არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next
AuthorMessage
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 23, 2011 7:04 pm

სწორედ ეს ლამაზი წუთები მაძლევენ სიცოცხლის ძალას, მადლობა უფალს რომ ჩემი ძმობილი არსებობს ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე cheers study cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Feb 28, 2011 11:27 am


შ ა ნ დ ა ლ ი


ბამბის ფესვიანად ჩაიწვა
ქალის ანთებული სანთელი
ხოლო კაცისა-
მოიხარა,წაიქცა,ჩაქრა.

***
შუშის კედელთან
სადაც ხეიბარი
ფანდურებს ჰყიდის
ოდესღაც ხმლების ელვას ირეკლავდა
თვალები მხედრისა თუ ცხენისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Mar 07, 2011 1:52 pm



***
ვინც სამზეოზე მოსულა,
მხოლოდ ეს განძი ჰქონდესო:
სულ სიყვარულად წვიმდეს და
სულ სიყვარულად თოვდესო,
სიტყვის ძაფით და სხივებით
სასწაულებსა ქსოვდესო,
ღმერთის კალთაში ჩაიწვას,
ღმერთის კალთაში ცხონდესო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Mar 17, 2011 11:37 pm

ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიცნობდი თქვენს ლექსებს Neutral პარასკევის საღამოს შემდეგ,ჩემი სახით ახალი მკითხველი შეგემატათSmileუკვე ვხვდები,რამხელა სიამოვნება მელოდება sunny
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Mar 27, 2011 9:02 pm

ნებისმიერი ახალი მკითხველის შემატება ავტორისათვის დიდი ბედნიერებაა.
იცოცხლეთ დიდხანს და იყავით ჩემი queen მკითხველი sunny გისურვებთ წარმატებებს cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Mar 28, 2011 10:50 am


***

თენებას
სითბო და გალობა
მოჰყვება კვალდაკვალ-
ღმერთმა გული
კიდევ ერთხელ გადაგვიშალა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Apr 19, 2011 10:29 pm

‎***
წვრილფეხებიანი
პატარა ცხოველივით
დასკუპებულა სათვალე ფურცელზე
და სიხარულისაგან ციმციმებს-
კარს ნაცნობი ხმა უახლოვდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon May 02, 2011 10:38 am

‎***
სინათლემ ნამი აკრიფა,
უფრო მოვიდა ფერზედა,
მთიბავმა,ხორბლისფერამა,
სხივებს აასწრო სერზედა,
ცას სწყდება მწვანე ბალახი,
წვება გამზრდელის მკერდზედა,
იფიქრებ:"ამომავალი
მზე არ შეეჭრას ცელზედა."
აგერ,არწივიც-აისის
ოქრო უბრწყინავს ფრთებზედა.
ვით მაცნე ქვესკნელებისა,
ჩრდილი მიცურავს მთებზედა.

ნათება ღმერთის სიბრძნისა-
მშვენება ცის და მიწისა
გენაპერწკლება ძვლებზედა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu May 12, 2011 1:20 pm

***
ბაღის ფერადი აივნიდან
გაცურდნენ მზისკენ
ნისლის დელფინები...

...***
ზოგჯერ სიჩუმე ისეთია,
ქარი დადუმდება
და ყვავილი დაიწყებს გალობას.

***
მაღალი ჰორიზონტი-
თითქოს დედამიწა ცას აჰფარებია,
რომ ავი ხმებისაგან დაიფაროს.



***
მწვერვალთა სიახლოვეს
სანამ ელვით არ გაიბზარება
ვის გაახსენდება ღრუბელი?!

...***
შვილის გვერდით წამოწოლილი
დედა-ჯებირი უმტკიცესი
და ულამაზესი...




cheers cheers cheers cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu May 12, 2011 1:25 pm

***
თვალებში ჩახედავ
და ფიქრს დაინახავ გულისას,
რომელიც ანათებს და გიახლოვდება.

...***
სილურჯე
სითბოთი ეყრდნობა
ჰორიზონტებს,
ამიტომაც არა ბერდებიან
ცა და დედამიწა...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Jun 02, 2011 9:24 am

‎***
მღვრიე სარკმლების უდაბნო
ბზარები წმინდა გალავნის.

ცოდვების უსასრულობა
მზისკენ მიმავალ ქარავნის.

გულების გამოხედვაში
ღმერთის ხმა გაუბზარავი.

ქრისტეს მეტს დედის ამაგი
გადაუხდია არავის...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Aug 20, 2011 10:35 am

***
საწუთროს ნისლისფერობა,
ბედის ჟამიჟამ მკრთალობა.

ზოგჯერ მოყვასის სიავე
და ზოგჯერ მტრების წყალობა.

სამოთხის სალამურები,
მზის კოხტად მომავალობა.

ოქროპირობა ცისკრისა,
წყაროსწყალობა სიტყვისა,
გულის და ფიქრის გალობა.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Sep 19, 2011 9:18 am

‎***
მალ-მალე უნდა ხვდებოდეს
გულს სიყვარულის მახვილი, __
თორემ იქნები ეული,
მიტოვებული სახლივით,
უსიხარულოდ ნატანჯი,
უსიხარულოდ დაღლილი,
უმზეო გზებით მავალი,
უმზეო ცეცხლზე დახრილი.

რომ დეკემბერში გესმოდეს
მელოდიები აპრილის;
რომ უდაბნოში თვალს გჭრიდეს
ოქრო,
უფლისგან დაღვრილი;
რომ შენში მუდამ ფეთქავდეს
მზე,
ტანზე იებდაყრილი,__
მალ-მალე უნდა ხვდებოდეს,
ზესკნელებიდან სწვდებოდეს
გულს სიყვარულის მახვილი!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Oct 25, 2011 10:37 am

***
სიყვარული
არ მიდის არავისთან
(ის მგზავრი არაა)-
ჩვენ თვითონ შევდივართ
მის ნათელ ქვეყანაში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Dec 11, 2011 7:05 pm

***
გაიხედა
და გამოიხედა გულმა
და ფიქრი ეტკინა_
ყველა რაღაცას უყურებდა
ერთმანეთს_არავინ.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Dec 20, 2011 12:34 pm

‎***
სხვა სასწაულია,
ტყეში რომ მიდიხარ
და თან მზე ამოდის,-
თქვენ შორის თითქოს
მანძილი აღარაა,
თითქოს შენთან შესახვედრად
მოცურავს ხეებს შორის
და, სადაცაა, შენი შუბლი
მის შუბლს შეეხება
და მისი კულულები
შენს სახეზე ჩამოიშლებიან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Jan 28, 2012 1:53 pm

ღ ა ლ ა ტ ი
-------------------

დააფიცე და რჯული უხსენე
/ვერ მოაქციოს მოძღვარმა ათმა!/,
მაინც გაწირავს ნესტანს უსენი,
მაინც უღალატებს ფატმანს.

ვაჭრები განძით ხონჩებს უვსებენ,
ბევრჯერ მოხიბლა სიუხვემ მათმა.
არ შეიბრალებს ნესტანს უსენი,
სიცოცხლეს გაუმწარებს ფატმანს.

გულვაჭარელა ლაჩრის გონება
ვერ გაანათა ღმერთმა და ხატმა.
მზე წაიყვანეს მეფის მონებმა
და ზეცა დაუბნელდა ფატმანს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Feb 04, 2012 11:39 am

***
მუსიკა სივრცის განათებისას
ბალახზე ნამის აციმციმების.
ბროლი და ვერცხლი ნაკადებისა,
მბრწყინავი ფრთები და ცის სიმები.

მზე-მოღუღუნე და რტომრავალი.
ღვთიური ნათლის გზებზე დინება.
ხმა-ქვესკნელიდან ამომავალი,
რომელიც ზესკნელს შეეწირება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Feb 11, 2012 12:52 pm

***

ფერების ლხინი/დარი რომ არი/,
მეწყერი,წყარო,გზა და ბულული.
ნისლის ტალღები ყვავილოვანი
და სიმსუბუქე სალამურული.

გადარჩენილი საშინელებას-
ბან-გუმბათების აბალახებას.
ცის მხარეებში აფრინველება,
ზღვის სიღრმეებში ჩაკალმახება.

მზერა-კოცონში ნამის მკრეფელი,
ოქრო სიჩუმის და მზის ქნარების.
შორს მწვერვალები-ლაღნი მეფენი
და მთები,როგორც ამირბარები.

ღმერთის გულივით თბილი ფიცრული,
ნათება სიბრძნის,ალბათებურის.
სამოთხის გავლით მზესთან მისული
და კიდევ ერთხელ დაბადებული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Feb 18, 2012 2:47 pm

‎***
რაც უფრო ემსგავსები
ბალახს და ყვავილს,
მით უფრო ვერაფერს გამოგრჩება
ამინდი ავი…

რაც უფრო კარგად გესმის
გალობა ფერთა,
მით უფრო ახლოსა ხარ
კაცთან და ღმერთთან.

რაც უფრო დაგსეტყვავს
სიყვარულის ღრუბელი ბიბინა,
მით უფრო ამაღლდები
და ზესკნელის წყაროებს იხილავ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Feb 20, 2012 1:45 pm


დავიწყებული მარგალიტი
------------------------
ეს სიბრძნე გვიანდერძეს
ტანჯულმა პეპერებმა:
სამოთხე ერთგულსა და მართალს.
ამქვეყნად ყველას ეშველება,
ღმერთის მოღალატის გარდა!

შეუძლებელია
მნათობთა შეჩერება
და ბადით დაჭერა ქართა.
ამქვეყნად ყველაფერს ეშველება,
ღმერთის მოღალატის გარდა!

გული იხარჯება
/გული და შესვენება?!/,
საუბრობს მზესთან და ქართან.
ამქვეყნად ყველას და
ყველაფერს ეშველება,
ღმერთის მოღალატის გარდა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Feb 20, 2012 2:02 pm

მეორე სტროფის მესამე სტრიქონი უნდა იკითხებოდეს ასე:
"წაშლა მარადიულ ზღვათა."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Feb 23, 2012 10:36 am

ოთარ მეღვინეთუხუცესს
------------------------
უთუოდ მოვა-აღდგება დათა,
ნისლში მძებნელი წმინდა ალაგის,
და მშვენიერებას,
ტანჯულს და მართალს,
შეეწირება,როგორც ზვარაკი.

მარადიული ხმალია დათა,
გზა ერთია და მტერი-მრავალი,
გადააფარებს სიყვარულს კალთას,
რომ არ გვენახოს მისი სამანი.

უთუოდ მოვა-აღდგება დათა,
არა მონა და არა მკვეხარა,
და,როგორც ანთებული
სანთელი შანდალს,
გაალამაზებს ცოდვილ ქვეყანას.

ცისა და მიწის ნათლული დათა,
გაოგნებული მწარე ღალატით,
მძიმედ დაჭრილი მიაღწევს ზღვასთან,
რომ გვაგრძნობინოს სიბრძნე მარადი.

განგების ნებით აღდგება დათა
და,როგორც შეჰფერის
ღვთისნიერ რაინდს,
ცრემლებით იტყვის სამარის კართან:
“გამწირეთ,მაგრამ მიყვარხართ მაინც.”


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Mar 03, 2012 4:16 pm

პ ი რ ვ ე ლ ა დ
---------------
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ
იქუფრებიან თვალები ნისლით
თუ გავამსხვრიე განგების ღობე
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.

ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი
პირველად დედას დავუკრეფ იებს.

დედის მანდილში აპრილი გალობს
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში
თუ უკვდავების ვიპოვე წყარო
პირველად დედას მივუტან პეშვით.

ნანინას ნამი აკვანზე ელავს
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა
პირველად დედას ავიყვან მზესთან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Mar 20, 2012 1:52 pm

ა ს ე თ დ რ ო ს
----------------
როდესაც იქითა აქეთაობს,
როდესაც აქეთა იქითაობს,
როდესაც აღარავინ მაღლდება
ღმერთის სიბრძნითაო,
როდესაც აღარავინ ცოცხლობს
მონატრებითა დიდითაო
და საწუთრო დავიწყებია
თავისი შუქითა და ბინდითაო,
როდესაც აღარავინ იტანჯება
მამაპაპისეულ ტვირთითაო,
როდესაც ქვეყანა
შიგნიდან ბერდება
და აღარ შეუძლია,
მტერთან იჭიდაოს,
უჟანგდება ფარ-ხმალი ჯიშისა,
კლებულობს სიგანე-სიგრძითაო,
მტერი კი მშვიდადაა-
თავისას აკეთებს
ჩვეული წესითა და რიგითაო,-
ასეთ დროს,გულო ჩემო,
თავს გრძნობდე ბედნიერად,
ვით გინდაო…
მაგრამ ჩვენ მაინც ვიღუღუნოთ,
ვიღუღუნოთ და ვიგურგუროთ,
ვიგურგუროთ და ვიგუგუნოთ
ძველი რიხითაო,
ჩვენთვის ხომ მარტოოდენ სიყვარული
იქითაობს და აქეთაობს,
აქეთაობს და იქითაობს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 7 of 9Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: