არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Jul 06, 2013 1:13 pm

უფალს ორივე ახსოვდა
----------------------
წიწოლას დედა ტიროდა
ცრემლი სიმწრისა სდიოდა
მისთვის დღე აღარ დღეობდა
აღარც მზე ამოდიოდა
რცხვენოდა დედამიწისა
დარში იდგა და სციოდა
შორს დარჩა მთელი ქვეყნისგან
ვეღარავისთან ჩიოდა…

უფალს ორივე ახსოვდა
უფალს ორივე სტკიოდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Aug 23, 2013 7:06 pm

***
მზის ახლოს გარდაიცვლები
სხვა ძილით ჩაგეძინება
სახეზე ენით უთქმელი
ღიმილი დაგეფინება...…

მკვლელები დაგიტირებენ
ცას მწარედ გაეცინება.

***
გულზე ნისლმოკიდებული
გვერდით მივუჯექ წყაროსა.

მზის ახლოს კოშკი დაშლილი
ფიქრმა ვით გაიხაროსა.…

“რამდენი დარდი ყოფილა
ტურფასა საბაღნაროსა.”
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Jan 02, 2014 9:58 pm

ვაჟა ხორნაული

უფალთან ერთად გადმოდგა

ესაა ვაჟა-ფშაველა -
კვიცი მხტომარე გვარზედა,
მზის ვენახებში გაზრდილი,
ლექსის პურსა და წყალზედა.
ფანქრისთვის წვერის წამთლელი
ხანჯლის თუ დანის ფხაზედა.
ცის აღმართებით იარა,
სტკიოდა სამი იარა,
შუქი რჩებოდა კვალზედა.
უფალთან ერთად გადმოდგა
სამყაროს მზისფერ ბანზედა...
ჩვენს სალოცავებს დანათის,
ოქროს გვაბერტყავს თავზედა.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Apr 06, 2014 10:19 am

***
სიტყვა_ყვავილი ღმერთისა
გიყურებს ყველა მხრიდანა
გულში სამოთხის სითბოა
სიზმარში გამოიდარა
ხმა ამონათდა ქვესკნელის
მზის ოქრო ამოიტანა
ჭრილობის მომშუშებელი
ლოცვა მოისმის მტრიდანა.

მაღლდები…მღვრიე ღრუბლები
გინდ ყოფილან და გინდ არა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jun 22, 2014 9:48 am


ბრძენკაცთა მოწონებული
-----------------------
სიკვდილის რვეულს უხდება
ყვავილოვანი ყდებიო
გადაშლი შემოგესმება
ნაირ-ნაირი ხმებიო
პირველ ფურცელზე სწერია
(პწკარები მზისა ფერია)
სიტყვები საოცრებიო:
“ღმერთის კალთიდან გადმოსულს
რად მომიმრავლდა მტრებიო
ბრძენკაცთა მოწონებული
ჭორის სათრევი ვხდებიო
(თავს რომ იღუპავ ბეჩავო
მე რაღას მემართლებიო).

მახარებს ყველა აკვანი
(და გზები ცისკენ ნაკვალი)
ყველა საფლავთან ვკვდებიო
სიცოცხლეს ვეძმობილები
სიყვარულს ვენაცვლებიო.”

*
წიგნიდან "ასი ლექსი."
"ინტელექტი." 2013.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Sep 17, 2014 10:12 am

***
ფრენითა და გალობით
დაღლილი ფრინველივით
ლამაზად დახუჭული თვალებით
ერთმანეთზე სანთლის
ფურცლებივით დაფენილი
ლამის გამჭვირვალე ხელებით
(თითქოს ერთი ხელი
სიცივისგან იფარავს მეორეს)
და შემოდგომის ღრუბელივით
სევდიანი ფერმკრთალი სახეებით
მიდიან იმქვეყნად
ღმერთის სიტყვებივით
ერთურთზე უკეთესი
ერთურთზე მშვენიერი დედები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Oct 06, 2014 9:53 am


***
მზესთან ერთად რომ გაივლის,
ტკივილი დაუმშვიდდება,
ფიქრი ჰყავს მოუსვენარი-
ცით ცაზე გაუფრინდება,
ზეხმელზე ბუდე თუ ნახა,
ჩრდილიც კი გაუბრწყინდება.

როცა იქნება,უღრუბლო
სივრციდან გაუწვიმდება,
ისე ლამაზად მოკვდება,
რომ ყვავილს გაუკვირდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Oct 27, 2014 6:24 pm

***
აქეთ მომავალ ღრუბელში
ფერი წინაპრის ფარისა,
სიჩუმე მწვერვალებისა
/ყინულზე კვალი მგლებისა/,
სევდა ცისა და ქარისა,
ეჭვი-ცეცხლს გადარჩენილი
და უმტკიცესი რვალისა.
გონება-გულით ლამაზი,
მუსიკა ფოთლის ჩქამისა,
სიტყვის ნათებად ქცეული
სითბო დღისა და ღამისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Oct 28, 2014 3:51 pm

*
მზე-ღმერთის მესაიდუმლე,
მთა-მზისა,ყანა-მთისაო,
ცამ,ვარო სიყვარულისა
და სიყვარული ცისაობს.
მწვანე ბილიკი-ცოცხლისა,
თეთრი ბილიკი-მკვდრისაო,
მარადიული ძუძუმტე
დღე-ღამის,ღამე-დღისაო,
ერთ ხატში გამოცხადება
სიცოცხლე-სიკვდილისაო,
ჩვენ-ნათება და წყალობა,
ელვარება და მკრთალობა
იმათი სანთლებისაო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Nov 15, 2014 4:12 pm

ამას რომ ხედავ
---------------
ქვეყანა აქით ნანახი
სხვა არის_უფრო ვრცელია,
შენთან მოსული ღრუბელი
ღმერთის ხელების ფერია.
მზემ ჩრდილით გაგალამაზა,
შენსავით ნამით სველია,
წინ შუქი ისე მოუძღვის,
იფიქრებ,ოქროს ცელია.
ამას რომ ხედავ,სიცოცხლე
სიკვდილზე ასჯერ ძნელია,
სუნთქვაში ზეცის სითბოა,
გულის ფოთლებზე ცრემლია.
ქვეყანა აქით ნანახი
უფრო კარგი და ვრცელია,
საოცრებაზე მეტია,
სიზმარზე მშვენიერია...
ამაღლება და წამება,
ცის ახლოს გარდაცვალება,_
ესაა,რაც გიწერია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Dec 05, 2014 2:12 pm

დ ე დ ა შ ვ ი ლ ო ბ ა
---------------------
კალოზე ბუჩოში
შემოდგომის თბილ სიმყუდროვეში
გუდა-სტვირივით გაბერილი
ღორი გაწოლილა
და ტალახის ყვავილებით
მოხატულ მუცელზე
თეთრი მტევნებივით ჰკიდია გოჭები
ბოლოკის ფესვივით ლამაზი კუდები
შეხმატკბილებულად მოძრაობენ
თითქოს ჰაერში სიყვარულის
სიხარულს ხატავენ
როგორც ერთი გუნდის წევრები
ერთ სიმღერას მღერიან თითქოს
სიმღერა რა თქმა უნდა ეკუთვნის
გუდა-სტვირივით გაბერილ დედიკოს
რომელიც პატარა დინგებისგან
ძუძუებზე
სულ სხვა სითბოშემონთებული
ტკბილად ნეტარებით კრუსუნებს
კალოზე ბუჩოში
შემოდგომის თბილ სიმყუდროვეში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Dec 17, 2014 6:50 pm

***
გაბრწყინებული რუ და რტოები
სივრცეში ფერი უმანკოების.
სიჩუმემ/გესმის?/შორიდანაო
ღრუბლების სევდა მოგვიტანაო.
ღიმილიანი ხმა და თვალები
მუსიკა ნამის გარდაცვალების.
ფიქრი აისის ცასთან რომ არი
და გული ღმერთის ნაამბორალი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Dec 18, 2014 10:48 am

***
მთელი სამყარო-ნაცნობი მაგრამ
შეუცნობელი თვითონ ღმერთივით
შვიდი ცა-შვიდი პატარა ტალღა
და დედამიწა-თბილი წერტილი.

მთელი სამყარო-ტაძარი ერთი
/თითო პლანეტა-თითო მტკაველი/
მარადიული მოძღვარი-ღმერთი
ჩვენი ფარი და ჩვენი მფარველი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Feb 28, 2015 12:53 pm

***
გული არაფერს გიმალავს
ან რა აქვს დასამალიო
ნათლულებს ერთი ცისასა
გვიფარავს ერთი ზარიო
ღმერთის თვალებით გვიყურებს
მზე მშვიდად მომავალიო
აქ სხვაა სიტყვის ნათება
სხვაა წვიმა და დარიო
არ იბზარება ღრუბელი
არა ბერდება ქარიო...

ვლამაზობთ ერთმანეთითა
როგორც მიწა და წყალიო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Mar 01, 2015 10:19 am

***
ცის პირზე ოქრო გაიბნა
ქარი მშვიდდება ნელდება
ნისლიდან გამოიხედეს
ყვავილოვანმა ქედებმა
ღამიდან გამოღწეული
მგზავრი ტაძართან ჩერდება
მზისყანის გორზე მზის ახლოს
დაიღუღუნეს ქედნებმა
სათიბი ისე ლივლივებს
ისე ლამაზად თენდება
იფიქრებ:ათას წელიწადს
გული არ დაგიბერდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Mar 04, 2015 10:41 am

კუნძული
---------
გაზაფხულის მდინარეებს შორის
------------------------------

ცა…
სად და რატომ დაემალები
ხმები გულისა-ფიანდაზები
ეს ფირუზები და ეს ლალები
იასებენ და იათასებენ.

სამოთხის გზების მოგონებისას
ნათება ნელი მელოდიების
და პოეზია ორხოვებისა
გზებზე ამინთო მე რომ იები.

სილურჯის მიღმა ამაღლებისას
სიტყვაში ღმერთის გზა და თვალები
დღესასწაული დაბადებისა
ბედნიერება გარდაცვალების.

გასხივოსნება სამყაროების
და სიყვარულის ფიანდაზები
ეს კელაპტრები და წყაროები
იასებენ და იათასებენ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Mar 23, 2015 5:44 pm

***
აისის შუქში წმინდანებივით
ისაუბრებენ ცა და ფესვები
გაალამაზებს ჰაერს მუსიკა
ცელებისა და ქვასალესების.
დადგება ჟამი ბულბულებისა
გაქრება კვალი ცაზე ქორების
ხმას შეუწყობენ ღმერთის სიჩუმეს
საკრავები და კამერტონები.
გადაანათებს დასალიერებს
თავდავიწყება მზის და ფრთებისა
დაეწაფება ზესკნელის მზერა
სითბოს ქვესკნელის მინანქრებისას.
მთას დამშვენდება ნისლის ზოსტერი
იელვებს ვერცხლი აზარფეშების
ხოლო მე და შენ კვლავ ერთმანეთის
სამოთხეებში გადავეშვებით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Apr 07, 2015 5:31 pm

***
სამყურამ უთხრა სამყურას:
“ამ ჩემი სამი ყურითა
და კიდევ ორი თვალითა
და კიდევ ერთი გულითა
გიყურებ ცხადში სიზმარში
გლოცავ ფიქრითა ჩუმითა
თან ვიტანჯები ეჭვითა
ლამაზად ჩაკვანძულითა
სადმე წყაროსთან დავსახლდეთ
ვანათოთ სიყვარულითა
ვიხაროთ ერთად ყოფნითა
და ერთად აღსასრულითა.”
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Apr 16, 2015 5:00 pm


ღმერთის გულშია
------------
დღეები გაზაფხულისა
სამოთხის ძაფებს ართავენ.

ქარი მწვერვალებს ასცილდა
კლდეს შეატოვა სადავე.

მაღლა ვარსკვლავებს შეხარი
დაბლა-
წყაროს და თავთავებს.

გაურკვეველი ფერები
სასწაულებსა ხატავენ.

ხრიოკზე ზღაპრის ნუშია
ყოველთვის ღმერთის გულშია
ბედნიერების სათავე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue May 26, 2015 10:33 am


წყარო
----
გაივლის უდაბნოს
---------

სიხარული და ტკივილი
ღამეებს ერთად გითევსო.

ისევ დალოცავს აისი
ყვავილებსა და ჩიტებსო.

სითბო მოგივა ღუღუნით
გულზე შეგახებს თითებსო.

დაამშვენებენ ჩრდილები
სინათლის
გზებს და ხიდებსო.

მოგეფერება ასკილი-
ანცი ლეკვივით გიკბენსო.

წყარო
გაივლის უდაბნოს
სამოთხისაკენ იდენსო.

მგზავრს-
სივრცით დამშვენებულსა
სიმაღლით აღელვებულსა
უფალი დაამშვიდებსო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ***   Fri Oct 23, 2015 9:24 pm

***
ნექტარი ერთი სივრცისა
ბილიკი ერთი რჯულისა.
მელოდია და სურნელი
სამოთხის გაზაფხულისა.
მაისი შენი კაბისა
მზის ძაფით მოქარგულისა.
მზერაში ფიქრის გალობა
ხმაში ღიმილი გულისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ვინ რას გაუგებს სიყვარულს   Tue Mar 08, 2016 1:01 pm


ვინ რას გაუგებს სიყვარულს
როგორც ჰაერის შრიალსა
როგორც ვარსკვლავთა ნათებას
და წყაროების წკრიალსა.

ვინ რას გაუგებს სიყვარულს
როგორც საწუთროს ტიალსა
როგორც ღრუბლების სიჩუმეს
უმზეოსა და მზიანსა.

სულ სხვა სამოსელს ჩაგაცმევს
მსუბუქსა როგორც ნიავსა
სულ სხვა სიმღერებს გამღერებს
მტრედის და მერცხლის ფრთიანსა
ყინულზე მოგაკრეფინებს
ენძელასა და იასა...

ვინ რას გაუგებს სიყვარულს
როგორც სიღრმეებს ცისასა
ან_როგორც მშვენიერებას
სიცოცხლე-სიკვდილისასა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Oct 20, 2016 7:36 pm

ბუერის სასმისი
---------
მთაზე ქვის აივნებია -
იმ აივნებზე დარია
მზისყანის გორზე ბილიკი
გალეული და მკრთალია
შუადღის მდუმარებაში
ისმის ვარსკვლავთა ჩქამია.
სითბოდ ქცეულა სიცივე
ღრუბლის ტოტებზე ციმციმებს
მარგალიტი და ლალია
ადიდებულმა მდინარემ
მიშალ_მოშალა ზვავია
ხარობს ქვაკაცა_იფიქრებ
ზღაპრიდან მომავალია.
რა დაგემართა გვირილავ
რამ აგიცრემლა თვალია
შენი მეგზური ვიქნები
არ ამერევა გზანია
ჩემი სიცოცხლის ნაწილო
თუ არ გიხსნა და გაბრწყინო
მოგიკვდეს ჩემი თავია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 9 of 9Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: