო უყვარს და ბედნიერია, როცა შინაგანად ღმერთთან ახლოსაა და სიყვარულის ნიჭი აქვს... ჩემი რწმენით, პოეზიის ტაძარი და, საერთოდ, მთელი სამყარო სიყვარულის სანთლების გარეშე წარმოუდგენელია...

- აკი წერთ კიდეც: -შუქივით შემოგეხვევი, დაგიწვენ გულის მხარესა..."


ელენე სალარიძე

(დასასრული)
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Mar 12, 2009 7:01 pm





სიყვარული და ბედისწერა

თემურ ჭკუასელს



კორსიკა –სიხარულის და თავდავიწყების
მობრიალე ალშია გახვეული
და მელოდიების წვიმაა ხშირი,
ირგვლივ ხალისია სახეების,
საკრავების და სამკაულების
და ერთი ობოლი ვარსკვლავი ტირის.

კორსიკაში მარსელიდან მოსული სოსანი-
სალომე ტირის…
ტირილში ტკივილი და ლოცვაა,
აქედან ძალიან,ძალიან შორსაა
წინაპრების სამშობლო ტკბილი.

...

იქ,საქართველოში,რა ხდება ახსლა?-
მახლას!



მამით ობოლი ათ უცნობ მომღერალს,
ათ უცნობს უყურებს
და ამბობს:”გამარჯობა,მამა…”
გენების სითბოთი განათდა ბურუსი
და მზერას ათივე ქართველისას
ცრემლები ნამავს...

“გამარჯობა,მამა”-
სულ ესაა ქართული სალომესი
და ეს ორი სიტყვა
ორი ყვავილია ფერმკრთალი
და მათი ნაღვლიანი ხმა რომ ესმის,
ცოცხალი მომღერალი კი არა,
მკვდარიც ატირდება,ღმერთმანი.

და მერე სიმღერა-კორსიკის სივრცეში
მაგია ჰანგების,
საწუთროს ქარიშხალთა მძლეველი,
და ამ სიმღEერების მიზეზი-
უფალი-ყველაზე ბედნიერი,
ყველაზე ტკბილხმიანი მსმენელი.

სიმღერა-სამყაროს გადარჩენა
და თავდავიწყება ფრთების.
სიმღEერა-უდაბნოში
ყვავილის და წყაროს გამოჩენა
და ცაში მოლივლივე გზები.



საქართველოში ამ წუთებში
რა ხდება ნეტავ?-
ამის გადმოცემა
ხანძარში სიარულზე ძნელი არი-
სადაც კი შეიხედავ,
პური და წყალია ცრემლიანი
და ღმერთის სევდა.
...

სამყაროს ხნისაა საიდუმლო
ამ საოცრებისა-
არ ითქმის მოკვდავისგან
/რის პროზა და რა პოეზია!/.
ასეთი სევდიანი სიხარული,
ახლა რომ ასხივოსნებს
და ეალერსება,
საიდან მოევლინა და გამოესია?
და, როგორც სიმღერა და სიცოცხლე
ათი ქართველისა,
მისია ახლა ცა და დედამიწა,
სულ მისია,
სულ სალომესია!..

როგორც სალოცავებს,
უყურებს ქართველებს,
ეფრქვევა,შეჰფოფინებს
და თავზე ევლება
სანთელი-
ზეციერის ხელით ჩამოქნილი,
სიზმარი კორსიკისა,
მარსელის მშვენება.
...

საქართველოში ამ წუთებში
რა ხდება ნეტავ?-
ჩასაქრობად ჩაწეულ ლამპასავით
ანთია სასოება…
დედა შვილს დაეძებს
და შვილი-დედას.

...

იმღერეს ქართველებმა.
არ გაჰკვირვებიათ
ზანგის უცნაური,თამამი სანაძლეო-
ქართველ შერეკილებს
სიმღერაში ეგ როგორ აგვყვება,
უარს როგორ ვიტყვით ამაზეო?!

ხმათა ხვეულები ერთურთით ხარობენ,
სიწმინდე,
სამყაროს შექმნის დროინდელი,
ქცეულა გალობად და ღიღინად.
Oოქროს გალიიდან გამოფრენილ
მტრედსა ჰგავს სალომე,
შორეული ფესვების ნათელში
ჩათბა,ჩაიძირა
და ღმერთი იხილა.

სამოთხის ფრინველების
ფრთების შრიალივით
ტერასებს ტაში მაშინ გადაუვლის,
როდესაც თანდათან მინელდება
და სივრცეს შეაშრება,
ვით შუქი დაისისა,
ქართული სიმღერა-ღვთიური სასწაული.



საქართველოში ამ წუთებში
რა ხდება ნეტავ?-
ღმერთი ყველგანაა
/ქოხსა თუ სასახლეში/,
მაგრამ,სამწუხაროდ,ვერავინ ხედავს.

დასრულდა სიმღერა/წააგო ზანგმა/,
ხარობს და იტანჯება ქალყვავილი,
თვალებში მოუჩანს მზიანი ჩრდილი.
მის გულში ცა ამაღლებულა,
ხოლო იმ ცაზე
მზე უფრო ლამაზია,
უფრო ახლობელი და უფრო თბილი.

კორსიკის სიზმარი,
მშვენება მარსელის,
ათრთოლებული და თვალსველი,
ათი ქართველის დარდი და დედოფალი
სალომე ტირის…
ტირილში ტკივილი და ლოცვაა,
მისთვის დღე დღEევანდელი
ქვეყანაზე მეორედ მოსვლაა.
დაბინდულ სიღრმეებში
ნათდება ძირი…

ჰოი,რა ახლოსაა,
ჰოი,რა შორსაა
სამშობლო-საქართველო,
წინაპრების სავანე ტკბილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Mar 17, 2009 9:06 am



***
ქალი_
ღმერთის ფიქრების თაიგული.

***
ქვემოთ დარჩა ნისლიანი ციცაბოები,
ისევ ერთადა ვართ
და გულის სამოთხიდან
ღმერთის სიხარული მოისმის.

***
ცას მოსწყდები_მიწა ჩაგიხუტებს,
მიწას მოწყვეტილი ცისა ხარ,
ორივეს მოსწყდები და:
"აქა მშვიდობა,წინაპრებო!"

***
სიკვდილ-სიცოცხლეს ერთნაირად
ეფერება და ეთამაშება,
როგორც მდინარე გაზაფხულის
ფერად ნაპირებს...

***
პატარ-პატარა,ლამაზი ცოდვები,
როგორც ანგელოზის სამოსელზე
სამოთხის ბირკები...

***
გახედე ჰორიზონტის ყვავილებს_
ნაზი მხრებით ცა უკავიათ
და ამ დროს შენი ჭერი
სადაცაა,ჩამოიშლება...

***
შენი თვალები მაგრძნობინებენ,
რომ სივრცეში ნანატრი დარია,
რომ სიყვარულით გული გტკივა
და თანაც ძალიან...

***
მიწა სიტყვას არ შეგაწყვეტინებს,
ცასთან ერთად მშვიდად მოგისმენს
და პასუხს ბალახის თვალებით გეტყვის.

***
გონება ახალ ნაპირებთან,
გული ვარსკვლავებთან,
ხოლო მათი პატრონი
ნათელში ნათელივით მოძრაობს.

***
გულის სიღრმეში რომ ჩაიკარგები,
უფრო დიდი სასწაულია,
ვიდრე ამაღლება სივრცეში...

***
ატყევდა მამულები,ახლა მათთვის
არავინ დავობს_
როგორ იდავებენ სამარის ჯვრები?!

***
სინათლის ფურცელი
ჩრდილის სტრიქონებით,
ყვავილები სასვენ ნიშნებად.

***
როგორ გაიხარეს
მწყურვალმა ფიქრებმა!_
სტრიქონებს
გულის ნამი მოჰყვება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Mar 18, 2009 2:49 pm

Zalian lmazi da poeturi striqonebis avtori…. sunny



sxvaTaASoris, Temur Wkuaselisadmi miZRvnili leqsi ar mqonda wakiTxuli, Zalian momewona, axla ubralod zustad ar maxsovs misi wignis saxelwodeba, Tu ar vcdebi ,,win winaprebisaken”? mSvenieri wignia, bevri amaRelvebeli mogonebiT, Zalian saintereso da sasiamovno wasakiTxi…
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Wed Mar 18, 2009 5:03 pm

როდესაც პირველად ბ. ვაჟა ხორნაულის ლექსები წავიკითხე, ეს 2-3 წლის უკან იყო. ვთქვი, რომ ეს ბრძენი პოეტია.

არ შეიძლება თვალს გამოეპაროს, მისი ლექსების მშვიდი და მსუბუქი სუნთქვა, ასევე მათი ბუნებრივი, შეულამაზებელი სახე.

გადმოცემის ორიგინალური ფორმა და ქართული სიტყვის საფუძვლიანi ფლობა, მას საშუალებას აძლევს, ასე ერთი ხელის მოსმით წეროს და ასეთი ლექსები:

. . .

მათი დაშორება ვინა თქვა?!_
ლოცვის სიტყვებივით არიან.

***
როგორ ენატრება მატარებელს
მგზავრები.რომლებიც ტვირთს
მხოლოდ გულით დაატარებენ.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Mar 21, 2009 9:00 am




ნოველა ქოხში
-----------------------------------
გაშიშვლებული ანგელოზი
/სურათი ძველი/
და ზომიერი გახელება
ჯანმრთელი ხვადის.
თვალები-სუფთად ამღვრეული,
არაფრის ფერი.
მკლავების ბადე.
ნეტარების ჩრდილი და ხვატი.

იდუმალების მელოდია,
ფეთქვა მთიების.
ბედნიერება!-ვერ გადმოსცეს
მისანმა ასმა…
ტუჩებისაგან მოკრეფილი
მკერდის იები.
თავდავიწყების ქვესკნელები,
ალერსის თავსხმა.

გულებში-განძი სხივოსანი.
ხატი-ენამზე.
ცვენა წუთების-
უკვდავების წყაროს წვეთების.
კვნესა-სიცილის ნაპერწკლებით.
მშვიდი ექსტაზი.
რბილად გათელილ-დაკბენილი
მკვრივი კერტები.

სავსე მხრები და თეძოები,
თაფლი ღრმულების.
კანი-ყვავილის ფურცელივით,
მოლი ბარკლების.
მზით ავსებული სხეულები-
ღმერთის სურები…
ვის ახსოვს ჟამი-
ყველაფრის და ყოვლის ამკლები.

შეუცნობელი,წამლეკავი,
მაგრამ ნათელი,
ბიბინებს ვნება
და წყურვილი აღარ ილევა.

სექსის ცეცხლი და პოეზია-
“ძნელად სათქმელი.”
ერთ სასწაულად გარდაქმნილი
ორი ქმნილება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Mar 21, 2009 1:49 pm

ვაჟა ხორნაული wrote:



ნოველა ქოხში
-----------------------------------
გაშიშვლებული ანგელოზი
/სურათი ძველი/
და ზომიერი გახელება
ჯანმრთელი ხვადის.
თვალები-სუფთად ამღვრეული,
არაფრის ფერი.
მკლავების ბადე.
ნეტარების ჩრდილი და ხვატი.

იდუმალების მელოდია,
ფეთქვა მთიების.
ბედნიერება!-ვერ გადმოსცეს
მისანმა ასმა…
ტუჩებისაგან მოკრეფილი
მკერდის იები.
თავდავიწყების ქვესკნელები,
ალერსის თავსხმა.

გულებში-განძი სხივოსანი.
ხატი-ენამზე.
ცვენა წუთების-
უკვდავების წყაროს წვეთების.
კვნესა-სიცილის ნაპერწკლებით.
მშვიდი ექსტაზი.
რბილად გათელილ-დაკბენილი
მკვრივი კერტები.

სავსე მხრები და თეძოები,
თაფლი ღრმულების.
კანი-ყვავილის ფურცელივით,
მოლი ბარკლების.
მზით ავსებული სხეულები-
ღმერთის სურები…
ვის ახსოვს ჟამი-
ყველაფრის და ყოვლის ამკლები.

შეუცნობელი,წამლეკავი,
მაგრამ ნათელი,
ბიბინებს ვნება
და წყურვილი აღარ ილევა.

სექსის ცეცხლი და პოეზია-
“ძნელად სათქმელი.”
ერთ სასწაულად გარდაქმნილი
ორი ქმნილება.


M O G E S A L M E B I T

zomierad erotiuli, vnebiani da cecxlivit lexia, miuxedavad imisa, rom savsebit mshvidi ritmulobit moedineba.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 9Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: