არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა ხორნაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Jun 05, 2009 12:54 pm

ყველაზე უტყუარი და მნიშვნელოვანი შემფასებლების აზრი ბატონი ვაჟას შემოქმედებაზე-ჩემი სამეგობროს პატარები სიამოვნებით სწავლობენ თქვენს საბავშვო ლექსებსSmile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jun 07, 2009 9:11 am




***
ქალი_სამოთხის საფერი,
ამყვავებელი ფიქრისა,
ხან_ვარსკვლავების დუმილი,
ხან_მელოდია ცისკრისა,
სიტყვის ნათებად ქცეული
სითბო მზიანი ნისლისა,
გონების კოშკში გულიდან
შემონათება სიზმრისა...

ზვარაკი სიყვარულისა,
ვით ცისარტყელა სივრცისა.

***
მზე
ისე ლამაზად
ამოდის ჰორიზონტზე,
გეგონება,
ღმერთის ხელს ამოაქვს
უკვდავების
წყლით სავსე თასივით,
ხოლო თვითონ
ხელი
არა ჩანს...

ს ა ა თ ი
--------------
წამზომი სიყვარულისაა,
დიდი ისარი_
სევდისა და სინანულისა,
პატარა_სიცოცხლისა...
ხოლო,როდესაც
ღმერთის ზვარაკი ხარ,
სამივე ზედმეტია,ჯართია.

თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა
---------------------------------
სევდიანად გახედა ციხეს_
თითქოს რაღაცა,
ძალიან ძვირფასი,
გულისა და გონების
ნაწილი,
რჩებოდა იქ_პატიმართა
უმზეო კუნძულზე...

და,მართლაც,რჩებოდა_
სითბო_საკანში გახარჯული,
გატანჯული,ფერმკრთალი წლებისა.

***
ხმა ამღვრეული
და ექო სუფთა.
ცა_განსაწმენდელი.

***
ქვემოდან შუბლშეკრული
რომ შესცქერი საავდრო ღრუბელს,
ერთი ზემოდანაც გადმოხედე_
მზის სიმღერა უნთია ტალღებზე.

***
ვარსკვლავი გამოჩნდა,
გაიღო სარკმელი...
ფანქარი ფურცელზე დაიხარა,
ვით მგზავრი წყაროზე.

***
სამელნე_სამოთხის ფილიალი,
საფერფლე_ჯოჯოხეთის.

***
ცა და მიწა ისე გაირინდა,
რომ ჩრდილში სინათლის
დაბადების მუსიკა ისმოდა.

***
სამშობლოს დარდით გალამაზებულ
სახეებს არ ივიწყებს უფალი...

***
ხომ მოგაგონებენ პოეტები
წაქცეული ხის ტოტებს შორის
აქა-იქ გადარჩენილ ყვავილებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jun 07, 2009 2:43 pm

გამარჯობათ!

თქვენი მინიმალისტური პოეზია მომწონს.

ამ ფორუმზე, მინიმალიტურების თემა ,მგონი არ არის. ხომ არ გაგვეხსნა?
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jun 07, 2009 6:21 pm

გმადლობთ გამოხმაურებისათვის.
მაგ თემას თუ ვინმე გახსნის,არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Jun 09, 2009 8:00 pm

მშვენიერი, თბილი და სიმყუდროვით სავსე ლექსები..... ხშირად გესტუმრებით....
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Jun 17, 2009 8:14 pm

***
გულმა ვარსკვლავებს უთხრა,მიყვარსო,
და გაზაფხული მეასმათება...
ისევ ერთნი ვართ,როგორც ძვირფასო,
ხე და შრიალი,მზე და ნათება.

გზა ვიწროვდება და ცას ენდობი
და წყაროების ისმის ვედრება...
ისევ ერთნი ვართ და ამ ერთობით
სამყაროს ხმები უფრო მშვენდება.

სულ სიყვარულის ბრალია
------------------------

ქვეყანა_ზოგჯერ ნათელი
და ზოგჯერ მგლისა ფერიო,
ხან წყარო სიხარულისა,
ხან კიდევ_მისი მკვლელიო_
იმგვარად შემყვარებია,
გაჩენის დღესა ვწყევლიო.

სხვაგვარად გაბრწყინებული
ტაძრის ფუძე და ჭერიო.
გულზე ღრუბლების გადავლა,
მათ ნაკვალევზე ცრემლიო.
ფიქრში ათასი ტკივილი,
ჭრილობა_უფრო ბევრიო.

სულ სიყვარულის ბრალია_
ისე შემკრა და ამრია,
ისე ჩამჭიდა ხელიო,
სიკვდილიც ვეღარ დამიხსნის,
ჩემი ლამაზი მტერიო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Mon Jun 22, 2009 10:08 pm

გ ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
------------------------------------


*
პანტის ტოტზე ჰკიდია,
როგორც დიდი ნათურა,
მაგრამ სულ არ ანათებს,
თქვით,რა არის? …

*
ულამაზესი თევზია,
თქვენც გეყოლებათ ნანახი,
უყვარს მთის მდინარეები,
აბა,რა ჰქვია? …

*
წყლიან ქვაბში ჩავარდა,
იფართხალა,იწივლა,
ბებომ გადაარჩინა,
თქვით,რა იყო? …

*
ნახტომი აქვს იმისთანა,
გაგაოცებს ძალიან,
არც კატაა,არც_ავაზა,
მაშ,რა არის? …

*
ღამის ციდან ჩამოგცქერის
მონატრებულ ძმასავით,
თითქოს ოქროს მარცვალია,
რა ჰქვია და …



მე და სიკაკულმა გამოვიცანით Smile
გაიხარე
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jun 28, 2009 9:15 am



***
გაღმაით გამოხედულა
ლამაზი ჩანდი,ქალაო.

ვით ტაძარს შარავანდედი,
ისე გშვენოდა ყანაო.

ახლოს გნახე და გავნათდი,
სიტყვამ დაკარგა ძალაო.

სად, რომელ სამოთხეშია
სიცოცხლე შენისთანაო?!


***
ქვა არავისად გისროლავ,
არვისად გიკრავ ხელია.

შენგან ცეცხლს გადარჩენილი
რად გახდა შენი მტერია?!

მხოლოდ ღმერთს ეცოდინება,
გული რამდენჯერ გტკენია.

ნეტა იმ დროსა_ქვეყანა
როცა არ იყო ჭრელია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jun 28, 2009 7:52 pm

ანა კალანდაძის შემდეგ, არ შემხვედრია ამაზე ანკარა სულის პოეტი.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Jun 30, 2009 12:42 pm

*
არ დაიჯერო, რომ ნასახლერებს
სიცარიელე
და სიცივე დაუფლებია..
აქაა იგი,
ბინადარი მარადიული,
სევდა ჩვენი წინაპრებისა –
ეკლესიის ჩრდილივით წმინდა
და შემოდგომის ნათელივით აუმღვრელი.




თუ არ ვცდები ეს ლექსი პირველი წიგნიდანაა Wink
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Jun 30, 2009 2:42 pm

არაბული wrote:
*
არ დაიჯერო, რომ ნასახლერებს
სიცარიელე
და სიცივე დაუფლებია..
აქაა იგი,
ბინადარი მარადიული,
სევდა ჩვენი წინაპრებისა –
ეკლესიის ჩრდილივით წმინდა
და შემოდგომის ნათელივით აუმღვრელი.




თუ არ ვცდები ეს ლექსი პირველი წიგნიდანაა Wink

...
ვერ გავიხსენე Wink და მერე ”აღმოვაჩინე drunken ,რომ პირველი წიგნიდან ყოფილა. cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jul 12, 2009 9:57 am

***
მწვანე ღობეზე მზე და მამალი,
გზების სიჩუმე,სითბო თავანის.

კედელი ხავსით,გული უხავსო,
ნიავმა,_სადღაც ჩანგი უკრავსო.

პურში,მიწაში ღმერთის მარილი,
სიტყვა ლამაზი იის ნამივით.

აცილებული ნისლებს ფრთოსნები,
სიმარტოვეში მადლი ლოცვების.

***
ტალახიანი ფეხსაცმელი
წიფელს ხავსიან ხერხემალზე
მშვიდად დააბჯინა,
ცული მოუქნია
და ახალგაფოთლილი,
ცისკენ გაწვდილი ტოტი წაათალა.

მერე კი...ჩრდილში წამოწვა,
ცული ბალახში ელავდა...
და_საიდან სად!_ფიქრებში
სიტყვები გაჩნდა ცრემლადა:
”ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა.”


უფალთან ერთად გადმოდგა
-------------------------------
თამაზ ჩხენკელს

ესაა ვაჟა-ფშაველა_
კვიცი,მხტომარე გვარზედა,
მზის ვენახებში გაზრდილი
ლექსის პურსა და წყალზედა,
ფანქრისთვის წვერის წამთლელი
ხანჯლის თუ დანის ფხაზედა,
ცის აღმართებით იარა,
სტკიოდა სამი იარა,
შუქი რჩებოდა კვალზედა,
უფალთან ერთად გადმოდგა
სამყაროს მზისფერ ბანზედა,
ჩვენს სალოცავებს დანათის,
ოქროს გვაბერტყავს თავზედა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Sep 15, 2009 10:07 am






[b]კარგი დღის ბოლოს[/b
---------------------------------------


ახლაც იტყვიან, რომ არ არსებობს

არც სიყვარული და არც იმედი?..

ასე რომ იყოს,ბროლის თასებო,

თქვენ ხომ არასდროს გაიცინებდით.

ახლაც იტყვიან,რომ არ ნათდება

უცხო თაღები ცის და ხმელეთის?-

ასე რომ იყოს, ჩემო დარდებო,

ჩემთან ერთად ხომ არ იმღერებდით!

ახლაც იტყვიან, ღმერთის ხმასავით

არ გვახარებდეს დედის წერილი?..

ასე რომ იყოს,ყველა ვარსკვლავი

მოშორდებოდა ზეცას მტვერივით...

ახლაც იტყვიან,ტკბილი ზმანება

რომ იფერფლება ეჭვის ჩეროთი?..

ასე რომ იყოს, ჩემო თვალებო,

აქამდის ასჯერ დაღამდებოდით!

ახლაც იტყვიან, არ გვწყალობს ბედი,

ზოგჯერ მიწიდან, ზოგჯერ ზეციდან?..

ასე რომ იყოს, ცხოვრება დღემდე

ერთხელ კი არა, ასჯერ შემშლიდა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Sep 29, 2009 11:14 am



ფერადი ნაპირები


შვილები ცის და მიწისა_
მერცხლისთვალება წყარონი.

დავიწყებული უკუნი,
საიქიო და ქარონი ...

დღეები სიყვარულისა
მზისფერნი,უსამანონი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Oct 29, 2009 9:16 am



აისის სალამურები
--------------------------



უსიყვარულოდ ვინა თქვა
ფიქრის და ლოცვის ძალაო,
ან-ბედნიერი ვენახი
და სხივოსანი ყანაო,
ან-წყაროების გალობა,
ქვის სითბო,ძუძუს ღალაო,
ან-ოქრომკედის სართველად
დაბრუნებული ჯარაო,
ან-სამარეში ნათქვამი:
“სულ მანდ მენახე,ქალაო.”

უსიყვარულოდ ვინა თქვა
სიმთა და სხივთა წკრიალი,
ან-ვარსკვლავების დობილი
ფრინველი,ღმერთის ხმიანი,
ან-ჰორიზონტზე ელვისგან
დაჭრილი ალვის შრიალი,
ან-ზამთრის შუაღამეში
იის თვალები,მზიანი,
ან კიდევ-ზესკნელ-ქვესკნელში
სამოთხის ფერთა ბრიალი.

უსიყვარულოდ ვინა თქვა
კლდეზე ბიბინი იფქლისა,
სიკვდილ-სიცოცხლის ნათება,
უცნაურობა იღბლისა,
ან-ქარიშხალში ტარება
მარადიული ტვირთისა,
ან-სასწაული უებრო,
საუნჯე ყველა დღისთვისა-
ცამყარის მამშვენებელი
ფერისცვალება სიტყვისა.

უსიყვარულოდ ვინა თქვა
უსასრულობა გზებისა,
ან-სიღრმეები სივრცისა
და სილამაზე ზღვებისა,
ან-ყვავილობა გულისა
და სიმსუბუქე ფრთებისა,
ან-ამაღლება დროშისა
და სინანული მტრებისა,
ან-მწვერვალებზე მბრწყინავი
სანთლები უკვდავებისა.



Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Tue Nov 24, 2009 9:59 am





***
უბრალო ქოხი,ღმერთის მოწნული-
ესაა ჩემი კოშკიც,ტაძარიც.
აქ ვიტანჯები და აქ ვლოცულობ,
აქ მიკიდია ლექსის ხანძარი.

აქ ყვავილობენ ჩემი დღეები
და სიყვარული-ხატი დღეგრძელი.
ლექსი-ესაა ოქრო მზეების
და მელოდია ზესკნელ-ქვესკნელის.

ლექსი-ესაა სივრცის წყურვილი,
ჰორიზონტების ხილვა და განცდა,
აუმღვრეველი ხმით და დუმილით
მიახლოება მეშვიდე ცასთან.

ლექსი-ესაა გულში მახვილი,
მაცოცხლებელი,წმინდა ფხიანი,
ფიქრის ნექტარი,კალმით დაღვრილი,
და უკვდავების წყაროს წკრიალი.

ხან სევდიანი,ჯვალოს ფერივით,
ხან მხიარული დილის სხივივით,
ღმერთის კალთიდან ამოფრენილი
ბეღურას ხმა და ორბის ყივილი.

ცეცხლში დგომა და ქარში ტორტმანი,
წაუქცეველი რკინის კლდესავით,
ჯოჯოხეთიდან სანთლის მომტანი
და უდაბნოში იის მთესავი.

სიტყვა,ქცეული სამოთხის ფრთოსნად,
ვარსკვლავის ფეთქვა,ნათება ფესვის.
ამ ქვეყანაზე მეორედ მოსვლა-
ესაა ლექსი…
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sat Dec 05, 2009 9:24 pm



***

გარდაცვალების წინ
რას ხედავდა
დიდი მოძღვარი?
ხედავდა თავისიანს-
ავაზაკს,მგლისთვალებას,
მაგრამ,ამავე დროს,
ხედავდა ყვავილსაც,
რომელიც, ზეციერის
სახესავით გასხივოსნებული,
თანდათან იზრდებოდა,
ავსებდა სივრცეს;
მის ნათელ ჩრდილში ავაზაკი
მოჩანდა და აღარც მოჩანდა
და ბოლოს მთლიანად წაიშალა
დახუჭული თვალების სივრცეში.

დახუჭული თვალების სივრცეში
ენთო ყვავილი,
დიდი და მშვენიერი,
ზეციერის სახესავით გასხივოსნებული.

დ ა ი ს ი
----------------------

და არც ისაა შემთხვევითი,
რომ მზე ჩამავალი
ისევ აღმოსავლეთს უბრუნდება
ორიოდ წუთით-
ეს ხომ იგივეა,რომ ადამიანი
გარდაცვალების წინ
სიკვდილ-სიცოცხლის სამანებიდან
ბავშვობის სავანეში აღმოჩნდეს
და იქ იგრძნოს,როგორც არასოდეს,
თუ რა ყოფილა განშორების
ტანჯვა და სიხარული,
ღმერთის სითბო
და სამყაროს მშვენიერება!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Wed Dec 16, 2009 9:06 pm



ი ა ლ კ ი ა ლ ი

სამაია ალვების,
მუშაითი ხვიარა.
სხივები და ლარები,
ერთნაირად კრიალა.

მოლივლივე ზოლები,
ზვინები და ურმები.
გარინდება გონების
და გალობა გულების.

სიმწვანეში ქალ-ვაჟი
/ცხადია თუ ზღაპარი?/
და შრიალი ყანაში,
როგორც ლოცვა ცამყარის.

ექოები,ქორები
და ქარაფი ამაყი.
ქანაობა მორევის,
გაელვება კალმახის.

წყარო.იქვე მეწყერი,
ბებერ კოშკთან ლეგენდა.
ქორწინება მერცხლების
ჭერქვეშ,დედა კედელთან.

გაწყვეტილი ქამანდი
და კაფია ცელების.
საოცრება მარადი-
სიყვარულის ხელები.

ცეცხლზე გავლა ჩრდილისა,
მწვერვალების ხარება
და ფერების თილისმა
ანთებული პწკარებად.

არწივების ყაშყაში,
კვალი ძველი ავდრების.
მოკვდავების ტაძარში
უკვდავების სანთლები.

მზე-წყურვილის მიზეზი,
მონატრება დღეგრძელი
და ზესკნელის სივრცეში
საიდუმლო ქვესკნელის.

ქარში სითბო ბედისა,
დარდი იის თვალებით.
ნაჩვენები ღმერთისგან
სხვა სამყაროს კარები.


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Dec 27, 2009 10:30 am

ხანგრძლივი წუთი

სხეული დაბერდა,
დაკარგა ძალა,
დაკარგა სიმძიმე.
მაინც იარა,იარა,იარა,
მაგრან ცხრა მთა და
ცხრა მინდორი
უკვე ვეღარ გადაიარა.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა.

იარა,იარა
და ის დღეც დაუდგა,
როდესაც დასჭირდა
ორი ყავარჯენი,
ორი ქუდი და ორი სათვალე.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა,
გულს არ შეხებია
სიბერის ფიფქი და
სიბერის ეკალი.

ბოლოს ისე
გამსუბუქდა და დაპატარავდა,
რომ ვეღარ გაარჩევდი,
რომელი უფრო მძიმე იყო-
ჩრდილი თუ სხეული.

მერე თანდათან
გაქრა მისი საგანძურიდან:
ჯერ-ორი ყავარჯენი,
მერე-ორი ქუდი
და ორი სათვალე
და ჩაქრა სხეულში
სითბო და ტკივილი,
ხოლო სითბოსა და ტკივილის
ჩაქრობას სიკვდილი ჰქვია.

გული ძველებურად
უცვლელი დარჩა
და მზესთან ერთად
სიყვარულის ქვეყანაში
განაგრძო ფეთქვა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Dec 27, 2009 5:42 pm

naTeli da faqizi sulis poeti...Smile
gilocavT, batono vaja, damdeg Shoba_axal wels:)
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Dec 27, 2009 6:16 pm

keso wrote:
naTeli da faqizi sulis poeti...Smile
gilocavT, batono vaja, damdeg Shoba_axal wels:)

***
მრავალს დაესწარით,
იმრავლეთ და იბედნიერეთ.
sunny cheers flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Thu Dec 31, 2009 4:38 pm



ს ა კ ა რ თ ა ნ ო

(საახალწლო ბარათი ფშავიდან)

ეს გაუმარჯოს საწუთროს-
უცნაურს,ღრუბლიანასა,
იმის გზებსა და ბილიკებს
უეკლო-ეკლიანასა,
ძმას-
ძმების გადამრჩენელსა,
ქვეყნისთვის დარდიანასა,
მტერს-
ნამდვილს,ჩვენსა საფერსა,
ჩვენსავით უშიშარასა,
ლამაზად გამცინებელსა,
კაცურად შარიანასა,
ზურგიდან რომ არ ჩაგარტყამს
შხამში გალესილ დანასა!

ეს გაუმარჯოს სიცოცხლეს-
მზისფერსა,უფლისთვალასა,
სიკვდილს-ყველასთან მიმსვლელსა,
სიცოცხლის ტყუპისცალასა!..

ეს გაუმარჯოს სიყვარულს-
ცისა და მიწის ღალასა,
იმის ჩრდილსა და ნათებას,
იმის ვენახს და ყანასა,
იმის სანთელს და საკმეველს,
გუმბათებს გაუბზარავსა,
სატანჯველს ნექტარგარეულს,
სიხარულს ცრემლიანასა,
იმის უხილავ მწვერვალებს,
სამოთხის თოვლიანასა,
სასწაულს დაუსრულებელს,
ღმერთის და კაცის ძალასა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Jan 15, 2010 7:07 pm



ინტერვიუ ვაჟა ხორნაულთან

გიორგი კილაძე:

ბატონო ვაჟა, მთაში წამიყვანეთ, ან ვერტმფრში ჩამსვით, ან მანქანაში ან უბრალოდ გვერდით ამომიყენეთ და მთა, მაჩვენეთ. სანამ მიპასუხებდეთ, თქვენის ნებართვით, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმ `ებლიტფოზე~ პროექტს `სტუმრად ამელისთან~ გაგახსენებთ. ქალბატონ ნინო თარხნიშვილს, იგივე ამელის ~ებლიტფოზე~ რამდენიმე ახალგაზრდა მწერალი ეწვია. მსგავსი კითხვა (ოღონდ ზღვასთან დაკავშირებით) პოეტ შალვა ბაკურაძეს დაუსვა. იქნებ აქვე ~ებლიტფოც~ გაიხსენოთ. მისთვის ძალზე ბევრი რამ გააკეთეთ.


ვაჟა ხორნაული:


ძალიან დიდი სიყვარულითა და ლამაზი სევდით ვიგონებ “ებლიტფოს”-იმ პერიოდის დავიწყება შეუძლებელია. იყო საოცარი ურთიერთობები, გულების გადაძახილ-გადმოძახილი და, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, პოეზიის მადლი. მე ბევრი არაფერი გამიკეთებია ამ საოცარი და გარკვეული ძალებისაგან “შერისხული” საიტისათვის… ახლაც არ ვიცი, რა მოხდა და როგორ, რატომ “გაგვიქრა” “ებლიტფო” _ ეს, მართლაც, მშვენიერების კუნძული.
რაც შეეხება მთას:
ვერც ვერტმფრენიდან, ვერც მანქანიდან, ვერც კოსმოსური ხომალდიდან ვერ შეიცნობ მთას მთელი სიდიადით-უმთავრესი რამ დარჩება განუცდელი-სამყაროს შექმნის დროინდელი ხიბლი, ღმერთისგან ნაბოძები.
ერთი გამოსავალი დაგვრჩენია: ფეხით უნდა მივიდეთ ამ საოცრებასთან (“ვის ელით? რას ელით?”). მთის ძირას შევჩერდებით, როგორც დიდი ტაძრის კარებთან, წინასწარ ვიგრძნობთ, რომ ვიხილავთ სასწაულს, სიტყვით ძნელად რომ გადმოიცემა…. და აღმართს ავუყვებით-უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე აღმართზე ასვლაა, ჩემთვის წარმოუდგენელია. ავყვებით ბილიკს, თანდათან ქვემოთ დარჩებიან დაბლობები, დაპატარავდებიან და სიმწვანეში აქა-იქ გაბნეულ სოკოებს დაემსგავსებიან სახლები, გამკრთალდება გზა და მდინარე. ქვემოთ დარჩებიან ხმებიც და უცხო, მაგრამ მშობლიურ სიჩუმეში სულ სხვაგვარი ფიქრით გალამაზდება გული და გონება. ვივლით და ვივლით, მივუახლოვდებით ჰორიზონტს და, ღრუბლები ჩვენს ქვემოთ რომ გამოჩნდებიან, ვიგრძნობთ მთების ღონესა და სითბოს და ერთხელ კიდევ ვირწმუნებთ სიცოცხლის უკვდავებას…
არ ვიცი, როგორი მეგზური გამოვდექი.
პასუხი ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი და, თუ ვერ ივარგა, არ გამიკვირდება, მაგრამ მაინც:
“მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,
თვალწინ მეფინა ქვეყანა. ”


გიორგი კილაძე:


ბატონო ვაჟა, მშვენიერი მეგზური ბრძანდებით… მთა ვახსენეთ, პოეტ ვაჟა ხორნაულს ვესაუბრები… ვაჟა-ფშაველაზე მესაუბრეთ. იქნებ პატარა ესეც დამიწეროთ _ `ჩემი ვაჟა-ფშაველა~.


ვაჟა ხორნაული:

ამჟამად, ასე ნაუცბადევად, ადვილი არ იქნება ესსეს დაწერა. ვაჟას სახით კაცობრიობას მოევლინა შემოქმედი, რომელიც ერთანაირად გრძნობდა და ითავისებდა იისა თუ ზვავის, წყაროსა თუ ოკეანის, დარდისა თუ სიხარულის და-ესაა საოცარი-სიცოცხლისა თუ სიკვდილის მშვენიერებას.
ვაჟას ღმერთი ალაპარაკებდა, ამიტომაც იწვოდა განუწყვეტლივ და ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან, რომელმაც უღვთოდ გაწირა იგი.
ქუთუთოჩამოხეული გენიოსი ტანჯვით იყო ბედნიერი _ ღმერთთან სიახლოვე სხვაგვარად წარმოუდგენელია.
“მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შაწუხებული. ”
ვაჟა არათუ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი, არამედ ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია. მის შემოქმედებას გახუნება არ უწერია, რადგან იგი სიკვდილ-სიცოცხლის დაბადების ჟამინდელი ხმებითა და სიჩუმითაა გასხივოსნებული.
`”ერთხელ იმასაც გავიგებთ,
ვინ ახლოს ვდგავართ ღმერთთანა~. ”


გიორგი კილაძე:

მთა, ჩემთვის ჯანმრთელობასთანაც ასოცირდება. `კაცობრიობა (კი) დანა-ჩანგლით იტხრის სამარეს~. ვიდრე ამ წიგნზე ისაუბრებდეთ, თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე ამიწერეთ. აქვე აბატონი გივი ალხაზიშვილის `ებლიტფოზე~ `გაჟღერებული~ მშვენიერი ხუმრობა მინდა გავიხსენოთ… `ვაჟა ერთადერთი პოეტის, რომლისაც არ მეშინია, რომ შემჭამსო~, ალბათ წარმოიდგინა რა დღეში აღმოვჩნდებოდით და ცოტა ქვემოთ დაამატა, `ვაჟა ხორნაული ვეგეტარიანელიაო~…

ვაჟა ხორნაული:

ლელთ ღუნიას სიტყვები მახსენდება:” იქაველ კაცს(ბარელს გულისხმობს მოხევე) ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ. აქაველ ჯანმრთელ არნ.ცარგვლის გამჩენმა განაგო:იქაით მაძღრობა,აქაით სიმრთელე.”
თქვენ შინაგანად ლელთ ღუნიას ეხმიანებით და ეს სრულიად ბუნებრივია.მთა უფრო ახლოსაა ცასთან,მას ადვილად ვერ შეეხებიან ცივილიზაციის საცეცები.სადაც მთათა საუფლოა,იქაა სუფთა წყარო, კრიალა ჰაერი და იქაა უმთავრესი რამ-მოძრაობა(ფიზიკურიც და გონებისმიერიც). მიხარია,რომ გახსოვთ ჩემი წიგნი-”სნეული,სნეული, სნეული მსოფლიო(კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს)”. თვითონ წიგნი არ ვიცი, მაგრამ მისი შექმნის ისტორია საინტერესოა. მახსოვს გივი ალხაზიშვილის ხუმრობაც _ ეს მოხდა ჟურნალ “ჩვენი მწერლობის”რედაქციაში.
ჩემი ერთი ჩველებრივი დღე ასეთია:
ვდგები ადრე(დილის 6 ან 7 საათი,ხშირად 5-ზეც). ვღებულობ ცივ შხაპს და ნელი სირბილით ავდივარ თბილისის ზღვაზე. იქ დავრბივარ დაახლოებით 10-12 კილომეტრს (ზოგჯერ მეტიც მირბენია), ეს ხდება საოცარი სიმსუბუქით-დაღლა თუ იგრძენი,ვარჯიში არაფრის მომცემია. ზღვიდან მობრუნებული ვღებულობ შხაპს(ახლა უკვე კონტრასტულს, რომელიც საოცრებაა) და დღის 12 საათისათვის ვსაუზმობ (ამას წინ უძრვის ხილეულის წვენის მიღება.წყალს, საერთოდ, არ ვსვამ). საუზმე ხილ-ბოსტნეულის “გალობა” და ღმერთის წყალობაა.
სუფრასთან მეორედ მივდივარ საღამოს 6 საათზე, საკვები ახლაც ბუნების კალთიდანაა ამოღებული.

* * *
იოგები ჭამენ დღეში ერთხელ,
გურმანები _ ორჯერ,
ავადმყოფები _ სამჯერ.

* * *
10 საათისათვის კიდევ ერთხელ შევდიავრ შხაპში (“ჭუპა-ჭუპა წყალი მალე”) და 11-ის ნახევრიდან გადავდივარ ძილის სამეფოში, რაც ძალიან ძნელია: ხმაურობს ქალაქი, ხმაურობს ოჯახი, მაგრამ `”თეთრი ყვავი”~ მაინც იძინებს.
ღამის 10 საათიდან შუაღამის 2 საათამდე გრძელდება სამკურნალო ძილი. ამ დროს ისვენებს მთელი სხეული და განსაკუთრებით-გონება, ცნობიერისა და ქვეცნობიერის მხარეებში ქრებიან სიმძიმეები და ხალისის ნიავი უბერავს… დღევანდელი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი იძინებს 2 საათის მერე და ამიტომაცაა ნაადრევი სკლეროზითა თუ სიბერით “შემკობილი.”

გიორგი კილაძე:

ბატონო ვაჟა, სიმართლე გითხრად, კიდევ ერთხელ გავწითლდი, თუმცა გაწითლება თქვენი წიგნის პირველი წაკითხვისას გენახათ… საუბარი პოეტური კრებულით განვაგრძოთ. თქვენს კრებულს `სამოთხის წყალში ოქროს თევზი რომ გაიელვებს~ ქალბატონი მაკა ჯოხაძის წინათქმით _ `გულიდან ამოსული მზე~ _ იწყება, ხოლო თავად კრებული `სიყვარული კიბეა უხილავი,/აჰყვები, აჰყვები/ /და მეშვიდე ცაზე აღმოჩნდები~. საერთოდ განსხვავებული კრებულია: სიყვარული, პოეტი, სიხარული, ქალი, ბედნიერება, ყვავილები, მიწა, ფიქრები, სიხარული _ პირველ ცხრა ლექსში ამ სიტყვებით და სიტყვებზე `საუბრობთ~ _ შემდეგი ორი ლექსში _ ღმერთზე, არა მგონია `სიტყვათა~ ასეთი რიგითობა შემთხვევითი იყოს (იქნებ კრებულის შედგენის ხელოვნებაზეც გვესაუბროთ). შემდეგი ლექსი ისევ სიყვარულზეა. ვფიქრობ, `გულიდან ამოსული მზეც~ _ სიყვარულისა და რწმენისათვისაა. თქვენთვის რა არის სიტყვა, სიყვარული და რწმენა?

ვაჟა ხორნაული:

მართალი ბრძანდებით:რომ არა ღმერთი და სიყვარული (თუმცა ეს ერთი და იგივეა )გულიდან მზე არ ამოვიდოდა.ნებისმიერი ლექსი (რა თემასაც უნდა ეხებოდეს), სიყვარულის ნაყოფია და ამ მარადიულ თემას ეხება. თანამედროვე ქართულ პოეზიაში სოკოებივით მრავლობენ ისეთი ლექსები,რომლებიც სიყვარულის მადლსა და იდუმალებას არიან მოკლებულნი და ამიტომაც ქრებიან წაკითხვისთანავე.ისეთი ლექსებიც “იჩეკებიან”,სიყვარულს რომ ეძღვნება თითქოს,მაგრამ მაინც დაბადებისთანავე კვდებიან,რადგანაც გულის სევდა და სიხარული აკლიათ.
ვაჟა-ფშაველა ბევრს არ წერს სიყვარულზე, მაგრამ მთელი მისი შემოქმედება სიყვარულის ფონზეა გაშლილი.
კრებულის შედგენის ხელოვნებას დიდი ფილოსოფია არა სჭირდება. ასეთ დროს მე დიდი სიყვარულითა და ბავშვური აზარტით “ვნადირობ” ორი ლექსის აღმოსაჩენად-ერთით იწყება და მეორით მთავრდება წიგნი.
არცთუ იშვიათად ამგვარი “ცოდვა” ჩამიდენია: თუ რომელიმე ლექსი მოისუსტებს, მას, როგორც უმწეო ბავშვს, ავიყვან და უფრო მუხლმაგარ ლექსს “ამოვაფარებ.”
რაც შეხება მინიმალისტური (დღემდე არ ვიცი,საიდან გაჩნდა ეს ყოვლად გაუმართლებელი ტერმინი) პოეზიის კრებულის შედგენას, აქ მთავარია იმ ორი ლექსის “მონადირება”, რაღაცით პროლოგსა და ეპილოგს რომ მოგვაგონებენ, ხოლო დანარჩენი ლექსები თავს ისე გრძნობენ ერთმანეთის გვერდით-როგორც ყვავილები მწვანე მინდორზე.
“სიტყვა, სიყვარული და რწმენა”-ეს ის სამებაა,რომელსაც ძალუძს სამყაროს გადარჩენა.ამ სამებიდან ნებისმიერი(ცალ-ცალკე აღებული)შეიცავს დანარჩენ ორს,იმდენად ღრმა და ბუნებრივია მათ შორის არსებული შინაგანი კავშირები.
რწმენის აუმღვრეველ ნათელში ამოზრდილი სიყვარულია ის უმშვენიერესი ძალა,რომელიც შობს მზესავით საჭირო სიტყვას.
ერთ სალოცავში ანთებული სამი სანთელი _ ესაა ჩემთვის სიტყვა, სიყვარული და რწმენა.


გიორგი კილაძე:

ბატონო ვაჟა, მეგობარ პოეტებზე გვიამბეთ… მათ პოეტურ და ადამინურ (თუმცა პირველი მეორესაც გულისხმობსს, ალბათ) ღირსებებზე…



ვაჟა ხორნაული:



მეგობარ პოეტთა რიცხვი დიდი არაა.ვისთანაც ვმეგობრობ, ისინი არამარტო შემოქმედებით,პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევიან. მათ კარგად იციან, რომ პოეზია ღმერთისაგან ნაკურთხი სასწაულია და ყოველ სიტყვას ისე ეხებიან, როგორც სამყაროს ულამაზეს და მარადიულ ნაწილს. პოეზია მათთვის მზისფერი ტაძარია, საიდანაც სიყვარულის-უძველესი და უპირველესი რელიგიის-მადლი მოეფინება.
მეგობრებს ძალიან უჭირთ საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მათი ნაკალმარი დიდებულად ახერხებს ამას. თითოეულ მათგანს მიესადაგება გიოპრგი ლეონიძის სიტყვები,ვაჟა-ფშაველას რომ ეხება:
`”ლექსით მდიდარი,ღარიბი ვაჟა,
თავის ჩოხაზე უფრო ღარიბი~.”
რამდენი გენიალური ლექსი თუ ტაძარია ამქვეყნად,რომელთა შემოქმედნიც უცნობნი არიან მათი გვარ-სახელები მხოლოდ ღმერთის ხსოვნაში ჩანან. ამგვარი სინამდვილის ფონზე მე ყოველთვის მიჭირდა და ახლაც მიჭირს როგორც საკუთარ თავზე საუბარი, ასევე მეგობარ მწერალთა დასახელებაც. მთავარია,რომ ისინი არსებობენ და თავიანთი არსებობით ალამაზებენ ამ უფერულ და მაინც ძვირფას,გულიდან მოუშორებელ საწუთროს.


გიორგი კილაძე:

პოეზია არ არსებობს, ალბათ, კრიტიკის არსებობასაც გულისხმობს? დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?


ვაჟა ხორნაული:

საერთოდ რომ არ არსებობდეს კრიტიკა, მაინც გვეყოლებოდა შოთა რუსთველი და ვაჟა-ფშაველა, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ ნიშნავს იმას,რომ კრიტიკა საჭირო არაა, თუმცა ობიექტური კრიტიკაც ისევე იშვიათია, როგორც გენიალური ლექსი, ქანდაკება თუ სიმღერა.
კრიტიკა არასოდეს ყოფილა და ვერც მომავალში იქნება იმ სიმაღლეზე, მწერლობას რომ აქვს დაპყრობილი, რაც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ქართული კრიტიკა არსებობს, მაგრამ გვარიანადაა დასნეულებული იმგვარი დაავადებებით, როგორიცაა პირფერობა,ა რაფრის მომტანი მრავალსიტყვაობა, სავარძელსა თუ რომელიმე პრემიას დამიზნებული ვირუსი-”ჩალიჩი.”
კრიტიკა რომ სათანადო სიმაღლეზე იდგეს, მწერლობის “ტერიტორიები” აღარ დაიტბორებოდა ემოციებისგან დაცლილი, მშრალი, ხელოვნური და უსურნელო ლექსებით;ა ღარ “დაამშვენებდნენ” დღევანდელობას სხვადასხვა ლიტერატურულ კუნძულებზე გამოჩეკილ-გამოგონილი “გენიოსები.”


გიორგი კილაძე:

ბატონო ვაჟა სულ რამდენიმე საათში და ახალი წელი დადგება. რით იყო მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ მიმავალი წელი თქვენთვის და საერთოდ ქართული პოეზიისთვის? და რას უსურვებდით მომავალ წელს ქართულ პოეზიასა და მის თაყვანისმცემლებს.

ვაჟა ხორნაული:

ამ კითხვამ დიდი ილია გამახსენა:”რა გითხრათ?რით გაგახაროთ?”
წლევანდელმა წელმაც დაგვიტოვა ღრმა ჭრილობები.
საქართველო წააგავს უკაპიტნო გემს,რომელიც ამღვრეულ და ადიდებულ ოკეანეში მიცურავს ტანჯვით.აწმყოთი დათრგუნული ხალხი მომავალსაც დაეჭვებული და დაღონებული უყურებს…და ისევ ილია:”აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია.”
ღმერთი თუ გვწამს,”უნდა კიდევაც მივსდიოთ მას”-თუნდაც ოთხივე მხრიდან უდიდესი კატასტროფა გვიახლოვდებოდეს.
“სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,კვნესა რად ისმის ჩვენითა?!”-ესაა ჩვენი ისტორია;ესაა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და სწორედ ასეთ უმძიმეს ვითარებაში უნდა გვახსოვდეს,რომ სადაც ღმერთის სიყვარულია,იქაა თავგანწირვა და, სადაც თავგანწირვის ნიჭია,იქაა გამარჯვება.
ყოველ ნაბიჯზე გაიგონებთ:”ჩვენთან არს ღმერთი”.ასეა-ღმერთი ყველასთან და ყველგანაა(მათ შორის-ჯოჯოხეთშიც),მაგრამ ესაც ვიკითხოთ და თანაც-ხშირად:ჩვენ თუ ვართ ღმერთთან? "საკითხავი,აი,ეს არის.”
ეს ელვა ვაჟას გულიდანაა:
“ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა.”
გვენახოს ლუხუმი ლაშარის გორზე მზესთან ერთად გამოჩენილი-ცალ ხელში მახვილით,მეორეში სანთლით.

ბოდიშს გიხდით ნაჩქარევი,საახალწლო ხმაურსა და ფორიაქში, პირდაპირ დესკოპზე “დაექსპრომტებული” პასუხებისათვის.

გიორგი კილაძე:

უღრმესი მადლობა ბატონო ვაჟა. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით.

...
ინტერვიუ გადმოტანილია ლიტერატურული საიტიდან "თაობები."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Sun Jan 24, 2010 6:05 pm

sunny sunny sunny sunny santa santa santa santa santa
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Fri Jan 29, 2010 8:10 pm

ქართული ანბანი
გამოჩნდა ოცდარვა მზეჭაბუკი
და ხუთი ანგელოზი
და უდაბნო ამწვანდა,აყვავდა.

***
და ღმერთს ისე ასტკივდა ფატმანი,
რომ წუთით დაავიწყდა ნესტანი,
თინათინიც-მამის ტახტიანად.

***
ზედმეტი სიტყვა-
როგორც ხელზე მეექვსე თითი,
თანაც სხვა ფერისა...

***
ერთმანეთს ატკბობენ ბაგეები-
თითქოს ღმერთისგან გამოწვდილი
ყურძნის მარცვალს ინაწილებენ.

***
ყველა რომ მიწას მიაჩერდეს,
ცა ჩამოიქცევა...


***
შვილი მწვერვალებთან მიგიყვანს,
შვილიშვილი-ვარსკვლავებამდე.

***
როგორ ნათდება ცის სიღრმეები,
როდესაც ვარსკვლავებს გადაუვლის
ჩრდილი სიყვარულის ფრთებისა.

უსიტყვო ფიცი
------------------
ერთმანეთს ჩაწნული ღიმილა თითები,
ხელები თაიგულად შეკონილი
და გულთან მიტანილი...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 9Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: