არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გადმოტანილები

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: გადმოტანილები   Tue Dec 22, 2009 6:11 pm

სხვა საიტებიდან თუ რამის მოტანა გვინდა, ოღონდ მოკლე უნდა იყოს...
ან - გაგრძელებებით...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გადმოტანილები   Tue Dec 22, 2009 10:06 pm

ახალი წელი და ქართული კულტურა



სამეცნიერო ლიტერატურაში დეკემბერი, როგორც წესი, მზის დაბადების
დღედ იყო მიჩნეული. მართლაც, ზამთრის ნაბუნიობის შემდეგ (22, 23, 24 დეკემბერი) მზე მატებას იწყებს. მეცნიერებს წელიწადის პირველი დღის მაგიურობის რწმენა ახალი წლის ყველაზე დამახასიათებელ
ნიშნად მიაჩნიათ. ახალი წელი ჯადოსნურ დღედ ითვლებოდა,
ამიტომ რიტუალების შესრულება 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო
სამზადისით იწყებოდა.
"ახალი წლის აღნიშვნა საქარ-თველოს ცალკეულ კუთხეში თავისებურებებით ხასიათდება. გარდა იმისა, რომ გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ სახლსა თუ საყოფაცხოვრებო
ნივთებს, მდუღრავდნენ ჭურჭელს, განსაკუთრებულ საკვებსაც ამზადებდნენ". როგორც წესი, ქართველები საახალწლოდ სპეციალურად ნასუქ ღორს კლავდნენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, სადაც ეს ცხოველი უწმინდურად ითვლებოდა, ახალი წლის დილას ცხვარი
იკვლებოდა. ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ ცხოველის, ფრინველის გამრავლება, მოსავლის სიუხვე, რაც სიმბოლურ რიტუალებში იჩენდა თავს. სწორედ ამიტომ, ყველა შინაური ფრინველისთვის თუ ცხოველისთვის რიტუალური კვერები ცხვებოდა.
უძველესი დროიდან ადამიანს სურდა, ცალი თვალით მაინც შეეხედა თავისი მომავლისთვის - განეჭვრიტა ხვალინდელი დღე. განსაკუთრებული სიმძაფრით კი, ეს სურვილი ახალი წლის მოახლოებისას ეუფლებოდა. ახალ წელს ხომ, როგორც არასდროს, ვართ განწყობილი, გვჯეროდეს სასწაულის, გვსურს მტერსაც და მოყვარესაც ბედნიერება ვუსურვოთ, უარყოფითი ემოციები წარსულს ჩავაბაროთ და ახალი, ხალისითა და ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება დავიწყოთ. გამორჩეულად ვემზადებით ამ "სასწაული დღის" შესახვედრად, ვინაიდან გვწამს _ როგორც გავატარებთ ახალ წელს, ისე ვიცხოვრებთ მთელი წლის განმავლობაში.

****
კვერებს მაგიური ძალა მეკვლის ხელიდან ეძლეოდა

რიტუალური კვერები ნაყოფიერების, სიმრავლისა და მომავალი სავსე ცხოვრების მომნიჭებლები იყვნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ღორის – სამსხვერპლო ცხოველისთვის გამოცხობილი
კვერი. რაჭა–ლეჩხუმში მას "ღორის სალოცვილი", იმერეთში "საკვაკვავი", რაჭაში კი "სირისკუდი" ერქვა. ისინი მაგიის გზით ღორების გასამრავლებლად ცხვებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ფშავში, ბლითის ფორმის სამეკვლეო კვერს "გოგას" აცხობდნენ. "გოგას" მეკვლე სახლში შემოაგორებდა ხოლმე. ჩიჩილაკისთვის განკუთვნილ კვერს "ბოკელი" და "ხარის კისერი"
ერქვა. "ბოკელი" ყველითა და მოხარშული კვერცხით იყო გამოტენილი. "ხარის კისერს" კი, საქონლის გამრავლებისა და ჯანიანობის დასაბევებლად აცხობდნენ. საახალწლო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს კაცის ფორმის პური "ბასილა" წარმოადგენდა. მას აწყობდნენ "სამეკვლეო გობზე" ან
თეფშზე, რომლითაც მეკვლე "შემოლოცვის" რიტუალს ასრულებდა.
ბასილას კვერი ოჯახის ყველა წევრს უნდა ეჭამა. ხშირად მას საქონელსაც აჭმევდნენ, ზოგჯერ კი წყალკურთხევამდე (19 იანვარი) ინახავდნენ და მერე მიირთმევდნენ.
სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია დადგენილია, რომ ბასილის სახელის ქვეშ ხალხი წმიდა ბასილ დიდს - IV საუკუნის უდიდეს კესარიელ მამას გულისხმობდა, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქრისტიანობის განვითარებას. რაჭაში ცხვებოდა რამდენიმე "კაცბასილა":სამი "კერია" და მეოთხეს პირდაპირ "წმიდა ბასილი" ერქვა. ხევში და თუშეთში ახალი წლის
მსგავსი სამზადისი მიმდინარეობდა შობასაც: ხევში "წმიდა სამების პურს", "თესლის პურს", ბავშვებისთვის კი "ბედისკვერებს" აცხობდნენ. თუშეთში საშობაოდ გამომცხვარ დიდ კოტორს
"ქრისტეს საგზალი" ერქვა, ადამიანთა და შინაურ ცხოველთა გამოსახულების პურებს
კი _ "სათავსქვიო" კვერები. ისინი სასთუმალქვეშ ამოსადებად განკუთვნილი, ლუკმისოდენა მრგვალი პურები გახლდათ. "განსაკუთრებულ წესად ჰქონდათ კვერებზე მკითხაობა. მაგალითად, ამოფუებული "ბედისკვერი" ბედნიერების საწინდარი იყო. საერთოდ, კვერების უმრავლესობას
მაგიური ძალა მეკვლის ხელიდან ეძლეოდა.

***
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გადმოტანილები   Tue Dec 22, 2009 10:06 pm

wina postis gagrdzeleba

ფეხის შემოდგმა, კვალის დატოვება

ახალ წელს მნიშვნელოვანი გახლდათ გარედან შემოსული მეკვლის პირველი ნაბიჯი, რაც ყოველივე პირველქმნილთან, საწყისთან იყო გაიგივებული. მაგალითად: სამყაროს ცენტრთან, ხელახლა დაბადებასთან, მზის ამოსვლასთან,
გაზაფხულთან. მეკვლეობის რიტუალი გაიგივებული იყო აზრთან, რომ "თუ ჩვენ
ერთხელ შევძელით უსასრულობიდან, სიბნელიდან და არსაიდან დაბადება, ჩვენ ამას მეორედაც შევძლებთ". ფეხი გაიაზრება, როგორც ემოცია, სიჩქარე, ენერგია, გამარჯვება - რაც მთავარია, ღვთაების, ადამიანის სულის სადგომი, რომელიც ნატერფალზე გადის. ტერფი მითოლოგიურ გააზრებაში უშუალო კავშირშია დედამიწასთან,
მეკვლე, როგორც წესი, ახალი წლის მობრძანებას ყველას ულოცავდა, ჩიჩილაკს გარკვეულ ადგილზე დებდა, ცეცხლს ჯოხით უჩიჩხინებდა და გაცვენილ ნაპერწკალზე ოჯახს იმდენივე საქონელსა და ოჯახის წევრს
უსურვებდა, რამდენი ნაპერწკალიც ცვიოდა. საგულისხმოა, რომ ამგვარი წესი მთელ საქართველოში დასტურდება. ჩიჩილაკი და ბომბღა დასავლეთ ქართული საახალწლო რიტუალის ძირითად ელემენტს თხილის ტოტისგან გამოთლილი ხე - ჩიჩილაკი წარმოადგენს, რომელიც ნაყოფიერების მომნიჭებელ ხედ იყო
გააზრებული. ხე აკავშირებს სამ სკნელს: ქვესკნელს, შუასკნელსა
და ზესკნელს. მისი ფესვები ქვესკნელის კუთვნილებაა, ტანი შუასკნელის ანუ დედამიწის, ტოტები კი _ ზეცის. ხე ერთგვარი კიბეა, დედამიწიდან ზეცისკენ მიმავალი გზაა. ვეგეტაციის უნარი კი მას მუდმივი განახლების შესაძლებლობას ანიჭებს და უკვდავებასთან აკავშირებს.
სვანურ ჩიჩილაკს "ბომბღა", ჩიჩილაკის ბულულს კი "ბასილას წვერი" ერქვა. მასზე, ისევე როგორც ჩიჩილაკზე, რიტუალურ კვერებსა და ადამიანის კეთილდღეობისთვის განკუთვნილ ნივთებს კიდებდნენ: სამკაულს, ფულს, აბრეშუმის ნაჭრებს, ხილს. გურულ ჩიჩილაკს "გვერგვს" - მწვანე მცენარისგან შეკრულ გვირგვინს ჩამოაცმევდნენ ხოლმე. "გვერგვს" შუაში ჯვარი ჰქონდა დამაგრებული, ბოლოებზე კი ვაშლები და ბროწეულები ეკიდა. ზოგჯერ ჩიჩილაკი თხილის
ტოტისგან შეკრული რგოლით, "კალპით" ირთვებოდა, რომელსაც კურკანტელის მწვანე ტოტებით ამკობდნენ.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გადმოტანილები   Tue Dec 22, 2009 10:08 pm

gagrdzeleba
ფაფის დუღების წესი

შობისწინა ღამეს ქართლში "ქრისტეს კორკოტობა" ჰქვია, ხევში "ყორბოულობა", გუდამაყარში "თხილობის ღამე", სამეგრელო-ში "ქირსე საღამო", გურიაში "მრავალწლობა", ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი "ჭანტილობა". ამ საღამოს ქართველი ქრისტიანები 3 ან 9 სხვადასხავა დასახელების მარცვლისგან ფაფას ამზადებდნენ. დასავლეთში ფაფას ნიგვზითა და თაფლით კმაზავდნენ. რაჭაში ოჯახის უფროსი ქვაბს ჩასცინებდა და ფაფის შედედებულ ზედაპირს მოსავლის სიუხვისთვის გარეთ ხეებს წაუსვამდა ხოლმე. ოჯახის სამშვიდობოდ მომირთმევია არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი რიტუალებით გამოირჩეოდა შობის დღესასწაული: რაჭაში შობის გათენებამდე ორ ყვინჩილას კლავდნენ: "საოჯახოს" და "საანგელოზოს". "საანგელოზოს" დიასახლისი კაცებს, ბავშვებს და ხარებს შემოავლებდა თავზე და იტყოდა: "მთავარანგელოზების ბარზე მომირთმევია ეს ყვინჩილა, თქვენ სამშვიდობოდ".
"საოჯახოს" კი ცეცხლსა და მასთან ახლოს მდგარ სასაფუვრეს შემოავლებდნენ და იტყოდნენ: "ოჯახის სამშვიდობოდ მომირთმევია ეს ქათამი". "საანგელოზო" ყვინჩილას მხოლოდ მამაკაცები და ბიჭები მიირთმევდნენ - "საოჯახოს" კი ყველა. ამ რიტუალების შემდეგ რაჭველები მამალს კლავდნენ.
სვანეთში, დილით ადრე მამაკაცი დაკლული მამლის ძვლებს ცეცხლში ყრიდა და ამბობდა: "ასე დაიწვას ჩვენი ოჯახის მავნე ავადმყოფობა, ასე დაიწვას, როგორც ეს დაიწვა!" "გაძლევ, რათა შენ მე მომცე".


gadmotanilia saitidan uraparaki.avtori ''daisi''.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გადმოტანილები   Tue Dec 22, 2009 10:08 pm

ახალი წლის აღნიშვნა ილტოს ხეობაში
(მოკლე ეთნოგრაფიული ეტიუდი)


ახალი წლის მოახლოება ყველა ბავშვს ახარებს. გვიხაროდა, ცხადია, ჩვენც, მე და ჩემს დედ-მამიშვილებს. ნაძვის ხეს ჩვენთან ბზისაგან დგამდნენ. მამა წინასწარ წავიდოდა ბზიან გორზე, მოჭრიდა ერთ კოხტა, ფართეტოტებიან ბზას, მოიტანდა დათოვლილი სახლში, დააყენებდა სადგამზე და ვიწყებდით ყველანი მის მორთვას. მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოები მაშინ იმდენად არ გვქონდა, ამიტომ ნაძვის ხეს ბამბებით, კანფეტებით, სხვადსხვა ფერის ხისა და ქაღალდის სათამაშობით, ბრჭყვიალა ფურცლებითა და წვრილმანი ნუგბარით ვრთავდით.
დედა საახალწლო სამზადისით იყო დაკავებული: აკეთებდა საჭმელებს, ნამცხვრებს. ჩვენ ყველაზე მეტად მაინც გოზინაყის მომზადება გვხიბლავდა და ამიტომ სულ ხელებში შევყურებდით, თუ როგორ იწყებდა თაფლი დნობასა და დუღილს, როგორ ყრიდა მასში ნიგოზს, როგორ ურევდა ხის ბრტყელპირა კოვზით, როგორ გადმოდგამდა ცეცხლიდან და როგორ გაიტანდა გარეთ, აივანზე, გასაციებლად, გასაყინავად. მსუნაგი თაგვებივით დავდევდით თან და ერთი სული გვქონდა ცოტა მაინც წაგვეტეხა უკვე სანახევროდ შეყინული გოზინაყისთვის, მაგრამ ამას სასტიკად გვიკრძალავდნენ და ჩვენც ვემორჩილებოდით ბედს.
საღამოსთვის სუფრა მთლიანად გაწყობილი იყო. სხვა დანარჩენთან ერთად, სუფრაზე აუცილებლად იდგა ხის დიდი თაფლიანი ჯამი, წყალი, მარილი, ენთი მაღალფეხა თაფლის სანთლები. სუფრაზე უკურთხებლად არაფერი იქნებოდა. პირველ რიგში, ღვთის, ხატ-სალოცავების სახელი ხსენდებოდა, ოჯახიდან წასულთა სულებისთვის სახელი შეიდებოდა და ამის შემგეგღა იწყებოდა საახალწლო საზეიმო სუფრა, რომელიც მუდამ სიცილსა და მხიარულებაში მიმდინარეობდა. იმ ღამეს გვიანობამე, ვინც სადამდე გავძლებდით, მანამდე შეგვეძლო მაგიდასთან ყოფნა თუ ნაძვის ხის ირგვლივ ცეკვა-თამაში...
მეორე დილით ჯერ ისევ ლოგინში მწოლებთან მოვიდოდა დედა, გაგვაღვიძებდა:
- გაიღვიძეთ, ბალღებო, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!
ამ სიტყვეზე მოგვაბნევდა გარედან შემოტანილ თოვლის ფანტელებს და გვეტყოდა:
- ესე თეთრად დამიბერდით, შვილებო!
მერე იმ დიდ თაფლიან ჯამს აიღებდა ხელში, მოვიდოდა სათითაოდ ყველასთან და ხის კოვზით თითო ლუკმა თაფლს, როგოც მერცხალი თავის ბარტყებს საკვებს, ისე ჩაგვიდებდა პირში:
- ეს ტკბილად დამიბერდით, ესე ტკბილად!
მერე კანფეტებს გადმოგვაყრიდა ასევე, პირდაპირ ლოგინებში და თავად კი ამასობაში წინასწარ შეპირებულ მეკვლეს გახედავდა, რომელიც ლამის უკვე ამოსულიყო ავიანზე.
მაშინ ახალი წელი უთოვლოდ თითქმის არ მოდიოდა. ყინვებიც საკმაოდ მაგარი იცოდა. თვალს რომ გავახილებდით ახალი წლის დილას ისეთი ლამაზი სანახავი იყო შეჭირხლული ფანჯრის მინები, თავის ათასნაირი სურათებითა და სიუჟეტებით, რომ დღესაც კი მენატრება მსგავსი სილამაზის ხილვა.
შემოადგებოდა კარების ზღურბლს მეკვლე. დედა თაფლიან ჯამიდან მასაც უთავაზებდა თაფლს და თან წინა დღეს გამომცხვარ "გოგას" მიაწვდიდა, რომელსაც ეს უკანასკნელი ზღურბლიდან ოთახის ცენტრისკენ გამოაგორებდა და თან მარჯვენა ფეხსაც შემოსდგამდა სახლში:
- აბა, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, გილოცავთ ახლ წელს, დაესწარით მრავალს, სუ ტკბილად და ჯანმრთელად, სიხარულითა და ბედნიერებით! ღმერთმა მრავალ ამ დღეს მოგასწროსთ ორფეხითა და ოთხფეხით, ნაყოლითა და ნაქონით, ხვავითა და ბარაქით, იმზეგრძელეთ და იდღეგრძელეთ!
"გოგა" პურის ხმიადი იყო, წინასწარ სპეციალურად გამომცხვარი ამ დღისთვის. მისი გამოცხობაც მთელი რიტუალი იყო: მაგრა მოზელილ, აგუნდავებულ და მრგვლად გაბრტყელებულ ცომზე დედა სხვადსხვა ნიშნებს ჩაჭრიტავდა-ჩატვიფრავდა სვხადახვა საშუალებებით. ეს ნიშნები სიმბოლურად განასახიერებდნენ ადამიანს, ბავშვებს, საქონელს, წარსულს, მომავლს, გარდაცვლილს, შორს წასულს, ბედს, და კიდევ მრავალ ჩანაფიქრს და ისე აცხოდბნენ ერთი მხრიდან გვერდშეუქცევლად. ფაქტიურად "გოგა" წარმოადგენდა კვერს - ფილას, რომელზეც დიდძალი ინფორმაცია იყო დაწერილ-დატანილი თავისებური იეროგლიფურ-ალეგორიული სადამწერლობო ენით. ამიტომ მის შემოგორებას მეკვლის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. უფრო იმას აქცევდნენ ყურადღებას გაგორებული "გოგა" მარჯვნივ გადაუხვევდა თუ მარცხნივ, ზურგით დაეცემოდა თუ სიმბოლოებიანი გვერდით და ა. შ. ამის მიხედვით მერე თავად მეკვლე და უფროსები სუფრასთან იწყებნენ მსჯელობას, გაშიფრვას, "გოგას" "საქციელისას" და არკვევდენენ, თუ როგორი მომავალი ელოდა ოჯახს...
ასე ლოცვითა და ტკბილი სიტყვებით შემოვიდოდა მეკვლე, დაგვასაჩუქრებდა ბავშვებს კანფეტებით ან შაქრის ნატეხებით და მივიდოდა სუფრასთან. იქ მამა დაუსხამდა ყანწში სასმელს და ისიც დალოცავდა ოჯახსა და ახალ წელს. დასხდებოდნენ, დაიწყებნენ პურობას. ამასობაში ჩვენც წამოვიშლებოდით და ჩაღდებოდა-გრძელდებოდა ისევ ნამდვილი საახალწლო ზეიმი.
მეკვლეს დიდად აფასებდნენ. მის ფეხზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული და უპირველეს ყოვლისა ის, რომ თუ მეკვლე კარგი ფეხის პატრონი აღმოჩნდებოდა, იმ წელიწადში ოჯახს წაღმა უნდა წასვლოდა საქმეები: არ ჰქონოდა ადამიანური ზარალი, ავადმყოფობა და ხელი მომართოდა საქონ-საყოლის გამრავლებაში.
ამიტომ კარგი ფეხის მეკვლეზე სოფელში ყოველთვის დიდი მოთხოვნილება იყო. შეიძლება ისეც მომხდარიყო, რომ ბევრგან მიეპატიჟათ და შენთან მოსვლა ვერ მოეხერხებინა. ასეთ დროს დედა ყველაზე კარგი ფეხის პატრონად ძაღლს თვლიდა, პურის ნამცენცებით ახერხებდა მის შემოყვანა-შემოტყუებას სახლში და ახალი წელიც მოლოცვილად და დალოცვილად ითვლებოდა. დანარჩენ წესს უკვე თავად მშობლები აყენებდნენ.
უფრო სერიოზულად ნამდვილ ახალ წელს ძველი სტილით 13-14 იანვარს აღვნიშნავდით და დღესაც ასევე გრძელდება ეს ტრადიცია.

ილტოსპირელი....
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: ოთხი გზა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისაკენ   Wed Dec 30, 2009 12:25 pm

ოთხი გზა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისაკენ

ავტორი: ნინო თარხნიშვილი

რამდენად იცნობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საზღვარგარეთ? რა გზები არსებობს იმისათვის, რომ ლიტერატორმა საკუთარი ნამუშევრები უცხოელ მკითხველს გააცნოს? არის თუ არა მოთხოვნა საზღვარგარეთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და რამდენად ხშირად ითარგმნება ქართველი ლიტერატორების ნამუშევრები უცხო ენებზე? უახლოეს მომავალში მუშაობას შეუდგება ქართული ლიტერატურისა და წიგნის მხარდამჭერი ფონდი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ქართული ლიტერატურის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია იქნება.

სქემა დაახლოებით ასეთია: წერ მოთხრობას, ან ლექსს, ან პიესას, ან პოემას, ან რომანს, ან კიდევ მსგავს ლიტერატურულ ნამუშევარს. შემდეგ მიგაქვს ეს შენი ლიტერატურული ნამუშევარი კარგ, აუცილებლად კარგ მთარგმნელთან, იხდი თარგმანის საფასურს და შემდეგ ამ შენს თარგმნილ ნაწარმოებს ინტერნეტის საშუალებით გზავნი რომელიმე უცხოურ ლიტერატურულ კონკურსზე. ეს ერთი გზა იმისათვის, რომ შენი ლიტერატურული ქმნილება საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურით დაინტერესებულმა ადამიანებმა წაიკითხონ. მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ ასეთი ტიპის კონკურსებში მონაწილეობა, გარდა იმისა, რომ ავტორის გარკვეულ პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მას ასევე საშუალებას აძლევს გადაამოწმოს საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ასე მოხდა „ბიბისის“ რადიოპიესების კონკურსის შემთხვევაში, სადაც მან და დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა საკუთარი რადიოპიესები გაგზავნეს და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდნენ.

არსებობს კიდევ მეორე გზა იმისა, თუ როგორ უნდა გაიცნოს ქართული თანამედროვე ლიტერატურა უცხოელმა მკითხველმა: ეს არის ლიტერატურული საღამოები ან ფესტივალები, რომლებიც საზღვარგარეთ არცთუ იშვიათად იმართება. ასეთ ლიტერატურულ შეხვედრებზე, გარდა იმისა, რომ ლიტერატორს საშუალება ეძლევა საკუთარი ნამუშევრები გააცნოს საზოგადოებას, არსებობს კიდევ მეორე პლუსიც: იქ ხანდახან ცოცხალ კლასიკოსებს, საყვარელ ავტორებსაც შეხვდება ადამიანი. საზღვარგარეთ გამართული ლიტერატურული შეხვედრების ამ განსაკუთრებულ თვისებაზე საუბრობს პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც მსგავსი შეკრებების ხშირი მონაწილეა:

”ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ფესტივალებში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გავიცანი ივ ბონფუა, ფრანგი პოეტი.”

მწერალი გურამ მეგრელიშვილი თვლის, რომ საკუთარი ნამუშევრების თუნდაც მხოლოდ თბილისის გარეთ გატანაც კი უმნიშვნელოვანესია ავტორისათვის:

”ავტორის გასაზრდელად აუცილებელია, რომ გავიდეს რაღაც წრიდან და არ იტრიალოს მხოლოდ ერთსა და იმავე ადგილას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავწერო ისეთი მოთხრობები, რომელიც საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისათვის, არამედ საინტერესო იქნება საფრანგეთში - რომელიმე პროვინციაში - მცხოვრები ერთი რიგითი მკითხველისთვისაც.”

მესამე გზა ქართული თანამედროვე ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისათვის, რა გასაკვირია, გამომცემლობებზე გადიოდეს. გამომცემელი ბაკურ სულაკაური მიიჩნევს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია, და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ის კიდევ უფრო აქტიური გახდება:

”გამომცემლობებიც სწორედ იმისათვის არსებობენ, რომ ჯერ გამოსცენ წიგნები და შემდეგ ისინი, შეძლებისდაგვარად, საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანონ.”

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ კულტურის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ქართული ლიტერატურისა და წიგნის მხარდამჭერი ფონდი, რომელიც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ფართოდ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას. ბაკურ სულაკაური, რომელიც აღნიშნული ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ფონდი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას:

”ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება იმ უცხოური გამომცემლობებისათვის, რომლებიც აპირებენ ქართველი ავტორების წიგნები გამოსცენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი პროექტი არაკომერციულია, უცხოური გამომცემლობები ასეთ წიგნებს მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების შემთხვევაში ბეჭდავენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ, როგორც კი ფონდი აქტიურად ამუშავდება, ქართული თანამედროვე მწერლობა სულ სხვა ფაზაში გადავიდეს.”

არსებობს მეოთხე გზაც, რომელიც, როგორც პოეტები, მწერლები და გამომცემლობების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურის განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის: ეს არის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც, როგორც მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, ქართულ ლიტერატურაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

მწერალი ზაზა ბურჭულაძე ერთ-ერთი ავტორია იმ მცირერიცხოვანი ქართველი ავტორებიდან, რომლის ორი წიგნი - ”ხსნადი კაფკა” და ”მინერალური ჯაზი” - უცხო, კონკრეტულად კი, რუსულ ენაზე ითარგმნა და მოსკოვის ერთ-ერთმა წამყვანმა გამომცემლობამ დაბეჭდა. მისი თქმით, ნებისმიერ, თუნდაც ძალიან პატარა, ერის ენაზე თარგმნაც კი მნიშვნელოვანია ავტორისათვის:

”მთავარია, წიგნი ითარგმნოს, რომ ის მწერლის მთავარ სამიზნემდე - მკითხველამდე - მივიდეს. და არ აქვს მნიშვნელობა ეს მკითხველი ქართველი იქნება, სომეხი, აზერბაიჯანელი, ლეკი, აფხაზი, ოსი თუ ინგლისელი. თუნდაც ერთი მკითხველი, რომელიც შენს წიგნს საკუთარ ენაზე წაიკითხავს, ესეც უკვე საქმეა.”

სქემა ასეთია: დგახარ გზაჯვარედინზე, ოთხი გზის გასაყართან, და რომელ გზასაც უნდა დაადგე, ყველა გზა შენც და შენს ლიტერატურულ ნამუშევარსაც ერთ წითელ ზოლთან მიგიყვანთ, რომელსაც ჩვენ საზღვარს ვეძახით.

გადმოტანილია აქედან...
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: გადმოტანილები   

Back to top Go down
 
გადმოტანილები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება-
Jump to: