არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები). * მიხო მოსულიშვილი"ჰელესა" (კინორომანი). * ირაკლი ლომოური"ავტონეკროლოგი" (მოთხრობები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* ლია ლიქოკელი"დევის ცოლის სიცილი" (ლექსები). * ნუციკო დეკანოზიშვილი"ნამსხვრევები" (ლექსები). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები). * მარიამ წიკლაური"მარადისობის რიტუალი" (პოემა).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები). * ირმა რატიანი"ასი უძველესი იაპონური ლექსი" (თარგმანი იაპონურიდან).
* გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული) * ზურაბ სამადაშვილი"ხმაურიანი დღეები" (რომანი)
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - "Camino Real" (პიესა).
* ირაკლი ჯავახაძე – "სამი ძველი მოთხრობა". * მიხო მოსულიშვილი – "ჩემო მეჟოლია" (სევდიანზე სევდიანი კომედია). * ნინო სადღობელაშვილი – "ბამბაზიის სამოთხე" (მოთხრობები).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
ვაჟა ხორნაული 5 5 2
Share | .
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3 ... 11, 12, 13
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu May 03, 2012 9:06 pm


კელაპტარი და ხანჯალი
---------------------
მაგრამ მონები დარჩნენ მონებად
და იტანჯება მწვანე პლანეტა
ძველებურია შენი ცხოვრება-
შიგნიდან ცეცხლი ქარი გარედან.

ცისკენ მავალი რატომ იჩქარებ
(მშვენიერება ახალ მხარეთა)
ესაა შენი გზა და იღბალი-
შიგნიდან დარდი ელვა გარედან.

როცა სიყვარულს ტყვიას ესვრიან
და გამკრთალება გტკივა მზვარეთა
შენი მფარველი მაშინ ლექსია-
გინდა შიგნიდან გინდა გარედან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue May 29, 2012 3:44 pm

***
დარდის აკვანი გირწიეს
თანაც_ლამაზი დარდისა
არ მოგაკლდება მიწიერს
სითბო ციური მადლისა.

ლექსი ტკივილით ლოცვაა
და ცრემლით გულის აცრაა
სიცოცხლე შორით მოსვლაა
და ისევ შორეთს წასვლაა.

სიკვდილი უფლის ჩრდილია
/უმისოდ ობლად დარჩები/
სიცოცხლესავით ტკბილია
სიცოცხლესავით მტანჯველი.

იქ სადაც გზა და ღმერთია
და მწყურვალება თვალისა
წასვლა და მოსვლა ერთია
ორი ხმა ერთი ზარისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Jun 11, 2012 10:26 am

***
გარდაცვალების წინ
რას ხედავდა
დიდი მოძღვარი?
ხედავდა თავისიანს-
ავაზაკს,მგლისთვალებას,
მაგრამ,ამავე დროს,
ხედავდა ყვავილსაც,
რომელიც, ზეციერის
სახესავით გასხივოსნებული,
თანდათან იზრდებოდა,
ავსებდა სივრცეს;
მის ნათელ ჩრდილში ავაზაკი
მოჩანდა და აღარც მოჩანდა
და ბოლოს მთლიანად წაიშალა
დახუჭული თვალების სივრცეში.

დახუჭული თვალების სივრცეში
ენთო ყვავილი,
დიდი და მშვენიერი,
ზეციერის სახესავით გასხივოსნებული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Jul 06, 2012 10:33 am

მ ო ლ ო დ ი ნ ი
---------------
ღამეო ამაღამდელო
გათენდი მალე მალეო
ვინც ასე მენატრებოდა
და სიზმრად მელანდებოდა
იმას მოველი ხვალეო
ასი ზღვა გამოვიარე
შავი ღრუბლები ვკვალეო
ხან მთებზე შემომათენდა
ხან ბარად დავიღამეო
უბეში ჩიტი მომიკვდა
საფლავი ხელით ვთხარეო
ყინულზე ცეცხლი დავანთე
და სალამური ვთალეო.

იქნება სითბო ჩრდილისა
საგალობელი დილისა
და სხივოსანი მზვარეო.

ვინც ასე მენატრებოდა
და სიზმრად მელანდებოდა
იმას მოველი ხვალეო
ღამეო ამაღამდელო
მაღლა და მაღლა ნათელო
გათენდი მალე მალეო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Sep 06, 2012 12:04 pm

***
ყვავილოვანი,ნორჩი პანტებით
ბილიკი ბილიკს გადახვეულა.
ხევებში ნისლის ფოლიანტები,
ადიდებული კაწალხეურა.

გზები სასწაულს ცისას ელიან
/მარაო ღრუბლის ფარტენებისა/.
ქედნის ხმა გესმის?-მზისყანელია,
ასე ლოცულობს გათენებისას.

მშვენიერება მადლის,მარადის,
საგალობელი საორბულასი…
უფალს ადიდებს ამ დროს ჯალათიც,
უფალს ადიდებს ამ დროს უნასიც.

ხვალ ისევ წახვალ.აქ არ იქნები
/რამდენი რამე გითხრეს კედლებმა/.
ბედნიერების გალაქტიკების
განახლება და მსხვრევა გრძელდება!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Oct 11, 2012 2:52 pm


***
სიყვარულია “მტერთა მზარავი”,
ანათებს მისი ხმა და საძვალე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი სევდა აწვალებს.

სიყვარულია გულის მბზარავი,
სამოთხის ქარი,თბილი,ფრთამწვანე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი ხვედრი აწამებს.

სიყვარულია ხსნა და წამალი,
მარადიული გზა და ლაზარე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი დარდი ამწარებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Oct 19, 2012 10:18 pm

მასპინძლის ბედნიერება
---------------------------
ინათა სიკვდილს ვესტუმრე
მიმრავლა სასწაულები:
ფერი და მელოდიები
სიცოცხლის სამკაულების
ყოველ კუთხეში ყვავილი
/ვერ შეეხება ხელიო/:
ზოგი_მორცხვი და ცისფერი
ზოგიც_თამამი ჭრელიო
...ცის ნაპირების ბიბინი
ღუღუნი მზის და ყანისა
ღვთიური ფიქრი სიმების
მოელვარის და მკრთალისა
ხე_სივრცის მამშვენებელი
ბერივით მშვიდად მდგარიო
ლამაზად გაცინებული
კელაპტარი და წყალიო.

სიკვდილს ვესტუმრე იხარა
ვიხილე ოქრო ზღვებისა
თავდავიწყება ფრენაში
ცეცხლმოდებული ფრთებისა
სიტყვა_ქცეული ხატებად
მარადიული ნათება
მარადიული ხმებისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Nov 01, 2012 10:53 am


ხანგრძლივი წუთი
---------------
სხეული დაბერდა,
დაკარგა ძალა,
დაკარგა სიმძიმე.
მაინც იარა,იარა,იარა,
მაგრან ცხრა მთა და
ცხრა მინდორი
უკვე ვეღარ გადაიარა.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა.

იარა,იარა
და ის დღეც დაუდგა,
როდესაც დასჭირდა
ორი ყავარჯენი,
ორი ქუდი და ორი სათვალე.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა,
გულს არ შეხებია
სიბერის ფიფქი და
სიბერის ეკალი.

ბოლოს ისე
გამსუბუქდა და დაპატარავდა,
რომ ვეღარ გაარჩევდი,
რომელი უფრო მძიმე იყო-
ჩრდილი თუ სხეული.

მერე თანდათან
გაქრა მისი საგანძურიდან:
ჯერ-ორი ყავარჯენი,
მერე-ორი ქუდი
და ორი სათვალე
და ჩაქრა სხეულში
სითბო და ტკივილი,
ხოლო სითბოსა და ტკივილის
ჩაქრობას სიკვდილი ჰქვია.

გული ძველებურად
უცვლელი დარჩა
და მზესთან ერთად
სიყვარულის ქვეყანაში
განაგრძო ფეთქვა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Nov 13, 2012 4:40 pm

გზა ერთი ხატიც ერთია
----------------------------
გული გულს დაღონებული
სიხარულისას უამბობს
უამბობს როგორ გადარჩა
მისი ხომალდი უაფრო.

დღე ლამაზდება…გული გულს
უამბობს მთისას ბარისას
ხმებში კელაპტრის სითბოა
და გოლეულის სიტკბოა
და სიწმინდეა ნამისა.

გული გულს ემაისება
წუთებს უმრავლებს ამოსა
შვლებივით დასწაფებიან
უკვდავებისა წყაროსა.

სიტყვები იის სურნელით
გზა ერთი ხატიც ერთია
არ ჩაგიქრება ნათელი
სივრცეებიდან ნადენი
როცა გულებში ღმერთია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Jan 07, 2013 10:20 pm

***
მუსიკა სივრცის განათებისას
ბალახზე ნამის აციმციმების.
ბროლი და ვერცხლი ნაკადებისა,
მბრწყინავი ფრთები და ცის სიმები.

მზე-მოღუღუნე და რტომრავალი.
ღვთიური ნათლის გზებზე დინება.
ხმა-ქვესკნელიდან ამომავალი,
რომელიც ზესკნელს შეეწირება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed May 01, 2013 10:07 am

***
და იმ ქვეყანაში
პატრონს მიუვიდა
ჩრდილი დანგრეული სახლისა.

***
ლამაზ_ლამაზი
ცოდვების ჟრიამულით
შევიდა სამოთხეში.


მიტინგი
-----------
ხელების უღრანი
მზეს აფარებული
და ხმები_
ჩახვეულ_ჩახლართული
ვით ეკალბარდები.


მიწისძვრა
--------------
მდინარეში ღრუბელი შეირხა
და გაფერმკრთალებული
ჩრდილებით
ჩაეჭიდნენ ხეები ერთმანეთს.

***
ერთი ჯოჯოხეთიდან
აიჭრა სილურჯეში
მეორე_სამოთხიდან
და ბუდე მოიწნეს
მეშვიდე ცაზე.

***
წიგნი
თაროდან ჩამოვარდა
და ავტორი
შეკრთა სამარეში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri May 03, 2013 10:38 am


***
სიცოცხლე მაშინაა ლამაზი
როდესაც ერთნაირად ძნელია
ადამიანთან და ხესთან განშორება.

***
გაღმა_გამოღმა დარჩენილი
ტყუპებივით არიან ხანდახან
გული და გონება...

***
ნუ გადააბიჯებ გუბეს
რომელშიც შენთან ერთად
მოჩანან ვარსკვლავები.

თაიგულით შევიდა ზღაპარში
საიდანაც უთოთი
და ცოცხით დაბრუნდა.

***
სამოთხიდან მოსული
მგზავრებივით
წყაროსთან
ჩამომდგარან ხელადები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon May 20, 2013 9:04 pm

***
ნეტავი შენა სიცოცხლევ
და შენც სიკვდილო ნეტავი-
ვინაა ასე თქვენსავით
ერთურთის გულში მფეთქავი
ერთურთის სავანეებში
სიხარულისგან ფერმკრთალი
ან მზესთან ერთად
მწვერვალზე
ლოცვის სათქმელად შემდგარი.

რომელი უფრო კარგი ხართ
ვერ გამიგია ღმერთმანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1267
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Yesterday at 6:39 pm


***
ღმერთი ვერ დამშვიდდება
სანამ ბუდეს ეკლიან ტოტებში
იკეთებს ფრინველი.

***
ბედნიერებაც ასეა ზოგჯერ-
გაუვალ ტყეში რომ მიდიხარ
და წყაროს წააწყდები.

***
დარდი და სიხარული
ერთმანეთს პაემანზე
გულებში ხვდებიან.

***
ღმერთის თითებივით
სხვადასხვა ზომის
და ერთმანეთზე მშვენიერი
სალამურები...

***
სიტყვებს ისე ალაგებ
ვით ღმერთი ყვავილებს
ბილიკის გასწვრივ...

***
წყაროს ირგვლივ
ჩამომსხდარ მგზავრებს
გაგონებენ საათის ისრები.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
 

ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Back to top 
Page 13 of 13Go to page : Previous  1, 2, 3 ... 11, 12, 13

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-