არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next
AuthorMessage
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jan 31, 2010 10:33 pm

***
ნათებას სიყვარულისას
არა ჰქონია ზღვარია.

სულაც რომ გადაიკარგო,
გამკრთალდეს,გაქრეს კვალია,
მაინც ამ გულში იქნები,
ვით სევდიანი დარია,
ნიადაგ აუმღვრეველი,
როგორც სამოთხის წყალია.

ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი
მაინც ცის ბინადარია.



ლოცვაში დაუღამდება
--------------------------
როდესაც გადაეყრება
ქვაზე ამოსულ იასა,
მტერიც კი გადაივიწყებს
საწამლავსა და ტყვიასა,
გულში ცა აუყვავდება,
ლოცვაში დაუღამდება,
გზას გაუყვება მზიანსა.

მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა
------------------
ფიქრში ვარსკვლავთა სითბოა,
გულში სამოთხის ქარია,
შენდამი სათქმელ სიტყვაში
ია და წყაროსწყალია,
თვალებით მკითხავ:"გიყვარვარ?"
ღიმილით გეტყვი:"ძალიან!"

მე შენსკენ მომემღერება,
შენ ჩემსკენ მოგიხარია.

***
კლდეებზე ლეგა ზოლები
ნაკვალევია ქარისა,
იმ კვალზე მეც გამივლია,
ზედ ცის ნაპირზე არისა,
იქ სხვა სითბო და ჩრდილია,
სხვა ამინდები ჰყვავისა,
თაფლს გაგახსენებს ფიჭიანს
სურნელი ღრუბლის ტანისა,
გულიც სხვაგავრად ხმიანობს,
მსგავსად მზისა და ზარისა.

სხვა არის გზა და იღბალი
ცის გასწვრივ მიმავალისა-
დღის ხმათა გახარებაა,
კელაპტარია ღამისა!


***
რა კარგი დამემართება,
თუ ანგელოზსა ვგავარო.

ვერც შენ დამიხსნი ყოველთვის,
ჩემო ფარო და ჯავარო.

დრო მოვა,ელვა მომცელავს
და მზესთან ერთად ჩავალო.
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Mar 25, 2010 9:49 am



მზის სიჩუმიდან მოისმის

სივრცე განათდა,ხარობენ
გული იის და მტრედისა.

მშვენიერია მნათობი,
ვით სახე ქრისტეს დედისა.

ქვეყანა.გზების სიმრავლე,
გაურკვევლობა ბედისა.

მზის სიჩუმიდან მოისმის
სიბრძნე კაცის და ღმერთისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Apr 15, 2010 11:55 am

ე რ თ ო ბ ა

როგორც ყოველთვის,მოულოდნელად
იძრა დედამიწა
და კედლიდან დაცვივდა ფარდაგები
ბუნების სითბოსა და
სურნელს მოკლებული,
ხელოვნური ფერებით გაჟღენთილი;
კედლიდან დაცვივდა სურათები
დახატული და არა შექმნილი,
ბაზრობაზე იაფად შეძენილი;
ყანწმა და გიტარამ
წამით ერთად იფრინეს
და მერე იატაკზე
ერთმანეთის გვერდები გაბზარეს.

კედლიდან დაცვივდა ყველაფერი,
გარდა წინაპრის სურათისა,
რომელიც სახლთან ერთად ირხეოდა,
სახლთან ერთად დამშვიდდა
და კვლავ მშობლიური
დარდის სიმაღლეებს მიაპყრო მზერა.


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Apr 16, 2010 10:23 am

ჰე,შორეულო ღრუბელო,
მოჰყვები სივრცის გზასაო,
ნელ-ნელა უახლოვდები
კაწალხევ-მზისყანასაო,
ერთსა გთხოვ-თანაც გულითა-
ლოცვა მოჰყვება ხმასაო:
ჩრდილს ნურასოდეს შეახებ
ჩემს ლამაზ გვირილასაო.



ასე რომ დაგლოცავს,კი უნდა დაუძახო: მამიიიიიიი!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu May 20, 2010 8:57 pm

***

სიტყვები ფიქრებს შერჩენილი
როგორც იები,
ზამთრის წყვდიადში გამოჩენა
ზღაპრის მთიების,
ტაძრად ქცეული
ჩალური და კოშკი ოქროსი,
ბედნიერების კუნძულები,
დარდის კოსმოსი,
სითბო ღმერთისა
თვალებსა და გულის სივრცეში,
ამქვეყნად მოსვლის
და იმ ქვეყნად წასვლის მიზეზი.

***
ჩვენი სანთლებიც ჩაქრა კინაღამ,
მაინც გავცურეთ ქარები,ზღვები.
ფიქრში გხედავ და გულში გინახავ
და ყვავილოვან სიზმრებში გხვდები.

აქ გვიხაროდა/ერთად ვიყავით/
გაზაფხულების სითბო და მზერა.
ისევ ბრიალებს ბაღი მიმქრალი
და ცრემლში სულ სხვა ტკივილი ელავს.

ო,სიყვარული-სამოთხის მზვარე,
ხმები ციური ქორალებისა…
ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეს
ვხედავთ ვარსკვლავებს მონატრებისას.

ჩვენი სანთლებიც ჩაქრა კინაღამ,
ღმერთის იმედით გავცურეთ ზღვები.
ფიქრში გხედავ და გულში გინახავ
და ყვავილოვან სიზმრებში გხვდები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Jun 24, 2010 6:27 pm


***
როგორც კი პატრონი
დროებით გადადებს
საჭრეთელს,
კალამსა თუ სალამურს,-
მაშინვე ერთმანეთს დაუბრუნდებიან,
ერთმანეთში ჩათბებიან
და ჩაიკარგებიან
და კიდევ ერთხელ
სიყვარულის მშვენიერ თაიგულს
დაემსგავსება ათი თითი,
ერთმანეთს ჩაწნული…


***
როგორ იგრძნობა სიყვარულის
სითბო და ტკივილი,
როგორ იგრძნობა სიყვარულის
სევდა და სილამაზე,
როდესაც ტალღებზე
ჯერ ერთმანეთს უახლოვდებიან
და მერე ერთმანეთით ივსებიან
სხვადასხვა მხარიდან დაბრუნებულ
გემების ჩრდილები…


მშვენიერების ლხინი

ისე მღერიან,ლამის მამღერონ,
სუფრაზე ვხედავ ხილსა და ყვავილს.
უხდება ბოცას მწვანე საყელო
და მეოცნებე,ხოტორა თავი.

სურნელი პურის,თაფლის,სალათის,
იგრძნობ,დარჩები,კარებს მოიჯრი.
უხდება ბოცას წნელის ხალათი
და დარბაისელ გლეხის დოინჯი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jun 27, 2010 4:23 pm

უფლება რომ მქონდეს, ვაჟა ხორნაულის წიგნზე ერთ ასეთ პატარა წარწერწერას გავაკეთებდი: " ამ აჩქარებულ და დაბინძურებულ ეპოქაში სადაც ახლა გვიხდება ცხოვრება, ძალიან ძნელია პოეტს არ აგემღვრას აზროვნება. ლეჩხუმში არის ერთი ასეთი სახელწოდების მდინარე "რაჩხა" როგორი წვიმებიც არ უნდა იყოს, ღვარებმა რომ წალეკონ ყველაფერი, ის მაინც თეთრი,ანკარა აუღელვებელი მორაკრაკებს ხავსიან კლდეებს შორის. ვაჟა ხორნაული, ქართილი პოეზიის რაჩხაა.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Jun 28, 2010 3:23 pm

სოსო მეშველიანი wrote:
უფლება რომ მქონდეს, ვაჟა ხორნაულის წიგნზე ერთ ასეთ პატარა წარწერწერას გავაკეთებდი: " ამ აჩქარებულ და დაბინძურებულ ეპოქაში სადაც ახლა გვიხდება ცხოვრება, ძალიან ძნელია პოეტს არ აგემღვრას აზროვნება. ლეჩხუმში არის ერთი ასეთი სახელწოდების მდინარე "რაჩხა" როგორი წვიმებიც არ უნდა იყოს, ღვარებმა რომ წალეკონ ყველაფერი, ის მაინც თეთრი,ანკარა აუღელვებელი მორაკრაკებს ხავსიან კლდეებს შორის. ვაჟა ხორნაული, ქართილი პოეზიის რაჩხაა.


სოსო,გამათბო,ვაჟაზე ამ სიტყვებმა...

მართლაც საოცარია ეს ადამიანი!
Back to top Go down
View user profile
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Jul 05, 2010 10:22 am

ერთი წამის მშვენიერება
----------------------------------

თევზი რომ ამოსხლტება
ზღვის ზედაპირიდან
და ერთი წამით გაიელვებს,
ცეკვაში მოქნეული მახვილივით,
მერე ისევ წყალში ჩაეშვება
და მისი,მათრახივით მოქნილი
ტანის ნაკვალევი ჰაერში უხილავ,
ულამაზეს თაღად რომ დარჩება-
ასე ვართ ჩვენც:
ათასში ერთხელ
ერთი წამით ამოვცურდებით
სინამდვილის მძიმე ტალღებიდან,
ერთი წამით დავეწაფებით
მონატრებულ სითბოს და სიმსუბუქეს,
გავიხარებთ ერთი წამის
სევდიანი მშვენიერებით
და მერე ისევ სინამდვილის,
თითქოს რკინის ნაცარგარეულ,
ტალღებში ჩავეშვებით
და ისევ ოქროს მარცვლებს დავეძებთ,
რაც არაფერია და ზედმეტია
ამქვეყნად ყველასთვის,
ვისაც არასოდეს განუცდია
სევდიანი მშვენიერება
ერთი წამისა…



***

სხვა სასწაულია,
ტყეში რომ მიდიხარ
და თან მზე ამოდის,-
თქვენ შორის თითქოს
მანძილი აღარაა,
თითქოს შენთან შესახვედრად
მოცურავს ხეებს შორის
და,სადაცაა,შენი შუბლი
მის შუბლს შეეხება
და მისი კულულები
შენს სახეზე ჩამოიშლებიან.

Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Aug 28, 2010 6:50 pm

მ ა მ ა


ორივე ხელით ხეიბარი,

ბავშვური მხრებით.

ოფლიან შუბლზე ჩამოშლილი,

ფერმკრთალი თმები.



მისი სიმდიდრე:

სახლი ხისა,წიგნი და ცელი,

მშობლების სითბოშერჩენილი

ნივთები ძველი.



მისი სიმდიდრე:

კაფია და შვილის ხალათი,

ხმაში ღიმილი და თვალებში

სევდა მარადი…



მისი სამოთხის შუაგული-

გორი მზისყანის.

მუხლჩაუხრელი-

ღამეა თუ დილა სისხამი.



არა ყოფილა ეს ცხოვრება

მისთვის ჭაობი,

ალალი იყო,

არაფერი ეცხო მზვაობრის.



წინაპრის დარდით

ბევრჯერ მოკვდა,

ბევრჯერ გაქვავდა

და ნასახლართან იდგა,

როგორც პაპის საფლავთან.



ახსოვდა გზები-ძველისძველი,

როგორც ანბანი,

და ყველგან,ყველგან

მასთან იყო ბედი ამგვარი:

მკიდა და მკიდა

და ყელამდე ჰქონდა სამკალი.



და იმ ქვეყანაშიც

მიაქვს ტვირთი

ბავშვური მხრებით,

ოფლიან შუბლზე ჩამოშლია

ფერმკრთალი თმები.



***

მტკივანი ფიქრი.დღეები თალხი,

სიცოცხლე მუდამ ბეწვზე ჰკიდია.

საკუთარ გულში საკუთარ მახვილს

კვლავაც გაიყრის ბრძენი მინდია.



მარადიული ხვატი და თოში,

დიდი იმედი ჯვარზე გაკრული.

სიყვარულისთვის საკუთარ ცოლ-შვილს

კვლავაც ამოხოცავს ბაკური…



თუ გაგიცუდდა ხმა და მარჯვენა,

ვერ გაახარებ ღმერთს და წინაპრებს.

ცისა და მიწის გადასარჩენად

ზვარაკის სისხლი უნდა ბრწყინავდეს.



***

სახლი,უჩვენოდ დარჩენილი,

არაა მარტო-

მასში წინაპართა ჩრდილები არიან

და,როცა დაკეტილ კარს შევაღებთ,-

სიხარულის ფრთები ესხმებათ

და იმ ქვეყანას უბრუნდებიან.



***

იბადებიან გზები და ხმები,

გული სიშორეს მოითმენს ისევ

და სიყვარული მზიანი ფრთებით

ზესკნელის თავზე გაათბობს სივრცეს.



ვარსკვლავთა სევდით ნათდება ზღვები,

ბრწყინავს სანთელი უფსკრულის პირზე

და სიყვარული დაჭრილი ფრთებით

ზესკნელის თავზე შეარხევს ნისლებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Oct 10, 2010 11:01 am


რ ო ც ა

-----------

გესმის?-გული და გონება

შენზე ამბობენ,ქალაო:

საიდან გამოგვეცხადა,

ვინ შობა ამისთანაო,

ჯოჯოხეთშიაც გვამყოფა,

სამოთხეც მოგვატარაო,

თავდავიწყებით გვამღერა,

ცრემლიც გვადინა თანაო,

არადა,რა ლამაზია,

ცაზე გასული ვაზია,

მტერიც ვერ იტყვის:"არაო."



როცა გული და გონება

ასეთ ტალღებზე ნანაობს,

სიცოცხლეა თუ სიკვდილი,-

ჩემთვის ერთია,ქალაო.



***

მზე-ღმერთის მესაიდუმლე,

მთა-მზისა,ყანა-მზისაო,

ცამ,ვარო სიყვარულისა

და სიყვარული ცისაობს.

მწვანე ბილიკი-ცოცხლისა,

თეთრი ბილიკი-მკვდრისაო,

მარადიული ძუძუმტე

დღე-ღამის,ღამე-დღისაო,

ერთ ხატში გამოცხადება

სიცოცხლე-სიკვდილისაო,

ჩვენ-ნათება და წყალობა,

ელვარება და მკრთალობა

იმათი სანთლებისაო.



***

ზეცა ნათდება.ისეთი

სილამაზე და რინდია,

დაგავიწყდება თუ სადმე

უმზეო გზა და ხიდია,

შორსა ხარ,

ჩემთვის ლოცულობ,

სევდის სანთელი გინთია.



გული ხმებს გიწვდის აქედან,

ხმები ექოებს გიწვდიან.


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Oct 22, 2010 8:15 pm

ბატონო ვაჟა, თქვენი წიგნები რომ გამოდის, რატომ აქაც არ დადებთ ხოლმე იმათ სურათებს?

და კიდევ თქვენი აზრი მაინტერესებს ლიტერატურულ კონკურსზე, რომლის ტრანსლიაციაც ახლახანს იყო "იმედზე" - საკრებულოს პრემია "გალას" ვგულისხმობ...

წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

flower
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Oct 24, 2010 11:36 am

გამარჯობათ.
ჩემი წიგნების სურათები ფეისბუქზე უმცროსმა მეგობრებმა დადეს.თუ შევძელი,გავბედავ(გავკადნირდები)და აქაც დადებენ Smile.
რაც შეეხება პრემია "გალას"...ტრანსლიაცია არ მინახავს და ვერაფერს გეტყვით.
მადლობა შეხმინებისათვის და,საერთოდ,ყურადღებისათვის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Dec 06, 2010 10:13 am

***
გულის სითბოში ფიქრის ნათლობა
(უცხო სივრცეებს კვლავაც მოიარ)
მარადიული კოშკის მახლობლად
ვარსკვლავი უკრავს ღრუბლის როიალს.

სამყაროს ლოცვა-წყარო მზისყანის
(ცხადს უსახსოვრებ სიზმრის ფერადებს)
შორს მოანათებს ზღაპრის ცისკარი
მაგრამ ვინ იცის-მოვა ჩვენამდე?!

***
გაღმაით გამოხედულა
ლამაზი ჩანდი ქალაო.
ვით ტაძრად შარავანდედი
ისე გშვენოდა ყანაო.
ახლოს გნახე და გავნათდი
სიტყვამ დაკარგა ძალაო.
სად რომელ სამოთხეშია
სიცოცხლე შენისთანაო?!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jan 02, 2011 10:40 am


უკვდავების წყაროსავით


აკიაფდა თვალი მარჯნის,
ისმენ წყაროს ანცობებს.
ჰორიზონტის ყვავილნარში
ვარსკვლავები წაწლობენ.

მიწა მწირის ჯვალოსავით
თბილია და უბრალო.
შენ ხარ ჩემი სალოცავი,
იისგულა უფალო.

რა ჩონგური,რის გიტარა
/ხმა გაკმინდეს მერცხლებმა/,-
სიჩუმეა იმისთანა,
გალობისა შეგრცხვება.

სადღაც ცეცხლი მობრიალე,
ხმა სივრცეში გავიდა.
მთვარის ოქრო მოწკრიალებს
ღრუბლის თეთრი ღარიდან.

მიწა მწირის ჯვალოსავით
თბილია და უბრალო.
შენ ხარ ჩემი სალოცავი,
უკვდავების წყაროსავით
გეწაფები,უფალო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Jan 08, 2011 11:46 am

***
ისე ლამაზად გაუჩინარდნენ
ჰორიზონტზე მგზავრი და მზე,
არ გაგიკვირდება,
ხვალ აღმოსავლეთის სილურჯეში
ერთად რომ გამოჩნდნენ.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jan 09, 2011 12:48 pm

***

ხორკლიან ხელში ნაზი თითები

/შენც გიხარია,დარდო მარადო/.

სულ მალე ისევ გაგიფრინდები,

რომ სხვა სივრციდან ჩამოგანათო.



დუმილი დუმილს ეხმატკბილება

/ფიქრის თვალებში ხმაა სწორფერის/.

გასხივოსნებულ დღეთა დინება-

სიკვდილ-სიცოცხლის საგალობელი.



გაზაფხულისთვის ჩაქრა ზამთარი,

ოქრო გაშალეს გზა-გზა შინდებმა.

შარბათიანიც,ნაშარბათალიც

ჩვენთან სასმისი არ გაბრწყინდება.



გულებს ამღერებს ნამი ტუჩების

/გაიგებს ამას ცანცარა ლედი?!/.

ოქროს კოკა და ლალის ჭურჭელი

შენი პეშვია,ძვირფასო,ჩემთვის.



თეთრად ელავენ ქარში ზვირთები

/რა გამაჩერებს ამ დროს ბარადო/.

სულ მალე ისევ გაგიფრინდები,

რომ სხვა სივრციდან ჩამოგანათო.


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Jan 22, 2011 3:03 pm

***
სხვა განსაცდელი და სხვა ანძები
(სადღაც ისვენებს ქარი ჩამდგარი)
როდესაც ქალის გარეთ დარჩები
მაშინ იწყება დიდი ზამთარი.
...
ნურც შენ იკითხავ ასე რად არი
(ხან ელვარებავ და ხან არილო)
ულამაზესი თავშესაფარი
ქალია-ქალში სითბო ყვავილობს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 02, 2011 8:22 pm

***
წავიდა
უცნაურად ლაღი და თამამი
და ღმერთმა იცის როდის დაბრუნდება
საკუთარ ჩრდილთან ერთად
ცას შეფარებული...

***
სახლს დაუბრუნდები
ქალაქი
დარჩება გარეთ
საწერ-კალამს მიუხვალ
და სადღაც დარჩება სახლი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Feb 08, 2011 9:09 pm

***
ლამაზი ქალის მკლავზე გორება
უბრალო რამე ნუ გეგონება-
ნეტარებაა ენით უთქმელი,
გულის მზეა და სულის ცხონება.

ლამაზი ქალის მკლავზე გორება
უბრალო რამე ნუ გეგონება-
ესაა დროის უღრანებიდან
ნანატრი ბედის გამოქროლება.

ლამაზი ქალის მკლავზე გორება
უბრალო რამე ნუ გეგონება-
თაფლუჭიანი თასის დაცლაა,
ხუნდების მოხსნა და მოფონება.

ვერ იგრძნობ ფრთებზე მეხის დაცემას,
სიკვდილის მოსვლას და ჩაკონებას-
ლამაზი ქალის მკლავზე გორება
უბრალო რამე ნუ გეგონება.


king cheers queen flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Feb 14, 2011 11:30 am

ჩ ა ნ ა ხ ა ტ ი

მდინარე ისეა დაწმენდილი,
საზღვარი აღარა ჩანს
წყლისა და ჰაერისა.
საკუთარ თავში დარწმუნებულ,
ჭკვიანი ლიდერივით
მიცურავს დიდი თევზი,
ხოლო მის კვალდაკვალ
მორბენალი სტრიქონის სიტყვებივით
და ცირკში მიმავალი
ბავშვების ხალისით
მიიჩქარიან,მიცურავენ
პატარა თევზები
და მათი ჩრდილი მდინარის ფსკერზე
ღამის ფურცლისგან გამოჭრილი
ფოთლების ყელსაბამი გეგონება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Feb 15, 2011 3:17 pm

გრძელდება ჟამი ამაღლებისა

სითბო ხმებისგან მონაპკურები,

კონცერტი მზის და მოლაღურების.



ამედევნა და ამეწკრიალა

მდინარე ოქროს ნაპერწკლიანი.



ჩვილის თმასავით ნაზი სოსნები,

უსასრულობა გასხივოსნების.



ყვავილი უცხო,ნამისწინდება,

შეხედავ,ფიქრი გაგიბრწყინდება.



ღუღუნებს ბაღი

/ღიღილიო-ღუღულ-ღუღულო/

და გული ისევ შენთვის გუგულობს.



თავდავიწყების გზა და ხიდები,

ბინდში ჟიკჟიკი მარგალიტების.



გრძელდება ჟამი ამაღლებისა

და ციდან ცაზე გადაფრინდები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Feb 19, 2011 6:49 pm


***
ერთხელ თვალისჩინი
დაკარგა სიკვდილმა
და სიცოცხლემ
შესთავაზა
თავისი თვალები,
სიხარულის
ცრემლებმა დაუბრუნეს
სიკვდილს მხედველობა
და სივრცე იხილა
მანამდე უხილავი,
ღმერთის სიტყვებივით კრიალა
ვარსკვლავებით გასხივოსნებული.

sunny cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Feb 22, 2011 1:41 pm

ბავშვობაში ამედევნა ერთი სტრიქონი და თან დავატარებდი, ხევსურის ხმალივით ალესილი, ცასავით წკრიალა და სიყვარულივით ტკბილი...
გამოხდა ხანი და ერთხელ წამომცდა ჩემს ძმობილთან, რომ ეს სტრიქონი ერთერთ ლიტ პორტალზე დავდე ერთი ლექსი და წაიკითხეთქო...
ჰოი საოცრებავ...
ეს თვით ამ სტრიქონის ავტორს ვთხოვე...
გული გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ამიფრთხიალდა...


* * *
გულს ნუ მომიკლავ ეს გული
ზარია, ჩემში მფეთქავი,
ხან სიყვარულით შეძრული,
ხან სიმარტოვით შემკრთალი,
დრო მოვა, თვითონ მოკვდება,
შენთვის მოკვდება, ღმერთმანი...


cheers cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Feb 23, 2011 2:31 pm

მახსოვს ეს ლამაზი წუთები.მახსოვს მაიას გაოცებაც.კარგი ამბებიც ხდება ქვეყანაზე და სიცოცხლე უფრო გველამაზება sunny flower queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 6 of 9Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: