არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ო მ ა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ო მ ა   Sat Dec 26, 2009 7:41 pm

ილტოსპირელი-მიხეილ ღანიშაშვილი

ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერება - ომა

ვაგრძელებ ილტოს ხეობელი სახალხო მთქმელების ლექსების პუბლიკაციას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობ ომა ხვლეურის შემოქმედებას.

ვისაც არ მოსწონს. არ აინტერესებს და არ ესმის ხალხური პოეზია, ტყუილად ნუ შემოვა ამ ნაკრძალში და ნუ ეცდება მის დანაგვიანებას!

ხოლო ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ხალხური საუნჯე, უმორჩილესი თხოვნა მექნებოდა მათთან: გთხოვთ, ყურადღებით და სერიოზულად წაიკითხოთ ნაწერი, გამოთქვათ თქვენი აზრი მის შესახებ შეძლებისდაგვარად ვრცლად და ობიექტურად. ავტორი დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნასა და წინადადებას.



ო მ ა


ომა ხვლეური XX ს-ის პირველი ნახევრის ილტოს ხეობელი ფშაველი მოლექსეა. ომას თავდაპირველად ივრის ხეობაზე, სოფელ ყვარაში უცხოვრია, საიდანაც ჯერ ილტოს ხეობის სოფელ ბუხრევში, ხოლო შემდეგ სოფელ საფუტკრეში (დღევანდელი ჭართალის ერთ-ერთი უბნი - მ.ღ) გადმოსახლებულა. ერთხანად მას თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურშიც კი უცხოვრია. ომას ამ უცნაურ ადგილმონაცვლეობას ერთი მეტად სერიოზული, მაგრამ იმ დროისათვის გაუმჟღავნებელი მიზეზი ჰქონია - ეს, ერთი შეხედვით, უბირი კაცი, თურმე, კოლექტივობას გაურბოდა და თუ იმ სოფელშიც კოლექტივი შეიქმნებოდა, სადაც ცხოვრობდა, მიატოვებდა და ახლა სხვაგან ეძებდა თავისუფლებას. ბოლოს და ბოლოს, ჭართალაში გაჩერებულა, თუმცა თავისი ახირებული სიჯიუტე მაინც არ დაუთმია და ”ისე მოკვდა, რომ კოლექტივში მაინც არ შესულა, სუ ტყეში იყვიდისო”, ჰყვებიან მის შესახებ თანამედროვენი. ომას ჰყოლია ცოლ-შვილი. მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, ოფრო დიდ დროს ატარებდა ტყეში, ამზადებდა ხის საოჯახო ჯამ-ჭურჭელსა და იარაღებს. ცხოვრობდა გაჭირვებით. გარდაცვლილა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, დაახლოებით გასული საუკუნის 60-იან წლებში. დაუკრძალიათ იქვე, სოფლის სასაფლაოზე. ომას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ჭართალასა და ახმეტის რაიონში.
ომა საკმაოდ ნიჭიერი, მახვილად სიტყვამოსწრებული, უაღესად შეუპოვარი და მოურიდებელი მოკაფიავე ყოფილა. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც ბ ასრი და მჭრელი სიტყვის პატრონს როგორც ლექსობაში , ისე ცხოვრებაში, პირად საუბრებში მოპაექრეებთან. მოქეიფე და მოფანდურე ომას საინტერესო აურა ჰქონია და ეს მჩატე აგებულების მოხუცი თურმე ყველასათვის სახალისო შემხვედრი ყოფილა.
ომა თურმე ბევრს კაფიაობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ნაბეჭდი, ისე ზეპირი სახით, ჩვენამდე ომას კაფიების მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია მოღწეული. არ ჩანს მისი გალექსებანი. ეტყობა, უპირატესობს მაინც ცოცხალ, სახელდახელო პაექრობას ანიჭებდა. მისი კაფია სკაბრეზულია.
ერთი ხალხური ლექსი, რომელიც მე თავად მაქვს გაგონილი, ჯერ კიდევ ბავშვობაში,
ომას ერთგვარად უდარდელ, მოფანდურე და თავისთავში დაჯერებულ მოლექსედ სახავს:

მხარ-გვერდზე იწვა ომაი, ბევრაის ლექსის მთქმელია,
კალთაში ედვა ფანდური, თავით ბოლომდე ჭრელია,
ძნელად რომ ვინმე მაჯობოს! - ე მაგის მაუბნელია.

(მთქმ: ბეჟან ღანიშაშვილი, დაბ. 1925 წ. ახმეტის
რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1999 წ.)

ჩვეულებისამებრ, ტყეში ყოფილა ომა. ხე უჭრია. ანაზდად მეზობელი შესწრებია და შეულექსებია:

მეტოქე: სუ ტყეში რო ზი, ომაო, ბუვი ხვარა ხარ, ჭოტიო?
ომა: ღადუნი მინდა ვიპოვო, მკვდრებზე მიგიკლა კნოტიო,
არ ვიცი ამ ხალხს რას უშლი, ხეს რო მუაჭრა ტოტიო?

მთქმელის შენიშვნა: " სუ ტყში იჯდა ეგ ომა. სუ ხეებსა ჭრიდის. თან საქონელსა მწყემსავდა, თან ხის ჯამ-ჭურჭელს აკეთებდა. ბუვი - ბუ, ღადუნი - კატა, კნოტი - კნუტი."

(მთქმ: ბეჟან ღანიშაშვილი, დაბ. 1925 წ. ახმეტის
რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1999 წ.)

ბუხრევში ადიდებულ ილტოს ომას მამული გაურეცხ-გაუტანია,
რაზეც რომელიღაც მეტოქეს გულზემოდებით შეულექსებია: ეს რა ზარალი მოგვსლია, ომავ, მამული რომ წაურთვია წყალსაო. ომას პასუხს ფარ-ხმალი დაუყრეინებია მოქილიკისათვის და ხალხში მოსწრებულ ნათქვამად დარჩენილა:

მეტოქე: ე ილტო ადიდებულა, შენდ წაურთომის მამული,
ომა: დაიცა,ომა გენაცვლოს, ბეჩავ კაცი ვარ, ცალგული,
იმით წეამუე ყვარითა, არც იქა მქონდა მამული,
იქ ვიყავ იორმ გამრეცხა, წყალმ გამიხეთქა თვალ-გული,
აქ მუელ, რა დღეშია ვარ - თვ ალებ ხვარა გაქ ამბული.

(ქხპ, ტ. IX, გვ. 20)

ომა ცნობილი სახალხო მთქმელისთვის, ჭიპიტანასთვისაც (ფილიპე ღვინიაშვილი) საკმაოდ წონიანი მეტოქე ყოფილა. ისინი ერთმანეთს თურმე ნათესავებად, დედიძმისშვილ-მამიდაშვილებადაც მოერგებოდნენ. ერთხელ ეს ჭიპიტანა სახლში სწვევია ომას. უქეიფიათ. იმ ღამეს სტუმარი მასპინძელთან დარჩენილა, სახლში. დილით კი, ნაბახუსევზე, ჭიპიტანას კაფიის სტრიქონით არაყი მოუთხოვია, რასაც ომას მხრიდანაც ლექსადვე მოჰყოლია პასუხი:

ფილიპე: წუხელ რო მაძალადებდი, დედიძმიშვილო ომაო,
მაიტა წინწანაქარი, დავლიო უნაყრომაო.
ომა: ნუღარ დავხარჯავთ იმასა, წუხელის მითხრა ცოლმაო.
ფილიპე: რა კაბა-ჯუბას შეუცვლის იმის ჭურჭელში დგომაო,
არ გაჯავრდება, უთხარი: ფილიპემ მმაინდომაო.

(ქხპ, ტ.XII, გვ. 160)

საინტერესოა ამ კაფიის მეორე ვარიანტი, რომელიც ცოტათი ვრცელიცაა და რომელშიც საბოლოოსა და მომჭრელ, ანუ გამარჯვების სიტყვასაც ომა ამბობს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, მეორე ვარიანტით, ომას მეტოქედ არა ფილიპე, არამედ ცნობილი ივრის ხეობელი მოლექსე ფრუშკა წვეროშვილია წარმოდგენილი გოგას მეტოქედ:

ფრუშკა: წუხელ რო მაძალადებდი, ჩემო ძმობილო ომაო,
მაიტა წინწანაქარი, დავლიო უნაყრომაო.
ომა: ნუღარ დავხარჯავთ იმასა, წუხელის მითხრა ცოლმაო.
ფრუშკა: რა კაბა-უბკას უყიდის იმის კიდობანს დგომაო,
არ გაჯავრდება, ტუ ეტყვი, რო ფრუშკამ მაინდომაო.
ომა: ნუ იცი სხვათა სახშია ცხვირის ყოფა და ჯდომაო,
თავის შინ წადი, მამშორდი, აქ ნუ დაიწყე კვდომაო.

(მთქმ. პავლე თიაყაშვილი, 59 წლის, ახმეტის რ-ნი
ს. ჭართალა, 1988 წ. ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი)

ეტყობა, ბუხრევში ომას ეზო-მამული ზედ წყლის პირას ჰქონდა და, სიახლოვის გამო, ადიდებული ილტო ხშირად უზიანებდა სახნავ-სათიბს. მისი ეს გასაჭირი, როგორც ჩანს, არაერთხელ გამხდარა სალექსო საგანი. ქვემოთმოყვანილი კაფიის მიხედვით, ისევ ჭიპიტანას აამოუწვევია სალექსოდ მორიგ უბედურება-თავსდატეხილი კაცი:

ფილიპე: ნეტავ ბუხრებში, ომაო, რაად წამოხვე ყვარითა?
ომა: მაშინ არ იყო ბუხრევი გამოტენილი ღვარითა.
ფილიპე: ეხლა ხო აქაც გარიყა, ვეღარას მახნავ ხარითა.
ომა: იმთვენ ველ კიდევ დარჩება, გადავაბრუნო ბარითა.

(ქხპ, ტ.XII, გვ. 160)

ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორულ არქივში ამ კაფიის მეორე ვარიანტიცაა დაცული:
ფილიპე: ნეტარ ბუხრევბში, ომაო, რაად წამოხვე ყვარითა?
ომა: მაშინ არ იყო ბუხრები გამოტანილი ღვარითა.
ფილიპე: ეხლა ხო აქაც გარიყა, ვეღარას მახნავ ხარითა.
ომა: ჩემ მტერსა აესეთაი, ცხოვრება მექცა მწარითა.
ფილიპე: იმთვენ ველ კიდევ იქნება, გადააბრუნო ბარითა.
ომა: რიყეა თვალ-უჩინარი, მითომ კი ხედავ თვალითა.

(ლიფა, ფაკ 103, გვ. 93, ალ. დულუზაურის მასალები)

უნდა ვტრქვა, რომ ამ კაფიის სხვა ვარიანტიც არსებობს, რომელიც პავლე თიაყაშვილმა ჩამაწერინა. ეს პავლე ჩემი სტუდენტობისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საკმაოდ ნიჭიერი კაცი იყო და უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, განსაკუთრებით ილტოსხეობელი მოლექსეებისა. სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა და ბევრი რამ საფლავში წაიყოლა. პავლეს ვარიანტი, როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაშიც, დაბეჭდილისაგან განსხვავებით, რამდენადმე ვრცელია:

ჭიპიტანა: ნეტავინ ჩემო ომაო, რადრა წამოხვე ყვარითა,
ართუ გენახა ბუხრევი, ჩამოგლეჯილი ღვარითა?
ომა: ქვეიდან არ ამოვსულვარ, ჩამუელ ზენა მხარითა,
ტყე-ბალახიან გორებით, ქვა-კლდეებით მყარითა,
მაშინ არ იყო ბუხრევი ძირ-გამოთხრილი წყალითა.
ჭიპიტანა: ეხლა კი გარიყულია, შენაც ხო ხედავ თვალითა,
დარჩები მშიერ კუჭითა, ვეღარას მახნავ ხარითა.
ომა: იმდენ ხო მაინც დამრჩება, გადავაბრუნო ბარითა,
ჩემ სამყოფ რო მოიწიო, სესხით არ ვიყო, პარვითა,
ჩემისთანას რო ეკმაროს, შენგან არ ვზიდო მხარითა.

(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, 59 წლის, ახმეტის რ-ნი
ს. ჭართალა, 1988 წელი, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი)

ომა რომ მართლაც საკმაოდ უშიშარი და მოურიდებელი მოკაფიავე ყოფილა, ამას კარგად ადასტურებს ერთი მეტად საინტერესო ეპიზოდი, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:
ომიანობის წლებია. ომა თურმე თავის სახლის წინ არაყს ხდის. მაშინ ილტოს ხეობის ტყეები სავსე ყოფილა ომისთვის თავარიდებულებით. ასეთთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ცნობილი გოგია ჭიჭოშვილის ჯგუფი ყოფილა, რომლის წევრებშიც რამდენიმე სისასტიკით განთქმული წევრიც რეულა. სწორედ ეს ჭიჭოშვილის ბიჭები უყურებენ თურმე გაღმიდან, დურბინდებით, საარაყე ქვაბთან მოფუსფუსე ომას. ტყის შვილებს ბევრი აღარ მოუცდიათ და ომას სტუმრებიან. ცხადია, ჭიჭოშვილის კბილებამდე შეიარაღებულ ხალხს ომა წინ ვერ დაუდგებოდა და ცოტა ხანში, იქვე, პატარა სუფრაც გაშლილა და დაუპატიჟებელ სტუმრებს ახლადგამოხდილი წინწანაქარი დაუჭაშნიკებიათ. ხასიათზე რომ მოსულან, შეზარხოშებულთაგან ერთს, ვინმე ლაფანყურელ ფშაველს, ჩონგური მოუთხოვია და ომასთვის შეუმღერებია:

მეტოქე: რადარ იმღერი, ომაო, რადა ზიხარ ჭკვიანადა?
ომა: ე ჩემ ცხოვრება თქვენ მიგაქვთ თავის არაყიანადა.
მეტოქე: რაც აქ დაგვრჩეს, ვერ წავიღოთ, ოხრად დაგვრჩეს, ტიალადა.
ე რძალიც მე გამაყოლე თავის ტარ-ფარტნიანადა.
ომა: რადა თქვენი დედა მ....ან, თქვენთან რა მაქვს ზიარადა.?

მთქმელის შენიშვნა: "ომას ყაჩაღები დაესხნენ თავს სახლში. ერთადა ქეიფობენ. მაშინ ულექსებავთ. ეს მოლექსე ყაცაღი ყოფილა იუდას შვილი ლაფანყურიდან. ომას რო შეუგინებავ, ამაზე ი იუდას შვილს დაუტყლეშია მისთვის. ამ დროს გოგიაც იქა მჯდარა ჭიჭოშვილი და ძალიან გაბრაზებულა - რადა სცემ მოხუც კაცსო, მერე რა მოხდა რო შაგაგინა, სიტყვამ, ლექსმა მოიტანაო."

(მთქმ: ლადო ივანეს ძე ბუჭყურაშვილი, დაბ. 1929 წ.,
ს. ჭართალა, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2003 წ.)

ამ ლექსის ერთი ვარიანტი დაცულია ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორულ არქივში:

მეტოქე: რად არ იმღერი, ომაო, რადა ზიხარ ჭკვიანადა?
ომა: ჩემ ცხოვრება თქვენ მიგაქვისთ თავის არაყიანადა.
მეტოქე: რაც მე დამრჩეს წასაღები, დაგრცეს ოხერ-ტიალადა.
ომა: რადა შენი დედა მონტ..ან, შენთან რა მაქვს ზიარადა.
მეტოქე: აი, რძალიც აქ მამგვარე, თავის ტარ-ფარტნიანადა.
ომა: დედაშენსამც შამამყარა, დავხვდებოდი ფხიანადა,
შენი ჯალაფნი გადავტ..ან თავის ჯამ-ჭურჭლიანადა.

მთქმელის შენიშვნა: ომას არაყი უხდია. 1943 წელია. ტყიდან უყურებენ ბადიტები. ჩამოვიდნენ და დასხდნენ. რო დათვრნენ, ერთმა შეუმღერა, ლაფანყურელი იყო... ომას ყვანდა რძალი, ახლა იმას გადასწვდნენ.”)

(ლფა, კახეთის ფოლკ. ექსპედიცია, ჩამწ: დ. წერედიანი,
მთქმ: ნ. ვარდიაშვილი, ს. მატანი, 1961 წ.)

არსებობს ამ ლექსის სხვა ვარიანტიც, რომელიც თბილისი სახ. უნივერსიტეტის ფოლკ. არქივშია დაცული:

მეტოქე: ომავ, რადარას იმღერი, რადა ზიხარ ჭკვიანადა,
ემაგ ტიკებს ჩვენ წავიღებთ თავის არაყიანადა,
ემაგ რძალსაც თან წავიყვანთ თავის ტარ-ხოკრიანადა.
ომა: რადა თქვენ დედა ვატირე, რა მაქ თქვენთან ზიარადა,
დრო მოგივა, თავისიცა ოხრად დაგრჩეს, ტიალადა.

(თსუფა, მტქმ: ალექსი პატარაშვილი, 45 წლის,
ს. მატანი, ჩამწ: ლ. ნატროშვილი)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
 
ო მ ა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: